„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-08-17
ბიუროს ნომერი 425
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
მე-4 მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ3’’ ქვეპუნქტი:
,,ტ3) ინკლუზიური პროფესიული განათლება – სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთა ჩართვა პროფესიულ საგანმანათლებლო
პროცესში, სხვა პროფესიულ სტუდენტებთან ერთად, პიროვნების ინტერესებისა და
შესაძლებლობების შესატყვისი პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის
ამაღლებისა და გადამზადების მიზნით;’’
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ4’’ ქვეპუნქტი:
,,ტ4) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტი –
პირი, რომელსაც ესაჭიროება ადაპტირებული საგანმანათლებლო გარემო და სასწავლო
ტექნოლოგიები, მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე აქვს სიძნელე
სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური
სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება.’’
2. მე-5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის
სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების
პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა, მათ შორის
პროფესიული
სტუდენტების
გათვალისწინებით.’’
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროებების
3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. პროფესიული განათლების მიღების უფლების რეალიზების მიზნით
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი დარგის
დამსაქმებლების მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები პროფესიული განათლებით
დაინტერესებულ პირებთან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების,
მომავალი პროფესიული საქმიანობისა, დასაქმების პირობების და პროფესიული
სტუდენტების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინების შესახებ.’’
1
4. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.
პროფესიული
განათლების
თითოეული
საფეხურის
პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით. გაანგარიშების
წესი უნდა ითვალისწინებდეს ინდივიდუალური შეფასების მექანიზმებს სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შეფასებისას.’’
5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული
განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის
პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა
და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული
განათლების განვითარების მიზნით და პროფესიული სტუდენტების სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით.’’
6. მე-14 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებს და
ამტკიცებს
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამების
განმახორციელებელ
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის
საფასურის მაქსიმალურ ოდენობას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
პირებისათვის დგინდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების
და სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დაანგარიშების შესაბამისი წესი და
პირობები.’’
7. მე-15 მუხლის:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1’’ ქვეპუნქტი:
,,გ1) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას ან/და
შედგომში საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას სამინისტრო
ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ინკლუზიური პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვის სამოქმედო გეგმის
შემუშავება, გარემოს ადაპტირების ხელშეწყობა, ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვის
გამოყენების სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც
და
სწავლის მეთოდების
უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის
ხელმისაწვდომობას საგანმანათლებლო პროცესთან.’’
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ1’’ ქვეპუნქტი:
,,დ1) ამტკიცებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული
სტუდენტებისათვის ინკლუზიური პროფესიული განათლების პროგრამებს.
გ) ,,ს’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების
გაანგარიშების წესს, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ინდივიდუალური შეფასების
მექანიზმებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთა
შეფასებისას.’’
8. მე-151 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1’’ ქვეპუნქტი:
,,ბ1) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას ან/და
შედგომში საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას სამინისტროები
ხელს უწყობენ
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური
პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა, გარემოს ადაპტირება,
ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სწავლის მეთოდების გამოყენება, რომელიც
უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის
ხელმისაწვდომობას საგანმანათლებლო პროცესთან.’’
9. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ’’ ქვეპუნქტი:
,,გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას ან/და
შედგომი ზედამხედველობის განხორციელებისას სამინისტროები ხელს უწყობენ
პროფესიულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ინკლუზიური
პროფესიული
განათლების პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა, გარემოს ადაპტირება, ისეთი ახალი
ტექნოლოგიების დანერგვა და
სწავლის მეთოდების
გამოყენება, რომელიც
უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის
ხელმისაწვდომობას საგანმანათლებლო პროცესთან.’’
10. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1’’ ქვეპუნქტი:
,,გ1) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას ან/და
შედგომში მის მართვაში მონაწილეობისას ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები
ხელს
უწყობენ
პროფესიულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ინკლუზიური განათლების პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა, გარემოს ადაპტირება,
ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სწავლის მეთოდების გამოყენება, რომელიც
უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის
ხელმისაწვდომობას
ხელმისაწვდომობა.’’
საგანმანათლებლო
პროცესთან
და
ტერიტორიული
11. 31-ე მუხლს პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ’’ ქვეპუნქტი
,,ზ)
სპეციალური
საჭიროებების
მქონე
პირებისთვის
პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების პროგრამების დანერგვის
ხელშეწყობას, გარემოს ადაპტირებას, ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და
სწავლის
მეთოდების
გამოყენებას,
რომელიც
უზრუნველყოფს
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
პირებისთვის
ხელმისაწვდომობას
საგანმანათლებლო პროცესთან.’’
12. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა
სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული
განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების მშობლების წარმომადგენლებისათვის
სამეთვალყურეო საბჭოში გამოიყოფა ერთი სავადებულო კვოტა. სამეთვალყურეო საბჭოს
წევრთა რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და
შეწყვეტის წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით.’’
მუხლი 2. გარდამავალი დებულება
1. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალურ
ოდენობის და პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებში შესაბამისი
ცვლილებების განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2019 წლის 1
თებერვლამდე
უზრუნველყოს
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამების
კრედიტების გაანგარიშების წესში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების სამოქმედო
გეგმის შემუშავება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2019 წლის 1
თებერვლამდე უზრუნვეყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
პროფესიული
სტუდენტებისათვის
ინკლუზიური
პროფესიული
განათლების
პროგრამების მეთოდების და სტანდარტების დამტკიცების სამოქმედო გეგმის შემუშვება.
4.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილმა შესაბამისმა სამინისტროებმა
2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების დებულებაში/წესდებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
5. კერძო სამართლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2019 წლის
1 თებერვლამდე უზრუნველყონ მათი წესდებების/დებულებების კანონმდებლობასთან
შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს რატიფიცირებულ იქნა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების შესახებ“. კონვენციის რატიფიცირებით სახელმწიფომ, კონვენციით
აღიარებული სამართლებრივი ვალდებულების შესრულების, პასუხისმგებლობა აიღო.
შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზეზი არის საერთაშორისო
დოკუმენტებით აღიარებული სტრანდარტებთან არსებული სამართლებრივი ნორმების
შეუსაბამობა, ან სულაც არ არსებობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
საკანონმდებლო ცვლილებების (პროექტის) მიზანია არსებული საკანონმდებლო ბაზის
გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა და
კონვენციის იმპლემენტაციის მექანიზმების დახვეწა/შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი
კანონპროექტით განისაზღვრება/დაემატა ინკლუზიური პროფესიული განათლების
დეფინიაცია – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ
სტუდენტთა ჩართვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროცესში, სხვა პროფესიულ
სტუდენტებთან ერთად, პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების
შესატყვისი პროფესიული განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და
გადამზადების მიზნით (მე-4 მუხლს დაემატა ,,ტ3’’ ქვეპუნქტი). დაემატა სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის დეფინიაცია –
პირი, რომელსაც
ესაჭიროება ადაპტირებული საგანმანათლებლო გარემო და
სასწავლო ტექნოლოგიები, მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე აქვს
სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება.’’ (მე-4 მუხლს
დაემატა ,,ტ4’’ ქვეპუნქტი). წარმოდგენილი პროექტით სავალდებულო გახდა
პროფესიული განათლების სფეროში, შესაბამისი დარგის დამსაქმებლების
მონაწილეობის ხელშეწყობით, სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის
შექმნისას, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისას, დამსაქმებლებთან და
პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციების განხორციელებისას, განათლების
მიღების შესაძლებლობების დაგეგმვისას, მომავალი პროფესიული საქმიანობის და
დასაქმების პირობების განსაზღვრისას პროფესიული სტუდენტების სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინება.’’ (ცვლ. მე-5 მუხლის ,,ე’’
ქვეპუნქტი; მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი). განისაზღვრა
პროფესიული
განათლების
თითოეული
საფეხურის
პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი უნდა
ითვალისწინებდეს ინდივიდუალური შეფასების მექანიზმებს სპეციალური
1
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შეფასებისას.’’ (ცვლ. მე-10 მუხლის მე-5
პუნქტი; მე-15 მუხლის ,,ს’’ ქვეპუნქტი) განისაზღვრა სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე პირებისათვის დგინდება პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამების დაფინანსების და სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის
დაანგარიშების შესაბამისი წესი და პირობები.’’ (ცვლ. მე-14 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი)
განისაზღვრა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას
ან/და შედგომში საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას
სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ინკლუზიური პროფესიული განათლების პროგრამების
დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავება, გარემოს ადაპტირების ხელშეწყობა,
ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და სწავლის მეთოდების გამოყენების
სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
პირებისთვის
ხელმისაწვდომობას
საგანმანათლებლო პროცესთან.’’ (დამ. მე-15 მუხლის ,,გ1’’ ქვეპუნქტი). განისაზღვრა,
რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
პროფესიული
სტუდენტებისათვის
ინკლუზიური პროფესიული განათლების პროგრამებს (დამ. მე-15 მუხლის ,,დ1’’
ქვეპუნქტი). განისაზღვრა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
დაფუძნებისას
ან/და
შედგომში
საქმიანობის
სახელმწიფო
კონტროლის
განხორციელებისას
სამინისტროები/მუნიციპალიტეტები/დაწესებულება
ვალდებული
არიან
უზრუნველყონ
პროფესიულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ინკლუზიური პროფესიული განათლების პროგრამების დანერგვის
ხელშეწყობა, გარემოს ადაპტირება, ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და
სწავლის მეთოდების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
პირებისთვის
ხელმისაწვდომობას
1
1
საგანმანათლებლო პროცესთან (დამ. მე-15 მუხლის ,,ბ ’’ ქვეპუნქტი; მე-17 მუხლის
,,გ’’ ქვეპუნქტი; მე-18 მუხლის ,,გ1’’ ქვეპუნქტი; 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’
ქვეპუნქტი).
ასევე
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
პროფესიული
სტუდენტების მშობლების წარმომადგენლებისათვის სამეთვალყურეო საბჭოში
გამოიყოფა ერთი სავადებულო კვოტა ( ცვლ. 33-ე მუხლის პირველი პუნქტი).
საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამების
განმახორციელებელ
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებულ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
სწავლის
საფასურის
მაქსიმალურ ოდენობის და პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და
პირობებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების სამოქმედო გეგმის
შემუშავება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2019 წლის 1
თებერვლამდე უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
კრედიტების გაანგარიშების წესში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების
სამოქმედო გეგმის შემუშავება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2019 წლის 1
თებერვლამდე უზრუნვეყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
პროფესიული სტუდენტებისათვის ინკლუზიური პროფესიული განათლების
პროგრამების მეთოდების და სტანდარტების დამტკიცების სამოქმედო გეგმის
შემუშვება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საქართველოს სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
განათლების
სფეროში
უფლებამოსილმა
შესაბამისმა
სამინისტროებმა 2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
დებულებაში/წესდებაში
შესაბამისი
ცვლილებების განხორციელება.
კერძო სამართლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2019 წლის 1
თებერვლამდე
უზრუნველყონ
მათი
წესდებების/დებულებების
კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ბ. კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული 2016 წლის ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2016 წლისათვის სახელმწიფოსათვის
ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ა.ა.ი.პ. ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის’’
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: ააიპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: თამარ კორძაია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 5. პროფესიული განათლების მიზნები (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010
წლის 1 სექტემბრიდან)
საქართველოში პროფესიული განათლების მიზნებია:
ა) ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნა მთელი სიცოცხლის
განმავლობაში პირის მიერ სწავლის შესაძლებლობის, სწავლების მრავალსაფეხურიანობისა
და მრავალფეროვნების გათვალისწინებით;
ბ) ინდივიდის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
გ) შრომის ბაზარზე ორიენტირებული,
კადრების მომზადების უზრუნველყოფა;
კონკურენტუნარიანი,
კვალიფიციური
დ) ინდივიდის დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ
თვითდასაქმების, ხელშეწყობა;
ე) პროფესიული განათლების სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის
სისტემის შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების
პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა.)
მუხლი 7. პროფესიული განათლების მიღების უფლება (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს
2010 წლის 1 სექტემბრიდან)
1. პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, პროფესიული
ტესტირების ჩაბარებისა და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული
სტანდარტით
გათვალისწინებული
დამატებითი
მოთხოვნების
დაკმაყოფილების
საფუძველზე,
უფლება
აქვს,
მიიღოს
პროფესიული
განათლება
პროფესიული
საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.
(28.06.2013. N780)
2. პროფესიული განათლების მიღების უფლების რეალიზების მიზნით პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი დარგის დამსაქმებლების
მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები პროფესიული განათლებით დაინტერესებულ
პირებთან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული
საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ.
მუხლი 101. პროფესიული განათლების საფეხურები (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010
წლის 1 სექტემბრიდან)
1. პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება
სწავლის შედეგების შესაბამისად:
ა) I საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი
ერთგვაროვან სიტუაციებში მეთვალყურეობით შესრულების უნარი;
მოვალეობების
ბ) II საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების
გარკვეული დამოუკიდებლობით შესრულების უნარი;
გ) III საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, განსხვავებულ
სიტუაციებში შეასრულოს თავისი მოვალეობები და ადეკვატურად იმოქმედოს
წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად;
დ) IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა
გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად,
ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა
შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე;
ე) V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი
სამუშაო, რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე
განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას.
2. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა
შესაბამისი პროფესიული დიპლომი.
3. ამოღებულია (28.06.2013. N780)
4.
კონკრეტული
პროფესიული
განათლების
საფეხურები
განისაზღვრება
პროფესიული სტანდარტით, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული საფეხურებიდან ერთ-ერთს, რამდენიმეს ან ყველას.
5.
პროფესიული
განათლების
თითოეული
საფეხურის
პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით.
მუხლი 13. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები
1. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები არიან:
ა) საქართველოს მთავრობა;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
1
ბ ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; (28.02.2012 N 5717)
გ) ამოღებულია (19.12.2008. N792)
დ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში
უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ვ) ამოღებულია (19.12.2008. N792)
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრი; (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
თ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი. (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1
სექტემბრიდან)
2. პროფესიული განათლების სისტემის მართვის ორგანოები პროფესიული
განათლების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის
პრინციპის საფუძველზე, რაც გულისხმობს დამსაქმებლებთან, პროფესიულ ასოციაციებსა და
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას ქვეყანაში პროფესიული
განათლების განვითარების მიზნით. (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1
სექტემბრიდან))
მუხლი 14. საქართველოს მთავრობა
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს მთავრობა:
ა) განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას; (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1
სექტემბრიდან)
ბ) განსაზღვრავს რეგულირებად პროფესიებს, რეგულირებადი პროფესიით
საქმიანობის უფლების მოპოვებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს;
(21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
გ) რეგულირებადი პროფესიებისათვის განსაზღვრავს შესაბამისი სასერტიფიკაციო
გამოცდის ჩამტარებელ ორგანოს;
დ) ადგენს პროფესიული განათლების დაფინანსების წესსა და პირობებს და ამტკიცებს
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალურ
ოდენობას; (28.06.2013. N780)
ე) ამოღებულია (28.06.2013. N780)
ვ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან).
მუხლი 15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრო:
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას; (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის
1 სექტემბრიდან)
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით
აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს,
ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას,
პროფესიული
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს; (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010
წლის 1 სექტემბრიდან)
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით
აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
(21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის დებულებებს; (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან))
ე) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ვ) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების
პირობებსა და წესს; (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ზ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს;
(21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
თ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ი) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
კ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ლ) ამოღებულია (19.12.2008. N792)
მ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული
პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს;
(21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან))
ნ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ო) ამოღებულია (19.12.2008. N792)
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს; (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1
სექტემბრიდან)
ჟ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
რ)ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების
წესს;(21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ტ) ამტკიცებს პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას; (28.06.2013. N780)
1
ტ ) უფლებამოსილია პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით დაადგინოს
საქართველოს
ზოგადი
ადმინისტრაციული
კოდექსით
გათვალისწინებულისაგან
განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და
წესი;(28.06.2013. N780)
უ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ფ)
ახორციელებს
უფლებამოსილებებს.
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
სხვა
ქ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ღ)ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ყ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
შ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ჩ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ც) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
ძ) ამოღებულია (21.07.2010. N3529 ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან)
მუხლი 151 . საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო პროფესიული განათლების სფეროში
შესაბამისად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ან საქართველოს
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით
აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდება ს, ახორციელებს
მის სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს
და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
დირექტორს;
ბ ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით
აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
გ)
ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრულ
უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5717 – ვებგვერდი, 01.03.2012წ.
სხვა
მუხლი 17. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში
უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში
უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები:
ა) შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხელს უწყობენ პროფესიული
განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან კერძო სამართლის
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს – პროფესიულ საგანმანათლებლო
დაწესებულებებს.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300
მუხლი 18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
პროფესიული განათლების სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:
ა) ხელს უწყობენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედებებს,
უფლებამოსილი
არიან,
განახორციელონ
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულებების დაფინანსება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებების წესდებებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ მათ მართვაში;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით
ქმნიან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
დ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
მუხლი 31. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა)
გადაწყვეტილების
საჯაროობის,
გამჭვირვალობისა
და
დაინტერესებული
პირებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვას;
ბ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად მათი სქესისა,
ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, რელიგიური და პოლიტიკური
შეხედულებებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა;
გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული
განათლების მასწავლებელთა მონაწილეობას;
დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა პოტენციური
დამსაქმებლების მოთხოვნათა გათვალისწინებას;
ე) საგანმანათლებლო პროცესის დაწესებულების ავტონომიურობის პრინციპის
საფუძველზე წარმართვას ;
ვ) ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას
სასწავლო დროს, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და მის
მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება.
2.
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წესდებითა
და
მისი
სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების
შემზღუდავი ნორმები.
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4203 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
მუხლი 33. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების
სამეთვალყურეო
სექტემბრიდან)
საბჭო
(21.07.2010.
N3529
ამოქმედდეს
2010
წლის
1
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის უმაღლესი ორგანოა
სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ დამსაქმებლების,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები, აგრეთვე პროფესიული სტუდენტების მშობელთა და პროფესიული
განათლების მასწავლებელთა წარმომადგენლები. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა
რაოდენობა, საბჭოს დაკომპლექტების, უფლებამოსილებათა წარმოშობისა და შეწყვეტის
წესები განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
2. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით
ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს
დირექტორის მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის
საჯაროობას;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის წარდგინებით
ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესს და სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებულ საშტატო განრიგს; (28.02.2012 N
5717)
გ) აკონტროლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის
მიერ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თანხების ხარჯვასა და ქონების
განკარგვას;
დ) ითანხმებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ
წარმოდგენილ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების პროექტს;
ე) ახორციელებს
უფლებამოსილებებს.
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ
სხვა