1. საგრანტო კომისიას უფლება აქვს, მიმართოს ცენტრის დირექტორს, საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით სპეციალური ექსპერტული ცოდნის ფარგლებში დახმარების აღმოჩენის მიზნით, დამოუკიდებელი ექსპერტის მოწვევის შესახებ.
2. საგრანტო კომისია ვალდებულია წარუდგინოს დამოუკიდებელ ექსპერტს საექსპერტო დასკვნისათვის აუცილებელი ინფორმაცია და განუსაზღვროს საკითხთა წრე, რაზეც საჭიროა ექსპერტის დასკვნის მიღება.
3. დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია წარადგინოს წერილობითი დასკვნა საგრანტო კომისიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
4. დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ დასკვნის წარუდგენლობა, ასევე დასკვნის დაგვიანებით ან/და არასრულყოფილად წარდგენა ხელს არ უშლის გადაწყვეტილების მიღებას.
5. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია საგრანტო კომისიისათვის.
6. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
7. დამოუკიდებელი ექსპერტის საქმიანობა შესაძლოა იყოს ანაზღაურებადი. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისა
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კრიტერიუმები
თითოეული კრიტერიუმი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით, გარდა მე-5 კრიტერიუმისა, რომლის მაქიმალური ქულა არის 25
კომენტარი
პროექტი შეესაბამება კონკურსში მოთხოვნილ მიზნებსა და პრიორიტეტებს
პროექტის აქტუალობა და დასაბუთება ეფუძნება სანდო მტკიცებულებებს
ბენეფიციარები შერჩეულია პროექტის მიზნების შესაბამისად
პროექტის მიზნები მიღწევადია დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზით (პროექტის შინაარსი, მიღწევის გზები, განხორციელების მეთოდოლოგია ხელს უწყობს დასახული მიზნების მიღწევას)
პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი აქტივობების (ტრენინგების ან/და სამუშაო შეხვედრების ან/და სემინარების ან/და სხვა) ხარისხი*
სამოქმედო გეგმა რეალისტურია, თანმიმდევრული და უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსი (რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები) უზრუნველყოფს პროექტით დასახული მიზნის მიღწევას
წარმოდგენილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსის საშუალებით პროექტის მიზნის მიღწევა დასაბუთებული და რელევანტურია
ლოგიკურ ჩარჩოში გაწერილი პროექტის მონიტორინგი და შეფასების სისტემა შეესაბამება პროექტის მიზნებს, ეტაპებს, აქტივობებს
საპროექტო განაცხადი ითვალისწინებს პროექტის შედეგების მდგრადობას, ეფექტიანობას და ინსტიტუციურ დანერგვას
პროექტის ბიუჯეტი ხარჯთეფექტური და რეალისტურია. საპროექტო განაცხადის ბიუჯეტი იძლევა პროექტის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას და შეესაბამება პროექტის სამოქმედო გეგმას.
კრიტერიუმების შეფასების ჯამური ქულა
75“, მუხლი 11, №72/ნ, 14.05.2018, სარეგისტრაციო კოდი 430110000.22.022.017531 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4189779/muxli-11/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია