1. აკრედიტაციის მაძიებელი შშო განაცხადით მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მისაღებად. განაცხადს თან უნდა დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები ქართულ ენაზე. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით (შრიფტი – Sylfaen). განაცხადის ფორმები და შესაბამისი დანართები მოცემულია აკრედიტაციის ცენტრის ვებგვერდზე.
2. განმცხადებლის მიერ აკრედიტაციის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადი მიიღება და რეგისტრირდება აკრედიტაციის ცენტრის ადმინისტრაციულ სამსახურში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილია სრულად.
3. თუ განმცხადებელს სურს აკრედიტებული იქნეს ერთზე მეტი აკრედიტაციის სქემის მიხედვით, ამ შემთხვევაში, შესაბამისი განაცხადები და მოთხოვნილი თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ცალ-ცალკე შესაბამისი აკრედიტაციის სქემის მიხედვით.
4. განმცხადებლის მხრიდან განაცხადის პირველადი შეფასების პროცესის ნებისმიერ ეტაპზე განზრახ არასწორი ან/და ყალბი ინფორმაციის წარდგენის ან რაიმე ინფორმაციის დამალვის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულების აღმოჩენის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი შეწყვეტს დაწყებულ შეფასების პროცესს, რის თაობაზეც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
5. თუ განაცხადი წარდგენილია EA-ს წევრი EA MLA ან EA BLA ხელმომწერი ან სხვა ქვეყნიდან, აკრედიტაციის ცენტრი იმოქმედებს აკრედიტაციის პოლიტიკის“ PL-02 პოლიტიკა საზღვარგარეთ აკრედიტაციის სფეროში“ შესაბამისად.
6. აკრედიტაციის ცენტრში განმცხადებლის მიერ წარდგენილი განაცხადი აკრედიტაციაზე კონფიდენციალურია და აღნიშნულის თაობაზე განცხადების წარდგენისას განმცხადებელს გადაეცემა შესაბამისი კონფიდენციალობის დაცვის ფურცელი.
7. აკრედიტაციის ცენტრსა და აკრედიტაციის მაძიებელ შშო-ს შორის შესაბამის ხელშეკრულებასთან ერთად ფორმდება „შეთანხმება აკრედიტაციაზე“. შშო ვალდებულია აკრედიტაციის მიღების შემთხევაში, აკრედიტაციის სრული ციკლის განმავლობაში დაიცვას როგორც ხელშეკრულების, ისე „შეთანხმება აკრედიტაციაზე“-ში მოცემული პირობები.
8. შშო-ს, რომელსაც სურს განაცხადით მიმართოს აკრედიტაციის ცენტრს აკრედიტაციის მისაღებად, შესაბამისი სტანდარტის თანახმად, ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს მენეჯმენტის სისტემა.
9. განაცხადის ფორმა, ხელშეკრულება, „შეთანხმება აკრედიტაციაზე“ და შესაბამისი დოკუმენტები ხელმოწერილი უნდა იყოს შშო-ს ხელმძღვანელი პირის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ.
10. ამ მუხლში მოცემული პროცედურები გამოიყენება როგორც პირველადი აკრედიტაციის, აკრედიტაციის სფეროს გაფართოების, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განსახორციელებელი ყოველწლიური და არაგეგმური შეფასებისა და განმეორებითი აკრედიტაციის დროს, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინები