კონცენტრატის დათესვით მემბრანული ფილტრაციის მეთოდით. საანალიზოდ კონცენტრატს იღებენ გაფართოებულ ბოლოებიანი (ოდნავ წატეხილწვერიანი) პიპეტით. კონცენტრატს 3 სმ3
რაოდენობით 5-ჯერ აზავებენ სტერილური სასმელი წყლით და ფილტრავენ. წვენის ცუდი გამჭვირვალობით გამოწვეული გაძნელებული ფილტრაციისას მსხვილი ნაწილაკების მოსაშორებლად სინჯს ჯერ ფილტრავენ წინასწარ ფილტრში (№10). ამისათვის საფილტრ აპარატში, ფილტრის ზედაპირზე (№6) ათავსებენ №10 ფილტრს. ფილტრაციის დამთავრების შემდეგ ორივე ფილტრს ათავსებენ სვიიანი ბადაგის აგარის ზედაპირზე. ანალიზის შედეგების აღრიცხვისას მხედველობაში იღებენ ორივე ფილტრის ზედაპირზე გაზრდილი საფუვრის კოლონიების რაოდენობას, აგრეთვე აღებული სინჯის მოცულობასა და მის განზავებას.
2. სასმელების კონცენტრატებში (70% მშრალი ნაშთის შემცველობისას) 3 სმ3 მოცულობაში საფუვრები არ დაიშვებ