„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2015
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/426/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ევროკავშირის კანონმდებლობა - ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული რეგულაციები, დირექტივები, გადაწყვეტილებები, რეკომენდაციები და მოსაზრებები; ვ) სეს ესნ – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა“; 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები: „ო) ოზონდამშლელი ნივთიერება - ,,ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ" მონრეალის 1987 წლის ოქმის (შემდგომში - მონრეალის ოქმი) A, B, C და E დანართებით განსაზღვრული და რეგულირებადი ნივთიერება, რომელიც არსებობს დამოუკიდებელი სახით ან ნარევში; პ) ოზონდამშლელი ნივთიერებების საიმპორტო წლიური კვოტა - „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის შესაბამისად ეტაპობრივ შემცირებას და საბოლოოდ ხმარებიდან ამოღებას დაქვემდებარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების თითოეული ჯგუფისთვის დადგენილი წლიური ჯამური იმპორტის რაოდენობა გამოხატული მეტრულ ტონებში; ჟ) მაცივარაგენტი - ქიმიური ნივთიერება ან ნივთიერებათა ნარევი, რომელიც ცირკულირებს თბური ტუმბოსა და სამაცივრო კონტურში და გადააქვს სითბო უფრო დაბალი ტემპერატურის მქონე საგნიდან ან გარემოდან უფრო მაღალი ტემპერატურის მქონე გარემოში; რ) თბური ტუმბო - მოწყობილობა ან ინსტალაცია, რომელიც იღებს სითბოს ჰაერიდან, წყლიდან ან მიწიდან დაბალ ტემპერატურაზე და ახდენს სითბოს მიწოდებას.“; 3. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი: „მუხლი 71. მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელის და ტექნიკოსის უფლება-მოვალეობები და ვალდებულებათა შესრულების კონტროლი 1. საქმიანობის განმახორციელებელი, რომელიც ფლობს 3 კგ ან მეტ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარულ მოწყობილობას, ასევე, ტექნიკოსი, ვალდებულია: ა) აწარმოოს სარეგისტრაციო ჟურნალი მოწყობილობის მომსახურების და მოხმარებული მაცივარაგენტების რაოდენობის აღრიცხვის შესახებ. სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა და შევსების წესი განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების წესი“. ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ყოველწლიურად, 1 მარტამდე, შესათანხმებლად წარუდგინოს ინფორმაცია გასულ წელს მაცივარაგენტების წლიური მოხმარების რაოდენობის შესახებ. 2. მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელის და ტექნიკოსის ვალდებულებათა შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“; 4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისგან დაცვის მიზნით წესდება გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.”; 5. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები წარმოადგენს გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფის მიზნით „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების (გარემოს ხარისხობრივი სტანდარტების) ნაწილს. 2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, ტექნიკური რეგლამენტის - ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტის სახით, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“; 6. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ამ კანონის მიზნებისათვის, ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტები „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში დგინდება 2008 წლის 21 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2008/50/EC დირექტივის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ’’ და 2004 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, ნიკელის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების შემცველობა“ საფუძველზე.“; 7. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისთვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესს და ინდექსების სიდიდეებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით ”ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.“; 8. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ევროგაერთიანების საბჭოს 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივების შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.“; 9. 25-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 20 ივნისის N715/2007 რეგულაციის „იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების აღიარების დამტკიცების თაობაზე, რომელიც დაკავშირებულია მსუბუქი სამგზავრო და კომერციული სატრანსპორტო საშუალებებიდან (Euro 5 და Euro 6) გამონაბოლქვთან და სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაზე ხელმისაწვდომობისა და შენახვის თაობაზე’’, 2009 წლის 18 ივნისის N595/2009 რეგულაციის „იმ ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების და ძრავების აღიარების დამტკიცების თაობაზე, რომელიც დაკავშირებულია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების (Euro VI) და ასეთი სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაზე ხელმისაწვდომობაზე, ასევე შენახვის ინფორმაციასა და ცვლილებების შეტანის რეგულაცია (EC) N715/2007-ში და დირექტივა N2007/46/EC-ში და დირექტივების N80/1269 /EEC, 2005/55/EC და 2005/78/EC ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ და 2009 წლის 6 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/40/EC დირექტივის „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების საგზაო მოძრაობისთვის გამოსადეგი ტესტების შესახებ“ შესაბამისად. ამ მოთხოვნების საფუძველზე განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.”; 10. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის მიზნებისთვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილ რაოდენობას, გაანგარიშებულს იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატებოდეს ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისთვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის). ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება აგრეთვე, ერთი საწარმოო ტერიტორიის ფარგლებში ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად განხორციელებულ ყველა საქმიანობის გათვალისწინებით. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებისას ორიენტაცია უნდა გაკეთდეს საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნოლოგიაზე.”; 11. 29-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე. 5. ყველა საქმიანობისათვის, რომელიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და რომლის განხორციელების შედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი.“; 12. 291-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობებისა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი საქმიანობებისა. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიერება. დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაცია ტარდება 5 წელიწადში ერთხელ და მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში.“; 13. 291-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ”ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.”; 14. 292-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 292. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა ამ თავის ნორმების შესრულების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველწლიურად აღრიცხავენ თავიანთ რეგიონებში განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტებს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.“; 15. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის, სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უკვე შეთანხმებული პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად ჩაითვლება და უნდა მოხდეს მათი ხელახალი შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით.“; 16. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: ,,11. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი საქმიანობებისა.“; 17. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესი და დოკუმენტაციის ფორმა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ”დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.“; 18. 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში − შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს შესათანხმებლად წარუდგინოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები.”; 19. კანონის IX თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX1 თავი: „თავი IX1. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა მუხლი 381. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა, მისი გაცემის წესი და პირობები 1. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 3. ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დოკუმენტაციასთან ერთად, თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ტვირთის რაოდენობა (წონა), დასახელება, შემადგენლობა და ფიზიკური აღწერა; ბ) ოზონდამშლელი ნივთიერებების სასაქონლო კოდი „სეს ესნ“-ის შესაბამისად; გ) ოზონდამშლელი ნივთიერების მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, აღნიშნული ნივთიერება ახალია, ამოღებულია/შეგროვებულია, გადამუშავებულია თუ აღდგენილია; დ) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზანი; ე) ოზონდამშლელი ნივითიერების ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის შემთხვევაში დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოშობის სერტიფიკატი და მიმღები ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ ოზონდამშლელი ნივთიერების იმპორტზე გაცემული ნებართვა; ვ) ოზონდამშლელი ნივთიერება - მეთილბრომიდის საკარანტინო და გადაზიდვისწინა მოხმარების მიზნებისთვის იმპორტის შემთხვევაში დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ნივთიერების გამოყენების მიზნის, დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ. 4. ნებართვა გაიცემა „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტით“ დამტკიცებული ოზონდამშლელი ნივთიერებების ჩამონათვალის შესაბამისი დანართით განსაზღვრული კვოტირებული ნივთიერებების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე, აგრეთვე საკარანტინო და გადაზიდვის წინა მოხმარების მიზნებისთვის - შესაბამისი დანართით განსაზღვრული ნივთიერების იმპორტზე. 5. ოზონდამშლელი ნივთიერებების საიმპორტო კვოტა მტკიცდება ყოველი წლის 20 დეკემბრამდე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით ,,ოზონდამშლელი ნივთიერებების წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ”. კვოტირებული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტზე ნებართვის მისაღებად განცხადებები ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში მიიღება კვოტის დამტკიცებიდან არა უგვიანეს 42 დღისა. 6. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის, ამ კანონისა და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის“ შესაბამისად. 7. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, მის გაცემაზე უარის გასაჩივრებისა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის წესი განისაზღვრება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით. 8. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 9. ნებართვის მფლობელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 10. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით. 11. ნებართვის მოქმედების ვადა ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისთვის განისაზღვრება მისი გაცემიდან იმავე კალენდარული წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ოზონდამშლელი ნივთიერებების ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტისთვის - ერთი წლით ნებართვის გაცემის დღიდან. 20. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომსაკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალი და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომსაკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.”; 21. 50-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაბინძურების სტაციონარული წყაროების აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 2. ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 3. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.“; 22. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნით – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების კანონით დადგენილი წესით დამტკიცებით.“ 23. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 54. ოზონის შრის დაცვა 1. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით, სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შეწყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ოზონის შრეზე და შლიან მას. 2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 72 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამ ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია ხორციელდება, აგრეთვე სტატისტიკა წარმოებს, „სეს ესნ“-ის გამოყენებით. 3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება მონრეალის ოქმით განსაზღვრული ყველა ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება და „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ნივთიერებების და მათი ნარევების მოხმარება. 4. მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად, ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის, „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. მონრეალის ოქმის ვალდებულებათა შესრულების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების შესახებ მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“. 24. 54-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი: მუხლი 541 მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის რეგულირება 1. მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის შემცირების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სავალდებულოა საქართველოს სტანდარტის - „სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები“-ს შესრულება. 2. უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების უფლება აქვს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ ტექნიკოსს. 3. სერტიფიცირების ვალდებულება ვრცელდება ყველა ტექნიკოსზე, რომელიც ემსახურება სამაცივრე, ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს. 4. სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. 5. ტექნიკოსთა სერტიფიცირების სისტემის დანერგვას (სერტიფიცირებას) უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2016 წლის პირველ მარტამდე მიიღოს „ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტი”. ბ) 2017 წლის პირველ იანვრამდე მიიღოს დადგენილებები: ბ.ა) „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების სერტიფიცირების წესის შესახებ“; ბ.ბ) „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების წესი“; ბ.გ) „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“. 2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2016 წლის პირველ მარტამდე დაამტკიცოს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, კანონის მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3, 22-ე, 24-ე პუნქტებისა და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს 2016 წლის პირველი აპრილიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, კანონის მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი და ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და 24-ე პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის 22-ე პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონპროექტზე „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტი წარმოადგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის თანმდევ პროექტს. აგრეთვე, ცვლილებების მომზადება განპირობებულია “ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ” მონრეალის 1987 წლის ოქმის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით და საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისი რეგულაციების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის აუცილებლობით, ასევე, კანონით მოწესრიგებულ სფეროში მცირე მეწარმეებისთვის მოქმედი ადმინისტრაციული რეგულაციების გამარტივების აუცილებლობით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია “ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ” 1987 წლის მონრეალის ოქმის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით (რეგულაცია (EC) N1005/2009 ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ) გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემისა და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესების დადგენა. ასევე, ფტორირებული აირების, მათ შორის ოზონდამშლელი ნივთიერებების რეგულირების სფეროში სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების ტექნიკოსთა სავალდებულო სერტიფიცირების სისტემის დანერგვა. ასოცირების შეთანხმების XXVII თავით განსაზღვრულია კონკრეტული ვალდებულებები, რომლის ასახვაც უნდა უნდა განხორციელდეს ქართულ კანონმდებლობაში, მათ შორის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნულ კანონში უნდა აისახოს ერთის მხრივ მონრეალის ოქმის მე-5 მუხლი, ხოლო მეორეს მხრივ, ასოცირების შეთანხმების XXVII დანართში, რომელიც ემსახურება VI კარის მე-4 თავის შესრულებას, განსაზღვრული მოთხოვნები. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების ზემოაღნიშნული დანართის მიხედვით -„საქართველოს მიერ მონრეალის ოქმით აღებული ვალდებულებების შესაბამისად (მე-5 და მე-11 მუხლები), აკრძალვის დაწესება კონტროლის დაქვემდებარებული ნივთიერებების ბაზარზე გატანასა და მათ გამოყენებაზე, ასევე დაბრუნებულ შეაჩერებს ჰიდროქლორფტორნახშირბადებთან (HCFCs-ის) მიმართებით, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს, როგორც მაცივარ- აგენტი. საქართველოს შეაჩერებს HCFCs-ის) მოხმარებას საბაზისო დონეზე 2013 წლისთვის, შეამცირებს მოხმარებას 10%-ით 2015 წელს, 35%-ის 2020 წელს, და 67,5%-ით 2025 წელს და შეწყვეტს მის მოხმარებას 2030 წლისთვის (გარდა 2,5%-სა, რომელიც გამიზნულია მომსახურების დროს გამოყენებისთვის 2040 წლამდე).“ ამასთანავე, ასოცირების შეთანხმების მიხედვით კანონპროექტი ითვალისწინებს N1005/2009 რეგულაციის მე-4 მუხლის იმპლემენტაციას, კერძოდ, რეგულაციის მე-4 მუხლი „კონტროლს დაქვემდებარებული ნივთერიებების წარმოებაზე აკრძალვის დაწესება, გარდა სპეციფიკური მოხმარების შემთხვევებისა“ გათვალისწინებულ იქნება კანონპროექტის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით. ამასთანავე კანონპროექტი ემსახურება რეგულაციის 23-ე მუხლი მიზნის შესრულებას. ასევე, კანონპროექტის მიზანია კანონის რეგულაციებს დაქვემდებარებული მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით მცირე საწარმოების გათავისუფლება გარკვეული ადმინისტრაციული რეგულაციისგან, კერძოდ, ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავების ვალდებულებისაგან (რაც დამატებითი ტვირთია აღნიშნული საწარმოებისთვის, როგორც ფინანსური, ასევე შეუსრულებლობის შემთხვევაში სამართლებრივი თვალსაზრისითაც). აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ მითითებული ტექნიკური ანგარიშის მომზადების საჭიროება არ არსებობს გარემოსდაცვითი კუთხითაც, ვინაიდან აღნიშნული მცირე საწარმოები არ ექვემდებარებიან ეკოლოგიურ ექსპერტიზას და მათი საქმიანობიდან წილი ქვეყნის მთლიან ატმოსფერულ გაფრქვევებში 1%-საც არ შეადგენს (თონეები, სახაჭაპურეები, საკონდიტრო ნაწარმის საცხობები, პურფუნთუშეულის დამზადების ობიექტები, რომლებიც პროდუქციის მისაღებად ენერგიის წყაროდ მხოლოდ ელ.ენერგიას მოიხმარენ; მეტალოპლასტმასის ნაკეთობათა დამზადების (აწყობის) ობიექტები; საიუველირო ნაწარმის დამზადების სახელოსნოები; ფეხსაცმლის შეკეთების ობიექტები; ავტოტექმომსახურეობის ობიექტები (გარდა სამღებრო დანიშნულებისა); მინის დაჭრის საამქროები და ა.შ). შესაბამისად, ამ რეგულაციის გაუქმება მნიშვნელოვნად გაამარტივებს და შეამსუბუქებს ზემოთმითებული მცირე ბიზნესით დაკავებული პირების საქმიანობას. კანონპროექტის მომზადების მიზანია, კანონის კანონმდებლობაში განხორციელებული სხვა ცვლილებთან შესაბამისობაში მოყვანა (მაგ: დგინდება ტექნიკური რეგულაციების შემცველი ნორმების მქონე აქტების მიღება საქართველოს მთავრობის მიერ). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს კანონში შემდეგი ცვლილებების შეტანას: 1. მე-4 მუხლის (ტერმინების განმარტება) ,,ვ” ქვეპუნქტი (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა) ყალიბდება ახალი რედაქციით. ასევე, მუხლს ემატება „ო“ (ოზონდამშლელი ნივთიერება), „პ“ (ოზონდამშლელი ნივთიერებების საიმპორტო წლიური კვოტა) და „ჟ“ (მაცივარაგენტი) ქვეპუნქტები, ვინაიდან, ეს ტერმინები მოხსენიებულია კანონპროექტში. შესაბამისად, ხდება აღნიშნული ტერმინების განმარტება. 2. მე-7 მუხლს (ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში) ემატება 71 მუხლი, რომელიც ადგენს მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობის მფლობელისა და ტექნიკოსის უფლება-მოვალეობებს და აღნიშნული ვალდებულებების შესრულების კონტროლის წესს. კერძოდ, აღნიშნული პირები ვალდებული არიან: ა) აწარმოონ მოწყობილობის მომსახურების და მოხმარებული მაცივარაგენტების რაოდენობის აღრიცხვის შესახებ სარეგისტრაციო ჟურნალი (ჟურნალის ფორმა და შევსების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „ტექნიკური რეგლამენტი - „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების წესი“); ბ) ყოველწლიურად, 1 მარტამდე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დადგენილი წესით, შესათანხმებლად წარუდგინონ ინფორმაცია მაცივარაგენტების წლიური მოხმარების რაოდენობის შესახებ. 3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ, პუნქტიდან ამოღებულია სიტყვები „და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმები“ და მოცემული განმარტება შესაბამისობაში მოდის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით (28-ე-30-ე მუხლები) დადგენილ ტერმინოლოგიასთან. 4. ცვლილება შედის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში, საერთაშორისო აქტებში დამკვიდრებული ტერმინის შესაბამისად, ზუსტდება ტერმინი - „გარემოს ხარისხობრივი ნორმები“ (გარემოს ხარისხობრივი სტანდარტები). ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ტექნიკური რეგლამენტის („ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი სტანდარტი“) სახით, დამტკიცდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნითიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები. 5. იცვლება მე-19 მუხლის სათაური, რაც გამომდინარეობს ევროკავშირის კანონმდებლობაში მიღებული ტერმინოლოგიიდან. ასევე, მუხლის პირველ პუნქტში დაზუსტდა შესამუშავებელი ნორმატიული აქტის შინაარსი, ხოლო მე-2 პუნქტში ზუსტდება მითითებული აქტის (ტექნიკური რეგლამენტი) გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა (ნაცვლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა). 6. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩყალიბდება ახალი რედაქციით და ზუსტდება, რომ ნაცვლად ორი ნორმატიული აქტისა (1. „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესი“, 2. ინდექსიის სიდიდეების დამტკიცება), აღნიშნული შინაარსის აქტი მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტის სახით - საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში შედის ანალოგიური სახის ცვლილება და დგინდება, რომ მითითებული აქტის გამოცემა მოხდება ტექნიკური რეგლამენტის სახით საქართველოს მთავრობის მიერ (ნაცვლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებისა), 8. 25-ე მუხლის მე-7 პუნქტში ასევე იცვლება მითითებული აქტის გამომცემი სუბიექტი. აღნიშნული აქტი, ნაცვლად გარემოსა და ბუნებრივი რესუსების დაცვის სამინისტროს, შსს-სა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ბრძანებისა, დამტკიცდება ტექნიკური რეგლამენტის სახით - საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 9. 29-ე მუხლის პირველ პუნქტში ზუსტდება მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების დადგენის წესი სხვადასხვა სახის საქმიანობების განხორციელებისას. კერძოდ, როდესაც ერთ საწარმოო ტერიტორიაზე ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან ერთად ხორციელდება სხვა საქმიანობაც, რომელიც არ ექვემდებარება ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, მაშინ ამ საქმიანობების შედეგად წარმოებული გაფრქვევები ჯამურ მავნე ზემოქმედებას იწვევს ატმოსფერულ ჰაერის ხარისხზე, ამიტომ ნორმების დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იყოს ერთობლივად, როგორც ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობის, ასევე სხვა საქმიანობის შედეგად წარმოებული გაფრქვევებიც. ამავე მუხლის მე-4 პუნქტში შედის ცვლილება და დგინდება, რომ მითითებული ნორმატიული აქტი, ნაცვლად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბრძანებისა, მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტის სახით - საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და იგი აღარ ითვალისწინებს საქმიანობის (რომლის შედეგადაც ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა) ყველა განმახორციელებლის ვალდებულებას - შეიმუშაოს ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში. აქვე ზუსტდება, რომ აღნიშნული საქმიანობებისთვის მტკიცდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი. 10. 291 მუხლის მე-3 პუნქტში კეთდება დათქმა, რომლის მიხედვითაც, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულო იქნება ყველა საქმიანობისთვის, გარდა ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობებისა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი საქმიანობებისა, ხოლო აღნიშნულ საქმიანობებს, ინვენტარიზაციის ჩატარების წესთან ერთად, ტექნიკური რეგლამენტის სახით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, რასაც ითვალისწინებს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ცვლილება. ამ ცვლილების შეტანა განაპირობა იმან, რომ ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებენ მთელი რიგი მცირე სიმძლავრის საწარმოები (მაგ: თონეები, სველი მეთოდით მომუშავე ქვის სახერხები, ავტოტექმომსახურეობის ობიექტები და სხვა), რომელთა გაფრქვევების ჯამური წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში შეადგენს დაახლოებით 1%-ს და ისინი პრაქტიკულად ვერ ახდენენ ზეგავლენას ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე, თუმცა, კანონით ეკისრებათ ზემოაღნიშნული ინვენტარიზაციის ჩატარება (ტექნიკური ანგარიშის შემუშავება), რაც დამატებითი ტვირთია აღნიშნული საქმიანობების განმახორციელებელი პირებისთვის, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა კი იწვევს შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელი პირების ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (სასკ მუხლი 77). 11. 292-ე მუხლში ზუსტდება, რომ აღნიშნულ მუხლში მითითებული ორგანოები ვალდებული არიან, ყოველწლიურად მიაწოდონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია. 12. 30-ე მუხლის მე-5 პუნქტის ცვლილებით სწორდება კანონში არსებული ხარვეზი, კერძოდ. პუნქტის მოქმედი რედაქციით გარკვეული გარემოებების (მაგ: სიმძლავე, პროფილი, საწვავის სახეობა, პარამეტრები და ა.შ) შეცვლისას, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უკვე შეთანხმებული პროექტი და გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად ჩაითვლება და უნდა მოხდეს მათი ხელახალი შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით. ნორმის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ იგი არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებას, როგორიცაა სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის შეცვლა. მაშინ როდესაც, ადგილმდებარეობის შეცვლა ბუნებრივად ცვლის ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევასთან დაკავშირებულ მონაცემებს. შესაბამისად, ცვლილების მიხედვით, ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებული იქნება, ახალი პირობების გათვალისწინებით, თავიდან შეიმუშაოს და შეათანხმოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში. 13. 38-ე მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომელიც აზუსტებს, რომ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და აღრიცხვის წარმოება სავალდებულოა ყველა საქმიანობისთვის, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი საქმიანობებისა. მე-3 პუნქტის ახალი რედაქციის მიხედვით, „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესი და დოკუმენტაციის ფორმა“ დადგინდება ტექნიკური რეგლამენტის სახით - საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აქვე მე-6 პუნქტში ტერმინი „სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი“ იცვლება ტერმინით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 14. კანონს ემატება თავი IX1 თავი (ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა), რომელიც ადგენს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის ძირითად წესსა და პირობებს (აღსანიშნავია, რომ ეს წესი და პირობები დღესდღეობით დადგენილია საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის N184 დადგენილებით („შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“), თუმცა, ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებების შემდგომ უნდა მოხდეს მითითებული N184 დადგენილების გაუქმება, საჭიროა ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის კანონში ასახვა). 15. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტში იცვლება მითითებული ნორმატიული აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი ორგანო - საქართველოს მთავრობა (ნაცვლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა). 16. 50-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში ასევე იცვლება მითითებული ნორმატიული აქტების გამომცემი ორგანო, კერძოდ, ნაცვლად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა, აღნიშნულ აქტებს გამოსაცემს საქართველოს მთავრობა - ტექნიკური რეგლამენტის სახით. მე-2 პუნქტში მითითებული ინსტრუქცია „ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“ იცვლება მთავრობის დადგენილებით „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისგან გარემოს დაცვის ღონისძიებების შესახებ“, რომელიც მოიცავს სამრეწველო ავარიების შემთხვევაში როგორც ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან, ასევე, წყლის, ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაბინძურებისგან დაცვის წესებსაც და შესაბამისად, ერთიანად აწესრიგებს აღნიშნულ საკითხს. 17. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტში ზუსტდება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, რომლის თანახმად, საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, 4 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას (ნაცვლად 3 წლისა). 18. 54-ე მუხლის მე-2 პუნქტში ზუსტდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი (24-ე მუხლის მე-72 პუნქტი). 54-ე მუხლის მე-6 პუნქტში, საერთაშორისო ვალდებულებიდან (ქვეყანა ვალდებულია ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის 1987 წლის ოქმის ფარგლებში, სამდივნოში ყოველწლიურად წარადგინოს ინფორმაცია ქვეყნის მიერ მოხმარებული ოზონდამშლელი ნივთიერებების შესახებ) გამომდინარე, ზუსტდება სამინისტროს ვალდებულება საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტ/ექსპორტისა და მოხმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება. 19. კანონს ემატება 541 მუხლი, რომელიც ეხება მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის რეგულირებას კერძოდ, 2017 წლის 1 იანვრიდან დგინდება საქართველოს სტანდარტის - „სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები“-ს შესრულების ვალდებულება (აღნიშნული დამატებით უზრუნველყოფს ოზონდამშლელი ნივთიერებების ატმოსფეროში გაფრქვევის მინიმუმამდე შემცირებას და ასევე, სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოების დონის ამაღლებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ტოქსიკური და აალებადი ბუნებრივი მაცივარაგენტების მოხმარება მთელს მსოფლიოში მკვეთრად იზრდება.). ასევე, დგინდება მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების ვალდებულება მხოლოდ სერტიფიცირებული ტექნიკოსების მიერ (აღნიშნული რეგულაციის შემოტანა განპირობებულია სამაცივრე, ჰაერის კონდიცირების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოების დონის ამაღლებისა და გარემოსდაცვითი ნორმების უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, სერტიფიცირების სისტემის დანერგვა არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების (დანართი XXVII) ერთ-ერთი მოთხოვნა (შესაბამისი პერსონალისა და კომპანიებისთვის ტრეინინგებისა და სერტიფიცირების ეროვნული მოთხოვნების შემუშავება/ადაპტაცია (მუხლი 5); შესაბამისი სექტორებიდან ემისიის მონაცემთა მოძიების მიზნით (შიდა) ანგარიშგების სისტემების შექმნა (მუხლი 6); აღსრულების სისტემის ჩამოყალიბება (მუხლი 13)). ამავე პუნქტით ტექნიკოსთა სერტიფიცირების სისტემის დანერგვას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მონრეალის ოქმის ვალდებულებათა შესრულების ხელშეწყობის პროექტების ფარგლებში, „საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, თითქმის 15 წელია, რაც მემაცივრე ტექნიკოსთა გადამზადებას ახორციელებს და 2000-იანი წლების დასაწყისიდან, ოზონდამშლელი ნივთიერებების ამოღების პირველ ფაზაში, გადამზადებულია 800-მდე ტექნიკოსი, რაც საკმარისი აღმოჩნდა აღნიშნულ სერვისზე იმ ეტაპზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მოცემულ ეტაპზე, აღნიშნული სექტორის ზრდის ტემპის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღეისთვის სამაცირო და ჰაერის კონდიცირების დანადგარების მომსახურებაზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი იქნება 1000-მდე სერტიფიცირებული ტექნიკოსი. 2015 წელს, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, დამატებით შეიქმნა ტრენინგების სპეციალური სასწავლო პროგრამა და განახლდა სასწავლო მასალები, რის საფუძველზეც, მხოლოდ მიმდინარე წელს, დამატებით, გადამზადება გაიარა 150-მა ტექნიკოსმა და აღნიშნული გადამზადების პროცესი კვლავ გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, 2016 წლის ბოლომდე შესაძლებელია კიდევ რამდენიმე ასეული პირის გადამზადება, რაც საკმარისი უნდა აღმოჩნდეს, ცვლილებების ძალაში შესვლის მომენტისთვის, აღნიშნულ სფეროში არსებული მოთხოვნილების ფაქტიურად სრულად დასაკმაყოფილებლად. ასევე დგინდება სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სუბიექტები - სერიტიფიცრების ვალდებულება გავრცელდება ყველა, სამაცივრე, ჰაერის კონდიცირების მოწყობილობების და თბური ტუმბოების მომსახურე ტექნიკოსებზე). აქვე განისაზღვრება სერტიფიკატის მოქმედების ვადა - 3 წელი (აღნიშნული ვადა არის ოპტიმალური, ამ სფეროში ტექნოლოგიების განვითარების დინამიკის გათვალისწინებით). აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებების ამოქმედება გათვალისწინებულია 2017 წლის 1 იანვრიდან, იმისათვის, რომ მათი ძალაში შესვლამდე, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, განხორციელდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები (ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება; ტექნიკოსების ტრენინგების ჩატარება; სერტიფიცირების მასალების მომზადება და სხვ.) და 2017 წლის 1 იანვრისთვის როგორც სამინისტრო, ასევე, ტექნიკოსები და მთლიანად სფერო მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს ამ ცვლილებებს. თუმცა, აქვე ხაზგასასმელია, რომ სამინისტრო მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებთან და კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ნაწილობრივ ასევე შემუშავებულია მათი წინადადებების საფუძველზეც. აქვე აღსანიშნავია, რომ პროექტის მე-3 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ, წარმოდგენილი ცვლილებებიდან გამომდინარე, შესაბამისი აქტების (დადგენილებები) მიღებას, 2016 წლის პირველ აპრილამდე და 2017 წლის პირველ იანვრამდე. ასევე დამატებით დგინდება „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღებისთვის კონკრეტული ვადა - 2017 წლის პირველი იანვარი. რაც შეეხება სხვა აქტებს, რომლებიც მითითებულია კანონპროექტში და რომელთა მიღების უფლებამოსილება, ცვლილებების შესაბამისად, განესაზღვრება საქართველოს მთავრობას, ისინი უკვე მიღებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული სერტიფიცირების სისტემის შექმნასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა, ასევე, ცვლილებების ძალაში შესვლამდე განსახორციელებელი შესაბამისი მოსამზადებელი ღონისძიებების დაფინანსება მოხდება სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება იმ პირთათვის, კანონპროექტის მიღება გარკვეულ ფინანსურ გავლენას (სერტიფიკატის აღების ხარჯები) მოახდენს ტექნიკოსებზე, რომლებსაც შესაბამისი მომსახურების გაწევის უფლებისთვის, დაჭირდებათ სერტიფიკატის აღება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივი და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროეტის მიმართ ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 4. ტერმინების განმარტება + ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ატმოსფერული ჰაერი – ატმოსფერული გარსის ჰაერი, შენობა-ნაგებობებში არსებული ჰაერის გარდა; ბ) მავნე ნივთიერება – ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ახდენს ან რომელმაც შეიძლება მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე; გ) ევროკავშირის კანონმდებლობა – ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს, ევროგაერთიანების საბჭოს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული დებულებები, გადაწყვეტილებები და დირექტივები; დ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების – მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომპლექსურ) კონტროლს; ე) საუკეთესო ტექნოლოგია – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ხელმისაწვდომია ეკონომიკური თვალსაზრისით; ვ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა – „სასაქონლო აღწერისა და კოდირების შესახებ” 1983 წლის 14 ივნისის ბრიუსელის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემა, რომლის საფუძველზედაც საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის მიღების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს მიერ 1995 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში დადებული ხელშეკრულებით „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ”; ზ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ); თ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ); ი) ( ამოღებულია – 25.03.2013, №451 ); კ) ( ამოღებულია – 25.03.2013, №451 ); ლ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი – კერძო სამართლის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი; მ) სახელმწიფო ორგანო ან/და სახელმწიფო იურიდიული პირი – სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (საჯაროსამართლებრივი კორპორაცია, საჯაროსამართლებრივი დაწესებულება), რომლის შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით; ნ) (ამოღებულია). მუხლი 14. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება + 1. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით წესდება მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმები, რომელთა განსაზღვრის პერიოდულობა დგინდება „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით. 2. ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებით დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ დებულებით, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 18. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები + 1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები წარმოადგენს გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფის მიზნით „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების ნაწილს. 2. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარემოს მდგომარეობი ს ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხ ობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც, იმავე კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომ ის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება თითოეული მავნე ნივთიერებისათვის. ისინი განსაზღვრავენ დროის გასაშუალოებულ პერიოდში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის მაქსიმალურ მნიშვნელობას, რომელიც პერიოდული ზემოქმედებისას არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე. 4. (ამოღებულია). 5. (ამოღებულია). მუხლი 19. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით + 1. ამ კანონის მიზნებისათვის, ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლ ებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრუ ლად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბჭოს 200 8 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაერი ევროპისთვის“ და 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყა ლი, ნიკელი და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები“ შესაბამისად. 2. ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი მოთხოვნების შე საბამისად დადგენილი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნო რმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ს ერთობლივი ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივების შესაბამისად ატ მოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების, სახ ეობებისა და ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე. მუხლი 20. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა + 1. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის ატმოსფერული ჰაერის მდგომარე ობაზე დაკვირვებით მიღებულ ინფორმაციის შეგროვების , ანალიზისა და პროგნ ოზირების ერთობლიობა . ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს მ დგომარეობაზე დაკვირვების ( მონიტორინგის ) სისტემის ნაწილი , რომლის ორგა ნიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნე ბრივი რესურსების დაცვის სამინისტრო . ატმოსფერული ჰაერის ფონურ მონიტ ორინგს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგრამების მოთხოვნათა ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნ ული სააგენტოს ( შემდგომ – სააგენტო ) მეშვეობით . 2. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ). 3. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით საქართველოს ტერიტორია იყოფა განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებად. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის საფუძველზე. 4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით გ ანსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქო ნე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექ სების სიდიდეებს და დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნე ბრივი რესურსების დაცვის მინისტრი შესაბამისად ბრძანებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებ ით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბი ნძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნ ივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების დამტკიცების შესახებ“ და ბრძანებით „ატმოს ფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“. 5. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მონაცემების საფუძველზე ყოველწლიურად გ ამოითვლება ადმინისტრაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეები, რომელთა საფუძველზედაც ხდება ადმინისტ რაციული რაიონებისა და დასახლებული პუნქტებისათვის განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძუ რების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე რეგიონების კატეგორიების მინიჭება. იმ დასახლებული პუ ნქტების ჩამონათვალი, რომელთა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნ ივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეთა ყოველწლიურად გამოთვლა სავალდებულოა, გ ანისაზღვრება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით „სა ქართველოს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც ყოვ ელწლიურად გამოითვლება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსები ს სიდიდეები. 6. სააგენტო ყოველი წლის 1 მარტამდე ცენტრალურ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის მიკუთვნებული თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალს და ამავე თვითმმართველი ერთეულებისა და დასახლებული პუნქტებისთვის გამოთვლილ ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს. 7. (ამოღებულია). მუხლი 21. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ჩატარების ზოგიერთი ნორმის დადგენა ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით + 1. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატ მოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მ ინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბი ნძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი დგინდება ევროგაერთიანების საბ ჭოს 2008 წლის 21 მაისის 2008/50/EC დირექტივის „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და უფრო სუფთა ჰაე რი ევროპისთვის“ და 2004 წლის 15 დეკემბრის 2004/107/EC დირექტივის „ატმოსფერულ ჰაერში დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები“ შესაბამისად. 2. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დადგენი ლი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგუ რების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბი ნძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გა რემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს 2008/50/EC და 2004/107/EC დირექტივების შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებ ით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენო ბის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მ ეთოდების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე. მუხლი 25. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან + 1. ამ კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან არის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან (საბრძოლო ტიპის მოძრავ-მექანიკური საშუალებების გარდა). 2. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ). 3. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451 ). 4. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451 ). 5. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451 ). 6. ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №451 ). 7. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით , ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებე ლი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის ( გამონაბოლქვის ) ზღვრულად დასაშვე ბი ნორმები განისაზღვრება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს 1970 წ ლის 20 მარტის „ მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ “ №70/220/EEC, 1972 წლის 2 აგვისტოს „სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებისათვის გამიზნ ული დიზელის ძრავებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინაა ღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ “ №72/306/EEC, 1987 წლის 3 დეკემბრის „ დიზელის ძრავებიდან აიროვან დამაბინძურებელ ნივ თიერებათა გაფრქვევებისწინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევ რი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ “ №88/77/EEC დირექტივებისა და ევროგაერთიანების საბჭოს 1996 წლის 20 დეკემბ რის „ მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების გზის ათვის ვარგისობის შემოწმების სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმ ონიზაციის შესახებ “ №96/96/EC დირექტივის შესაბამისად . ამ მოთხოვნების საფუძველზე განსაზღვრუ ლი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევის ( გამონაბოლქვის ) ზღვრუ ლად დასაშვებ ნორმებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სა ქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დ აცვის მინისტრი ბრძანებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამა ბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის ( გამონაბოლქვის ) ევროკავშირის კანონ მდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ “. 8. (ამოღებულია - 05.02.2014, №1963). 9. (ამოღებულია - 05.02.2014, №1963). მუხლი 29. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმები + 1. ამ კანონის მიზნებისათვის, მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა არის „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიის ზღვრულად დასაშვები ნორმა. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილ რაოდენობას, გაანგარიშებულს იმ პირობით, რომ დაბინძურების ამ წყაროსა და სხვა წყაროების ერთობლიობიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაცია ატმოსფერული ჰაერის მიწისპირა ფენაში არ აღემატებოდეს ამ წყაროს ზეგავლენის ტერიტორიისთვის დადგენილ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის ყველა სტაციონარული წყაროსთვის (ობიექტისთვის). მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმა დგინდება 5 წლის ვადით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყაროსთვის და თითოეული მავნე ნივთიერებისთვის. მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმის გაანგარიშებისას ორიენტაცია უნდა გაკეთდეს საუკეთესო ტექნოლოგიაზე. 2. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451 ). 3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმ ების გაანგარიშებისას მიღებული მასალების შედეგები ფორმდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის სახით. 4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება დებულებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების გაანგარიშებ ის მეთოდის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. 5. ყველა საქმიანობისათვის, რომლებიც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას და რომელთა განხორციელების შედეგად ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, სავალდებულო ა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერება თა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავება. მუხლი 291. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია + 1. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451 ). 2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაცია არის სისტემატიზაცია მონაცემებისა დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ტერიტორიაზე განლაგებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა შემადგენლობისა და რაოდენობის შესახებ. 3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზა ციის ჩატარება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის , რომელთაც აქვთ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყარო ები და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება ეკოლოგიურ ექსპერტიზას . დ აბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაციას ექვემდებარება ატმოსფე რული ჰაერის დაბინძურების თითოეული წყარო და თითოეული მავნე ნივთიე რება . დაბინძურების სტაციონარულ ობიექტში ინვენტარიზაცია ტარდება 5 წელი წადში ერთხელ და მიღებული მასალების შედეგები აისახება ატმოსფერული ჰ აერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავ ნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში . 4. ( ამოღებულია – 25.03.2013, №451 ). 5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მ იერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი განისაზ ღვრება დებულებით „ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყა როების ინვენტარიზაციის წესის შესახებ “, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქა რთველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი . მუხლი 29 2 . ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა + ამ თავის ნორმების შესრულების მიზნით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუ რსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედ ველობის დეპარტამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესა ბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღრიცხავენ თავიანთ რეგიონებში განთავსებულ ატმოსფერული ჰაერის დ აბინძურების სტაციონარულ ობიექტებს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებ რივი რესურსების დაცვის სამინისტროს. მუხლი 30. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავება, შეთანხმება, გასხვისება და გაუქმება + 1. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმ ების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვ ეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შემუშავებას უზრუნველყოფს საქმიანობის ს უბიექტი, რომლის საქმიანობის შედეგადაც ხდება დაბინძურების სტაციონარული ობიექტიდან ატმოსფერ ულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, ან მისი დაკვეთით – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმ ების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვ ეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეთანხმდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერ იტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტებიდან ატმოსფერულ ჰ აერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბ ინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ი ანგარიში უნდა შეთანხმდეს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებთან, ხოლ ო ისინი, თავის მხრივ, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმებ ის შეთანხმებულ პროექტს საბოლოო შეთანხმებისთვის წარუდგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუ რსების დაცვის სამინისტროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, 1 თვის ვადაში შეითანხმონ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად და საშვები გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ან შენიშვნებით დაუბრუნონ ის ინი საქმიანობის სუბიექტს. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარულ ი წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა. 3. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმ ების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვ ეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გაუქმება შესაძლებელია საქმიანობის სუბიექ ტის განცხადების ან ამ დოკუმენტების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასაბუთებული არგ უმენტების საფუძველზე. 4. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმ ების შეთანხმებული პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მა თ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გასხვისება ან უფლებამოსილ ი პირისთვის გადაცემა დასაშვებია დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის შემთ ხვევაში, რის თაობაზედაც საქმიანობის სუბიექტმა წერილობით უნდა შეატყობინოს ამ დოკუმენტების შეთანხმებ ის უფლებამოსილების მქონე ორგანოს. 5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის, არსებული საწვავის სახეობის შეცვლის ან/და დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენების, რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პ როცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილ ობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლის შემთხვევებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნი ვთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უკვე შეთანხმებული პროექტი და ატმოსფერული ჰაე რის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარი ზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად ჩაითვლება და უნდა მოხდეს მათი ხელახალი შემუშავება და შეთანხმე ბა ახალი პირობების გათვალისწინებით. მუხლი 38. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი + 1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სწორი თვითმონიტორინგის წარმოება. 2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი მოიცავს: ა) გაფრქვევათა გაზომვას (შეფასებას); ბ) გაფრქვევათა აღრიცხვის წარმოებას; გ) გაფრქვევათა ანგარიშგების წარმოებას. 3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნი ვთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წე სი და დოკუმენტაციის ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით „ დაბინძურების ს ტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორი ნგისა და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ “, რომელსაც ბრძანებით ამტკი ცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი . 4. (ამოღებულია) . 5. (ამოღებულია). 6. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურ სების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დე პარტამენტს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერუ ლი ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში − შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტო ნომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს შესათანხმებლად წარუდგინოს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები. 7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სა ხელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დ ეპარტამენტი და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამ ისი სამსახურები ვალდებული არიან , ამ მუხლის მე 6 პუნქტით გათვალისწინებული დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატ მოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მა ჩვენებლები , მათი შეთანხმების შემთხვევაში , დადგენილი წესით წარუდგინონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს . მუხლი 42. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდები + 1. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდების საშუალებით. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების კონტროლის გამოყენებითი მეთოდებია: ა) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი; ბ) დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდი. 2. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის გამოყენებით. 3. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის საანგარიშო მეთოდის საფუძველია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დადგენა საანგარიშო მეთოდიკის გამოყენებით. 4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფე რულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტ ული მეთოდი , დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერ ში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალი და დაბინძურების სტ აციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერუ ლ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა განისა ზღვრება დებულებით „ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერუ ლ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტუ ლი მეთოდის ,დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერშ ი გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდანტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერ ულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შეს ახებ “, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივ ი რესურსების დაცვის მინისტრი . 5. (ამოღებულია). მუხლი 50. საქმიანობის განხორციელებისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები + 1. დაბინძურების სტაციონარული წყაროების აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპ ლუატაციის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წე სების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინ ისტრი. 2. ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაც ვის წესების შესაბამისად. ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვ რება ინსტრუქციით „ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის შ ემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამ ტკიცებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და საქართველ ოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 3. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს საქმიანობის სუბიექტი ვალ დებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები გ ანისაზღვრება ინსტრუქციით „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტ რი. მუხლი 51. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა + 1. ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. 2. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგებისა და ატმოსფერული ჰაერის მავნე ნ ივთიერებებით დაბინძურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია „გარემ ოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნით – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხ სენების 3 წელიწადში ერთხელ დამტკიცებით. მუხლი 54. ოზონის შრის დაცვა + 1. „ოზონის შრის დაცვის შესახებ” კონვენციითა და „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ” მონრეალის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად დედამიწის ოზონის შრის დაცვის მიზნით სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეტაპობრივად შემცირდეს ან შეწყდეს ისეთი ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ოზონის შრეზე და შლიან მას. 2. ოზონდამშლელი ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქციის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე. ამ ნივთიერებებისა და მათი შემცველი პროდუქციის იდენტიფიკაცია ხორციელდება, აგრეთვე სტატისტიკა წარმოებს ამგვარ ნივთიერებათა და პროდუქციის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით დადგენილი სასაქონლო აღწერისა და კოდირების სისტემის გამოყენებით. 3. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იკრძალება „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერე ბათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით განსაზღვრული ყველა ოზონდამშლელი ნივთიერები ს წარმოება და იმავე ოქმის A და B დანართებით გათვალისწინებული ნივთიერებების მოხმარება. 4. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრ ის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმა რებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კო ორდინაციას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. 5. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.