„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 92 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
24/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430040000.05.001.018169) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4.
მუნიციპალიტეტები
ამ
კანონით
გათვალისწინებული
უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის
მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და ამ მიზნით დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით.“.
2. მე-14 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაწესებულების ავტორიზაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია აწარმოოს დაწესებულებათა
რეესტრი, შეაგროვოს და მასში ასახოს მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების
წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის
შესაბამისად, უზრუნველყოს მონაცემთა საჯაროობა და მიაწოდოს ისინი საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ამ
კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი
სტრუქტურული
ერთეული
პასუხისმგებელია
მიწოდებული
მონაცემების
სისწორისთვის.“.
3. მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ან/და მის
მიერ დაფუძნებულ შესაბამის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს
ყოველკვარტალურად წარუდგენს რეკომენდაციებს.“.
4. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. დაწესებულების მუნიციპალური კონტროლი
1. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
დადგენილი წესით აკონტროლებს დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.
2. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის მიერ საჯარო დაწესებულების საქმიანობის კონტროლის
განხორციელების
სტანდარტები
დგინდება
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით.
3. დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით
მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი ახორციელებს:
ა) დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული
ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს;
ბ) დაწესებულების მიერ ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის წარმოების
შემოწმებასა და შეფასებას;
გ) დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა
მოთხოვნების შესრულების შემოწმებასა და შეფასებას.
4. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი უფლებამოსილია დაწესებულების საქმიანობის კონტროლის
განხორციელების მიზნით, წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოცხადდეს
დაწესებულებაში
ავტორიზაციის
პირობების
შესრულების
ადგილზე
შესამოწმებლად.
5. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული
პირი
ვალდებულია
დაწესებულების
სააღმზრდელოსაგანმანათლებლო
პროგრამაში
ჩართული
არანაკლებ
10
ბავშვის
მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ
დაწესებულების არაგეგმური კონტროლი.
6. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია დაწესებულების საქმიანობის
კონტროლის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემები წლიური ანგარიშის
ფარგლებში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზია 2017 წელს მიმდინარე ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ფარგლებში, ცვლილება ხორციელდება
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ და უმაღლეს თანამდებობის პირად
განისაზღვრება მერი ყველა მუნიციპალიტეტში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, კანონის საქართველოს ორგანული კანონში
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტიდან, მე-14
მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებიდან, მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან
და 26-ე მუხლიდან ხორციელდება ტერმინების „გამგებელი“ და „გამგეობა“ ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
რეგიონული
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც
(რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება
მისი (მათი) ამოღება
მუხლი 10. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში
1. მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის –
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა
და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე
აქტების საფუძველზე მოიცავს:
ა) სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას;
ბ) თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მიწოდების უზრუნველყოფას;
გ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდების პროცესში ბავშვისა და
მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვისა და პატივისცემის
უზრუნველყოფას;
დ)
დაწესებულების
პროგრამაში
ბავშვის
მშობლის/კანონიერი
წარმომადგენლის ჩართულობის უზრუნველყოფას;
ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის
სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის, შეფასებისა და
ანგარიშგების სისტემის შემუშავებას და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
ვ) საჯარო დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით წლიური
მუნიციპალური პროგრამისა და ფინანსური გეგმის მომზადებას;
ზ)
ამ
კანონით
გათვალისწინებული
სხვა
უფლებამოსილებების
განხორციელებას და სხვა ვალდებულებების შესრულებას.
2. მუნიციპალიტეტები ბავშვთა სათანადო განვითარებისათვის და
სკოლისათვის მოსამზადებლად უზრუნველყოფენ ძლიერი და მდგრადი
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შექმნას, რომელიც ეფუძნება
შემდეგ პრინციპებს:
ა) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა, მიუხედავად ბავშვის ფიზიკური,
შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური,
რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებისა;
ბ) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი
განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის
სხვა უფლებების უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი მომსახურების დასანერგავად
სათანადო პირობების უზრუნველყოფა;
დ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების
სრული ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ე) ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და საზოგადოებასთან
ეფექტიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა.
3. სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მომსახურების დასანერგავად მუნიციპალიტეტები:
ა) შეისწავლიან მუნიციპალურ საჭიროებებს, გეგმავენ ადგილობრივ
რესურსებს და განსაზღვრავენ საბიუჯეტო სახსრებს;
ბ) უზრუნველყოფენ აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებას საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელპედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შესაბამისად;
გ) უზრუნველყოფენ დაწესებულებებისა და მათი მომსახურებებისთვის
დადგენილი სტანდარტების შესრულების კონტროლს;
დ)
დაწესებულებების
პერსონალისთვის
ადგენენ
სამსახურებრივ
ინსტრუქციებს, ქცევისა და ეთიკის ნორმებს და უზრუნველყოფენ მათ შესრულებას;
ე) ადგენენ საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო
მოთხოვნებს და 5 წელიწადში ერთხელ აკონტროლებენ ამ მოთხოვნების
შესაბამისობას;
ვ) უზრუნველყოფენ დაწესებულებების შიდა მონიტორინგის, შეფასებისა და
ანგარიშგების სისტემის ფუნქციონირებას;
ზ)
მუნიციპალიტეტების
მიერ
შემუშავებული
დაწესებულებების
მონიტორინგის
სისტემის
შესაბამისად
სისტემატურად
ახორციელებენ
დაწესებულებათა მონიტორინგს, რომლის მიზანია ავტორიზაციის პირობების
ავტორიზაციის წესის შესაბამისად შესრულების შემოწმება;
თ) ამტკიცებენ დაწესებულებაში დასაქმებულ პირთან დადებული შრომითი
ხელშეკრულების სავალდებულო პირობებს პროფესიულ კავშირთან შესაძლო
კონსულტაციით.
4. მუნიციპალიტეტები ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების
განხორციელებას
უზრუნველყოფენ
მუნიციპალიტეტის
მერიის/გამგეობის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და ამ მიზნით დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მეშვეობით.
მუხლი 14. დაწესებულების ავტორიზაცია
1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების
მიწოდების
განსახორციელებლად
დაწესებულება
ვალდებულია
გაიაროს
ავტორიზაცია.
2. დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების
ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
3. დაწესებულების ავტორიზაციას ახორციელებს მუნიციპალიტეტის
მერიის/გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
4. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური დაწესებულების ავტორიზაციის
მიზნით ამოწმებს დაწესებულების პირობების ამ კანონითა და შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
5. დაწესებულების ავტორიზაცია უფასოა.
6. მუნიციპალიტეტის ორგანო ვალდებულია აწარმოოს დაწესებულებათა
რეესტრი, შეაგროვოს და მასში ასახოს მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ
დამტკიცებული მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების
წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის
შესაბამისად, უზრუნველყოს მონაცემთა საჯაროობა და მიაწოდოს ისინი საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ამ
კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის მერიის/გამგეობის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია მიწოდებული მონაცემების
სისწორისთვის.
მუხლი 18. საკონსულტაციო საბჭო
1. საჯარო დაწესებულება საზოგადოებრივ საწყისებზე ქმნის საკონსულტაციო
საბჭოს.
2. საკონსულტაციო საბჭოს ჰყავს 7 წევრი:
ა) 5 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;
ბ) 2 აღმზრდელ-პედაგოგი.
3. საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭოს
საქმიანობაში
მონაწილეობისათვის
შესაძლებელია
მოწვეულ
იქნეს
ექსპერტი/სპეციალისტი.
4. საჯარო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია საკონსულტაციო
საბჭოს შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს.
5. საკონსულტაციო საბჭოს ირჩევს მშობელთა საერთო კრება 1 წლის ვადით, ამ
ვადის ერთხელ განახლების უფლებით.
6. საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა რეგულირდება ამ კანონითა და საჯარო
დაწესებულების წესდებით.
7. საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს
თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები ხმათა
უმრავლესობით, 2 წლის ვადით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და
ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს.
8. საკონსულტაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ
წელიწადში 4-ჯერ.
9. საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სულ
მცირე 4 წევრის მონაწილეობით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად
გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონსულტაციო საბჭოს
თავმჯდომარე.
10. საკონსულტაციო საბჭო:
ა) განიხილავს მომსახურებას, სასწავლო გეგმის წლიურ განრიგს და სასწავლო
მასალების ჩამონათვალს და იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს;
ბ) განიხილავს საჯარო დაწესებულების ფინანსურ ხარჯებს და ქონების
აქტივების მართვის საკითხებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას
შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს;
გ) წესდების შესაბამისად განიხილავს ბავშვთა მშობლების/კანონიერი
წარმომადგენლების საჩივრებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას აძლევს
რეკომენდაციებს პრობლემების აღმოსაფხვრელად;
დ) მუნიციპალიტეტის მერიის/გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს
ან/და მის მიერ დაფუძნებულ შესაბამის არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად წარუდგენს რეკომენდაციებს.
მუხლი 26. დაწესებულების მუნიციპალური კონტროლი
1. მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შესაბამისი სტრუქტურული
ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ დადგენილი წესით აკონტროლებს დაწესებულების მიერ
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.
2. მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შესაბამისი სტრუქტურული
ერთეულის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საჯარო დაწესებულების საქმიანობის
კონტროლის განხორციელების სტანდარტები დგინდება საქართველოს მთავრობის
დადგენილებით.
3. დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით
მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი ახორციელებს:
ა) დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული
ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს;
ბ) დაწესებულების მიერ ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის წარმოების
შემოწმებასა და შეფასებას;
გ) დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა
მოთხოვნების შესრულების შემოწმებასა და შეფასებას.
4. მუნიციპალიტეტის მერიის/გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული
ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირი
უფლებამოსილია
დაწესებულების
საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით, წინასწარი შეტყობინების
გარეშე გამოცხადდეს დაწესებულებაში ავტორიზაციის პირობების შესრულების
ადგილზე შესამოწმებლად.
5. მუნიციპალიტეტის მერიის/გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული
ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირი
ვალდებულია
დაწესებულების
სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის
მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ
დაწესებულების არაგეგმური კონტროლი.
6. მუნიციპალიტეტის მერი/გამგებელი ვალდებულია დაწესებულების
საქმიანობის კონტროლის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემები
წლიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.