„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 5
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 92 ✗ 5
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.06.2016, სარეგისტრაციო კოდი:
040150000.05.001.018150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ლ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი – მუნიციპალიტეტის მერი ან
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის
მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის
თანამდებობის პირი ან მოხელე;“;
2. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერებმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან
არაუგვიანეს 45-ე დღისა განსაზღვრონ მერიების თანამდებობის პირები და
მოხელეები,
რომლებსაც
გადაეცემათ
ამ
კანონით
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზია 2017 წელს მიმდინარე ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ფარგლებში, ცვლილება ხორციელდება
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ და უმაღლეს თანამდებობის პირად
განისაზღვრება მერი ყველა მუნიციპალიტეტში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური
წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის
საქართველოს ორგანული კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
განსახორციელებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური
წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე3 და 24-ე მუხლებიდან ხორციელდება ტერმინების „გამგებელი“ და „გამგეობები“
ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
რეგიონული
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება:
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო პროექტი – ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და
სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო
მმართველობითი
სპეციალური
ღონისძიებების
ერთობლიობა,
რომლებიც
ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების
კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად;
ბ) საპილოტო პროექტი – სახელმწიფო პროექტის კომპონენტი, რომელიც
ითვალისწინებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას და
ხორციელდება გეოგრაფიული მრავალფეროვნების ნიშნით შერჩეულ საქართველოს
12 დასახლებაში;
ბ1 )
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტი – სახელმწიფო პროექტის კომპონენტი, საქართველოს
მთავრობის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
განსაზღვრული განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების
ერთობლიობა, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ კანონით საპილოტო
პროექტისთვის დადგენილი წესით;
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
ბ 2)
მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი – საქართველოს მთავრობის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული
სუბიექტი;
გ) სისტემური რეგისტრაცია – საპილოტო პროექტის ან განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში
მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში
ცვლილების
რეგისტრაცია
პროაქტიულ
საფუძველზე,
ამ
კანონით
გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად;
დ) სპორადული რეგისტრაცია – სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის
მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ
წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე
საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია
ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის შესაბამისად;
ე) მიწის ნაკვეთი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული
შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე;
ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – საძოვარი, სათიბი,
სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო
მიწის ნაკვეთი;
ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – მიწის ნაკვეთი,
რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
თ) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი –
პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის
უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის
მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის
საფუძველზე წარმოეშვა;
ი) მართლზომიერი მფლობელი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის
(სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;
კ) მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე
ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთს, როგორც საკუთარს, საკუთრების უფლების
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთან ფორმის დაუცველად
დადებული გარიგების საფუძველზე;
ლ)
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენელი
–
მუნიციპალიტეტის
გამგებელი/მერი
ან
საქართველოს
ორგანული
კანონის
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად
მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებით
აღჭურვილი
გამგეობის/მერიის
თანამდებობის პირი ან მოხელე;
მ)
საკუთრების
უფლების
დამადასტურებელი
დოკუმენტი
–
ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი),
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი,
სასამართლოს
(არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი
აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის
მოთხოვნის უფლებას;
ნ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი
დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ)
ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობადახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს
რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48
დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის
ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ
შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული
მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
(მმართველობის)
ორგანოების
მიერ
დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია),
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად
გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით
სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის
ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის
გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
ო) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი – მიწის
ნაკვეთის საზღვრების, კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე
განთავსებული ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული
ზუსტი ინფორმაცია, რომლის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან
შესაბამისობა,
საჭიროების
შემთხვევაში,
დასტურდება
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
პ) სარეგისტრაციო ბლოკი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით,
ხოლო
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის ფარგლებში – განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტის
განმახორციელებლის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში
მდებარე მიწის ნაკვეთების ერთობლიობა;
ჟ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი – მიწის ნაკვეთის შენობანაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობი;
რ) მყარი სასაზღვრო მიჯნა – ღობე ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობა,
რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა;
ს) მედიაცია – ამ კანონით დადგენილი წესით დავის გადაწყვეტის
ალტერნატიული საშუალება;
ტ) მედიატორი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოდავე მხარეთა შორის მოლაპარაკებას
წარმართავს;
უ) სანოტარო მედიაცია – კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის
ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო პროექტის
მიზნებისათვის და რომელსაც წარმართავს ერთი ან ერთზე მეტი მედიატორი
ნოტარიუსი;
ფ) ფაქტების კონსტატაცია – გარემოებათა დასამტკიცებლად ფაქტობრივი
გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ასახვა.
2. ამ კანონში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „საჯარო რეესტრის
შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 24. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 30-ე
დღისა განსაზღვროს საქართველოს დასახლებები, რომლებშიც განხორციელდება
საპილოტო პროექტი.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან
არაუგვიანეს 45-ე დღისა დაამტკიცოს:
ა) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის,
მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანის და მედიატორის
შერჩევის წესი;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო პროექტის
ფარგლებში განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის აუცილებელი
დოკუმენტების ფორმები.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ
კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა დაამტკიცოს სახელმწიფო
პროექტის
ფარგლებში
შესრულებული
საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოების ანაზღაურების წესი.
4. შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგებლებმა/მერებმა ამ კანონის
გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა განსაზღვრონ გამგეობების/ მერიების
თანამდებობის პირები და მოხელეები, რომლებსაც გადაეცემათ ამ კანონით
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.