„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2015
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/426/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 696 მუხლი: „მუხლი 696. ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ არასერტიფიცირებული ტექნიკოსის მომსახურების მიღება გამოიწვევს ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობის მფლობელი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობის მფლობელი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 200 ლარით. 3. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების არასერტიფიცირებული ტექნიკოსის მიერ მომსახურება გამოიწვევს არასერტიფიცირებული ტექნიკოსის დაჯარიმებას 200 ლარით. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს არასერტიფიცირებული ტექნიკოსის დაჯარიმებას 400 ლარით.“; 2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 794 მუხლი: 4 „მუხლი 79 . ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სფეროში დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დარღვევა ან ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება 1. აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კილოგრამ ნივთიერებაზე 20 ლარის ოდენობით. 2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კილოგრამ ნივთიერებაზე 20 ლარის ოდენობით. 3. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. 4. ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“; 3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 795მუხლი: 5 „მუხლი 79 . ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.“; 4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 796 მუხლი: 6 „მუხლი 79 . ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის წინასაწარ დასაბუთებული თანხმობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნაწილში, განიხილავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, ხოლო პესტიციდების ნაწილში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო“; 5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 823 მუხლი: „მუხლი 823. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა 1. ტექნიკური რეგლამენტით - „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების წესით“ გათვალისწინებული აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობა ან ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევით წარმოება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით. 2. მაცივარაგენტების წლიური მოხმარების შესახებ მონაცემების ტექნიკური რეგლამენტით - მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების წესი“ დადგენილი ფორმითა ან დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარით.“; 6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 824 მუხლი: „მუხლი 824. „სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების“ შესახებ საქართველოს სტანდარტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესახებ საქართველოს სტანდარტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით.“; 7. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–573, 58-ე, 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე–65-ე, 66-ე−69ე, 694, 695, 696, 71-ე, 711, 721−78-ე, 791- 796 821, 822, 823, 824 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 871–873, 89-ე–893, 1031 და 1283−1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“; 8. . 223-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 796, 981 , 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; 9. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 55 4, 56-ე, 57-ე–59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 696, 71-ე, 711, 72 1−78-ე, 79 1-796, 821, 822, 823, 824, 84-ე−86-ე, 871–873, 89-ე–893, 912, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“; 7. ამ კოდექსის 242-ე მუხლის 32 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,32. ამ კოდექსის 796, 981, 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს 2016 წლის პირველი აპრილიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 ნაწილები ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს და მისი მომზადების აუცილებლობა განაპირობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესატანის შესახებ“ (ასევე თანმდევმა, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“) კანონპროექტებმა. კერძოდ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, ნაცვლად შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვისა, განისაზღვრება ნებართვის ორი დამოუკიდებელი სახე: 1. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა; 2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა. ხოლო ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტი განხორციელდება როტერდამის კონვენციის შესაბამისად, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის მიხედვით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსზღვრული წესით. აღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა შესაბამისი ცვლილების შეტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ზემოაღნიშნული ნებართვებით განსაზღვრული სანებართვო პირობების და წინასწარ დასაბუთებული თანხმობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დადგენა. ასევე, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელიც ადგენს მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული დანადგარის მფლობელისა და ტექნიკოსის ვალდებულებებს და აღნიშნული ვალდებულებების შესრულების კონტროლის წესს და საქართველოს სტანდარტის - „სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები“-ს შესრულების ვალდებულებას, კოდექსში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომელიც გაითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება ოზონდამშლელელი ნივთიერებებისა და ნარჩენების ბრუნვასთან (იმპორტი/ექსპორტი/რეექსპორტი/ტრანზიტი) დაკავშირებული სანებართვო პირობების, ასევე, ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებისა და პესტიციდების იმპორტის წინასაწარ დასაბუთებული თანხმობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის. აგრეთვე, კანონპროექტის მიზანია, პასუხისმგებლობის დაწესება კანონმდებლობით განსაზღვრული (ტექნიკური რეგლამენტი, „სამაცივრო სისტემების მომსახურებაზე და სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სტანდარტი, ოზონდამშლელი ნივთიერებების სფეროში დადგენილი წესები) მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ან დარღვევით შესრულებისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; კოდექსს ემატება შემდეგი სახის სამართალდარღვევები: 1. ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევა (მუხლი 696). მუხლის დისპოზიცია ითვალისწინებს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობას არასერტიფიცირებული ტექნიკოსის მომსახურების მიღებისთვის, რაც გამოიწვევს მოწყობილობის მფლობელის დაჯარიმებას 100 ლარით. რაც შეეხება მომსახურების გაწევას არასერტიფიცირებული ტექნიკოსის მიერ, აღნიშნული გამოიწვევს ტექნიკოსის დაჯარიმებას 200 ლარით. 2. კოდექსს ემატება 794 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სფეროში დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ან დარღვევისთვის, ან ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოებისთვის. კერძოდ, აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი, ასევე ზემოაღნიშნული ნივთიერებების ნებართვის გარეშე იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი, გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კილოგრამ ნივთიერებაზე 20 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მუხლის მე-3 (ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა) და მე-4 (ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება) ნაწილებს, აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმა გათვალისწინებულია 1000 ლარს ოდენობით. 3. კოდექსს ემატება 795 და 796 მუხლები, რომლებიც ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევისთვის და ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის. 5. კოდექსს ემატება 823 მუხლი, რომლითაც დგინდება პასუხისმგებლობა ტექნიკური რეგლამენტის („მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების წესი“) მოთხოვნების (აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობა/მოთხოვნების დარღვევით წარმოება და მაცივარაგენტების წლიური მოხმარების შესახებ მონაცემების დადგენილი ფორმითა ან დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა) დარღვევისთვის. 6. კოდექსს ემატება 824 მუხლი, რომლის მიხედვით, „სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სტანდარტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დამრღვევის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის წინასაწარ დასაბუთებული თანხმობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის სამართალდარღვევის განმხილველი და ოქმის შემდგენი იქნება ორი უწყება - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (პესტიციდების ნაწილში) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (საშიში ქიმიური ნივთიერებების ნაწილში). აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების სფეროში მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ხოლო პესტიციდების ნაწილში - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამდენად, სამართალდარღვევის საქმის წარმოება განხორციელდება კოდექსის მე-8 მუხლის დანაწესის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, ,,საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რომლის გათვლაც წინასწარ შეუძლებელია ადმინისტრაციული სახდელების დადების რაოდენობების გამო. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფანანსური ვალდებულების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტის მიღება უშუალოდ არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს, თუმცა, არაპირდაპირ, პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევებს პასუხისმგებლობის ზომის სახით დაეკისრებათ შესაბამისი ოდენობის ჯარიმები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმები სამართალდარღვევებისთვის განისაზღვრება კონკრეტული სამართალდარღვევების ხასიათის, დარღვევების შედეგების სიმძიმისა და ჯარიმით პრევენციული ეფექტის მიღწევის მიზნის გათვალისწინებით. კერძოდ: 1. ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის დგინდება დიფერენცირებული პასუხისმგებლობის ზომა ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მფლობელი მეწარმე სუბიექტისთვის (ჯარიმა 100 ლარი) და არასერტიფიცირებული ტექნიკოსის მიერ მომსახურების გაწევისთვის (ჯარიმა 200 ლარი). ჯარიმების ოდენობები განისაზღვრა გარემოსთვის პოტენციურად მცირე მნიშვნელობის ზიანის მომტანი სამართალდარღვევებისთვის დადგენილი ჯარიმების ოდენობებისა და დამრღვევების (მეწარმე სუბიექტი, ტექნიკოსი) განსხვავებული პასუხისმგებლობის დონის გათვალისწინებით. 2. 794 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სფეროში დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, ითვალისწინებს აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტისას, ასევე, ზემოაღნიშნული ნივთიერებების ნებართვის გარეშე ბრუნვისას, დაჯარიმებას თითოეულ კილოგრამ ნივთიერებაზე 20 ლარის ოდენობით. აღნიშნული სანქციის დადგენისას გათვალისწინებულია დარღვევის სიმძიმე და სამართალდამრღვევისთვის ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის პრიციპი, რასაც უზრუნველყოფს ჯარიმის ოდენობის დადგენა გადაზიდული ოზონდამშლელი ნივთიერებების ოდენობის გათვალისწინებით. ასევე მხედველობაშია მიღებული ამ ნივთიერებების გარემოსთვის უსაფრთხოდ გაუვნებელყოფის ღონისძიებების სავარაუდო ღირებულებაც. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-3 (ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა) და მე-4 (ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება) ნაწილებს, აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის შედარებით მაღალი ოდენობის (1000 ლარი) ჯარიმის დადგენა განპირობებულია დარღვევების მნიშვნელობით. აღნიშნული დარღვევები წარმოადგენენ შედარებით მძიმე სახის დარღვევებს. კერძოდ, შეზღუდულად ბრუნვადი მასალების (მათ შორის ოზომდამშლელი ნივთიერებების) ბრუნვა, მათი შემადგებლობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით საფრთხის შემცველია გარემოსთვის (ასევე, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა შეუძლია, აღნიშნულის გათვალისწინებით, მათი ბრუნვა მკაცრად არის რეგლამენტირებული საერთაშორისო კანონმდებლობით. შესაბამისად, ბრუნვის სფეროს სრულყოფილად რეგულირებისთვის, აუცილებელია მოხდეს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების ზედმიწევნით დაცვა, რაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ასევე აღნიშნული პირობების დარღვევებისთვის ადეკვატური პასუხისმგებლობის დაწესებით. შესაბამისად, სანქციის პრევენციული ეფექტის მიღწევისთვის, მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ოდენობის ჯარიმის დადგენა. 3. 795 მუხლით დადგენილი ჯარიმის ოდენობის (1000 ლარი) დადგენა ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევისთვის ამ შემთხვევაშიც განპირობებულია ნარჩენების ბრუნვის საერთაშორისო მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა რის 794 მუხლით დადგენილი ჯარიმის ოდენობის ტოლი, იმისათვის, რომ ერთ სფეროში (შეზღუდუალდ ბრუნვადი მასალების ბრუნვა) ერთიდაიმავე სახის დარღვევებისთვის (სანებართვო პირობების დარღვევა) დადგენილი იყოს ერთიდაიგივე პასუხისმგებლობა. 4. ანალოგიურად განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა 796 მუხლში, ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების იმპორტის წინასწარ დასაბუთებული თანხმობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვისაც (1000 ლარი), ვინაიდან აღნიშნული დარღვევა, სანებართვო პირობების დარღვევის მსგავსად, ასევე წარმოადგენს მძიმე დარღვევას, რასაც შეუძლია გამოიწვიოს გარემოსთვის, ადამინის ჯანმრთელობისა და და სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ზიანი. 5. 823 მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის (ტექნიკური რეგლამენტის („მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების წესი“) მოთხოვნების (აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობა/მოთხოვნების დარღვევით წარმოება და მაცივარაგენტების წლიური მოხმარების შესახებ მონაცემების დადგენილი ფორმითა ან დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა), დარღვევის შედარებით მსუბუქი და ფორმალური ხასიათის (ჟურნალის გამოუყენებლობა, ან ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, რასაც დარღვევის არსიდან გამომდინარე, არ შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა) გათვალისწინებით დგინდება შედარებით მცირე ოდენობის ჯარიმა - 150 ლარი. 6. 824 მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის („სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სტანდარტის მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა) 400 ლარის ოდენობის ჯარიმის დაწესება განპირობებულია იმ გარემობით, რომ სტანდარტი წარმოადგენს აღნიშნულ სფეროში საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან წესებს და პირობებს, რომელთ სრულყოფილი დაცვაც აუცილებელია აღნიშნული სფეროში უსაფრთხოების უზრუნევლსაყოფად. შესაბამისად, იმისთვის რომ რეალურად იქნეს უზრუნველყოფილი მისი პრაქტიკაში დანერგვა და ზედმიწევნით დაცვა, აუცილებელია დადგინდეს შესაბამისი პასუხისმგებლობა მისი შეუსრულებლობისთვის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი მუხლები, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 51 2, 51 4−53 2, 54-ე, 54 1, 55 1, 55 4 , 56-ე, 57-ე−57 3, 58-ე, 58 1, 58 3, 59-ე, 59 3, მე-60, 60 3, 61 1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4, 69 5, 71-ე, 71 1, 72 1−78-ე, 79 1–79 3, 82 1, 82 2 და 84-ე−85 5 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 87 1–87 3, 89-ე–89 3, 103 1 და 128 3−128 5 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 173 5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. მუხლი 223. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 981 , 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს. მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური; 3 21. ამ კოდექსის 42 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 95-ე, 1281 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები. 4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51 2, 51 4−53 2, 54-ე, 54 1, 55 1, 55 4, 56-ე, 57-ე–59-ე, 59 3, მე-60, 60 3, 61 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4, 69 5, 71-ე, 71 1, 72 1−78-ე, 79 1–79 3, 82 1, 82 2, 84-ე−86-ე, 87 1–87 3, 89-ე–89 3 2 1 2 5 , 91 , 103 , 104-ე და 128 –128 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) 5 და 173 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. 1 41. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა თა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლები. [41 . ამ კოდექსის 59 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები. (ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან)] 42 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ). 43 . ამ კოდექსის 51-ე და 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 5. (ამოღებულია); 6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 7. (ამოღებულია); 8. (ამოღებულია); მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ 9. ამ კოდექსის 921 სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი. 10. ამ კოდექსის 88- ე და 144 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები; 13. ამ კოდექსის 45-ე, 58 3, 81-ე, 107-ე, 114 1, 114 2, 116-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 მუხლის პირველი, 1 1, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 139 5, 150-ე და 153 3 მუხლებით, 153 6 1 15 16 2 1 1 2 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 174 , 174 , 174 , 175 , 176 , 177 , 180-ე–183-ე, 190-ე, 190 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 197 2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 1 131 . ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. 132 . ამ კოდექსის 173 -ე მუხლით გათვალისწინებულ ი ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევ ის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი. 14. ამ კოდექსის 51 3 , 53 3 , 55-ე, 55 2 , 55 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 119 1 მუხლით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146 1 , 148-ე, 150-ე, 150 1 , 151-ე, 152-ე და 153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 159 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები. 15. (ამოღებულია). 16. ამ კოდექსის 153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653 და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები. 161 . ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯან მ რთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 17. (ამოღებულია). 18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე; 19. ამ კოდექსის 127 მუხლის მე-2 ნაწილითა და 153-ე, 153 , 153 , 155 –155 , 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე–165 3, 178-ე, 179 3, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. 1 1 5 1 6 20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს სახალხო დამცველი; 5 21. ამ კოდექსის 173 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 2 22. ამ კოდექსის 179 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 23. ამ კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები; 241. ( ამოღებულია); 242. ( ამოღებულია); 243. (ამოღებულია); 25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004); 27. ამ კოდექსის 55 5, 107 2 და 107 3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 და 125 3 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1, 146 1, 150 1, 151 1, 152 2 და 152 3 მუხლებით და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმებს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 28. ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 2 29. ამ კოდექსის 91 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე. 30. (ამოღებულია); 31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65651, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 32. (ამოღებულია); 33. ამ კოდექსის 1571 –1574 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები ; 34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; 35. ამ კოდექსის 141–142-ე, 1441–1449 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი პირები; 36. „ ნავთობისა და გაზის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების , ბუნებრივი გაზის დამუშავების , ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ , ამ კოდექსის 56- ე , 57- ე , 57 2, 96 2 და 173 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი . 5 9 37. ამ კოდექსის 159 –159 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები. 38. ამ კოდექსის 442 , 445 და 447 –4412 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. 39. ამ კოდექსის 105 2 მუხლითა და 164 5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო; 391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 40. (ამოღებულია); 41. ამ კოდექსის 582 მუხლითა და 86- ე მუხლის მე -9 და მე -10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ( საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად ). ამ კოდექსის 86- ე მუხლის პირველი , მე -2, მე 5– მე -10 და მე -12– მე -15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ( საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად ). მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ 42. ამ კოდექსის 461 სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 43. (ამოღებულია); 44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები; 47. ამ კოდექსის 139 2 და 139 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 139 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. 471 . ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 48. ამ კოდექსის 155 3 –155 6 , 1711–171 3 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 1 50. ამ კოდექსის 96 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ 51. ამ კოდექსის 44 სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 52. (ამოღებულია). 521 . ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662). 55. ამ კოდექსის 185-ე, 185 1 და 185 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევ ათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ სების დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 57. ამ კოდექსის 99-ე და 165 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 58. (ამოღებულია). 59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653). 60. ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739 და 1751 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 1727 და 17313 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები. 1 60 . ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 2 [60 . ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)] 61. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 62. ამ კოდექსის 149- ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად . 63. ამ კოდექსის 17312 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო . 64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი. 65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. 67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. 68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 69. ამ კოდექსის 17712 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები. მუხლი 242. შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი არ შედგება 1. ამ კოდექსის 981 მუხლით , 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე, 130-ე მუხლებით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება დაჯარიმება და ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ შედგება. 2. ამ კოდექსის 1142, 116-ე, 117-ე და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, გარდა ამ კოდექსის 981 , 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა. 3 1 . ამ კოდექსის 55 5 , 151 1 და 152 3 მუხლებითა და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 32 . ამ კოდექსის 981 , 1794 და 1795 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 4. ამ კოდექსის 107 4 მუხლით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 3 მუხლით და 125 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, ამ კოდექსის 209 3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 4 1 . ამ კოდექსის 209 3 მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ გახდის ამ კოდექსის 209 3 მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის შეფარდებულ ადმინისტრაციულ სახდელს, მაშინ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 5. ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 2. ამ მუხლის 3 , მე-4, 4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. 1 1 3. ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. 4. რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.