„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხა,
მათ ბრუნვასა და მოპყრობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტი
წარმოადგენს
„ლიცენზიებისა
და
ნებართვების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტისა და მისგან
გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და მასში ცვლილების მომზადების
მიზეზია კანონის მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან შესაბამისობაში მოყვანის
აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს
კანონის წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონში შედის ტერმინოლოგიური სახის ცვლილება, რაც განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები აღარ
ითვალისწინებს „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების“ ცნებას. შესაბამისად, ზუსტდება
კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი და იგი ყალიბდება ახალი რედაქციით,
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების“ ტერმინის მითითების გარეშე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს
ვალდებულებები.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტრო
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 24. ქიმიური უსაფრთხოება
1. სამინისტრო ადგენს ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციას, ტოქსიკურობისა და
საშიშროების კლასებისადმი ქიმიური ნივთიერების მიკუთვნების წესებს, შეფუთვისადმი,
ნიშანდებისა და ეტიკეტირებისადმი მოთხოვნებს, ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო
მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცლის ფორმას და მასში შესატანი მონაცემების
მოცულობას.
2. ქიმიური ნივთიერებების წარმოება, ბრუნვა, მიწოდება, რეალიზაცია, შენახვა, გამოყენება
და უტილიზაცია ხორციელდება დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვით და
სახელმწიფო ზედამხედველობის საგანია.
3. საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
განეკუთვნება შეზღუდულად ბრუნვად მასალებს, რომელთა სიას ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.
4. ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება სპეციალური
კანონმდებლობით.