ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/1242
2006 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის №124/63 ბრძანება ,,საქართველოს კანონის ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს ,,მოქალაქეთათვის ხანგრძლივი მოხმარების საგნების კრედიტით (განვადებით) მიყიდვის წესები“;
ბ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის №127/58 ბრძანება ,,საქართველოს კანონის ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს ,,საქონლის შეკვეთით და მყიდველის სახლში მიტანით გაყიდვის წესები“;
გ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის №130 ბრძანება ,,საქართველოს კანონის ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს ,,კომუნალური მომსახურების გაწევის წესები“;
დ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის №119/60 ბრძანება ,,საქართველოს კანონის ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს ,,საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის (მომსახურების) წესები“;
ე) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის №122/61 ბრძანება ,,საქართველოს კანონის ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს ,,წვრილი სავაჭრო ქსელის, არასასურსათო საქონლის ორგანიზებული საცალო ბაზრობების მუშაობის წესი“;
ვ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის №125/57 ბრძანება ,,საქართველოს კანონის ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს ,,არასასურსათო საქონლით საკომისიო ვაჭრობის წესები“;
ზ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის №128/59 ბრძანება ,,საქართველოს კანონის ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს ,,ბეწვეული საქონლის გაყიდვის წესები“;
თ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის №123/62 ბრძანება ,,საქართველოს კანონის ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს ,,ნიმუშების მიხედვით საქონლის გაყიდვის წესები“;
ი) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №129 ,,საქართველოს კანონის ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს ,,საქართველოში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების წესი“;
კ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის №134 ბრძანება ,,საქართველოს კანონის ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს ,,სასტუმროებში გაწეული მომსახურების წესი“;
ლ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის №137/67 ბრძანება ,,საქართველოს კანონის ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს ,,ახალი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების გაყიდვის წესები“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2006.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“?
- „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ მიღებულია 23.10.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/1242. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22(0).240.009499.
- სად არის „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“, №1-1/1242, 23.10.2006, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22(0).240.009499 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6333335/