„კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
19.07.2016
ავტორი
ა(ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია
ნომერი
#07-3/603/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-08-17
ბიუროს ნომერი 425

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 32) დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: ,,მუხლი 6 1. შეზღუდული შესაძლებლობის კულტურის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმის და წესის შემუშავება 1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეიმუშავებს სამოქმედო გეგმასა და წესს შემდეგ მიმართულებებზე: ა) კულტურის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რაც გულისხმობს არსებული და მშენებარე კულტურის ობიექტების ადაპტაციას მათ საჭიროებებთან; ბ) კულტურის დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე ადაპტირებული პროგრამების სტანდარტების შემუშავება და ადაპტირებული მასალების (მათ შორის აუდიოწიგნები, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები, სურდო-თარგმანი, სუბტიტრები, ინტერნეტ და ციფრული აპლიკაციები) დანერგვის მეთოდოლოგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული ჩართულობისთვის კულტურის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების კადრების/თანამშრომელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ სტანდარტებს; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სკოლისგარეშე/პროფესიულ/უმაღლეს სახელოვნებო განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა ადაპტირებული გარემოსა და სპეციალური პროგრამების შექმნის მხარდაჭერით; ე) ინტერესთა ჯგუფების მიერ ინიცირებული კულტურული და შემოქმედებითი პროექტების, ინიციატივების, ღონისძიებებისა და კამპანიების მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირთა გააქტიურებას, კულტურულ ცხოვრებაში მათ ჩართვას; ვ) კულტურის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სტრუქტურების მხარდაჭერა და წახალისება, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური პირობების (ბილეთის დაბალი ფასი, თავისუფალი შესვლა და სხვ.) შეთავაზებისა და მათი დასაქმების მიზნით.“ მუხლი 2. გარდამავალი დებულებები საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტრომ ამ კანონის მიღებიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმისა და წესის შემუშავება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი. საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს რატიფიცირებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კონვენციის რატიფიცირებით სახელმწიფომ, კონვენციით აღიარებული სამართლებრივი ვალდებულების შესრულების, პასუხისმგებლობა აიღო. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზეზი არის საერთაშორისო დოკუმენტებით აღიარებული სტრანდარტებთან არსებული სამართლებრივი ნორმების შეუსაბამობა, ან სულაც არ არსებობა. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი საკანონმდებლო ცვლილებების (პროექტის) მიზანია არსებული საკანონმდებლო ბაზის გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კონვენციის იმპლემენტაციის მექანიზმების დახვეწა/შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კულტურის ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმის და წესის შემუშავების ვალდებულება. კანონს დაემატოს 61 მუხლი: კერძოდ განისაზღვრა, რომ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეიმუშავებს სამოქმედო გეგმასა და წესს შემდეგ მიმართულებებზე: ა) კულტურის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რაც გულისხმობს არსებული და მშენებარე კულტურის ობიექტების ადაპტაციას მათ საჭიროებებთან; ბ) კულტურის შესაძლებლობის დაწესებულებებისა მქონე პირების და ორგანიზაციებისთვის საჭიროებებზე ადაპტირებული შეზღუდული პროგრამების სტანდარტების შემუშავება და ადაპტირებული მასალების (მათ შორის აუდიოწიგნები, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები, სურდო-თარგმანი, სუბტიტრები, ინტერნეტ და ციფრული აპლიკაციები) დანერგვის მეთოდოლოგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული ჩართულობისთვის კულტურის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების კადრების/თანამშრომელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ სტანდარტებს; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სკოლისგარეშე/პროფესიულ/უმაღლეს სახელოვნებო განათლებაში ჩართულობის ხელშეწყობა ადაპტირებული გარემოსა და სპეციალური პროგრამების შექმნის მხარდაჭერით; ე) ინტერესთა ჯგუფების მიერ ინიცირებული კულტურული და შემოქმედებითი პროექტების, ინიციატივების, ღონისძიებებისა და კამპანიების მხარდაჭერა, რაც ისახავს შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირთა გააქტიურებას, მიზნად კულტურულ ცხოვრებაში მათ ჩართვას; ვ) კულტურის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სტრუქტურების მხარდაჭერა და წახალისება, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური პირობების (ბილეთის დაბალი ფასი, თავისუფალი შესვლა და სხვ.) შეთავაზებისა და მათი დასაქმების მიზნით. თ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ამ კანონის მიღებიდან 2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმისა და წესის შემუშავება. ბ. კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული 2016 წლის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2017 წლისათვის სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ა.ა.ი.პ. ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის’’ დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ააიპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ვ) კანონპროექტის ინიციატორი: თამარ კორძაია