„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2015
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/426/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1 ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (3334/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2” ქვეპუნქტი: „დ2) გარემოსდაცვითი ინფორმაცია - წერილობითი, ვიზუალური, ელექტრონული, ზეპირი ან ნებისმიერი სხვა მატერიალური ფორმით მოწოდებულ ყველა სახის ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: დ2.ა) გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა, როგორიცაა ჰაერი და ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი, ბუნებრივი ობიექტები, მათ შორის, ჭაობები, სანაპირო ზოლი და საზღვაო ტერიტორიები, ბიოლოგიური მრავალფეროვნება და მისი კომპონენტები გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ჩათვლით და ამ ელემენტებს შორის ურთიერთქმედება; დ2.ბ) ფაქტორები, როგორიცაა ენერგია, ხმაური, რადიაცია აგრეთვე ნარჩენები, მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენები, ქიმიური ნივთიერებები, ემისიები და სხვა ტიპის დაბინძურება, რომელიც გავლენას ახდენს ან სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ ქვეპუნქტში მოცემულ გარემოს ელემენტებზე; დ2.გ) ღონისძიებები (ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩათვლით), როგორიცაა პოლიტიკა, კანონმდებლობა, გეგმები, პროგრამები, გარემოსდაცვითი შეთანხმებები და საქმიანობები, რომლებიც გავლენას ახდენს ან სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ და „დ2.ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებსა და ფაქტორებზე, აგრეთვე იმ ღონისძიებებსა და საქმიანობებზე, რომლებიც განკუთვნილია ამ ელემენტების დაცვისთვის; დ2.დ) ანგარიშები გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განხორციელების შესახებ; დ2.ე) ხარჯთსარგებლიანობა და სხვა ეკონომიკური ანალიზები და დაშვებები, რომლებიც გამოიყენება ამ მუხლის „დ.2გ“ ქვეპუნქტში მოცემული ღონისძიებებისა და საქმიანობების ფარგლებში; დ2.ვ) ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება, მათ შორის, კვებითი ჯაჭვის დაბინძურება, ადამიანის ცხოვრების პირობები, კულტურული ობიექტების და მასთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა იმდენად, რამდენადაც მათზე ზეგავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ ქვეპუნქტში მოცემული გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ ელემენტების მეშვეობით ამ მუხლის „დ2.ბ“ და „დ2.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტორები, საქმიანობები და ღონისძიებები.“; 2. მე–8 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადების, სერტიფიცირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი განათლების ცენტრი (შემდგომ − ცენტრი)“; − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და 3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“, „რ2“ და „რ3“ ქვეპუნქტები: „რ1. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ2. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ3. ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობის გაცემა;“ 4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, 4 წელიწადში ერთხელ, ამტკიცებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას.“; 5. 271 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შესაბამის სფეროში სპეციალისტების მომზადების, გადამზადების, სერტიფიცირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისა და სწავლების ორგანიზება“; 6. 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, მათი იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; 7. 57-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივსაშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის სასაზღვრო ზონასა და ზოლში გამოყენებისას მან უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის N386 დადგენილებით.“; მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს 2016 წლის პირველი აპრილიდან. 2 ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტი წარმოადგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევ პროექტს და მასში ცვლილებების შეტანის მიზეზია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში გარკვეული საკითხების დაზუსტებისა და დამატებით სხვა საკითხების დაზუსტების საჭიროება, კერძოდ: 1. კანონში არ არის განმარტებული „გარემოსდაცვითი ინფორმაციის“ ცნება, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციითა (ე.წ. „ორჰუსის კონვენცია“) რომლის ხელმომწერი ქვეყანა საქართველოც არის, წევრი სახელმწიფოების საჯარო დაწესებულებებისათვის ადგენს გარემოსდაცვით ინფორმაციასთან დაკავშირებულ რიგ ვალდებულებებს, დაწყებული მოთხოვნის პასუხად ინფორმაციის გაცემით და დამთავრებული ინფორმაციის აქტიური გავრცელებით. იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს „გარემოსდაცვითი ინფორმაციის“ განსაზღვრებას, ხშირ შემთხვევაში წარმოიშობა პრობლემები და ორაზროვნება დაინტერესებული მხარის მიერ გარემოსა და გარემოსთან დაკავშირებული საკითხების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ორჰუსის კონვენცია განსაზღვრავს, თუ რას მოიცავს „გარემოსდაცვითი ინფორმაცია“. გარდა ამისა, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი „ასოცირების შეთანხმებით“ (შეთანხმების XXVI დანართში მითითებულია 2003 წლის 28 იანვრის ევროპარლამენტისა და საბჭოს „საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ 2003/4/EC დირექტივა) ქვეყნის მიერ ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულებაა „გარემოსდაცვითი ინფორმაციის“ საკანონმდებლო განსაზღვრების არსებობა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის აღნიშნული ინფორმაციის ჯეროვანი მიწოდების უზრუნველყოფა. ცვლილების მიზანია, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში მოხდეს „გარემოსდაცვითი ინფორმაციის“ ცნების განმარტება. ამასთან აღსანიშნავია, რომ „გარემოსდაცვითი ინფორმაციის“ ცნების შემოღება ქართულ კანონმდებლობაში არის პირველი ეტაპი ასოცირების შეთანხმების VI კარის მე-3 თავის და XXVI დანართით (2003/4 დირექტივა) განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების გზაზე, რის საფუძველზედაც მომავალში განხორციელდება ასევე სხვა ცვლილებები, მათ შორის „გარემოსდაცვითი ინფორმაციის“ გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები. ეტაპობრივი ცვლილებების განხორციელება თავის მხრივ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დინამიური ჰარმონიზაციის პროცესის ნაწილს. 2. კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში და 271 მუხლის პირველ პუნქტში ცვლილებების შეტანის მიზეზია ის გარემოება, რომ ,,ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის 1987 წლის ოქმის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ძირითადი ვალდებულებაა ოზონდამშლელი ნივთერებების მოხმარების ეტაპობრივი შემცირება და მოხმარებიდან საბოლოო ამოღება. მონრეალის ოქმის (ოზონის) სამდივნოს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, სავალდებულო სერტიფიცირების სისტემის შექმნა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყანაში ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების კვალიფიციური მომსახურება და ოზონდამშლელი ნივთიერებების ატმოსფეროში გაფრქვევის შემცირება. ამ სექტორში სწავლებისა და სერტიფიცირების სისტემის შექმნის ვალდებულება ქვეყანას, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ეკისრება 842/2006/EC რეგულაციით „ზოგიერთი ფტორირებული სათბურის აირების შესახებ“ (მუხლი 5, ასოცირების შეთანხმების XXVII დანართი (კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები), რომელიც ემსახურება VI კარის მე-4 თავის 307-312 მუხლებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. თავის მხრივ ზემოაღნიშნული რეგულაცია ჩაანაცვლა 517/2014 რეგულაციამ („ფტორირებული სათბურის აირებისა და 842/2006 რეგულაციის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“). 517/2014 რეგულაციის მე-10 მუხლისა და ასოცირების შეთანხმების XXVII დანართის თანახმად აუცილებელია „სერტიფიცირების” პროგრამის იმპლემენტირება. 842/2006 (517/2014) რეგულაციის შესაბამისი მუხლის საქართველოს კანონმდებლობაში ინტეგრირებისა და იმპლემენტირებისთვის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულია 7 წელი. რამდენადაც საკითხი ითხოვს დროს და დაკავშირებულია ევროკავშირის სტანდარტების ეროვნულ დონეზე დინამიურ/ეტაპობრივ დანერგვასთან, ამჟამად არ ხდება შესაბამისი რეგულაციის მოთხოვნებთან სრული ჰარმონიზაცია, თუმცა, რეგულაციის მიზნების გათვალისწინებით, იდგმება პირველი ნაბიჯები ასოცირების მოთხოვნათა შესრულებისა და სფეროს რეგულირებისთვის. კანონპროექტის მიღება ამ ეტაპისთვის ასევე განპირობებულია მონრეალის ოქმის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების და ქვეყანაში სამაცივრო სისტემების კვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფისთვის. აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სერტიფიცირების მექანიზმის არსებობას და რომელიც შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშიც. კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში, 2013 წელს შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. ცენტრის საქმიანობის სფეროა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. ზემოაღნიშნული სავალდებულო სერტიფიცირების სისტემის შექმნის ფარგლებში, მიზანშეწონილია, რომ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს დაემატოს სერტიფიცირების კურსების ორგანიზებისა და შესაბამისად, სერტიფიცირების უფლებამოსილებაც. 3. კანონის მე-13 მუხლში (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კომპეტენცია) ცვლილების შეტანის მიზეზია კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, ასევე, თანმდევი პროექტები, რომელთა საფუძველზე, რომლებიც ითვალისწინებს ნებართვების ახალი სახეებს (ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა; ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა), ასევე, ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურებს (როტერდამის კონვენციის შესაბამისად). ვინაიდან აღნიშნულ ნებართვებს (წინასწარ დასაბუთებულ თანხმობას) გაცემს სამინისტრო, მითითებულ პუნქტში სამინისტროს კომპეტენციების ჩამონათვალს ემატება აღნიშნული უფლებამოსილებები. 4. მოქმედი კანონით დადგენილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენების მომზადების პერიოდულობა - 3 წელიწადში ერთხელ. ეროვნული მოხსენება წარმოადგენს საქართველოს გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შემაჯამებელ დოკუმენტს, რომელიც კომპლექსურ შეფასებას აძლევს შესაბამისი პერიოდისათვის საქართველოშის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობას. ბოლო ეროვნული მოხსენება, რომელიც 2011 წელს დამტკიცდა, აანალიზებს 2007-2009 წლების მდგომარეობას. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება მოითხოვს საკმაოდ დიდ ადამიანურ/ფინანსურ რესურსებს, ასევე, ქვეყნის თითქმის ყველა სამთავრობო უწყების ჩართულობას და საკმაოდ დიდი მოცულობის მასალების მოძიებასა და ანალიზს, მიზანშეწონილია, ქვეყნის მასშტაბით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობის შესახებ სრული ანალიტიკური და შეფასებითი სახის დოკუმენტის მომზადება მოხდეს ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ხოლო შუალედურ პერიოდში შესაძლებელია მომზადდეს სხვადასხვა თემატური და სექტორული სახის ანგარიშები გარემოს დაცვის ცალკეული მიმართულებების მიხედვით. შესაბამისად, ცვლილების თანახმად, ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ, დამტკიცდება 4 წელიწადში ერთხელ, ნაცვლად 3 წლისა. აქვე აღსანიშნავია, რომ „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის მე-5 მუხლის (გარემოსდაცვითი ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება) მე-4 პუნქტის შესაბამისად, ეროვნული მოხსენების გამოქვეყნება უნდა მოხდეს რეგულარულად, არაუმეტეს 3-4 წლის ინტერვალით. 5. 271 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამავე პროექტით (პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება კანონის მე–8 მუხლის მე–2 პუნქტში) სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის შექმნის ერთერთი მიზეზია შესაბამისი სპეციალისტების სერტიფიცირება, აქედან გამომდინარე, კანონის 271-ე მუხლში ზუსტდება, რომ სერტიფიცირება ცენტრის საქმიანობის ერთერთი მიზანია. 6. ცვლილების შეტანის საჭიროება კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტში განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი აღარ ითვალისწინებს ნარჩენების რეექსპორტის რეგულირებას. 7. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-10 პუნქტში ცვლილების განხორციელების მიზეზია ის გარემოება, რომ მითითებული - „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის N676 ბრძანებულება ძალადაკარგულია (საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ) და იგი ჩაანაცვლა „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის N386 დადგენილებამ. შესაბამისად, უნდა მოხდეს აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწა, მისი საკანონმდებლო პაკეტთან შესაბამისობაში მოყვანა და მასში გარკვეული საკითხების დაზუსტება („გარემოსდაცვითი ინფორმაციის“ განმარტების ასახვა; მონრეალის ოქმის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში სამაცივრო სისტემების კვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფის მარეგულირებელი ნორმების დადგენა; კანონის შესაბამისობაში მოყვანა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ („ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შესატანის თაობაზე“ კანონპროექტებთან; გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ მისი დამტკიცების ახალი პერიოდულობის განსაზღვრა; ასევე, კანონში მითითებული აქტის სათაურის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონში შემდეგი ცვლილებების შეტანას: 1. კანონის მე-4 მუხლს (მუხლი 4. ძირითადი ცნებების განმარტებანი) ემატება „დ2“ ქვეპუნქტი - „გარემოსდაცვითი ინფორმაციის“ განმარტება. 2. კანონის მე-8 მუხლის (მუხლი 8. განათლება გარემოს დაცვის სფეროში) მე-2 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით. ცვლილების მიხედვით, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ემატება საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი სპეციალისტების სერტიფიცირებისა და სწავლების ხელშეწყობის ფუნქცია. 3. კანონის მე-13 მუხლს (გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში) ემატება „რ1“, „რ2“ და „რ3“ ქვეპუნქტები, რომლებიც ითვალისწინებენ სამინისტროს უფლებამოსილებებს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის, ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის და ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით. 4. მე-14 მუხლის პირველ პუნქტის ახალი რედაქციით იცვლება გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დამტკიცების პერიოდულობა და იგი დამტკიცდება 4 წელიწადში ერთხელ (ნაცვლად 3 წლისა). 5. კანონის 271-ე მუხლის (სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში შედის ცვლილება (კანონის მე-8 მუხლის ცვლილებიდან გამომდინარე) და ცენტრის მიზნებს ემატება სერტიფიცირების ფუნქცია. 6. ზუსტდება 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის დისპოზიცია და გამომდინარე იქედან, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებებით, ნარჩენების რეექსპორტი აღარ ექვემდებარება რეგულირების რეჟიმს, პუნქტიდან ამოღებულია მითითება ნარჩენების რეექსპორტზე. 7. კანონის 57-ე მუხლის მე-10 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, ძალადაკარგული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის N676 ბრძანებულების („სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“) ნაცვლად მიეთითება „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის N386 დადგენილება. 8. კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ძალაში შედის 2016 წლის პირველი აპრილიდან, საკანონმდებლო პაკეტის ძალაში შესვლის თარიღის შესაბამისად. რაც შეეხება პროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტს, რომელიც ადგენს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების დამტკიცების პერიოდულობას, აღნიშნული პუნქტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, იმისათვის, რომ შესაბამისი მოხსენების დამტკიცება მოხდეს ახალი წესის მიხედვით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ვალდებულებები. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრზე“, სერტიფიცირების სისტემის შექმნისთვის (ტექნიკოსების სერტიფიცირებისთვის) საჭირო ხარჯების წარმოშობის თვალსაზრისით, თუმცა, აღნიშნული განხორციელდება ზემოაღნიშნული საჯარო სამართლის იურიდული პირის საკუთარი ასიგნებებიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. მიმართება საქართველოს ეწინააღმდეგება ორმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 4. ძირითადი ცნებების განმარტებანი ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „გარემო“ _ ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ,შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს; ბ) „ბუნებრივი გარემო“ _ გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს; გ) „ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო“ _ გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს; დ) „გარემოს დაცვა“ _ ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურსამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას; დ1) გარემოს დაცვის სფერო − ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების რეგულირების, ქიმიური უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფერო; ე) „ბუნებრივი რესურსები“ _ ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები; ვ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა” _ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, ლიცენზირება, ზედამხედველობა და კონტროლი; ზ) „საქმიანობა“ – „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა; თ) „საქმიანობის სუბიექტი“ _ საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი; თ1) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი (მათ შორის, საქმიანობის სუბიექტი), სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო,რომელზედაც ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნები; ი) „დაცული ტერიტორია“ _ ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის _ უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად,მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად; კ) „მდგრადი განვითარება“ _ საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას _ ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი; ლ) „მდგრადი განვითარების პრინციპები“ _ პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის _ დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში; მ) „გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა“ _ გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების _ მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ(კომპლექსურ)კონტროლს; ნ) „საუკეთესო ტექნოლოგია“ _ გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს,ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის; ო) „საუკეთესო ტექნიკა“ _ საუკეთესო ტექნოლოგია და მისი მართვის, ორგანიზაციის, ზედამხედველობის,კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები; პ) „ბიომრავალფეროვნება“ _ ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში,სახეობათა შორის და ეკოსისტემებში; ჟ) „სამეურნეო ობიექტი“ _ საქმიანობის ობიექტი; რ) „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია“ _ ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან რესურსთდამზოგველი და საუკეთესო ტექნოლოგიითა და ტექნიკით წარმოებული პროდუქცია; ს) „უფრო სუფთა წარმოება“ _ საწარმოო პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის უწყვეტი გამოყენება; ტ) სამინისტრო – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; უ) „გარემოს დაცვის სამენეჯმენტო სისტემა“ _ საქმიანობის ობიექტის მართვის სისტემისა და ბიზნეს-სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ, ობიექტის ფუნქციონირების ყველა ასპექტს (გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ორგანიზაციისა და კადრების, გარემოს დაცვის ნორმების რეესტრის ჩათვლით); ფ) (ამოღებულია). მუხლი 8. განათლება გარემოს დაცვის სფეროში 1. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადების მიზნით იქმნება გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებათა ქსელს. 2. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომ − ცენტრი). მუხლი 13. სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; გ1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა; დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება; ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი; თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი; ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი; კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება; ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება; ო1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა; პ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა; ჟ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება; რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა; ს) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონიტორინგი; ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ორგანიზება; უ) ნარჩენების მართვის ორგანიზება; ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. მუხლი 14. ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ 1. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი 3 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას. 2. სახელმწიფო ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან, მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა უსასყიდლოდ მიაწოდონ სამინისტროს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. 3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. 4. სავალდებულოა ეროვნული მოხსენების გამოქვეყნების გზით მისი საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა. 5. ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუხლი 271. ცენტრი 1. ცენტრის მიზნებია: ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შეგროვება და საზოგადოებისთვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ბ) შესაბამის სფეროში სპეციალისტების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისა და სწავლების ორგანიზება; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 34. ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი 1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების პრევენცია, შეგროვება, აღდგენა და განთავსება გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით. 2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება და დამარხვა ნებადართულია სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში, გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით. 3. რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება ხდება მხოლოდ საგანგებოდ განსაზღვრულ ადგილებში, გარემოსდაცვითი და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვით. 4. აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენების განთავსება ზღვაში და წყლის სხვა ობიექტებში. 5. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, მათი იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი + 1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − ეროვნული სატყეო სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო. [ 1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. (ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან)] 2. დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს რეგულირების ობიექტის: ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას; ბ) დათვალიერებას. 3. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების საფუძველია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ან დეპარტამენტის უფროსის (ან დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ აქტის გასაჩივრება არ იწვევს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერებას. რეგულირების ობიექტის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს. 4. სასაზღვრო ზოლში შემოწმების განხორციელების პერიოდები თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან. 5. დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები; ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. 6. დეპარტამენტი ვალდებულია რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების განხორციელებისას მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რომლებიც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად, და დადგენილი წესით მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები. 7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობა უკანონოდ ხორციელდება ან/და ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა) და დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შუამდგომლობის წარდგენისას დეპარტამენტმა უნდა დაასაბუთოს რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა. თუ რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგულირების ობიექტს, დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ საფუძვლის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის სხვა მოთხოვნები და წესები განისაზღვრება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით“. 9. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება, რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა). 10. დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის სასაზღვრო ზონასა და ზოლში გამოყენებისას მან უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით.