„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №336 |
|
2023 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 5 მეპაიის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/ მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით/ქვეიჯარით (იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარე სახელმწიფოა) მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 20 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში (გარდა მაღალმთიანი დასახლებისა).“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. იჯარის/ქვეიჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს. იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.“;
დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მაღალმთიან დასახლებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 5 მეპაიის საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით/ქვეიჯარით (იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარე სახელმწიფოა) მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ის ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში.“;
ვ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. იჯარის/ქვეიჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.“.
2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის ორი ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია, მის საკუთრებაში არსებული/იჯარით/ქვეიჯარით მიღებული ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდეს რამდენიმე პოტენციური ბენეფიციარის განაცხადში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.08.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №336. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.024169.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №336, 30.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.024169 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5904120/