1. ცენტრი ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

2. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის მიზნით გრანტის მიმღები ცენტრს წარუდგენს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგრანტო ანგარიშს.

3. მონიტორინგი გულისხმობს როგორც საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ცენტრის მიერ გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობის დადგენას, ასევე საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი პროექტის მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების შესრულების შემოწმებას.

4. ფინანსური მონიტორინგის განხორციელებისას:

ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ხარჯი;

ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი მისი გამწევის მხრიდან ექვემდებარება უკან დაბრუნებას ცენტრის ანგარიშზე;

გ) გრანტის აუთვისებელ ნაწილად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდის ბოლოს არსებული გაუხარჯავი რესურსი, რომელიც ექვემდებარება ცენტრის ანგარიშზე დაბრუნება