„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.06.2017
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/86/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 93 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1851 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1851. პირის გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობა სახელმწიფო, ადგილობრივი ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის, აგრეთვე გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“. 2. 1961 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1961. წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობა წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას.“. 3. 1966 და 197-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1966. სამხედრო ვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დასკვნის გამოტანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ დასკვნის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისთვის შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. მუხლი 197. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის აღნიშნული თანამდებობის პირისთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“. 3. 239-ე მუხლის 66-ე და 67-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. 67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადების მიზეზია 2017 წელს მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ფარგლებში, ცვლილება ხორციელდება საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ და უმაღლეს თანამდებობის პირად განისაზღვრება მერი ყველა მუნიციპალიტეტში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის შესაბამისად, კოდექსის 1851, 1961, 1966, 197-ე და 239-ე მუხლებიდან ხორციელდება ტერმინების „გამგებელი“ და „გამგეობა“ ამოღება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს რეგიონული სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1851. პირის გარდაცვალების შესახებ შეუტყობინებლობა სახელმწიფო, ადგილობრივი ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) და სასამართლოსამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენლის, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირის, აგრეთვე გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის პირის გარდაცვალების შესახებ კანონით დადგენილი წესით შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. მუხლი 1961. წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობა წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას. მუხლი 1966. სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის შეუტყობინებლობა სამხედროვალდებულისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის შესახებ დასკვნის გამომტანი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დასკვნის გამოტანიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ამ დასკვნის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის/მერიისთვის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისთვის შეუტყობინებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული დარღვევის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. მუხლი 197. სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის აღნიშნული თანამდებობის პირისთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; და 422 მუხლებით გათვალისწინებულ 2. ამ კოდექსის 421 სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური; 21. ამ კოდექსის 423 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 95-ე, 1281 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები. 4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 821– 824, 84-ე−86-ე, 871–873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. 41. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები. 42. ( ამოღებულია – 25.03.2013, №453 ). 43. ამ კოდექსის 51-ე და 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 5. (ამოღებულია); 6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 7. (ამოღებულია); 8. (ამოღებულია); 9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი. 10. ამ კოდექსის 88-ე და 14410 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 101. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები; 13. ამ კოდექსის 45-ე, 583, 81-ე, 861, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე−123ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1395, 150-ე და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 131. ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. 132. ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი. 14. ამ კოდექსის 431, 432, 513, 533, 55-ე, 552, 553 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150ე−151-ე, 152-ე და 1534 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები. 15. (ამოღებულია). 16. ამ კოდექსის 153-ე, 1531, 1541, 1542, 1551, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 1653 და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები. 161. ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 17. (ამოღებულია). 18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე; 19. ამ კოდექსის 664 და 912 მუხლებით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით და 153-ე, 1531, 1535, 1551–1556, 157-ე, 158-ე, 164-ე, 1644, 165-ე– 1653, 178-ე, 1793, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. 20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს სახალხო დამცველი; 21. ამ კოდექსის 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 22. ამ კოდექსის 1792 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 23. ამ კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები; 241. ( ამოღებულია); 242. ( ამოღებულია); 243. (ამოღებულია); 25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004); 27. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1461, 1501, 1511, 1522 და 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმებს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 29. ამ კოდექსის 912 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე. 30. (ამოღებულია); 31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-651, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 32. (ამოღებულია); 33. ამ კოდექსის 1571 –1574 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; 35. ამ კოდექსის 141–142-ე, 1441–1449 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი პირები; 36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 572 მუხლებით, 913 მუხლის მე-2 ნაწილით და 962 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 37. ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები. 38. ამ კოდექსის 442, 445, 447–4412 და 462–464 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. 39. ამ კოდექსის 1052 მუხლითა და 1645 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო; 391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 40. (ამოღებულია); 41. ამ კოდექსის 582 მუხლითა და 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5– მე-10 და მე-12– მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად). 42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 43. (ამოღებულია); 44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები; 47. ამ კოდექსის 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 1394 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. 471. ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 48. ამ კოდექსის 1553–1556 , 1711–1713 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 50. ამ კოდექსის 961 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. 51. ამ კოდექსის 444 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 52. (ამოღებულია). 521. ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662). 55. ამ კოდექსის 185-ე, 1851 და 1852 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 57. ამ კოდექსის 99-ე და 16510 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 58. (ამოღებულია). 59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653). 60. ამ კოდექსის 1724, 1725, 1736, 1737, 1739 და 1751 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 1727 და 17313 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები. 601. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 602. ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. 61. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 62. ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად . 63. ამ კოდექსის 17312 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო . 64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი. 65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. 67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. 68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 69. ამ კოდექსის 17712 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები. [70. ამ კოდექსის 1537 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან )]