„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
19.07.2016
ავტორი
ა(ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია
ნომერი
#07-3/603/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-08-17
ბიუროს ნომერი 425

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.04.2013, სარეგისტრაციო კოდი: 450130010.05.001.016970) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი’’ ქვეპუნქტი: ,,ი) სამინისტრო შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პროფესიული თეატრების ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმას და წესს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული ჩართულობისთვის კადრების/თანამშრომელის პროფესიული საგანმანათლებლო პროფესიული თეატრების პროგრამებს და პროფესიულ სტანდარტებს;“ 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: ,,მუხლი 81. შეზღუდული შესაძლებლობის თეატრების ხელმისაწვდომობა მქონე პირთათვის პროფესიული 1. პროფესიული თეატრი მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა ვალდებულებულია: ა) უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის (ძეგლზე სამუშაოების) და მშენებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს არსებული და მშენებარე თეატრების ადაპტაციას; ბ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ადაპტაციის სამომქედო გეგმის და კადრების პროფესიული გადამზადების მოთხოვნების დაცვა.“ მუხლი 2. გარდამავალი დებულებები საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტრომ 2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმისა და მქონე პირების სრული წესის შემუშავება, ასევე - შეზღუდული შესაძლებლობის ჩართულობისთვის თეატრების კადრების/თანამშრომელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და პროფესიულ სტანდარტების დამტკიცება. მუხლი 3. დასკვნითი დებულებები 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი. საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს რატიფიცირებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კონვენციის რატიფიცირებით სახელმწიფომ, კონვენციით აღიარებული სამართლებრივი ვალდებულების შესრულების, პასუხისმგებლობა აიღო. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზეზი არის საერთაშორისო დოკუმენტებით აღიარებული სტრანდარტებთან არსებული სამართლებრივი ნორმების შეუსაბამობა, ან სულაც არ არსებობა. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი საკანონმდებლო ცვლილებების (პროექტის) მიზანია არსებული საკანონმდებლო ბაზის გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კონვენციის იმპლემენტაციის მექანიზმების დახვეწა/შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება, რომ: სამინისტრო შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პროფესიული თეატრების ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმას და წესს, შეზღუდული შესაძლებლობის თეატრების ასევე მქონე პირების სრული ჩართულობისთვის პროფესიული კადრების/თანამშრომელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ სტანდარტებს;“ ( მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა ,,ი’’ ქვეპუნქტი). წარმოდგენილი ცვლილებით ასევე განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული თეატრების ხელმისაწვდომობის ვალდებულება უზრუნველყოფა (დამ. 81 მუხლი). პროფესიული თეატრი მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა ვალდებულებულია: ა) უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის (ძეგლზე სამუშაოების) და მშენებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს არსებული და მშენებარე თეატრების ადაპტაციას; ბ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ადაპტაციის სამომქედო გეგმის და კადრების პროფესიული გადამზადების მოთხოვნების დაცვა.“ გ) საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტრომ 2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმისა და წესის შემუშავება, ასევე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული ჩართულობისთვის თეატრების კადრების/თანამშრომელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და პროფესიულ სტანდარტების დამტკიცება. დ) ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. ბ. კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული 2016 წლის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2017 წლისათვის სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ა.ა.ი.პ. ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის’’ დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ააიპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ვ) კანონპროექტის ინიციატორი: თამარ კორძაია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი კანონპროექტით შედის ცვლილება რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი მუხლი 2. კანონის მიზანი და ამოცანები 1. ამ კანონის მიზანია: ა) თეატრალური საქმიანობის შემოქმედებითი თავისუფლების სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა; ბ) ეროვნული თეატრალური კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნება; გ) ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; დ) თეატრალურ ხელოვნებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2. ამ კანონის ამოცანებია: ა) პროფესიული სახელმწიფო, მუნიციპალური, შერეული და კერძო თეატრების საქმიანობის სამართლებრივი გარანტიების დაცვა; ბ) თეატრის თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა; გ) ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; დ) თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო მხარდაჭერის თანამიმდევრული პოლიტიკის განხორციელება; ე) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის პროფესიულ ზრდაზე ზრუნვა; ვ) თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა; ზ) სპექტაკლების აუდიო-, ვიდეო- და ელექტრონული ვერსიების ხელშეწყობა; თ) მაყურებლისთვის სპექტაკლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) საერთაშორისო კონტაქტების განვითარება შექმნის