1. ზსხ-ის ექსპლუატაცია ხორციელდება ზსხ საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

2. ზსხ-ის ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 30 მარტის №61 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის“ შესაბამისად.

3. ზსხ-ის ექსპლუატაციისას:

ა) დაცული უნდა იქნეს სსიპ
– სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 თებერვლის №28 ბრძანებით დამტკიცებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის“ VI თავის მოთხოვნები;

ბ) თითოეულ ფრენაზე ზსხ-ის ბორტზე უნდა იყოს წარმოდგენილი ზსხ-ის პილოტის დამატებითი სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ტურბოხრახნული ძრავით აღჭურვილი ზსხ-ისთვის, რომელზეც პილოტი ასრულებს ფრენას და მოითხოვება ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად.

4. აღრიცხვის ბარათის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საიდენტიფიკაციო ბარათის მფლობელის მიერ ამ წესის მე-18 მუხლის შესაბამისად შემუშავებული და გამოცემული ყველა სათანადო ღონისძიება, როდესაც აღნიშნულის შესრულება სავალდებულოდ მოითხოვება ბარათის მფლობელის მიერ.