1. საგრანტო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, აგრეთვე, არ შეიძლება საგრანტო პროექტების შეფასების პროცესში მონაწილეობდეს დამოუკიდებელი ექსპერტი:

ა) რომელიც არის განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი;

ბ) რომელიც არის განმცხადებლის ნათესავი;

გ) რომელმაც შესაძლოა უშუალოდ მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი საგრანტო პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;

დ) რომელიც შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან;

ე) რომლის საქმიანობა იწვევს დასაბუთებულ ეჭვს პირის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და ობიექტურობის შესახებ.

2. ამ დებულების მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებულნი არიან, საგრანტო კომისიას  აცნობონ აცილების საფუძვლებისა და, მისგან გამომდინარე, თვითაცილების შესახებ.

4. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია აცილების აუცილებლობის შესახებ საგრანტო კომისიისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული საგრანტო პროექტის დამტკიცებამდე, საგრანტო კომისია აუქმებს აცილებას დაქვემდებარებული პირის მიერ გაკეთებულ შეფასებას.

5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია აცილების აუცილებლობის შესახებ საგრანტო კომისიისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული საგრანტო პროექტის დამტკიცების ან/და გრანტის გაცემის შემდეგ, ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება წყდება და გრანტის მიმღებისთვის გადარიცხული გრანტი ექვემდებარება ცენტრის ანგარიშზე დაბრუნება