1. წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) მარტივი სამუშაო – სარემონტო სამუშაო, რომლის შესრულებაც არ საჭიროებს ძირითადი საშუალებების ნაწილობრივ ან სრულ შეცვლას/დამონტაჟებას, ასევე, ისეთი სამუშაო, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლის/მომხმარებლების სისტემასთან მიერთების წერტილში საჭირო სამუშაოებით, აღრიცხვის კვანძის მონტაჟის, შეცვლის, შეკეთების ან/და ადგილზე შემოწმების ჩათვლით;
ბ) რთული სამუშაო – ისეთი სამუშაო, რომელიც არ განეკუთვნება მარტივი სამუშაოს კატეგორიას, მათ შორის, ისეთი სამუშაო, რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის (სისტემის) ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია;
გ) აბონენტი – უნიკალური ნომრის მქონე, გამანაწილებელი ქსელის გაცემის პუნქტი, რომლის მეშვეობით ხდება, კონკრეტული ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგება, ასევე აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის, მისაერთებელი სიმძლავრის, მიმწოდებლის (რომელიც სარგებლობს პუნქტით) და მისი შესაბამისი მომხმარებლის მონაცემების, ასევე სხვა ამ პუნქტთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემების აღრიცხვა და შენახვა.
2. წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონშ