„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 91 ✗ 5
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 51 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული
უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის
მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომ – თბილისის რაიონი) იქმნება
შესაბამისი
სტრუქტურული
ერთეული
(შემდგომ
–
მუნიციპალიტეტის
სტრუქტურული ერთეული).“.
2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წვევამდელის (პირველად) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს
მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო
აღრიცხვა ფორმდება მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
3. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 27 წლის და 27 წელზე მეტი ასაკის პირი, რომელსაც 27 წლამდე არ გაუვლია
სამხედრო სავალდებულო სამსახური, არ გაიწვევა სამხედრო სავალდებულო
სამსახურში და ჩაირიცხება რეზერვში მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის
გამგებლის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
საფუძველზე.“.
4. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი:
„1.
მოქალაქეთა
სამხედრო
სავალდებულო
სამსახურში
გაწვევის
ორგანიზებისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტში – თბილისის რაიონის გამგებელი.“.
5. 24-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება
მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის
რაიონის გამწვევი კომისია. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევი
კომისიის (შემდგომ – გამწვევი კომისია) შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი
მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის
გამგებელი.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო თბილისის
რაიონში – შესაბამისი რაიონის გამგებელი;“.
6. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. წვევამდელის ვალდებულებანი
წვევამდელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის; თბილისის რაიონის
გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით
გამოცხადდეს გამწვევი კომისიის სხდომაზე, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო
სამსახურში გასაწვევად.“.
7. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოქალაქეს (წვევამდელს, რეზერვისტს), რომელიც სამხედრო სამსახურში
გაწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ან მის
მიერ უფლებამოსილი პირის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მითითებულ
ვადაში არ გამოცხადდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში
არასაპატიო
მიზეზით,
დაეკისრება
პასუხისმგებლობა
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად.
მუნიციპალიტეტის/თბილისის
რაიონის
გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება დოკუმენტურად
დადასტურებული მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) ახლო ნათესავის (დედა,
მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა,
სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოება.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზია 2017 წელს მიმდინარე ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ფარგლებში, ცვლილება ხორციელდება
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ და უმაღლეს თანამდებობის პირად
განისაზღვრება მერი ყველა მუნიციპალიტეტში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, კანონის საქართველოს ორგანული კანონში
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტიდან, 21-ე
მუხლის მე-3 პუნქტიდან, 23-ე მუხლის პირველი პუნქტებიდან და მე-2 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტიდან, 28-ე მუხლიდან და 45-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ხორციელდება
ტერმინების „გამგებელი“ და „გამგეობა“ ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს
რეგიონული
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება
მისი (მათი) ამოღება
მუხლი 51. მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები
1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები
არის
მუნიციპალიტეტისათვის
სახელმწიფოს
მიერ
დელეგირებული
უფლებამოსილებები.
2. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული
უფლებამოსილებების
განხორციელებაზე
სახელმწიფო
დარგობრივ
ზედამხედველობას
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“
შესაბამისად
ახორციელებს
საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
3. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული
უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის
გამგეობაში/მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომ – თბილისის რაიონი) იქმნება
შესაბამისი
სტრუქტურული
ერთეული
(შემდგომ
–
მუნიციპალიტეტის
სტრუქტურული ერთეული).
მუხლი 14. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა
1. წვევამდელის (პირველად) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს
მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო
აღრიცხვა ფორმდება მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის/თბილისის რაიონის
გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული პირის სამხედრო
აღრიცხვას ახორციელებს იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე, როდესაც მას
უსრულდება 17 წელი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა.
3. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა შესაძლებელია 17-დან 27 წლამდე ასაკის
პირებისა,
რომლებიც
არ
იდგნენ
სამხედრო
აღრიცხვაზე.
მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი აღნიშნული პირების სამხედრო აღრიცხვას
ახორციელებს მათი გამოვლენისთანავე.
4. სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს 27 წლის ასაკამდე ეწოდება
წვევამდელი, გარდა იმ პირისა, რომელმაც სამხედრო სავალდებულო სამსახური
მოიხადა ან რომელსაც იგი მოხდილად ჩაეთვალა.
5. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის უფლებამოსილი თანამდებობის
პირი პირს აცნობს მისი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ მიღებულ
გადაწყვეტილებას, აგრეთვე მის ვალდებულებებს სამხედრო აღრიცხვასთან და
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.
6. მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა
და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ მონაცემების ანგარიშს
მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც ამ მონაცემებს შეჯერებული სახით
წარუდგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას.
მუხლი 21. მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების
მოხდას
1. ამ კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული პირები ექვემდებარებიან სამხედრო
სავალდებულო სამსახურის გავლას.
2. პირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ
გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ მის მიერ 18 წლის ასაკის
მიღწევის შემდეგ.
21. წვევამდელი, რომელსაც სურს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლებით სარგებლობა,
ვალდებულია ამის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე 1
თვით
ადრე აცნობოს
მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამის
სტრუქტურულ ერთეულს.
3. 27 წლის და 27 წელზე მეტი ასაკის პირი, რომელსაც 27 წლამდე არ
გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური, არ გაიწვევა სამხედრო
სავალდებულო სამსახურში და ჩაირიცხება რეზერვში მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის/თბილისის
რაიონის
გამგებლის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს
მოქალაქის სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება შესაბამისი
ნორმატიული აქტით.
5. (ამოღებულია).
მუხლი 23. სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება
1.
მოქალაქეთა
სამხედრო
სავალდებულო
სამსახურში
გაწვევის
ორგანიზებისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – აგრეთვე თბილისის რაიონის გამგებელი.
2. მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას ახორციელებს
მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი, ხოლო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო
სამსახურში გაწვევას – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან შესაბამისი უწყება.
3. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი განისაზღვრება ამ
კანონით და მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულებით, რომელსაც
ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
31. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
შესაბამისი
დეპარტამენტი
მუნიციპალიტეტებიდან/თბილისის
რაიონებიდან იღებს ინფორმაციას მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო
სამსახურში გაწვევის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, ხოლო მოთხოვნის
შემთხვევაში შეჯერებული სახით აწვდის მას საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს.
მუხლი 24. გამწვევი კომისია
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება
მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის
რაიონის გამწვევი კომისია. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამწვევი
კომისიის (შემდგომ – გამწვევი კომისია) შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი
მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის
რაიონის გამგებელი.
2. გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, ხოლო
თბილისის რაიონში – შესაბამისი რაიონის გამგებელი;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – მუნიციპალიტეტის/თბილისის
რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირი;
გ) კომისიის წევრები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები,
აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე (მოსამსახურეები);
დ) კომისიის მდივანი – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე.
მუხლი 28. წვევამდელის ვალდებულებანი
წვევამდელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის, თბილისის
რაიონის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით
გამოცხადდეს გამწვევი კომისიის სხდომაზე, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო
სამსახურში გასაწვევად.
მუხლი 45. მოქალაქისა და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა სამხედრო
ვალდებულებისა
და
სამხედრო
სამსახურის
შესახებ
კანონმდებლობის
დარღვევისათვის
1. მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი), რომელიც მუნიციპალიტეტის
სტრუქტურული ერთეულის გამოძახებით, მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება
არასაპატიო
მიზეზით,
ჩაითვლება
სამხედრო
ვალდებულების
შესრულებისათვის/სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის თავის ამრიდებლად და
დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოქალაქეს (წვევამდელს, რეზერვისტს), რომელიც სამხედრო სამსახურში
გაწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის/ მერის/თბილისის რაიონის
გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან
მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ
ერთეულში არასაპატიო მიზეზით, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად.
მუნიციპალიტეტის/თბილისის
რაიონის
გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება დოკუმენტურად
დადასტურებული მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) ახლო ნათესავის (დედა,
მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა,
სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოება.
3. სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და
სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით მოქალაქის სამედიცინო
შემოწმებაში მონაწილე ექიმ-სპეციალისტს, გამწვევი კომისიის წევრს და სხვა
თანამდებობის პირს, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეს სამხედრო
ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებაში ან არ შეასრულებს
კანონმდებლობით დადგენილ მოვალეობებს, დაეკისრება პასუხისმგებლობა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ
რეზერვისტებს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა
ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო
დანაშაულის ჩადენისათვის – კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მოქალაქეს სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების
უკანონოდ
ტარებისათვის
პასუხისმგებლობა
ეკისრება
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად.