1. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, სისტემის ოპერატორი და მომხმარებელი ვალდებულნი არიან დაიცვან წესებში მოცემული ნორმები. წესების შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას, გატარებას, მიწოდებას ან/და მოხმარებას. დაუშვებელია ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება.

2. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

3. წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.

4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ბუნებრივი გაზის განაწილების, გატარების ან/და მომარაგების დროს ურთიერთობა აწარმოოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, დაუშვებელია, მხარეებს შორის ურთიერთობა განხორციელდეს ან ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას.

5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს, მხოლოდ ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდე