1. სამართლებრივი ურთიერთობა ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის წესრიგდება ამ დებულებით და მათ შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებით.
2. საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძველია საგრანტო კომისიის გადაწყვეტილება, საგრანტო პროექტის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ.
3. საგრანტო პროექტის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ცენტრსა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებულს შორის იდება საგრანტო ხელშეკრულება.
4. ცენტრი უფლებამოსილია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან მოლაპარაკების საფუძველზე მოახდინოს საგრანტო პროექტის არაარსებითი საკითხების დაზუსტება/დაკორექტირება.
5. საგრანტო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს:
ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს;
ბ) მითითებას საგრანტო ხელშეკრულების დადების საფუძვლის შესახებ;
გ) თემატური მიმართულებების განხორციელების აღწერას და ვადებს;
დ) მხარეთა უფლება-მოვალეობებს;
ე) გასაცემი გრანტის ოდენობას და გაცემის ეტაპებს, ვადას და მხარეთა საბანკო რეკვიზიტებს;
ვ) პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო;
ზ) საგრანტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებს და შეწყვეტის წესს;
თ) გრანტის გამოუყენებელი ნაწილის დაბრუნების მექანიზმს;
ი) დავის გადაწყვეტის წესს;
კ) საგრანტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს (ფორმას);
ლ) ცენტრის მიერ საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის წესს;
მ) საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის პირობებს.
6. საგრანტო ხელშეკრულება არ იდება იმ შემთხვევაში, როცა:
ა) არსებითად შეიცვალა გარემოება, რის გამოც შეუძლებელია საგრანტო ხელშეკრულების დადება;
ბ) გამოვლინდა საგრანტო პროექტის განუხილველად დატოვების საფუძველი;
გ) არსებითად არის დარღვეული საგრანტო კონკურსის ჩატარების წესი.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების აღმოფხვრიდან 5 დღის ვადაში, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების ან ხელახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 5 დღის ვადაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ ან/და ხელახალი საგრანტო კონკურის გამოცხადების შესახებ