„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2015
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/426/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს კანონში „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№23–26, მუხ. 504) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება: 1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს კანონი „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“; 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები ა) ბაზელის კონვენცია - 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენცია ,,სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“. ბ) ,,ნარჩენი“ - განიმარტება ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს შესაბამისად; გ) „ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა“ - ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი; დ) „ნარჩენების იმპორტი“ – ნარჩენების შეტანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა; ე) „ნარჩენების ექსპორტი“ – ნარჩენების გატანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა; ვ) „ნარჩენების ტრანზიტი“ - ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა, იმპორტისა და ექსპორტის სახელმწიფოების გარდა, ერთი ან მეტი სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით; ზ) „განთავსება“ – ბაზელის კონვენციის IV „A“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები; თ) „აღდგენა“ – ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით გათვალისწინებული ოპერაციები; ი) „შუალედური აღდგენა“ - ბაზელის კონვენციის IV „B“ დანართით განსაზღვრული R12 და R13 ოპერაციები; კ) „სამინისტრო“ - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ლ) „ნარჩენების ნუსხა“ - ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №426 დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხა; მ) „ნებართვა“ - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა; 3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 2. ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენების იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი, თუ ამის შესახებ პირდაპირ არ უთითებს ეს კანონი. 2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია: ა) სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი; ბ) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი - განთავსების მიზნით; გ) სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, თუ: გ.ა) სახელმწიფო, რომელშიც ხორციელდება ნარჩენების ექსპორტი, არ არის ბაზელის კონვენციის წევრი, ან ოფიციალურად კრძალავს ასეთი ნარჩენების იმპორტს, ან გ.ბ) არ არის წერილობითი თანხმობა იმპორტის ან/და ტრანზიტის სახელმწიფო(ები)ს კომპეტენტური ორგანო(ები)ს მხრიდან.“; 4. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი დაშვებულია 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია: ა) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი - მათი შემდგომი აღდგენის მიზნით; ბ) არასახიფათო ნარჩენების ექსპორტი და ტრანზიტი; გ) სახიფათო ნარჩენების ექსპორტი - ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში ჩართული სახელმწიფო(ები)ს კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით, ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით. 2. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოების კანონმდებლობების მოთხოვნათა შორის უმკაცრესს. 3. საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისთვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისთვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისთვის დაშვებულ ნარჩენების ნუსხას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“; 5. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია 1. ამ კანონის მიზნებისათვის სახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება: ა) ბაზელის კონვენციის I დანართით განსაზღვრული, კონტროლირებადი ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდებიან ამავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; ბ) ბაზელის კონვენციის II დანართით განსაზღვრული, განსაკუთრებულ განხილვას დაქვემდებარებული ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდებიან ამავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; გ) ბაზელის კონვენციის VIII დანართით განსაზღვრული ნარჩენები, რომლებიც ხასიათდებიან ამავე კონვენციის III დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; დ) ნარჩენების ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული სახიფათო ნარჩენები. 2. ამ კანონის მიზნებისათვის არასახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება: ა) ბაზელის კონვენციის IX დანართით განსაზღვრული ნარჩენები, თუ მათ არ გააჩნიათ ამავე კონვენციის III დანართით განსაზღვრული სახიფათო თვისებები; ბ) ნარჩენების ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული არასახიფათო ნარჩენები. 3. ბაზელის კონვენციის დანართებსა და ნარჩენების ნუსხას შორის ნარჩენების სახიფათო თვისებებთან დაკავშირებით განსხვავებული რეგულაციების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება რეგულაციებს შორის უმკაცრესი.“; 6. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გამცემი ორგანო და მისი უფლებამოვალეობები 1. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გამცემი ორგანოა სამინისტრო. 2. ნებართვის გამცემის უფლებამოვალეობები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლით. “; 7. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 5. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესი 1. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. 2. ნებართვის გამცემი ორგანოა სამინისტრო. 3. სახიფათო ნარჩენების ექსპორტის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა სამინისტროში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება, რომლის წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, ნებართვის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ბაზელის კონვენციის V„A“ და V„B“ დანართების მიხედვით სათანადოდ შევსებული შეტყობინებისა და გადაზიდვის ფორმები; ბ) ნებართვის მაძიებელსა და გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; გ) ფინანსური გარანტია საბანკო გარანტიის ან დაზღვევის სახით, რომელიც უნდა ფარავდეს: ნარჩენების გადაზიდვის ხარჯებს; აღდგენის ან განთავსების ხარჯებს, მათ შორის, საჭირო შუალედური აღდგენის ოპერაციების ხარჯებს. 4. სახიფათო ნარჩენების ექსპორტის ნებართვა გაიცემა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში. 5. სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა ხორციელდება ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად. 6. არასახიფათო ნარჩენების იმპორტის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, ნებართვის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ნარჩენის დასახელება; ბ) ნარჩენის კოდი (ბაზელის კონვენციის მიხედვით; ნარჩენების ნუსხის მიხედვით; სასაქონლო ნომენკლატურის (HS) მიხედვით); გ) ნარჩენის ოდენობა (ტონა); დ) ნარჩენის აღწერილობა; ე) ნარჩენის შეფუთვის ტიპი; ვ) ნარჩენის ექსპორტის ქვეყანა; ზ) ნარჩენის ექსპორტიორი; თ) ნარჩენის იმპორტიორი; ი) ნარჩენის აღდგენის ობიექტის დასახელება, ადგილმდებარეობა, მისამართი; კ) გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები; ლ) დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენები აღდგენილი იქნება გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად. 7. ნებართვის გამცემს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ნებართვის მაძიებელს მოთხოვოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. 8. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს არასახიფათო ნარჩენების იმპორტის ნებართვის გაცემაზე, თუ: ა) ნარჩენების გამოყენება იწვევს უფრო მეტი ნარჩენების წარმოქმნას, ვიდრე პირველადი ნედლეულის გამოყენება, ან ბ) აღდგენის ობიექტის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია არ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო დამუშავებას. 9. ნებართვა გაიცემა სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სამინისტროს, ხოლო ორი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს. 10. არასახიფათო ნარჩენების ექსპორტს და ტრანზიტს ნებართვა ან/და ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების პროცედურა არ ესაჭიროება, თუ ამას არ მოითხოვს იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო. ასეთ შემთხვევაში სამინისტრო იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს აწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. 11. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური სამინისტროს, ყოველი წლის პირველ სექტემბრამდე, აწვდის ინფორმაციას წინა წელს საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გატარებული ნარჩენების შესახებ (ინფორმაცია მოიცავს შემდეგ ცნობებს: იმპორტირებული, ექსპორტირებული ან ტრანზიტით გატარებული ნარჩენების კატეგორია; დასახელება; იმპორტიორი/ ექსპორტიორი; იმპორტის/ექსპორტის ქვეყანა; ნარჩენების კოდი; ნარჩენების რაოდენობა).“; 8. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 – 54 მუხლები: წესი „მუხლი 51. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და უარის გასაჩივრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და მის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 52. სანებართვო მოწმობის ფორმა, სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება 1. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. 2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული დებულებები. მუხლი 53. ნებართვის მოქმედების ვადა ნებართვა გაიცემა 1 წლამდე ვადით. მუხლი 54. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი და ნებართვის გაუქმების წესი 1. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 2. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.“; 9. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირება „1. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაზე საბაჟო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად. 2. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირების სფეროში ბაზელის კონვენციის მე-2 პარაგრაფის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციებს ასრულებს სამინისტრო. 3. საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის რეგულირების წესი განისაზღვრება ამ კანონისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.“; 10. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის განხორციელებისას დაცული უნდა იყოს „გარემოს დაცვის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსი“, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ეკოლოგიური მოთხოვნები.“; 11. მე-8 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ,,მუხლი 8. პასუხისმგებლობა ,,ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევისთვის“; 12. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის პირველ მარტამდე უზრუნველყოს „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისთვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისთვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისთვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის“ დამტკიცება. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2016 წლის პირველ მარტამდე დაამტკიცოს ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2016 წლის პირველი აპრილიდან. 2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონში „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; კანონპროექტი წარმოადგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და მასში ცვლილების მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 მაისის N230 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაევალა, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა. გარდა აღნიშნულისა, კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებითაც, რომ კანონი შეიცავს მრავალ სამართლებრივ ხარვეზს და საჭიროებს ჰარმონიზებას შესაბამისი საერთაშორისო აქტების მოთხოვნებთან. კერძოდ, „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“ 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენციის (შემდგომში - ბაზელის კონვენცია) VIII და IX დანართებით (რომლებსაც ეფუძნება სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის დროს) გათვალისწინებული რეგულაციები არ არის იმპლემენტირებული მოქმედ კანონში. ასევე, „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ და “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საჭიროა განხორციელდეს ნარჩენების იდენტიფიკაცია საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით. მოქმედი კანონით ასევე არ არის გათვალისწინებული ნარჩენების ექსპორტის შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ნარჩენების ბრუნვას. გარდა ამისა, კანონში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული დოკუმენტაციის ჩამონათვალი, ასევე, არ არის სრულყოფილად გაწერილი ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებზე ნებართვის მისაღები პროცედურები. ასევე, კანონიდან ამოსაღებია რადიოაქტიური ნარჩენების რეგულირებასთან დაკავშირებული ნორმა, რადგან აღნიშნული „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება ზემოაღნიშნულთან ერთად, „ნარჩენების მართვის კოდექსიდან“ გამომდინარე, საჭიროა კანონში ზოგიერთი ტერმინის განმარტება/დაზუსტება. ასევე, ნარჩენების ტრანზიტის, იმპორტისა და ექსპორტის სისტემის დაცულობის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია, ქვეყანაში არსებობდეს საკანონმდებლო დონეზე დამტკიცებული - საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისთვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისთვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისთვის დაშვებული ნარჩენები, რაც სრულად არ არის ასახული მოქმედ კანონში . ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების მიზანია კანონის ჰარმონიზება ბაზელის კონვენციისა და ევროკავშირის დირექტივების (რეგულაციების) მოთხოვნებთან. ასევე, ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დადგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის სათაური და მას ემატება მითითება ექსპორტზეც. 2. კანონის პირველ მუხლს ემატება ახალი ტერმინები. ასევე, დგინდება რომ კანონში გამოყენებული ზოგიერთი ტერმინი განიმარტება „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით. ასევე, ცვლილება ითვალისწინებს კანონიდან ევროგაერთიანების 259/93 დებულებაზე მითითების ამოღებას, ვინაიდან აღნიშნული დებულება გაუქმებულია. 3. კანონის მე-2 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით და მას ემატება ექსპორტის ნაწილი, შესაბამისად, იცვლება მუხლის შინაარსიც და მასში განისაზღვრება, თუ რომელი ნარჩენების იმპორტი/ექსპორტი/ტრანზიტია აკრძალული. 4. ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-3 მუხლიც (ნარჩენები, რომელთა იმპორტი დაშვებულია). კერძოდ, ცვლილებით განისაზღვრება ის ნარჩენები, რომელთა იმპორტი/ექსპორტი და ტრანზიტი დაშვებულია. კერძოდ, დაშვებულია „ა“ არასახიფათო ნარჩენების იმპორტი - მათი შემდგომი აღდგენის მიზნით; „ბ“ არასახიფათო ნარჩენების ექსპორტი და ტრანზიტი; „გ“ სახიფათო ნარჩენების ექსპორტი - ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში ჩართული მხარეების (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოების თანხმობით, ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით. ასევე დგინდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებულ ნარჩენებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 5. ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-4 მუხლი (სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების იდენტიფიკაცია) და დეტალურად განისაზღვრება ნარჩენების სახიფათო/არასახიფათო ნარჩენებისადმი მიკუთვნების წესი. სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების იდენტიფიცირება ხდება ბაზელის კონვენციის დანართებისა და ნარჩენების ნუსხის შესაბამისად. ასევე, კანონიდან ამოღებულია მითითება ევროკომისიის #2000/532 გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება 2008/98 დირექტივის იმპლემენტირებასთან დაკავშირებით (ასოცირების დღის წესრიგი (#414) ,,სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ კანონქვემდებარე აქტის შემუშავება და მთავრობისთვის წარდგენა) და აღნიშნული ვალდებულება უკვე შესრულებულია (მთავრობის 17/08/2015 №426 დადგენილებით დამტკიცდა ნარჩენების ნუსხა). შესაბამისად ევროკომისიის ზემოაღნიშნული 2000/532 გადაწყვეტილების მითითება კანონში საჭირო აღარ არის. 6. კანონს ემატება 41 მუხლი, რომლითაც ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გამცემ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 7. ახალი რედაქციით ყალიბდება მე-5 მუხლი, კერძოდ, ცვლილების საფუძველზე მე-5 მუხლის ახალ რედაქციით დეტალურად განისაზღვრება ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში (სახიფათო ნარჩენების ექსპორტისას; არასახიფათო ნარჩენების იმპორტისას) წარსადგენი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის წესი. ასევე, დგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალდებულება, ყოველი წლის 1 სექტემბრამდე მიაწოდოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გატარებული ნარჩენების შესახებ. 8. კანონს ემატება 51-54 მუხლები, რომლებიც არეგულირებენ ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს (ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი და გასაჩივრების წესი - განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონით (51 მუხლი); სანებართვო მოწმობის ფორმა - განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით (52 მუხლი); სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევა ასევე რეგულირდება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით (52 მუხლი); ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება 1 წლამდე ვადით (53 მუხლი); სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს განახორციელებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (54 მუხლი), ხოლო კონტროლი წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით. 12. ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მუხლში დაზუსტდა, რომ აღნიშნული მუხლი ეხება ასევე ნარჩენების ექსპორტის რეგულირებას. 13. ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-7 მუხლი (ეკოლოგიური მოთხოვნების ნარჩენებისადმი) და მასში ზუსტდება ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც დაცული უნდა იყოს ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის განხორციელებისას. 14. მე-8 მუხლის (პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისთვის) სათაური ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, ზუსტდება მითითებული კანონის სათაური. 15. კანონპროექტი, წარმოდგენილი ცვლილებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს კანონიდან მე-9 მუხლის (გარდამავალი დებულებები) ამოღებას (ცვლილებების განხორციელების შემდეგ არ არის მიზანშეწონილი მითითება ბაზელის კონვენციის პროცედურების პირდაპირ მოქმედებაზე. ასევე, რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის სფერო რეგულირდება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით). ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ნაწილზე. ხარჯების საშემოსავლო ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება დამატებით გავლენას არ მოახდენს ხარჯვით ნაწილზე. ბიუჯეტის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების აღებას არ ითვალისწინებს. ფანანსური ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტის მიღება ფინანსურ შედეგებს არ იქონიებს იმ პირთათვის, ვისზეც გავრცელდება ეს კანონპროექტი ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქციები, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინები ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) „ბაზელის კონვენცია“ – 1989 წლის 22 მარტის ბაზელის კონვენცია „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებსა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“. საქართველოს მიერ ბაზელის კონვენციის სამართლებრივ მოთხოვნათა შესრულების სფეროში ევროგაერთიანებებთან თანამშრომლობის ვალდებულება გათვალისწინებულია „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ, ერთი მხრივ, ევროპის გაერთიანებებსა და მათ წევრ სახელმწიფოებს და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ 1996 წლის 22 აპრილის შეთანხმებით, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1996 წლის 4 სექტემბერს; ბ) ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულება“ – ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის 1 თებერვლის №259/93/EEჩ დებულება „ევროგაერთიანების ფარგლებში, ევროგაერთიანებაში და ევროგაერთიანების ფარგლებს გარეთ ნარჩენების გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და კონტროლის შესახებ“. მუხლი 2. ნარჩენები, რომელთა ტრანზიტი და იმპორტი აკრძალულია 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი, თუ ამის შესახებ პირდაპირ არ უთითებს ეს კანონი. 2. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია: ა) სახიფათო (მათ შორის ტოქსიკური) და რადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენების ტრანზიტი და იმპორტი მათი უტილიზაციის, გაუვნებელყოფის, გადამუშავების, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით); ბ) არასახიფათო (მათ შორის, არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენების იმპორტი მათი უტილიზაციის, გაუვნებლების, გადამუშავების, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა „A“ ჯგუფი“, ასევე „B“ ჯგუფი, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნარჩენების იმპორტისა. საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №905 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. მუხლი 3. ნარჩენები, რომელთა იმპორტი დაშვებულია 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია არასახიფათო (მათ შორის, არატოქსიკური) და არარადიაქტიური ნარჩენების იმპორტი მხოლოდ მათი შემდგომი გადამუშავების ან ნებისმიერი სხვა მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული „ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა „B“ ჯგუფი“. ეს ნარჩენებია: შავი და ფერადი ლითონების ჯართი, ყველა ტიპის მაკულატურა, პლასტმასები (მხოლოდ იმ ტიპისა, რომელთა გადამუშავებაც საქართველოში შესაძლებელია), საფეიქრო და საგალანტერეო წარმოების, ხის გადამუშავების (ბურბუშელა, ნახერხი), აგრეთვე მინის ნარჩენები. ეს ნარჩენები ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით დადგენილი „ნარჩენების მწვანე სიით“ განსაზღვრულ ნარჩენების კატეგორიათა მიხედვით მიეკუთვნება: ა) კატეგორია „GA“-ს (არადისპერსიულ ფორმაში მყოფი ნარჩენები, რომლებიც შედგება მეტალებისა და მეტალთა შენადნობებისაგან; არადისპერსიულ ფორმაში მყოფ ნარჩენებს არ მიეკუთვნება ნარჩენები ფხვნილის, წიდის ან მტვრის სახით, აგრეთვე მყარი საგნები, რომლებიც შეიცავს სახიფათო ნარჩენებს თხევადი ფორმით); ბ) კატეგორია „GH“-ს (მყარი პლასტმასის ნარჩენები); გ) კატეგორია „GI“-ს (ქაღალდის, მუყაოსა და ქაღალდის ნაწარმის ნარჩენები); დ) კატეგორია „Gჟ“-ს (საფეიქრო ნარჩენები); ე) კატეგორია „GN“-ის „GN010/ეხ 0502 00“-ის სახეობას; ვ) კატეგორია „GL“-ს (დაუმუშავებელი კორპისა და მერქნის ნარჩენები); ზ) კატეგორია „GE“-ს (მინის ნარჩენები არადისპერსიულ ფორმაში); თ) კატეგორია „Gჩ“-ს (შავ ან ფოლადსასხმელ წარმოებაში მიღებული გრანულირებული წიდა); ი) კატეგორია „GG“-ის „GG040/ეხ 2621“-ის სახეობას (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი). 2. ნარჩენების იმპორტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოსა და ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობების მოთხოვნათა შორის უმკაცრესს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში მითითებული ნარჩენის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტი დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით. მუხლი 4. სახიფათო და რადიაქტიური ნარჩენების იდენტიფიკაცია 1. რადიაქტიურ ნარჩენებს განეკუთვნება ყოველგვარი ნარჩენები (ნაკეთობები, მასალები, ნივთიერებები და ბიოლოგიური ობიექტები), დაბინძურებული რადიაქტიური ნივთიერებების ისეთი ოდენობით, რომელიც აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასაშვებ ნორმებს. 2. სახიფათო ნარჩენებს განეკუთვნება: ა) ბაზელის კონვენციის პირველი დანართით დადგენილი, კონტროლსა და განსაკუთრებულ განხილვას დაქვემდებარებული ნარჩენების კატეგორიათა ჯგუფები, რომლებიც ხასიათდებიან ამავე კონვენციის მე-3 დანართით დადგენილი სახიფათო თვისებებით; ბ) ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით დადგენილი „ნარჩენების ყვითელი სიითა“ და „ნარჩენების წითელი სიით“ განსაზღვრული ნარჩენები. მუხლი 5. დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ერთოდეს ნარჩენებს ტრანზიტისა და იმპორტის დროს 1. ნარჩენებს ტრანზიტისა და იმპორტის დროს უნდა ერთოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია, აგრეთვე ბაზელის კონვენციის სამართლებრივი მოთხოვნებით დადგენილი მონაცემები. 2. ევროპის კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შემთხვევაში დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით გათვალისწინებულ ფორმებს. მუხლი 6. ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირება 1. ნარჩენების ტრანზიტსა და იმპორტს არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან ერთად. 2. ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების სფეროში ბაზელის კონვენციის მე-2 მუხლითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 3. საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების პროცედურა და წესი განისაზღვრება „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 7. ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის დროს დაცული უნდა იყოს „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 10 დეკემბრის კანონის 34-ე მუხლით, „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონით, „სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი. მუხლი 8. პასუხისმგებლობა „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 9. გარდამავალი დებულებები 1. ამ კანონით განსაზღვრულ „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების პროცედურისა და წესის შესახებ“ დებულების დამტკიცებამდე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების (კონტროლის) პროცედურასა და წესს განსაზღვრავენ ბაზელის კონვენციითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის №259/93 დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმები. 2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რადიაქტიური ნარჩენების იდენტიფიკაციისათვის საჭირო დასაშვები ნორმების არარსებობის ან მათი გაუქმების შემთხვევაში მოქმედებს ამ სფეროში ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ნორმებიდან უმკაცრესი.