„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-08-17
ბიუროს ნომერი 425
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი:
,,ა1) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აბიტურიენტი აბიტურიენტი, რომელსაც ესაჭიროება ადაპტირებული საგამოცდო გარემო და
ტექნოლოგიები, მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე.
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ1’’ ქვეპუნქტი:
,,ქ1)
ინკლუზიური
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამა
განათლების
პროგრამა
-
ინდივიდუალური
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
სტუდენტებისათვის.
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ49’’ ქვეპუნქტი:
„ჰ49) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტი – პირი,
რომელსაც
ესაჭიროება ადაპტირებული საგანმანათლებლო გარემო და სასწავლო
ტექნოლოგიები, მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე აქვს სიძნელე
სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
მოდიფიცირება ან/და სასწავლო
გარემოსთან
ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური
სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება.’’
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ50’’ ქვეპუნქტი:
„ჰ50) ინკლუზიური უმაღლესი განათლება – სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე
სტუდენტთა ჩართვა
საგანამანათლებლო პროცესში, სხვა
სტუდენტებთან ერთად, პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი
უმაღლესი განათლების მიღების მიზნით;’’
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1)’’ ქვეპუნქტი:
,,ი1) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
განათლების
პროგრამების
დანერგვის
სამოქმედო
ინკლუზიური უმაღლესი
გეგმის
შემუშავება,
გარემოს
ადაპტირების ხელშეწყობა, ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და
სწავლის
მეთოდების გამოყენების სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომობას
საგანმანათლებლო პროცესთან.’’
ბ) მე-3 პუნქტს ,,კ)’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას,
აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი
სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და
სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების
კონტროლის პროცესში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის და ამ
დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას, უმაღლესი განათლების
სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის, აკადემიური, ეთნიკური,
სოციალური ან რელიგიური კუთვნილების ან/და შეხედულების, სქესის, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროებების და სხვა ნიშნით;’’
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა),,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
განსაზღვრავს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ
სტუდენტთა სოციალური და ინკლუზიური უმაღლესი განათლების პროგრამის
ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს
სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და
არა უმეტეს 20%-ისა;’’
ბ),,გ3’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
განსაზღვრავს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
ჩარიცხული
დაწესებულებების
მაგისტრანტების
მაგისტრატურის
სოციალური
და
ინკლუზიური უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 10%-ისა;
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მუხლის პირველი
პუნქტის ნ1, პ1, პ6 და პ7 ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპეტენციათა ფარგლებში
ამტკიცებს ინკლუზიური უმაღლესი განათლების პროგრამების ფორმებს და სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
აბიტურიენტების,
სტუდენტების
და
მასწავლებლებისათვის ადგენს შესაბამის წესს და პირობებს (მათ შორის ინდივიდუალური
შეფასების მექანიზმებს,
გაზრდილი გრანტით უზრუნველყოფის მექანიზმს ან/და
დამატებითი დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში).
5. 121 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი
მოპოვება
121.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
სტატუსის
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და
შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით
ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას ან/და შედგომში
საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას/მართვისას, მიუხედავად მისი
ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა, დამფუძნებელი ვალდებულია (2020 წლის 1
იანვრამდე) ხელი შეუწყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინკლუზიური
უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვას, გარემოს ადაპტირებას, ისეთი ახალი
ტექნოლოგიების დანერგვას და
სწავლის მეთოდების გამოყენებას, რომელიც
უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის
ხელმისაწვდომობას საგანმანათლებლო პროცესთან.’’
6. 52-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების სოციალური და ინკლუზიური უმაღლესი
განათლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების
ოდენობა და პირობები სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური
მოცულობის არანაკლებ 6 და არა უმეტეს 20%-ისა.“
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს
ინკლუზიური უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო
გრანტით და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და
პირობებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2019 წლის 1
თებერვლამდე ვადაში უზრუნველყოს:
ა) ინკლუზიური უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო
სასწავლო გრანტით და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების
ოდენობასა და პირობებში შესაბამისი ცვლილებების საქართველოს მთავრობისათვის
დასამტკიცებლად წარდგენა;
ბ) შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ერთიანი ეროვნული გამოცდების
ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების
წესში; სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესში;
გ)
შესაბამისი
საგანმანათლებლო
ცვლილებების
პროგრამაზე
განხორციელება
მიღების
წესში
და
მასწავლებლის
მომზადების
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის
მინიჭების წესში.
დ) შესაბამისი ცვლილებების განხორციელება უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში.
ე) შესაბამისი ცვლილებების განხორციელება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ბაკალავრიატის,
მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო ან/და დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებსა
იმ
პროგრამულ
მიმართულებებში,
რომლებშიც სტუდენტის
სწავლის
საფასურს სრულად ან/და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო;
ვ) შესაბამისი ცვლილებების განხორციელება დოქტორანტურის საგანმანათლებლო
პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებში;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამფუძნებლებმა, მიუხედავად
მათი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა, 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ
მათი წესდებების/დებულებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს რატიფიცირებულ იქნა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების შესახებ“. კონვენციის რატიფიცირებით სახელმწიფომ, კონვენციით
აღიარებული სამართლებრივი ვალდებულების შესრულების, პასუხისმგებლობა აიღო.
შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზეზი არის საერთაშორისო
დოკუმენტებით აღიარებული სტრანდარტებთან არსებული სამართლებრივი ნორმების
შეუსაბამობა, ან სულაც არ არსებობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
საკანონმდებლო ცვლილებების (პროექტის) მიზანია არსებული საკანონმდებლო ბაზის
გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა და
კონვენციის იმპლემენტაციის მექანიზმების დახვეწა/შექმნა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„უმაღლსი
განათლების
კანონპროექტით
შესახებ“
საქართველოს
განისაზღვრება/დაემატა
საჭიროების
მქონე
აბიტურიენტის
ესაჭიროება
ადაპტირებული
სპეციალური
დეფინიცია
საგამოცდო
კანონში
-
გარემო
წარმოდგენილი
საგანმანათლებლო
აბიტურიენტი,
და
რომელსაც
ტექნოლოგიები,
მისი
ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე (დამ. მე-2 მუხლის ,,ა ’’ ქვეპუნქტი).
1
დაემატა
ინკლუზიური
უმაღლესი
განათლების
ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა
პროგრამის
დეფინიცია
-
სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე სტუდენტებისათვის (დამ. მე-2 მუხლის ,,ქ1’’ ქვეპუნქტი). დაემატა
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის დეფინიცია – პირი,
რომელსაც
ესაჭიროება ადაპტირებული საგანმანათლებლო გარემო და სასწავლო
ტექნოლოგიები, მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე აქვს სიძნელე
სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების
მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური
სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება (დამ. მე-2 მუხლის
„ჰ49’’ პუნქტი).
დაემატა
სპეციალური
ინკლუზიური
უმაღლესი
განათლების
დეფინიცია
–
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
სტუდენტთა ჩართვა
საგანამანათლებლო
პროცესში,
ერთად,
ინტერესებისა
სხვა
სტუდენტებთან
პიროვნების
და
შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების მიზნით (დამ. მე-2
მუხლის
„ჰ50’’
პუნქტი).
განისაზღვრა,
რომ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ინკლუზიური უმაღლესი განათლების პროგრამების დანერგვის
სამოქმედო გეგმის შემუშავება, გარემოს ადაპტირების ხელშეწყობა, ისეთი ახალი
ტექნოლოგიების დანერგვის და
სწავლის მეთოდების გამოყენების სამოქმედო
გეგმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
პირებისთვის
ხელმისაწვდომობას
საგანმანათლებლო
პროცესთან.’’ (დამ. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი1 ქვეპუნქტი).
განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს
უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ
შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ნიშნით (ცვლ. მე-3 მუხლის
მე-3 პუნქტს ,,კ’’ ქვეპუნქტი).
განისაზღვრა
ინკლუზიური უმაღლესი განათლების პროგრამის (სოციალური
პროგრამის ასიგნების ფარგლებში) ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით და
სახელმწიფო
სასწავლო
სამაგისტრო
გრანტით დაფინანსების ოდენობასა
და
პირობებს სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების სავალდებულო წლიური
მოცულობები. (ცვლ. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტი და ,,გ3’’
ქვეპუნქტი; 52-ე მუხლის მე-8 პუნქტი)
განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას
ან/და
შედგომში
საქმიანობის
სახელმწიფო
კონტროლის
განხორციელებისას/მართვისას, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ სამართლებრივი
ფორმისა, დამფუძნებელი ვალდებულია (2020 წლის 1 იანვრამდე) ხელი შეუწყოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ინკლუზიური უმაღლესი
განათლების პროგრამების დანერგვას, გარემოს ადაპტირებას, ისეთი ახალი
ტექნოლოგიების დანერგვას და
სწავლის მეთოდების გამოყენებას, რომელიც
უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის
1
ხელმისაწვდომობას საგანმანათლებლო პროცესთან.’’ (მუხლი 12 ).
განისაზღვრა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ
მუხლის პირველი პუნქტის ნ1, პ1, პ6 და პ7
ქვეპუნქტებით განსაზღვრულ
კომპეტენციათა ფარგლებში ამტკიცებს ინკლუზიური უმაღლესი განათლების
პროგრამების ფორმებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
აბიტურიენტების, სტუდენტების და მასწავლებლებისათვის ადგენს შესაბამის წესს
და პირობებს (მათ შორის ინდივიდუალური შეფასების მექანიზმებს, გაზრდილი
გრანტით
უზრუნველყოფის
მექანიზმს
ან/და
დამატებითი
დაფინანსებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული
შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში); (დამ. მე-7 მუხლის 11 პუნქტი).
საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ინკლუზიური
უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით და
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა
პირობებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
თებერვლამდე ვადაში უზრუნველყოს:
სამინისტრომ
2019
წლის
და
1
ა) ინკლუზიური უმაღლესი განათლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო
სასწავლო გრანტით და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების
ოდენობასა და პირობებში შესაბამისი ცვლილებების საქართველოს მთავრობისათვის
დასამტკიცებლად წარდგენა;
ბ) შესაბამისი ცვლილებების განხორციელება ერთიანი ეროვნული გამოცდების
ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და
განაწილების წესში; სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესში;
გ) შესაბამისი ცვლილებების განხორციელება მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში და მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის მინიჭების წესში.
დ) შესაბამისი ცვლილებების განხორციელება უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესში.
ე)
შესაბამისი
ცვლილებების
განხორციელება
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო
ან/და
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებსა იმ პროგრამულ მიმართულებებში,
რომლებშიც სტუდენტის
სწავლის
საფასურს სრულად ან/და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო;
ვ)
შესაბამისი
ცვლილებების
განხორციელება
დოქტორანტურის
საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებში;
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
დამფუძნებლებმა,
მიუხედავად მათი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა, 2020 წლის 1
იანვრამდე უზრუნველყონ მათი წესდებების/დებულებების კანონმდებლობასთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ბ. კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული 2016 წლის ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2017 წლისათვის სახელმწიფოსათვის ახალი
ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ა.ა.ი.პ. ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის’’
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: ააიპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: თამარ კორძაია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული
კანონპროექტით შედის ცვლილება:
რედაქცია,
რომლებშიც
წარმოდგენილი
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
+
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს
საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი საშუალო
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და
განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;
ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი
დოკუმენტის
გასაცემად
შესაბამისი
საქმიანობის
განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
გ) აკადემიური თავისუფლება –
აკადემიური პერსონალის , სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა უფლება , დამოუკიდ
ებლად განახორციელონ სწავლება , სამეცნიერო კვლევა და სწავლა ;
გ 1 ) ატესტაცია –
პროფესორის , მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების , აკადემიური საქ
მიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხ
ოვნებთან შესაბამისობის დადგენა ;
დ) მობილობა –
სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის , სწავლებ
ისა და კვლევის პროცესებშიმონაწილეობისათვის როგორც საქართველოში , ისე უცხოეთში ,
რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების ,კრედიტების ან კვალიფიკა
ციის აღიარება ;
ე) აკადემიური საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;
ე 1 ) აკადემიური უმაღლესი განათლება –
უმაღლესი განათლების კურსი , რომელიც მოიცავს ბაკალავრიატის , მაგისტრატურის ,მასწა
ვლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ;
ე 2 ) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო –
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი , რომელშიცსისტემატიზებ
ულია საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია ;
ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი
განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება;
ვ 1 ) ერთობლივი აკადემიური ხარისხი –
საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესისაგა
ნმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გ
ანხორციელების შედეგად მათ მიერპირისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი ს
აფეხურის დამთავრების შედეგად ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია ;
ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო
მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის;
თ) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების
დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და
რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით
გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;
ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს
სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში;
ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე
სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;
კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აკადემიური თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში
და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური და
ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
პირველი
საფეხურისათვის
–
ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის
საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით
მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის;
ნ1 ) დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეული –
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უნივერსიტეტის ან უნივერსიტეტის ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული ( სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი , ცენტრი , ლაბორატორია და სხვა ), რომელიც ახორციელებს სამეცნ
იერო კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვისორგანოები . დამოუკიდებელ სამეცნიერ
ოკვლევით ერთეულს უფლება აქვს , მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში .დამოუკიდე
ბელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულები
ს წესდებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენი
ლი წესით . დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები , მართვისა და საქმიანობის წესი განისა
ზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის დებულებით ;
ნ 2 ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება –
დაწესებულება , რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ
პირთან –
უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით . საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლისიურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება ახორციელებს სამეცნიერო კვლევით საქმიანობას და უფლება აქვს , უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორ
მებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში ;
ო) დიპლომი –
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადა
სტურებელი დოკუმენტი ,აგრეთვე საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შე
საბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისმიერ ერთობლივა
დ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ;
ო1 ) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი – მფლობელი იმ აკადემიური
ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება.
პროგრამა ითვალისწინებს მედიკოსის/სტომატოლოგის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის
პროფესიული საქმიანობისათვის;
ო 2 ) განათლების მაგისტრი –
იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი , რომელიც პირს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებ
ულისაბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დ
ასრულების და დადგენილიკრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება . განათლების მაგისტრი
ს აკადემიურმა ხარისხმა შეიძლება პირს მიანიჭოს მასწავლებლობის უფლება;
პ) ( ამოღებულია);
პ1) (ამოღებულია);
ჟ) დიპლომის დანართი –
დოკუმენტი , რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულ
ება სტუდენტისმიერ მიღებული განათლების შინაარსის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწეს
ებულების მიერ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციისდასადასტურებლად , აგრეთვე დოკუმენტ
ი , რომელიც გაიცემა სტუდენტის მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გ
ავლისშედეგად მიღებული განათლების შინაარსის და საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონ
მდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მი
სთვის ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად ;
რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;
ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში;
ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების
ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება
დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;
უ) დოქტორი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს
დოქტორანტურისათვის
გათვალისწინებული
კომპონენტების
შესრულებისა
და
დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;
უ1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული,
თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო
პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე
სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების
განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის
ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის
მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ფ1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს
საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების
კვალიფიკაციებს;
ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე
უმაღლეს
საგან-მანათლებლო
დაწესებულებათა
ერთობლიობა,
რომლებშიც
მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო
სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;
ქ) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და
აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა;
ღ) (ამოღებულია);
ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამას;
ღ 2 ) კვალიფიკაცია –
სწავლის შედეგი , რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და
დასტურდება უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერ
ტიფიკატით , აგრეთვე სწავლის შედეგი , რომელიც მიიღწევა ერთობლივიუმაღლესი საგანმანათ
ლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებ
ლობის შესაბამისადაღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობ
ლივად გაცემული დიპლომით / დიპლომებით ან სერტიფიკატით ;
ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის (რომელთა)
შესაბამისადაც ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩასარიცხად;
შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო
დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
ჩ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური
უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის დადგენილი
კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში;
წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და
მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას,
აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;
წ1 ) მაგისტრანტობის კანდიდატი –
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის , დიპლომირებული მედიკოსის
/სტომატოლოგის , მაგისტრის ან განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მა
თთან გათანაბრებული პირი , რომელიც აპირებს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას . რ
ეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში სწავლის მაგისტრატურაში გასაგ
რძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის , დიპლომ
ირებული მედიკოსის / სტომატოლოგის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ;
წ 2 ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა –
ბაკალავრიატისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისაგან დამოუკიდებელი , შესაბამის სტანდარტზ
ე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ;
წ 3 ) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
წ 4 ) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა –
შესაბამის სტანდარტზედაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ,
რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საგნების / საგნობრივი ჯგუფებისმოდულს , მასწავლებლ
ის მომზადების მოდულს , თავისუფალი კომპონენტების მოდულს , სასკოლო პრაქტიკისა და პრ
აქტიკის კვლევისმოდულს ;
წ 5 ) მეცნიერი – დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი , რომელიც ახორციელებსსამეცნი
ერო კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს , მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში
და უხელმძღვანელოს სტუდენტებისსამეცნიერო - კვლევით მუშაობას ;
წ 6 ) პოსტდოქტორანტი –
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი , რომელიც კონკრეტუ
ლი სამეცნიერო კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სა
ქმდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულშიან დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით ;
ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც
აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები
და თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას;
ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი,
წევრობაზე
დაფუძნებული,
დამოუკიდებელი
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის
წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა,
წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;
ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს
სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული,
აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული
აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა,
რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის
შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ
გადათვლის
შედეგად
აბიტურიენტები
ნაწილდებიან
კონკრეტული
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ჰ 2 ) რეგულირებადი პროფესია –
საქმიანობა , რომლის განხორციელების წინაპირობა , შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის
გარდა ,არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან რომლის განსახორციელე
ბლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია საქართველოს კანონმდ
ებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ;
ჰ 3 ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც
სახელმწიფო ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც
მაგისტრისა და დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური
კვლევითი პროგრამების მეშვეობით;
ჰ 4) რექტორი − სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე;
ჰ 5 ) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების
კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა,
რომელშიც
მოცემულია
პროგრამის
მიზნები,
სწავლის
შედეგები,
სასწავლო
კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და
სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები;
ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ
უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა);
ჰ7 ) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს
ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში;
ჰ 8 ) (ამოღებულია);
ჰ9 ) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა –
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან
რამდენიმე სპეციალობაში სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის,
სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მათთვის შესაბამისი
სპეციალობით კვალიფიკაციის მინიჭება;
ჰ10 ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი –
სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისათვის
ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის გა
დაცემული თანხა , რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის , მასწავლებლის მომზადების ი
ნტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო , დიპლომირებული მედიკოსის /სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათ
ლებლო პროგრამის ან / და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასა
ფინანსებლად ;
ჰ11 ) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება,
რომლის მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში სპეციალისტების მომზადება;
ჰ 12 ) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია
სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება;
ჰ 13 ) (ამოღებულია);
ჰ14 ) სტუდენტი –
პირი , რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშ
ი ბაკალავრიატის , მაგისტრატურის , მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალ
ავრო სამაგისტრო , დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის , დოქტორანტურის საგანმან
ათლებლო პროგრამის გასავლელად , აგრეთვე პირი , რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
და რომელიც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს
სასწავლოკომპონენტის ან / და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგა
ნმანათლებლო დაწესებულებაში ან / და დამოუკიდებელსამეცნიერო კვლევით ერთეულში / საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამეცნიერო კვლევით დაწესებულებაში / საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამეცნიერო კვლევით დაწესებულებაში ;
ჰ 15 ) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება,
რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის
გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ 16 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა
და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება,
აგრეთვე
შემოქმედებითი
მუშაობის
წარმართვა.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული
ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს;
ჰ 17 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა,
ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და
ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც
შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ჰ18) უნივერსიტეტი –
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღ
ლესი განათლების მეორე და მესამე საფეხურების ან სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათ
ლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს ;
ჰ19 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული,
რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და
მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას;
ჰ20 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ21 ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ 22 ) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა
განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების
ხარისხის გაუმჯობესებას;
ჰ 23 ) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა
ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების,
შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმების შესახებ;
ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების
შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ჰ25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული;
ჰ26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება
აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
ჩასატარებელ
გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად;
ჰ27) ( ამოღებულია – 22.03.2013, №388);
ჰ28 ) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით
თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულების
მიხედვით
–
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის
კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული
აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა,
რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა კონკრეტული საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული
მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;
ჰ 29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის
გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;
ჰ30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო გამოცდის
ტესტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი;
ჰ31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება – საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების
საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ
განსაზღვრული
კოეფიციენტების
მიხედვით
რანჟირებული,
ამ
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების
ნუსხა,
რომლებმაც
მოიპოვეს
უფლება,
ჩაირიცხონ
კონკრეტული
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო
პროგრამულ მიმართულებაზე;
ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის,
პრიორიტეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულებებისთვის,
სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის
აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებოშემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო
გამოცდის მეშვეობით;
ჰ 33 ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
პროგრამას/პროგრამებს
(გარდა
დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე
საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;
ჰ 34 ) სწავლის შედეგები – საგანმანათლებლო პროგრამის, მოდულის, სასწავლო კურსის
დასრულების შედეგად სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები;
ჰ 35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა –
სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა , რომლითაც ხორციელდებაერთიანი ეროვნული გამ
ოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი , აფხაზურენოვანი , ოსურენოვანი
და სომხურენოვანიტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულ
ებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების მიერ ქართულ ენაშიუნარ ჩვევებისა და ცოდნის ( წერა , კითხვა , მოსმენა , საუბარი ) იმ დონეზე შეძენა , რომელიც აუცილ
ებელია ბაკალავრიატის , მასწავლებლისმომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო , დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამითსწ
ავლის გასაგრძელებლად . აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პ
ირებსაც , რომლებიც ერთიანი ეროვნულიგამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს სა
განმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ჰ 36) შუალედური კვალიფიკაცია – კვალიფიკაცია, რომელიც სტუდენტს ენიჭება პირველი
საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლისთვის
გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად;
ჰ37 ) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო,
რომელიც
ახორციელებს
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
ზედამხედველობით
უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან
დაკავშირებით;
ჰ38 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი – სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი;
ჰ39 )
სამხედრო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
–
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს
ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო;
ჰ40 ) საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს
საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება
კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ41)
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
განათლება
−
მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი
განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და
დოქტორანტურის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ჰ42)
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება − მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
საქმიანობისა
და
სამეცნიერო
კვლევების
ან
მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის
განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა;
ჰ 43) საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ
კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო;
ჰ44 ) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა − საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც
ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების
საფუძველზე და მიზნად ისახავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე
სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ45 ) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი,
რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების
განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ 46)
საზღვაო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
−
უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიეროკვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი
საგანმანათლებლო საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება;
ჰ 47) ტექნოლოგიური ინსტიტუტი – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული
უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება;
ჰ 48 ) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა –
საგანმანათლებლო პროგრამა , რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლესსაგანმანათლებ
ლო დაწესებულებას / დაწესებულებებს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღი
არებულ უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის , აგრეთვე საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დამოუკიდებელსამეცნიერო კვლევით ერთეულს / საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს– სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას / საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივიუმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორ
ციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესისაგანმ
ანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმან
ათლებლო პროგრამის განხორციელებისშესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი გა
ნათლების დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები .
მუხლი 3. უმაღლესი განათლების მიზნები
1. საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის
ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც
აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;
ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი
განათლების
მიღების,
კვალიფიკაციის
ამაღლებისა
და
გადამზადების
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების
განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების
მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა
კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების
მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება
დაინტერესებული პირებისათვის; (17.03.2006. N2795)
დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების
სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო
პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა,
უზრუნველყოფა და განვითარება;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.
სტუდენტთა
და
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად
სახელმწიფო უზრუნველყოფს:
ა) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღია ხასიათს; სწავლის,
სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
ბ) უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის
განმავლობაში;
გ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას;
დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარებას, რაც გულისხმობს
ავტორიზაციის სისტემის, აკრედიტაციის სისტემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
ხარისხის
მართვის
(უზრუნველყოფის)
მექანიზმების
ფუნქციონირებას; (17.06.2011. N4792)
ე) სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ერთიან ევროპულ
საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა
საერთაშორისო სისტემებში სრულუფლებიან მონაწილეობას;
ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას;
ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის,
სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების
მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში; (27.11.2015. N4582)
თ) უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის
აკრძალვას, მათ შორის აკადემიური, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების ან/და
შეხედულების, სქესის, სოციალური წარმოშობისა და სხვა ნიშნით;
ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა
დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
და
ამ
კ) სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც
მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას;
ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე; (10.08.2009 N
1611)
გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას;
დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის
სწავლის პირობების შესაქმნელად;
ე) ხელს უწყობს თავის ფარგლებში სპორტის განვითარებას;
ვ) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო და
სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;
ზ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის
საგანმანათლებლო
დაწესებულებებთან
სტუდენტთა
და
პროფესორთა
ურთიერთგაცვლას;
თ) სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით
ემსახურება მეცნიერების განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური
სამართლიანობის გარემოში; (10.08.2009 N 1611)
ი) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას;
კ) უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას,
აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას
მთელი სიცოცხლის განმავლობაში, აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო
პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი
შესრულების კონტროლის პროცესში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მართვის და ამ დაწესებულებაში კონკურსების საჯაროობასა და გამჭვირვალობას,
უმაღლესი განათლების სფეროში ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ
შორის, აკადემიური, ეთნიკური, სოციალური ან რელიგიური კუთვნილების ან/და
შეხედულების, სქესისა და სხვა ნიშნით; (27.11.2015. N4582)
ლ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს
შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების
განხორციელებას.
4. აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ
შემთხვევებში:
ა) სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისათვის – საორგანიზაციო საკითხებსა
და პრიორიტეტების განსაზღვრაში;
ბ) სწავლების თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზაციული
საკითხების გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების
დამტკიცების საკითხებში;
გ) სწავლის თავისუფლებისათვის – სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და
მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაში.
დ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამეცნიერო კვლევის განხორციელება და ამ
კვლევის შედეგების გამოქვეყნება შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულებით ან
ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას. (27.11.2015. N4582)
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება შეიქმნას
პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების სტრუქტურული ერთეულები.
მუხლი 6. საქართველოს
განათლების სფეროში
1. საქართველოს მთავრობა:
მთავრობის
უფლებამოსილება
უმაღლესი
ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
ამტკიცებს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო
გრანტის წლიურ მოცულობებსა და ოდენობებს;
ბ 1 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
ყოველწლიურად ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს, მათ შორის,
პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს, და სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიურ მოცულობას ანაწილებს
თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებას
შორის
პრიორიტეტულ
საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტის პროცენტული მაჩვენებლების განაწილებით;
ბ 2 ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
ბ 3 ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
განსაზღვრავს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ
სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით
დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო გრანტების
დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და არაუმეტეს 20%-ისა;
გ 1 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ
პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას;
გ 2 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
განსაზღვრავს ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების
აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი
ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული იმ სტუდენტების სახელმწიფო
სასწავლო გრანტით დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას, რომლებიც გადიან
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას;
გ 3 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური
პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების
ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების
დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 10%-ისა;
გ 4 ) განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმაღლესი განათლების
დაფინანსების ოდენობასა და პირობებს საქართველოს საერთაშორისო შეთანხმების
საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით ან სპეციალური სახელმწიფო პროგრამით;
გ 5 ) უფლებამოსილია საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე პირადობის
ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ
პირის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების
შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი
ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის შესაბამისი
წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური
ოდენობით დაფინანსების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს აღნიშნული პირების სახელმწიფო
სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები;
საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამებზე ჩარიცხული სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული
სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და წესი;
გ 6 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
ამტკიცებს სტგ6უდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური
ფასდაკლების გამოყენების წესს;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას;
დ 1 ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით
ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების
დაფუძნების კრიტერიუმებსა და წესს;
ე) ქმნის რეგენტთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას;
ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საზღვაო
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და
ამტკიცებს მის დროებით წესდებას;
თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას (შემდგომ − საქართველოს შსს აკადემია)
ანიჭებს
უფლებამოსილებას,
საპოლიციო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით მიმართოს საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
მუხლი 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება
უმაღლესი განათლების სფეროში
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) ატარებს ერთიან პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში;
ბ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ1) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ2) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
გ 3 ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
დ) (ამოღებულია);
დ 1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
დირექტორს;
ე) (ამოღებულია);
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრი) წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
დებულებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების
აკრედიტაციის დებულებას;
ვ1) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და
საფასურს;
ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას;
თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამტკიცებს
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან
კოლეგიური ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო,
საპოლიციო,
საზღვაო,
სახელოვნებო-შემოქმედებითი
და
სასპორტო
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი
სამინისტროს წარდგინებით;
თ1 ) ( ამოღებულ ია – 06.09.2013, №1081);
ი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი
ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის
გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს;
ი1) ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების
მიღების ხელშეწყობის ღონისძიებებს;
კ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნებთან, მათ
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმებისა და
უზრუნველყოფის სფეროში;
ლ) (ამოღებულია) ;
მ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების
შესრულებისთვის;
მ 1) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) მართვის ორგანოების პირველი
არჩევნების ჩატარების წესს;
ნ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და
მისი დანართის ფორმებს;
ნ1) ამტკიცებს პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღები
ს წესს , მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის
სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკ
ატის გაცემის წესს ;
ნ2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობა
ს;
ნ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და
საფასურს;
ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა ტექნოლოგიური
ინსტიტუტისა) ავტორიზაციისა და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის
საფასურებს;
ო1 ) ამტკიცებს ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა
და საფასურს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია
ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო
სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის
აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა
და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს;
პ1)
განსაზღვრავს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამების
კრედიტებით
გაანგარიშების წესს.
პ2 ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით
განსაზღვრავს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
გადასვლის
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ერთი
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
გადასვლის
წესსა
და
სხვა
უმაღლეს
საფასურს,
უმაღლეს
საგანმანათლებლო
წესს
და
პროგრამიდან
საქართველოში
სხვა
გაცემული
საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული
განათლების აღიარების წესსა და საფასურს;
პ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესს, რომელიც შეიცავს
მონაცემებს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი
პერსონალისა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ;
პ 4 ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ;
პ5) ამტკიცებს იმ საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალს, რომლებშიც შესაბამისი
ზღვრის გადალახვის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ერთიან
სამაგისტრო
საგამოცდო
ქსელში
დაწესებულების
საგანმანათლებლო
პრიორიტეტულ
საგანმანათლებლო
გაერთიანებული
უმაღლესი
პროგრამულ
მიმართულებაზე,
პროგრამულ
საგანმანათლებლო
მათ
მიმართულებაზე,
შორის,
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში;
პ 6) ყოველწლიურად ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგან
მანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის , მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებუ
ლი საბაკალავრო სამაგისტრო ან / და დიპლომირებული მედიკოსის /სტომატოლოგის აკრედიტებული საგან
მანათლებლო პროგრამის იმ პროგრამულ მიმართულებას / მიმართულებებს , რომელშიც /რ
ომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად ან / და ნაწილობრივ აფინანსებს ს
ახელმწიფო ;
პ7) ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და
პირობებს;
პ8) ამტკიცებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები
გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი
ჩარიცხვისა და დაფინანსების წესებს;
პ 9 ) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული
აქტებით გათვალისწინებულ გამოცდებთანდაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული საჩივ
რის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითგანსაზღვ
რულისაგან განსხვავებული ვადები და წესი ;
პ 10 ) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლისიურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების სა
ფასური / საქმიანობის საფასური ( გარდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშისწავლის
საფასურისა );
ჟ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით
გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემას
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებათა
რეესტრში
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეჰყავს სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი.
მუხლი 12 1 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი
საგანმანათლებლო
საქმიანობის
განხორციელება
შესაძლებელია
მხოლოდ
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით
ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში.
მუხლი 52. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის,
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებულ
საბაკალავრო-სამაგისტრო,
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე
სტუდენტის მიღების საფუძველი (სათაური 27.11.2015. N4582)
1.
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ბაკალავრიატის,
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო,
დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით
სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. (27.11.2015. N4582)
1
1 . მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
ბაკალავრიატის
საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო
პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის
მიერ
წარდგენილი
წინადადების
საფუძველზე,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით,
ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის საფუძველზე.
(28.12.2012 N 187)
2. აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს:
(17.06.2011. N4792)
ა) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ
დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი
განათლების მისაღებად;
ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი
წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
3. აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის
მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული
გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია: (5.04.2013.
N518)
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე
პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი
ეკვივალენტური განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს
სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი
განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის
მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის
ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ
კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. (27.11.2015. N4582)
4. ამოღებულია (6.08.2013 N 917)
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო
პროგრამაზე სტუდენტების მიღება, აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო
პროგრამების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის
მინიჭებულ კოეფიციენტს. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე
აბიტურიენტები
საგანმანათლებლო
პროგრამებზე
მიიღებიან
საგამოცდო
საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით. (27.11.2015. N4582)
51. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი
ტესტების შედეგების საფუძველზე სტუდენტების მიღებას, განათლების ხარისხის
განვითარების
ეროვნული
ცენტრის
მიერ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში,
ერთიანი
ეროვნული
გამოცდების
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი
ტესტების შედეგების საფუძველზე სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს
ადგილებს – ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო
რაოდენობის:
ა) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი
შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
ტესტის
ბ) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების
საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
გ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების
საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
დ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების
საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის. (21.07.2010. N3528 ამოქმედდეს 2010 წლის 1
სექტემბრიდან)
52. შესაბამის წელს დარეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი,
აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხი
აბიტურიენტების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია ამ მუხლის
51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი
ჯამის ფარგლებში. (17.11.2009 N 2078)
6. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის
ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს
ადგილები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის. (5.04.2013.
N518)
7. ამოღებულია (17.03.2006. N2795)
8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების სოციალური პროგრამის ფარგლებში
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები სახელმწიფო
სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და არა
უმეტეს 20%-ისა. (5.04.2013. N518)
9. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა
სიებს, რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უფლება მოიპოვეს,
ისწავლონ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო-სამაგისტრო,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის
შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს. (27.11.2015. N4582)
91.
შეფასებისა
და
გამოცდების
ეროვნული
ცენტრი
ადგენს
ეროვნულგამოცდებგავლილ მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების
საფუძველზე ჩასარიცხ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც უნდა გაიარონ ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და მოიპოვეს უფლება, ისწავლონ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და სიებს უგზავნის შესაბამის
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. (6.08.2013 N 917)
10.
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
და
ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეული ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ
ამ მუხლის მე-9 და 91 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა. (5.04.2013. N518)
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას
ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ
კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ფილიალებს. (17.03.2006. N2795)