1. ცენტრი საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2.  საგრანტო განაცხადების მიღება დასაშვებია საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც აითვლება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების მომენტიდან.

3. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გრანტის გამცემის დასახელება;

ბ) თემატური მიმართულების დასახელება/აღწერა და ის მიზნები, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული გრანტის გაცემით;

გ) მოთხოვნები;

დ) საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები;

ე) საგრანტო პერიოდი;

ვ) გრანტის ოდენობა;

ზ) წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (ასეთი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში);

თ) საგრანტო განაცხადების მიღების დაწყების და დასრულების თარიღი.

4. საჭიროების შემთხვევაში, საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება შეიცავდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ ინფორმაციასა