1. ეს წესი პარაპლანებისთვის ადგენს ფრენის უსაფრთხოებასთან, სასტარტო მოედნის მოწყობასთან, მფრინავის კომპეტენციის დადასტურებასთან, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის ვარგისიანობასთან და ამ სფეროს ზედამხედველობასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და ზოგად წესებს.

2. ამ წესის მოთხოვნები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე. ფრენა ჩაითვლება ექსპერიმენტულ ან საჩვენებელ ფრენად, თუ სრულდება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) მფრინავს და მგზავრს გააჩნია მფრინავის მოქმედი მოწმობა;

ბ) ასეთი სახის ფრენების დაგეგმვისა და წარმოების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ იურიდიულ პირს (შემდეგში – უფლებამოსილი პირი)  წინასწარ ეცნობა ფრენის განხორციელებამდე, სულ მცირე, 3 დღით ადრე და უფლებამოსილმა პირმა  გასცა თანხმობა მას შემდეგ, რაც შეისწავლა მოთხოვნილი ფრენების განხორციელების შესაძლებლობა;

გ) აღნიშნული ფრენები სრულდება მხოლოდ შესაბამისად გამოყოფილ საჰაერო სივრცეში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფრენების თაობაზე უფლებამოსილი პირი  ინფორმაციას ათავსებს თავის ვებგვერდზე