„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.06.2017
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/86/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 94 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.017468) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ადგილობრივ დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი (შემდგომ − ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი) – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს - მერის მიერ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ადგილობრივ დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;“. 2. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ადგილობრივი ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო - მერი, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების მიზეზია 2017 წელს მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ფარგლებში, ცვლილება ხორციელდება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ და უმაღლეს თანამდებობის პირად განისაზღვრება მერი ყველა მუნიციპალიტეტში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს ორგანული კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-15 მუხლებიდან ხორციელდება ტერმინის „გამგებელი“ ამოღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 11. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ორგანოები 1. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ორგანოებია: ა) ეროვნულ დონეზე: ა.ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს წარუდგენს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო; ა.ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი – სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს მიერ ერთიანი სისტემის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ოპერაციულ დონეზე ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას; ა.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების საგანგებო შტაბები (შემდგომ − საგანგებო შტაბი) − ერთიანი სისტემის სუბიექტების მართვის ორგანოები, რომელთა უფლებამოსილებაა მართვის დონისა და დარგობრივი დაქვემდებარების მიხედვით სამოქალაქო უსაფრთხო-ების სფეროში ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტების საქმიანობის ორგანიზება; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის ავტონომიური რესპუბლიკის ოპერატიული ცენტრი (შემდგომ − ავტონომიური რესპუბლიკის ოპერატიული ცენტრი) − ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას; გ) სამხარეო დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო ოპერატიული ცენტრი (შემდგომ − სამხარეო ოპერატიული ცენტრი) – სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნა-ტორის მიერ სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნა-ტორის, შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც სამხარეო დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას; დ) ადგილობრივ დონეზე − საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი (შემდგომ − ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი) – ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის (გამგებლის/მერის) მიერ შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების რეაგირების ძალებისა და სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის უფლებამოსილი პირებისაგან შექმნილი ორგანო, რომელიც ადგილობრივ დონეზე (ოპერაციულ დონეზე) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას; ე) საობიექტო დონეზე − ობიექტის საგანგებო შტაბი. 2. მართვის დონეების მიხედვით საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება ხდება ეროვნული გეგმის, „საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიანი სისტემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერატიული ცენტრები იქმნება გარკვეული ვადით, მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, ვითარების ხასიათისა და მასშტაბის გათვალისწინებით. 4. ოპერატიული ცენტრის შექმნამდე მოსალოდნელ ან ფაქტობრივ საგანგებო სიტუაციაზე პირველად რეაგირებას ახდენს სააგენტო ან ახდენენ ერთიანი სისტემის შესაბამისი რეაგირების ძალები. 5. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით ოპერატიული ცენტრები უფლებამოსილი არიან, ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო სიტუაციის ზონაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნან საველე ოპერაციების ერთი ან რამდენიმე ცენტრი, რომელიც/რომლებიც ადგილზე ახორციელებს/ახორციელებენ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას და ტაქტიკურ დონეზე რეაგირების ძალების მართვას. 6. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი, ობიექტის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იმავდროულად არის სამოქა-ლაქო უსაფრთხოების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის პასუხისმგებელი პირი. მუხლი 15. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ორგანიზება და ხელმძღვანელობა 1. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას ახორციელებენ რეაგირების ძალები მათ ხელთ არსებული მატერიალური რესურსებისა და საავარიო-სამაშველო საშუალებების გამოყენებით. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებაში მონაწილეობენ სავალდებულო ოპერაციების შემსრულებელი ფიზიკური და იურიდიული პირები. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 3. საგანგებო შტაბის საქმიანობას ხელმძღვანელობს შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 4. ავტონომიური რესპუბლიკის ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 5. სამხარეო ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნა-ტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 6. ადგილობრივი ოპერატიული ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი (გამგებელი/მერი) ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 7. ობიექტის საგანგებო შტაბის საქმიანობას ხელმძღვანელობს შესაბამისი ობიექტის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 8. ავტონომიური რესპუბლიკის, სამხარეო და ადგილობრივი ოპერატიული ცენტრების ხელმძღვანელების მოადგილეები არიან სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ან მათ მიერ უფლებამოსილი პირები. 9. საველე ოპერაციების ცენტრს ხელმძღვანელობს/ხელმძღვანელობენ შესაბამისი ოპერატიული ცენტრის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი/პირები, ხოლო შესაბამისი ოპერატიული ცენტრის შექმნამდე − სააგენტოს უფლებამოსილი პირი/პირები. 10. საგანგებო სიტუაციის ზონაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას უშუალოდ ხელმძღვანელობს: ა) საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის დონის შესაბამისი ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი; ბ) ერთიანი სისტემის რეაგირების ძალების უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც პირველი მივიდა ინციდენტის ადგილზე, მისი გამომწვევი მიზეზის ხასიათის გათვალისწინებით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელმძღვანელის მისვლამდე. 11. თუ საველე ოპერაციების ცენტრი შექმნილია, რეაგირების ძალები, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა, საგანგებო სიტუაციის ზონაში მისვლისთანავე გადადიან საველე ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში. 12. საგანგებო სიტუაციის ზონაში საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ერთიანი სისტემის რეაგირების ძალების და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების სხვა მონაწილეების უსაფრთხოებისათვის. 13. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტი-ლებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნენ საქართველოს სამხედრო ძალების შესაბამისი დანაყოფები საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. 14. საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში პირებს, რომლებიც წარმოადგენენ რეაგირების ძალებს, მიეცემათ 1949 წლის 12 აგვისტოს „საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმით (ოქმი I, 1977 წლის 8 ივნისი) დადგენილი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო მოწმობა. პერსონალის პირადობის დამადასტურებელი