1. საგრანტო კომისიის სხდომის ოქმს ადგენს საგრანტო კომისიის სამდივნოს თანამშრომელი, ამ დებულების შესაბამისად. საგრანტო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ საგრანტო კომისიის თავმჯდომარე, საგრანტო კომისიის მდივანი და საკითხის განხილვაში მონაწილე სხდომაზე დამსწრე საგრანტო კომისიის წევრები. თუ საგრანტო კომისიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება ოქმის შინაარსს, ასეთმა წევრმა შენიშვნა წერილობითი ფორმით უნდა დაურთოს ოქმს.

2. სხდომის ოქმში შეიტანება:

ა) საგრანტო კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) საგრანტო კომისიის წევრების და მოწვეული პირების (ასეთის შემთხვევაში) სახელი, გვარი და თანამდებობა;

დ) სხდომის ოქმის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის – საგრანტო კომისიის მდივნის სახელი, გვარი და თანამდებობა;

ე) დღის წესრიგი;

ვ) საკითხის განხილვის აღწერა;

ზ) კენჭისყრის შედეგები;

თ) მიღებული გადაწყვეტილებები.

3. სხდომის ოქმი დგება ელექტრონულად, რომელიც ამოიბეჭდება მატერიალური სახით, ერთ ეგზემპლარად და დედნის სახით ინახება ცენტრშ