„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2015
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/426/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 234-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 234. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი 1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; კანონპროექტი წარმოადგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და მომზადების მიზეზია სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლის ,,საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან და ასევე, „ნარჩენების მართვის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანის საჭიროება. კერძოდ, ,,ნარჩენების მართვის კოდექსით”, ნარჩენების სფეროში შემოღებული იქნა ახალი რეგულაციები, ტერმინები, ნარჩენების დაყოფა სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით, ახლებურად განიმარტა „ნარჩენების დამუშავება“ (რამაცმოიცვა აღდგენისა და განთავსების ოპერაციებიც) და ა.შ. ამავე კოდექსით სახიფათო ნარჩენების განიმარტებამ მოიცვა ტოქსიკური ნარჩნებიც. ასევე, ,,საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით, საქართველოს ტერიტორიაზე იკრძალება სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი. ასევე, იკრძალება არასახიფათო ნარჩენების იმპორტი - განთავსების მიზნით. ხოლო „განთავსება“ განიმარტება, როგორც ბაზელის კონვენციის IV დანართის A ოპერაციები (D1-D15 ოპერაციები). ასევე, იკრძალება სახიფათო ნარჩენების ექსპორტი - გარკვეულ შემთხვევებში. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლის მოქმედ რედაქციაში ცალკე აღინიშნება „უტილიზაცია“, „გაუვნებლება“, „გადამუშავება“, „დამარხვა“, „დაწვა“. მაშინ, როდესაც „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ზოგადად კრძალავს ნარჩენების შესაბამისი ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვას. ხოლო ნარჩენების ინსინერატორში დაწვა და ასევე ნარჩენების დამარხვაც - „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით, განთავსების ოპერაციებს წარმოადგენენ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციებზე ცალკე დათქმა შეუსაბამობაშია მითითებული კოდექსის დებულებებთან. ასევე, სახიფათო ნარჩენების იმპორტის მიზნების დაკონკრეტება მოკლებულია სამართლებრივ მნიშვნელობას, ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებებით, საერთოდ იკრძალება სახიფათო ნარჩენების იმპორტი (ასევე ტრანზიტი) (მათ შორის აღდგენის მიზნითაც). ასევე, „ნარჩენების მართვის კოდექსით“ ტერმინი „რეციკლირება“ განმარტებულია, როგორც აღდგენითი ღონისძიება და ამავე კოდექსით დაშვებულია არასახიფათო ნარჩენების იმპორტი გადამუშავების მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში მოცემული განმარტებები და მუხლის დისპოზიცია დაზუსტდეს და შესაბამისობაში მოვიდეს ნარჩენების მართვის კოდექსისა და ,,საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის დებულებებთან და ტერმინოლოგიასთან ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლის ,,საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებულ ცვლილებასთან, ასევე, ტერმინოლოგიის „ნარჩენების მართვის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში მოცემული ტერმინები იცვლება „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და ,,,საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შესაბამისად (ტერმინი „ტოქსიკური ნარჩენები“ იცვლება ტერმინით „სახიფათო ნარჩენები“, ხოლო „საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები“ - ტერმინით „არასახიფათო ნარჩენები“ და სხვ.) და აღნიშნული მუხლის დისპოზიცია ყალიბდება ,,საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მე-2 მუხლის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია: ა) სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი; ბ) არასახიფათო ნარჩენების იმპორტი - განთავსების მიზნით. აქვე აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ეხება დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სანქციას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო; კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდეს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების აღებას არ ითვალისწინებს. ახალი ფანანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება; კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირებზე, ვისზეც გავრცელდება ეს კანონპროექტი ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალხმრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 234. საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური, ტოქსიკური, სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი 1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური, ტოქსიკური სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი საქართველოში უტილიზაციის, გაუვნებლების, გადამუშავების, დამარხვის ან ნებისმიერი სხვა მიზნით, სხვა სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების იმპორტი მათი გაუვნებლების, დაწვის ან დამარხვის მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.