„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება)
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 94 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-05
ბიუროს ნომერი 64
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
28.12.2011,
სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ ბავშვი დაიბადა
სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის
უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეგულაციით:
„4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სააღმზრდელო საქმიანობის
განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მერის
მიერ უფლებამოსილი პირი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს
ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის არარსებობის
თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ
სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე
ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირი თავის საქმიანობას
ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული
უფლებამოსილების
ფარგლებში,
რომლის
განხორციელებაზე
დარგობრივ
ზედამხედველობას
საქართველოს
ორგანული
კანონით
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო.“.
2. 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის
გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;“.
3. 72-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი
ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ;“
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შესადგენი
ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის
ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანებით. პირის გარდაცვალების შესახებ ოქმი არ არის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი.
4. თუ მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს არ აქვს საკმარისი
და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და შეუძლებელია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის ოქმის
შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის
გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე შეატყობინოს.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადების მიზეზია 2017 წელს მიმდინარე ადგილობრივი
თვითმმართველობის რეფორმა, რომლის ფარგლებში, ცვლილება ხორციელდება
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“
და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ და უმაღლეს თანამდებობის პირად
განისაზღვრება მერი ყველა მუნიციპალიტეტში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, კანონის საქართველოს ორგანული კანონში
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის 23-ე მუხლის: პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტიდან, მე-4 და მე-7 პუნქტებიდან, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტიდან, 72-ე მუხლის: პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან, მე-3 და მე-4
პუნქტებიდან ხორციელდება ტერმინის „გამგებელი“ ამოღება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
და
ინფრასტრუქტურის
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 23. დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება
1. დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის
ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ:
ა) სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ
პირს, თუ ბავშვი ამ დაწესებულებაში დაიბადა;
ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს დაბადების შესახებ სამედიცინო
ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ სამედიცინო
დაწესებულებასთან, თუ მან ბავშვის დედას სამედიცინო დაწესებულების გარეთ
მშობიარობისას გაუწია დახმარება;
გ) ბავშვის მშობელს, თუ ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულმა
პირებმა არ განაცხადეს ბავშვის დაბადების შესახებ, აგრეთვე თუ ბავშვი დაიბადა
სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის
უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ან სხვა სახელმწიფოში;
დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ
ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო
ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე;
ე) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან სააღმზრდელო საქმიანობის
განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს, თუ პირი, რომლის
დაბადებაც არ არის რეგისტრირებული, ამ ორგანოს ან დაწესებულების
აღსაზრდელია ან იმყოფება მისი მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ პირებს
დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის
ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება აქვთ იმის მიუხედავად, შეასრულებენ თუ
არა ამ ვალდებულებას სხვა პირები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირები
დაბადების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს
მიმართავენ ამ კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით, ბავშვის დაბადებიდან 5
სამუშაო დღის ვადაში.
4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, სააღმზრდელო საქმიანობის
განმახორციელებელი
დაწესებულების
ხელმძღვანელი,
მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის
ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII თავით დადგენილი წესით, დაბადების
რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე შეტყობიდან ან სამედიცინო დაწესებულების
გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე
პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების თაობაზე შეტყობიდან 1 თვის ვადაში.
5. ბავშვის მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ბავშვის
დაბადების თაობაზე მიმართავს ბავშვის დაბადებიდან 1 თვის ვადაში. დაბადების
შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის
მშობელი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს ამ კანონის XII
თავით დადგენილი წესით.
6. სხვა სახელმწიფოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ
საკონსულო
დაწესებულებისათვის
მიმართვის
შემთხვევაში
დაბადების
რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული
პირობების არსებობისას.
7. ამ კანონის 23-ე, 71-ე და 72-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირი თავის საქმიანობას
ახორციელებს მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული
უფლებამოსილების
ფარგლებში,
რომლის
განხორციელებაზე
დარგობრივ
ზედამხედველობას
საქართველოს
ორგანული
კანონით
„ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს
იუსტიციის სამინისტრო.
მუხლი 71. განცხადება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე
1. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ:
ა) სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის
(კლინიკური
პათოლოგიის)
ან
სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზის
განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ
პირს – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ პირი გარდაიცვალა
აღნიშნულ დაწესებულებაში ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა/დაადასტურა ამ
დაწესებულებამ;
ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გარდაცვალების შესახებ
სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ
სამედიცინო დაწესებულებასთან, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური
პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელ
დაწესებულებასთან, – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ
გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა გასცა ან გარდაცვალების ფაქტი
დაადგინა აღნიშნულმა პირმა;
გ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის
გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს − საბრძოლო მოქმედებების ან
სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით –
პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს − საომარი მდგომარეობის დროს,
საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა
სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მოსამსახურესთან
დაკავშირებით − პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული
დღის ვადაში;
ვ) მშობელს (მშვილებელს), მეუღლეს ან შვილს (ნაშვილებს), თუ მას შეუძლია
ივარაუდოს, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის პირის
გარდაცვალების ფაქტი უცნობია;
ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – საბრძოლო
მოქმედების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან
დაკავშირებით – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული
დღის ვადაში.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების
რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა
სრულწლოვანმა, ქმედუნარიანმა პირმა ან ადმინისტრაციულმა ორგანომ.
3.
სხვა
სახელმწიფოში
გარდაცვლილი
პირის
გარდაცვალების
რეგისტრაციისათვის საკონსულო დაწესებულებას შეიძლება მიმართოს აგრეთვე
ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ.
4. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულების მქონე პირთა მიერ
წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანებით.
მუხლი 72. გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტები
1. გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისათვის პირის გარდაცვალების
დამადასტურებელი დოკუმენტებია:
ა) გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების
შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ
შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების შესახებ;
ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა
სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს
(შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო ან საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის
გარდაცვალების შესახებ;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციაში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებაში ანდა
სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ;
ზ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს
კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი
დოკუმენტი.
2. სტიქიური უბედურების ან კატასტროფის შედეგად დაღუპული პირის
გარდაცვალების რეგისტრაცია შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს საქართველოს
იუსტიციის მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ
შესადგენი ოქმის რეკვიზიტები, მისი შედგენისა და სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს
იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. პირის გარდაცვალების შესახებ ოქმი არ არის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. თუ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ უფლებამოსილ პირს არ აქვს
საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია პირის გარდაცვალების ფაქტის შესახებ და
შეუძლებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული
ფორმის ოქმის შედგენა, იგი ვალდებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის
ორგანოს პირის გარდაცვალების ფაქტის თაობაზე ოქმის შედგენის გარეშე
შეატყობინოს.
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გარდაცვალების
რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს პირის გარდაცვალების
დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც.