1. საგრანტო პროექტი შეწყდება, თუ გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია, ან გამოვლინდება ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია 1 თვის ვადაში დააბრუნოს მიღებული გრანტი და კარგავს დარჩენილი გრანტის მოთხოვნის უფლებას.

3. გრანტის შეწყვეტასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებით.

4. თუ საგრანტო პერიოდის ამოწურვის შედეგად დარჩება გამოუყენებელი თანხები, გრანტის მიმღები ვალდებულია საგრანტო პერიოდის ამოწურვიდან 1 თვის ვადაში ცენტრს დაუბრუნოს გრანტის გამოუყენებელი ნაწილი.

დანართი №2

საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები

კრიტერიუმები

თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით, გარდა მე-5 კრიტერიუმისა, რომლის მაქიმალური ქულა არის 25

კომენტარი

პროექტი შეესაბამება კონკურსში მოთხოვნილ მიზნებსა და პრიორიტეტებს

პროექტის აქტუალობა  და დასაბუთება ეფუძნება სანდო მტკიცებულებებს

ბენეფიციარები შერჩეულია პროექტის მიზნების შესაბამისად

პროექტის მიზნები მიღწევადია დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზით (პროექტის შინაარსი, მიღწევის გზები, განხორციელების მეთოდოლოგია ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევას)

პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი აქტივობების (ტრენინგების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სემინარების ან/და სხვა) ხარისხი*

სამოქმედო გეგმა რეალისტურია, თანმიმდევრული და უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას

პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსი (რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები) უზრუნველყოფს პროექტით დასახული მიზნის მიღწევას

წარმოდგენილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის საშუალებით პროექტის  მიზნის მიღწევა დასაბუთებული და რელევანტურია

ლოგიკურ ჩარჩოში გაწერილი პროექტის მონიტორინგი და შეფასების სისტემა შეესაბამება პროექტის მიზნებს, ეტაპებს, აქტივობებს

საპროექტო განაცხადი ითვალისწინებს პროექტის შედეგების მდგრადობას, ეფექტიანობას და ინსტიტუციურ დანერგვას

პროექტის ბიუჯეტი ხარჯთეფექტური და რეალისტურია. საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი იძლევა პროექტის მიზნის მიღწევის  შესაძლებლობას და შეესაბამება  პროექტის სამოქმედო გეგმას.

კრიტერიუმების შეფასების ჯამური ქულა

75

* განმარტება: V კრიტერიუმი  ფასდება  შემდეგი  კომპონენტების მიხედვით

№

კომპონენტები

მაქსიმალური ქულა 5

კომენტარი

1.

თითოეული აქტივობის (ტრენინგების ან/და სემინარების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სხვა) გეგმით გათვალისწინებული დრო შეესაბამება აქტივობის მიზანს, გამოყენებულ მეთოდებსა და დაგეგმილ ქმედებებს

2.

თითოეული აქტივობა უზრუნველყოფს პროექტის ამოცანების გადაწყვეტას

3.

თითოეული აქტივობის შინაარსი კავშირშია დასახულ მიზნებსა და ამოცანებთან, მკაფიოა და დეტალურად არის აღწერილი

4.

წარმოდგენილია საჭირო სასწავლო რესურსების ჩამონათვალი, რომლებიც სრულად შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს და  ემსახურება პროექტის მიზნის მიღწევას

5.

წარმოდგენილი მეთოდი და საჭირო რესურსები მკაფიოდ არის აღწერილი და რელევანტურია დასახული აქტივობის მიზნების მისაღწევად

ჯამური ქულა