1. საგრანტო პროექტების შეფასებას საგრანტო კომისია ახორციელებს ამ დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.

2. საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით მაქსიმალური შეფასება არის 75 ქულა.

3. საგრანტო პროექტი ითვლება გამარჯვებულად, თუ დააგროვებს ყველა საგრანტო პროექტზე მეტ ქულას, მაგრამ არანაკლებ 54 ქულისა.

4. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, გამარჯვებული საგრანტო პროექტის გამოვლენა მოხდება საგრანტო კომისიის მიერ დამსწრე საგრანტო კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საგრანტო კომისიის თავმჯდომარის ხმ