„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-08-17
ბიუროს ნომერი 425
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ3“ ქვეპუნქტი:
,,შ3)
ძალადობა (ბულინგი)- ანტისოციალური ქცევა გამოხატული ფიზიკური ან/და
ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმით, რომელიც იწვევს ადამიანის დამცირებასა და მისთვის
პატივისა და ღირსების შელახვას;
2. მე-3 მუხლის ,,ზ)’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ზ) ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის/ბულინგის აღმოფხვრას;
3. მე-37 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი
რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო
საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო
იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა
და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1
წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში
დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო
საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (ასეთების
არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის
განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული
წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს, საიდანაც
ერთი სავალდებულო კვოტა განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის
მშობლისათვის/წარმომადგენლისათვის ან საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში არსებულ ერთერთი საფეხურისათვის, განისაზღვრება 1 დამატებითი სავალდებულო კვოტა. სავალდებულო
კვოტები გამოიყენება მხოლოდ იმ სკოლებში სადაც სწავლობს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე მოსწავლე. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.’’
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან
ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს სამეურვეო საბჭოს არჩევის წესში შესაბამისი ცვლილებების
განხორციელება.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6
თვის ვადაში უზრუნველყოს სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან
არჩეული წევრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით სკოლების წესდებაში შესაბამისი
ცვლილებების განხორციელება.
3. სკოლების დირექტორებმა ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში
უზრუნველყონ სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების
რაოდენობის განსაზღვრის მიზნით სკოლების წესდებაში შესაბამისი ცვლილებების სამეურვეო
საბჭოსთან შეთანხმება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის
დასამტკიცებლად წარდგენა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს რატიფიცირებულ იქნა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების შესახებ“. კონვენციის რატიფიცირებით სახელმწიფომ, კონვენციით
აღიარებული სამართლებრივი ვალდებულების შესრულების, პასუხისმგებლობა აიღო.
შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზეზი არის საერთაშორისო
დოკუმენტებით აღიარებული სტრანდარტებთან არსებული სამართლებრივი ნორმების
შეუსაბამობა, ან სულაც არ არსებობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
საკანონმდებლო ცვლილებების (პროექტის) მიზანია არსებული საკანონმდებლო ბაზის
გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა და
კონვენციის
იმპლემენტაციის
მექანიზმების
დახვეწა/შექმნა.
ასევე
„ბულინგის“ დამატება რომელიც ძალადობის ერთ-ერთ სახეა და
ახალი
ტერმინის
მსოფლიო მაშტაბის
პრობლემაა და რომელის პრევენციას და აღკვეთას აუცილებლად სჭირდება საკანონდებლო
დონეზე დარეგულირება
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„ზოგადი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
წარმოდგენილი
კანონპროექტით განისაზღვრა/დაემატა:
მე-37
მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: სამეურვეო
საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით
არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის
მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში,
რომელიც
ახორციელებს
სამხედრო
მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ
დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია
სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება
შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების
გამწევ პირთაგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს
წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის
დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით.
მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ
თითოეულ საფეხურს, საიდანაც ერთი სავალდებულო კვოტა განკუთვნილია სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობლისათვის/წარმომადგენლისათვის ან
საჭიროების შემთხვევაში, სკოლაში არსებულ ერთ-ერთი საფეხურისათვის, განისაზღვრება 1
დამატებითი სავალდებულო კვოტა.
სავალდებულო კვოტები გამოიყენება მხოლოდ იმ
სკოლებში სადაც სწავლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე.
სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.’’ (ცვლ.მე-37
მუხლის პირველი პუნქტი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი
თვის ვადაში უზრუნველყოფს სამეურვეო საბჭოს არჩევის წესში შესაბამისი ცვლილებების
განხორციელება. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს სამეურვეო
საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობის
განსაზღვრის მიზნით სკოლების წესდებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
სკოლების დირექტორებმა ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყონ
სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების
რაოდენობის განსაზღვრის მიზნით სკოლების წესდებაში შესაბამისი ცვლილებების
სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთვის დასამტკიცებლად წარდგენა.
კანონპროექტით განისაზღვრა ბულინგის დეფინიციაც, რაც გამოწვეულია საქართველოს
სკოლებში ძალადობის ერთ-ერთი სახის ბულინგის გავრცელებით. ბულინგი სოციალური
მოვლენაა,
რომელიც
დამახასიათებელია
ძირითადად
ორგანიზებული
ბავშვთა
კოლექტივისათვის და პირველ რიგში ეს არის სკოლა. ეს აიხსნება იმით რომ სკოლაში
ყალიბდება გარკვეული როლური ურთიერთობები, დიაპაზონში “ლიდერი – გარიყული”.
დამატებითი ფაქტორია ის, რომ პედაგოგებს არ შეუძლიათ ამ პრობლემის გადაჭრა.
ბულინგი ვლინდბა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის სხვადასხვა ფორმით. ეს
შეიძლება
იყოს
სისტემატიური
დაცინვა
(მსხვერპლის
გარეგნობის
ან
პიროვნული
მახასიათებლების), მსხვერპლის ნივთების დაზიანება, ფულის ან პირადი ნივთების
გამოძალვა, აბუჩად, მასხრად აგდება, დამცირება.
ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი.
მაგრამ განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი
თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. “რისკის
ჯგუფში” ხვდებიან
ფიზიკური ნაკლის, თავისებური ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ
ბავშვები.
ბულინგის
პრევენციის
და
აღკვეთის
საკითხზე
მუშაობენ
ისეთი
საერთაშორისო
ორგანიზაციები როგორიც არის მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და გაერორ ბავშვთა
ფონდი. ბულინგის როგორც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემის შესახებ საუბრობს
სახალხო დაცველი 2008 წელს ბავშვის უფლებების შესახებ გაკეთებულ ანგარიშშ.
კანონპროექტის შესაბამისად ყველა ზოგად საგამანათლებლო დაწესებულებას დაევალება
ბულინგის თემაზე მუშაობა და მის
გამოსავლენად და დროული და ეფექტური
რექგირებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა
ბ. კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული 2016 წლის ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2016 წლისათვის სახელმწიფოსათვის
ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ა.ა.ი.პ. ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის’’
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: ააიპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: თამარ კორძაია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი რედაქცია რომელშიც შედის ცვლილება:
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტის
გასაცემად
შესაბამისი
საქმიანობის
განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
ა1) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური
თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების
ხელშეწყობა;
ა2 ) ბრენდირება − სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემა, რომელიც ეფუძნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება ენიჭება აკრედიტებული საგანმანათლებლო
პროგრამის მქონე სკოლას;
ბ) დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო
გეგმებით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად;
ბ1) დირექტორის ეთიკის კოდექსი – დირექტორის ქცევის წესების ერთობლიობა;
გ)
დისციპლინური
გადაცდომა
–
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა;
დ) დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ
ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ
ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა;
ე) დისციპლინური სახდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით
განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების
ზომა;
ე1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს
საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, ზოგადი განათლების საბაზო
და საშუალო საფეხურებს;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების
ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა
და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი
საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა
აღწერას;
ზ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო
მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული,
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური
რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება;
თ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო
და სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით
განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ
საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
ი) ეროვნული შეფასებების სისტემა – სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო
ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით
დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა;
კ) ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო
დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამები;
ლ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი
ფინანსური
ინსტრუმენტი,
რომელიც
შეიძლება
გამოშვებულ
იქნეს
როგორც
მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია
მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად;
მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა
და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი
ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს;
ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ამ
კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის
მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო
გეგმის და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების
საფუძველი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს
მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით და
წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად;
ო) ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს
სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი);
პ) ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი
განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო
ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც
უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას;
ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა – საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის
იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ
საფეხურს მაინც;
რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური
ავტონომია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის
სუბიექტები საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო,
მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი
– ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ს) (ამოღებულია - 17.03.2006, №2793);
ტ) თვითშეფასება – სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების
ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის შემოწმება. თვითშეფასების პროცესში
მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები;
უ) ინკლუზიური განათლება – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად;
ფ) კაპიტალური ხარჯები – გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების,
სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური
აქტივების
შეძენა,
შენობა-ნაგებობების,
მანქანა-დანადგარების,
მოწყობილობების,
სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი,
მშენებლობა და რეკონსტრუქცია;
ქ) კერძო სკოლა – კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ღ) კლასი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ
მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც
შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ
დაწესებულების წესდების მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც
ძირითადად
ერთად
სწავლობენ
ზოგადი
განათლების
რომელიმე
საფეხურის
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს;
ღ 1) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული
პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი,
რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ღ2) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი – მასწავლებლის პროფესიული ქცევის
ნორმების ერთობლიობა;
ღ 3) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ვალდებულებების,
ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების, აგრეთვე კვალიფიკაციების ჩამონათვალი,
რომელსაც ამ კანონის 21 2 მუხლით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის
მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს;
–
პირი, რომელიც
დროებით ასწავლის
ღ4) მასწავლებლობის მაძიებელი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად;
დაწესებულებაში
მოსწავლეთა მობილობა
–
ღ 5 ) ზოგადსაგანმანათლებლო
მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სა სწავლოპროცესში მონაწილეობის მისაღებად
როგორც
საქართველოში,
ისე
უცხოეთში,
საქართველოს
კანონმდებლობითა
და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებ ით, რასაც თან სდევს
სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა დაშეფასებების აღიარება;
ღ6) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822);
ღ 7) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემა − საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული
მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება
მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის გზებსა და საშუალებებს;
ღ8) მოსწავლე – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო
გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;
ყ1) მოსწავლის ქცევის კოდექსი – მოსწავლის ქცევის წესების ერთობლიობა;
შ) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;
შ 1 ) საგანმანათლებლო
დაწესებულების
მანდატური
− შესაბამისი
განათლების
მქონე, ნასამართლობის
არმქონე საქართველოს
ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ხელშეკრულებების
საფუძველზე
უზრუნველყოფს
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ;
დაწესებულების
მანდატურის ეთიკის
კოდექსი
–
შ 2 ) საგანმანათლებლო
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების,
დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების,
დისციპლინური წარმოების, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი
ორგანოს შექმნის, წესებ ის ერთობლიობა;
ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა – სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო
სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს
ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ჩ1) მულტილინგვური განათლება – განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში
მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის
აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას;
ჩ2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე – პირი, რომელსაც
თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება;
ჩ 3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური
განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) –
სპეციალისტთა
გუნდი,
რომელიც
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
განსაზღვრის მიზნით ახორციელებს პირის შეფასებას და მისთვის განათლების საუკეთესო
ფორმის შერჩევას;
ჩ4 ) ექსპერტთა ჯგუფი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან
არსებული ჯგუფი (ჯგუფები), რომელიც(რომლებიც) ამ კანონის შესაბამისად იღებს (იღებენ)
გადაწყვეტილებას
არასრულწლოვნის
მიმართ
გადამისამართების
(რეფერალის)
ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ჩ5 ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი
პირი;
ჩ6 ) სკოლა-პანსიონი – სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც
სასწავლო-სააღმზრდელო
პროცესი
წესრიგდება
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
ც) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412);
ძ) პედაგოგიური საქმიანობა – მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და
დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა;
წ) პილოტირება – ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის
საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში;
წ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჭ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე
სკოლის მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული,
აგრეთვე მისი სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო;
ხ) სასკოლო სასწავლო გეგმა – სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში
მოცემულ აუცილებელ დატვირთვას; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო
გეგმით
გაუთვალისწინებელ
დამატებით
საგანმანათლებლო
და
სააღმზრდელო
მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
ჯ) საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ჯ1) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჯ2) (ამოღებულია - 28.11.2014, №2822) ;
ჰ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და
ბუღალტერია;
ჰ1) სკოლის პედაგოგიური საბჭო – სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის
ორგანო;
ჰ2) სკოლის სამეურვეო საბჭო – სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი
ორგანო;
ჰ3) პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის
იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია,
დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის
და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა
გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული
საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან
სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
მუხლი 37. სამეურვეო საბჭო
1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი
რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან,
საშუალო
საფეხურის
მოსწავლეთა
თვითმმართველობის
მიერ
არჩეული
1
წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც
ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო
უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს
შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის
დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში)
არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას
მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები
თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო
საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. (16.07.2010. N3442)
2. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების
რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს
წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით
სარგებლობს.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს
გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოდან.
5. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და
წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში.
საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისგან და
პედაგოგიური საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის
აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების
ვადისა. სამეურვეო საბჭოს წევრი – მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ
შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. (19.03.2008. N5951)
51. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს
სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში
ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ,
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
მიერ
დანიშნულ
წარმომადგენელს. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის
არყოფნის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით აირჩიოს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც ამ რიგგარეშე სხდომაზე
ახორციელებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. (11.07.2009. N1385)
6. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს
თავმჯდომარის ხმა.
7. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი
მესამედის დასაწყისში.