1. საგრანტო განაცხადების მიღებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ, საგრანტო კომისია იწყებს საგრანტო განაცხადების შემოწმება-შერჩევას.
2. შერჩევის პროცესში საგრანტო კომისია ახდენს საგრანტო განაცხადების კლასიფიკაციას შემდეგ კატეგორიებად:
ა) საგრანტო განაცხადები, რომელთა მიმართ არსებობს განუხილველად დატოვების საფუძველი;
ბ) საგრანტო განაცხადები, რომლებიც უნდა იქნეს განხილული;
გ) საგრანტო განაცხადები, რომლებსაც აქვს ტექნიკური ხარვეზი და ექვემდებარება გამოსწორებას.
3. განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს განუხილველად დატოვების საფუძველი. განაცხადი ექვემდებარება განუხილველად დატოვებას, თუ ის არ აკმაყოფილებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან თუ:
ა) განმცხადებელმა, არ წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან დოკუმენტაცია წარადგინა მოთხოვნილი ფორმის დარღვევით ან/და საგრანტო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ტექნიკური ხარვეზი;
ბ) ერთი განმცხადებლის მიერ ერთ საგრანტო კონკურსზე წარდგენილია ერთზე მეტი საგრანტო პროექტი;
გ) განმცხადებელმა ნებაყოფლობით უარი განაცხადა საგრანტო კონკურსში მონაწილეობაზე.
4. საგრანტო კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, საგრანტო კონკურსის მიმდინარეობისას განმცხადებელს მოსთხოვოს საგადასახადო დავალიანების მდგომარეობის ამსახველი ცნობა.
5. საგრანტო კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საგრანტო განაცხადში წარმოდგენილი გარკვეული საკითხების დაზუსტება.
6. საგრანტო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე განმცხადებელს ეცნობება წერილობით, სამდივნოს მიე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 17. საგრანტო განაცხადის შერჩევა— საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 7. საგრანტო კომისია— საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 16. საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები— საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კრიტერიუმები
თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით, გარდა მე-5 კრიტერიუმისა, რომლის მაქიმალური ქულა არის 25
კომენტარი
პროექტი შეესაბამება კონკურსში მოთხოვნილ მიზნებსა და პრიორიტეტებს
პროექტის აქტუალობა და დასაბუთება ეფუძნება სანდო მტკიცებულებებს
ბენეფიციარები შერჩეულია პროექტის მიზნების შესაბამისად
პროექტის მიზნები მიღწევადია დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზით (პროექტის შინაარსი, მიღწევის გზები, განხორციელების მეთოდოლოგია ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევას)
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი აქტივობების (ტრენინგების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სემინარების ან/და სხვა) ხარისხი*
სამოქმედო გეგმა რეალისტურია, თანმიმდევრული და უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსი (რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები) უზრუნველყოფს პროექტით დასახული მიზნის მიღწევას
წარმოდგენილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის საშუალებით პროექტის მიზნის მიღწევა დასაბუთებული და რელევანტურია
ლოგიკურ ჩარჩოში გაწერილი პროექტის მონიტორინგი და შეფასების სისტემა შეესაბამება პროექტის მიზნებს, ეტაპებს, აქტივობებს
საპროექტო განაცხადი ითვალისწინებს პროექტის შედეგების მდგრადობას, ეფექტიანობას და ინსტიტუციურ დანერგვას
პროექტის ბიუჯეტი ხარჯთეფექტური და რეალისტურია. საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი იძლევა პროექტის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას და შეესაბამება პროექტის სამოქმედო გეგმას.
კრიტერიუმების შეფასების ჯამური ქულა
75“, მუხლი 15, №72/ნ, 14.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017531 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4189779/muxli-15/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია