1. აკრედიტაციის პროცესი შედგება შემდეგი ძირითადი ეტაპებისგან:

ა) განაცხადის წარდგენა;

ბ) მზადება შეფასებისთვის;

გ) წინასწარი შეფასება (განმცხადებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში);

დ) შეფასება აკრედიტაციისათვის (მათ შორის, ადგილზე შეფასება/დისტანციური შეფასება);

ე) შეფასების შემდგომი ანალიზი/შეჯამება, დამატებითი შეფასების ჩათვლით;

ვ) გადაწყვეტილების მიღება;

ზ) აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები;

თ) განმეორებითი აკრედიტაცია.

2. აკრედიტაციის პროცესში გამოიყენება ერთ-ერთი შემდეგი შეფასების ტექნიკა ან სხვადასხვა შეფასების ტექნიკის ერთობლიობა:

ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა;

ბ) შესაბამისი ჩანაწერების განხილვა;

გ) ადგილზე შეფასება;

დ) კომპეტენციის დადასტურება შესაბამისი ტესტირების, გასაუბრების ან საკვალიფიკაციო ტესტირების შედეგების საფუძველზე;

ე) არაგეგმური შეფასება;

ვ) გასაუბრება/ინტერვიუ;

ზ) დისტანციური შეფასება;

თ) გაზომვის აუდიტი;

ი) ვალიდაციის აუდიტი.

3. მოთხოვნები აკრედიტაციის მაძიებელი შშო-სთვის და აკრედიტებული შშო-სთვის დადგენილია შესაბამისი აკრედიტაციის სქემებით. ცალკეული აკრედიტაციის სქემა აკონკრეტებს აკრედიტაციის პროცესის სპეციფიკურ პროცედურებს, აკრედიტაციის ობიექტის თავისებურებების გათვალისწინებით.

4. აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტაციის პროცესში ასევე ფასდება შშო-ს საქმიანობა იმ დოკუმენტების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია განცხადებულ აკრედიტაციის სფეროში.

5. აკრედიტაციის ცენტრი უფლებამოსილია შეწყვიტოს აკრედიტაციის პროცესი ნებისმიერ ეტაპზე, თუ შშო-ს შეფასებისას გამოვლინდება ისეთი რისკი, რომლის აღმოფხვრა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში შშო-ს არ უბრუნდება გადახდილი საფასურ