„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე N40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნას შემდეგი
ცვლილება:
1. 24-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
2. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:
,,71. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა;
72. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და
ტრანზიტის ნებართვა;“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის,
ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ
დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის N184 დადგენილება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი აპრილიდან
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონპროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოში შეზღუდულად
ბრუნვადი მასალების (ნარჩენები, საშიში ქიმიური ნივთიერებები, პესტიციდები,
ოზონდამშლელი
ნივთიერებები,
პრეკურსორები)
ბრუნვასთან
(იმპორტი/ექსპორტი/რეექსპორტი/ტრანზიტი/ტრანსპორტირება)
რეგულაციები
არ
შეესაბამება აღნიშნული მასალების ბრუნვის მარეგულირებელი საერთაშორისო აქტების
(“სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისა და მათ განთავსებაზე
კონტროლის შესახებ” ბაზელის კონვენცია; ,,ცალკეული საშიში ქიმიური
ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარ
დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ” როტერდამის კონვენცია; “ოზონის
შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ” მონრეალის ოქმი; „ნარკოტიკული
საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ
ბრძოლის შესახებ” კონვენცია) მოთხოვნებს.
მოქმედი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით (24-ე
მუხლის მე-7 პუნქტი) განსაზღვრულია „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების
ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის“ ერთიანი
ნებართვა. ასევ,ე აღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული „შეზღუდულად
ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და
შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის N184 დადგენილებით გათვალისწინებულია
აღნიშნული მასალების რეგულირების საერთო რეჟიმი ოთხივე სახის მასალისთვის და
განსაზღვრულია ნებართვის გამცემი ერთი ორგანო. მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული
კონვენციები ამ მასალების ბრუნვის განსხვავებულ პროცედურებს ითვალისწინებენ,
მასალების
სხვადასხვაგვარი
ხასიათის/დანიშნულებისა
და
მათ
ბრუნვაზე
პასუხისმგებელი სხვადასხვა უწყების მიხედვით.
აღნიშნული, კონვენციებთან შეუსაბამო სამართლებრივი რეგულაციების და
ხარვეზების გამო, ზემოაღნიშნული დადგენილების ძირითადი ნაწილი, მიღების
დღიდან ძალაში არ შესულა და მისი ამოქმედების ვადა მრავალჯერ იქნა გადაწეული,
ხოლო შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ბრუნვა ქვეყანაში დღემდე ხორციელდება
კონვენციების ზოგადი დებულებების მიხედვით, არასისტემატიზირებულად და
სათანადო ზედამხედველობის მექანიზმების გარეშე, რაც მნიშვნელოვან პრობლემას
წარმოადგენს როგორც აღნიშნული მასალების ბრუნვის სფეროს მოწესრიგების კუთხით,
ასევე, ქვეყნის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე შეზღუდულად ბრუნვადი მასალების
კონტროლის
საერთაშორისო
ვალდებულების
სრულყოფილად
შესრულების
თვალსაზრისითაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა შეზღუდულად ბრუნვადი მასალების
სფეროს
მარეგულირებელი,
კონვენციებთან
ჰარმონიზებული
ეროვნული
კანონმდებლობის შექმნა, რისთვისაც პირველყოვლისა აუცილებელია კანონით
გათვალისწინებული
შეზღუდულად
ბრუნვადი
მასალების
წარმოების,
ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ერთიანი
ნებართვის დაყოფა, მასალების მიხედვით, ცალკეულ ნებართვებად და შესაბამისად,
ასევე, მათი ბრუნვის ინდივიდუალური სამართლებრივი რეჟიმების (პასუხისმგებელი
უწყებების) განსაზღვრა.
აქვე ასევე აღსანიშნავია, რომ „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ”
მონრეალის ოქმის მე-4 B მუხლის თანახმად, ოქმის ყველა მხარეს დაეკისრა
ვალდებულება, დაენერგა კონტროლირებადი ნივთიერებების იმპორტ-ექსპორტის
ლიცენზირების სისტემა, რაც, თავის მხრივ, საქართველომ გაითვალისწინა
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის,
ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ
დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებით. ამ
დებულების მოქმედება ოზონდამშლელი ნივთიერებების რეგულირებისა და №2
დანართის („ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის
ოქმის A, B, C და E დანართებით განსაზღვრული ოზონდამშლელი ნივთიერებები და
მათი ნარევები) ნაწილში ამოქმედდა 2014 წლის 5 იანვრიდან. აღნიშნული ნებართვის
(ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის
ნებართვა) შემოღება საქართველოს კანონმდებლობაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შესრულდეს, ერთის მხრივ, მონრეალის ოქმის მე-5
მუხლის მოტხოვნები, ხოლო მეორეს მხრივ, ასოცირების შეთანხმების XXVII დანართით
(რომელიც ემსახურება VI კარის მე-4 თავის შესრულებას) განსაზღვრული მოთხოვნები
(აღნიშნული
დანართის
მიხედვით,
„საქართველო
შეაჩერებს
წყალბადქლორფტორნახშირბადების (HCFCs-ის) მოხმარებას საბაზისო დონეზე 2013
წლისთვის, შეამცირებს მოხმარებას 10%-ით 2015 წელს, 35%-ის 2020 წელს, და 67,5%-ით
2025 წელს და შეწყვეტს მის მოხმარებას 2030 წლისთვის (გარდა 2,5%-სა, რომელიც
გამიზნულია მომსახურების დროს გამოყენებისთვის 2040 წლამდე).“ თუმცა, როგორც
აღინიშნა, ზემოთმითითებული დებულების ძირითადი ნაწილი ძალაში დღემდე არ
შესულა და შესაბამისად, შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ბრუნვა ქვეყანაში
ფაქტიურად შიდაეროვნული კანონმდებლობის გარეშე ხორციელდება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების
მიზეზია ასევე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული, ქვეყნის ვალდებულება უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამის საერთაშორისო სამართლებრივ
აქტებთან ჰარმონიზაცია. ასევე, აღნიშნული ცვლილების მომზადებას ითვალისწინებს
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის,
ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ
დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის N184 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის N230 დადგენილების
მე-2 მუხლიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაევალა, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ კანონების პროექტების,
„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და „ოზონდამშლელი ნივთიერებების
იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური
საიმპორტო კვოტების განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის, კანონმდებლობით დადგენილი
წესის შესაბამისად, საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა 2015 წლის 31
დეკემბრამდე.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი
შეზღუდულად
ბრუნვადი
მასალების
ბრუნვის
სამართლებრივი
სისტემის
ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სახეების
მიხედვით,
მათ
ბრუნვასთან
(იმპორტი/ექსპორტი/ტრანზიტი/რეექსპორტი)
დაკავშირებით დიფერენცირებული სამართლებრივი რეჟიმებისა და პროცედურების
დადგენას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის 24 მუხლს (ნებართვის სახეები) ემატება 71 და 72 პუნქტები, რომლებიც
ნაცვლად ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული - შეზღუდულად ბრუნვადი
მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის
ნებართვისა, ითვალისწინებენ ნებართვის 2 დამოუკიდებელ სახეს: 1. ნარჩენების
იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა და 2. ოზონდამშლელი ნივთიერებების
იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა. შესაბამისად,
ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული მე-7 პუნქტის ამოღებაც.
აქვე აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილებით ხორციელდება არა ახალი
ნებართვების შემოღება, არამედ, ხდება მოქმედი, ყველა შეზღუდულად ბრუნვადი
მასალისთვის საერთო ნებართვის დაყოფა 2 სახედ, შესაბამისი საერთაშორისო აქტების
მოთხოვნების გათვალისწინებით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის
ნაწილზე.
საშემოსავლო
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტის
მიღება
სახელმწიფოს
მხრიდან
ვალდებულების აღებას არ ითვალისწინებს.
ახალი
ფანანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებთან არ არის დაკავშირებული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება:
მუხლი 24. ნებართვის სახეები
1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
3. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის
პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა (შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სია
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით).
8. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა.
9. რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა.
10. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია
ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს
რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი,
ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი.
101 . რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი.
11. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა
და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა.
12. (ამოღებულია).
13. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან
სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის
უფლებით) ნებართვა.
14. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო
ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან
სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და
ტარების უფლებით) ნებართვა.
141. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად
სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების
უფლება, ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.
142. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების
საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის
მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.
143. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო
იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა.
15. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო
ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა.
151. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის
ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის
ნებართვა.
152. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა.
153. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა.
16. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა.
17. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო
მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის,
რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა.
17 1. სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
17 2. სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.
173. სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
174. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.
175. სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.
18. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა.
19. უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა
მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და
საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და
საქართველოში გადაადგილების ნებართვა.
20. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა.
21. ამოღებულია.
22. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის)
იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში
შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა)
ნებართვა.
23. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული
ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა.
24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული
ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვა.
241. რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვა.
25. (ამოღებულია).
26. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.
27. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა.
271. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა.
272. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.
273. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.
274. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა.
28. საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა.
281. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა.
29. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა .
30. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა.
31.
საქართველოს
ტერიტორიიდან
საერთაშორისო
სატვირთო
გადაზიდვის
(საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა,
რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი.
32. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა.
33. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა.
34. (ამოღებულია).
341. (ამოღებულია – 13.10.2011, №5121).
35. (ამოღებულია).
36. (ამოღებულია).
37. სამორინეს მოწყობის ნებართვა.
371 . აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.
38. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა.
39. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა.
40. ლოტოს მოწყობის ნებართვა.
41. ბინგოს მოწყობის ნებართვა.
42. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა.
43. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის
ან ექსპორტის ნებართვა.
44. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა.
45. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული
საშუალებებისა) ნებართვა.
46. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა.
47. (ამოღებულია).
48. (ამოღებულია).
49. არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.
50. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა.
51. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა.
52. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა.
53. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
54. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა.
5 5 . რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა.
56. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა.