სტანდარტიზაციის საბჭოს შექმნისა და საქმიანობის
წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
სტანდარტიზაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ –
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში –
სააგენტო) საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება დაინტერესებული
მხარეებისგან თანასწორობის საფუძველზე და მონაწილეობს სტანდარტიზაციის
სფეროს პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და
შემუშავებაში.
საბჭო საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის,
ღიაობისა და სტანდარტიზაციის სხვა პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 2. მიზნები და ფუნქციები
საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს სტანდარტიზაციის პროცესში
დაინტერესებული მხარეების მონაწილეობასა და მათ აქტიურ ჩართულობას
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინტერესთა ბალანსის
უზრუნველყოფით.
საბჭოს ფუნქციებია:
ა) სტანდარტიზაციის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე
რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სტანდარტიზაციის სფეროში დაინტერესებული მხარეების ინტერესების
წარდგენა;
გ) სტანდარტიზაციის პოლიტიკის ან/და სტრატეგიის განხილვის პროცესში
მონაწილეობა;
დ) სტანდარტების პროგრამის შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობა.
მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი წევრებისაგან:
ა) მეწარმე სუბიექტების გაერთიანებების (ბიზნესასოციაციების)
წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;
ბ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი – საბჭოს
წევრი;
გ) საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს
წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;
ე) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი – საბჭოს
წევრი;
ვ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი –
საბჭოს წევრი;
ზ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;
თ) სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს
წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;
ი) სსიპ – ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელი – საბჭოს
წევრი;
კ) სსიპ – „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის
ცენტრის“ წარმომადგენელი – საბჭოს წევრი;
ლ) სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს
წარმომადგენლები – საბჭოს წევრი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საბჭოს წევრთა რაოდენობას,
პარიტეტის პრინციპის დაცვით, ამტკიცებს სააგენტოს გენერალური
დირექტორი.
საბჭო უფლებამოსილია საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს ადმინისტრაციული
ორგანოს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები, სათათბირო ხმის
უფლებით.
მუხლი 4. საბჭოს თავმჯდომარე
საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა საბჭოს
წევრების მიერ ხმათა უმრავლესობით. საბჭოს ხელმძღვანელი აირჩევა 2 წლის
ვადით.
2. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს საბჭოს სხდომებს დამოუკიდებლად ან საბჭოს არანაკლებ 2 წევრის
მოთხოვნის საფუძველზე;
ბ) უძღვება საბჭოს სხდომას და საქმიანობას;
გ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საბჭოს ფუნქციონირებისათვის
საჭირო სხვა ღონისძიებებს.
3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის
ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც აირჩევა საბჭოს
წევრთა ხმათა უმრავლესობით.
მუხლი 5. საბჭოს წევრი
საბჭოს წევრი მონაწილეობს საბჭოს შეხვედრებში, წარმოადგენს
წინადადებებსა და შეხედულებებს განსახილველ საკითხთან
დაკავშირებით.
საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
მუხლი 6. საბჭოს სამდივნო
საბჭოს ჰყავს სამდივნო, რომლის ფუნქციას ახორციელებს სააგენტო.
სამდივნოს წევრებს განსაზღრავს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
სამდივნო უზრუნველყოს:
ა) დღის წესრიგის განსაზღვრის მიზნით, საბჭოს თავმჯდომარისთვის საბჭოს
სხდომაზე განსახილველი საკითხების წარდგენას;
ბ) საბჭოზე განსახილველი საკითხების ანალიზს, მომზადებასა და
წარდგენას;
გ) საბჭოს საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტების სისტემატიზაციასა და
შენახვას;
დ) საბჭოს შეხვედრების მომზადებას;
ე) საბჭოს სხდომების ოქმების წარმოებას;
ვ) საბჭოს სხდომის მატერიალურ/ტექნიკურ უზრუნველყოფას.
მუხლი 7. საბჭოს სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების
წესი
1. საბჭოს სხდომა იმართება არანაკლებ წელიწადში ორჯერ. საბჭოს სხდომის
გამართვის თარიღი და დრო საბჭოს წევრებს ეცნობებათ საბჭოს სხდომის
გამართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვისა.
2. საბჭოს წევრებს, საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული
საკითხები უნდა მიეწოდოთ საბჭოს სამდივნოს მიერ, საბჭოს სხდომის
გამართვამდე არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.
3. საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ფიზიკური დასწრებით ან ელექტრონული
კომუნიკაციის საშუალებით.
4. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრების ნახევარზე
მეტი.
5. საბჭო გადაწვეტილებას იღებს კონსენსუსის საფუძველზე. კონსენსუსის
მიუღწევლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე საბჭოს წევრთა
უმრავლესობის გადაწვეტილების საფუძველზე.
6. საბჭოს სხდომაზე განსახილველი დოკუმენტები გამოიყენება საბჭოს შიდა
მოხმარებისათვის. დოკუმენტების ასლები შეიძლება გამოყენებული იქნეს საბჭოს
წევრ(ებ)ის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტზე არ არის დატანილი
მინიშნება კონფიდენციალურობაზე.
7. საბჭოს შეხვედრის შემდეგ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, საბჭოს
ხელმძღვანელი და სამდივნო ამზადებს სხდომის ოქმის პროექტს, თანდართულ
დოკუმენტაციასთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც სამდივნო
აგზავნის ელექტრონული ფოსტით საბჭოს წევრებთან. საბჭოს წევრებს შეუძლიათ
წარმოადგინონ მოსაზრებები მიღებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით
შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8. საბჭოს სხდომის ოქმს ადგენს საბჭოს სამდივნო და ხელს აწერს საბჭოს
თავჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.