წყალს სიღრმივი მეთოდით თესავენ საკვებ აგარზე ან ხორც-პეპტონიან აგარზე.

2. ნათესების ინკუბირებას აწარმოებენ (30±1)0
C ტემპერატურაზე 48 სთ-ის განმავლობაში. 1 სმ3
წყალში ერთ ბოთლზე გადაანგარიშებით მიკრობთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100.

3. ბოთლების სისუფთავის ხარისხის განსაზღვრა შესაძლოა სხვა მეთოდითაც. ერთ ბოთლში ასხავენ სტერილური ონკანის წყალს (ბოთლის მოცულობის 10%-ს) და თანმიმდევრობით ავლებენ 5-10 ბოთლს. დათესვას აწარმოებენ ზემოთ აღწერილი მეთოდით. 1სმ3 ჩამონარეცხ წყალში მიკრობთა საერთო რიცხვის განსასაზღვრავად ითვალისწინებენ გამოსავლები წყლისა და ბოთლების რაოდენობას.

4. დასახუფ მასალას 10 ცალის რაოდენობით ათავსებენ სტერილურ კოლბაში, ასხავენ 100 სმ3
სტერილურ ონკანის წყალს და ანჯღრევენ 5წთ-ის განმავლობაში. მიკრობთა საერთო რაოდენობის განსაზღვრას აწარმოებენ 1სმ3
ჩამონარეცხი წყლის საღრმივი მეთოდით დათესვით საკვებ აგარზე ან ხორც-პეპტონიან აგარზე.

5. მიკრობთა საერთო რიცხვი 1 საცობზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 100 კწე.

თავი XXVI. უალკოჰოლო სასმელების წარმოებისას ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და კომუნიკაციების სანიტარიული დამუშავე