„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2015
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/426/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, საშიში ქიმიური ნივთიერება/ნაერთი ან სახიფათო ნარჩენი, ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბა რ ა თ ი საქართველოს კანონის პროექტზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტი წარმოადგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს და მასში ცვლილების მომზადების მიზეზია კანონის მითითებული საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონში შედის ტერმინოლოგიური სახის ცვლილება, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები აღარ ითვალისწინებს შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერების ზოგად ცნებას. შესაბამისად, ზუსტდება კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მოცემული ტერმინი და ყალიბდება შემდეგი რედაქციით „საშიში ქიმიური ნივთიერება/ნაერთი ან სახიფათო ნარჩენი“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ვალდებულებები. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 15. ტერმინთა განმარტება ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობანაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს; ბ) მომეტებული ტექნიკური საფრთხე – საფრთხე, რომელსაც შეიცავს სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ობიექტი, აგრეთვე მის შექმნასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პროცესი, რომლის წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის საფრთხეს და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის; გ) ავარია – ობიექტის რღვევა, ნგრევა, აფეთქება ან ემისია, რომელიც იწვევს ადამიანის ინტოქსიკაციას ან სიკვდილს , ან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს და მატერიალურ ფასეულობებს; დ) შეუსაბამობა – ობიექტის დაზიანება, წუნი, სათანადო ტექნოლოგიური პროცესიდან გადახრა, რომელიც ზრდის საფრთხის რისკს, აგრეთვე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელიც შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას: დ.ა) არაარსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი საქმიანობის შეჩერების გარეშე, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომელიც უნდა აღმოფხვრას ობიექტის მფლობელმა; დ.ბ) I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს; დ.გ) II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანისა და მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს; დ.დ) I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა; დ.ე) II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის და მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა ; ე) ინსპექტირება – ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირების, დოკუმენტური კონტროლისა და მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის ფორმებით, პროფესიული შეფასების საფუძველზე. ინსპექტირების ფორმებია: ე.ა) ტექნიკური ინსპექტირება – ინსპექტირების ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ობიექტის ადგილზე შემოწმება, რომელიც მოიცავს ასევე ობიექტის ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას; ე.ა 1 ) მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობა – დამკვეთის მოთხოვნით მშენებლობის პროცესში მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება; ვ) ინსპექტირების ორგანო – ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ა გრეთ ვე სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო; ზ) ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია – ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია მოიცავს: ზ.ა) ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ზ.ბ) ინფორმაციას ობიექტის მფლობელის შესახებ; ზ.გ) ინფორმაციას ობიექტის მწარმოებლის/მშენებლის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ.დ) ობიექტის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს; ზ.ე) ინფორმაციას ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ; ზ.ვ) ინფორმაციას ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ; ზ.ზ) ინფორმაციას ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ; ზ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სხვა პარამეტრებს, ასეთ ებ ის არსებობის შემთხვევაში; ზ.ი) სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერს ან შესაბამისი აქტის ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) სამშენებლო საქმიანობა – ობიექტის მშენებლობის, მონტაჟის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესი; ი) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები; კ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება, რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები; ლ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას; მ) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი საინჟინრო სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში; ნ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს; ო) მენარდე – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც დაკვეთის საფუძველზე ასრულებს საპროექტო-საძიებო ან/და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს; პ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისა, რომელსაც სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოეშვა ნივთით დროებით სარგებლობის უფლება), რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის ამ უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებია; ჟ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია; რ) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით ; ს) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება – სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება; ტ) სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; უ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილია დამატებითი სპეციალური პირობები; ფ) სამშენებლო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველია; ქ) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – საქართველოს დედაქალაქის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, საკურორტო და სარეკრეაციო ზონების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ის ნაწილები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ღ) მითითება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას , რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად; ყ) ინსპექტირების ოქმი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ან სხვა ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შემოწმების შედეგებს და შესაბამისობის შეფასების მონაცემებს ; შ) ტექნიკური სერტიფიკატი – ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას; ჩ) მონიტორინგის ნუსხა – კრიტიკული შეუსაბამობის მქონე ობიექტების ჩამონათვალი, რომელსაც ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და რომელში შეტანილ ობიექტებზე მონიტორინგს ახორციელებს კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე; ც) მსგავსი ტიპის შეუსაბამობა − ობიექტებზე არსებული მსგავსი ტიპის ელექტრულ და მექანიკურ მანქანა-დანადგარებზე, მექანიზმებ სა და მოწყობილობებზე, აგრეთვე მსგავს ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით არსებული დარღვევები.