„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
19.07.2016
ავტორი
ა(ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია
ნომერი
#07-3/603/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-08-17
ბიუროს ნომერი 425

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) სამინისტრო შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმას და წესს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული ჩართულობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე კადრების/თანამშრომელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ სტანდარტებს;“ მუხლი 2. გარდამავალი დებულებები საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტრომ 2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმისა და წესის შემუშავება, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული ჩართულობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე კადრების/თანამშრომელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და პროფესიულ სტანდარტების დამტკიცება;“ მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი. საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს რატიფიცირებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“. კონვენციის რატიფიცირებით სახელმწიფომ, კონვენციით აღიარებული სამართლებრივი ვალდებულების შესრულების, პასუხისმგებლობა აიღო. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზეზი არის საერთაშორისო დოკუმენტებით აღიარებული სტრანდარტებთან არსებული სამართლებრივი ნორმების შეუსაბამობა, ან სულაც არ არსებობა. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი საკანონმდებლო ცვლილებების (პროექტის) მიზანია არსებული საკანონმდებლო ბაზის გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კონვენციის იმპლემენტაციის მექანიზმების დახვეწა/შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში, წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება, სამინისტრო შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმას და წესს, ასევე მქონე პირების სრული ჩართულობისთვის შეზღუდული შესაძლებლობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე კადრების/თანამშრომელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებს და პროფესიულ სტანდარტებს;“. (მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ნ1“ ქვეპუნქტი) საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტრომ 2019 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ხელმისაწვდომობის და ადაპტაციის სამოქმედო გეგმისა და წესის შემუშავება, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სრული ჩართულობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე კადრების/თანამშრომელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და პროფესიულ სტანდარტების დამტკიცება;“ ბ. კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა.) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული 2016 წლის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2017 წლისათვის სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ა.ა.ი.პ. ,,კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის’’ დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ააიპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ ვ) კანონპროექტის ინიციატორი: თამარ კორძაია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი კანონპროექტით შედის ცვლილება რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი მუხლი 5. სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში 1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო: ა) ზედამხედველობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შეიმუშავებს და წარმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; გ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, დაცვას, პოპულარიზაციას და მისი მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას; დ) უზრუნველყოფს გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზასა და სახელმწიფო აღრიცხვას, ადგენს შესაბამის წესებს; ე) ზედამხედველობს ძეგლზე წარმოებულ და არქეოლოგიურ სამუშაოებს და ქმნის სამუშაოების მიმღებ კომისიებს; (06.09.2013. N1075) ვ) აკონტროლებს კულტურული მემკვიდრეობის საზღვარგარეთ გატანას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ზ) უზრუნველყოფს ისტორიული არეალების დაფარვით ინვენტარიზაციას, შეიმუშავებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებისა და მათ ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს; თ) ქმნის კულტურული მემკვიდრეობის ერთიან საინფორმაციო სისტემასა და ბაზას; ი) შეიმუშავებს და ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნობრივ და სახელმწიფო პროგრამებს, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აჩერებს ყველა სახის საქმიანობას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას; ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის, მათზე რეაგირებისა და სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს; მ) ახდენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაციას, დოკუმენტურ (აუდიო-, ვიდეო-, წერილობით) ფიქსაციას, შენახვასა და დაცვას; ნ) საომარი მოქმედებებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე; ო) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით გადასცეს ამ კანონით განსაზღვრული, სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილება მის ტერიტორიულ ორგანოს, ასევე სტრუქტურულ ერთეულს. (06.09.2013. N1075) 3. მინისტრი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტების გამოცემის უფლებამოსილება ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. 4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში იქმნება მინისტრის სათათბირო ორგანო – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში – საბჭო). 5. საბჭო დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და საზოგადო მოღვაწეებით. საბჭოს საქმიანობის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 6. საბჭო იხილავს: ა) ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე ძეგლის კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლის საკითხებს; (06.09.2013. N1075) ბ) ძეგლზე და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტებზე ჩასატარებელი სამუშაოების სამეცნიერო-მეთოდურ საკითხებს; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტებს, ისტორიული დასახლებებისათვის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხებს; დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისა და მათ ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების გამოცემის საკითხებს; ე) „მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ 1972 წლის კონვენციით შექმნილ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში (შემდგომში – მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა) შესატანად ძეგლების წარდგენის საკითხებს; ვ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განსახორციელებელ სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებს; ზ) საბჭოს დებულებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებს. 7. საბჭოს გადაწყვეტილებები მინისტრისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.