1. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ბუნებრივი გაზის განაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს (შემდგომში – სისტემის ოპერატორი), მიმწოდებელსა და საბოლოო მომხმარებელს (შემდგომში – მომხმარებელი) შორის. ასევე სისტემის ოპერატორსა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ურთიერთობებს.
2. წესები ადგენს სისტემის ოპერატორის მიერ განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურების პირობებსა და პროცედურებს, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების და სიმძლავრის გაზრდის პირობებს, მიმწოდებელსა და სისტემის ოპერატორებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის გამანაწილებელ ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ პირობებს. წესები ასევე ადგენს გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოებისთვის საჭირო საოპერაციო მოთხოვნებს, გამანაწილებელი ქსელის ოპერირების პროცედურებს ჩვეულებრივ და საგანგებო რეჟიმებში, გაუმართაობის პირობებში, ფორსმაჟორულ სიტუაციებში და სხვა სახის შეფერხებების დროს, ასევე გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვისა და გამანაწილებელი ქსელის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს. ასევე, ბუნებრივი გაზით მომარაგების მზადყოფნის კუთხით, მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების (მომხმარებლის შიდა ქსელის) შემოწმებისა და ზედამხედველობის პირობებს.
3. წესების მიზანია:
ა) სისტემის ოპერატორის მომსახურება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მომხმარებელზე ორიენტირებულ, მარტივ, გამჭვირვალე და სამართლიან პირობებზე დაყრდნობით;
ბ) წესების მოთხოვნათა დაცვით, გამანაწილებელ სისტემასთან, სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვებით უზრუნველყოს, ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება და კონკურენციის ხელშეწყობა;
გ) სისტემის ოპერატორის, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
დ) განაწილების საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გამანაწილებელი ქსელის სწორი ექსპლუატაცია, ოპტიმალურად განვითარება და ქსელის გაფართოების საჭირო პირობების შექმნა;
ე) ბუნებრივი გაზით უსაფრთხოდ მომარაგებისთვის პირობების განსაზღვრ