„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 9 ✗ 37
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე: www.matsne.gov.ge,
11/11/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016152) შეტანილ იქნეს
ცვლილება და პირველი მუხლის:
ა) მე-4-და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო
მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების
შესახებ;“.
5. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 55. მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი
შეუთავსებლობა
მერის
პირველი
მოადგილისა
და
მოადგილის
თანამდებობრივი
შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მე-60 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე,
რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო
საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების,
საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების
შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების,
პროფესიული
განვითარების
შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესით;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და
დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა
თანამდებობრივ მოვალეობებს;“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადების მიზეზია 2017 წელს მიმდინარე ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ფარგლებში, ცვლილება ხორციელდება
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ და უმაღლეს თანამდებობის პირად
განისაზღვრება მერი ყველა მუნიციპალიტეტში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონის
საქართველოს
ორგანული
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსში“
განსახორციელებელ
ცვლილებებთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის
შესაბამისად,
„საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლიდან ხორციელდება ტერმინების
„გამგებელი“ და „გამგეობა“ ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი
1.
საქართველოს
ორგანულ
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა
წახალისებისა და საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომების შეფარდების შესახებ;“.
2. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის
თანამდებობრივი შეუთავსებლობა
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის თანამდებობრივი
შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
3. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირს უფლებამოსილება
ვადამდე
შეუწყდება
აგრეთვე
„საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
თანამდებობის
პირისთვის
შეუთავსებელი
თანამდებობის
დაკავების
ან
შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში.“.
4. 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის/მერიის მოხელეთა წახალისებისა და
საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების
შეფარდების შესახებ;“.
5. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 55. გამგებლის/მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
გამგებლის/მერის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
6. 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ზ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანამდებობის პირისთვის
შეუთავსებელი
თანამდებობის
დაკავება
ან
შეუთავსებელი
საქმიანობის
განხორციელება;“.
7. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. გამგებლის/მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის
თანამდებობრივი შეუთავსებლობა
გამგებლის/მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობრივი
შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
8. მე-60 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო
მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
გამგებელი/მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესით.“;
ბ) მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;
გ) გამგებელს/მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის
საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა
წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის
ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული
განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესით;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და
დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა
თანამდებობრივ მოვალეობებს;“.
9. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს
თბილისის
მერიის
თანამდებობის
პირებს; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მერიის
სხვა საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ კანონის 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით
იღებს გადაწყვეტილებებს თბილისის მერიის მოხელეთა წახალისებისა და საჯარო
მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების
შესახებ;“.
10. 101-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუნიციპალიტეტი მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის
მიმართავს
შრომის
ანაზღაურებისათვის
გათვალისწინებული
საბიუჯეტო
ასიგნებების საერთო მოცულობის არანაკლებ 1 პროცენტს.“.