„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 10
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 5
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 94 ✗ 5
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი:
010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე
შეცვლის
შესახებ
თვითმმართველი
ქალაქის
ადმინისტრაციული
ერთეულის
საზღვრების
გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის მერის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი
მესამედის
წარდგინებით,
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობით,
დადგენილებით
იღებს
მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.
2. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო, საქართველოს საერთო
სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტს წარმოადგენს
მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.
3. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ამოქმედდება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს და შესაბამის
მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგ არჩევნებთან ერთად.
ზემოაღნიშნული
მუნიციპალიტეტის
ახალარჩეული
საკრებულოს
პირველ
შეკრებამდე
და
მუნიციპალიტეტის მერის არჩევამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება
არჩევნებამდე არსებული საკრებულოსა და მერის უფლებამოსილებანი.“.
4. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილებების
ხელშეკრულებით დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს/ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობა. სათანადო ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროს
შორის, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაცვით. ხელშეკრულებას ხელს აწერს
მუნიციპალიტეტის მერი და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო სრული შემადგენლობის
უმრავლესობით.“.
5. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) ამ კანონის შესაბამისად მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებისა და
საშტატო ნუსხების დამტკიცება;
გ.გ) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის გამოცხადება;“;
ა.ბ) „დ.გ“- „დ.ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით,
მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი გარიგების
დადებაზე თანხმობის მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
გადასახდელების 5 პროცენტს;
დ.დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში
მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა;
დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა
მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით;“;
ა.გ) „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.ა) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის
წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის
წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებით განსაზღვრული წესით;“;
ა.დ) „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.დ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო
ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარი
ან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის
ორგანოს,
აღნიშნულ
უფლებამოსილებას
ახორციელებს
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
ან
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალებით - მერი.“.
6. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით;“.
7. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა
შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის
მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება კომისიები, რომელთა რაოდენობა
არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.“.
8. 42-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) იმუშაოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და მერიაში;“.
9. 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მერს,
სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული
არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის შეკითხვას. კითხვის
ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით;“.
10. 48-ე-50-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. მერი
1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის
პირი არის
მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის
უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების
შესაბამისად.
2. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.
მუხლი 49. მერის არჩევა
1. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო
უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.
2. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან,
რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.
მუხლი 50. მერია
მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება,
რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი.
მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი
დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის
საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს
ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა
და საშტატო ნუსხით.
11.
51-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. მერისთვის უნდობლობის გამოცხადება“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების საფუძველია
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის
წერილობითი ინიციატივა მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.
2. თუ მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით,
იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის სიაში
მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და
რეგისტრაციის ადგილი. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივა საინიციატივო
ჯგუფმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს. შესაბამისი ინიციატივის თაობაზე განცხადება წარედგინება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საინიციატივო ჯგუფი განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი თვისა
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მერისთვის უნდობლობის გამოცხადების
შესახებ ინიციატივის თაობაზე განცხადებას და თანდართულ ხელმოწერებს, რომლებითაც დასტურდება,
რომ ინიციატივას მხარს უჭერს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა
საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტისა.“;
დ) მე-10-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინიციატივა განიხილება მისი წარდგენიდან
არაუგვიანეს 10 დღისა. მერისთვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ ინიციატივას მხარს
დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. მერისთვის უნდობლობის
გამოცხადება იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას.
11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მერისთვის უნდობლობის გამოუცხადებლობის
შემთხვევაში უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
12. მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირება და უნდობლობის
გამოცხადება დაუშვებელია მერის არჩევიდან 6 თვის, აგრეთვე მერის უფლებამოსილების ვადის ბოლო
ერთი წლის განმავლობაში.“.
12.
52-ე-60-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52. მერიის თანამდებობის პირები
1. მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) მერი;
ბ) მერის პირველი მოადგილე;
გ) მერის მოადგილე;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (მერის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს.
მუხლი 53. მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
1. მერის თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
2. მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობებს
მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 54. მერის უფლებამოსილება
1. მერი:
ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების
საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას, აგრეთვე
მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის
პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის
უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც
ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის
თანამდებობის
პირებისთვის
ან
სხვა
მოხელეებისთვის
უფლებამოსილების
დელეგირებას
კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური
პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა
დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით
დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა
არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ
წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი,
უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და
ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით,
მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი
დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების
შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი
გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების
პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს
განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის
იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად,
კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე
იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს
გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან
უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან
უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების
შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების
საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის
უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების
ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების
შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის
ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ)
უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის
ქონების
მოვლა-პატრონობას,
მშენებლობას,
რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო
ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის
უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების
დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში
ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების
შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ)
წარმოადგენს
მუნიციპალიტეტს
და
მოქმედებს
მისი
სახელით
ოფიციალური
ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ
შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას,
საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი
დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო
ჯგუფებს;
ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების
განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა
უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის
სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს ამ კანონით, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს მერის
წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებით.
3. მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის მიერ მის
საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
მუხლი 55. მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 56. მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები
1. მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
ა) სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება;
ბ) სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის
შეფარდება;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, თუ გასული არ არის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების
ვადა;
დ) შვებულება;
ე) დროებითი შრომისუუნარობა;
ვ) საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წარდგენა, თუ
კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ზ) უფლებამოსილების შეჩერების სხვა შემთხვევები (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე).
2. მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
ბ) უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა;
გ) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში
გასაჩივრების ვადის გასვლა;
დ) გარდაცვალება;
ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან
მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ზ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან
შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება;
ი) ამ კანონის XVIII თავით გათვალისწინებული შემთხვევები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მერის
უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად პატიმრობის ან ადმინისტრაციული
პატიმრობის მოქმედების ვადით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადით, შვებულების
ვადითა და დროებითი შრომისუუნარობის ვადით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
- საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატად რეგისტრაციიდან შესაბამისი არჩევნების შედეგების შეჯამებამდე
ვადით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტების შესახებ ინფორმაციას, გარდა
მე-2 პუნქტის „ზ“-„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულო
ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. მერს უფლებამოსილება
უჩერდება/უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. მერი პირადი განცხადებით
უფლებამოსილებას იხსნის საკრებულოს წინაშე. ასეთ შემთხვევაში მერს უფლებამოსილება უწყდება
შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან. თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხზე
საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
5. მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს
მერის პირველი მოადგილე.
6. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის
ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი
განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:
ა) მერს აღუდგება მერის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის მისი უფლებამოსილების ვადა, და
მიეცემა განაცდური ხელფასი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) მერს, თუ გასულია მისი უფლებამოსილების ვადა, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება
მერად მუშაობის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.
7. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის
ვადაში შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას
იღებს 2 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ
გასაჩივრდება.
8. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით, მერის
უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუადრეს 9 და არაუგვიანეს 11 დღისა. მერის რიგგარეშე არჩევნები
იმართება მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 50 დღისა.
9. მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახლარჩეული მერის
უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
10. თუ მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნებამდე
დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მერის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება.
მუხლი 57. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)
1. მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. თვითმმართველ ქალაქში მერიის დებულებით მერის პირველი მოადგილის თანამდებობის
ნაცვლად შეიძლება განისაზღვროს ვიცე-მერის თანამდებობა. ვიცე-მერის თანამდებობრივი სტატუსი
უთანაბრდება მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სტატუსს.
3. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად
ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს),
ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად,
საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს.
4. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები
განისაზღვრება მერიის დებულებით.
მუხლი 58. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები
წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.
მუხლი 59. მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტა
1. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდებათ ამ კანონის 56-ე
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ხოლო
უფლებამოსილებები უწყდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს
უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე ახალი მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).
2. მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე მერის მიერ
თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების შემთხვევაში.
3. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხები
რეგულირდება მხოლოდ ამ კანონით და ამ კანონის საფუძველზე მიღებული მუნიციპალიტეტის
საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით.
მუხლი 60. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის
მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან
დაკავშირებით;
სტრუქტურული
ერთეულის
მოსამსახურეთა
წახალისების,
დისციპლინური
პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების
შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს,
ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს,
დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს
შესახებ;
ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას
ახორციელებს მერი.
4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის,
აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ამ კანონის 58-ე და 59-ე
მუხლების შესაბამისად.“.
13. 61-ე მუხლის:
ა) მე-3 და მე-31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3.
მუნიციპალიტეტის
თანამდებობის
პირების
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებია:
ა) მერის ბრძანება;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
დ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება, მერის მოადგილის ბრძანება;
ე) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანება.
31. მერიის მოხელე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
ბრძანება.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების ან სხვა საკითხთან დაკავშირებული სასამართლო
დავისას მუნიციპალიტეტს სასამართლოში წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერი.“.
14. 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის მერისა) და სხვა მოხელის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ −
სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ
შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით
საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს/მერიას − მერის
მიერ განსაზღვრული პირი.“.
15. 85-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის
შესახებ ანგარიშების მოსმენა.“.
16. 851 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიობდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დასახლების საერთო კრების ოქმები, მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10
დღის ვადაში;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის
შესახებ ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშები, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;“.
17. 853 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და
შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;“.
18. 854 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მუნიციპალიტეტის მერს - საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შუამდგომლობით;
ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების
მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის
შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს
განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებაში უნდა
მიეთითოს საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
(არსებობის შემთხვევაში). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და საერთო კრების დღის წესრიგი. საერთო კრების დღის
წესრიგში შეტანილი საკითხები საინიციატივო ჯგუფმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.
3. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას
არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის მერია. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას
გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების
წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“.
გ) მე-6 პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის
მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
შესაბამისად.“.
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი
მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში
მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის
ფარგლებში). განცხადებას თან ერთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული,
შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.“;
ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და
ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციის ცნობას
გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების
წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის
მოთხოვნები. რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი
შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.“;
ვ) მე-12-მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების
მოწვევის შესახებ ინიციატივას მუნიციპალიტეტის მერიის მიერ რეგისტრაცია არ ესაჭიროება. აღნიშნულ
შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია
რეგისტრირდება ამ მუხლის მე-8 - მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით, გარდა საერთო კრების
მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის წარდგენის პროცედურისა.
13. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირება ხდება ამ მუხლის მე-4, მე-9
და მე-11 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით
მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის პროცედურას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის
საკრებულო. მუნიციპალიტეტის მერს უფლება არ აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო
კრების რჩეულის არჩევის საკითხი.
14. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, მუნიციპალიტეტის მერი
ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2ჯერ.
15. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-11 პუნქტით
გათვალისწინებული
ინფორმაციის
შესაბამის
დასახლებაში
გავრცელებას,
უზრუნველყოფენ
მუნიციპალიტეტის მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის
შემთხვევაში).“.
19. 855 მუხლის:
ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-ისა.
საერთო
კრებაზე
დამსწრე
საერთო
კრების
წევრთა
რეგისტრაციის
ორგანიზებას
უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ
საინიციატივო
ჯგუფი
ან/და
მუნიციპალიტეტის
მერიის
უფლებამოსილი მოხელე ან/და საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების
წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი,
რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.
2. საერთო კრების ამ კანონის 854 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის
შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის
ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო
ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი
მოხელე. საერთო კრების ამ კანონის 854 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის
შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი მოხელე.
იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს
საერთო კრების რჩეული.
3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. საერთო კრების ამ
კანონის 854 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების
მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო ამ კანონის 854 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილი
მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების მდივნის ფუნქციას
ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საერთო კრებაზე დგება საერთო კრების ოქმი. საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იქნეს
საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, საერთო კრების მიერ განხილული საკითხი
და მიღებული გადაწყვეტილება, საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა და,
საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 და მე-3
პუნქტებით განსაზღვრული პირები. საერთო კრების ოქმის ასლის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენას
უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი საერთო კრების გამართვიდან 7 დღის
ვადაში.“.
20. 86-ე მუხლის:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში,
შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული
პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს.
მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1
თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო
ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შესაბამის კომისიას.“;
ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს
მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად
მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით
გაგრძელდეს.“;
გ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო
უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის
ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად
წარდგენა.“.
21. 861 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის მერის/რაიონის გამგებლის სათათბირო
ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული პირების,
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. ამ კანონის
შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი/რაიონის
გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
განსახილველად წარუდგინოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, მუნიციპალიტეტის სივრცითი
დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები,
ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. მერის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა
საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.“.
22. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 88. მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული
მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. მუნიციპალიტეტის მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან,
წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი
დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან
და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ
მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად
დაესწროს მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების
განხილვას.
3. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის
მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ კანონით
გათვალისწინებული ანგარიშების გამოქვეყნება.“.
23. 91-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად
არაუგვიანეს 15 ნოემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ
კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
ბ) მე-4-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა
ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს.
5. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა
მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება
შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
7. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ
წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების
გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი რედაქცია, მუნიციპალიტეტის
საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი
მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ
საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მერისთვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი
ნაწილი.
8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის
შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს
თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. ახალი საბიუჯეტო წლის
დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის
შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და
მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას.“.
24. 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხას მუნიციპალიტეტის მერის
გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის
შესახებ, გამოყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“.
25. 1061 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების
გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების
წესებს, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, ქონებით სარგებლობისა და ქონების მართვის
უფლებით გადაცემის, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების
წესების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს
მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.
26. 113-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების
მმართველი მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.“.
27. 121-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების
თაობაზე დასაბუთებულ წინადადებას ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარუდგენს შესაბამის
საკრებულოს.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების
გასხვისებაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას იღებს სიითი
შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.“.
28. 140-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი
ხორციელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მერიის
დებულების შესაბამისად. შიდა აუდიტის განმახორციელებელ სუბიექტებს განსაზღვრავს საკრებულო
მერიის დებულებით.“.
29. XVIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება,
საკრებულოს და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა“.
30. 141-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება შესაბამისად იწვევს მერის
უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებას.“.
31. 142-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 142. საკრებულოს და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში. საკრებულოს, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა.“.
32. 144-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საკრებულოს
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს მოქმედი
მერი, ხოლო ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას ახალი მერის არჩევამდე საქართველოს მთავრობა მასვე ავალებს
მთავრობის რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელებას.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება აქვს
დათხოვნილი, უფლებამოსილებაშეჩერებული ან უფლებამოსილებაშეწყვეტილი საკრებულოს წევრთა
არანაკლებ ერთ მეოთხედს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს.“ .
33. 145-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოსა და მერის დათხოვნისას ან
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას საკრებულო და მერი აირჩევა მუნიციპალიტეტის ორგანოების
მორიგ არჩევნებამდე ვადით.“.
34. 147-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 147. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან სახელმწიფო
რწმუნებული − გუბერნატორი და ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე
და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.“.
35. 150-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება 2017 წლის ოქტომბერში.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებს არჩევნებამდე 60 დღით ადრე
ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. 2014 წელს
არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის საკრებულოს მორიგი არჩევნების
შედეგად არჩეული შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. 2014 წელს არჩეულ
გამგებელს/მერს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის მერის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული
შესაბამისი მერის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.“.
36. 151-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 2005 წლის
საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული აქვთ და ამ კანონით ენიჭებათ ქალაქებს: თბილისს,
რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს.“.
37. 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობას
დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის წესი;“.
მუხლი 2.
1. 2017 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს მთვრობამ უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი
აქტების მიღება:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების
დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესი;
ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით
2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი
ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი
მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის დროებითი წესი;
გ) საჯარო სამსახურის ბიუროს წარდგინებით 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების
პროფესიული საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესი.
2.
მუნიციპალიტეტის
ორგანოებმა,
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყონ
2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიული საჯარო მოხელეთა შეფასება საქართველოს
მთავრობის მიერ დამტკიცებული ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა
შეფასების დროებითი წესის შესაბამისად.
3. 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების ოფიციალური
შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტის მერებმა/საკრებულოს თავმჯდომარეებმა,
საჯარო სამსახურის
ბიუროსთან კოორდინაციით
უზრუნველყონ 2017 წელს
გაუქმებული
მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილი
შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოს აპარატებში.
4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, 2017 წელს საქართველოს პარლამენტის
დადგენილებით შექმნილი მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი თემების) საკრებულოს მიერ შესაბამისი
ნორმატიული აქტების მიღებამდე ამავე დადგენილებით გაუქმებული მუნიციპალიტეტების
ტერიტორიებზე მოქმედებს გაუქმებული მუნიციპალიტეტების (თვითმმართველი თემებისა და
თვითმმართველი ქალაქების) საკრებულოთა ნორმატიული აქტები.
5. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 6 თვის ვადაში
უზრუნველყონ ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3.
1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ
ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებზე.
2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მერიის/მერის ფუნქციებს საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის
მუნიციპალიტეტებში შესაბამისად ასრულებენ გამგეობები/გამგებლები.
3. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე (ახალგორი, ერედვი, ქურთა, თიღვა და აჟარა)
ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ 164-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 4.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები, გარდა
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის დადგენილების საფუძველზე გაუქმებული მუნიციპალიტეტებისა,
იმართება 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით არსებულ მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე საქართველოს
პარლამენტის 2017 წლის დადგენილებით შექმნილ ახალ მუნიციპალიტეტებში.
მუხლი 5.
1. ეს კანონი გარდა ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
2014 წელს საქართველოში განხორციელდა თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც მიზნად
ისახავდა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნას,
მუნიციპალიტეტებისათვის რესურსების გაზრდას და თვითმმართველობის ევროპული ქარტიის
პრინციპების გათვალისწინების შედეგად ევროპასთან ინტეგრაციის თვალსააზრისით კიდევ ერთი ნაბიჯის
გადადგმას.
რეფორმის
ფარგლებში,
ერთ-ერთ
მნიშვნელოვან
ცვლილებას
წარმოადგენდა
შვიდი
მუნიციპალიტეტის გაყოფა და შედეგად თოთხმეტი ახალი მუნიციპალიტეტის (მათ შორის შვიდი ახალი
თვითმმართველი ქალაქის) ჩამოყალიბება. აღნიშნული ცვლილების მიზანი იყო მოქალაქეთა მეტი
ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და ადგილობრივი მნიშვნელობის
საკითხების გადაწყვეტაში, ასევე მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების გაზრდის ხელშეწყობა და
მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის და მათი ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა გამოცდილებამ
აჩვენა, რომ ამ შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა. მუნიციპალიტეტების მექანიკური გაყოფა და უფრო მცირე
ზომის ერთეულებად ქცევა არ აღმოჩნდა დასახული ამოცანების განხორციელების ეფექტური მექანიზმი.
მუნიციპალიტეტებში არ გაუმჯობესებულა სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა, რიგ
შემთხვევებში კი გაუარესდა კიდეც, რესურსების არაეფექტიანი გაყოფის გამო. ამასთან, როგორც დღემდე
ჩატარებული არაერთი კვლევა ადასტურებს, გაყოფილ მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ნდობა
მუნიციპალიტეტის ორგანოებისადმი და მათი ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში,
არსებითად არ შეცვლილა მათი რაოდენობის გაზრდის შედეგად.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად ერთი მხრივ, არ
გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, რადგან გაყოფა არ გამოდგა ეკონომიკური აქტივობის
წახალისების საფუძვლად და მეორე მხრივ გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ერთის მაგივრად ორი
მუნიციპალიტეტის და შესაბამისად მათი ორგანიზაციების შექმნის შედეგად. ამასთან აღსანიშნავია ისიც,
რომ კაპიტალური ხარჯების მოცულობა შემცირდა მიმდინარე, მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯების
ზრდის პროპორციულად, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება როგორც თვითონ მუნიციპალიტეტების
ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა გამოიწვია გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებით, ახალი
მუნიციპალიტეტების შექმნის აუცილებლობა.
კიდევ ერთი ცვლილება, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ და
მუნიციპალიტეტის უმაღლეს თანამდებობის პირად გამგებლის/მერის ნაცვლად მერის განსაზღვრას, ხოლო
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებად მერიის
განსაზღვრას, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მუნიციპლიტეტის აღმსარულებელი ორგანოს ფუნქციები,
კოდექსის თანახმად, მსგავსია, ხოლო ორი ტერმინის არსებობა ქმნის გონივრულ მოლოდინს, რომ
არსებითად უნდა განსხვავდებოდეს მათი ფუნქციები. პრაქტიკულად კი გამგებელი და მერი იერარქიულად
თანაბარ საფეხურზე მდგომი, მსგავსი უფლებამოსილებათა მქონე თანამდებობის პირები არიან და
განსხვავებული ტერმინების არსებობა ართულებს მათი ფუნქციების ჯეროვნად გააზირებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონის პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია, რაც გულისხმობს
არსებული მუნიციპალიტეტების გაერთიანებას. შედეგად, შეიქმნება ახალი მუნიციპალიტეტები და
ნაცვლად არსებული 12 თვითმმართველი ქალაქისა, დარჩება 5 თვითმმართველი ქალაქი.
განსახორციელებელი ცვლილება მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების განვითარების ერთიანი ხედვით,
ეფექტიანი მართვის ხელშეწყობას და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით, კაპიტალური
ხარჯების მოცულობის გაზრდას, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოცილაურ და ეკონომიკურ
მდგომარეობაზე. ამასთან, კანონის პროექტის მიღება გააუმჯობესებს ხარჯვის ეფექტიანობას. იმის
გათვალსიწინებით, რომ მუნიციპალიტეტების ქალაქად და სოფლებად დაყოფა ხელოვნურია და მათი
ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მჭიდროდაა დაკავშირებული, განვითარებაზე მიმართული
ხარჯვა უნდა ეფუძნებოდეს მთლიანად მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაჭრის და განვითარების
კომპლექსურ, ერთიან ხედვას. სოფლების პრობლემატიკის გადაჭრაც უნდა მოხდეს ამ მიდგომით და არა
„ქალაქის“ და „სოფლის“ ბიუჯეტის ხელოვნური გამიჯვნით.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
მიზანშეწონილია
გაყოფილი
მუნიციპალიტეტების
გაერთიანება, იმ პირობის დაცვით, რომ შეერთების შედეგად არ გაუარესდება მუნიციპალიტეტების
განვითრებისათვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა. ამ ცვლილებების შედეგად შენარჩუნდება
კვლავ შეერთებული მუნიციპალიტეტების ფინანსური რესურსები და ამასთან, გაუმჯობესდება სხვა
მუნიციპალიტეტების მდგომარეობაც, აქცენტით მზარდი კაპიტალური ხარჯების გაწევის შესაძლებლობაზე.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ცვლილება არ უნდა იყოს განხილული როგორც
ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის შესუსტება ან დეცენტრალიზაციის კურსიდან
გადახვევა, ვინაიდან
დეცენტრალიზაცია გულისხმობს არა ფრაგმენტაციას, არამედ მეტი
უფლებამოსილებებისა და რესურსების გადაცემას მუნიციპალიტეტისათვის.
გარდა ტერიტორიული ოპტიმიზაციისა, კანონის პოექტის მიზანია მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის საქმიანობის
ოპტიმიზაცია და მერის უფლებამოსილებათა ჯეროვანი გააზრების უზრუნველყოფა, რაც მიიღწევა
გამგებლის და გამგეობის ცნების ამოღებით და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოდ და
მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირად მერის განსაზღვრით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონის პროექტის თანახმად, ტერმინოლოგიური ცვლილება ხორციელდება კოდექსის მთელ
ტექსტში და შესაბამის მუხლებში ჩანაწერი „გამგებელი/მერი“ და „გამგეობა/მერია“ იცვლება ჩანაწერით
„მერი“ და „მერია“, რაც უზრუნველყოფს კოდექსის ნორმათა არაერთგვაროვანი განმარტების რისკის
თავიდან აცილებას და არსებითად მსგავსი ფუნქციის მქონე ორი თანამდებობის ნაცვლად იარსებებს
მხოლოდ მერის თანამდებობა.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, ცვლილება ხორციელდება კოდექსის 151-ე მუხლის პირველ პუნქტში
და თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან მცირდება 5-მდე. აღნიშნული ცვლილება გახდის
ინსტიტუციურ მოწყობას უფრო დემოკრატიულს, ხოლო მუნიციპალიტეტების საქმიანობას უფრო
ეფექტიანს. ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობა კი წარმოადგენს ქვეყანაში მონაწილეობითი
დემოკრატიის განვითარების საფუძველსა და ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლების
მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. ამ თვალსაზრისით განსახორციელებელი ცვლილება არის მნიშვნელოვანი
ნაბიჯი, რომელიც შექმნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციის მყარ საფუძველს.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კოდექსის 164-ე მუხლი ადგენს საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების წესს და განსაზღვრავს, რომ
ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგად შექმნილი ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, გამგეობები და თვითმმართველი ერთეულების
ტერიტორიული ორგანოები, უფლებამოსილებას ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს
იურისდიქციის აღდგენამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებამდე. იმის გათვალსიწინებით, რომ აღნიშნულ
ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქცია დღემდე არ აღდგენილა, ხოლო 2006 წლის არჩევნებისას,
საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეულ იქნა გამგებელი, განსახორციელებელი ცვლილებები ვერ
გავრცელდება ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებზე, ამიტომ პროექტის
მე-3 მუხლით დადგინდა, რომ ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე, კერძოდ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებზე და ამ
ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობა განხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 164-ე მუხლით დადგენილი წესით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონის პროექტი განსაზღვრავს ამ კანონის ამოქმედებასთან
დაკავშირებულ საქართველოს მთავრობის და მუნიციპალიტეტების ვალდებულებებს და ამ
ვალდებულებათა შესრულების ვადად განსაზღვრავს 2017 წლის 1 აგვისტოს.
ამასთან, პროექტით დადგინდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
მორიგი არჩევნების ჩატარების წესი და განისაზღვრება, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მორიგი არჩევნები გაიმართება 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით არსებულ
მუნიციპალიტეტებში, გარდა საქართველოს პარლამენტის 2017 წლის დადგენილების საფუძველზე
გაუქმებული მუნიციპალიტეტებისა, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის 2017 წლის დადგენილებით
შექმნილ ახალ მუნიციპალიტეტებში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების
წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან
დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი
და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 4. მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციული ერთეული
1. მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული არის დასახლება, რომელსაც
აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა.
დასახლების კატეგორიებია:
ა) სოფელი – დასახლება, რომლის საზღვრებშიც ძირითადად მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები და რომლის ინფრასტრუქტურა არსებითად
ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე;
ბ) დაბა – დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები ან/და
ტურისტული და საკურორტო დაწესებულებები ან/და სამკურნალო და სოციალურ-კულტურული
დაწესებულებები და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს.
დაბის ინფრასტრუქტურა არსებითად ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის
განხორციელებაზე. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, თუ იგი თვითმმართველი
ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და
მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა;
გ) ქალაქი − დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები და
ტურისტულ, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი და რომელიც ასრულებს
ადგილობრივი
ეკონომიკურ-კულტურული
ცენტრის
ფუნქციებს.
ქალაქის
ინფრასტრუქტურა
ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. ქალაქის კატეგორიას
შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზე მეტია.
დასახლებას, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, ქალაქის კატეგორია
შეიძლება მიენიჭოს, თუ იგი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს
შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა, ანდა ის ამ კანონის მე-3
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია, როგორც თვითმმართველი ქალაქი.
2. დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და
შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესებს განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა.
3. მართვის ოპტიმიზაციისათვის მუნიციპალიტეტი შეიძლება დაიყოს ადმინისტრაციულ
ერთეულებად. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე
დასახლების ტერიტორიას ემთხვევა. თვითმმართველ ქალაქში ადმინისტრაციული ერთეული დასახლების
ნაწილია.
4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე
თვითმმართველი
ქალაქის
ადმინისტრაციული
ერთეულის
საზღვრების
შეცვლის
შესახებ
გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა
არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილებით
იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები
1.
სახელმწიფოსა
და
მუნიციპალიტეტის
ორგანოების
ურთიერთობა
ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს.
ემყარება
2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი, საფინანსოეკონომიკური და ორგანიზაციული პირობები.
3. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების
მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს, წინასწარი
კონსულტაციები გამართონ იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომლებიც ქვეყნის
მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს აერთიანებენ.
4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს იმ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებისა და ქმედებების გასასაჩივრებლად, რომლებიც ზღუდავს ადგილობრივი
თვითმმართველობის
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილების
განხორციელებას.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,
სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის
მეშვიდე1 თავთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხის განსახილველად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
6. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო, საქართველოს საერთო
სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტს წარმოადგენს
მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის შექმნა და გაუქმება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის
დადგენა და შეცვლა
1. მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების საფუძველია:
ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად;
ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით, საკუთარი
ინიციატივით, მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოსთან (საკრებულოებთან) და
შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე ან
მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობითა და
შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე
საქართველოს პარლამენტს მიმართოს მუნიციპალიტეტის შექმნის ან გაუქმების შესახებ წარდგინებით.
3. მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ახალი მუნიციპალიტეტის
(მუნიციპალიტეტების) შექმნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს
(საკრებულოების) შუამდგომლობა წარედგინება შესაბამის სამთავრობო კომისიას. შუამდგომლობას უნდა
დაერთოს:
ა) მუნიციპალიტეტის გაყოფის/მუნიციპალიტეტების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება;
ბ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელ მუნიციპალიტეტში
(მუნიციპალიტეტებში) შემავალი დასახლებების ჩამონათვალი და მოსახლეთა რაოდენობა;
გ)
მუნიციპალიტეტის
გაყოფით/მუნიციპალიტეტების
გაერთიანებით
შესაქმნელი
მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა;
დ)
მუნიციპალიტეტის
გაყოფით/მუნიციპალიტეტების
გაერთიანებით
შესაქმნელი
მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) სახელწოდება (სახელწოდებები);
ე) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი თვითმმართველი
თემის (თვითმმართველი თემების) ადმინისტრაციული ცენტრი (ცენტრები);
ვ) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის
ამსახველი დოკუმენტები;
ზ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წერილობითი მოსაზრება.
4. მუნიციპალიტეტების საკრებულოები უფლებამოსილი არიან, შესაბამის სამთავრობო კომისიას
მიმართონ ერთობლივი შუამდგომლობით. ერთობლივ შუამდგომლობას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. ერთობლივი შუამდგომლობის ტექსტს და თანდართულ
დოკუმენტაციას იწონებენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოები. ერთობლივ შუამდგომლობას
ხელს აწერენ ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები.
5. თუ მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ შუამდგომლობა მუნიციპალიტეტის
საკრებულომ წარადგინა, შესაბამისი სამთავრობო კომისია ვალდებულია კონსულტაცია გამართოს იმ
მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და მოსახლეობასთან, რომლებიც შეიძლება გაერთიანდნენ.
6. მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ახალი მუნიციპალიტეტის
(მუნიციპალიტეტების) შექმნის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის წარდგინებას უნდა დაერთოს:
ა) მუნიციპალიტეტის გაყოფის/მუნიციპალიტეტების გაერთიანების საჭიროების დასაბუთება;
ბ) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელ მუნიციპალიტეტში
(მუნიციპალიტეტებში) შემავალი დასახლებების ჩამონათვალი და მოსახლეთა რაოდენობა;
გ)
მუნიციპალიტეტის
გაყოფით/მუნიციპალიტეტების
გაერთიანებით
შესაქმნელი
მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა;
დ)
მუნიციპალიტეტის
გაყოფით/მუნიციპალიტეტების
გაერთიანებით
შესაქმნელი
მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) სახელწოდება (სახელწოდებები);
ე) მუნიციპალიტეტის გაყოფით/მუნიციპალიტეტების გაერთიანებით შესაქმნელი თვითმმართველი
თემის (თვითმმართველი თემების) ადმინისტრაციული ცენტრი (ცენტრები);
ვ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წერილობითი მოსაზრება, მისი არსებობის შემთხვევაში;
ზ) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის
ამსახველი დოკუმენტები;
თ) მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობა, მისი
არსებობის შემთხვევაში.
7. თვითმმართველი თემის სრული სახელწოდება შედგება თვითმმართველი თემის სახელწოდებისა
და თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისგან − „მუნიციპალიტეტი“. თვითმმართველი
ქალაქის სრული სახელწოდება შედგება დასახლების კატეგორიის დასახელებისგან − „ქალაქი“, ქალაქის
სახელწოდებისა და თვითმმართველი ერთეულის ზოგადი დასახელებისგან − „მუნიციპალიტეტი“.
8. მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ამოქმედდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს და
შესაბამის მუნიციპალიტეტში არჩევნები გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
მორიგ არჩევნებთან ერთად. ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ
შეკრებამდე და მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
ვრცელდება
არჩევნებამდე
არსებული
საკრებულოსა
და
გამგებლის/მერის
უფლებამოსილებანი.
9. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით, საკუთარი
ინიციატივით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან
კონსულტაციის საფუძველზე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობითა და შესაბამისი
მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე საქართველოს პარლამენტს მიმართოს
მუნიციპალიტეტის (გარდა თვითმმართველი ქალაქისა) ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის შესახებ
წარდგინებით. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა ხდება მუნიციპალიტეტის
შექმნის დროს.
10. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის შესახებ მუნიციპალიტეტის
საკრებულოს შუამდგომლობა წარედგინება შესაბამის სამთავრობო კომისიას. შუამდგომლობას უნდა
დაერთოს:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის საჭიროების დასაბუთება;
ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები;
გ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წერილობითი მოსაზრება.
11. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის
წარდგინებას უნდა დაერთოს:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შეცვლის საჭიროების დასაბუთება;
ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები;
გ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაფორმებული მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წერილობითი მოსაზრება, მისი არსებობის შემთხვევაში.
12. მუნიციპალიტეტის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული
ცენტრის დადგენისა და შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით,
დადგენილებით იღებს საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 17. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები
1. სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანომ მუნიციპალიტეტს
შეიძლება
გადასცეს
სახელმწიფო/ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების
ორგანოს
ის
უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელებაც ადგილობრივ დონეზე უფრო ეფექტიანია.
2.
სახელმწიფო
ან
ავტონომიური
რესპუბლიკის
ხელისუფლების
ორგანოს
მიერ
მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების დელეგირება შეიძლება შესაბამისად საქართველოს
საკანონმდებლო აქტით ან ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, აგრეთვე საქართველოს ან ავტონომიური
რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით, სათანადო მატერიალური და
ფინანსური რესურსების გადაცემით.
3. სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლებამოსილებების
ხელშეკრულებით დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს/ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობა. სათანადო ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამინისტროს
შორის, ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების მოთხოვნების დაცვით. ხელშეკრულებას ხელს აწერს
მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო სრული შემადგენლობის
უმრავლესობით.
4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილებები საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით განახორციელოს.
5. უფლებამოსილებების დელეგირებისას იმავე აქტით უნდა განისაზღვროს ის სამინისტრო,
რომელიც
დელეგირებული
უფლებამოსილებების
განხორციელებას
სახელმწიფო
დარგობრივ
ზედამხედველობას გაუწევს.
მუხლი 24. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ორგანიზებისა და მისი იდენტურობის
განსაზღვრის სფეროში:
ა.ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათი საზღვრების
დადგენა;
ა.ბ) მუნიციპალიტეტის შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და
ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობების წარდგენა;
ა.გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის,
დროშისა და სხვა სიმბოლოების) დადგენა;
ა.დ) მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების
დადგენა;
ა.ე) ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის,
პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის,
ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს,
პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება;
ბ) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ბ.ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება;
ბ.ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და
თანამდებობიდან გადაყენება;
ბ.გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ბ.დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და
თანამდებობიდან გადაყენება, კომისიის პერსონალური შემადგენლობისა და დებულების დამტკიცება და
მათში ცვლილების შეტანა;
ბ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა და გაუქმება, დროებითი
სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;
ბ.ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;
ბ.ზ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა
და საერთო სასამართლოებში მუნიციპალიტეტის/საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების
მქონე პირის დანიშვნა;
ბ.თ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და
შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სათათბირო ორგანოების (საბჭო, კომიტეტი და
სხვა) შექმნა და მათი საქმიანობის წესის განსაზღვრა;
გ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის
სფეროში:
გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის პირების
საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
გ.ბ) ამ კანონის შესაბამისად გამგეობის/მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების
დებულებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება;
გ.გ) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის
გამოცხადება;
დ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების
შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება;
დ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და
მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის
წარდგინებით, მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ხელშეკრულების დამტკიცება, აგრეთვე ისეთი
გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემა, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
გადასახდელების 5 პროცენტს;
დ.დ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში
მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა;
დ.ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით გამგეობის/მერიის
თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების
სისტემის გათვალისწინებით;
ე) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
ე.ა) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და
განკარგვის წესების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების
განკარგვის წესის დადგენა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით;
ე.ბ) (ამოღებულია - 22.07.2015, №4087);
ე.გ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის
დადგენა, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის
განსაზღვრის წესების დადგენა;
ე.დ)
მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის
წარდგინებით
მუნიციპალიტეტის
ქონების
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება;
ე.ე) ამ კანონით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ
გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე.ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა
და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და
მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებასთან
დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის
მინიჭებული უფლებამოსილებები.
3. თუ ეს კანონი ან საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკუთარი ან
დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მუნიციპალიტეტის ორგანოს,
აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულო ან მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დავალებით − მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით ან საქართველოს
კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულია, როგორც მუნციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება,
არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირს, თუ კანონი უშუალოდ არ ითვალისწინებს მისი
გადაცემის შესაძლებლობას.
მუხლი 26. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის წესი
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წინადადებით;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის
წერილობითი მოთხოვნით;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წინადადებით;
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის
არანაკლებ 1 პროცენტის მოთხოვნით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის
(წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს
რიგგარეშე სხდომას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს
რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს
რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი
საკრებულოს
რეგლამენტით
დადგენილი
წესით.
რიგგარეშე
სხდომაზე
მუნიციპალიტეტის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
თავმჯდომარის
გამოუცხადებლობის
შემთხვევაში
სხდომას
თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას –
სხდომაზე დამსწრე უხუცესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა
იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის
გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.
მუხლი 28. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა
შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის/მერიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით იქმნება კომისიები,
რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მუნიციპალიტეტის
საკრებულოს წევრთაგან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრებს შესაბამისი კომისიის
თავმჯდომარის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ
არიან არცერთ ფრაქციაში, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს
კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ,
დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით შეიძლება სხვა პირთა მოწვევაც.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესები განისაზღვრება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 42. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს:
ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;
ბ) ეკავოს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირის თანამდებობა, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თანამდებობის პირის თანამდებობისა;
გ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევს, ნიშნავს ან ამტკიცებს საქართველოს
პარლამენტი;
დ) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს
პრემიერ-მინისტრი;
ე) ეკავოს თანამდებობა, რომელზედაც პირს ირჩევენ, ნიშნავენ ან ამტკიცებენ აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;
ვ) იმუშაოს სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში;
ზ) იყოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე;
თ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;
ი) იმუშაოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში/მერიაში;
კ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საწარმოს (საწარმოების)
მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და
სხვა), აგრეთვე იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების
დირექტორი ან დირექტორის მოადგილე;
ლ) იმუშაოს სხვა ქვეყნის საჯარო სამსახურში.
მუხლი 45. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები და
ვალდებულებები
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უფლებამოსილია:
ა) კითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს,
გამგებელს/მერს, სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი
ვალდებული არიან, ერთი კვირის ვადაში უპასუხონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის შეკითხვას.
კითხვის ავტორთან შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით;
ბ) შეუფერხებლად შეხვდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ
თანამდებობის პირებს;
გ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ნებისმიერი ინფორმაციით,
რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დადგენილი წესით მოსთხოვოს სათანადო ინფორმაცია
და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;
ვ) წარადგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
პროექტი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ზ) წარადგინოს წინადადება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამოცემის შესახებ.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია განიხილოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტის საფუძველზე, ინიციირების წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასმული
საკითხები.
3.
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
წევრი
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ყველა საკითხის განხილვისას სარგებლობს გადამწყვეტი ხმის
უფლებით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ ორგანოს მუშაობაში მონაწილეობისას, რომლის წევრიც არ არის.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს;
გ) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მუნიციპალიტეტის
საკრებულოს კომისიების მუშაობაში;
დ) არ გაახმაუროს და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს ინფორმაცია, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია გასაჯაროებისგან.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლება არ აქვს, კანონით მისთვის მინიჭებული
უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესებისათვის.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი თქვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც
აქვს პირადი ინტერესი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს საქმის გადაწყვეტაზე.
მუხლი 48. გამგებელი/მერი
1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის
პირი არის გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. გამგებელი/მერი
წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების
განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. გამგებელი/მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის
წინაშე.
მუხლი 49. გამგებლის/მერის არჩევა
1. გამგებელი/მერი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი
საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით.
2. გამგებლად/მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის
ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც.
მუხლი 50. გამგეობა/მერია
გამგეობა/მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული
დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის/მერის უფლებამოსილების განხორციელებას.
გამგეობას/მერიას ხელმძღვანელობს გამგებელი/მერი. გამგეობა/მერია შედგება სტრუქტურული
ერთეულებისგან. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული
უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის/მერის
დავალებების შესრულებას. გამგეობის/მერიის
სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს
ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის/მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის
დებულებითა და საშტატო ნუსხით.
მუხლი 51. გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადება
1. გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირების
საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20
პროცენტის წერილობითი ინიციატივა გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.
2. თუ გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივა ამომრჩევლებს
ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით. საინიციატივო ჯგუფის
სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და
რეგისტრაციის ადგილი. გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიციატივა
საინიციატივო ჯგუფმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს. შესაბამისი ინიციატივის თაობაზე განცხადება
წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
3. საინიციატივო ჯგუფის განცხადებასა და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას რეგისტრაციაში
ატარებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, რომელიც ამ კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის
შესაბამისად უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებას.
4. საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა რეგისტრაციაში გატარების შესახებ
მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ
დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები.
5. საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღებიდან 2 დღის ვადაში
გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის
ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის
ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
6. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების
დღიდან. ხელმოწერები გროვდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფორმის ფურცელზე.
ყოველ ასეთ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 მოქალაქისა, რომლებიც თავად წერენ სახელს, გვარს,
დაბადების წელს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და
ხელმოწერის თარიღს. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს ხელს აწერს
ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც უთითებს თავის მისამართს. მისი
ხელმოწერა უნდა დაამოწმოს სანოტარო ბიურომ ან საკრებულოს აპარატის შესაბამისმა უფლებამოსილმა
პირმა. თუ საკრებულოს არ აქვს დადგენილი შესაბამისი ფურცლის ფორმა, საინიციატივო ჯგუფი ამ
პუნქტის მოთხოვნების დაცვით უზრუნველყოფს ხელმოწერების შეგროვებას.
7. საინიციატივო ჯგუფი განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი თვისა
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის
გამოცხადების შესახებ ინიციატივის თაობაზე განცხადებას და თანდართულ ხელმოწერებს, რომლებითაც
დასტურდება, რომ ინიციატივას მხარს უჭერს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტისა.
8. ინიციატივის ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე
განსახილველად წარდგენის ან მის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას განცხადების
რეგისტრაციიდან 15 დღის ვადაში იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. ინიციატივის საკრებულოს სხდომაზე
განსახილველად წარდგენაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები.
საკრებულოს თავმჯდომარის უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს ინიციატივის საკრებულოს
სხდომაზე განსახილველად წარდგენას ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, განცხადების
რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 20 დღისა. თუ ინიციატივისთვის შემდგომი მსვლელობის მიცემაზე
საკრებულოს თავმჯდომარის უარი სასამართლომ არაკანონიერად ცნო, საკრებულო ინიციატივას
განიხილავს სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.
10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინიციატივა განიხილება მისი წარდგენიდან
არაუგვიანეს 10 დღისა. გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ
ინიციატივას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა.
გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას.
11.
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
მიერ
გამგებლისთვის/მერისთვის
უნდობლობის
გამოუცხადებლობის შემთხვევაში უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში
დაუშვებელია.
12. გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციირება და
უნდობლობის გამოცხადება დაუშვებელია გამგებლის/მერის არჩევიდან 6 თვის, აგრეთვე გამგებლის/მერის
უფლებამოსილების ვადის ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
მუხლი 52. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები
1. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირები არიან:
ა) გამგებელი/მერი;
ბ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილე;
გ) გამგებლის/მერის მოადგილე;
დ) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის/მერის ჩათვლით) არ უნდა
აღემატებოდეს 13-ს.
მუხლი 53. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი
სარგოები
1. გამგებლის/მერის თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.
2. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების
ოდენობებს გამგებლის/მერის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო
მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისად
განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 54. გამგებლის/მერის უფლებამოსილება
1. გამგებელი/მერი:
ა) გამგეობის/მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის/მერიის სტრუქტურული
ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის/მერიის დებულებასა და საშტატო ნუსხას,
აგრეთვე გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის თანამდებობის
პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის
მოსამსახურეებს;
ა.ე)
უნაწილებს
ფუნქციებს
გამგეობის/მერიის
მოსამსახურეებს,
დავალებებს
აძლევს
გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) გამგეობის/მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს გამგეობის/მერიის თანამდებობის
პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და
„ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა,
რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;
ახდენს გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების
დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
შემთხვევაში;
ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
[ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს
გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]
ა.თ) ამტკიცებს გამგეობის/მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე
გამგეობის/მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში:
ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით
დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა
არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;
ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ
წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი,
უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;
ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების
აღსრულებას;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში:
გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და
ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით,
მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი
დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების
შესახებ;
გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი
გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების
პროექტებს;
გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;
გ.ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს
განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში:
დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას
მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ;
დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: შესაბამისი კერძო სამართლის
იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ამ კანონის შესაბამისად,
კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებაში მონაწილეობისა და მასში გაწევრების შესახებ; მეწარმე
იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს
გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან
უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;
დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან
უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;
დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების
შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების
საკითხი;
დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის
უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების
ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების
შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის
ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
დ.თ)
უზრუნველყოფს
მუნიციპალიტეტის
ქონების
მოვლა-პატრონობას,
მშენებლობას,
რეკონსტრუქციასა და აღდგენას;
დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო
ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას;
დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის
უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების
დაცვაზე;
დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში
ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების
შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ე.ბ)
წარმოადგენს
მუნიციპალიტეტს
და
მოქმედებს
მისი
სახელით
ოფიციალური
ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ
შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას,
საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი
დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო
ჯგუფებს;
ე.ვ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების
განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიებს, რომელთა
უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;
ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.თ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის
სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.ი) ახორციელებს ამ კანონით, გამგეობის/მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. გამგებელი/მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს
გამგებლის/მერის წარმომადგენელი. გამგებლის/მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება
გამგეობის/მერიის დებულებით.
3. გამგებლის/მერის მიერ პერსონალურ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს წევრის
მიერ მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
მუხლი 55. გამგებლის/მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
გამგებლის/მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 56. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები
1. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
ა) სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება;
ბ) სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის
შეფარდება;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, თუ გასული არ არის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების
ვადა;
დ) შვებულება;
ე) დროებითი შრომისუუნარობა;
ვ) საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წარდგენა, თუ
კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ზ) უფლებამოსილების შეჩერების სხვა შემთხვევები (კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე).
2. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
ბ) უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა;
გ) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში
გასაჩივრების ვადის გასვლა;
დ) გარდაცვალება;
ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან
მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ზ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან
შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
[ზ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან
შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება;
ი) ამ კანონის XVIII თავით გათვალისწინებული შემთხვევები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება შესაბამისად პატიმრობის ან
ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების
ვადით, შვებულების ვადითა და დროებითი შრომისუუნარობის ვადით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში − საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატად რეგისტრაციიდან შესაბამისი
არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ვადით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტების შესახებ ინფორმაციას, გარდა
მე-2 პუნქტის „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულო
ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით. გამგებელს/მერს უფლებამოსილება
უჩერდება/უწყდება შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. გამგებელი/მერი პირადი
განცხადებით უფლებამოსილებას იხსნის საკრებულოს წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამგებელს/მერს
უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან. თანამდებობრივი
შეუთავსებლობის საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად.
5. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევებში მის მოვალეობას
ასრულებს გამგებლის/მერის პირველი მოადგილე.
6. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის, აღკვეთის
ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი
განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:
ა) გამგებელს/მერს აღუდგება გამგებლის/მერის უფლებამოსილება, თუ გასული არ არის მისი
უფლებამოსილების ვადა, და მიეცემა განაცდური ხელფასი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) გამგებელს/მერს, თუ გასულია მისი უფლებამოსილების ვადა, დაკავების ან დაპატიმრების ვადა
ჩაეთვლება გამგებლად/მერად მუშაობის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი განაცდური ხელფასი.
7. გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მუნიციპალიტეტის
საკრებულოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების
მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის
ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს
და გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ
გასაჩივრდება.
8. გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გამგებლის/მერის
რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
დადგენილი წესით, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუადრეს 9 და არაუგვიანეს 11
დღისა. გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება გამგებლის/მერის უფლებამოსილების
შეწყვეტიდან არაუგვიანეს 50 დღისა.
9. გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახლარჩეული
გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
10. თუ გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები არ
იმართება.
მუხლი 57. გამგებლის/მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)
1. გამგებელს/მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი.
2. თვითმმართველ ქალაქში მერიის დებულებით მერის პირველი მოადგილის თანამდებობის
ნაცვლად შეიძლება განისაზღვროს ვიცე-მერის თანამდებობა. ვიცე-მერის თანამდებობრივი სტატუსი
უთანაბრდება მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სტატუსს.
3. გამგებლის/მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების
შესაბამისად
ხელმძღვანელობს
(ხელმძღვანელობენ)
გამგეობის/მერიის
უფლებამოსილებისთვის
მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის/მერის დავალებების
შესრულებას, გამგეობის/მერიის დებულების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში
გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4. გამგებლის/მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები
განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულებით.
მუხლი 58. გამგებლის/მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი
შეუთავსებლობა
გამგებლის/მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი შეუთავსებლობის
საკითხები წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 59. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირების უფლებამოსილებების შეჩერება და შეწყვეტა
1. გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უჩერდებათ ამ
კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, ხოლო
უფლებამოსილებები უწყდებათ ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„ზ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას. გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და
მოადგილეს
უფლებამოსილებები
უწყდებათ
აგრეთვე
ახალი
გამგებლის/მერის
არჩევისას
(უფლებამოსილების დაწყებისას).
2. გამგებლის/მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ აგრეთვე
გამგებლის/მერის მიერ თანამდებობებიდან მათი გათავისუფლების შემთხვევაში.
3. გამგებლის/მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებების შეწყვეტის
საკითხები რეგულირდება მხოლოდ ამ კანონით და ამ კანონის საფუძველზე მიღებული მუნიციპალიტეტის
საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით.
მუხლი 60. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ხელმძღვანელია
ადგილობრივი
1.
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
გამგებელი/მერი.
[1. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი/მერი „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]
2. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის
დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;
გ) გამგებელს/მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან
დაკავშირებით;
სტრუქტურული
ერთეულის
მოსამსახურეთა
წახალისების,
დისციპლინური
პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების
შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს,
ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
[ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;
გ) გამგებელს/მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან
დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების,
პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს,
ფორმებსა
და
მეთოდებს,
სტრუქტურული
ერთეულის
მოხელეთა
თანამდებობრივ
მოვალეობებს; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]
ე) გამგებელს/მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს,
წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს/მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული
სამუშაოს შესახებ;
ზ) გამგეობის/მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის/მერის წინაშე.
3. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას
ახორციელებს გამგებელი/მერი.
4.
გამგეობის/მერიის
სტრუქტურული
ერთეულის
ხელმძღვანელის
თანამდებობრივი
შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ამ
კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 61. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები
1. მუნიციპალიტეტის საკრებულო და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით
მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტებს.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია
საკრებულოს დადგენილება, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია
საკრებულოს განკარგულება.
3.
მუნიციპალიტეტის
თანამდებობის
პირების
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებია:
ა) გამგებლის/მერის ბრძანება;
ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება;
დ) გამგებლის/მერის პირველი მოადგილის ბრძანება, გამგებლის/მერის მოადგილის ბრძანება;
ე) გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება;
ვ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანება.
31. გამგეობის/მერიის მოხელე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი – ბრძანება.
32. ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიები კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან,
გამოსცენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს იღებს საკრებულოს
სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის
ერთი მესამედისა, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული,
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების ან სხვა საკითხთან დაკავშირებული სასამართლო
დავისას მუნიციპალიტეტს სასამართლოში წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
6. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადების, მიღების,
გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესები განისაზღვრება ამ კანონით,
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონით, მუნიციპალიტეტის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 62. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება
1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ
კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ1“ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ
კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.
2. გამგეობის/მერიის თანამდებობის პირის (გარდა მუნიციპალიტეტის გამგებლისა/მერისა) და სხვა
მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება გამგებელთან/მერთან
და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, გამგეობის/მერიის თანამდებობის პირის ან
სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების
შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს
დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო აღმასრულებელ
ორგანოს/გამგეობას/მერიას − გამგებლის/მერის მიერ განსაზღვრული პირი.
მუხლი 85. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის
გარანტიები და ფორმები
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები
ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის
უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა
მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, მათ შორის,
კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში, მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა
მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის.
2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით, შეუზღუდავად ისარგებლოს
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებით.
3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში
მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს
შესაბამისი პროგრამები.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:
ა) დასახლების საერთო კრება;
ბ) პეტიცია;
გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში
მონაწილეობა;
ე) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული
მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.
5. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში
მოქალაქეთა მონაწილეობის ამ კანონით განსაზღვრული ფორმების გარდა, შესაბამისი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა
მონაწილეობის სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 851. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის
განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით განახორციელონ ღონისძიებები
თავიანთი საქმიანობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა
მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებისათვის.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და დაწესებულებების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
დაფინანსებით მოქმედი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის საჯაროობასთან, მათ შორის,
კოლეგიური ორგანოს სხდომის საჯაროობასთან, და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული
საკითხები წესრიგდება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და
მათ საფუძველზე მიღებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით.
3. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოაქვეყნონ მიღებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები, მათი პროექტები და სხვა საჯარო ინფორმაცია. მუნიციპალიტეტის ორგანოები
აგრეთვე ვალდებული არიან, ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად, გამოაქვეყნონ
ან/და საჯაროდ გამოაცხადონ:
ა)
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს,
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
კომისიისა
და
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, აგრეთვე მთავრობის სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის
გამართვიდან 10 დღის ვადაში;
ბ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის
ვადაში;
გ) დასახლების საერთო კრების ოქმები, გამგეობის/მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის
მიღებიდან 10 დღის ვადაში;
დ) ამ კანონის შესაბამისად, ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის
თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ;
ე) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის
საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი;
ზ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
თ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;
ი) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული
მუშაობის შესახებ ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშები, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10
დღის ვადაში;
კ) პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში;
ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი ინიციატივა, მისი
რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად ან/და ქვეყნდება
პროაქტიულად.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შესაბამისი გადაწყვეტილებით გააფართოოს ამ
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ან/და საჯაროდ
გამოსაცხადებელი ან/და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა.
მუხლი 853. დასახლების საერთო კრების უფლებამოსილება
1. საერთო კრება უფლებამოსილია:
ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური
საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და
წინადადებები;
გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და
მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები;
დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში,
კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების
ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის
ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში,
დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ;
ვ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების
დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები;
ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე
არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და
მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები;
თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი;
ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს;
კ) განახორციელოს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით
განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. საერთო კრებაზე საკითხის განხილვის შედეგად მიღებული წინადადება, შენიშვნა, დავალება
საერთო კრების გადაწყვეტილების სახით ფორმდება საერთო კრების ოქმით.
3. საერთო კრების გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის
წარედგინებათ ამ კანონის 855 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით. მუნიციპალიტეტის ორგანოები
ვალდებული არიან, განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ
დასაბუთებული პასუხი ამ კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
განსაზღვრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების შესაბამის წევრებს ან საერთო კრების რჩეულს.
4. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ ამ მუხლის პირველი პუნქტის
„ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების საერთო კრებისთვის განსახილველად წარდგენა.
მუხლი 854. დასახლების საერთო კრების მოწვევის წესი
1. საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ:
ა) შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის
საკრებულოს შუამდგომლობით;
გ) საერთო კრების რჩეულს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების
მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის
შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს
წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე.
განცხადებაში უნდა მიეთითოს საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო
ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის
წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და საერთო კრების დღის წესრიგი. საერთო
კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საინიციატივო ჯგუფმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.
3. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას
არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის
ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი
განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის
რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი, ამ კანონის 851 მუხლის მე-4
პუნქტის შესაბამისად, საჯაროდ ქვეყნდება.
5. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები ან/და საერთო
კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის
ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას.
6. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის
ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის შესაბამისად.
7. საინიციატივო ჯგუფი საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას
იწყებს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან. სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში
რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს
მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს
საინიციატივო ჯგუფის წევრი.
8. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი
მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.
განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების
ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას თან ერთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით
შეგროვებული, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები.
9. საერთო კრების მოწვევის თარიღად შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე.
10. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და
ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციის ცნობას
გასცემს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების
წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის
მოთხოვნები. რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის
უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.
11. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ
ინფორმაცია ამ კანონის 851 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჯაროდ ქვეყნდება ინფორმაციის
რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.
12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების
მოწვევის შესახებ ინიციატივას მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის მიერ რეგისტრაცია არ ესაჭიროება.
აღნიშნულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია
რეგისტრირდება ამ მუხლის მე-8–მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესით, გარდა საერთო კრების მოწვევის
ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის წარდგენის პროცედურისა.
13. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირება ხდება ამ
მუხლის მე-4, მე-9 და მე-11 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ საერთო კრების მოწვევის პროცედურას
განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს უფლება არ აქვს,
საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო კრების რჩეულის არჩევის საკითხი.
14. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი
ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2ჯერ.
15. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-11 პუნქტით
გათვალისწინებული
ინფორმაციის
შესაბამის
დასახლებაში
გავრცელებას,
უზრუნველყოფენ
მუნიციპალიტეტის გამგეობა/მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის
შემთხვევაში).
მუხლი 855. დასახლების საერთო კრების საქმიანობის წესი
1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-ისა.
საერთო
კრებაზე
დამსწრე
საერთო
კრების
წევრთა
რეგისტრაციის
ორგანიზებას
უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის
უფლებამოსილი მოხელე ან/და საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების
წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი,
რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.
2. საერთო კრების ამ კანონის 854 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის
შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის
ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო
ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის
უფლებამოსილი მოხელე. საერთო კრების ამ კანონის 854 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს მუნიციპალიტეტის
გამგეობის/მერიის უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული,
საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საერთო კრების რჩეული.
3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. საერთო კრების ამ
კანონის 854 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების
მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო ამ კანონის 854 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის
უფლებამოსილი მოხელე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების
მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ხმების
უმრავლესობით. კენჭისყრა, როგორც წესი, ხელის აწევით იმართება. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების
წევრებს აცნობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი. საერთო კრების გადაწყვეტილებით
შეიძლება დადგინდეს კენჭისყრის სხვა ფორმა. საერთო კრების ეტაპობრივად, დასახლების ცალკეულ
ნაწილებში გამართვისას ჯამდება საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ყველა ხმა, თუ ამ
მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით სხვა რამ არ
არის განსაზღვრული.
5. საერთო კრებაზე დგება საერთო კრების ოქმი. საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იქნეს
საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, საერთო კრების მიერ განხილული საკითხი
და მიღებული გადაწყვეტილება, საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა და,
საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 და მე-3
პუნქტებით განსაზღვრული პირები. საერთო კრების ოქმის ასლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში/მერიაში
წარდგენას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი საერთო კრების გამართვიდან 7
დღის ვადაში.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულო დადგენილებით ამტკიცებს საერთო კრების ტიპურ დებულებას.
საერთო კრების ტიპური დებულებით ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საერთო კრების მოწვევასთან
დაკავშირებული სხვა საკითხები, საერთო კრების დასახლების ნაწილებში გამართვის, საერთო კრებაზე
საკითხების ინიციირების, მათი განხილვისა და კენჭისყრის გამართვის პროცედურა, საერთო კრების
მდივნისა და საერთო კრების რჩეულის უფლებები და მოვალეობები, საერთო კრების რჩეულის არჩევის
პროცედურა. ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად
საერთო კრების ტიპური დებულებით შეიძლება აგრეთვე განისაზღვროს საერთო კრების საქმიანობასთან
დაკავშირებული სხვა საკითხები.
მუხლი 86. პეტიცია
1. პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს;
ბ) საერთო კრებას.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია პეტიციის წარდგენის უფლება მიანიჭოს
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უფრო ნაკლებ რაოდენობას.
3. საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, საერთო კრების სახელით პეტიციის წარდგენას
უზრუნველყოფს საერთო კრების რჩეული ან/და საერთო კრების მიერ უფლებამოსილი პირი.
4. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.
პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს:
ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი
პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;
გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან
გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და
გადაწყვეტის მოთხოვნა.
5. პეტიცია უნდა შეიცავდეს:
ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;
ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს,
გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას;
ე) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნორმატიული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს;
ვ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კონკრეტულად
ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას.
6. შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი
ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს
მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.
7. პეტიციას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. იგი უზრუნველყოფს
პეტიციის ამ კანონის 851 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოქვეყნებას.
8. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის
მოწმობა ეძლევა/ეძლევათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები ან/და პეტიციით
გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.
9. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ,
რეგისტრაციაში გატარებაზე უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/გაასაჩივრონ
სასამართლოში.
10. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის
საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილების მიღებისათვის ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი
წესით.
11. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიცია მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, შესასწავლად გადაეცემა
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
შესაბამის
კომისიას
ან
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია
უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.
მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან 1
თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო
ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შესაბამის კომისიას.
12. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ მუხლის მე11 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ
გადაწყვეტილებას:
ა) პეტიციის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადების
მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;
ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;
გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე.
13. ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5
დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს.
14. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას განსახილველად
წარედგინება
შესაბამისი
ნორმატიული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
პროექტი.
მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი დადგენილების პროექტს განიხილავს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს
რეგლამენტით დადგენილი წესით.
15. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან
ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. მუნიციპალიტეტის
საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში.
16. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 15
დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის
ინფორმაციას ცნობად იღებს ან არ ეთანხმება მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისიის ან
სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს სხვა, შესაბამის გადაწყვეტილებას.
17. ამ მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს.
18. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ბიუროს მიერ უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს აცნობოს პეტიციის განსახილველად
მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით
გაგრძელდეს.
19. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას
წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის
სხდომაში ამ კანონის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სათათბირო ხმის უფლებით
მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები.
20. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო
უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ
ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე
პირადად წარდგენა.
21. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას
მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის 22-ე პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
22. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ
ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა
წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა
წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
23. პეტიციის რეგისტრაციასთან, ხელმოწერების შემოწმებასთან და პეტიციის განხილვასთან
დაკავშირებული სხვა პროცედურები ამ მუხლის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რეგლამენტით.
24. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ამ მუხლის ნორმების გათვალისწინებით,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვროს პეტიციის ელექტრონული ფორმით
წარდგენის წესი.
მუხლი 861. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
1. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არის მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის/რაიონის გამგებლის
სათათბირო ორგანო. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მეწარმე იურიდიული
პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. ამ
კანონის შესაბამისად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის
გამგებელი/მერი/რაიონის გამგებელი. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება
არანაკლებ 10 წევრით.
2. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ერთი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 1/3-ზე ნაკლები არ
უნდა იყოს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილი არ არის, თუ დარღვეულია ამ პუნქტის
მოთხოვნა.
3. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ვალდებულია მის მიერ დამტკიცებულ სამოქალაქო
მრჩეველთა
საბჭოს
განსახილველად
წარუდგინოს
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
პროექტი,
მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტები, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული
ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებები, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების პროექტები, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები. გამგებლის/მერის
მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხვა უფლებამოსილებები და მისი საქმიანობის წესი
განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის
გამგებელი/მერი.
4. რაიონის გამგებლის მიერ დამტკიცებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებები
და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს
რაიონის გამგებელი.
5. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს
სხდომის ოქმით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.
მუხლი 88. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ
გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული
არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი
დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან
და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ
მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად
დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო
ანგარიშების განხილვას.
3. მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამ კანონით
გათვალისწინებული ანგარიშების გამოქვეყნება.
მუხლი 91. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
1. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად
არაუგვიანეს 15 ნოემბრისა მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს ამ კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს
საჯარო განხილვისთვის.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო
წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.
4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა
ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.
5. ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა
მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება
შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის გამგებელთან/მერთან შეთანხმებით.
7. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ
წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან გამგებლის/მერის მიერ საკრებულოს
შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი რედაქცია,
მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცოს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის
არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული
უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამგებლისთვის/მერისთვის
გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.
8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის
შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე
ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა.
ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის
დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ამ კანონით დადგენილი წესით
მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებელს/მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას.
9. წლიური ბიუჯეტი ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.
მუხლი 99. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება
სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული
ასიგნებების საერთო მოცულობის 2 პროცენტს.
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
სარეზერვო
ფონდიდან
თანხას
მუნიციპალიტეტის
2.
გამგებლის/მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და
მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს გამგეობის/მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
მუხლი 1061. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირი
1. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს სააქციო საზოგადოება, შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. მუნიციპალიტეტს
აგრეთვე უფლება აქვს, გახდეს სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების,
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პარტნიორი/აქციონერი/წევრი. მუნიციპალიტეტი
არის კერძო სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი.
2. მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, ერთობლივი საქმიანობის მიზნით, ამ კანონისა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, ერთობლივად დააფუძნონ
სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი ან გახდნენ სხვა პირების, მათ შორის, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების, მიერ
დაფუძნებული
სააქციო
საზოგადოების,
შეზღუდული
პასუხისმგებლობის
საზოგადოების
პარტნიორები/აქციონერები/დამფუძნებლები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
წევრები.
3. ამ მუხლის მე-7–მე-13 და მე-15 პუნქტები ვრცელდება მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების
მხოლოდ იმ საწარმოზე, სადაც მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების წილობრივი მონაწილეობა 50%-ს
აღემატება, აგრეთვე მხოლოდ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირზე და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, რომლის
წევრია/წევრები არიან მხოლოდ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლით
გათვალისწინებული იურიდიული პირისა. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების სხვა საწარმოს და სხვა
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები
განისაზღვრება შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირის წესდებით (დებულებით). ეს მუხლი არ
ვრცელდება ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირზე. აღნიშნული იურიდიული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები
განისაზღვრება მისი წესდებით (დებულებით).
4. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების,
რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების წილის/აქციების შეძენის შესახებ ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
წევრად გახდომის შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მუნიციპალიტეტის საკრებულო თანხმობას გასცემს ამ
პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზანშეწონილობაზე, რაც არ გულისხმობს საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეგისტრაციო განაცხადის და მასზე თანდართული
დოკუმენტების მოწონებას.
5. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოს პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებას
ახორციელებს/ახორციელებენ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების შესაბამისი აღმასრულებელი
ორგანო/ორგანოები. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, როგორც პარტნიორი/აქციონერი,
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოს კაპიტალში
ცვლილების შეტანის შესახებ, მათ შორის, წილის, აქციებისა და ფულადი შენატანის განხორციელების
შესახებ, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საწარმოსთვის ქონების სარგებლობაში/საკუთრებაში
გადაცემის შესახებ, დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება (დებულება), განახორციელოს
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პარტნიორის/აქციონერის სხვა უფლებამოსილებები.
მუნიციპალიტეტის იმ საწარმოში, სადაც შესაბამისი მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობა 50%-ს არ
აღემატება, ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი
აღმასრულებელი ორგანო მონაწილეობს, როგორც პარტნიორი/აქციონერი. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება
მიიღება შესაბამისი საწარმოს წესდების (დებულების) შესაბამისად.
6. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
დამფუძნებლის/წევრის
უფლებამოსილებებს
ახორციელებს/ახორციელებენ
მუნიციპალიტეტის/
მუნიციპალიტეტების
შესაბამისი
აღმასრულებელი
ორგანო/ორგანოები.
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო, როგორც დამფუძნებელი/წევრი, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება
მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის
ფინანსური სახსრებისა და მოძრავი ნივთების სარგებლობაში/საკუთრებაში გადაცემის შესახებ, უძრავი
ნივთების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, დაამტკიცოს შესაბამისი იურიდიული პირის წესდება
(დებულება), განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, რომლის ერთ-ერთი
დამფუძნებელი/წევრი შესაბამისი მუნიციპალიტეტია, ამ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში
მუნიციპალიტეტის შესაბამისი აღმასრულებელი ორგანო მონაწილეობს, როგორც დამფუძნებელი/წევრი. ამ
შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების)
შესაბამისად.
7. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი
საშუალებების გასხვისება, გარდა ქონების ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად გასხვისებისა და ამ
კანონის 104-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით და 118-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში შეძენილი/მიღებული ქონებისა, ხდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.
8. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი
საშუალებების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის
წესით. ძირითადი საშუალებების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემა
შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობით ან უპირობოდ.
9. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების
აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით,
გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების
გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების
წესებს, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, ქონებით სარგებლობისა და ქონების მართვის
უფლებით გადაცემის, ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქონების სარგებლობის
უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების
წესების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის წარდგინებით, დადგენილებით
ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
11. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონება
აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს, სახელმწიფოს
და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, საწარმოს, რომლის წილის ან აქციათა 50%-ზე მეტს
ფლობს/ფლობენ მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ან თავად ამ კერძო სამართლის იურიდიული
პირის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების
კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონება აუქციონის გარეშე, საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს
შესაბამის
მუნიციპალიტეტს/მუნიციპალიტეტებს.
მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების
კერძო
სამართლის იურიდიული პირის ქონების ამ პუნქტის შესაბამისად სარგებლობის უფლებით გადაცემის
შესახებ გადაწყვეტილებას ამ კანონისა და შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების)
შესაბამისად, როგორც იურიდიული პირის დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი, იღებს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
12. მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი
საშუალებების გასხვისების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ამ კანონისა
და შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების) შესაბამისად, როგორც იურიდიული პირის
დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი, იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ქონების
გასხვისებისას დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა, გარდა ამ
კანონის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
13.
მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირის
ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ
გადაწყვეტილებას შესაბამისი იურიდიული პირის წესდების (დებულების) შესაბამისად, როგორც კერძო
სამართლის იურიდიული პირის დამფუძნებელი/პარტნიორი/აქციონერი/წევრი, იღებს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო.
14. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს
წარდგინებით, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების
შესაბამისად დაარეგულიროს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების
მართვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, რომლებიც საჭიროებს ნორმატიული აქტით მოწესრიგებას.
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
15.
მუნიციპალიტეტის
საკრებულო
უფლებამოსილია
რეგლამენტში
გაითვალისწინოს
მუნიციპალიტეტის
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირის
ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარმოდგენის წესი.
16. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის
იურიდიული პირის ქონების მართვასთან, დაფინანსებასთან, კონტროლთან, ხელმძღვანელთა
დანიშვნასთან
დაკავშირებული
სხვა
საკითხები,
მათ
შორის,
დამფუძნებლების/პარტნიორების/აქციონერების/წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი, რომელიც
არ წესრიგდება ამ კანონით, რეგულირდება დამფუძნებლების/პარტნიორების/აქციონერების/წევრების
შეთანხმებით (წესდებით (დებულებით)).
17. თბილისის აღმასრულებელი ორგანოს ამ მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები, გარდა
ამ მუხლის მე-4 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება განახორციელოს
აგრეთვე თბილისის შესაბამისმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ საჯარო სამართლის
იურიდიული პირის წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.
მუხლი 113. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში
უსასყიდლოდ გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების
მმართველი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
2. ქონების მმართველი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოს მიერ წარდგენილ
მოთხოვნაზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და პასუხს წერილობით აცნობებს მოთხოვნის
წარმდგენს მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში. ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების გადაცემის
თაობაზე ქონების მმართველის გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში დასამტკიცებლად გადაეცემა
საქართველოს მთავრობას. თუ საქართველოს მთავრობამ 45 დღის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება,
მოთხოვნილი ქონება მოთხოვნის წარმდგენის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად ჩაითვლება.
3. თუ ქონებას ერთზე მეტი მუნიციპალიტეტი იყენებს, იგი საკუთრებაში გადაეცემა იმ
მუნიციპალიტეტს, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს ეს ქონება. ასეთი ქონების გამოყენებისა და
მოვლა-პატრონობის
წესები
განისაზღვრება ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერენ ის
მუნიციპალიტეტები, რომლებიც იყენებენ ამ ქონებას.
მუხლი 121. მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების წესი
1. მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისება შესაძლებელია
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი
ფუნქციური დანიშნულება.
2. მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების
გასხვისების თაობაზე დასაბუთებულ წინადადებას ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარუდგენს
შესაბამის საკრებულოს.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების
გასხვისებაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის/მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას
იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით.
მუხლი 140. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო აუდიტი, დამოუკიდებელი
აუდიტი და შიდა აუდიტი
1. მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო აუდიტს „სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, არაუმეტეს წელიწადში ერთხელ,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწვეულმა აუდიტორმა შეიძლება ჩაატაროს
მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი. საკრებულო დამოუკიდებელი
აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის
მოთხოვნით. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.
3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და გამგეობის/მერიის საქმიანობის შიდა აუდიტი
ხორციელდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონისა და
გამგეობის/მერიის დებულების შესაბამისად. შიდა აუდიტის განმახორციელებელ სუბიექტებს განსაზღვრავს
საკრებულო გამგეობის/მერიის დებულებით.
თავი XVIII
პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა. საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება,
საკრებულოს და გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
მუხლი 141. საკრებულოს დათხოვნა და მისი საქმიანობის შეჩერება
1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე
მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი
ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით და საქართველოს
პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის
შეჩერების შესახებ.
3. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება შესაბამისად იწვევს გამგებლის/მერის
უფლებამოსილების შეწყვეტას ან შეჩერებას.
მუხლი 142. საკრებულოს და გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა ნახევარზე მეტით შემცირდება;
ბ) საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს;
გ) საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.
2. გამგებელს/მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საკრებულოს, გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 144. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელება
1. საკრებულოს დათხოვნისას ან მისი საქმიანობის შეჩერებისას პირდაპირ სახელმწიფო
მმართველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული მთავრობის რწმუნებული ან
კოლეგიური ორგანო − საგანგებო ადმინისტრაცია.
2. ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საკრებულოს
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს მოქმედი
გამგებელი/მერი, ხოლო ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას ახალი გამგებლის/მერის არჩევამდე
საქართველოს მთავრობა მასვე ავალებს მთავრობის რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელებას.
3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირი/ორგანო
ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს. ამ თანამდებობის
პირის/ორგანოს დამატებითი უფლებამოსილებები და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის
განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს
საქართველოს მთავრობა. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელებას საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ზედამხედველობს საქართველოს მთავრობა ან
საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამინისტრო.
4. მუნიციპალიტეტის ორგანოების დათხოვნის, უფლებამოსილების შეჩერებისა და ვადამდე
შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება აქვს
დათხოვნილი, უფლებამოსილებაშეჩერებული ან უფლებამოსილებაშეწყვეტილი საკრებულოს წევრთა
არანაკლებ ერთ მეოთხედს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.
მუხლი 145. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა
1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების
ცნობის დღემდე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან
მორიგ არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები − მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული
მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილების ცნობის დღემდე.
2. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოსა და გამგებლის/მერის დათხოვნისას ან
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას საკრებულო და გამგებელი/მერი აირჩევა ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე ვადით.
მუხლი 147. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან სახელმწიფო
რწმუნებული − გუბერნატორი და ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, საკრებულოს
თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 150. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები და უფლებამოსილების
ვადა
1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები, გარდა ამ კანონის
152-ე მუხლის საფუძველზე გაუქმებული მუნიციპალიტეტებისა, იმართება 2013 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით არსებულ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში, აგრეთვე ამ კანონის 151-ე
მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თვითმმართველ ქალაქებსა და 152-ე მუხლის საფუძველზე
შექმნილ ახალ მუნიციპალიტეტებში.
2. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისას ამ კანონის
შესაბამისად აირჩევიან მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგებლები/მერები.
3. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება 2017 წლის ოქტომბერში.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებს არჩევნებამდე 60 დღით ადრე
ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. 2014 წელს
არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის საკრებულოს მორიგი არჩევნების
შედეგად არჩეული შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. 2014 წელს არჩეულ
გამგებელს/მერს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის გამგებლის/მერის მორიგი არჩევნების
შედეგად არჩეული შესაბამისი გამგებლის/მერის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.
მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები
1. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 2005 წლის
საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული აქვთ და ამ კანონით ენიჭებათ ქალაქებს: თბილისს,
რუსთავს, ქუთაისს, ფოთს, ბათუმს, თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და
ახალციხეს.
2. მუნიციპალიტეტის (გარდა თვითმმართველი ქალაქისა) ადმინისტრაციულ ცენტრად
განისაზღვრება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებამდე
არსებული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.
3. ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული
ცენტრები განისაზღვრება ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 160. მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების დასადგენად კარტოგრაფიული
მასალების მომზადების უზრუნველყოფა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:
ა) 2014 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს
მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს
მთავრობის დადგენილების პროექტი;
ბ) ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით 2014 წლის 1 ივნისამდე საქართველოს
მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამისი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა.