„საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისათვის) შესრულების ანგარიში“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.05.2018
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო
ნომერი
#7475/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-05-17
ბიუროს ნომერი 161

📜 ტექსტი

წერილი
*GOV01800015397* GOV 0 18 00015397 15/05/2018 ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების ანგარიში საქართველოს პარლამენტს შემდგომი მსვლელობისათვის გიგზავნით საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 მაისის N1082 განკარგულებას ,,ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების ანგარიშის თაობაზე“. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
12832-3-9-3-201807181910 N 12832 18/07/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების ანგარიშის“ თაობაზე (№7475; 15.05.2018) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2018 წლის 12 ივნისისა და 09 ივლისის სხდომებზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების ანგარიში“. ანგარიში ასახავს 2016-2017 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით, ასევე ასახავს სახელმწიფოს ხედვას, რა პრობლემებისა და გამოწვევების პირობებში აგრძელებს ის მუშაობას თითოეული უფლების დაცვის/რეალიზების კუთხით. წინამდებარე დოკუმენტის გათვალისწინებული აქტივობების მიზანია, შეფასდეს შესრულების სამოქმედო მდგომარეობა გეგმით რამდენად რელევანტური, ეფექტიანი და პრიორიტეტულია სამოქმედო გეგმის მიზანთან მიმართებით და შეიძლებოდა თუ არა პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან ყველა აქტივობის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში აღნიშნული მიზნის მიღწევა. 1. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაუმჯობესებისათვის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები ემსახურება ორ მიზანს: სისხლის სამართლის კანონმდებლობის გადახედვას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, ასევე, უშუალოდ სამართალდამცავი სისტემის შიგნით დანაშაულის ჩადენის ფაქტების მაქსიმალურად გამორიცხვას, ნებისმიერ გადაცდომაზე განმავლობაში, სისხლის სამართლის ეფექტიან რეაგირებას. საანგარიშო პერიოდის კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კუთხით დაგეგმილი აქტივობებიდან შესაბამისმა უწყებებმა განახორციელეს შემდეგი ღონისძიებები: ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის მიმართულებით, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიმდინარეობს საქართველოს საკანონმდებლო სისხლის ცვლილებების სამართლის შემუშავება; საპროცესო საკანონმდებლო კოდექსში ცვლილებების შესახებ პროექტის დასრულებისთანავე მოხდება მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში. დაზარალებულთა უფლებების შემდგომი განმტკიცების მიზნით, 2017 წელს პროკურატურის მიერ შემუშავდა რეკომენდაცია პროკურორთათვის, რომელიც მიზნად ისახავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებების მაქსიმალურად ეფექტიანი დაცვისა და ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების დაზარალებულად ცნობის, ხელშეწყობას. მისთვის რეკომენდაცია უფლება-მოვალეობათა შეეხება განმარტების, ინფორმაციის მიწოდების, სამართალწარმოების პროცესში მისი მონაწილეობის საკითხებს და სხვ. 2017 წელს შემუშავდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის დასწრების უფლება ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების მონაწილეობით ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე. 2018 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტში მოხდა ცვლილებების ინიცირება საქართველოს მთავრობის მიერ. სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის, მოდერნიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვა. საბჭოს ფარგლებში შექმნილი ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების ინტესიური შეხვედრებისა და მუშაობის შედეგად ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამისა და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭრით მომზადდა ფართომასშტაბიანი ცვლილებების პროექტი, კოდექსის როგორც ზოგად, ასევე კერძო ნაწილში. კანონპროექტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში გაგზავნა 2018 წლის ბოლომდე იგეგმება. ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნებისათვის სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები, კერძოდ 2017 წლის 4 მაისს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, 53-ე მუხლის 31 ნაწილი, რომელიც სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს, ცალკე, 531-ე მუხლად გამოეყო. ამასთანავე, დისკრიმინაციის ნიშნებს დაემატა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი აქტივობები. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის გატარების მიზნით რეფორმის შექმნილმა, ადმინისტრაციულ ხელშემწყობმა სამართალდარღვევათა სამთავრობო კომისიამ სისტემის შეიმუშავა ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებათა პაკეტი და სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების პროექტები. პროექტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს და მისი პარლამენტში ინიცირება დაგეგმილია 2018 წლის განმავლობაში. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების კუთხით მოსამართლეთა როლის გაზრდის მიზნით, სამოქმედო გეგმით დადგენილ ვადებში განხორციელდა მოსამართლეთა გადამზადება სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებთან დაკავშირებით. უშუალოდ სამართალდამცავი სისტემის შიგნით დანაშაულის ჩადენის ფაქტების მაქსიმალურად გამორიცხვის და ნებისმიერ გადაცდომაზე ეფექტიანი რეაგირების, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებათაგან აღსანიშნავია შემდეგი აქტივობები: საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების პოლიციაზე ზედამხედველი უწყებების სტრუქტურა და სამართლებრივი საფუძვლები, დაგეგმილ იქნა ვიზიტები მათი გამოცდილების შესწავლისა და გაზიარებისთვის; შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების პოლიციაზე ზედამხედველი უწყებების - ევროპის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კავშირის რეკომენდაციები. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აღნიშნულ ორგანიზაციაში გაიგზავნა წერილი გაწევრიანების მოთხოვნით; მომზადდა შსს-ს გენერალური ინსპექციის საჭიროების კვლევა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აღნიშნულზე გათვლილი ღონისძიებების გეგმა; შსს-ს თანამშრომლები გადამზადნენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, დისკრიმინაციის, ეთიკის კოდექსის იმპლემენტაციის კუთხით; სპეციალურად შექმნილი პროგრამის მეშვეობით დაიხვეწა სტატისტიკების წარმოების მეთოდი, რაც გულისხმობს სტატისტიკებში გადაცდომის მოტივის, საჩივრების რაოდენობების და რეაგირებების დათვლას; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები. ამავდროულად, ჩატარებულ იქნა დამატებითი აღწერა. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება საჭირო ტექნიკის დამატებით შესყიდვა და დამონტაჟება. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში კვლავ იკითხება ადამიანის უფლებათა დაცვის კომპონენტი სხვადასხვა პროგრამებსა და სასწავლო კურსებზე. შსს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები 2016 წელს 1,385-მა, ხოლო 2017 წელს 830 მსმენელმა გაიარა. სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დახვეწის მიზნით:  სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელმა საბჭომ განაგრძოს მუშაობა ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რათა შესაძლებელი გახდეს შესაბამისი ცვლილებების პარლამენტში ინიცირება;  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს დაზარალებულების უფლებების განმტკიცების მიზნით ძალაში შესული ცვლილებების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ნორმების დახვეწა. ასევე, პროკურორებისთვის რეკომენდაციების შემუშავებისას გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, უზრუნველყოს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება;  საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის, მოდერნიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით შემუშავებული ცვლილებათა პროექტის დროული ინიცირება საქართველოს პარლამენტში;  საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებათა პაკეტის დროული ინიცირება საქართველოს პარლამენტში. 2. სამართლიანი სასამართლოს უფლება ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები მიზნად ისახავს: სასამართლოს რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას; მართლმსაჯულების სექტორის შემდგომ რეფორმირებას; მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის ზრდას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გეგმით დასახული მიზნების შესასრულებლად, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შექმნილი „მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის“ მუშაობის შედეგად, 2017 წლის 29 მაისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა საერთო სასამართლოების სისტემის ხუთწლიანი (2017-2021) სტრატეგია და ორწლიანი (2017-2018) სამოქმედო გეგმა. რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, მუხლით განისაზღვრა „საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“ 581-ე საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის ამოქმედება; შემუშავდა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის კრიტერიუმები, მათი პროფესიული გამოცდილების და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტის შეფასებისა და სამართლიანი შერჩევის უზრუნველყოფის მიზნით. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, მოსამართლეობის კანდიდატის უფლება, გაასაჩივროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილება 3 წლის ვადით მოსამართლედ გამწესების თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. მოსამართლეთა საქმიანობის პერიოდული შეფასების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებული ხარისხობრივი კვლევის საფუძველზე, საბჭოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესში’’. ამასთან, აღნიშნული წესის სრულყოფის მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს, ევროპის საბჭოს და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, განხილულ იქნა რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით, მოსამართლეთა შეფასების რაოდენობრივ სისტემასთან ერთად შემოღებულ უნდა იქნეს მოსამართლეთა საქმიანობის ხარისხობრივი შეფასება. სასამართლო სისტემა დონორ ორგანიზაციებთან ერთად კვლავ აგრძელებს მუშაობას მოსამართლეთა დაწინაურების ცხადი, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული სისტემის ჩამოყალიბების, მოსამართლეთა მუდმივი პროფესიული განვითარების სისტემის მეთოდოლოგიის შექმნისა და სასამართლოს თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების პროცედურების დახვეწის მიმართულებით. დისციპლინური სამართალწარმოების მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით, ამოქმედდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. 2017 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის წესით რომელიც „საქართველოს აირჩია დამოუკიდებელი ინსპექტორი, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესით, იწყებს მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას, აგრეთვე ახორციელებს დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას. დამოუკიდებელი ინსპექტორი თავის დასკვნებს და მოსაზრებებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის სტანდარტების ამაღლების მიზნით, 2018 წლის 19 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების განახლებული წესი და საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა. რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში, გაფართოვდა საკასაციო სასამართლოში საქმეთა დასაშვებობის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსაბამობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველია. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის ზრდის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობებიდან შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებებიდან, აღსანიშნავია შემდეგი: საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მის საფუძველზე შექმნილი პრეცედენტული სამართლის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა ქართულ ენაზე თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 200-მდე გადაწყვეტილება, გამოსცა 3 კვლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თაობაზე (ირიბი ჩვენებები - საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა; დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თემატური საძიებელი). მოსამართლეების, თანაშემწეებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის თაბამშრომლებისთვის 2016 წელს ჩატარდა 93 ტრენინგი (1524 მონაწილე), 2017 წელს - 92 ტრენინგი (1364 მონაწილე). მოსამართლეებისთვის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვის მიზნით, შემუშავებულია პროგრამული დავალება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროგრამის შემუშავების პროცესის მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციის მოძიება. 2017 წლის განმავლობაში ნაყოფიერად ფუნქციონირებდა უზენაეს სასამართლოსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს მიერ, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: შემუშავება; „ნარკოტიკულ ნაფიც მსაჯულთა საშუალებებთან პროცესის ინსტრუქციების დაკავშირებულ საქმეებზე ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა“; „აგრესიის დანაშაული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედებამდე“; მხარდამჭერის ინსტიტუტის დანერგვა; „საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები“; არასრულწლოვანთა საქმეებზე სასჯელის დასაბუთების პრაქტიკა; „სასამართლო მონიტორინგის პროგრამის“ მე-17 შუალედური ანგარიშის განხილვა და სხვ. სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლების უზრუნველყოფის საბჭომ უზრუნველყოს მიზნით:  საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა მოსამართლეთა პერიოდული შეფასებისა და მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ არსებულ რეგულაციებში ხარვეზების აღმოფხვრა;  საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან კოლეგიასთან და საერთო სასამართლოების სადისციპლინო თანამშრომლობით, უზრუნველყოს დისციპლინური მექანიზმების გაუმჯობესება და სრულყოფა;  საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საჯარო სამსახურის ბიურომ და საერთო სასამართლოებმა უზრუნველყონ მოსამართლეებისათვის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამების შემუშავება და დანერგვა;  საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და საერთო სასამართლოებმა უზრუნველყონ სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის მეთოდოლოგიისა და კრიტერიუმების შემუშავება. 3. პროკურატურა სამთავრობო გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის აქტივობები მიზნად ,,პროკურატურის’’ ისახავს თავით დამოუკიდებელი, სამართლიანი, ეფექტიანი და გამჭირვალე სისხლისსამართლებრივი დევნისა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პროკურატურის სისტემის შექმნას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გეგმით დასახული მიზნების შესასრულებლად, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მომზადდა გავრცელებული დანაშაულების ანალიზი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაზე და შემუშავდა მუდმივად შესაბამისი ხორციელდება მონიტორინგი. საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, მომზადდა გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა პროკურორისა და გამომძიებლისთვის. ცალკეულ დანაშაულთა შესწავლისა და პრობლემების იდენტიფიცირების შედეგად, 2016 წელს პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაციები: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კვალიფიკაციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ; გამოძიების მიმდინარეობის პროცესში შშმ პირთა დაცვის გარანტიებისა და მათი სპეციალური საჭიროებიდან გამომდინარე გასათვალისწინებელი გათვალისწინებით გარემოებების შესახებ; კონკრეტული გარემოებების ბრალდებულთა მიმართ გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიების და საპროცესო შეთანხმებისას გამოსაყენებელი სარეკომენდაციო პირობების თაობაზე. მომზადდა ასევე რეკომენდაცია რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე ეფექტიანი საპროკურორო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს პროკურატურის ზედამხედველობისა ანალიტიკური და საპროკურორო საქმიანობაზე განვითარების დეპარტამენტის სტრატეგიული სამმართველო ყოველ 6 თვეში ერთხელ ახდენს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკის ანალიზს, რის საფუძველზეც გამოკვეთს ძირითადი პრობლემებს და შეიმუშავებს მათი აღმოფხვრის მიზნით კონკრეტულ რეკომენდაციებს. პროკურატურის მიერ, სამართლებრივი წერის ერთიანი სტანდარტის დასანერგად, შემუშავდა სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო. შემუშავდა ასევე, იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელო, რომლის შესაბამისად იგეგმება პროკურორების გადამზადება. პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლების მიზნით, საქართველოს მთავარი პროკურატურა ახდენს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების ხარისხობრივ/შინაარსობრივ შესწავლას და ანგარიშებს აქვეყნებს პროკურატურის ვებ-გვერდზე. 2016-2017 წლებში, მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელებული პროექტის „საზოგადოებრივი საგანმანათლებო, სოციალური პროკურატურა“ ფარგლებში, ჩატარდა 734 კულტურული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიება, აქტივობა (გამწვანების, დასუფთავების, საქველმოქმედო და პრობაციონერის დასაქმების აქცია) და სხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 34.266-მა პირმა. აქტიურად მუშაობს დანაშაულის პრევენციის ადგილობრივი საბჭო, რომლის ძირითადი ფუნქციაა რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის განხილვა, რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ინიციატივების შემუშავება, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმის დასახვა და სხვ. 2016 წელს მომზადდა ადგილობრივი საბჭოების მუშაობის წლიური ანგარიში, რომელიც 2017 წლის 28 დეკემბერს წარედგინა საკონსულტაციო საბჭოს. პროკურატურა აგრძელებს მუშაობას რიგითი პროკურორის დანიშვნისა და დაწინაურების წესის დახვეწის მიმართულებით. „საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2017 წლის 29 დეკემბრის N185-მ ბრძანებით, დეტალურად გაიწერა რიგითი პროკურორის დანიშვნის, დაწინაურების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები. მითითებულ საკითხებს უფრო დეტალურად დაარეგულირებს „პროკურატურის შესახებ“ ახალი ორგანული კანონი და მის საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. პროკურატურის თანამშრომელთა მიუკერძოებელი, სამართლიანი და ეფექტური საქმიანობის უზრუნველსაყოფად, შემუშავდა და მთავარი პროკურორის ბრძანებით 2017 წელს დამტკიცდა პროკურორთა შეფასების სისტემა, რომლის თანახმად, პროკურორთა შეფასება განხორციელდება როგორც საპროცესო ხელმძღვანელობის და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, ასევე საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობის, დისციპლინის, ეთიკის ნორმების დაცვის, ტრენინგებზე მიღწეული შედეგების, მოხალისეობრივი საქმიანობისა და აქტივობების მიხედვით. შეფასების პირველი ეტაპი დაიწყო 2017 წლის ბოლოს, შედეგების დაჯამება მოხდება 2018 წლის პირველ ნახევარში. პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების განჭვრეტადობის უზრუნველსაყოფად, შემუშავდა და 2017 წლის მაისში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსი, რომელშიც მაქსიმალურად დეტალურად აისახა დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალი. საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 19 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, პროკურატურის განვითარებისთვის საკითხების, პროკურატურის მუშაკთა საჭირო წახალისების, მნიშვნელოვანი დაწინაურებისა და დისციპლინურ საკითხთა განხილვის მიზნით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა პროკურატურის წარდგენის მუშაკთა საფუძველზე, მიმართ გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი გადაწყვეტილების შემოწმების მიღება დასკვნის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილების შესახებ. პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარდა არაერთი ტრენინგი ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკაზე. 2015 წლის დეკემბერში, მოწმის დაკითხვისა და გამოკითხვის წესთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებების პრაქტიკაში სწორი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით გადამზადება გაიარეს საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა და გამომძიებლებმა. გაძლიერდა პროკურატურის სასწავლო ცენტრის შესაძლებლობები, რაც ბიბლიოთეკების შექმნასა და აღჭურვაში და სასწავლო გეგმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში გამოიხატება. დამოუკიდებელი, სისხლისსამართლებრივი სამართლიანი, დევნისა და ეფექტიანი ადამიანის და გამჭირვალე უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პროკურატურის სისტემის შექმნის მიზნით, საქართველოს პროკურატურამ:  უზრუნველყოს გამოძიების ერთიანი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დანერგვა;  გააგრძელოს მუშაობა რიგითი პროკურის დანიშვნისა და დაწინაურების წესის დახვეწისა და იმპლემენტაციის მიზნით;  გააგრძელოს შესაბამისი აქტივობების განხორციელება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტური გამოძიებისა და კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების მიმართულებით. 4. ადამიანის უფლებების დაცვა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მიზნად დასახული იქნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ, სასჯელის აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შესრულების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეკომენდაციების რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულია და საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარდგენილია პატიმრობის კოდექსსა და თანმდევ 18 კანონში ცვლილებები, რომელთაგან ნაწილი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი 2017 წლის პირველ სექტემბერს, ნაწილი კი 2018 წლის 1 იანვარს. ამასთან, რეგულარულად ხორციელდება ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ არსებული მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი ხარვეზების გამოვლენა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადატვირთულობის პრევენციის მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად: პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მინიმალური საცხოვრებელი ფართით; ეფექტურად ფუნქციონირებს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში დაიწყო მსჯავრდებულთა შეფასება საშიშროების რისკის მიხედვით და მათი გადანაწილება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში. რისკების შეფასება, რასაც უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდი, უწყვეტი პროცესია და ეტაპობრივად მიმდინარეობს; ეტაპობრივად მსჯავრდებულთათვის მეთოდოლოგიის განმავლობაში სასჯელის დანერგვა მოხდის მიმდინარეობს ინდივიდუალური დაწესებულებებში. ინდივიდუალური დაგეგმვის დაგეგმვის (საანგარიშო მეთოდოლოგია ასევე პერიოდის დაინერგა 11 დაწესებულებაში); პატიმართა საანგარიშო უფლებების პერიოდის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, განმავლობაში დაიბეჭდა სხვადასხვა ენოვანი საინფორმაციო ბროშურები, გაიმართა საგანმანათლებლო კონსულტაციები და ჯგუფური შეხვედრები. სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ მომზადდა ტრენინგ მოდული ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ. პროგრამა დაინერგა ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, პატიმრობის კოდექსში შესული ცვლილებების საფუძველზე, დაიხვეწა ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი. ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში აშენდა და სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ხანგრძლივი პაემნებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა. (ექსპლუატაციაშია 2018 წლის მარტიდან). 2016 წელს გარემონტდა და გაიხსნა N6 პატიმრობისა პენიტენციური დაწესებულება. და განსაკუთრებული რისკის თავისუფლებააღკვეთილთა ოჯახის წევრების, ახლობლებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის კანონით გათვალისწინებული ხარისხის ამაღლების მიზნით, გაუმჯობესდა მომსახურების საზოგადოებრივი მისაღების მომსახურება; 2016 წლის ოქტომბერში დაინერგა ახალი მომსახურება „ონლაინ დახმარება“, რომელიც დაემატა სამინისტროს ელექტრონულ საიტს. შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ კითხვაზე მიიღონ დახმარება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კონსულტანტების მხრიდან ონლაინ რეჟიმში. აღნიშნული სერვისის დამატებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლებისათვის, რომლის ფარგლებში მომზადება გაიარა 22-მა (100%) მოსამსახურემ. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიზნით, განხორციელდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ღონისძიებები მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობის გაზრდის უზრუნველსაყოფად; გაიზარდა მსჯავრდებულთათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების ხელმისაწვდომობა; რისკების შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნა პატიმართა უმაღლესი განათლების მიღების უფლება. ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებში 2017 წელს ჩართული იყო 1764 ბენეფიციარი; გაუმჯობესდა ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურება. პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიის უფლებების დაცვის მიზნით გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები. განხორციელდა შინაპატიმრობის იმპლემენტაცია; გაიზარდა ელექტრონული სარეაბილიტაციო მონიტორინგის პროგრამებში, სისტემის სპორტულ და შემეცნებით-კულტურულ აქტივობებში ჩართულ პირობით მსჯავრდებულთა პროცენტული მაჩვენებელი. პენიტენციური სისტემის კვალიფიციური კადრებით უზრუნველსაყოფად, გაძლიერდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის შესაძლებლობები, ინერგება ახალი სასწავლო პროგრამები. პროგრამის შინაარსის გათვალისწინებით, ხორციელდება სასწავლო პროგრამების ინსტიტუციონალიზაცია, პროგრამების წინასწარი და განხორციელების შემდგომი შეფასება; უწყვეტად მიმდინარეობს როგორც მოქმედი ტრენერების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე ახალი ტრენერების მომზადება. დიდი ყურადღება ეთმობა შერჩეულ და სისტემაში (სასჯელაღსრულება, პრობაცია) დასანიშნ კანდიდატთა/კურსანტთა მომზადებას ადამიანის უფლებებში, პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების გადამზადებას და სერტიფიცირებას; სპეციალური კურსით პენიტენციური სისტემის თანამშრომლებისათვის მიღებულია განახლებული ეთიკის კოდექსი. სანაგარიშო პერიოდის განმავლობაში, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაციის მიზნით, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ჯანდაცვის არსებულ სერვისებთან ხელმისაწვდომობის გაზრდის, იურიდიული დახმარების, პროფესიულ კოლეჯებში ჩართვის, დასაქმებაში ხელშეწყობის, დამსაქმებელთა მოძიებისა და რეკომენდაციის გაწევის მიმართულებით. პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, განსაკუთრებული რისკის საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:  უზრუნველყოს დაბა ლაითურის დაწესებულების მშენებლობის დასრულება;  უზრუნველყოს 14-დან საჭიროებებსა და 21 წლამდე ეფექტურ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, ან შესაძლო მოკლე ვადაში მოახდინოს უკვე არსებული არასრულწლოვანთა N11 პენიტენციური დაწესებულების რეკონსტრუქცია;  სხვა უწყებებთან კოორდინაციით დაგეგმოს მსჯავრდებულთა დასაქმების სტრატეგიები, მათ შორის, კერძო სექტორისთვის წახალისების მექანიზმების დანერგვის მიმართულებით;  შეიმუშაოს ფსიქო-სოციალური, პროგრამების ერთიანი საინფორმაციო სტანდარტი. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სარეაბილიტაციო განაგრძოს მუშაობა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების ეფექტური დანერგვის მიზნით;  განაგრძოს შესაბამისი აქტივობების განხორციელება, რომელიც ხელს (ქალები, არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უცხოელი პატიმრები, ხანდაზმული პატიმრები, უვადო ან გრძელვადიანი პატიმრები, ლგბტ პატიმრები) უფლებების დაცვას. შეუწყობს პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიის 5. წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა ადამიანის პრიორიტეტულ უფლებათა სამთავრობო მიმართულებას სამოქმედო წარმოადგენს წამებასა გეგმის და ერთ-ერთ არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, რაც პირველ რიგში მიიღწევა სამართლებრივი ბაზის ანალიზისა და საკანონმდებლო ცვლილებების გზით, ადგილობრივი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მეშვეობით. ამ მიზნით, ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს მიერ მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას წამებასთან და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ბრძოლაში მოსამართლის როლის გაზრდას. ამავდროულად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამება), 1442 (წამების მუქარა), 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებში, რომლებიც ძალაში შევიდა 2016 წლის პირველ დეკემბერს. თავისუფლება აღკვეთილი და პატიმრობაში მყოფი პირების არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით, შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად: უზრუნველყოფილია დამცველთან/ადვოკატთან ბრალდებულთა დროული და მსჯავრდებულთა ხელმისაწვდომობა, შეხვედრების კონფიდენციალურობა და ხარისხიანი მომსახურება. დროებით მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში მყოფი პირებისთვის სრულად არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება; უზრუნველყოფილია, ასევე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ არჩეული ექიმის და საკუთარი ხარჯებით სამედიცინო გამოკვლევის იზოლატორების, პოლიციის ხელმისაწვდომობა. გაუმჯობესდა შენობებისა და დროებით მოთავსების სასჯელაღსრულების დაწესებულებების აუდიო-ვიდეო მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირება. 2016 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანების შესაბამისი ნორმები, რომლებიც ადგენს იზოლატორში ვიდეო მეთვალყურეობის განადგურების განხორციელების, წესებს; „ვიზუალური ჩანაწერების ან/და შენახვის, ელექტრონული წაშლისა და საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N 35 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და გადაღებული მასალის შენახვის ვადა გაიზარდა არანაკლებ 120 საათამდე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის N131 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი, სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად. სამინისტრომ უზრუნველყო დაწესებულებათა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვა და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. 2016 წლის აგვისტოში დამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ახალი ტიპური დებულება და შინაგანაწესი. შინაგანაწესში დეტალურად არის გაწერილი თანამშრომელთა მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევებში შეტყობინების განხორციელების ინსტრუქცია. ამასთანავე, 2016 წლის დეკემბერში დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქცია და იზოლატორში მოთავსებული პირების შემოწმების ფორმა, რომელიც შემუშავებულ იქნა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად. 2016 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველსა და სახალხო დამცველის მიერ უფლებამოსილ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს მიენიჭათ უფლებამოსილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესისა და სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელონ მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის დამოუკიდებელი უფლებამოსილებით მიღებით, ორგანო, გამოიძიოს შეიქმნა რომელიც წამების ახალი, ინსტიტუციურად აღჭურვილია ექსკლუზიური და მასთან დაკავშირებული დანაშაულების სავარაუდო შემთხვევები მაშინ, როცა სავარაუდო დამნაშავე არის სახელმწიფოს წარმომადგენელი ან სავარაუდო მსხვერპლი იმყოფება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმართვის მიზნით, 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო კვალიფიკაციის პროკურატურის მუშაკებს გაუადვილოს შესახებ. რეკომენდაციის მიზანია, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებისას კვალიფიკაციის განსაზღვრა და შემდგომში გამოძიების ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვა. შიდა მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის N160 ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებით დამტკიცებულ გენერალური ინსპექციის დებულებაში შევიდა ცვლილებები და დაიხვეწა გენერალური ბრძანებით ინსპექციის შეიქმნა საქმიანობის გენერალური მარეგულირებელი ინსპექციის ნორმები. სისტემური ამავე მონიტორინგის სამმართველო, რომელმაც 2016 წელს ჩატარებული გეგმური თემატური სისტემური მონიტორინგის საფუძველზე გასცა 55 რეკომენდაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №342 ბრძანებით დამტკიცდა მიგრაციის დეპარტამენტის უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის სამოქმედო პროცედურების პროექტი. რომლის მიხედვით, მონიტორინგის განყოფილება ახორციელებს პრევენციულ, განყოფილების ადამიანის სტანდარტული უფლებათა სტანდარტების უზრუნველყოფის მონიტორინგსა და ახდენს უცხოელის უფლებათა დარღვევაზე რეაგირებას. აღნიშნული დოკუმენტი ასევე მოიცავს ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავების პრინციპებს, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით განყოფილების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ნუსხას და სხვა სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს. საქართველოს მოდული, რაც მთავარმა პროკურატურამ გულისხმობს გააუმჯობესა არასათანადო სისხლისსამართლებრივი დევნის მონაცემების მოპყრობის სტატისტიკის ფაქტებზე სრულყოფილ სტატისტიკურ აღრიცხვას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში შემუშავდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის დეტალური ცხრილი, რომლითაც გაიმიჯნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულებების თანამშრომლებისა და კერძო პირების მიერ ჩადენილი წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების აღრიცხვა. გაუმჯობესდა პენიტენციური დაწესებულებების, დროებითი მოთავსების იზოლატორების, სანიტარული, ჰიგიენური, კვებითი და სხვა მატერიალური პირობები. წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის მიზნით:  საქართველოს იუსტიციის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა უზრუნველყონ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფსიქიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ რეგულაციების და დამკვიდრებული პრაქტიკის შეფასების გზით რეკომენდაციების მომზადება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;  საქართველოს იუსტიციის სასჯელაღსრულების სამინისტრომ ყველა დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილი/პატიმრობაში დისციპლინური უზრუნველყოს სახდელის მყოფ გამოყენების პირთა მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით საერთაშორისო გამოცდილებისა და არსებული პრაქტიკის ანალიზი;  საქართველოს იუსტიციის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ მათ მიერ „სტამბოლის პროტოკოლის“ მიხედვით წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების ფორმის დამტკიცების შესახებ კანონქვემდებარე აქტების შემდგომი დახვეწა და პრაქტიკაში სრულყოფილად იმპლემენტაცია. 6. ტრეფიკინგი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანია ადამიანით გაძლიერება. გეგმის პასუხისმგებელი ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიხედვით სახელმწიფო დასახული ორგანოების დანაშაულთან ამოცანების მიერ, ბრძოლის გადასაჭრელად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 2014 წელს შემუშავებული ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიისა და 2017 წელს შემუშავებული ერთიანი საინფორმაციო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა განახორციელეს არაერთი საინფორმაციო შეხვედრა/ღონისძიება საინფორმაციო სტრატეგიით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებთან; საინფორმაციო ვიდეორგოლები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე გაშვებულ იქნა 5 ტელეარხზე: სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ტრეფიკინგის თემასთან დაკავშირებით ისაუბრეს 8 სხვადასხვა გადაცემაში; ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში ჩართული უწყებების ვებ-გვერდების მეშვეობით განახლებული ინფორმაცია ტრეფიკინგის თემაზე მოსახლეობას სისტემატურად მიეწოდება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ უზრუნველყოფილია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრების) ეფექტური საქმიანობის განხორციელება, მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით სერვისების შეთავაზების გზით. 2016 წელს განახლდა და დაიხვეწა თავშესაფრის ბენეფიციართა რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის ინდივიდუალური გეგმა და რეაბილიტაციარეინტეგრაციის ინდივიდუალური გეგმის გადასინჯვა/შეფასების ფორმა. 2017 წლის დეკემბერში ფონდმა უზრუნველყო ფონდის ბენეფიციარებთან სოციალური მუშაობის და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის/დახმარების შესახებ სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება და მათი ინტეგრირება შინაგანაწესებსა და რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის (შემთხვევის მართვის) გეგმებში. აღნიშნულის დანერგვა დაიწყო 2018 წლის პირველი თებერვლიდან. საანაგარიშო პერიოდის განმავლობაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების პროქტიულად გამოვლენის მიზნით გააქტიურა საქმიანობა სპეციალისტების ჯგუფმა (Task Force). ასევე გაიზარდა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მობილური ჯგუფების საქმიანობის ეფექტიანობა. 2016 წელს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 18 სისხლის სამართლის საქმეზე, აქედან 12 საქმეზე გამოძიება დაიწყო პროაქტიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად. 2016 წელს ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნა 1 პირი, დაზარალებულად ცნობილი იქნა 2 პირი, ხოლო სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი იქნა 4 პირი. 2017 წელს გამოძიება დაიწყო 21 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ტრეფიკინგის მომუშავე 4 ტრეფიკიორის მიმართ. გატარდა ღონისძიებები საქმეებზე პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით. 2016 წლის 7 მარტს საქართველოს მთავრობის N112 დადგენილებით დამტკიცდა „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი“, რომლის შესაბამისად დამტკიცდა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების 2016 წლის გეგმა. სახელმწიფო ზედამხედველობა განხორციელდა 41 გეგმის შესაბამისად კომპანიაში, ხოლო 2 კომპანიაში განხორციელდა არაგეგმიური შემოწმება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და სამთავრობო უწყებები მჭიდროდ ადგილობრივ არასამთავრობო თანამშრომლობენ ორგანიზაციებთან საერთაშორისო როგორც თუ კვალიფიკაციის ასამაღლებელი აქტივობების ორგანიზების, ასევე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ქვეყნის თანამშრომლობის საფუძველზე სამართალდამცავი უწყებებთან მჭიდრო ხელი მოაწერა რამდენიმე შეთანხმებას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ამასთანავე, იუსტიციის ვაჭრობის სამინისტროს სფეროში წარმომადგენლების თანამშრომლობის მონაწილეობით გაღრმავებისა და ადამიანით გამოცდილების გაზიარების მიზნით გაიმართა სამთავრობოთაშორისი შეხვედრები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ბრძოლისათვის ადამიანით გატარებული ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ღონისძიებებით საქართველომ წინააღმდეგ ე.წ. პირველ კალათაში გადაინაცვლა და ანალოგიური პოზიცია შეინარჩუნა 2017 წელსაც. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან ბრძოლის მიზნით:  შესაბამისმა უწყებებმა განაგრძონ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების, ამ დანაშაულთან ბრძოლისა და მისგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების უზრუნველყოფა;  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა განაგრძოს ეფექტური საქმიანობა სხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის ინდივიდუალური საჭიროებების მათი გათვალისწინებით სერვისების შეთავაზებისა და საქმიანობის პერიოდული მონიტორინგის გზით;  შესაბამისმა უწყებებმა განაგრძონ ტრეფიკინგის საქმეებზე მომუშავე პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა. 7. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სრულყოფილი რეალიზაციის მიზნით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესასრულებლად, შესაბამისი შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც გეგმის შესაბამისად ითვალისწინებს ევროკავშირის 2008 წლის 27 ნოემბრის ჩარჩო გადაწყვეტილების (2008/977/JHA) შიდა კანონმდებლობაში ასახვას. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში განხორციელებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეფორმის ფარგლებში, 2016 წლის 27 აპრილს მიღებულ იქნა დირექტივა 2016/680 (ე.წ. „პოლიციის დირექტივა“), ნოემბრის რომელიც ანაცვლებს გადაწყვეტილებას. აღნიშნულის ამჟამად შესაბამის მუშაობს 2008 წლის გათვალისწინებით, საკანონმდებლო 27 ინსპექტორის ცვლილებებზე ჩარჩო აპარატი მითითებული დირექტივის და არა ჩარჩო გადაწყვეტილების დანერგვის მიზნით. მოცემული ეტაპისთვის მომზადებულია ევროპული რეგულაციებისა და ქართული კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ინპექტორის მიერ გაცემული შენიშვნების და რეკომენდაციების შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უწყებების მიერ მიღებულ იქნა ან/და დაიხვეწა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტები. რიგ უწყებებში გამოიყო პერსონალურ დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, ან შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. ინსპექტორის აპარატი აწარმოებს უწყებების მიერ შექმნილ ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრს. 2014-2016 წლებში სხვადასხვა უწყებიდან აპარატში შევიდა 6435 ფაილურ სისტემათა კატალოგი, 2017 წელს -1378. საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ შემუშავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. მათ შორის, რეკომენდაცია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. 2017 წელს შემუშავდა რეკომენდაციები სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. ასევე, დამწყები ბიზნესისა და მეწარმეებისთვის მომზადდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევი. მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით, 2017 წლის განმავლობაში ინსპექტორის აპარატმა განახორციელა 106 ინსპექტირება 114 ორგანიზაციის მიმართ. ინსპექტირების ფარგლებში შემოწმდა 22 საჯარო დაწესებულება და 92 კერძო ორგანიზაცია. ინსპექტირებების შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევის 127 ფაქტი. აქედან, ჯარიმის დაკისრება მოხდა 63 შემთხვევაში, ხოლო 40 შემთხვევაში ორგანიზაციებს მიეცათ გაფრთხილება. გაიცა 200-ზე მეტი დავალება/რეკომენდაცია, 24 შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ვერ მოხდა სანქციის გამოყენება. წინა წელთან შედარებით საჯარო და კერძო ორგანიზაციებში ჩატარებული ინსპექტირებების რაოდენობა გაიზრდა 20%-ით. 2017 წელს ინსპექტორის დაწესებულებებისათვის, ასევე აპარატმა ფიზიკური საჯარო პირებისათვის და კერძო გასწია 4,801. კონსულტაცია პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე. ასევე ჩაატარა 40 საგანმანათლებლო ღონისძიება, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორის, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის, სასაზღვრო პოლიციის და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის. 2016 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ. ამათგან, სსკ-ის 157-ე მუხლით- 9 პირის მიმართ, ხოლო სსკ-ის 333-ე მუხლით- 8 პირის მიმართ; 2017 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ, სსკ-ის 157-ე მუხლით. საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე, რის თაობაზეც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში სსკ-ის 157-ე მუხლით (,,პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა“) გამოძიება დაიწყო 24 სს საქმეზე, რომელთაგან 20 სს საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, 1 სს საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 139-ე მუხლის I ნაწილით და სსკ-ის 151' -ე მუხლის I ნაწილით, 3 სს საქმეზე შეწყდა გამოძიება სსსკ-ის 105ემუხლის I ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო). 1 სს საქმეზე, რომელზეც გამოძიება დაიწყო სსკ-ის 181-ე მუხლის I ნაწილით ,,გამოძალვა“, შეიცვალა კვალიფიკაცია და ბრალი წარედგინა სსკ-ის 157-ე მუხლის II ნაწილით. აღნიშნული სს საქმე განხილულ იქნა სასამართლოს მიერ. 2017 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში სსკ-ის 157¹ მუხლით ,,პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“ გამოძიება დაიწყო 1 სს საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის შეფასების მიზნით ჩატარდა ფართომასშტაბიანი სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 2/3 მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს მათ პერსონალურ მონაცემებს და არ დაარღვიოს მათი შეგროვების, შენახვისა და გასაჯაროების პირობები, თუნდაც უსაფრთხოების დაცვის მოტივით. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში დაიბეჭდა საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები ქართულ, ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ ენებზე, ასევე ბრაილის შრიფტით, რომლებიც გავრცელდა სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლებში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შეიმუშავა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ანბანი, რომლითაც მოქალაქეებს გასაგებ ენაზე და ხელმისაწვდომი ფორმატით მიეწოდებათ ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. პირადი ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მიზნით:  საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე ეფექტიანი სისხლისსამართალწარმოების უზრუნველყოფის განგრძოს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება მიზნით 8. გამოხატვის თავისუფლება ,,გამოხატვის თავისუფლების’’ თავში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მიზანს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მიზნის მისაღწევად, ამოცანად დასახული იქნა ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია. ამ მიმართულებით, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს სსკ 154-ე მუხლით „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა” გამოძიება დაწყებულ იქნა 6 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 1 სს საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და ბრალი წაყენებულ იქნა სსკ 187-ე მუხლით, 1 სს საქმე შეწყვეტილია სსსკ 105-ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო), ხოლო 4 სს საქმე გამოძიებაშია. 2016 წელს სსკ 154-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნა 1 სს საქმეზე (აღნიშნული სს საქმე გამოყოფილი იყო სს საქმიდან, რომელზეც გამოძიება დაიწყო 2014 წელს სხვა მუხლებით). 2017 წლის იანვარ-დეკემბრის ,,ჟურნალისტისთვის პროფესიულ პერიოდში საქმიანობაში სსკ-ის უკანონოდ 154-ე ხელის მუხლით შეშლა“ გამოძიება დაიწყო 2 სს საქმეზე. ორივე სს საქმეზე შეწყდა გამოძიება სსსკ-ის 105-ე მუხლის I ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო). ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების აღკვეთისა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 2015 წელს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა შეიმუშავა მედიასთან შსს-ს თანამშრომელთა ურთიერთობის ინსტრუქცია, რომელსაც გაეცნო სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული. საქართველოს პროკურატურა მყისიერ რეაგირებას ახდენს ჟურნალისტების მიმართ მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე. 2016 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, ჟურნალისტისთვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, პროფესიულ საქმიანობაში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ. ამჟამად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. ჟურნალისტთა კოდექსის 156-ე დევნის მუხლით ფაქტზე საქართველოს გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. 2017 წლის „ჟურნალისტისთვის იანვარ-დეკემბრის პროფესიულ პერიოდში საქმიანობაში სსკ უკანონოდ 154 მუხლით ხელის შეშლა“ გამოძიება დაწყებულ იქნა 2 სს საქმეზე. ორივე სს საქმე შეწყვეტილ იქნა სსსკ 105 მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო). სამართლადამცვავი ორგანოები აწარმოებენ სპეციალურ სტატისტიკას, რომელიც ასახავს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის თაობაზე რეგისტრირებულ დანაშაულთა, ასევე მისი გახსნის მაჩვენებელს. გამოხატვის თავისუფლების ბუნდოვანებების იდენტიფიცირებისა კუთხით არსებული საკანონმდებლო და აღმოფხვრის კუთხით მიზნით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც დადგინდა მულტიპლექს პლატფორმაზე მაუწყებლების გავრცელების რეგულაციები; „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც განსაზღვრა მაუწყებლების სახელმწიფო ენაზე მაუწყებლობის და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობის საკითხები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საფუძველი ჩაეყარა ინფორმაციის თავისუფლების საკანონმდებლო რეფორმას, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით უწევს კოორდინაციას. რეფორმა ორიენტირებულია პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და ინფორმაციის მიღების პროცედურის გამარტივებაზე. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ჩართულობით, ასევე ფოკუს ჯგუფებისა და სამართლის ექსპერტების ერთობლივი მუშაობით მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტი. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს პროექტის დამუშავებას. გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით:  საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოს გაზრდის მიზნით საჯარო შემუშავებული საკანონმდებლო პროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირება;  საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაგრძოს მუშაობა ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. 9. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მაღალი სტანდარტით დაცვის უზრუნველსაყოფად, სამოქმედო გეგმით დასახული იქნა ამოცანები/აქტივობები, რომელთა შესასრულებლად საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, შეკრებისა და მანიფესტაციის სამართლებრივი რეაგირების; მართვის/კონტროლის ქვედანაყოფების სამინისტროს აკადემია, დარღვევის ფაქტებზე უფლების დარღვევის პრევენციის; მასების სფეროში მომზადების უფლების სამართალდამცავი გაუმჯობესების სისტემურად და მიზნით, სტრუქტურების შინაგან რეგულარულად საქმეთა ახორციელებს მსმენელთა გადამზადებას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა პროგრამებსა და კურსებზე გადამზადდა 1546 მსმენელი. 2016 წელს ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის გამართულ სწავლებაზე მასობრივი შეკრებების შესახებ, გადამზადდა შს სამინისტროს 2 თანამშრომელი. ასევე, 2016 წელს საფრანგეთში შს სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა გაიარა სტაჟირება თემაზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს მასების მართვა“. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების თემატიკაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურიკულუმებში შესაბამისი ტრენინგების ინტეგრირების აქტივობა შესრულდა. პოზიტიურად უნდა შეფასდეს შსს-ს მხრიდან მასების მართვის ასევე შეკრების უფლების მომწესრიგებელი ინსტრუქციის შემუშავება და საერთაშორისო სტანდარტების სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მაღალი სტანდარტით დაცვის გარანტიების შექმნის მიზნით:  შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ვენეციის კომისიის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის და სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა;  საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაგრძონ მუშაობა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. 10. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების დაცვა ეროვნულ/ეთნიკურ დაცვის უმცირესობათა უზრუნველსაყოფად, ამოცანები/აქტივობები, დისკრიმინაციული სამოქმედო რომელთა გეგმით შესასრულებლად მოპყრობისგან დასახული საანგარიშო იქნა პერიოდის განმავლობაში პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, 2016 წელს მიმართულებით, ეთნიკური შერიგებისა უმცირესობების და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ეროვული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არაერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რა დროსაც სამინისტროების წარმომადგენლებმა დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით; ადგილობრივ ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროგრამებისა და სიახლეების შესახებ; ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტებსა და უფროსკლასელებს მიეწოდათ ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებში არსებული სიახლეებისა და „1+4“ პროგრამის შესახებ, დამსწრეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის წესების შესახებ. და სხვ. საანგარიშო პერიოდში მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო მასალები საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ ქართულ, აფხაზურ, ოსურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ევროინტეგრაციის თემაზე მომზადდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლები, რომლებიც განთავსდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში (Facebookზე). საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესებისა და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, 2017 წელს განახორციელა სტაჟირების საპილოტე პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო (1+4) პროგრამით“ მოსარგებლე პირებისათვის. პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები კონკურსის საფუძველზე ჩაერთვნენ საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების პროცესში. მოწყვლადი საზოგადოებრივ და მცირერიცხოვანი ცხოვრებაში ჩართულობის ეთნიკური უმცირესობების უზრუნველყოფად, გატარდა დაბადების და პირადობის მოწმობების არმქონე პირთათვის მოწმობების გასაცემი სათანადო ღონისძიებები. ამ მიზნით, 2016 წლის 10 აგვისტოდან ცვლილებები შევიდა ათ საკანონმდებლო აქტში, ასევე კანონქვემდებარე აქტებში. აღნიშნულმა ცვლილებება უზრუნველყო ხსენებულ პირთა დოკუმენტირება. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა პროექტის - „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“, განხორციელება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 3 ეთნიკურად ბოშა პირს დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეობა, 2 ეთნიკურად ბოშა პირს მიენიჭა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, 2 ეთნიკურ ბოშას დაუდგინდა დაბადების ფაქტი და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო 1-მა ბოშამ . ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გაუმჯობესების მიზნით, უმცირესობათა ენებზე ითარგმნა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული მასალები, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი ეთნიკური უმცირესობები გადამზადდნენ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. მას მედიასა და ინფორმაციაზე ეთნიკურ უმცირესობათა წვდომის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნა უმცირესობების ენებზე სამაუწყებლო პროგრამებისა და ელექტრონული/ბეჭდვითი მედიის ხელმისაწვდომობა. ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების უზრუნველყოფის და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, ხელი შეეწყო სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვას მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გზით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი "განათლების სისტემა საზოგადოების ინტეგრაციისთვის", სადაც განსაზღვრულია არაქართულენოვანი დაგეგმილია სკოლებისათვის შესაბამისი ორენოვანი სამოქმედო გეგმის სწავლების განვითარება სტრატეგია. და აღნიშნული ბილინგვური პროგრამის დანერგვა საპილოტე რეჟიმში. 2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე გამარტივებული წესით, მხოლოდ ერთი გამოცდის შედეგებით ჩარიცხულია 300 სომხურენოვანი და 660 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტი. კულტურულ ცხოვრებაში ეროვნულ/ეთნიკური უმცირესობათა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი კულტურული ღონისძიება. ნებისმიერი დისკრიმინაციის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევების შედეგების პრევენცია აღმოფხვრა, და მომხდარი აგრეთვე სისხლის სამართლის დანაშაულის მატარებელი დისკრიმინაციის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტული იყო საანგარიშო პერიოდის განმავლობაშიც. დისკრიმინაციული ფაქტების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, პროკურორთა ერთიანი გადამზადების პროცესი 2016 წლიდან დაიწყო და გადამზადებას ეტაპობრივად გადის, ყველა პროკურორი და სისტემის გამომძიებელი ხოლო ურთიერთთანამშრომლობის 2017 წელს მემორანდუმის ODIHR-თან გაფორმებული ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე პროკურატურის თანამშრომლებისათვის წელიწადში მინიმუმ 4 ტრენინგი ჩატარდება. აღსანიშნავია, ასევე, რომ ეთნიკური უმცირესობების თემატიკა ინტეგრირებულია შს აკადემიის სხვადასხვა პროგრამებსა და სასწავლო კურსებში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აკადემიაში აღნიშნული პროგრამები გაიარა 864 მსმენელმა. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით:  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ეეროვნული/ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების უფლების ეფექტური რეალიზებისთვის უზრუნველყოს მათ საჭიროებებზე მორგებული შესაბამისი აქტივობების განხორციელება. 11. რელიგიური უმცირესობების დაცვა სეკულარიზმისა და რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრების მიზნით, სამოქმედო გეგმით ამოცანად დასახული იქნა საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებზე. ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებათაგან ანგარიში მიუთითებს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე: „რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი“, რომელიც ითვალისწინებდა რელიგიური ნეიტრალიტეტისა და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე ტრენინგების გამართვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 200-მდე მოხელემ. საჯარო ამასთან, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა სახელმძღვანელო: „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში“, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს სეკულარული ერთიანი მმართველობისა და რელიგიური საჯარო პოლიტიკის სამსახურში ფარგლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცების ხელშეწყობას. 2017 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგად წესების განსაზღვრის შესახებ“, რომელსაც სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, დაემატა დანაწესი საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის შესახებ. რელიგიური შემწყნარებლობის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ, 2015, 2016 და 2017 წლებში გამოიცა ინტერრელიგიური კალენდარი; 2017 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით მომზადდა საქართველოს რელიგიური რუკები, რომელიც ეფუძნება 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს და წარმოაჩენს საქართველოს საერთო რელიგიურ მრავალფეროვნებას და მის რეგიონალურ განფენილობას. ასევე მომზადდა საკულტო ნაგებობების ელექტრონული რუკა და რელიგიური მრავალფეროვნების, რწმენის თავისუფლების პრინციპების შესახებ ვიდეო მასალა. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საკითხებზე, რომელიც მათ შორის, მოიცავდა რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საკითხებს, პროკურატურაში ჩატარებული ტრენინგების ციკლის ფარგლებში გადამზადება გაიარა 518-მა პროკურორმა, პროკურატურის გამომძიებელმა და სტაჟიორმა. (მთლიანობაში 28 ტრენინგი). ასევე, 2017 წელს განხორციელებულ სტაჟიორთა მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ თემატიკაზე გადამზადება გაიარა 62-მა სტაჟიორმა. შსს-ს აკადემიაში 141 მსმენელს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე: სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი. ანგარიშში წარმოდგენილია რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის სტატისტიკურ მონაცემები. სტატისტიკის წარმოება გათვალისწინებულია სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი აქტივობით, რამდენადაც იგი დაკავშირებულია პრევენციული ღონისძიებების გატარებასთან. საქართველოს რელიგიური მთავარი შეუწყნარებლობის სისხლისსამართლებრივი საქართველოს პროკურატურის სისხლის დევნა მოტივით დაიწყო სამართლის 15 მონაცემებით, ჩადენილ პირის წელს დანაშაულზე მიმართ. კოდექსის 2016 მათ 155-ე შორის, მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის, 156-ე მუხლით - 13 პირის მიმართ. 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ. შსს-ს ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით (,,რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა“) გამოიძიება დაიწყო 5 საქმეზე. ხოლო 2017 წლის იანვარი-აგვისტოს თვეებში სამინისტროში, სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით მონაცემები არ ფიქსირდება. საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების ისტორიული (კონფესიური) მესაკუთრის განსაზღვრის და შენობა-ნაგებობის გადაცემის მიზნით, სააგენტოში არსებული „რელიგიურ გაერთიანებათა ფინანსური და ქონებრივი საჭიროებების შემსწავლელი კომისი“-ის. გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან დღემდე მუსლიმ თემს დაუბრუნდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 170 მეჩეთი საქართველოს მასშტაბით, იუდეურ თემს - 20 სინაგოგა; ევანგელურპროტესტანტულ ეკლესიას - 2.. ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას, საქართველოს იეზიდურ თემს და საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს დაუბრუნდათ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობები. საკულტო ნაგებობების დაბრუნების პროცესი კვლავ გრძელდება. განათლების სისტემაში სეკულარიზმისა და რელიგიური თანასწორობის პრინციპების დანერგვის მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემუშავდა სახელმძღვანელოს შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმძღვანელოს შეფასებას დისკრიმინაციული ელემენტებისა და თანასწორობის პროგრამებში ჭრილში; ჩაიდო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ინტერკონფესიური/ინტერკულტურული განათლების შესახებ პროფესიული განვითარების თემები; სკოლის დირექტორის სტანდარტში აისახა მოთხოვნა, სკოლის დირექტორის მიერ მრავალფეროვნების მართვისა და ინტერკულტურული განათლების ცოდნის ფლობის შესახებ. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ სისტემატურად ხორციელდება საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის წარმართვისას სეკულარიზმისა და რელიგიური თანასწორობის დაცვის შესრულებაზე მონიტორინგი. რელიგიური უმცირესობების დაცვის მიზნით:  სსიპ რელიგიის საკითხთა სააგენტომ უზრუნველყოს რელიგიის თავისუფლების მიმართულებით სათანადო კანონმდებლობის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში, მთავრობისთვის რეკომენდაციების წარდგენა;  სეკულარიზმის და რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრების მიზნით, სსიპ რელიგიის საკითხთა სააგენტომ განაგრძოს მუშაობა რელიგიური შემწყნარებლობის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით. 12. ბავშვთა უფლებების დაცვა სამთავრობო სამოქმედო გეგმით, ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ძირითადი გამოწვევების დასაძლევად განსაზღვრული აქტივობების შესასრულებლად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. 2016 წელს ამოქმედდა ერთი მცირე საოჯახო ტიპის სახლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. 2017 წელს დასრულდა შშმ ბავშვებისთვის მეორე მცირე საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა, რომლის ამოქმედება იგეგმება 2018 წლის პირველ კვარტალში. ამასთან, 2017 წელს ცვლილებები შევიდა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც მნიშვნელოვნად წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს პროცესის გაგრძელების და ქვეყანაში ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის ოჯახურ გარემოში გაზრდის მიმართულებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ, კულტურის ამაღლებისკენ ასევე მიმართული ბავშვთა პროექტები. სამართლებრივი ამასთან, ბავშვთა ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხებზე, 2016 წელს სამინისტროს მიერ მშობლებისთვის შემუშავდა სარეკომენდაციო გზამკვლევი. ბავშვთა უფლებების მონიტორინგისა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებათაგან, აღსანიშნავია, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პარლამენტის მიერ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ,,შეტყობინების პროცედურების შესახებ“ დამატებითი ოქმის რატიფიცირება, ასევე ჰააგის 1980 წლის ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციისკენ, ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავების საქმეებზე აღსრულების და რეფერირების მექანიზმის დამტკიცებისკენ მიმართული ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, შესაბამისმა მომსახურებების მომწოდებლებმა მომსახურება გაუწიეს 509 ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვს. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2017 წლის ივნისის თვიდან ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართულია 100-მდე ბენეფიციარი. „სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის “კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების” ქვეპროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აუცილებელი დახმარება მიიღო 2132 “დედათა და ბავშვთა ბავშვიანმა ოჯახმა; ამავე პროგრამის თავშესაფრით უზრუნველყოფის” ქვეპროგრამის ფარგლებში, 2016 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 114 დედასა და 154 ბავშვს. მინდობით აღზრდის მომსახურებების სრულყოფის მიზნით, დამტკიცდა ,,მინდობით აღზრდის მომსახურების სტანდარტები“, ასევე დამტკიცდა ,,მინდობით აღზრდის წესი“. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, გეგმით განსაზღვრული ამოცანის და საქმიანობების შესასრულებლად, მომზადდა ანტენატალურ და სამეანო მომსახურებაზე ზედამხედველობის ახალი ელექტრონული სისტემის „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული“, შემუშავდა მისი დანერგვისთვის საჭირო რეგულატორული ცვლილებების პაკეტი და 2016 წლიდან აღნიშნული სისტემის ფარგლებში ანგარიშგებას აქვს სავალდებულო ხასიათი; გაიზარდა რეგიონების რაოდენობა, სადაც დანერგილია პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პრინციპები; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობის კონცეფცია. შემუშავდა კითხვარი და ოჯახის ექთანთა გადამზადების კურიკულუმი. იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დასრულდა ექთნების on-line გადამზადება; 2016 წლის მაისიდან მიმდინარეობს 623 თვის ასაკის ბავშვთა უზრუნველყოფა მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არ აღემატება/ან ტოლია 100 000-ს. ხარისხიანი და ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად ყველა ბავშვისათვის, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარდა რიგი ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით, შემუშავდა და დამტკიცდა აღმზრდელ– პედაგოგის პროფესიული განათლების სტანდარტები. და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი -ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ. ასევე, ტექნიკური რეგლამენტი - ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზების შესახებ. ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ საინფორმაციო სისტემის გამართვის მიზნით, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სკოლის მიღმა დარჩენილი და დარჩენის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების იდენტიფიცირებას, გეგმის მოქმედების ფარგლებში განხორციელდა სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის შედარება 2008-2009 წელს დაბადებული ბავშვების ჭრილში, რის შედეგადაც იდენტიფიცირებულია სასკოლო ასაკის შესაბამისი სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცვლილებები შევიდა მოსწავლეთა მართვის ელექტრონულ ბაზაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების იდენტიფიცირების მიზნით. არაფორმალური განათლების კუთხით, ხორციელდება სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების მხარდამჭერი კურსები, ასევე არაფორმალური განათლების პროგრამების ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გადანაწილება და მონაწილეობის უზრუნველყოფა. ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ხორციელდება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის: დაიწყო და უწყვეტად მიმდინარეობს სოციალური სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკის გადამზადების პროცესი ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჩატარებულია 20-ზე მეტი ტრენინგი; მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ძალადობის შეტყობინებაზე რეაგირების მექანიზმის დასახვეწად. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოში რეაგირება განხორციელდა ბავშვთა მიმართ ძალადობის 755 შემთხვევაზე. 2017 წელს - 840 შემთხვევაზე; გადაიხედა და დამტკიცდა ,,ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები; ჩატარდა სპეციალური ტრენინგ-კურსები პროფესიონალთათვის, რომელთაც უწევთ ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე რეაგირება; სკოლებში ხორციელდება ძალადობის სავარაუდო ფაქტების შესახებ დაფიქსირებულ შეტყობინებებზე რეაგირების სტატისტიკური აღრიცხვა. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის გასავითარებლად, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნების იმპლემენტაცია. ამ მიზნით, პროფესიონალების გადამზადება, სპეციალიზაცია (მოსამართლეები, პროკურორები და ა.შ.); ბავშვზე ორიენტირებული გარემოს (ოთახის) შექმნის მიზნით საქართველოს პროკურატურა თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან. თანამშრომლობის ფარგლებში, რუსთავის რაიონული პროკურატურის მშენებარე ოფისში მიმდინარე სამუშაოების შედეგად შექმნილი სივრცე შესაბამისობაში იქნება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტის მიერ შემუშავებულ კონცეფციასთან. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გაძლიერების მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების საფუძველზე, შემუშავდა „პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი“, რაც მიზნად ისახავს პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას, სასჯელის მოხდის პერიოდში არასრულწლოვნის ქცევის და სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის თავმოყრას ადგილობრივი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მომზადდა, 2016 წლის არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი მიზეზების კრიმინოლოგიური ანალიზი. ასევე, მომზადდა ანალიზი 2016 წელს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ. ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით:  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვთა ზოგადი განათლების სისტემაში ჩართვის მიზნით, უზრუნველყოს ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესაბამისი განმარტების შემუშავება ცვლილებების და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტში.  არაფორმალური განათლების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელმისაწვდომობის განათლების, გაზრდის მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოახდინოს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით შემუშავებული კანონის პროექტის ინიცირება;  ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაგრძოს მუშაობა დეინსიტუციონალიზმის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების დასაძლევად;  ბავშვთა უფლებების მონიტორინგისა და კოორდინაციის მექანიზმის გაძლიერების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ჰააგის 1980 წლის ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის, ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავების საქმეებზე აღსრულების და რეფერირების მექანიზმის დამტკიცების მიმართულებით;  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, უზრუნველყოს ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებისთვის სათანადო მომსახურებების გაუმჯობესება;  ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობა - ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და დამტკიცება;  ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს კოორდინირებით და სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობისგან დაცვის ერთიანი სტრატეგია;  ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს კოორდინირებით და სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფილ იქნეს, „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის განხორციელების მიზნით დეტალური სამუშაო დოკუმენტის შემუშავება;  ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს კოორდინირებით და სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირების და პრევენციის მეთოდების, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა მათი შემდგომში დანერგვის მიზნით;  საქართველოს პროკურატურამ გადადგას ეფექტური ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.  გაგრძელდეს პროფესიული ჯგუფების (მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, გამომძიებლები, მასწწავლებლები, ადვოკატები, სამედიცინო პერსონალი, სოციალური აგენტები, სკოლის ადმინისტრაცია, მანდატურები და სხვ.) გადამზადება ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე. 13. გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებების გაძლიერება. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სამოქმედო გეგმით ამოცანების შესასრულებლად, განსაზღვრული მიზნების და საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელდა შემდეგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები: აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, 2017 წლის ივნისში მთავრობის დადგენილებით (#286) დამტკიცდა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება, რომლითაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკითხებზე ერთიანი მაკოორდინირებელი მექანიზმი. უწყებათაშორისი კომისია თავისი მანდატის ფარგლებში უფლებამოსილია: შეიმუშაოს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმები. ასევე, განახორციელოს გეგმების შესრულების მონიტორინგი; კომისიის მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს ე.წ სტამბოლის კონვენციის ეროვნული მონიტორინგის მექანიზმის ფუნქციების განხორციელება. გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და სხვადასხვა უწყებების ჩართულობით, ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა და კამპანია. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ ქალთა მიმართ და ოჯახში დაკავშირებულ რადიო, თუ ტელეგადაცემებში. ძალადობის საკითხებთან ეროვნული/ეთნიკური შერიგებისა და უმცირესობებით სამოქალაქო დასახლებულ რეგიონებში, საკითხებში საქართველოს თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა სხვადასხვა თემატური საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები. ამასთან, ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადდა და გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალები. 2017 წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე სომხურენოვან გაზეთ „ვრასტანში“ გამოქვეყნდა 15 სტატია, ხოლო აზერბაიჯანულენოვან გაზეთ „გურჯისტანში“ 21 სტატია. განათლების ინტეგრირების სფეროში მიზნით, გენდერული თანასწორობის მასწავლებლებისთვის შემუშავებულ საკითხების ტრეინინგ- მოდულებში გათვალისწინებულ იქნა გენდერული თანასწორობის საკითხები; ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, საქართელოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციოსაკონსულტაციო სამსახურების მეშვეობით, დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ან/და ამ საქმიანობით დაინტერესებულ პირთა (მათ შორის ქალთა) ცოდნის დონისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები (სასწავლო კურსები, სემინარი და კონფერენცია). ასევე, FAO-ს მიერ ჩატარდა კვლევითი ხასიათის სამუშაოები, რომლის საფუძველზე მომზადდა გენდერული შეფასების დოკუმენტი: „სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება“. გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების მიზნით, 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე; რეკომენდაციამ ხელი შეუწყო სიძულვილის მოტივის დასაბუთების პრაქტიკას. 2017 წელს, განახლდა რეკომენდაცია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ, დისკრიმინაციის რომელშიც სპეციალური თავი დაეთმო გენდერული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. გენდერული ნიშნით/ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ეფექტიანი იდენტიფიცირების მიზნით, გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების ჩართულობით, შემუშავდა სახელმძღვანელო მითითებები ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე. ,,სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფარგლებში 2016 წლის ივლისიდან ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მხარდაჭერილი პროექტი "ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველადი და მეორადი ჯანდაცვის პერსონალისთვის, განხორციელდა "ქალთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე" სტანდარტული სამოქმედო ინსტრუქციის (სტანდარტული საოპერაციო პროცედურები) პროექტის შემუშავება. პროექტის ფარგლებში ასევე გადაიხედა და დაკორექტირდა სატრენინგო მოდული.‘‘ გენდერულად დაბალანსებული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს მიერ დამუშავდა და ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა გენდერულ ჭრილში დამუშავებული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის და მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა და კანდიდატთა შესახებ; 2016 წელს ცესკოს მიერ მომზადდა და გავრცელდა არჩევნების გენდერული სტატისტიკის ბროშურა; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ უზრუნველყოფილ იქნა სასწავლო საკითხებზე და პროგრამების შემუშავება და განხორციელება პოტენციური კანდიდატი ქალების გენდერულ ტრენინგი საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით, 2017 წლის 20 აპრილის მთავრობის დადგენილებით #200 დამტკიცდა საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები. ეთიკის კოდექსში განისაზღვრა სიძულვილის ენის აკრძალვისა და სექსუალური ნორმები, შევიწროების სადაც დაუშვებლობის დეტალურადაა შესაბამისი განსაზღვრული მარეგულირებელი როგორც შევიწროების დაუშვებლობის, ასევე გამოვლენისა და პრევენციის საკითხები. 2016-2017წლებში სახალხო დამცველის აპარატის მიერ ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების საკითხებზე გადამზადდა 20 პროკურორი, 40 პოლიციელი, მუნიციპალიტეტების ორგანოების 50 თანამშრომელი და საჯარო სკოლის 140 მასწავლებელი. 2017 წელს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ პროკურორებისთვის შემუშავებული რეკომენდაციის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების მიზნით, შეიქმნა სპეციალური კითხვარი, რომელშიც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულისა და მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია. აღნიშნული კითხვარი დაეგზავნა პროკურატურის სისტემის თანამშრომლებს, რის შედეგადაც სისხლის სამართლის საქმეებში გაიზარდა სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ შემუშავებული შიდასამსახურებრივი მოხმარების რეკომენდაციის თანახმად, 2016 წლის 22 იანვრიდან, სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილით გათვალისწინებული სიძულვილის რომელიმე მოტივის არსებობა, სავალდებულოა ეცნობოს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს. აღნიშნული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიეწოდება შესაბამისი ელექტრონული სახით, რის საფუძველზეც საანგარიშო წლის განმავლობაში ხორციელდება სტატისტიკური ინფორმაციის დათვლა და ანალიზი. 2017 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 86 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ნიშანი შესწავლილ იქნა - 12 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გენდერული იდენტობის ნიშანი - 37 საქმის, სქესის/გენდერის ნიშანი - 25 საქმის, ეროვნული ნიშანი - 1 საქმის, ეთნიკური ნიშანი - 1 საქმის, ხოლო რელიგიური ნიშანი - 10 საქმის ფარგლებში. მიმდინარეობს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სისტემური გადამზადება და სპეციალიზაციის უზრუნველყოფა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებთან დაკავშირებით; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროკურორებისა გამომძიებლებისათვის მოტივირებული სტაჟიორთა და განხრციელდა დანაშაულები“-ს მოსამზადებელ არაერთი სასწავლო კურსში. პროკურატურის ტრენინგი. პროგრამა აღნიშნული სისტემის „სიძულივილით ინტეგრირებულია პროგრამით, 2017 წელს გადამზადება სტაჟიორთა 2-მა ჯგუფმა გაიარა და მასში, ჯამში 62 მსმენელი იღებდა მონაწილეობას. სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო ფონდის თანამშრომელთა ინფორმირებულობის მიზნით, 2016-2017 წლის განმავლობაში გაიმართა მათი კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები (ტრენინგები). ქალთა უფლებრივი მდგომარეობის და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით:  ზოგადი განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, კულტურისა და საქართველოს სპორტის განათლების, სამინისტრომ მეცნიერების, უზრუნველყოს სასკოლო სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმის შემუშავება;  საჯარო სამსახურში ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების დანერგვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება; ● სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გათვალისწინებულ იქნეს გენდერული ასპექტები;  საქართველოს პროკურატურამ სამინისტრომ განაგრძოს და მუშაობა საქართველოს გენდერული შინაგან ნიშნით საქმეთა ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით.  პასუხისმგებელი უწყებების მიერ დაიგეგმოს და გატარდეს ეფექტური ზომები გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაგრძოს შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას. 14. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ, განხორციელდა იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სპეციფიკური ღონისძიება, რომელიც უსაფრთხო და საჭიროებებიდან გამომდინარე არაერთი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, მათ ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი ეკონომიკური პირობებით უზრუნველყოფას ემსახურება. სოციალურ- სამინისტროს მიერ, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა ცარიელი შენობების რეაბილიტაცია; ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა; დევნილთა განსახლება გამოსყიდულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში; აღნიშნულ პროცესში, პრიორიტეტის მინიჭება იმ დევნილთა განსახლებაზე, რომელთა საცხოვრებელი ობიექტები სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე წარმოადგენს ავარიულ და სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს მიერ, ხორციელდებოდა ასევე, მენაშენეებისაგან და კონტრაქტორი კომპანიებისაგან ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა; მშენებლობარეაბილიტაციის და სამშენებლო სამუშაოების ტენდერებში შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინება; ,,სოფლად სახლის’’ პროგრამაში მონაწილე დევნილებისთვის, საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთებთან ერთად გადაცემა; დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების, რეაბილიტირებულ და ახლადაშენებულ შენობებში განსახლებულ დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაჩქარება; დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართებიდან უკანონო გამოსახლების გამჭვირვალე და ეფექტური პროცესის უზრუნველყოფა; დროებითი საცხოვრებლით დევნილთა უზრუნველყოფა მათთვის ქირის სუბსიდირების გზით (2016 წლის განმავლობაში ქირის თანხის სუბსიდირებით ისარგებლა 2701 დევნილმა ოჯახმა. ხოლო 2017 წელს 1302-მა ოჯახმა); ,,იპოთეკური სესხის დახმარების’’ პროგრამის ფარგლებში, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებმაც 2015 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი ბინები და იგი არის მათი ერთადერთი ფაქტიური საცხოვრებელი. (2016 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარება მიიღო 44 დევნილმა ოჯახმა, 2017 წელს - 166მა ოჯახმა). 2017 წელს, საქართველოს მთავრობის #240 განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“, რომლის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა გასულ წლებში დევნილთა მიმართულებით განხორციელებული გათვალისწინებული ამოცანების პროგრამების, შესრულებისა და სამოქმედო გეგმებში არსებული კვლევების ანალიზის შედეგები. 2017 წელს, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის მექანიზმების სრულყოფის მიზნით, სამინისტროში შეიქმნა საცხოვრებელი ფართის მიღებაზე შემოსულ დევნილთა განაცხადების ელექტრონული ბაზა, რომელშიც მიმდინარეობს მონაცემების შეყვანა. ასევე, ამოქმედდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) სერვისი, რომლის მეშვეობითაც დევნილები იღებენ ინფორმაციას დევნილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ. გარდა ამისა, დევნილთა მონაცემთა ბაზაში, შეიქმნა სოციალური დახმარებების ელექტრონული მოდული. საანგარიშო მრავალმხრივი პერიოდში ფორმატის გადაადგილებულ ხორციელდებოდა გამოყენება ყველა ლტოლვილთა პირთა მუდმივ საცხოვრებელ ქმედითი ნაბიჯები იძულებით ცნობიერების ამაღლების, საერთო ორმხრივი და და იძულებით ადგილას დაბრუნების ხელშესაწყობად; გადაიდგა დევნილთა ჩართულობისა და მონაწილეობის გადაადგილებულ კულტურულ ხელშეწყობის, საარსებო პირთა ცხოვრებაში წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, პროფესიული განათლების ხელშეწყობის და სხვა მიმართულებებით. იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა შესაბამისი და სოციალური ღონისძიებების გადაადგილებულ პირთა დაცვის განსაზღვრა და -დევნილთა სამინისტრომ განაგრძოს აღსრულება, იძულებით დახმარების მექანიზმის საჭიროებებზე მორგებისა და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით. 15. მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის მქონე პირთა უფლება მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის მქონე უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრული გაუმჯობესების ამოცანების/საქმიანობების მიზნით, სამოქმედო შესასრულებლად პირთა გეგმით შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: მიგრანტებისათვის საინტეგრაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2016 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოახდინა საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების წარმატებული ინტეგრაციის 5 ინდიკატორის შემუშავება, რომელთა საფუძველზე განხორციელდა ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის შეფასება და შემუშავდა რეკომენდაციები პროცესის გაუმჯობესების მიზნით; საქართველოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“ ფარგლებში, დაიხვეწა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა ნატურალიზაციის ხელშეწყობისთვის სწავლების ინტენსიური პროგრამები, მიმდინარეობს მათი რეგულარულად შეთავაზება სასკოლო ასაკის ლტოლვილებისთვის. საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (20132020 წ.წ.) და განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად, დაიხვეწა ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგია. ამ მიზნით, შემუშავდა და 2017 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცდა მიღებული ფორმალური განათლების ჩათვლისა და არაფორმალური განათლების აღიარების წესი. შემუშავდა არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფცია, სახელმძღვანელო საფუძველზეც და განხორციელდა შესაბამისი მეთოდოლოგია, რომლის არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება 3 პროფესიულ პროგრამაზე (მეფუტკრეობა, სოფლის მეურნეობა და ინფორმაციული ტექნოლოგიები) ორ სფეროში (სოფლის ინფორმაციული ტექნოლოგიები). პილოტირების მეურნეობა რეჟიმში და გამოვლენილი რეკომენდაციები ცვლილებების სახით აისახა არაფორმალური განათლების აღიარების წესში. ამასთან, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში იმიგრანტების ჩართვის მხარდაჭერად, 2016 წელს განხორციელდა სამუშაოები პროფესიული განათლების სისტემაში ქართული ენის შემსწავლელი კურსების დანერგვის მიზნით. საქართველოს მთავრობის უზრუნველყოფილია, სტატუსის მქონე სახელმწიფოს საქართველოში პირებისათვის მიერ 2016 ან/და წლის №239 ლტოლვილის პროფესიული მონაწილეობით დადგენილებით, და ჰუმანიტარული განათლების დაფინანსება დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უზრუნველყოფილია, საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების ჩართვა საქართველოს მთავრობის 2016 წელის 02 ივნისის #238 დადგენილებით დამტკიცებულ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში. ზემოაღნიშნულ პირებს სხვა თანაბარ პირობებში პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ. საქართველოში უცხოელთა ინტეგრაციის პოლიტიკის დახვეწის მიზნით, მიგრაციის საკითხთა სამთავრო კომისიის ფარგლებში, შექმნილია 2 სამუშაო ჯგუფი, რომლის კოორდინირებას ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ჯგუფების მუშაობის საჭიროებების მიხედვით, სამინისტრო შეიმუშავებს შედეგად გამოვლენილი უცხოელთა ინტეგრაციის კუთხით საქმიანობის მონახაზს და მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში განსახორციელებელ ცვლილებებს. საქართველოში ხელშეწყობის იძულებით დაბრუნებულ მიზნით, მიგრანტთა საქართველოს გადაადგილებულ პირთა, რეინტეგრაციის ოკუპირებული განსახლებისა პროცესის ტერიტორიებიდან და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს მიერ განხორციელდა “საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის საბოლოო მონიტორინგი, ასევე, 2017 წლის პროგრამის შუალედური მონიტორინგი. გამოვლენილი საჭიროებების მიხედვით, დაისახა სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობების გეგმა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიზარდა სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამების რეგიონული დაფარვა. 2017 წლის პროგრამაში, გასული წლის დაფარვის რეგიონებს - ქ. თბილისს, ქვემო ქართლს, მცხეთამთიანეთს, შიდა ქართლს, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს, აჭარასა და გურიას დაემატა იმერეთისა და კახეთის რეგიონები და სახელწიფო პროგრამამ მოიცვა საქართველოს მთელი ტერიტორია (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). სარეინტეგრაციო პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2016 -17 წლის პროგრამის ფარგლებში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირდა 857 დაბრუნებული მიგრანტი, რომელთაგან სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსების სერვისით ისარგებლა 102 ბენეფიციარმა, სოციალური პროექტი დაუფინანსდა 228 დაბრუნებულ მიგრანტს, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების“ პროგრამაში გადამისამართდა 66 ბენეფიციარი, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფილ იქნა 15 დაბრუნებული მიგრანტი. იურიდიული დახმარება დაუფინანსდა 12 დაბრუნებულ მიგრანტს. სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის სრულყოფის მიზნით, მუდმივად მიმდინარეობს სარეინტეგრაციო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიზი. საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 1-ლ დეკემბერს მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც დარეგულირდა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უფლება-მოვალეობები. განხორციელდა უცხოელთა „საქართველოს რეგისტრაციის, ამასთან, მოქალაქეთა პირადობის და სათანადო ცვლილებები საქართველოში (ბინადრობის) მცხოვრებ მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1-ლ თებერვალს. ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროცედურული საკითხი განხორციელებულია და 2017 წლის 01 თებერვლიდან გაიცემა სამგზავრო პასპორტი შესაბამისი სტიკერით ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღების კანონქვემდებარე აქტებში კანონთან კანონისა შედეგად შესაბამისობაში და შესაბამის მოყვანის მიზნით განხორციელდა სათანადო ცვლილებები. მიმდინარეობს წითელ ჯვართან თანამშრომლობის გაღრმავება, ოჯახის გაერთიანების დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით. საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ სამინისტროს მიერ შესაძლებლობების პირთა, მოხდა შესწავლა განსახლებისა და ლტოლვილთა თავშესაფრის მაძიებელა განთავსების და აღნიშნულის ანალიზი, შედეგად იდენტიფიცირებული იქნა განთავსების მხრივ არსებული ხარვეზები, შემუშავდა შიდა მონიტორინგის ანგარიში და გაიცა 7 რეკომენდაცია. ინტენსიურად მიმდინარეობს თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე პირების კვალიფიკაციის ამაღლება. იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დაცვის მიზნით:  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაგრძოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. 16. ეკო-მიგრანტთა უფლებები სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები ემსახურება ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკო-მიგრანტთა) სამართლებრივ და სოციალურ დაცვას. ამ კუთხით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდა არაერთი ღონისძიება. კერძოდ, 2016 წლიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სრული დატვირთვით ფუნქციონირებდა დაზარალებული და „სტიქიური გადაადგილებას მონაცემების დაქვემდებარებული შედეგად (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა“, რომელშიც განთავსდა როგორც სამინისტროში დაცული, ასევე მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაცია ეკომიგრანტი ოჯახების შესახებ. 2017 წელს აღნიშნულ ბაზაში განთავსდა მონაცემები. დამატებით ეკომიგრანტთა 1000-მდე მონაცემთა ოჯახის ბაზაში 5000-ზე მეტი სამინისტროს მიერ ამ დროისთვის ოჯახის მონაცემია დაფიქსირებული. 2014 წლის 1 იანვრამდე უკვე განსახლებული ეკომიგრანტებისათვის შესაბამისი საცხოვრებელი ფართების კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 2016 წელს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის წესით (1 ლარად) საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა 311 ეკომიგრანტ ოჯახს. 2017 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, დამატებით 96 ოჯახს დაუკანონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. 2016 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანებით შექმნილი „სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ გადაწყვეტილებით, 2016 წელს საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფილ იქნა 93 სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი. 2017 წელს 94 ოჯახისათვის მოხდა საცხოვრებელი სახლის შესყიდვა. 2015 წლიდან სამინისტროსთან პარტნიორობით ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს სარეინტეგრაციო პროგრამებს კომპაქტურად ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს ორგანიზაციამ 4 მუნიციპალიტეტში განახორციელა სხვადასხვა პროექტები, მათ შორის მოეწყო მცირე ზომის ეთნოგრაფიული მუზეუმი და სხვა, რომელთა ღირებულებამ ჯამში 25000 ლარი შეადგინა. პროექტები ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. ასევე, 2016 დაფინანსებული წელს სამინისტროსთან პროექტის ფარგლებში პარტნიორობით ევროკავშირის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)“ ახორციელებდა სარეინტეგრაციო პროგრამებს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2017 წელს ორგანიზაციამ ქვემო ქართლისა (საყდრიონი, ტბეთი, იმერა), სამცხე ჯავახეტასა (გორელოვკა) და კახეთის (ერისიმედი, ჰერეთისკარი, ფონა, სამთაწყარო) რეგიონებში ეკომიგრანტთა სოციალურ–ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაგრძოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების დაქვემდებარებულ პირთა შედეგად იძულებით (ეკო-მიგრანტთა) გადაადგილებას სამართლებრივი და სოციალური დაცვის მიზნით. 17. რეპატრიანტთა უფლებები ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა, რეპატრიანტთა ღირსეული დაბრუნებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ N1671 განკარგულებით დაამტკიცა ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგიის მიღების შემდგომ ქვეყნის სამართლებრივი სისტემის დახვეწის ფონზე, შესაძლებელი გახდა რეპატრიაციის მსურველთა მხრიდან სახელმწიფოსათვის მიმართვა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის შეფასებული კომიტეტის საქართველოს მომხსენებლების ანგარიშში მიერ საბჭოს ევროპის დადებითად მიმართ უფლებების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულების შესრულება. არის რეპატრიანთა 18. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად, სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია აქტივობები, რომელთა შესასრულებლად პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: შინაგან საქმეთა სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს კრიმინოგენური სიტუაციის სტაბილიზაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილების, გამყოფი ხაზებთან მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით. საქართველოს მთავრობა აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მექანიზმს, რათა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოების რეგულარული ინფორმირება, ასევე მხარდაჭერის მობილიზება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და შეჩერებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ პრობლემურ საკითხებზე. მავთულხლართების აღმართვის პროცესის მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემების მოგვარებისათვის მთავრობა იყენებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და IPRM მექანიზმებს. მთავრობის ძალისხმევით, საანგარიშო პერიოდში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთდა მრავალი განცხადება, შემუშავდა არაერთი რეზოლუცია, დეკლარაცია, გადაწყვეტილება თუ ანგარიში, რომლებშიც ასახულ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა. მათ შორისაა: გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ (2016, 2017); გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ (2016, 2017); ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია (2017); აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია (2016) და სხვ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების გაწევის მიზნით. 2017 წელს დასრულდა გამყოფი ხაზის მიმდებარე 9 სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. საანგარიშო პერიოდში წარმოებული საგაზიფიკაციო სამუშაოების შედეგად გაზიფიცირებულია 62 სოფელი და 13 913 აბონენტი. გამყოფი ხაზის მიმდებარე 43 სოფელში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელდა ქსელის რეაბილიტაცია და ინდივიდუალური გამრიცხველიანება. 2016 წელს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პროექტის ფარგლებში დასრულდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ინვენტარიზაცია, სააგენტოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ ერთიანი, დაზუსტებული, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის შექმნის მიზნით. 2016 წელს, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა რუხში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ტყვიავსა (გორის მუნიციპალიტეტი) და ბერძენაულში (ქარელის მუნიციპალიტეტი), რომელთა მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200 მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისებით. გამოყოფი ხაზის ხელმისაწვდომობის სიახლოვეს მცხოვრები უზრუნველყოფის მოსახლეობის მიზნით, ჯანდაცვაზე საქართველოს მთავრობა განაგრძობს გამყოფი ხაზების სიახლოვეს არსებული სოფლების ამბოლატორიების აღჭურვას სამედიცინო და საოფისე ინვენტარით. ამასთან, 2017 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ინვენტარით აღიჭურვა ტყვიავში სამედიცინო აშენდა ცენტრი, და რომელიც სამედიცინო ამბულატორიულ სერვისებს აწვდის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას. ასევე, 2017 წელს დასრულდა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მრავალპროფილური, 220 სტაციონარულ საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალკვალიფიციური, სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო დახმარების მიწოდებას. აღსანიშნავია, საქართველოს ასევე, მოქალაქეებს რომ ოკუპირებულ შეუძლიათ უფასოდ ტერიტორიებზე მიიღონ მცხოვრებ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. გარდა ამისა, საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობდა აფხაზეთის რეგიონისთვის საჭირო ვაქცინების, მათ შორის იმუნიზაციის და ვეტერინარული ვაქცინების, დიაბეტის, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიწოდებას. 2016 წელს, ბავშვთა ჯანდაცვის მიზნით, აფხაზეთის რეგიონს ასევე გადაეცა ულტრაბგერითი გამოკვლევის აპარატი. განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მთავრობის მიერ შექმნილია განსაკუთრებული პირობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის: „1+4“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს ჩაირიცხონ და ისწავლონ ქვეყანაში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამარტივებული პროცედურების საფუძველზე; გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 2242 სტუდენტი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშავა ახალი სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“: ვაჭრობის წახალისება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ. სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივა ეფუძნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებს, ასევე, ემსახურება საზოგადოებებს შორის დიალოგის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიზნებს.  საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყონ კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება;  ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით, შესაბამისმა პასუხისმგებელმა უწყებებმა უზრუნველყონ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების გეგმით დადგენილი ფორმით და დაგეგმილ ვადაში შესრულება. 19. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სამოქმედო გეგმით დასახული მიზნების და ამოცანების შესასრულებლად, სააგარიშო პერიოდის განმავლობაში, პასუხისმგებელი უწყებების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიერ, ამ ეტაპზე მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პირველადი სამუშაო ვერსია. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის იმპლემენტაციის, კოორდინაციის და მონიტორინგის განმახორციელებელი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნისა და გამართული ფუნქციონირების მიზნით, ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში, 2016 წელს მოწვეულ იქნა საერთაშორისო ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჯონ ვადამი. ექსპერტის მიერ, კონვენციის იმპლემენტაციის კუთხით საქართველოში არსებული ინსტიტუციური ჩარჩოს და ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობა 2018 წლის პირველ კვარტალში გეგმავს გაეროს კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური მექანიზმის განვითარებას. შშმ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიების განმტკიცების მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო შშმ პირების და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობა სამთავრობო პროგრამების და ღონისძიებების შემუშავების პროცესში; ,,ქმედუნარიანობის სისტემის“ რეფორმის განხორციელების პროცესში ხარვეზების იდენტიფიცირებისა გათვალისწინებით სისტემის და სრულყოფის გამოვლენილი საჭიროებების მიზნით, სოციალური სსიპ მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და იურისტებისათვის განხორციელდა საგანმანათლებლო-სატრენინგო ხასიათის ღონისძიებები. ამავე მიზნებით არაერთგზის, გაიმართა მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა. აგრეთვე, მხარდაჭერის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობდა ადამიანის უფლებადამცველ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. საანგარიშო პერიოდში, შშმ პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებათაგან მნიშვნელოვანია, ცესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის ადაპტირება უსინათლო და მცირემხედველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის; უსინათლო ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ინფორმაციის მიწოდება (პარტიების საარჩევნო პროგრამა, კანდიდატების ჩამონათვალი) აუდიო ფორმატში; შშმ საკითხებზე საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგის ჩატარება; შშმ ამომრჩევლებისათვის სპეციალური დამხმარე საშუალებებით საარჩევნო უბნების აღჭურვა; მხედველობის არმქონე პირებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურების უზრუნველყოფა; სააგენტოს ხელმისაწვდომობის ვებ-გვერდზე (ბრაილის განთავსებული შრიფტი) ინფორმაციის ადაპტირება, ასევე ონლაინ რეჟიმში კონსულტირება მხედველობისა და სმენის არმქონე პირებისათვის. საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებისა და სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ცვლილებები შევიდა ტექნიკურ რეგლამენტში „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“. ასევე ტექნიკურ რეგლამენტში „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ჩატარდა ტრენინგები შშმ პირთა უფლებების შესახებ; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სააგენტო მუდმივი ზედამხედველობის ფარგლებში ახორციელებდა საქართველოს აეროპორტების ოპერატორების შემოწმებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაუმჯობესდა და გაიზარდა ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის’’ სახელმწიფო პროგრამის ,,ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის’’ ქვეპროგრამის გეოგრაფიული არეალი, ღონისძიებების ხარისხი და ეფექტიანობა. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის „მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ხორციელდება 7-დან 18 წლამდე ასაკის იმ მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი დღის ცენტრის მომსახურებაში მომსახურება. 2016-2017 წლის განმავლობაში აღნიშნული მომსახურება მიიღო 45 ბავშვმა. 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაიზარდა „სათემო ორგანიზაციების“ გეოგრაფიული არეალი. „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის „სათემო ორგანიზაციების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გაიხსნა 14 ახალი დაწესებულება: 7 ქალაქ თბილისში, 1 თელავის მუნიციპალიტეტში, 3 გურჯაანში, 1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 1 რუსთავში და 1 გორში. 2017 წლიდან ა(ა)იპ ,,ხელი ხელს“ ორგანიზაციის ხუთმა ცენტრმა (მათ შორის 3 ცენტრი 12 ბენეფიციარზე თბილისში და 2 ცენტრი გურჯაანში 15 ბენეფიციარზე) დაიწყო სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის, შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის განხორციელება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) და შშმ პირთა შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა და მუდმივად განახლების რეჟიმშია სამუშაოს მაძიებელ და დასაქმებულ შშმ პირთა მონაცემთა ბაზა; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის N238 და 2017 წლის 4 აპრილის N182 დადგენილებით დამტკიცდა „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან: მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა მომსახურებისა და სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი. 2016 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეულ იქნა 10 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 519 შშმ პირს გაუწიეს მხარდაჭერითი კონსულტირება. სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში გამოვლინდა და მომზადდა იმ დამსაქმებლების რეესტრი, რომლებთანაც განხორციელდა სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი. შედეგად, 2016 წლის მდგომარეობით სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 12 ორგანიზაცია. აღნიშნულ ორგანიზაციებში განხორციელდა 19 შშმ პირის სამუშაო ადგილის სუბსიდირება. ხოლო 2017 წლის მდგომარეობით სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 23 ორგანიზაცია და განხორციელდა 53 შშმ პირის სამუშაო ადგილების სუბსიდირება. განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა კანონპროექტი “პროფესიული განათლების შესახებ” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გათვალისწინებით. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით დასრულდა მუშაობა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი მიზანსაც „ზოგადი შეზღუდული განათლების შესაძლებლობის შესახებ“ მქონე საქართველოს პირთა კანონის უფლებების გაეროს კონვენციის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს. 2016 წლის 19 თებერვალს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2017 წლის მაისის თვეში დამტკიცდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურები, რომელთა მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკისრებათ ვალდებულება, შეიმუშავონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და უზრუნველყონ ინფრასტრუქტურის ადაპტაცია მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების ხელი შეუწყონ პროცესისა და გარემოს განვითარებას. კულტურულ, რეკრეაციულ და გასართობ ღონისძიებებში, შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 1 ივლისს N303 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025“, რომლის შესაბამისად, 2017 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა „გზამკვლევი საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“. გზამკვლევს თან ერთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული (2017 წლის 31 მაისის ბრძანება N 03/179) სამოქმედო გეგმა 2017-2018 წლებისათვის. გზამკვლევში, რომლის შემუშავების პროცესშიც, სხვადასხვა უწყებასთან ერთად, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული, კულტურის ასახულია ის გამოწვევები, რომლებიც შშმ პირთათვის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს იმ აქტივობათა ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018 წელს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით გეგმავდა, გზამკვლევში აღწერილ გამოწვევებსა და „კულტურის სტრატეგია 2025“-ის ამოცანებთან შესაბამისობაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით:  საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის გადახედვა კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით;  გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის და კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმ(ებ)ის შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, კოორდინაციაზე კონვენციის პასუხისმგებელი იმპლემენტაციასა ინსტიტუციური და მექანიზმ(ებ)ის სრულყოფა. ასევე, აღნიშნულ მექანიზმ(ებ)თან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო მექანიზმის შექმნა და მისი შესაძლებლობების გაძლიერება;  შშმ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება;  გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ან/და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფილ იქნეს რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ამოქმედება;  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შშმ პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირების მიზნით, უზრუნველყოს საერთაშორისო ექსპერტის და ადგილობრივი პარტნიორების ჩართულობით ახალი მოდელის მომზადება, შშმ პირთა შეფასების ახალი სისტემის საწყის ეტაპზე პილოტირება და შემდგომში მისი სრულად დანერგვა. 20. შრომითი უფლებები შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2016-2017 წლებისთვის მიზნად ისახავდა შრომის უფლების დაცვას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. საკანონმდებლო ბაზის რევიზიისა და სრულყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა და დამტკიცდა „შრომის კოდექსის დებულებების შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა 14.01.2016). და სოციალური სოციალური დაცვის პარტნიორობის მინისტრის სამმხრივი ბრძანება კომისიის (N01-8/ო, ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, მოამზადა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების პროექტი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების XXX-ე დანართით გათვალისწინებული ევროდირექტივების შესაბამისად. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს: პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, განათლების, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში. ამასთან, ცვლილებები ადგენს აკრძალვას პირისთვის მითითების მიცემის შემთხვევაში, განახორციელოს მესამე პირის მიმართ დისკრიმინაცია. ასევე, დამსაქმებლის ვალდებულებას დაიცვას პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არამედ წინსახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც გულისხმობს ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით. ცვლილებების პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში მოხდა 2017 წლის დეკემბრის თვეში. 2016-2017 წლებში ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) ფინანსური და ექსპერტული დახმარებით, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შემუშავდა შრომის უსაფრთხოებისა და სტანდარტების პროექტები ევროკავშირის 8 დირექტივის გათვალისწინებით. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის მიზნით, ევროკავშირის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად მომზადდა და მიღებულ იქნა ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიზანია, იმ ძირითადი მოთხოვნებისა და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, დაავადებების თავიდან უბედური აცილებას, შემთხვევებისა დასაქმებულთა და პროფესიული სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას. სამოქმედო გეგმით, ერთ-ერთ ამოცანად დასახულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მიერ კონვენციების იმპლემენტაცია. ამ საქართველოს მიზნით, შრომის რატიფიცირებული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ მომზადდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N111, N100, N122, N185 კონვენციების ანგარიშები, რომლებიც 2016 წლის 1 სექტემბერს გაიგზავნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში. ხოლო, 2017 წლის 1 სექტემბერს გაიგზავნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N87 დაN98 კონვენციების ანგარიშები. სამოქმედო გეგმით, ამოცანად დასახული იქნა აგრეთვე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების/პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობების განხილვა. ამოცანის შესასრულებლად განხორციელებული აქტივობების შედეგად, 2017 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის N1331-Iს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა „შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“ შრომის საერთაშორისო კონფერენციის 61-ე სესიაზე (ჟენევა, 1976 წლის 21 ივნისი) მიღებული №144 კონვენცია. გრძელდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების იმპლემენტაციის ხელშემშლელი გარემოებების იდენტიფიცირება და ქმედითი ღონისძიებების გატარება მათი აღმოფხვრის მიზნით. მიმდინარეობს ასევე, ევროპის სოციალური ქარტიის (არარატიფიცირებული) მუხლების/პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი წინადადების ინიცირება საქართველოს პარლამენტში (მუხლი 2 - პუნქტი 3; მუხლი 3 - პუნქტები 1,2,4; მუხლი 4 - პუნქტები 1,5; მუხლი 8 - პუნქტი 2; მუხლი 9; მუხლი 10 - პუნქტები 1,3; მუხლი 10 - პუნქტები 1,3; მუხლი 15 - პუნქტი 1; მუხლი 17 - პუნქტი 2) სამმხრივი სოციალური დიალოგის ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით, შემუშავდა და დამტკიცდა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობის 2016-2017 წლების სტრატეგიული გეგმა; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ინიციატივით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაიწყო რეგიონალურ და საწარმოო დონეზე სამმხრივი და ორმხრივი დიალოგის განვითარება/მხარდაჭერის პილოტური პროექტები; ჩატარდა ტრენინგები სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. შრომითი უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების მიზნით, მთავრობის შესაბამისი დადგენილებებით დამტკიცდა „შრომის პირობების ინსპექტირების 2016, 2017, 2018 წლების სახელმწიფო პროგრამები’’. პროგრამის მიზანია დაეხმაროს დამსაქმებელს შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, ხოლო პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა აამაღლოს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერება შრომის და ჯანმრთელობის დაცვის ნორმების/წესების შესახებ და მოახდინოს მათი ინფორმირება. პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს შრომის პირობების ინსპექტირება განხორციელდა საქართველოს მასშტაბით 96 კომპანიის 187 ობიექტზე, ხოლო 2017 წელს - 166 კომპანიის 280 დამსაქმებლებსა ობიექტზე, და ანგარიშებისა დასაქმებულებს და რეკომენდაციების მიეწოდათ ინფორმაცია სახით შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების შესახებ. 2016 წლის 7 მარტს საქართველოს მთავრობის N112 დადგენილებით დამტკიცდა „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი“. ზედამხედველობის მიზანია იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შრომის ინსპექტორების მიერ გაიცა დაახლოებით 6460 რეკომენდაცია. ამასთან, 2017 წლის 11 მაისს დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება (N1-1/200 – N01-98/ო) ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს ჯანმრთელობისათვის, მომეტებულ რისკს დასაქმებულთა ადამიანის შრომის სიცოცხლისა პირობებისა და და სამუშაო ადგილების შესაბამისობის შეფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის მიერ ინსპექტირება განხორციელდა 20 კომპანიაში. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობის 2016-2017 წლების სტრატეგიული გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს შრომითი მედიაციის მექანიზმის განვითარება. გეგმის ფარგლებში განხორციელდა მედიატორთა შერჩევის პროცესი და 2017 წლის 1 მარტს დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-54/ო ბრძანება „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურების უზრუნველსაყოფად მედიატორთა რეესტრის განსაზღვრის თაობაზე“ ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა შესაბამისი პროექტი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის N301 დადგენილებაში, „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შესახებ. ცვლილებების პროექტის მიზანს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმის შექმნის ხელშეწყობა, რაც საშუალებას მისცემს მოდავე მხარეებს მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯების გარეშე გადაწყვიტონ კოლექტიური შრომითი დავა. სამუშაო ძალის შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და მართვის მიზნით, 2016 წლის 18 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და GIZ-ი თანამშრომლობას შრომის ბაზრისა და მიგრაციის მართვის, შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფის, დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის ორგანიზების საკითხებზე. შრომის უფლებების დაცვის მიზნით:  კოლექტიური შრომითი დავების ეფექტიანად გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური და პარტნიორობის სოციალური დაცვის სამინისტრომ, სამმხრივი კომისიასთან ერთად, უზრუნველყოს შრომითი დავების გადაწყვეტის მექანიზმის განვითარების კონცეფციის შემუშავება;  საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფა. 21. ეკოლოგიური უფლებების დაცვა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალსიწინებული თავი ,,ეკოლოგიური უფლებების დაცვის’’ შესახებ, მიზნად ისახავს ადამიანის ეკოლოგიური უფლებების შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი გარანტიების განმტკიცებას. აღნიშნული მიმართულებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობებიდან შესაბამისმა უწყებებმა განახორციელეს შემდეგი ღონისძიებები: შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან საზოგადოების მიერ გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიღება/მოპოვების პროცედურის გამარტივების მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მომზადდა და ძალაში შევიდა საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროდირექტივების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ამასთან, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, მომზადდა ,,გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესი“. აღნიშნული წესი დამტკიცდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ და პირველ ეტაპზე, წესის მოქმედების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, შეეხო სამინისტროს და მის მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, საანგარიშო ინფორმაციის პერიოდის განმავლობაში მატარებელი ასევე ორგანიზაციათა შეიქმნა მონაცემთა გარემოსდაცვითი ბაზა, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე eiec.gov.ge. ბაზა მოიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის სტატუსის, საიდენტიფიკაციო კოდის, მისამართის, საქმიანობის აღწერის, ვებგვერდისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ. გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავდა ტრენინგ-მოდულები და ჩატარდა ტრენინგები (2016-2017 წლებში ცენტრის მიერ ჩატარდა 88 ტრენინგში, რომლის ფარგლებში გადამზადდა 1.818 მონაწილე) გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკაზე. ასევე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საანგარიშო პერიოდში გამართა 33 საინფორმაციო შეხვედრა. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა და მიღებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი", რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე, კერძოდ სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ეტაპებზე. ასევე, შემუშავდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პრაქტიკაში განხორციელების ორი სახელმძღვანელო დოკუმენტი. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების მდგომარეობის შემოწმების მიზნით, რესურსების დაცვის პირობების შესრულების საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 6 თვის (იანვარი-ივნისი) განმავლობაში განხორციელდა ნებართვის/ეკოლოგიური ობიექტზე. ინსპექტირება ექსპერტიზის ინსპექტირების შედეგების გარემოზე ზემოქმედების მქონე რეგულირების დასკვნის მიხედვით, 40 ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების დარღვევები გამოვლინდა 29 რეგულირების ობიექტზე. ამ ეტაპზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს ინსპექტირებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გონივრული ვადების განსაზღვრის ღონისძიებები და მათი შესრულების მონიტორინგი.  შესაბამისმა პასუხისმგებელმა უფლებების დაცვის უწყებებმა მიმართულებით განაგრძონ ეფექტიანი ეკოლოგიური ღონისძიებების განხორციელება. 22. ბიზნესი და ადამიანის უფლებები ბიზნესი და ადამიანის უფლებები წარმოადგენს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას. მოცემული თავი მიზნად ისახავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობებიდან შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდა არაერთი ღონისძიება. კერძოდ, 2017 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ინიციატივით შექმნილმა საკოორდინაციო ჯგუფმა ჩაატარა ეროვნული საბაზისო კვლევა ბიზნესის და ადამიანის უფლებების მიმართულებით. კვლევის საფუძველზე მომზადდა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი. იგი მიზნად ისახავს თავისუფალი მეწარმეობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ყოველწლიურად ქართულ ენაზე ითარგმნება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არსებული რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტი. ამასთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2016 წლის 22-23 აპრილს გაიმართა კონფერენცია თემაზე „საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება“. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაციები და გაიმართა დისკუსიები კორპორაციული პასუხისმგებლობის სხვადასხვა თემატურ საკითხზე. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 29 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური) ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების თემაზე. შეხვედრა, რომელიც წარიმართა სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით, მიზნად ისახავდა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირების დასაქმებას ბიზნეს სექტორის მიერ. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება მთავრობის, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის მხარდაჭერით.  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ უზრუნველყოს ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ ბიზნესის წამომადგენლებისთვის საინფორმაციო კამპანიის და ტრეინინგების ჩატარება. განიხილა რა წარმოდგენილი ანგარიში, კომიტეტმა ხაზი გაუსვა ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს, იმავდროულად, აღნიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და დადებითად შეაფასა საანგარიშო პერიოდში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული საქმიანობა. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების ანგარიში სარჩევი შესავალი ..................................................................................................................................................... 1 1. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება......................................................................................... 2 2. სამართლიანი სასამართლოს უფლება............................................................................................. 13 3. პროკურატურა...................................................................................................................................... 28 4. ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში ................................................ 39 5. წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა ...................................................................... 92 6. ტრეფიკინგი ........................................................................................................................................ 109 7. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება......................................................................... 130 8. გამოხატვის თავისუფლება .............................................................................................................. 146 9. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება .............................................................................. 151 10. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების დაცვა .......................................................................... 154 11. რელიგიური უმცირესობების დაცვა............................................................................................ 195 12. ბავშვთა უფლებების დაცვა ........................................................................................................... 208 13. გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება.................................................................. 242 14. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებები ............................................. 264 15. მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის მქონე პირთა უფლება................... 278 16. ეკო-მიგრანტთა უფლებები ........................................................................................................... 297 17. რეპატრიანტთა უფლებები ............................................................................................................ 299 18. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა ............................................................... 300 19. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები........................................................ 319 20. შრომითი უფლებები ....................................................................................................................... 349 21. ეკოლოგიური უფლებების დაცვა................................................................................................. 362 24. ბიზნესი და ადამიანის უფლებები ............................................................................................... 370 25. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება და სამოქმედო გეგმის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები .................................................................... 374 შესავალი წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების ანგარიშს. აღნიშნული ანგარიში ასახავს სამოქმედო გეგმით გათვალისიწინებული აქტივობების შესრულების მიზნით, პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების განხორციელებულ ღონისძიებებს. ამასთან, ანგარიშში მოყვანილია ინფორმაცია, რომელმაც გარკვეულ შემთხვევებში განაპირობა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა. აღნიშნული სამოქმედო გეგმა მოიცავდა 25 თემატურ თავს. უნდა აღინიშნოს, რომ შესრულების ანგარიშში არ არის მოცემული ინფორმაცია გეგმის 22-ე და 23-ე თავების (ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016–2017 წლების სამოქმედო გეგმა, საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის) შესრულების შესახებ. შესაბამისად, დოკუმენტი ასახავს 23 თემატური თავის შესრულების შესახებ ინფორმაციას და შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს. აღნიშნული 23 თემატური თავი თავის მხრივ, მოიცავდა 473 საქმიანობას. ანგარიშის თანახმად, სამოქმედო გეგმის 245 საქმიანობა (52%) შესრულდა სრულად, 131 საქმიანობა (28%) უმეტესად, 57 საქმიანობა (12%) ნაწილობრივ, ხოლო შეუსრულებელი დარჩა 40 საქმიანობა (8%). აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მოსაზრებას კონკრეტული საქმიანობების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელია არ იყოს გაზიარებული სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშის მომზადების პროცესში სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულები იყვნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ოფისის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის, და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელები. ანგარიშის მომზადების პროცესს კოორდინირებას უწევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო. 1 1. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება მიზანი 1.1: სისხლის სამართლის კანონმდებლობის გადახედვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების კუთხით ამოცანა 1.1.1: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დახვეწისათვის საჭირო ცვლილებების ინიცირება საქმიანობა 1.1.1.1: ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე საკანონმდებლო რეგულაციების განმტკიცება ინდიკატორი: განხორციელებულია შესაბამისი ანალიზი ან/და საკანონმდებლო ცვლილებები სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული ირიბი მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის მიზნით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება. ცვლილებების მიზანია ირიბი მტკიცებულების ცნების დახვეწა და მასთან დაკავშირებული პროცედურული წესების, მათ შორის, დასაშვებობის გაწერა. საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ პროექტის დასრულებისთანავე მოხდება მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში. საქმიანობა 1.1.1.2: დაზარალებულის უფლებების განმტკიცების მიზნით ძალაში შესული ცვლილებების ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ნორმების დახვეწა. ინდიკატორი: განხორციელებულია შესაბამისი ანალიზი ან/და საკანონმდებლო ცვლილებები სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2017 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ პროკურორებისთვის რეკომენდაცია დაზარალებულთა შესახებ, რომლის მიზანია დაკავშირებული საკითხებისადმი ადამიანის უფლებათა შემუშავდა დაზარალებულთან ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისი ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნება დაზარალებულთათვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივებასა და მათი უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად განხორციელებაზე (რეკომენდაცია შეეხება დაზარალებულად ცნობის, მისთვის უფლებამოვალეობათა განმარტების, ინფორმაციის მიწოდების, სამართალწარმოების პროცესში მისი მონაწილეობის საკითხებს). 2017 წელს შემუშავდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლითაც განისაზღვრება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის დასწრების უფლება ოჯახური დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირების მონაწილეობით ჩასატარებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე. 2018 წლის 2 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტში მოხდა ცვლილებების ინიცირება საქართველოს მთავრობის მიერ1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების მიზანია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა სამართალწარმოების უზრუნველყოს დაზარალებულის/მოწმის პროცესში მხარდაჭერა. სრულყოფილად კერძოდ, შეაფასოს დაზარალებულის/მოწმის პირველადი საჭიროებები და მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ; მოიპოვოს დაზარალებულის/მოწმის ნდობა მის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, გაუმარტივოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა და მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობისა და მისი უფლებების შესახებ; დაეხმაროს მოწმესა და დაზარალებულს დანაშაულის შედეგად გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში და უზრუნველყოს მათი ხელახალი ვიქტიმიზაციის პრევენცია. ამოცანა 1.1.2: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის, მოსამართლის დისკრეციის გაზრდის, ნათელი და განჭვრეტადი სისხლის სამართლის ნორმების ფორმირების მიზნით, ცვლილებების პროექტის მომზადება საქმიანობა 1.1.2.1: საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და პარლამენტში გაგზავნა. ინდიკატორი: შესაბამისი ცვლილებები გაგზავნილი საქართველოს პარლამენტში სტატუსი: უმეტესად შესრულებული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის, მოდერნიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვა. უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილი ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების ინტენსიური შეხვედრებისა და მუშაობის შედეგად, ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩართულობით, მომზადდა ფართომასშტაბიანი ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის როგორც ზოგად, ისე კერძო ნაწილებში. ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, საერთაშორისო ექსპერტების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის მიერ მოწოდებული მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიის საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად გაგზავნა 2018 წლის ბოლომდე იგეგმება. კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს ჯარიმის, პირობითი მსჯავრის, გამოსაცდელი ვადის, მოვალეობის დაკისრების, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის და შეურაცხი პირის მიმართ სასჯელის დანიშვნის საკითხების კონცეპტუალურ ცვლილებაში. 1 დეტალური ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://info.parliament.ge/#law-drafting/15198 3 კანონპროექტით გათვალისწინებულია რეკეტის დეფინიციის ამოღება ზოგადი ნაწილიდან, გამასწორებელი სამუშაოს გაუქმება, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მაქსიმალური ვადის და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადის შემცირება. ცვლილებები აგრეთვე ითვალისწინებს დანაშაულის ამსრულებლის, ჯგუფური დანაშაულის, უკიდურესი აუცილებლობის, მართლზომიერი რისკის, შეცდომის, ბრძანების/მითითების შესრულების და სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისების მომწესრიგებელი ნორმების განსხვავებულ რეგულაციას. კანონპროექტით ცვლილებები გათვალისწინებულია ასევე სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილშიც. 1.1.2.2. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლების სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლების დისპოზიციაში დამამძიმებელ გარემოებად პირდაპირ მითითებას. ინდიკატორი: განხორციელებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სტატუსი: ნაწილობრივ შეუსრულებელი მოცემული საქმიანობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმაში ასახვა განპირობებული იყო დოკუმენტის შემუშავების დროს არსებული სხვადასხვა ტიპის პრობლემებით, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531ე მუხლის პირველი ნაწილის პრაქტიკაში გამოყენებას. კერძოდ, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა დანაშაულის გამოძიების პროცესში და სასამართლო განხილვის დროს სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება და შესაბამისად, მისი სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად გამოყენება, რაც შემდგომში ხელს უშლიდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას ყველა ეტაპზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე პროკურატურისა და სასამართლოს შემთხვევაში. 2017 წლის 4 მაისს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, 53-ე მუხლის 31 ნაწილი, რომელიც სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს, ცალკე, 53 მუხლად გამოეყო. 1 ამასთანავე, დისკრიმინაციის ნიშნებს დაემატა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. გარდა საკანონმდებლო საქმიანობისა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის დასაწყისში პროკურორებისთვის შეიმუშავა რეკომენდაცია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის2, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე“. აღნიშნული რეკომენდაციის რევიზია განახორციელა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, რომელმაც დადებითად შეაფასა რეკომენდაცია. რეკომენდაციამ ხელი შეუწყო სიძულვილის მოტივის დასაბუთების პრაქტიკას. 2017 წელს, გასული წლის მსგავსად, საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტული იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. 2017 წელს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ პროკურორებისთვის შემუშავებული რეკომენდაციის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების მიზნით, შეიქმნა 2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამინდელი 531 მუხლის პირველი ნაწილი. 4 სპეციალური კითხვარი, რომელშიც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულისა და მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია. აღნიშნული კითხვარი დაეგზავნა პროკურატურის სისტემის თანამშრომლებს, რის შედეგადაც სისხლის სამართლის საქმეებში გაიზარდა სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა აისახა შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებზეც. კერძოდ, 2017 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 86 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ნიშანი შესწავლილ იქნა - 12 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გენდერული იდენტობის ნიშანი - 37 საქმის, სქესის/გენდერის ნიშანი - 25 საქმის, ეროვნული ნიშანი - 1 საქმის, ეთნიკური ნიშანი -1 საქმის, ხოლო რელიგიური ნიშანი - 10 საქმის ფარგლებში. ამავე წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ. ამათგან, 4 პირს ბრალი წარედგინა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, 4 პირს - გენდერული იდენტობის ნიშნით, 2 პირს რელიგიური ნიშნით, 25 პირს - სქესის/გენდერის ნიშნით, 9 პირს სხვა ნიშნით (სავარაუდო ნიშანი გენდერული იდენტობა - 6 პირი, სექსუალური ორიენტაცია - 1 პირი, რელიგია - 2 პირი). აღსანიშნავია, რომ 2016 სისხლისსამართლებრივ წლის მონაცემებით, პასუხისგებაში მიცემული ჰომო/ტრანსფობიურ პირების დანაშაულებზე რაოდენობა 2017 წელს გაორმაგებულია. ამასთან, თუკი 2016 წელს, პროკურორთა მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული იყო მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის ნიშანი, 2017 წელი ამ კუთხითაც შეინიშნება პროგრესი. კერძოდ, ზემოხსენებული ნიშნის გარდა, პირთა ბრალდება მოხდა გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის გამოც. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ პროკურორების ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ამაღლდა და ასევე, დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა. სისხლის სამართლის მოცემული მუხლის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 2018 წლის იანვარში შინაგან დეპარტამენტი, საქმეთა რომელიც სამინისტროში ოჯახური შეიქმნა დანაშაულის, ადამიანის ქალთა უფლებათა მიმართ დაცვის ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. დეპარტამენტი ასევე, უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მიმართულებით ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას. ამასთანავე, გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია ზემოაღნიშნული დანაშაულების გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავება და პრაქტიკაში დანერგვა, ასევე მისი პერიოდული განახლება საკანონმდებლო ცვლილებებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. სწორედ, დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავება წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს, რაც განხორციელდება მათ შორის, 5 საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით. ამოცანა 1.1.3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა საქმიანობა 1.1.3.1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ინიცირება ინდიკატორი: შექმნილია მინიმალური სტანდარტი. სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის გატარების მიზნით შექმნილმა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობმა სამთავრობო კომისიამ3 შეიმუშავა ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებათა პაკეტი და სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების პროექტები. პროექტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს და მისი პარლამენტში ინიცირება დაგეგმილია 2018 წლის განმავლობაში. საქმიანობა 1.1.3.2 ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმება და ფულადი სახდელების ერთიანი სისტემის შექმნა. ინდიკატორი: სახალხო დამცველის შეფასება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობაზე. სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული მოცემულ საქმიანობაზე მუშაობა მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ფარგლებში, რომელზეც მუშაობა საანგარიშო პერიოდში არ დასრულებულა. ამოცანა 1.1.4. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მოსამართლის როლის გაზრდა 1.1.4.1. მოსამართლეთა გადამზადება და მოდულების შემუშავება „სიძულვილის მოტივით“ ჩადენილი დანაშაულების განხილვის ეფექტურობისა და სამართლიანობის ხარისხის ამაღლებისათვის. ინდიკატორი: შექმნილია სავალდებულო მოდული (2016); ჩატარებული ტრენინგების და გადამზადებული მოსამართლეების რაოდენობა (2017). სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2017 წელს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ შემუშავდა კურიკულუმი თემაზე: სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი განხილვა. ამავე თემაზე 3 კომისია შეიქმნა 2014 წლის 3 ნოემბერს მთავრობის N1981 განკარგულებით. 6 ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოთხმა მოსამართლემ და ასევე ჩატარდა ტრენინგი მოსამართლეთათვის.4 საქმიანობა 1.1.4.2. მოსამართლეთა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მგრძნობელობის გაზრდა ოჯახში ძალადობაზე, ცნობიერების ამაღლების გზით. ინდიკატორი: გადამზადებული პირების რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2017 წელს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ შემუშავდა კურიკულუმი თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“. ამავე თემაზე ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოთხმა მოსამართლემ და ასევე ჩატარდა ტრენინგი მოსამართლეთათვის.5 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიცირებით 2016 წლიდან ხორციელდება პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების გაწევა“, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრას, საკანონმდებლო აქტების საფუძვლიან შესწავლას, მათ ეფექტიან იმპლემენტაციას. პროექტის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ტრეინინგი სამართალდამცავთათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. სწავლებაზე განიხილებოდა ისეთი თემები როგორიცაა: ოჯახში ძალადობის სუბიექტები, რისკ ჯგუფები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სოციალური დაცვის მექანიზმები; ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება და სხვა. მონაწილეობა მიიღო 150–მა თანამშრომელმა. აღნიშნულის გარდა, დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2016 წელს განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში ტრენინგში მონაწილეობა 357-მა თანამშრომელმა მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხები ისწავლება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურსებზე:  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი. 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე აღნიშნული პროგრამები გაიარა 407-მა მსმენელმა. 4 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.hsoj.ge/uploads/2017_tslis_statistika.pdf 5 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.hsoj.ge/uploads/2017_tslis_statistika.pdf 7 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სპეციფიკის (მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების) გაცნობის, კვალიფიკაციისა და საკითხისადმი მგრძნობელობის ამაღლების მიზნით, შსს აკადემიაში, ასევე სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით 2017 წლის განმავლობაში გაგრძელდა უბნის ინსპექტორებისა და პატრულ-ინსპექტორებისათვის ტრეინინგების ჩატარება. 2017 წლის განმავლობაში, ჯამში ზემოაღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით გადამზადდა 851 პოლიციელი. 2016 წელს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გადამზადება გაირა 130მა საქართველოს პროკურატურის თანამშრომელმა (საშუალო რგოლის მენეჯერებმა, პროკურორებმა, პროკურატურის სტაჟიორებმა, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა). 2017 წელს ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ჩატარდა 11 სასწავლო მომზადება აქტივობა, მათ შორის 2 სასწავლო ვიზიტი. პროფესიული პროკურატურის სისტემიდან 183-მა მონაწილემ გაიარა. მათ შორის იყვნენ: პროკურორები, პროკურატურის სისტემის მენეჯერები, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები და სტაჟიორები. მიზანი 1.2: უშუალოდ სამართალდამცავი სისტემის შიგნით დანაშაულის ჩადენის ფაქტების მაქსიმალურად გამორიცხვა და ნებისმიერ გადაცდომაზე ეფექტიანი რეაგირება. აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს. ამოცანა 1.2.1: შსს თანამშრომლების საქმიანობაზე (საგამოძიებო და პრევენციული) შიდა კონტროლის არსებული მექანიზმის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს, აღნიშნული მექანიზმის ეფექტურობას და სისტემურ დამოუკიდებლობას. საქმიანობა 1.2.1.1: პოლიციის სისტემაში დანაშაულის პრევენციისა და ეფექტური გამოძიების სტანდარტების გაუმჯობესება ინდიკატორი: მომზადებულია შესაბამისი საჭიროებების კვლევა; მომზადებულია შესაბამისი რეკომენდაციები; შესწავლილია სხვა ქვეყნების გამოცდილება; არსებული მდგომარეობის (საჩივრების) კვლევა; შემოსულ საჩივართა რაოდენობა, ისევე როგორც განხილულ საქმეთა რაოდენობა; განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები. სტატუსი: უმეტესად შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის შიგნით დანაშაულის ჩადენის ფაქტების მაქსიმალურად გამორიცხვისა და ნებისმიერ გადაცდომაზე ეფექტიანი რეაგირებისთვის, აგრეთვე, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2016 წლის იანვრიდან დღემდე გატარებული იქნა შემდეგი ღონისძიებები: 8  შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების პოლიციაზე ზედამხედველი უწყებების სტრუქტურა და სამართლებრივი საფუძვლები, დაგეგმილი იქნა ვიზიტები მათი გამოცდილების შესწავლის და გაზიარებისთვის;  შესწავლილ იქნა ევროკავშირის ქვეყნების პოლიციაზე ზედამხედველი უწყებების/ევროპის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კავშირის რეკომენდაციები, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აღნიშნულ ორგანიზაციაში გაიგზავნა წერილი გაწევრიანების თხოვნით;  მომზადდა შსს გენერალური ინსპექციის საჭიროების კვლევა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აღნიშნულზე გათვლილი ღონისძიებების გეგმა;  თანამშრომლები გადამზადდნენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, დისკრიმინაციის, ეთიკის კოდექსის იმპლემენტაციის კუთხით;  სპეციალურად შექმნილი პროგრამის მეშვეობით დაიხვეწა სტატისტიკების წარმოების მეთოდი, რაც გულისხმობს სტატისტიკებში გადაცდომის მოტივის, საჩივრების რაოდენობების და რეაგირებების დათვლას;  შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები, იმავდროულად ჩატარებულ იქნა დამატებითი აღწერა, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება საჭირო ტექნიკის დამატებით შესყიდვა და დამონტაჟება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის ბრძანება N123-ის შესაბამისად, გენერალური ინპექციის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება წარმოადგენს. ამ მიზნით 2016 წელს შსს გენერალურმა ინსპექციამ განახორციელა 11196, ხოლო 2017 წელს 11740 სამსახურებრივი შემოწმება. ამასთანავე, 2016 წელს შსს გენერალურ ინსპექციაში სულ მიღებული იქნა 8757, ხოლო 2017 წელს 7627 შეტყობინება/განცხადება. მოქალაქეთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით შსს გენერალურ ინსპექციაში 2016 წელს მიღებული იქნა 6249 , ხოლო 2017 წელს 1096 განცხადება/საჩივარი. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად სამინისტროს მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. 2016 წელს შს სამინისტროს თანამშრომლების მიმართ დაწესებული იქნა შემდეგი დისციპლინური სახდელები: შენიშვნა - 43; საყვედური - 60; სასტიკი საყვედური - 25; თანამდებობიდან ჩამოქვეითება - 1; სამსახურიდან დათხოვნა - 4; თანამდებობიდან ჩამოშორება - 2 2017 წელს შსს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დაწესებული იქნა 1994 დისციპლინური სახდელი. აქედან: მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა - 9; რიგგარეშე სამსახურებრივ განწესამდე დანიშვნა - 127; 9 სარეკომენდაციო ბარათი - 480; შენიშვნა - 511; საყვედური - 311; სასტიკი საყვედური - 363; თანამდებობიდან ჩამოქვეითება - 5; თანამდებობიდან გადაყენება - 6; თანამდებობიდან ჩამოშორება - 7; სამსახურიდან დათხოვნა - 175. არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დანაშაულთა კვალიფიკაციის საკითხის მართებულად გადაწყვეტისა და სწორი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, 2017 წელს პროკურატურის სისტემის თანამშრომლებისთვის გამოიცა რეკომენდაცია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტში მიმოხილულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკითხები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ძირითადი სტანდარტები. რეკომენდაცია შეისწავლა ევროსაბჭოს ექსპერტმა, რომელმაც საერთო ჯამში დადებითად შეაფასა იგი (ექსპერტის შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებულ იქნა). აღნიშნულმა დოკუმენტმა პოზიტიური როლი ითამაშა არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო კვალიფიკაციის პროცესში. 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პოლიციის 3 (1 პირის მიმართ სსკ-ის 333ე მუხლით და 2 პირის მიმართ სსკ-ის 1443 მუხლით) თანამშრომლის მიმართ. საქმიანობა 1.2.1.1.2. პოლიციის ყველა სამმართველოს შენობაში ეტაპობრივად დამონტაჟდეს სათვალთვალო კამერები და ვიდეოჩანაწერები შენახულ იქნეს გონივრული ვადით. ინდიკატორი: ყველა სამმართველოს შენობაში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები; ვიდეო ჩანაწერები ინახება გონივრული ვადით; სახალხო დამცველის შეფასებები. სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სამმართველოების შენობების შიდა და გარე პერიმეტრზე, მთელი საქართველოს მასშტაბით 2016-2017 წლებში დამონტაჟებული იქნა 1583 კამერა. ვიდეო ჩანაწერების გონივრული ვადით შენახვის წესი რეგულირდება შინაგან საქმეთა მინისტრის N53 ბრძანების „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ შესაბამისად. 2018 წლის თებერვლის დასაწყისში ცვლილებები შევიდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N423 ბრძანებაში, რომლის თანახმადაც, დროებითი მოთავსების იზოლატორებში წარმოებული ვიდეო-ჩანაწერების შენახვის ვადა 24 საათიდან - 120 საათამდე გაიზარდა, რამაც დაკავებული ბრალდებულების დროებითი მოთავსების იზოლატორებში ყოფნის მთელი პერიოდი მოიცვა. ამოცანა 1.2.2: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება შესაბამისი ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების მეშვეობით 10 საქმიანობა: 1.2.2.1: შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწის მიზნით სპეციალიზებული ტრენინგების ორგანიზება ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა/გადამზადებული თანამშრომლების თანაფარდობა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა სრულ ოდენობასთან; ტრენინგის კურიკულუმი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გადამზადებას გადიან შემდეგ სასწავლო პროგრამებზე/კურსებზე:  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და ტერიტორიულ ორგანოებში თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი;  დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროცესის განმახორციელებელ პროგრამა;  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებულ პოლიციელთა და გამომძიებელთა მომზადების პროგრამა;  პოლიციაში სამუშაოდ მისაღები და სამუშაოზე მიღებული წვევამდელების სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამები;  ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი. გარდა ზემოაღნიშნული პროგრამებისა/კურსებისა, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პერიოდულად მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, შეხვედრებსა თუ სემინარებში. 2016 წელს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა თემატიკაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მონაწილეობა მიიღეს 28 სასწავლო ვიზიტში ქვეყნის გარეთ და 12 ტრეინინგ/კონფერენციაში საქართველოში. აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართული იყო დეპარტამენტის 123 თანამშრომელი, რაც წარმოადგენს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა 29%-ს. 2017 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა თემატიკაზე (ტრეფიკინგი და უკანონო მიგრაცია, კიბერდანაშაული, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, მოწმეთა დაცვის საკითხები, საგამოძიებო უნარ-ჩვევები და ა.შ.) საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით მონაწილეობა მიიღეს 25-ზე მეტ ტრენინგში. აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართული იყო დეპარტამენტის 50-ზე მეტი თანამშრომელი. შედეგად, 2017 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დასაქმებულთა 14% იყო ჩართული აღნიშნულ ტრეინინგებში. 11 ამოცანა 1.2.3: ადამიანური რესურსების განვითარება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გზით. საქმიანობა 1.2.3.1 პოლიციის შესაძლებლობების გაზრდა მომზადება/გადამზადების გზით, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული უფლებათა დაცვის გათვალისწინებით. ინდიკატორი: გადამზადებული პირების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული სსიპ შსს აკადემიაში საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ უფლებათა სწავლება მიმდინარეობს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე შესაბამისად. ქვემოთ მოცემული უფლებათა სწავლების საფუძველზე, პრაქტიკის მუდმივად ხდება პოლიციელთა მომზადება/გადამზადება, ცნობიერებისა და შესაძლებლობების გაზრდა მათი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული საგანი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება; წამების აკრძალვა; თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება; სამართლიანი სასამართლოს უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება; აზრის, სინდისის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება; თავისუფალი მიმოსვლის უფლება; საკუთრების უფლება. მოცემული საგანი ისწავლება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:  უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და ტერიტორიულ ორგანოებში თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი;  პოლიციაში სამუშაოდ მისაღები სპეციალური მომზადებისა და და სამუშაოზე მიღებული წვევამდელების პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამა;  ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი და სსიპ დაცვის პოლიციის იარაღისა და მოსამსახურეთა ცეცხლსასროლი სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების გადამზადების ტრენინგი;  ტრენინგი ,,ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლების გადამზადება“; 12  დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსი;  მესაზღვრე ოფიცერთა ტრენინგი;  მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. შსს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები 2016 წელს 1,385-მა, ხოლო 2017 წელს 830-მა მსმენელმა გაიარა. საქმიანობა 1.2.3.1.2: სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, ბრალდებულის დაკავების შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებისას უზრუნველყოფილი იყოს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა კონკრეტული პირის/პირების დამნაშავეობის შესახებ მტკიცებითი ხასიათის დასკვნის გარეშე. ინდიკატორი: სახალხო დამცველის ანგარიშები და შეფასებები. სტატუსი: უმეტესად შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა ემყარება კანონიერების, ჰუმანურობის, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, პირის პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებს. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებისას დაცულია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამასთანავე, შესაბამისი ვიდეომასალის გავრცელებისას პირის სახე და მათი გვარები იფარება, რითაც დაცულია დაკავებულის კანონით უზრუნველყოფილი უდანაშაულობის პრეზუმფცია. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 13 2 6 5 შეუსრულებელი 0 2. სამართლიანი სასამართლოს უფლება მიზანი 2.1: სასამართლოს რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გამოკვეთილი მიზნებითა და პრიორიტეტებით ამოცანა 2.1.1: სასამართლო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება; სასამართლო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მოსამართლეთა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. საქმიანობა 2.1.1.1: სასამართლო სისტემის ერთიანი გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ინდიკატორი: სტრატეგია შემუშავებულია. სტატუსი: სრულად შესრულებული 13 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით შექმნილი „მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის კომიტეტის“ მუშაობის შედეგად 2017 წლის 29 მაისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა საერთო სასამართლოების სისტემის ხუთწლიანი (2017-2021) სტრატეგია და ორწლიანი (2017-2018) სამოქმედო გეგმა. პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეები, მართლმსაჯულების სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის მართვას ორგანიზებას უწევდა საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფი“. პროცესში ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ექსპერტი ალეშ ზალარი, მოსამართლე რენატე ვინტერი და ექსპერტი დიანა კოვაჩევა. მართლმსაჯულების 5 წლიანი სტრატეგიის დამოუკიდებლობა და დოკუმენტი 5 სტრატეგიულ მიუკერძოებლობა, მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობა. დოკუმენტში ასევე მიმართულებას ანგარიშვალდებულება, ეფექტიანობა მოცემულია და მოიცავს: ხარისხიანი მართლმსაჯულების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების პროცედურები. მიზანი 2.2: მართლმსაჯულების სექტორის შემდგომი რეფორმირება ამოცანა 2.2.1: მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების უზრუნველყოფა. კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონით, მოსამართლეთა დისციპლინური წარმოებისა და სამართალწარმოების შესახებ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტებში ცვლილებები საქმიანობა 2.2.1.1: სასამართლოში საქმეთა შემთხვევითობის პრინციპზე დაფუძნებული ელექტრონული განაწილების სისტემის დანერგვა ინდიკატორი: სასამართლოთა რაოდენობა, სადაც მოქმედებს საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სტატუსი: სრულად შესრულებული რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“ 581 მუხლით განისაზღვრა საერთო სასამართლოების სისტემაში, 2017 წლის 1 ივლისიდან რუსთავის საქალაქო სასამართლო საპილოტე რეჟიმში, ხოლო 31 დეკემბრიდან ყველა სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის ამოქმედება. 2017 წლის 1 მაისს, მიღებული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“. აღნიშნული წესის საფუძველზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოში პილოტურ რეჟიმში შეიქმნა საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამა, რომელიც სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. საქმეთა ავტომატური, ელექტრონული განაწილების წესი ჩაანაცვლებს საქმეთა განაწილების რიგითობის წესს, რომლის მიხედვით საქმეები მოსამართლეებზე ნაწილდებოდა სასამართლოს თავმჯდომარის მიერ. ავტომატური, ელექტრონული განაწილების წესი 14 უზრუნველყოფს მოსამართლის საქმიანობაში ყოველგვარ ჩაურევლობას, უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას. 2017 წლის 31 დეკემბერს საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა სხვა სასამართლოში ამოქმედდა. საქმეთა ელექტრონული წარმოების პროგრამის მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროგრამის ტექნიკური გამართულობის უზრუნველსაყოფად შეიქმნა მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციები მოიცავს ელექტრონული წარმოების პროგრამის გამართულობის მონიტორინგს და საქმეთა განაწილების არსებული ხარვეზების თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმირებას. საქმიანობა 2.2.1.2: მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების პრაქტიკაში დანერგვა; მოსამართლეთა საქმიანობის პერიოდული შეფასების სისტემის დახვეწა და მოსამართლეთა დაწინაურების კრიტერიუმების შემუშავება და დანერგვა; სახალხო დამცველის რეკომენდაციების განხილვა დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების მიზნით; ინდიკატორი: შერჩევის კრიტერიუმები დანერგილია; მოსამართლეთა პერიოდული შეფასებისა და მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ არსებულ რეგულაციებში აღმოფხვრილია ხარვეზები; გაუმჯობესებული დისციპლინური მექანიზმები სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში შემუშავდა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის კრიტერიუმები, პროფესიული გამოცდილების და მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტის შეფასებისა და სამართლიანი და თანასწორი შერჩევის უზრუნველყოფის მიზნით. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს, მოსამართლეობის კანდიდატის უფლება გაასაჩივროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება - უარი 3 წლის ვადით მოსამართლედ გამწესების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. 2016 წლის მარტში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმართა საერთო სასამართლოებს წარედგინათ მოსაზრებები „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 2016 წლის მაისში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და აპარატის შესაბამისმა თანამშრომლებმა ჩაატარეს ხარისხობრივი კვლევა, კერძოდ, მოხდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა კოლეგიის მოსამართლესთან ინტერვიუს ჩატარება შეფასების წესთან დაკავშირებით. მოსამართლეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები წესთან დაკავშირებით და შემოთავაზებულ იქნა წესის დახვეწის სხვადასხვა ალტერნატივები. აღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების ცვლილების პროექტი, რომელიც საბჭოს 2017 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით აისახა აღნიშნულ წესში. 15 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და უზენაესმა სასამართლომ, ევროპის საბჭოს და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ორგანიზებით, მოსამართლეთა შეფასების სისტემის გაუმჯობესების მიზნით სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.6 სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით7 გაიმართა მსჯელობა და განხილულ იქნა რეკომენდაციები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შეფასების რაოდენობრივ სისტემას მოსამართლეთა საქმიანობის ხარისხობრივი შეფასება დაემატოს. კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (PROLoG) მხარდაჭერით შემუშავდა რეკომენდაციები მოსამართლეთა შეფასების სისტემის თაობაზე და საერთაშორისო ექსპერტ ბატონ ალეშ ზალარის უშუალო ჩართულობით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა სასამართლო სისტემის წარმომადგენლების მონაწილეობით. მოსამართლეთა დაწინაურების ცხადი, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული სისტემის ჩამოყალიბებისათვის, მოსამართლეთა მუდმივი პროფესიული განვითარების სისტემის მეთოდოლოგიის შექმნისა და სასამართლოს თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების პროცედურის, ვადების და კომპეტენციის თაობაზე სასამართლო სისტემა დონორ ორგანიზაციებთან ერთად კვლავ აგრძელებს მუშაობას და ამ მიმართულებით 2018 წელს არაერთი აქტივობაა დაგეგმილი ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული სასამართლო მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში. საქმიანობა 2.2.1.3: მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონის და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში გათვალისწინებული დისციპლინური მექანიზმების გაუმჯობესება და სრულყოფა ინდიკატორი: გაუმჯობესებული დისციპლინური მექანიზმი სტატუსი: უმეტესად შესრულებული დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ამოქმედდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. 2017 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის წესით დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩია, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 21 ნოემბრიდან შეუდგა. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესით, მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, აგრეთვე დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებასა და გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელიც თავის დასკვნებს და მოსაზრებებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 2017 წლის 14-15 ნოემბერი მოსამართლე Aneta Arnaudovska, მაკედონიის მოსამართლეთა და საჯარო პროკურორთა აკადემიის დირექტორი, Pim Albers, ტილბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, CEPEJ-ეს ყოფილი მრჩეველი, ODIHR ექსპერტი, Katarzyna Gonera, პოლონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, პოლონეთის მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს წევრი, ODIHR ექსპერტი, Rado Brezovar, სლოვენიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფროსი მრჩეველი, Gar Yein Ng, PhD, ბაკინგების სამართლის სკოლის ლექტორი, ODIHR ექსპერტი, Katarzyna Gonera, პოლონეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, პოლონეთის მოსამართლეთა უმაღლესი საბჭოს წევრი, ODIHR ექსპერტი 6 7 16 დამოუკიდებელი ინსპექტორის ასარჩევად კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატი დაკომპლექტებულია 4 თანამშრომლით, რომელთაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს წარმოებულ იქნა 488 დისციპლინური საქმე, საიდანაც: 8  209 საქმეზე შეწყდა დისციპლინური სამართალწარმოება;  3 საქმეზე მოსამართლეებს მიემართათ კერძო სარეკომენდაციო ბარათით;  25 საქმეზე მოსამართლეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება, რის შემდეგაც 16 საქმეზე 16 საქმეზე მოსამართლეთა მიმართ შეწყდა დისციპლინური დევნა, 1 საქმეზე მოსამართლეს მიემართა კერძო სარეკომენდაციო ბარათი, ხოლო 8 საქმეზე მოსამართლეთა მიმართ მიმდინარეობს დისციპლინური დევნა;  1 საქმეზე მოსამართლე მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში და საქმე განსახილველად გადაეცა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას;  1 საქმეზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.  257 საქმეზე მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება. 2017 წელს გაიმართა 13 სადისციპლინო სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 365 საქმე, რომელთაგან  345 საქმეზე შეწყდა დისციპლინური სამართალწარმოება;  15 საქმეზე მოსამართლეებს ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება;  2 საქმეზე მოსამართლეს მიემართა კერძო სარეკომენდაციო ბარათით;  3 საქმეზე მოსამართლე მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში, აღნიშნული საქმეები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმე განსახილველად გადაეცა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას;  2018 წელში განსახილველად გადავიდა 41 დისციპლინური საქმე. დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების დახვეწის მიმართულებით დღემდე გრძელდება მუშაობა პარლამენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხვედრების ფორმატში. საქმიანობა 2.2.1.4: მოსამართლეთა ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება ინდიკატორი: გაუმჯობესებული დისციპლინური მექანიზმები სტატუსი: შეუსრულებელი 8 სტატისტიკური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე: http://hcoj.gov.ge/ge/distsiplinuri-samartaltsarmoeba/sadistsiplino-statistika 17 ევროპის საბჭოს პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა სამოსამართლო ეთიკის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ევროპის საბჭოს რამდენიმე ქვეყნის გამოცდილების მოძიება და შესწავლა. შემუშავებული კვლევითი მასალის პრეზენტაცია 2017 წლის თებერვლის თვეში განხორციელდა. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და პალატის მუშაობაში დანერგვა ამოცანა 2.2.1.5 ინდიკატორი: უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ განხილულ საჩივართა რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის 22 ივნისს, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრები შეხვდნენ USAID-ის პროექტის, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მოწვეულ წარადგინა წერილობითი რეკომენდაციები, როგორც ექსპერტს, რომელმაც საკვალიფიკაციო პალატის საერთაშორისო პრაქტიკის თაობაზე ასევე, საქართველოს კანონის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ შესაბამისი მუხლების ანალიზი. 2016 წლის 8 თანამშრომლობის ივლისს გაიმართა ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელმაც საკვალიფიკაციო პალატის წევრებს გააცნო რეკომენდაციები საქართველოს კანონის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ნორმების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით. მიმდინარეობს აღნიშნული რეკომენდაციების საკვალიფიკაციო პალატის მუშაობაში დანერგვა. 2016 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატისათვის არც ერთი საჩივარი არ იქნა წარდგენილი. 2017 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი9. ამოცანა 2.2.1.6: მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის სამართლებრივი ტესტებისა და კაზუსების მომზადების ჯგუფის ტრენინგი და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის სტანდარტების ამაღლება ინდიკატორი: პროფესიული წვრთნების (ტრენინგების) სათანადო რაოდენობა; პროფესიულ წვრთნებში (ტრენინგებში) მონაწილე პირთა მაღალი მაჩვენებელი. სტატუსი: უმეტესად შესრულებული 9 საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ გადაწყვეტილებების ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია შემდეგ http://www.supremecourt.ge/court-decisions/board-of-experts/ 18 მიღებული ბმულზე: მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთა საწყისი მომზადებისა და განგრძობადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში შემუშავდა რამდენიმე კვლევა, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების გაუმჯობესებასა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების ავტორთა და გამსწორებელთა კვალიფიკაციისა და უნარების ამაღლების საჭიროებებს. 2016 წელს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ მიერ შემუშავდა საპროექტო წინადადება ტესტის ავტორთა და გამსწორებელთა გადამზადების თაობაზე, რომლის საფუძველზეც 2017 წელს გადამზადდა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის 27 წევრი. 2018 წლის 19 მარტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების განახლებული წესი და საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამა. ამოცანა 2.2.1.7: საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ახალი სტანდარტის პრაქტიკაში დანერგვა ინდიკატორი: დანერგილია საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ახალი სტანდარტი სტატუსი: სრულად შესრულებული რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში, გაფართოვდა საკასაციო სასამართლოში საქმეთა დასაშვებობის კრიტერიუმები, გადაწყვეტილების შეუსაბამობა რომლის მიხედვით, ადამიანის უფლებათა სააპელაციო სასამართლოს ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველია. მიზანი 2.3: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის გაზრდა ამოცანა 2.3.1: .საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მის საფუძველზე შექმნილი პრეცედენტული სამართლის გამოყენების ხელშეწყობა საქმიანობა 2.3.1.1: უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის კომპეტენციის გაძლიერება ინდიკატორი: განახლებულია ადამიანის უფლებათა სფეროში ქართულ და უცხოურ ენებზე არსებული სახელმძღვანელოები; ნათარგმნია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ქართულ ენაზე და განთავსებულია ელექტრონულ ბაზებზე; სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 200-მდე გადაწყვეტილება, გამოიცა 3 კვლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თაობაზე (ირიბი ჩვენებები საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა; დისკრიმინაციის აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში; ადამიანის უფლებათა 19 ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თემატური საძიებელი - EUROPEAN COURT OF HUMAN RIGHTS CASE-LAW (Factsheets))10. საერთო სასამართლოების პრაქტიკის განზოგადების მიზნით, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების განყოფილებამ დაამუშავა შემდეგი გამოცემები: ადმინისტრაციულ საქმეებზე 12 ჟურნალი, სამოქალაქო საქმეებზე 12 ჟურნალი და სისხლის სამართლის საქმეებზე 3 ჟურნალი. ასევე გამოიცა 4 წიგნი სამოქალაქო სამართლის აქტუალური საკითხების ირგვლივ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები; ვადები საჯარო სამართალში; ვადები სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით) . მიმდინარეობს მემორანდუმის ტექსტის ხელმოწერის პროცედურები, რომლის ფარგლებში საძიებო სისტემის ქართული ინტერფეისის ადმინისტრაციულ მართვას 2 წლის ვადით უზრუნველყოფს HUDOC-ის ჯგუფი. ქართული მხარე კი იღებს ვალდებულებას, რომ წელიწადში 30 სასამართლო გადაწყვეტილება თარგმნოს და მიაწოდოს მოსამართლეებს ქართულ ენაზე. ევროპის საბჭოს პროექტის, „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში შემუშავდა ანალიტიკური განყოფილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სლოვენიელი ექსპერტების ჩართულობით და რეკომენდაციების საფუძველზე. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართულად ითარგმნა ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - http://catalog.supremecourt.ge/. ევროკავშირის პროექტის „მართლმსაჯულების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელიც 2016 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება, გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა კონსულტანტის პოზიცია, რომელიც გააძლიერებს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურ განყოფილებას და საერთო სასამართლოებს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აქტუალური საკითხების თაობაზე პრეცედენტულ სამართალსა და კვლევების თაობაზე ინფორმაციას დაამუშავებს და მოსამართლეებს მიაწოდებს. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 21 აპრილის გადაწყვეტილებით # 1/109, რომელიც 2016 წლის მაისიდან ამოქმედდა შეიცვალა აპარატის სტრუქტურა და შეიქმნა „ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის განზოგადების და სტატისტიკის სამსახური“, რომლის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე გადაწყვეტილებების თარგმნა და მიწოდება მოსამართლეებისთვის ადამიანის უფლებათა აქტუალური საკითხების ირგვლივ. საერთაშორისო თაობაზე სტანდარტების პრაქტიკის და ადგილობრივი უნიფიცირებისა და სასამართლო ქართულ ენაზე გადაწყვეტილებების ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, უზენაეს სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის 2017 წლის 10 ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ქართულად ითარგმნა ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე http://www.supremecourt.ge/analitical/ 20 თებერვალში გაფორმდა მემორანდუმი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა საძიებო ბაზის (HUDOC) ქართული ინტერფეისის შექმნის თაობაზე, ითარგმნა მონაცემები HUDOC-ის მონაცემთა ბაზის ქართულენოვანი ინტერფეისისთვის. საძიებო ბაზა გააქტიურების ბოლო ეტაპებს გადის, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი იქნება ევროპული სასამართლოს საძიებო სისტემა ქართულ ენაზე. საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის შესწავლის და განზოგადების განყოფილების მიერ 2017 წელს მომზადდა და უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე აიტვირთა შემდეგი გამოცემები: ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“; „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2015-2017 წლებში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და განჩინებები“; სახელმძღვანელო პრინციპები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე6 მუხლთან დაკავშირებით სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო სამართლებრივი ასპექტები); კვლევა - ბრალდების ფარგლები და მხარეთა თანასწორობის პრინციპი სისხლის სამართალში; ,,დისკრიმინაციის აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“; გამოხატვის თავისუფლებასა და ადვოკატის რეპუტაციასთან დაკავშირებით სტრასბურგის პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით. ადგილობრივი სასამართლო პრაქტიკის შესწავლის და განზოგადების განყოფილების მიერ 2017 წელს მომზადდა და უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე აიტვირთა შემდეგი გამოცემები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა შრომის სამართალში; უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სამოქალაქო საქმეებზე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ადმინისტრაციულ საქმეებზე; ბიზნეს დავები და სასამართლო პრაქტიკა. საქმიანობა 2.3.1.2: დიდ სასამართლოებში ადამიანის უფლებათა მრჩევლის /კონსულტანტის თანამდებობის შემოღება ინდიკატორი: სტატუსი: სრულად შესრულებული ადამიანის უფლებათა მრჩევლის/კონსულტანტის თანამდებობა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წელს, ხოლო თბილისის სააპელაციო და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში 2017 წელს შეიქმნა. საქმიანობა 2.3.1.3: მოსამართლეთა ტრეინინგების ჩატარება ინდიკატორი: ჩატარებულია ტრეინინგები მოსამართლეების, თანაშემწეებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის თანამშრომელთათვის. სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ განხორციელდა 93 ტრენინგი, რომელშიც ჯამურად მონაწილეობა მიიღო 1524-მა მონაწილემ (გენდერული ბალანსი: 31% კაცი, 69% 21 ქალი). ჯამური 93 აქტივობიდან, მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოქმედი მოსამართლეებისთვის განხორციელდა 67 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1124-მა მონაწილემ; სასამართლოს სხვა მოხელეთათვის განხორციელდა 26 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 400-მა მონაწილემ11. 2017 წელს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ განხორციელდა 92 ტრენინგი, რომელშიც ჯამურად მონაწილეობა მიიღო 1364-მა მონაწილემ (მათ შორის 28% კაცი, 72% ქალი). ჯამური 92 აქტივობიდან, მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში: მოქმედი მოსამართლეებისთვის განხორციელდა 56 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 778-მა მონაწილემ; სასამართლოს სხვა მოხელეებისთვის განხორციელდა 33 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 522-მა მონაწილემ; ასევე განხორციელდა 3 გაერთიანებული ტრენინგი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეებისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 64-მა მონაწილემ12. საქმიანობა 2.3.1.4: შიდა პრეცედენტულ სამართლის მონაცემთა ბაზაში არსებული საქმეების რაოდენობის ზრდა, პროგრამის მოხმარების სიხშირის ამსახველი სტატისტიკური მონაცემების შექმნა და მისი შედარების საფუძველზე შემდგომი გაუმჯობესება, უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის კრებულების გამოცემა. ინდიკატორი: შექმნილი პროგრამის მოხმარების სიხშირის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები სტატუსი: უმეტესად შესრულებული ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2016 წელს 3 გამოცემა დაამუშავა, რომელიც ვებ-გვერდზე და ასევე ბეჭდური სახით არის ხელმისაწვდომი მოსამართლეებისთვის:  დისკრიმინაციის აკრძალვა გადაწყვეტილებებში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 13  ირიბი ჩვენებები საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა და პრაქტიკა.14  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ფარგლებში დამუშავდა და გამოიცა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თემატური საძიებელი სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2014, 2015 და 2016 წლებში მიღებული გადაწყვეტილებების.15 11 დეტალური ინფორმაცია მოსამართლეებისთვის 2016 წელს განხორციელებული ტრეინინგების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.hsoj.ge/uploads/Uploads/2016_wlis_statistika.pdf 12 დეტალური ინფორმაცია მოსამართლეებისთვის 2017 წელს განხორციელებული ტრეინინგების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.hsoj.ge/uploads/2017_tslis_statistika.pdf 13 http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/diskriminacia1.pdf 14 http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/saertashoriso-kvlevebi3.pdf 15 ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.supremecourt.ge/files/uploadfile/pdf/tematuri_sadziebeli2016.pdf 22 ითარგმნა HUDOC-ის მონაცემთა ბაზის ქართულენოვანი ინტერფეისისთვის მონაცემები. უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულია 2016 წელს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, რომელიც მომზადდა პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების მიერ, კერძოდ სამოქალაქო საქმეებზე 5 გამოცემა16, ადმინისტრაციულ საქმეებზე 4 გამოცემა17 და სისხლის სამართლის საქმეებზე 1 გამოცემა. 18 დამატებით განახლდა სასამართლოს გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი განმარტებების საძიებო ბაზა და დაემატა 2016 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები. 19 2017 წელს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების მიერ მომზადდა და უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსდა 2017 წელს მომზადებული სასამართლო პრაქტიკის კრებულები20 და გამოცემები21. ამოცანა 2.3.2: სასამართლოების ეფექტიანობის განმსაზღვრელი მეთოდების დანერგვა. საქმიანობა 2.3.2.1: თანამშრომელთა (მოსამართლეები, აპარატი) რაოდენობისა და ფინანსური რესურსების ადეკვატურობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის დანერგვა; ინდიკატორი: სასამართლოს საქმიანობის შექმნილია/მეთოდოლოგია დანერგილია ეფექტიანობის მაჩვენებელი ბაზა სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2016 წლის მარტის თვეში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „საერთო სასამართლოს მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და CEPEJ-ის მეთოდოლოგიის საფუძველზე საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის გამოთვლის თაობაზე კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 28 მარტის სხდომაზე განხორციელდა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით საერთო სასამართლოების სისტემაში 2017 წლიდან გაიზარდა შტატების რაოდენობა, კერძოდ, 40-40 ერთეული დაემატა მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების შტატების რაოდენობას. ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-samoqalaqokrebuli1.pdf http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-samoqalaqo-krebuli2.pdf http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-samoqalaqo-krebuli3.pdf http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-samoqalaqo-krebuli4.pdf 17 ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-administrkrebuli1.pdf ; http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-administr-krebuli2.pdf http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-administr-krebuli3.pdf 18 ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/2016w-sisxlikrebuli1-3.pdf 19 ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: http://www.supremecourt.ge/court-decisions/ ; http://www.supremecourt.ge/ganmartebebi/ ; http://praqtika.supremecourt.ge/ 20 ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე: http://www.supremecourt.ge/court-decisions/criminal-cases/ ; http://www.supremecourt.ge/court-decisions/civil-cases/ ; http://www.supremecourt.ge/courtdecisions/administrative-cases/ 21 ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.supremecourt.ge/publications/ 16 23 უზენაესი სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორცილდა უზენაესი სასამრთლოს აპარატის სტრუქტურის ანალიზი და შემუშავდა უზენაესი სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარების პროექტი. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით გაიწერა უზენაესი სასამართლოს ახალი სტრუქტურა. 2017 წელს დაინერგა პროექტით გათვალისწინებული ახალი სტრუქტურა, რომელიც წრიული მმართველობის მოდელის შემოღებას გულისხმობდა. აპარატის თანამშრომლები გადამზადდნენ ახალი სტრუქტურის შესაბამისად. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში მოწვეული ექსპერტის იესპერ ვიტრუპის დახმარებით მომზადდა კვლევა, რომელიც შეისწავლის და გაანალიზებს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობისა და ხარისხის სფეროში არსებულ პრობლემებს და განსაზღვრავს საერთო სასამართლოების მასშტაბით მოსამართლეთა რიცხოვნობის სტანდარტებს. ექსპერტის მიერ წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, ჩატარდა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის ანალიზი და შემოთავაზებულია 3 მეთოდი, რომლის მიხედვით შეიძლება დადგინდეს მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობა. კერძოდ, პირველი მეთოდის მიხედვით უნდა ჩატარდეს კვლევა და დადგინდეს საქმეთა წონები, რომელის ერთ-ერთი ფორმულა მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპულ კომისიას აქვს განსაზღვრული. მეორე მეთოდის მიხედვით მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობის დადგენა ხდება ევროპის ქვეყნებში 100 000 მოსახლეზე მოსამართლეთა რაოდენობის მიხედვით. მესამე მეთოდის მიხედვით, უნდა ჩატარდეს სასამართლოში გადატვირთულობის საკითხების კვლევა და შესაბამისად დადგინდეს, ბიზნეს პროცესის შეფასების შედეგად მისი გადაჭრის, საქმეთა ნაკადის შემცირებისთვის აუცილებელი მოქმედებები. საქმიანობა 2.3.2.2: სასამართლო სისტემაში სამუშაო ანალიზისა და სამუშაო აღწერის დოკუმენტების შედგენის მიზნით საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობა; ინდიკატორი: სასამართლო მოვალეობები გაწერილია; სისტემის აპარატის თანამშრომლების უფლება- სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული მიღებულ იქნა ახალი კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომლითაც “დგინდება პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა რანგირების უნიფიცირებული წესის შექმნის საფუძველი. ახალი კანონის მიხედვით, პროფესიული საჯარო მოხელის თითოეული თანამდებობა იქნება კარიერული საფეხური და განაწილდება იერარქიულ რანგებში კომპეტენციის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე განისაზღვრა პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის კლასების მინიჭების მექანიზმი, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგებისა და წელთა ნამსახურების საფუძველზე. კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ უზრუნველყოფს კარიერულ წინსვლაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სტაბილური, დამსახურებაზე, მიუკერძოებლობასა ერთიანი საჯარო ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. 24 და სამსახურის ევროკავშირის მხარდაჭერა „სასამართლოს ადამიანური მხარდაჭერის რესურსების პროექტის“ სამსახურების და ფარგლებში მიმდინარეობს ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრები ჩატარდა, მათ შორის, სასამართლოს მენეჯერების მონაწილეობით. მიმდინარეობს მუშაობა საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების შემუშავების და შეფასების სისტემის დანერგვის მიზნით. საჯარო სამსახურის შესახებ კანონით დადგენილ ახალ სისტემის დანერგვას ხელს უწყობს ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). საქმიანობა 2.3.2.3: მოსამართლეებისათვის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის შემუშავება და დანერგვა; ინდიკატორი: შემუშავებულია და დანერგილია ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამა სტატუსი: შეუსრულებელი მოსამართლეებისთვის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის დანერგვის მიზნით შემუშავებულია პროგრამული დავალება. ამ ეტაპზე, პროგრამის შემუშავების პროცესის მხარდაჭერის მიზნით მიმდინარეობს დონორი ორგანიზაციის მოძიება. ამოცანა 2.3.3: სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის, საჯაროობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა საქმიანობა 2.3.3.1: საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ნორმატიულ აქტებში ცვლილებების უზრუნველყოფა, სასამართლო გადაწყვეტილებათა საჯაროობის და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინდიკატორი: შემუშავებული რეკომენდაციები და ნორმატიული აქტები სტატუსი: სრულად შესრულებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 2015 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით შეიქმნა სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების თაობაზე სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში სამი ინსტანციის მოსამართლეები, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტების წარმომადგენლები შედიოდნენ. სამუშაო ჯგუფის მიზანი იყო დაედგინა საერთაშორისო სტანდარტები, ასევე გამოეკვლია ადგილობრივი კანონმდებლობა, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების მიზნით და შეემუშავებინა რეგულაცია ონლაინ მონაცემთა ბაზაში სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების სტანდარტის თაობაზე. ევროსაბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და საერთაშირისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოში“ ფარგლებში 2016 წელს განხორციელდა 25 ინგლისელი ექსპერტის გრეჰემ სუტონის ვიზიტი, რომელმაც რეკომენდაციები მოამზადა სასამართლო გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით, პირთა პირადი მონაცემების დაცვის თაობაზე. ამავე პროექტის ფარგლებში მარტის თვეში განხორციელდა სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა სლოვენიელი ექსპერტთან ერთად (ყოფილი ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის ნატაშა პირს მუსარი), რომელიც დაეხმარა სამუშაო ჯგუფს, შემუშავებული დოკუმენტის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ერთიანი წესი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეგულირება ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა პირადი მონაცემების დაცვით სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას გადაწყვეტილებების ერთიანი ბაზის info.court.ge -ს საშუალებით. „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და საერთაშირისო სტანდარტებთან ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ჰარმონიზაცია საქართველოში“ ევროსაბჭოს პროექტის ფარგლებში გადამზადნენ საერთო სასამართლოების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, სლოვენიელი ექსპერტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში. საქმიანობა 2.3.3.2: სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის მეთოდოლოგიის, კრიტერიუმებისა და სტანდარტების შემუშავება ინდიკატორი: შემუშავებულია მეთოდოლოგია და კრიტერიუმები სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საქართველოს უზენაესი თანამშრომლობის სასამართლო ფონდთან (GIZ), თანამშრომლობს რომლის გერმანიის ფარგლებში საერთო საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა მონაწილეობით შექმნილია სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების მეთოდოლოგიის, სტანდარტების და კრიტერიუმების თაობაზე სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის ფარგლებში, დრეზდენის და ჰამბურგის სასამართლოს მოსამართლეები საკონსულტაციო წინადადებებს წარუდგენენ მოსამართლეებს და განიხილავენ დასაბუთების მეთოდოლოგიის თაობაზე გერმანულ და ქართულ გამოცდილებას. აღნიშნულის თაობაზე სამუშაო შეხვედრები 2016 წლის 15-16 აპრილს და 8 ივნისს გაიმართა. უზენაესი სასამართლოს კვლევითი სამსახურების მიერ, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა კვლევა საერთო სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკის შესახებ. საკვლევ მასალას წარმოადგენდა აღნიშნული პერიოდისთვის აღკვეთის ღონისძიებების სტატისტიკური მონაცემები. ასევე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იდენტიფიცირებული, 2016-2017 წლებში პირველი ინსტანციების სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით მიღებული განჩინებები. 26 საქმიანობა 2.3.3.3: Bench-bar ის საქმიანობის განახლება და გააქტიურება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ინდიკატორი: Bench-Bar ის შეხვედრათა რაოდენობა. სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის 11 თებერვალს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტების ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა მოწმის დაკითხვის ახალ წესზე (Bench & Bar), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებმა, პროკურორებმა და ადვოკატებმა. 2016 წლის 18-19 ივნისს გაიმართა ტრეინინგი ირიბი მტკიცებულებების გამოყენების თაობაზე მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისთვის და პროკურორებისთვის ევროსაბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავებული გადაწყვეტილებების გაცემის წესის პრაქტიკაში დანერგვის მიზნით. 2017 წელს, პროკურორებმა მონაწილეობა მიიღეს მოსამართლეებისა და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენელთა ჩართულობით გამართულ 5 ერთობლივ სამუშაო შეხვედრაში (Bench-Bar), რომლებიც: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში და თბილისში განხორციელდა. დისკუსიის ფორმატში ძირითადად განიხილებოდა: ტრეფიკინგის, საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის, მტკიცებულებების გაცვლისა და დასაშვებად ცნობის, ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციის ასევე, ოჯახში ძალადობის, დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის და სხვა აქტუალური საკითხები; 2017 წლის განმავლობაში საკმაოდ ნაყოფიერად ფუნქციონირებდა უზენაეს სასამართლოსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს მიერ და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით განხილულ იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: ნაფიც მსაჯულთა პროცესის ინსტრუქციების შემუშავება; „ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ საქმეებზე ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა“; „აგრესიის დანაშაული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედებამდე“; მხარდამჭერის ინსტიტუტის დანერგვა; „საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები“; არასრულწლოვანთა საქმეებზე სასჯელის დასაბუთების პრაქტიკა; „სასამართლო მონიტორინგის პროგრამის“ მე-17 შუალედური ანგარიშის განხილვა. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 18 8 4 4 27 შეუსრულებელი 2 3. პროკურატურა მიზანი 3.1: .პროკურატურის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც დამოუკიდებლად განახორციელებს სამართლიან, ეფექტიან და გამჭვირვალე სისხლისსამართლებრივ დევნას და ადამიანის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული ამოცანა 3.1.1: დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტური გამოძიება და კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი სისხლის სამართლის პოლიტიკა საქმიანობა 3.1.1.1: პროკურორების გაძლიერება ინდიკატორი: გავრცელებული დანაშაულების ანალიზების მომზადება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შესწავლილი იქნა სხვადასხვა მუხლით დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის საქმეები და განხორციელდა მათი ანალიზი. კერძოდ, გაანალიზდა 2015 წლის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გამოძიება დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები, ოჯახური დანაშაულის საქმეები, 2014-2015 წლებში ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობისა და ქალთა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეები, 20152016 წლების განმავლობაში ქორწინების იძულების მუხლით გამოძიება დაწყებული საქმეები, 2013-2016 წლებში ნარკოტიკული დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 273-ე და 260-ე მუხლები) საქმეები, კორუფციული დანაშაულები. შესწავლილ იქნა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც 2016 წლის იანვარი-ივნისის განმავლობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო/საპატიმრო გირაო, ასევე სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც 2016 წლის თებერვალი-მარტის განმავლობაში ჩატარდა მოწმის/დაზარალებულის ნებაყოფლობით გამოკითხვა. ზემოაღნიშნული ანალიზები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, საფუძვლად დაედო მთავარი პროკურატურის მიერ სახელმძღვანელო რეკომენდაციების მომზადებას, რომელთა პრობლემების შესრულებაზე იდენტიფიცირების მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი. საქმიანობა 3.1.1.2: გამოძიების ერთიანი მეთოდოლოგიის პრაქტიკაში დანერგვა ინდიკატორი: გამოძიების ერთიანი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო გამოცემულია და დანერგილია პრაქტიკაში; საპროკურორო საქმიანობის/საპროცესო დოკუმენტების მონიტორინგი; სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, შეიქმნა პროკურორებისა და შს სამინისტროს გამომძიებლებისგან სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა გამოძიების მეთოდოლოგიის 28 სახელმძღვანელო. კოდექსით სახელმძღვანელოში გათვალისწინებული გაწერილია ყველა სისხლის საგამოძიებო და სამართლის საპროცესო საპროცესო მოქმედების პროცედურები (მათი ჩატარების მეთოდოლოგია) - ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების დაგეგმვის, მომზადებისა და ჩატარების სტადიები. სახელმძღვანელო არის 600 გვერდამდე მოცულობის და ის ხელმისაწვდომია ყველა პროკურორისა და გამომძიებლისთვის. საქმიანობა 3.1.1.3: ცალკეულ დანაშაულთა შესწავლისა და პრობლემების იდენტიფიცირების შედეგად პროკურორებისათვის რეკომენდაციების მომზადება. ინდიკატორი: რეკომენდაციები მომზადებულია. სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის დასაწყისში პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე“. რეკომენდაციამ ხელი შეუწყო სიძულვილის მოტივის დასაბუთების პრაქტიკას, რის შედეგადაც, 2016 წლის ივნისიდან სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენა დადასტურდა 8 სისხლის სამართლის საქმეზე. 2016 წელს შემუშავდა რეკომენდაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების თაობაზე“, რომელშიც გაწერილია გამოძიების მიმდინარეობისას პროცესის მონაწილე შშმ პირთა დაცვის გარანტიები და მათი სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე გასათვალისწინებელი გარემოებები. რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე ეფექტიანი საპროკურორო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა რეკომენდაცია, რომელიც გადაეგზავნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს, მათ მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მიერ შესწავლისა და განხილვის მიზნით. მიღებული შენიშვნების შესაბამისად, მოხდება რეკომენდაციის საბოლოო ვერსიის დანერგვა საქართველოს პროკურატურის სისტემაში. არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დანაშაულთა კვალიფიკაციის საკითხის მართებულად გადაწყვეტისა და სწორი პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შემუშავდა რეკომენდაცია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სამსახურებრივი გამოძიების შესახებ. უფლებამოსილების აღნიშნულ გადამეტების, დოკუმენტში წამების, მიმოხილულია წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკითხები, არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის კუთხით პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ძირითადი სტანდარტები. საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემუშავდა და 2016 წლის ივლისიდან მოქმედებს რეკომენდაციები კონკრეტული გარემოებების 29 არსებობისას ბრალდებულის მიმართ გამოსაყენებელი აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებელი სარეკომენდაციო სახისა პირობების და შესახებ. საპროცესო შეთანხმებისას რეკომენდაციის შემუშავებას საფუძვლად დაედო კრიმინოგენური მდგომარეობის ანალიზი, ცალკეულ დანაშაულებზე აღკვეთის ღონისძიების და სასჯელის გამოყენების არსებული სასამართლო პრაქტიკა. საქმიანობა 3.1.1.4: სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკის ანალიზი ინდიკატორი: ანალიზი გაკეთებულია სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველო ყოველ 6 თვეში ერთხელ ახდენს სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკის გაანალიზებას. ანალიზში აისახება სტატისტიკური მონაცემები: რამდენი არასრულწლოვანი, 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი და 21 წლის ზემოთ ასაკის პირი იქნა განრიდებული და სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლებზე. გარდა სტატისტიკური ინფორმაციისა, ანალიზი უკეთდება სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების (განრიდება/განრიდება-მედიაცია) შინაარსობრივ მხარეს, მაგალითად: გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლების გამოვლენიდან რამდენ ხანში იქნა მიღებული პირის (არასრულწლოვანი, 18დან 21 წლამდე ასაკის პირი) მიმართ განრიდების გადაწყვეტილება; რა ხანგრძლივობით და რა პირობებით ხდება განრიდების ხელშეკრულების გაფორმება; როგორია განრიდების ხელშეკრულების დარღვევის და განრიდებულის მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი; დაზარალებულთა ჩართულობა განრიდების პროცესში და მედიაციის მაჩვენებლის განსაზღვრა. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე ხდება ძირითადი პრობლემების და ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის მიზნით კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება და ტრენინგების დაგეგმვა. საქმიანობა 3.1.1.5: სამართლებრივი წერის სახელმძღვანელოს გამოცემა სამართლებრივი წერის ერთიანი სტანდარტის დასანერგად ინდიკატორი: სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო გამოცემულია სტატუსი: სრულად შესრულებული პროკურატურის წარმომადგენლების, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ექსპერტების მიერ დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა სამართლებრივი წერის სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია პროკურორებისათვის პრაქტიკულ საქმიანობაში დახმარება და ცალკეული დოკუმენტების შედგენის ერთიანი სტანდარტის დაწესება. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ყველა იმ ძირითადი საპროცესო დოკუმენტის წერის სტანდარტი, რომლის შედგენაც უწევს პროკურორს გამოძიების ეტაპზე და საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგ. აღნიშნულის საფუძველზე შეიქმნა ტრეინინგ მოდული და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით ჩატარდა სამართლებრივი 30 მართლწერის ტრენერთა ტრენინგი. მომზადდა პროკურატურის შიგნით 12 ტრენერი, რომლებიც უძღვებიან ტრენინგებს. 2016 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა სამართლებრივი მართლწერის ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც გადამზადება გაიარა 71-მა პროკურორმა. 2017 წელს სამართლებრივი მართლწერის ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით გაგრძელდა პროკურორების ერთიანი გადამზადების პროცესი. აღნიშნულ თემაზე განხორციელდა 11 ტრენინგი, რომელშიც 197 პროკურორი და სტაჟიორ-პროკურორი იღებდა მონაწილეობას. ამ მიმართულებით ასევე, გადამზადდა პროკურატურის 62 სტაჟიორი. საქმიანობა 3.1.1.6: იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელოს შემუშავება. ინდიკატორი: სახელმძღვანელო შემუშავებულია სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შემუშავდა იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულების გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელო, რომელიც ექსპერტიზისთვის გადაეგზავნა ევროკავშირის სამუშაო ჯგუფს. მომავალში იგეგმება პროკურორების გადამზადება აღნიშნული სახელმძღვანელოს შესაბამისად. ამოცანა 3.1.2: პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება საქმიანობა 3.1.2.1: საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურის განვითარება ინდიკატორი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება; „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების რაოდენობა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გატარებული ღონისძიებების რაოდენობა; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა რაოდენობა. სტატუსი: სრულად შესრულებული მეათე წელია, რაც საქართველოს მთავარი პროკურატურა ჩართულია „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის კამპანიაში. პროექტი ხორციელდება საქართველოს 28 რაიონულ პროკურატურაში კერძოდ: ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის, გლდანინაძალადევის, მცხეთის, ხაშურის, გორის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ოზურგეთის, ახალციხის, ახალქალაქი-ნინოწმინდის, ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, საჩხერის, ამბროლაურის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, ბოლნისის, მარნეულის, რუსთავის, ზუგდიდის, სენაკის, ფოთისა და მესტიის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიაზე. 31 პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენცია; პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა; სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება; საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება, მათ შორის, მოქმედი კანონმდებლობისა და კანონმდებლობაში არსებული სიახლეების შესახებ. პროექტში ჩართულ 28 რაიონში ხორციელდება სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებები, ასევე, ეწყობა სხვადასხვა სახის სოციალური აქციები, მათ შორის საქველმოქმედო, დასაქმების, გამწვანების, დასუფთავების და სხვა სახის ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიებების სამიზნე ჯგუფს ძირითადად წარმოადგეს არასრულწლოვნები და ახალგაზრდები, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასევე, პრობაციონერებს და კანონთან კონფლიქტში მყოფ ახალგაზრდებს. 2016 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ სულ ჩატარდა 178 ღონისძიება, მათ შორის 149 საგანმანათლებო, 7 კულტურული, 12 სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიება. ასევე ჩატარდა 10 სხვადასხვა სახის სოციალური აქცია. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 6,166-მა პირმა. 2016 წლის ოქტომბერში პროექტში ჩართული რაიონული პროკურატურების ორგანიზებით მოეწყო „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კვირეული“, რომლის ფარგლებში პროკურორებმა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სკოლებში ჩაატარეს ლექციასემინარები არასრულწლოვნებში გავრცელებული დანაშაულებისა და ასევე, ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ. 2017 წელს ჩატარდა 556 ღონისძიება, მათ შორის 318 საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, 42 კულტურულ-საგანმანათლებლო და 17 სპორტული ღონისძიება, 29 სოციალური აქტივობა (გამწვანების, დასუფთავების, საქველმოქმედო და პრობაციონერის დასაქმების აქცია). სატრანსპორტო და ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული კამპანიის, ასევე დაზარალებულთა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა 150 ღონისძიება. 2017 წელს აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო სულ 28,100-მა პირმა. მათ შორის, 2017 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე საზოგადოებრივი პროკურატურის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან ჩატარდა 151 შეხვედრა. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2017 წლის მარტში საჯარო სკოლებში გამოცხადდა ვიდეორგოლების კონკურსი ,,მოზარდები ძალადობის წინააღმდეგ“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 307 საჯარო სკოლამ და 2279 მოსწავლემ. ფინალისთვის გამოვლინდა 21 ვიდეორგოლი, რომელთაგან სამი ჟიურის მიერ, დასახელდა გამარჯვებულად. საქმიანობა 3.1.2.2: ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების რიცხობრივი და ხარისხობრივი/შინაარსობრივი შესწავლა და კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნება 32 სტატუსი: უმეტესად შესრულებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული სისხლის სამართლის საქმეების ხარისხობრივი და შინაარსობრივი ანგარიში საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულია. კერძოდ, 2017 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურაში ოჯახური დანაშაულის თემაზე კონფერენცია გაიმართა, კონფერენციაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ იქნა ოჯახური დანაშაულის და ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების ანალიზი. აღნიშნული ანალიზები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. 22 2016 წლის 22 მარტს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამართულ კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა სამი ანალიზი: ქალთა მკვლელობების ანალიზი ოჯახური დანაშაულის ნიშნით, სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან და ძალადობრივი დანაშაულის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. აღნიშნული ანალიზები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. 23 ამასთან, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის შედეგები (სტატისტიკური და შინაარსობრივი მაჩვენებლები) ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ მოცემულია საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 30 მაისის24, 2016 წლის 28 ნოემბრის25, 2017 წლის 19 ივლისის26 და 2018 წლის 6 თებერვლის ანგარიშებში27. საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიშებში სპეციალური თავი დათმობილი აქვს ცალკეულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლას, კერძოდ ოჯახურ დანაშაულს, დისკრიმინაციული და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულს, არასათანადო მოპყრობას, ტრეფიკინგს, ტერორიზმს და ა.შ. აღნიშნული ანგარიშები გამოქვეყნებულია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე (იხ. შესაბამისი ბმულები). საქმიანობა 3.1.2.3: დანაშაულის პრევენციის ადგილობრივი საბჭოების სხდომების გააქტიურება ინდიკატორი: რაოდენობა ადგილობრივი საბჭოების სტატუსი: სრულად შესრულებული 22 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1392 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=890 24 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=940 25 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1063 26 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1293 27 http://pog.gov.ge/geo/news?info_id=1514 23 33 სხდომების რაოდენობა. ბრიფინგების 2016 წლის მარტში საქართველოს პროკურატურაში დაიწყო ახალი პროექტი ,,ადგილობრივი საბჭოები“. „ადგილობრივი საბჭო“ წარმოადგენს რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო ორგანოს. საბჭოში გაწევრიანებულნი არიან სამართალდამცავი ორგანოების, მუნიციპალიტეტის, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების კრიმინოგენური სხვა წევრები. საბჭოს მდგომარეობის ძირითადი განხილვა, ფუნქციაა რეგიონისთვის რეგიონში საჭირო არსებული პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ინიციატივების შემუშავება, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმის დასახვა. 2016 წელს ადგილობრივი საბჭოს სხდომები ჩატარდა: ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ახალციხეში, რუსთავში, მარნეულში, ბოლნისში, ხელვაჩაურში, თელავში, ახალქალაქში, გურჯაანში, სიღნაღში, გორში. შეხვედრის მონაწილეებს, რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით, მიეწოდათ ინფორმაცია ადგილობრივი საბჭოს ფუნქციებისა და მიზნების შესახებ, ასევე წარედგინათ მთავარი პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემებზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებსა და მათი შესაძლო გადაჭრის გზებზე. საბჭოს ფარგლებში რაიონებში არაერთი პრევენციული ღონისძიება გაიმართა (მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებთან), რომელშიც სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლების გარდა აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. 2017 წელს გაიმართა ადგილობრივი საბჭოს 14 სხდომა: ქუთაისში (2 სხდომა), მცხეთაში, სამტრედიაში, თბილისში (6 სხდომა რაიონების მიხედვით), თელავში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში. თბილისში გამართულ სხდომებზე, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, განხილულ იქნა ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები, ხოლო სხვა სხდომებზე ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები. ადგილობრივი საბჭოების მუშაობის შესახებ მომზადდა წლიური ანგარიში, რომელიც 2017 წლის 28 დეკემბერს წარედგინა საკონსულტაციო საბჭოს. საქმიანობა 3.1.2.4: რიგითი პროკურორის დანიშვნისა და დაწინაურების წესის დახვეწა ინდიკატორი: შესაბამისი განხორციელებულია. პროცედურა გადახედილია, ცვლილებები სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული „საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავარი პროკურორის 2017 წლის 29 დეკემბრის N185-მ ბრძანებით შედარებით დეტალურად გაიწერა დაწინაურების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხიმგებლობის საკითხები, თუმცა აღნიშნულზე კვლავ გრძელდება მუშაობა. აღნიშნულ საკითხს 34 უფრო დეტალურად დაარეგულირებს „პროკურატურის შესახებ“ ახალი ორგანული კანონი და მის საფუძველზე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ამოცანა 3.1.3: კონტროლის ისეთი მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც მიუკერძოებელი და ეფექტიანი საზედამხედველო ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქმიანობა 3.1.3.1: პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვა ინდიკატორი: შეფასების სისტემა დანერგილია; შეფასებულ პროკურორთა რაოდენობა. სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს მთავარი პროკურორის 2017 წლის 31 იანვრის ბრძანებით დამტკიცდა რაიონული და საოლქო პროკურატურების პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ამჟამად ხორციელდება პროკურორთა შეფასება, როგორც საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის, ასევე, საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობის, სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში პროკურორის მუშაობის, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის, ტრენინგებზე მიღწეული შედეგებისა და სხვა აქტივობების მიხედვით. 2017 წლის ბოლოს კი, მთავარი პროკურორის ბრძანებითვე დამტკიცდა პროკურატურის გამომძიებელთა და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები. პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების საქმიანობის ხარისხის შეფასებას ახორციელებს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი. დაკისრებული უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისა და შეფასების შედეგებისადმი შეფასებულ პროკურორთა ნდობის ხარისხის გაზრდის მიზნით, აღნიშნული დეპარტამენტის პროკურორებს 2017 წლის მეორე ნახევარში ჩაუტარდათ ატესტაცია და ახალი თანამშრომლების შერჩევა განხორციელდა შიდა კონკურსის გზით. ახალი სისტემის მიხედვით პროკურორების შეფასების პირველი ეტაპი დაიწყო 2017 წლის ბოლოს, შედეგების დაჯამება კი მოხდება 2018 წლის პირველ ნახევარში. საქმიანობა 3.1.3.2: პროკურატურის მუშაკთა ახალი ეთიკის კოდექსის მიღება ინდიკატორი: ეთიკის კოდექსი მიღებულია სტატუსი: სრულად შესრულებული პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების განჭვრეტადობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის ინიციატივით, საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა, შეიმუშავა პროკურატურის მუშაკთა ქცევის მარეგულირებელი ეთიკის ახალი კოდექსის პროექტი, რომელშიც მაქსიმალურად დეტალურად აისახა დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალი. აღნიშნული კოდექსი საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა 2017 წლის 25 მაისს. 35 პროკურატურის მუშაკის ეთიკის კოდექსის ახალ პროექტს მის დამტკიცებამდე გაეცნენ პროკურატურის თანამშრომლები, რომელთა აზრი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული. პროექტი მოსაზრებებისთვის ასევე წარედგინა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტს და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტებს. ეთიკის ახალი კოდექსი დისციპლინურ გადაცდომებს ყოფს მათი სიმძიმის ხარისხის მიხედვით და აკონკრეტებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს კონკრეტული დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში. საქმიანობა 3.1.3.3: პროკურორთა დისციპლინური პასუხისმგებლობის გამჭვირვალე სისტემის დანერგვა ინდიკატორი: პროკურორთა დისციპლინური პასუხისმგებლობის გამჭვირვალე სისტემა დანერგილია (სახალხო დამცველის შეფასება); სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 19 თებერვლის ბრძანების საფუძველზე, პროკურატურის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების, პროკურატურის მუშაკთა წახალისების, დაწინაურებისა და დისციპლინურ საკითხთა განხილვის მიზნით შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. საკონსულტაციო საბჭოზე დასწრებისა და ახსნა-განმარტების მიცემის უფლება აქვს იმ პირს, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება. საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დადებითად შეფასდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელის სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების მე-4 რაუნდის მონიტორინგის 2016 წლის 15 სექტემბრის ანგარიშში. ანგარიშში მითითებულია, რომ მეტწილად შესრულებულია წინა ანგარიშში მოცემული რეკომენდაცია პროკურორების სამსახურიდან დათხოვნისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების პროცედურების გადახედვის თაობაზე. 2016 წელს ჩატარდა საკონსულტაციო საბჭოს ცხრა სხდომა, რომლის ფარგლებშიც გენერალურმა ინსპექციამ საკონსულტაციო საბჭოს წარუდგინა სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა პროკურატურის 42 მუშაკის მიმართ. საკონსულტაციო საბჭომ ხმათა უმრავლესობით დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეწონილად მიიჩნია 23 მათგანის მიმართ. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ - საქართველოს მთავარმა პროკურორმა გაითვალისწინა საბჭოს ყველა რეკომენდაცია და დისციპლინური სახდელი დააკისრა პროკურატურის მხოლოდ ზემოაღნიშნულ 23 მუშაკს. 2017 წელს ჩატარდა გენერალური ინსპექციის პროკურატურის 21 საკონსულტაციო საბჭოს 7 სხდომა. საკონსულტაციო საბჭოს მიერ მუშაკის წარედგინა მიმართ. სამსახურებრივი საკონსულტაციო 36 შემოწმების საბჭომ დასკვნა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეწონილად მიიჩნია 17 მათგანის მიმართ, 4 მუშაკს მისცა რეკომენდაცია. ამოცანა 3.1.4: პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება საქმიანობა 3.1.4.1: პროკურორებისთვის სხვადასხვა თემებზე ტრენინგების ჩატარება ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა; ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე სასწავლო კურსები განხორციელებულია საქართველოს პროკურატურის სისტემის ყველა ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებისათვის. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე გადამზადებულია პროკურატურის სისტემის სტაჟიორები და ახალდანიშნული პროკურორები. სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, საქართველოს პროკურატურის სისტემის ყველა სხვადასხვა სტრუქტურული ტრენინგი, დანაყოფის რომელშიც თანამშრომელმა. მათ პროკურორები, პროკურატურის შორის, წარმომადგენლებისთვის მონაწილეობა იყვნენ მაღალი და გამომძიებლები, მიიღო ჩატარდა პროკურატურის საშუალო რგოლის სტაჟიორები და 44 737-მა მენეჯერები, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. რაც შეეხება 2017 წელს, აღნიშნულ პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, საქართველოს პროკურატურის ყველა ტერიტორიული ორგანოსა და სტრუქტურული დანაყოფის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა 71 სასწავლო აქტივობა, რომელშიც 1205 მსმენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ: საშუალო რგოლის მენეჯერები, პროკურორები, სისტემის გამომძიებლები, სტაჟიორები, ახალდანიშნული პროკურორები და მოწმისა და დაზარალებული კოორდინატორები. საქმიანობა 3.1.4.2: მოწმის გამოკითხვის წესის დახვეწა და პროკურორთა გადამზადება ინდიკატორი: შესაბამისი გადამზადებულია ცვლილებები ინიცირებულია; პროკურორები სტატუსი: უმეტესად შესრულებული განხორციელებული ხელშეწყობის საკანონდებლო მიზნით, 2016 წელს ცვლილებების მოწმის პრაქტიკაში სწორი გამოკითხვის/დაკითხვის დანერგვის ახალ წესთან დაკავშირებით გადამზადება გაიარა საქართველოს პროკურატურის 429 პროკურორმა და გამომძიებელმა. ტრენინგებში ჩართული იყვნენ როგორც რიგითი, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირები. გადამზადებულ პირთა რაოდენობა მენეჯერების, პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების 80%-ს შეადგენდა. თუმცა, სწავლების პროცესში ძირითად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ რიგითი პროკურორები და გამომძიებლები, რომელთა დაფარვაც თითქმის სრულად მოხდა. 37 2016 წლის განმავლობაში დაკითხვის/გამოკითხვის ტექნიკების კუთხით გადამზადება გაიარა 55-მა პროკურორმა და პროკურატურის გამომძიებელმა. ამ მიმართულებით სწავლების ძირითად მიზანს წარმოადგენდა პროკურატურის სისტემის გამომძიებლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. გადამზადებულ გამომძიებელთა რაოდენობამ 40% შეადგინა. გარდა აღნიშნულისა, საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლის შემდგომ საქართველოს პროკურატურის მიერ შესწავლილ იქნა მოწმის ნებაყოფლობით გამოკითხვის პრაქტიკა, რის შედეგადაც შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების საჭიროება არ გამოიკვეთა. ამოცანა 3.1.5: პროკურატურის სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება და სასწავლო პროგრამების შემუშავება საქმიანობა 3.1.5.1: სპეციალური ელექტრონული პროგრამის შექმნა ტრენინგების საჭიროებების ანალიზისათვის ინდიკატორი: ელ. პროგრამა შემუშავებულია; სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2016 წელს ტრენინგ საჭიროებათა ანალიზის ელექტრონული პროგრამის პროექტზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. 2017 წელს ტრენინგ საჭიროებათა ანალიზის ელექტრონული პროგრამის პროექტზე შექმნილი სამუშაო ჯგუფისა და უცხოელი ექსპერტების მიერ, მომზადდა პროგრამის კონცეფცია (საჭიროებების დოკუმენტი). ევროკავშირთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა პროგრამის შემუშავებაზე. საქმიანობა 3.1.5.2: სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება ინდიკატორი: სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავებულია; სტატუსი: სრულად შესრულებული შემუშავდა საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების განვითარების სტრატეგია28, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებით. შემუშავებულია ასევე სამოქმედო გეგმა. საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული სტრატეგია მიზნად ისახავს პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხის თანამშრომელთათვის დახვეწას, ცალკეული სისტემისა გაზრდას, დისციპლინური და ინდივიდუალური პროფესიული ეთიკის პასუხისმგებლობის გადაწყვეტილებების მიღებისას პროკურორის სტანდარტისა და დაკისრების მექანიზმის კოლეგიური ორგანოების მნიშვნელობის გაზრდას, ადამიანის უფლებების დაცვას, პროკურორთა მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის შექმნას, საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას, პროკურატურის სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო თანამშრომლობის 28 მექანიზმების დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://pog.gov.ge/res/docs/saqartvelosprokuratuirsstrategia.pdf 38 დახვეწას, საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებას. საქართველოს პროკურატურამ პროკურატურის სტრატეგიაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და მისი შემუშავების პროცესში ჩართული იყო პროკურატურის ყველა მუშაკი. აღნიშნული დოკუმენტის პროექტი საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში გააცნო სხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა შენიშვნების დიდი ნაწილი ასახულია დამტკიცებულ დოკუმენტში. საქმიანობა 3.1.5.3: ბიბლიოთეკის აღჭურვა შესაბამისი ლიტერატურით ინდიკატორი: ბიბლიოთეკა აღჭურვილია სტატუსი: სრულად შესრულებული 2016-2017 წლებში საქართველოს პროკურატურის ბიბლიოთეკა დამატებით აღიჭურვა 22 სახელმძღვანელოთი და შესაბამისი ლიტერატურით. საქმიანობა 3.1.5.4: ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა ინდიკატორი: ბიბლიოთეკა შექმნილია სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2016 წელს ელექტრონული ბიბლიოთეკის პროგრამის პროექტზე მუშაობის მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. 2017 წელს სამუშაო ჯგუფისა და უცხოელი ექსპერტების მიერ, მომზადდა პროგრამის კონცეფცია (საჭიროებების დოკუმენტი). ევროკავშირთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს მუშაობა პროგრამის შემუშავებაზე. სტატისტიკური მონაცემები საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 19 10 5 4 შეუსრულებელი 0 4. ადამიანის უფლებების დაცვა სასჯელაღსრულების სისტემაში მიზანი 4.1: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება ამოცანა 4.1.1: პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების სისტემატური გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანა 39 საქმიანობა 4.1.1.1: მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ არსებული მოქმედი კანონმდებლობისა ანალიზისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და შიდა რეგულაციების მომზადება და ინიცირება. ინდიკატორი: მომზადებული და ინიცირებული ცვლილებები; პატიმართა სამართლებრივი გარანტიების გაძლიერების მიზნით მომზადებული და ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები. სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წლის 20 ივნისს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ავტორობითმომზადებულიდასაქართველოსმთავრობისინიციატივითწარდგენილიპატიმრო ბისკოდექსსადათანმდევ 18 კანონში ცვლილებები, რომელთაგან ნაწილი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი 2017 წლის პირველ სექტემბერს და ნაწილი 2018 წლის 1 იანვარს. ცვლილებათა კანონმდებლობის პაკეტი სასჯელის საერთაშორისო აღსრულების სტანდარტებთან სფეროში დაახლოებას, საქართველოს ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება. საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:  თავისუფლების შეზღუდვის, როგორც სასჯელის გაუქმება;  სრულწლოვანთათვის არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის შემოღება.  ბრალდებულ/მსჯავრდებულის მიერ რადიომიმღებით ან/და ტელევიზორით სარგებლობის უფლების ახლებურად ჩამოყალიბება.  უმაღლესი განათლების მიღების უფლება გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის ან არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისათვის.  პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირება.  პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად ჩამოყალიბება.  პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის დახვეწა.  უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გათავისუფლების მექანიზმის დახვეწა.  პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება.  ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს სამ წლამდე ასაკის ბავშვი, მიეცემა უფლება უქმე დღეებში დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება 40 ბავშვის მიერ ასაკის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში.  სასჯელის აღსრულების გადავადების მექანიზმის ცვლილება.  ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმის დახვეწა. ამასთანავე, კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მომზადდა დაახლოებით 166 კანონქვემდებარე აქტში ცვლილება, რომელიც მოიცავდა მათ შორის, ახალი კანონქვემდებარე აქტების მიღებას. მითითებული აქტებიდან მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის კუთხით აღსანიშნავია შემდეგი აქტები:  "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 31 დეკემბერის №01-53/ნ/№166 ბრძანება;  "პენიტენციურ დაწესებულებებში C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისათვის სერვისის მიწოდებისა და მედიკამენტების გაცემის წესის/პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 30 ნოემბრის №148/№01-47/ნ ბრძანება;  "პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი დაზიანების მოპყრობის აღრიცხვის შედეგად წესის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანება;  "არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ბრძანება;  "საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №123 ბრძანება;  "ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №91 ბრძანება;  "პატიმრობისა და დამოკიდებული თავისუფლების პირებისთვის აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების 41 განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 14 ივლისის №92 №01-26/ნ ბრძანება;  "ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვალი №13 ბრძანება. საქმიანობა 4.1.1.2: ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ არსებული მოქმედი კანონმდებლობის ანალიზისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შესაბამისი ხარვეზების გამოვლენა ინდიკატორი: მომზადებულია ანგარიში ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ არსებული კანონმდებლობის ხარვეზების შესახებ. სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პერიოდულად სწავლობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომლითაც ადგენს არსებული კანონმდებლობის ხარვეზებს. ამასთან, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის გარკვეული ნაწილი ეხება ასევე ბრალდებულთა უფლებებსაც. საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულია ბრალდებულთა უფლებებიც, რომლის მიხედვითაც ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება ექნება ისარგებლოს ტელევიზორით ან/და რადიომიმღებით. ეს ცვლილება შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და პირდაპირ ემსახურება ევროპის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მომუშავე კომიტეტის რეკომენდაციის შესრულებას. 2017 წლის 20 ივნისს პატიმრობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ხოლო, პატიმრობის დაწესებულებაში, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის შეძენის უფლება, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ამოცანა 4.1.2: სასჯელაღსრულებისა დაწესებულებებში გადატვირთულობის პრევენცია 42 საქმიანობა 4.1.2.1: მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მინიმალური საცხოვრებელი ფართით ინდიკატორი: ყველა მსჯავრდებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილია სულ ცოტა 4 მ2 სტატუსი: სრულად შესრულებული პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სულ ცოტა 4 მ 2 საცხოვრებელი ფართით. საქმიანობა 4.1.2.2: პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის ეფექტური ფუნქციონირება ინდიკატორი: პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის სტატისტიკა სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლდა 959 მსჯავრდებული (მათ შორის: 903 კაცი მსჯავრდებული, 46 ქალი მსჯავრდებული და 10 არასრულწლოვანი). სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სასჯელით - თავისუფლების შეზღუდვით შეეცვალა 51 სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულს, ხოლო სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეეცვალა 4 მსჯავრდებულს (მათ შორის: 3 სრულწლოვან კაცსა და 1 ქალს). 2017 წლის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლდა 1037 მსჯავრდებული (მათ შორის: 998 მამაკაცი მსჯავრდებული და 36 ქალი მსჯავრდებული, 3 არასრულწლოვანი მამაკაცი). სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სასჯელით - თავისუფლების შეზღუდვით შეეცვალა 22 სრულწლოვან მსჯავრდებულს მამაკაცს, ხოლო სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეეცვალა 32 სრულწლოვან მსჯავრდებულ მამაკაცს. ამოცანა 4.1.3: მსჯავრდებულთა კლასიფიკაციის, რისკების შეფასების და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის დანერგვა და სრულყოფა საქმიანობა 4.1.3.1: მულტიდისციპლინური გუნდის მიერ რისკის შეფასება და მსჯავრდებულთა განთავსება შესაბამის დაწესებულებებში ინდიკატორი: რისკის შესაბამისად კლასიფიკაციის ინსტრუმენტი დანერგილია; რისკის შეფასების შემდეგ ყველა მსჯავრდებული განთავსებულია შესაბამის დაწესებულებაში სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ დაიწყო მსჯავრდებულთა შეფასება საშიშროების რისკის მიხედვით და მათი გადანაწილება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებებში. რისკის შეფასებას უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასების გუნდი, რომელშიც წარმოდგენილია: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, 43 სამართლებრივი რეჟიმის, უსაფრთხოებისა და სპეციალური აღრიცხვის განყოფილების თანამშრომლები. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასება უწყვეტი პროცესია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2016 წელს მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდმა 3723 მსჯავრდებულს განუსაზღვრა რისკი, რაც მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 45%-ს წარმოადგენს. ხოლო, 2017 წელს მსჯავრდებულთა რისკის შეფასების გუნდმა 4920 მსჯავრდებულს განუსაზღვრა რისკი, რაც მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 60%-ს წარმოადგენს. (აღნიშნული, პროცენტული მაჩვენებლის დასათვლელად, გამოყენებულია მსჯავრდებულთა რაოდენობის წლიური საშუალო არითმეტიკული (8206 მსჯ), ყოველი თვის ბოლო რიცხვის მდგომარეობით). 20162017 წლების განმავლობაში სულ შეფასდა 8 643 მსჯავრდებულის რისკი, აღნიშნული მონაცემი მოიცავს ერთსადაიმავე მსჯავრდებულის რისკის გადაფასების მაჩვენებელს, ასევე იმ მსჯავრდებულთა რისკის შეფასების რაოდენობას, რომლებიც განთავისუფლდნენ სასჯელისაგან. საქმიანობა 4.1.3.2: საშიშროების რისკის მიხედვით მსჯავრდებულთა შეფასების ინსტრუმენტის შემდგომი დახვეწა. ინდიკატორი: ქცევაზე დაფუძნებული რისკის შეფასების ინსტრუმენტში შეტანილი ცვლილებები სტატუსი: უმეტესად შესრულებული მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი რეგულირდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებით. „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებაში 2017 წლის 21 აპრილს შეტანილი ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხდება საშიშროების რისკის სახის შესაბამისად, კერძოდ:  საშიშროების მაღალი რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა ;  საშიშროების მომეტებული რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 18 თვისა;  საშიშროების საშუალო რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 24 თვისა;  საშიშროების დაბალი რისკის შეფასების შემდგომ, თუ მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია. 44 საქმიანობა 4.1.3.3: მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიის ეტაპობრივი დანერგვა დაწესებულებებში ინდიკატორი: 2016 წელს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა უზრუნველყოფილია მინიმუმ 8 დაწესებულებაში, 2017 წელს დანერგილია დამატებით 3 დაწესებულებაში. სტატუსი: სრულად შესრულებული სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მიდგომის იმპლემენტაცია პენიტენციურ სისტემაში დაიწყო 2015 წელს სრულწლოვანთა მიმართ. 2017 წელს N2 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში მოხდა მიდგომის სრული იმპლემენტირება, საანგარიშო წლის დეკემბრის თვეში კი, ბოლო, N7 და 9 პენიტენციურ დაწესებულებებში დაიწყო იმპლემენტაციის პროცესი. 2017 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში სასჯელის მოხდის ინდ. დაგეგმვის პროცესში ჩართულ პირთა სტატისტიკა:  N2 დაწესებულება - 144 შემთხვევა  N3 დაწესებულება - 6 შემთხვევა  N5 დაწესებულება - 95 შემთხვევა  N6 დაწესებულება - 10 შემთხვევა  N8 დაწესებულება - 590 შემთხვევა  N11 დაწესებულება - 27 შემთხვევა  N12 დაწესებულება - 115 შემთხვევა  N14 დაწესებულება - 56 შემთხვევა  N15 დაწესებულება - 525 შემთხვევა  N16 დაწესებულება - 149 შემთხვევა  N17 დაწესებულება - 82 შემთხვევა  N18 დაწესებულება - 4 შემთხვევა  N19 დაწესებულება - 27 შემთხვევა 2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ დაგეგმვაში ჩართული იყო მსჯავრდებულთა 23%. ამასთან, ყველა ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებული, ასევე, N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდებული ჩართულია სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ დაგეგმვაში. ამოცანა 4.1.4: პატიმართა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების შესახებ საჩივრების, დისციპლინურ და ადმინისტრაციულ პროცედურებთან დაკავშირებით. საქმიანობა 4.1.4.1: საინფორმაციო მსჯავრდებულთა ბროშურების და დაბეჭდვა ბრალდებულთა უფლებების და სასჯელაღსრულების დარიგება შესახებ დაწესებულებებში (აზერბაიჯანულ, სომხურ, თურქულ, რუსულ, ინგლისურ, არაბულ და სპარსულ ენებზე); 45 ინდიკატორი: პატიმართა უფლებების შესახებ დარიგებული სხვადასხვა ენოვანი 400 საინფორმაციო ბროშურების რაოდენობა; სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის განმავლობაში პატიმართა უფლებების შესახებ მომზადდა და დაიბეჭდა შემდეგი ბროშურები: - 5000 ბროშურა სრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ ქართულ ენაზე; - 500 ბროშურა სრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ 5 ენაზე (აზერბაიჯანული, სომხური, თურქული, რუსული და ინგლისური); ბროშურები განთავსებულია ყველა პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკებში. ასევე მსჯავრდებულები სოციალური მუშაკების მიერ არიან ინფორმირებულნი და სურვილის/მოთხოვნის შემთხვევაში მათ გადაეცემათ შესაბამისი ბროშურა. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2017 წელს ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი იყო ასევე მათ მიერ მოთხოვნილი ბროშურის სწორედ ის საკითხები და გვერდები, რომლებიც მათთვის ინტერესის სფეროს შეადგენდა. აღნიშნულის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდნენ პენიტენციური დაწესებულებების სოციალური მუშაკები, რომელთაც გადაეგზავნათ ბროშურების ელექტრონული ვერსიები. საქმიანობა 4.1.4.2: საგანმანათლებლო კონსულტაციების ან/და ჯგუფური შეხვედრების გამართვა პატიმართათვის, მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ინდიკატორი: საგანმანათლებლო ჩართულია 400 მსჯავრდებული. კონსულტაციებსა და ჯგუფურ შეხვედრებში სტატუსი: უმეტესად შესრულებული სოციალური უზრუნველყოფის ბრალდებულ/მსჯავრდებულთა პენიტენციურ ტრენინგი სამმართველოს უფლებების დაწესებულებაში. 2016 წელს გაიარა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მიერ მომზადდა შესახებ. პროგრამა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 513-მა მსჯავრდებულმა, უფლებების შესახებ ტრენინგ მოდული დაინერგა ყველა უფლებების შესახებ ხოლო ტრენინგი 2017 გაიარა წელს 364-მა ბრალდებულ/მსჯავრდებულმა. ამოცანა 4.1.5: პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქმიანობა 4.1.5.1: გასაჩივრების არსებული მექანიზმის ხარვეზების შესწავლა; გასაჩივრების მექანიზმის შესწავლის განხორციელება 46 შემდგომ შესაბამისი ცვლილებების ინდიკატორი: მოხსენება (ანგარიში) გასაჩივრების არსებულ მექანიზმებში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ; ანგარიშის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები სტატუსი: უმეტესად შესრულებული ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის გარანტირებულია პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გასაჩივრების უფლება. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან ხდება საჩივრის წარდგენა უფლებამოსილ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში. ყველა დაწესებულებაში ხელმისაწვდომია საჩივრის ყუთები. პატიმრობის კოდექსში 2017 წლის პირველ ივნისს განხორციელებული ცვლილებებით კიდევ უფრო დაიხვეწა არსებული მექანიზმი, კერძოდ, ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი გახდა უფრო ეფექტური და სასამართლოს მიეცა საშუალება სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: 1. ძალაში დატოვოს სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; 2. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს დაავალოს სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; 3. ბათილად ცნოს სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაავალოს მას პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილების უკანასკნელი ფორმა წარმოადგენს სიახლეს. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში მითითებული ვადის შესაბამისად. 2017 წლის პირველ ივნისს პატიმრობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით დაიხვეწა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ კონფიდენციალური საჩივრის გაგზავნასთან დაკავშირებული პროცედურებიც, კერძოდ, გარდა იმისა, რომ პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას, იმ შემთხვევაში თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის ან მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია, პენიტენციური დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს კონფიდენციალური საჩივარი. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შეინახოს საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი. მიზანი 4.2: ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების გზით ამოცანა 4.2.1: საჭიროებიდან გამომდინარე, არსებული ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი პროექტების შემუშავება 47 საქმიანობა 4.2.1.1: საჭიროებისამებრ, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გამართვა და ინვენტარით აღჭურვა, (საშხაპეები, საკანალიზაციო სისტემა, ვენტილაცია, განათება, გათბობის სისტემა, სასეირნო ეზო სავარჯიშო ინვენტარით) ინდიკატორი: კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები; სახალხო დამცველის ანგარიში სტატუსი: სრულად შესრულებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს სასჯელაღსრულების პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, კერძოდ: განხორციელდა სავენტილაციო, საკანალიზაციო, საშხაპეების და ელექტრო განათებების მოწესრიგება, მოქმედი ნორმების შესაბამისად მოეწყო სამედიცინო პუნქტები და დაწესებულებები სისტემატიურად მარაგდება სპორტული სავარჯიშო ინვენტარით. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში.  N2 დაწესებულება - ყველა საკანში კაპიტალურად გარემონტდა სავენტილაციო სისტემა, საშხაპე ოთახები. 2016-2017 წელს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და გარემონტდა სამედიცინო ოთახები;  N3 დაწესებულება -2016-2017 წლებში განხორციელდა საკნების სარემონტო სამუშაოები;  N5 დაწესებულება - აბანოებს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, 2017 წელს დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა;  N6 დაწესებულება - მოწესრიგებულია საკნების ვენტილაციის სისტემა. რემონტი დასრულდა დაწესებულების საშხაპე ოთახებში სავენტილაციო სისტემების მოწყობა. 2017 წელს აბანოებს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი.;  N8 დაწესებულება - სარეჟიმო კორპუსების საკნებში დამონტაჟდა ინდივიდუალური გამწოვები;  N9 პენიტენციურ დაწესებულებაში გარემონტდა სამედიცინო ოთახები;  N15 დაწესებულება - 2017 წელს მსჯავრდებულთა საკნებში შეიცვალა ონკანები;  N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გარემონტდა საშხაპე ოთახები, მოეწყო სპორტული აქტივობებისათვის ღია მოედნები;  N17 დაწესებულება - 2017 წელს ჩატარდა სამედიცინო ოთახების სარემონტო სამუშაოები. საქმიანობა 4.2.1.2: ხანგძლივი პაემანებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ინდიკატორი: ხანგძლივი პაემანებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხანგრძლივი პაემანი ხელმისაწვდომია ყველა სათანადო უფლების მქონე მსჯავრდებულისათვის პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ პატიმართა რბილი ინვენტარითა და აუცილებელი პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებებით რეგულარულად უზრუნველყოფა. სტატუსი: უმეტესად შესრულებული 48 N8 პენიტენციურ დაწესებულებაში აშენდა და სტანდარტების შესაბამისად მოეწყო ხანგრძლივი პაემნებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ექსპლუატაციაშია 2018 წლის მარტიდან. საქმიანობა 4.2.1.3: პენიტენციურ სისტემაში განთავსებულ პატიმართა რბილი ინვენტარითა და აუცილებელი პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებებით რეგულარულად უზრუნველყოფა. ინდიკატორი: სასჯელაღსრულების თითოეული დაწესებულებისათვის რეგულარულად ხორციელდება საჭირო ინვენტარის გადაცემა. სასჯელაღსრულების თითოეული დაწესებულებისათვის გადაცემული ინვენტარის რაოდენობა. ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებებით. სტატუსი: უმეტესად შესრულებული ლოჯისტიკის დეპარტამენტის მიერ, პენიტენციური დაწესებულებების მოთხოვნის საფუძველზე სისტემატურად ხდება, კანონმდებლობის შესაბამისად, მათი საჭირო რბილი ინვენტარითა და პირადი ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფა. ამოცანა 4.2.2: სასჯელაღსრულების ახალი დაწესებულებების მშენებლობა საქმიანობა 4.2.2.1: განსაკუთრებული რისკის N6 დაწესებულების სრულად ამოქმედება ინდიკატორი: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განსაკუთრებული რისკის N6 დაწესებულება ამოქმედდა, სადაც რისკის შეფასების შესაბამისად ხორციელდება მსჯავრდებულების განთავსება. სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს გარემონტდა და გაიხსნა N6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულება, რომელშიც განთავსებულნი არიან მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულები. საქმიანობა 4.2.2.2: დაბა ლაითურის განსაკუთრებული რისკის დაწესებულების აშენება ინდიკატორი: ანგარიში დაწესებულების მშენებლობის პროცესში არსებული პროგრესის შესახებ; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაბა ლაითურის დაწესებულების მშენებლობა დასრულებულია 2017 წელს და შესულია ექსპლუატაციაში. სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული დასრულდა ადმინისტრაციული და საბადრაგო და რეჟიმის თანამშრომლებისათვის განკუთვნილი შენობები, განხორციელდა რკინაბეტონის ღობისა და სარეჟიმო კორპუსის კარკასის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე მიმდინარეობს სასამართლო დავა მშენებელთან, რამაც გამოიწვია შემდგომ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების შეფერხება. 49 საქმიანობა 4.2.2.3: 14-21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალიზებული სარეაბილიტაციო დაწესებულების მშენებლობის დაწყება. ინდიკატორი: ანგარიში დაწესებულების მშენებლობის პროცესში არსებული პროგრესის შესახებ სტატუსი: შეუსრულებელი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 7 ივლისის N3107 ბრძანების საფუძველზე, 14-დან 21 წლამდე ბრალდებულ/მსჯავრდებულთა საჭიროებებსა და ეფექტურ რესოციალიზაცია/რეაბილიტაციაზე ორიენტირებული ახალი პენიტენციური დაწესებულების კონცეფციის განახლებისა და სათანადო პროექტის შემუშავების მიზნით, დამტკიცდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა სამინისტროს, ევროკავშირისა და UNICEF-ის წარმომადგენლებით. 2017 წლის მეორე ნახევრიდან აქტიურად მიმდინარეობს UNICEF-ის მიერ სპეციალურად მოწვეული ექსპერტის დაწესებულების რეკომენდაციაზე მშენებლობის ნაცვლად, მუშაობა, უკვე რომლის არსებული მიხედვითაც ახალი არასრულწლოვანთა N11 პენიტენციური დაწესებულების რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს. საქმიანობა 4.2.2.4: N 7 დაწესებულების რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ინდიკატორი: ანგარიში დაწესებულების რეაბილიტაციის პროცესში არსებული პროგრესის შესახებ. სტატუსი: უმეტესად შესრულებული სამინისტრო აქტიურად მუშაობს N7 პენიტენციური დაწესებულების გაუქმებაზე, რისთვისაც ერთ-ერთი პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე განხორციელდა სამშენებლოსარეკონსტრუქციო სამუშაოები, სადაც განთავსდება N7 პენიტენციური დაწესებულება. ამ დროისათვის დაწესებულების მშენებლობა დასრულებულია, მოეწყო საკნები, ციხე აღიჭურვა საჭირო ინვენტარით. დასრულებულია ენერგო მატარებლების, წყლისა და წყალარინების სამუშაოები. 2017 წელს მოეწყო და აღიჭურვა საჩხრეკი, მოეწყო და გარემონტდა ანტივანდალური ოთახები, ასევე განხორციელდა საკნების კოსმეტიკური რემონტი. 2017 წელს დასრულდა ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. მიზანი 4.3: თავისუფლებააღკვეთილთა ოჯახის წევრების, ახლობლებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის კანონით გათვალისწინებული მომსახურების გაუმჯობესება ამოცანა 4.3.1: საზოგადოებრივი მისაღების მომსახურების გაუმჯობესება საქმიანობა 4.3.1.1: საზოგადოებრივი მისაღების აშენება და სრულად ამოქმედება იმ დაწესებულებებში სადაც არ ფუნქციონირებს. 50 ინდიკატორი: წელიწადში ერთი დამატებითი საზოგადოებრივი მისაღების ამოქმედება. სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2017 წელს დასრულდა მშენებლობა და ექსპლუატაციაში შევიდა გეგუთის N14 დაწესებულების საზოგადოებრივი მისაღები. დაგეგმილია N12 პენიტენციური დაწესებულების N16 დაწესებულების ბაზაზე გადატანა. შესაბამისად N16 დაწესებულების საზოგადოებრივი მისაღები მოემსახურება N12 დაწესებულებასაც. საქმიანობა 4.3.1.2: საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლები გადიან გადამზადებას მოქალაქეთა მომსახურების საკითხებში. ინდიკატორი: ყოველ წლიურად საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 30% გადამზადებულია სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს, მოქალაქეთა მომსახურების საკითხებში საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომელთა გადამზადებისათვის, სასწავლო ცენტრის მიერ განახლებული იქნა არსებული სასწავლო პროგრამა, რომლის მიხედვით დღემდე გადამზადება გაიარა საზოგადოებრივი მისაღების 46-მა თანამშრომელმა (არსებული თანამშრომლების 92%); მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2016 წლის ოქტომბერში დაინერგა ახალი მომსახურება „ონლაინ დახმარება“, რომელიც დაემატა სამინისტროს ელექტრონულ საიტს და მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ კითხვაზე მიიღონ დახმარება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კონსულტანტების მხრიდან ონლაინ რეჟიმში. აღნიშნული სერვისის დამატებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლებისათვის, რომლებიც შემდგომში განახორციელებენ ჩეთის მართვას. მომზადება გაიარა 22-მა (100%) მოსამსახურემ. 2017 წლის ბოლოს დაიგეგმა საზოგადოებრივი მისაღების მოსამსახურეთა მომზადება/გადამზადების განახლებული პროგრამა. 2018 წელს მარტის თვიდან განახლებული პროგრამით, საზოგადოებრივი მისაღების 50 თანამშრომელი ეტაპობრივად გაივლიან აღნიშნულ პროგრამას. საქმიანობა 4.3.2.1: სამინისტროს ცენტრალური არქივის სრულყოფილად მუშაობა ინდიკატორი: არქივის სამსახური ინფრასტრუქტურითა და ადამიანური დოკუმენტაცია დაარქივებულია სტატუსი: უმეტესად შესრულებული 51 უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით; ყველა დაწესებულების 2016 წლის იანვრიდან დღემდე არქივის სამმართველოს საცავი უზრუნველყოფილ იქნა თანამედროვე მოძრავი თარო სტელაჟებით, კარტოთეკის შესანახი სპეციალური კარადებით. საცავი აღიჭურვა თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, სათვალთვალო კამერებითა და სხვა სახის ინვენტარით. სამინისტრომ შეიძინა დოკუმენტაციის შესანახი სპეციალური მუყაოს ყუთები, რომელშიც განთავსდა აღწერილი დოკუმენტაცია. ამჟამად არქივის სამმართველოს საცავში დაცული დოკუმენტაციიდან აღწერილია შემდეგი დოკუმენტები: პირადი საქმეები: ყოფილი N1 დაწესებულების მსჯავრდებულთა პ/საქმეები: 2 897; ყოფილი N5 დაწესებულების მსჯავრდებულთა პ/საქმეები (1930-2008 წწ): 43 940; სპეც. კომენდატურის მსჯავრდებულთა პ/საქმეები: 3 190; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა პ/საქმეები: 1 734; ყოფილი N1, N4 და N5 დაწესებულების თანამშრომელთა პ/საქმეები: 2616. კარტოთეკა (მსჯავრდებულთ პირადი ბარათი ფორმა N1): ყოფილი N1 დაწესებულება: 12 216; ყოფილი N5 დაწესებულება: 100 380; სპეც. კომენდატურა: 787. 2017 წელს არქივის სამმართველოს დასაარქივებლად გადაეცა და ამჟამად საცავში დაცულია შემდეგი დოკუმენტები: მსჯავრდებულთა პირადი საქმეები: ყოფილი საგარეჯოს N4 დაწესებულება: 379; N8 დაწესებულება (2007-2012წ): 13178; N11 დაწესებულება (1996-2017წ.): 742; N14 დაწესებულება (1993-2010წ.): 8642; N17 დაწესებულება (1988-2005წ.): 4111; N18 დაწესებულება (1984-2012წ.): 4090; ყოფილი ხონის N9 დაწესებულება (1980-2011წ.): 2927. კარტოთეკა (მსჯავრდებულთპირადიბარათიფორმა N1): ყოფილი ხონის N9 დაწესებულება: 2029 ეკონომიკური დეპარტამენტის დოკუმენტაცია (1996-2014წ); საბადრაგო სამმართველოს დოკუმენტაცია (2006-2015წ.); N17 დაწესებულების ადმინისტრაციის დოკუმენტაცია (1970-2017წ.); სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოს კორესპონდენცია (2009-2010წ.); 52 სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დოკუმენტაცია. საქმიანობა 4.3.2.2: საარქივო დოკუმენტაციის შენახვის ვადების გადახედვა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პრინციპების გათვალისწინებით ინდიკატორი: განახლებულია სამინისტროს საქმეთა ნაერთი ნომეკლატურა სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2015 წლის 31 დეკემბერს შემუშავებული და დამტკიცებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა იქნა საქართველოს და სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების 2016 წლის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურა. ნომენკლატურის შესაბამისად, პირადი საქმეების შენახვის ვადად განისაზღვრა 25 წელი პირის გათავისუფლებიდან. 2015 წლის 31 დეკემბრის მინისტრის N180-ე ბრძანებით დამტკიცდა არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესი, რომლის თანახმადაც განისაზღვრა არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტების დაარქივებისა და განადგურების წესი და პირობები, რომლის თანახმადაც: 1. არასრულწლოვანი ბრალდებულის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე, გარდა ნასამართლობის მქონე ბრალდებულისა, ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 4 წლის ვადაში; 2. ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე, გარდა ნასამართლობის მქონე მსჯავრდებულისა, ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 7 წლის ვადაში; 3. მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე, გარდა ნასამართლობის მქონე მსჯავრდებულისა, ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 8 წლის ვადაში; 4. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის რეესტრში არსებული სააღრიცხვო დოკუმენტები და პირადი საქმე ნადგურდება მისი გათავისუფლებიდან 10 წლის ვადაში; თანამშრომელთა დაარქივებული პირადი საქმეების შენახვის ვადად განისაზღვრა 75 წელი. დოკუმენტაციის განადგურების საკითხი ამ ეტაპისთვის არ განხილულა, ვინაიდან აღწერის პროცესი არ დასრულებულა. სამინისტრომ მოამზადა პროექტი სრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრისა და პირადი საქმის წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ, რომლითაც ასევე დაკონკრეტდა განადგურების ვადები დანაშაულის კატეგორიების შესაბამისად. 2017 წელს მიმდინარეობდა ანალოგიური პროექტის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ ამოქმედებისას გამოვლენილი ხარვეზების საფუძვლიანი შესწავლა და ანალიზი მათი 53 სრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საბოლოო სახის მიცემის მიზნით. საქმიანობა 4.3.2.3: საუკეთესო პრაქტიკის პროექტში გათვალისწინებისა გათვალისწინებით არქივის და საძიებო პროგრამის შექმნა ინდიკატორი: შექმნილია არქივის საძიებო პროგრამა სტატუსი: შეუსრულებელი ამ ეტაპზე არქივის საძიებო საშუალებად რჩება აღწერილი დოკუმენტაციის მოცულობითი რეესტრი (ელექტრონული ბაზა-ექსელი), რომელიც საგრძნობლად აადვილებს დოკუმენტების მოძიების პროცესს. მას შემდეგ, რაც მოხდება არქივის სრული ცენტრალიზება და განისაზღვრება დაარქივებული მასალის სრული მოცულობა, სამინისტრო იმსჯელებს პროგრამის შექმნის მიზანშეწონილობაზე. მიზანი 4.4: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციარეაბილიტაცია ამოცანა 4.4.1: მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობის გაზრდის უზრუნველყოფა საქმიანობა 4.4.1.1: საწარმოო ზონების და დასაქმების მინი კერების შექმნა ინდიკატორი: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ახალგახსნილი საწარმოო ზონების და დასაქმების მინი კერების რაოდენობა; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საწარმოო ზონების და დასაქმების მინი კერების რაოდენობა ყოველწლიურად გაზრდილია; უზრუნველყოფილია ყოველწლიურად დასაქმებულთა პროცენტული რაოდენობის ზრდა. სტატუსი: უმეტესად შესრულებული მსჯავრდებულებს პენიტენციურ სისტემაში აქვთ დასაქმების შესაძლებლობა 3 მიმართულებით: 1. სამეურნეო სამსახური. 2. დასაქმების მინი კერები. 3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად შექმნილი ნაკეთობების რეალიზაცია: 2016 წლის ივლისის თვეში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საქმიანობით ხელნაკეთი დაკავდა ნივთების და მიკრო გაყიდვების ბიზნესის ვებ გვერდი. წარმომადგენლად დარეგისტრირდა 40 მსჯავრდებული. გასაყიდად წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები განთავსებულია სპეციალურად შექმნილ გაყიდვების ვებ გვერდზე online.moc.gov.ge, მიმდინარეობს რეალიზაცია. 54 საქმიანობის დასახელება სამეურნეო სამსახური დაწესებულება სხვადასხვა დასაქმებულთა დასაქმებულთა რაოდენობა რაოდენობა 2016 წელი 2017 წელი 628 717 5 6 18 20 მიმდინარეობს 8 დაწესებულება დასაქმების მინი სადალაქოები კერა სხვადასხვა დაწესებულება პურის N15 საცხობი პურის N16 საცხობი პურის N14 საცხობი პურის მშენებლობა N8 მიმდინარეობს მშენებლობა საცხობი სამკერვალო N5 35 32 სხვადასხვა 40 67 726 850 სალონი ინდივიდუალური საქმიანობა დაწესებულება ჯამი ამოცანა 4.4.2: მსჯავრდებულთათვის საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების პროგრამების გაუმჯობესება საქმიანობა 4.4.2.1: ხარისხიანი საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების მიწოდება ინდიკატორი: დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების ეფექტურობა დადასტურებულია ბენეფიციართა გამოკითხვის შედეგად სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2017 წელს მსჯავრდებულებთან 2-ჯერ ჩატარდა გამოკითხვა მათი პროფესიულ და საგანმანათლებლო კურსებში ჩართულობასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო სულ 2112-მა მსჯავრდებულმა. დაიგეგმა პროფესიული სწავლება 2 ეტაპად და მასში ჩართული იყო 1567 ბენეფიციარი. საქმიანობა 4.4.2.2: სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში განათლების მიღების და ალტერნატიული პროფესიების დაუფლების შესაძლებლობების გაზრდა ინდიკატორი: საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებში ჩართულია პატიმართა 20% სტატუსი: უმეტესად შესრულებული 55 საგანმანათლებლო პროფესიულ პროგრამებში 2016 წლისათვის ჩართული იყო 1325 მსჯავრდებული, რაც წარმოადგენს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 16 პროცენტს. დასახელება მონაწილე მათ შორის: მსჯავრდებულთა არასრულწლოვანი რაოდენობა სახელობო/პროფესიული ქალი 202 20 59 რეკრეაციული პროგრამა 64 0 სატრენინგო/საგანმანათლებლო 788 54 86 271 14 15 1325 88 160 სწავლება სწავლება კომპიუტერული სასწავლო პროგრამა ჯამი 2017 წელს საგანმანათლებლო და პროფესიულ პროგრამებში ჩართული იყო 1567 ბენეფიციარი, რაც მსჯავრდებულთა საერთო საშუალო რაოდენობის 19,4 %-ს შეადგენს: დასახელება მონაწილე მათ შორის: მსჯავრდებულთა არასრულწლოვანი რაოდენობა საგანმანათლებლო ტრენინგ ქალი 870 22 83 429 43 73 268 18 21 1567 83 177 პროგრამები არაფორმალური პროფესიული განათლება ფორმალური პროფესიული განათლება ჯამი საქმიანობა 4.4.2.3: რისკების შესაბამისად, პატიმართა უზრუნველყოფა უმაღლესი განათლებით ინდიკატორი: შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება; შესაბამისი რისკის მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან უმაღლესი განათლების მიღების საშუალებით სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2017 წლის პირველ ივნისს პატიმრობის კოდექსსა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც განთავსებულია გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში უფლება ექნება ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით. ცვლილებების შესაბამისად, გათვალისწინებულია განათლების მიღების 56 პროცესში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქტიური როლი. დასრულებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანების პროექტზე მუშაობა, რომელიც ამჟამად გაგზავნილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სამართლებრივი ექსპერტიზის გავლის მიზნით, რომლის პასუხის შემდგომ გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აღნიშნული ბრძანება დეტალურად დაარეგულირებს მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში უმაღლესი განათლების მიღების საკითხს. 2016 წლის ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 11-მა ბრალდებულ/მსჯავრდებულმა, მათგან ჩაირიცხა 3, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობა მიიღო ორმა მსჯავრდებულმა, ჩაირიცხა - 1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრის საფეხურზე სწავლობს დისტანციური/კორესპონდენციული მეთოდით 1 მსჯავრდებული, ხოლო გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში იმავე მეთოდით - 1 მაგისტრანტი. 2017 წელს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 16-მა მსჯავრდებულმა, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცათ:  10 მსჯავრდებული (ბაკალავრი);  3 ბრალდებული (ბაკალავრი);  1 მსჯავრდებული (მაგისტრატურა). ამოცანა 4.4.3: მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის მიზნით ეფექტური ფსიქო-სოციალური, საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება და სერვისების მიწოდება საქმიანობა 4.4.3.1: ფსიქო-სოციალური, საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთიანი სტანდარტის შემუშავება და პროგრამების პაკეტის შექმნა სპეციალური ჯგუფების გათვალისწინებით (მათ შორის ძალადობაზე, ნივთიერება დამოკიდებულობაზე, აზროვნების და ხედვის შეცვლაზე, ჯანსაღ ცხოვრებაზე, გათავისუფლებისათვის მზადებაზე და სხვა) ინდიკატორი: დამტკიცებული ფსიქო-სოციალური, საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთიანი სტანდარტი და პროგრამების პაკეტი; დაწესებულებებში დანერგილი ფსიქო-სოციალური საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამების რაოდენობა; ფსიქო-სოციალურ, საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წელს დაემატა 2 ახალი სატრენინგო მოდული: არტ თერაპია და ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამა, ასევე ატლანტისი. რაც შეეხება სარეაბილიტაციო პროგრამების პაკეტს, იგი ყველა დაწესებულებაში არის ინდივიდუალური. 57 დაწესებულებებში დანერგილია 18 სხვადასხვა ფსიქო-სოციალური საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამა: 1. "პენიტენციური სტრესის დაძლევის" სარეაბილიტაციო პროგრამა; 2. კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება - COSO"; 3. "ბრაზის მართვის პროგრამა"; 4. "პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება" (Thinking For a Change); 5. "სასარგებლო უნარების განვითარების ჯგუფი" - ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამა; 6. ოჯახურ სირთულეებთან გამკლავების პროგრამა" - ტრენინგ-მოდული ოჯახში და გენდერულ ძალადობაზე ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის; 7. "პოზიტიური ქცევის როლი ოჯახურ ურთიერთობაში" 8. "გათავისუფლებისთვის მზადება" (Re entry); 9. "ატლანტისი-12 ნაბიჯი" 10. სარეაბილიტაციო პროგრამა წამალდამოკიდებულთათვის; 11. "EQUIP" - დანაშაულის გაცნობიერება, 12. "ნაბიჯი ცვლილებისკენ" - დანაშაულის გაცნობიერების პროგრამა ზრდასრულთათვის; 13. სახვითი/ძერწვითი არტ თერაპია; 14. ბიბლიოთერაპია. 15. მუსიკა თერაპია; 16. ცხოვრების ჯანსაღი წესი; 17. ტრეფიკინგი; 18. ტუბერკულოზი; 2016 წელს ფსიქო-სოციალურ საინფორმაციო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული იყო 1437 მსჯავრდებული, (რაც შეადგენს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 18%-ს) მათ შორის, ჯგუფურ ინტერვენციებში 437, სხვადასხვა სახის არტ თერაპიაში - 178, ხოლო ფსიქო-სოციალურ ტრენინგებში 822 ბენეფიციარი. N5 და N2 დაწესებულებებში დაიწყო მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულთა მინესოტას მოდელზე აწყობილი სარეაბილიტაციო პროგრამა - ატლანტისი. 2016 წლისთვის პროგრამაში ჩართული იყო 9 ქალი მსჯავრდებული და 6 კაცი მსჯავრდებული. 2017 წელი წამალდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამაში "ატლანტისი" ჩართული იყო 25 ბენეფიციარი N2 და N5 დაწესებულებებში. სხვა დაწესებულებების ბაზაზე პილოტირება გაიარა წამალდამოკიდებულთა პროგრამამა "CBT და წამალდამოკიდებულება". მაღალი საჭიროებიდან ბაზაზე გაიწერა "ადიქტურ პირთა გამომდინარე, წამალდამოკიდებულთა რეაბილიტაცია", 6 რომლის თვიანი აღნიშნული პროგრამის სარეაბილიტაციო პილოტირებაც დაიგეგმა პროგრამა 2018 წელს 4 პენიტენციურ დაწესებულებაში. დაიწყო არსებული ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების ლოგიკური ჩარჩოს და შეფასების მატრიცების შექმნა მათი ეფექტიანობის და შედეგზე ორიენტირებულობის 58 განსაზღვრის მიზნით. აღნიშნულ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან და დანაშაულის პრევენციის ცენტრთან ერთობლივად, დონორების დახმარებით. გაიწერა და დაინერგა ახალი ტრენინგ მოდული "საქართველო ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე". 2017 წელს ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა სტატისტიკა: დასახელება მათ შორის: მონაწილე მსჯავრდებულთა არასრულწლოვანი რაოდენობა ფსიქო-სოციალური ქალი 719 135 59 1045 128 189 1764 263 248 ადგილობრივ კომპეტენტურ პროგრამები/თერაპიები ფსიქო-სოციალური ტრენინგები ჯამი საქმიანობა 4.4.3.2: საერთაშორისო და ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან თანამშრომლობით სასჯელაღსრულების სისტემის სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მომზადება/გადამზადება ჯგუფური და ინდივიდუალური მუშობის ტექნიკებსა და სარეაბილიტაციო პროგრამებში ინდიკატორი: გადამზადებულ სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების მზარდი რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული პენიტენციურ სისტემაში ფსიქო-სოციალური მიმართულებით სულ დასაქმებულია 180 სპეციალისტი, მათგან: მენეჯერულ პოზიციაზე -18 (სამინისტროში-3 და დაწესებულებებში15), სოციალური მუშაკი -131 (სამინისტროში-15 და დაწესებულებებში-116), ფსიქოლოგი - 31 (სამინისტროში-1 და დაწესებულებებში-30). 2016 წელს გადამზადდა პენიტენციური დაწესებულებების სოციალური განყოფილების 60 თანამშრომელი (33%), ამათგან 19 ფსიქოლოგი და 41 სოციალური მუშაკი. ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - “ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში, სასჯელაღსრულების სისტემის სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლება (პრაქტიკული სავარჯიშოები, სიმულაცია) გაიარეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა „დანაშაულის გაცნობიერება ზრდასრულთათვის.“ აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში 2016 წელს მომზადება გაიარა სასჯელაღსრულების სისტემის 19-მა სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა. 59 ასევე არტ თერაპიის მოდულის მიხედვით, 2016 წელს გადამზადდა 38 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ევროკავშირის პროექტების მხარდაჭერით შეიქმნა ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების მოდულები. 2016 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გადამზადდა:  მოტივაციური ინტერვიუ - 19 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.  შედეგების ანალიზის პედაგოგიკა - 5 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.  სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების მხარდაჭერა პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში - 7 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.  TOT- ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია და ტრენერობის უნარ-ჩვევების განვითარება -9 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. 2017 წელს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მომზადდნენ ფასილიტატორებად, არსებული პროგრამების სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში:  TSP-პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევების ინტერვენცია - 14 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.  "ნაბიჯი ცვლილებისკენ" (დანაშაულის გაცნობიერების პროგრამა) - 30 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი;  არტ თერაპია წამალდამოკიდებულთათვის - 7 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.  "თვითდახმარების ჯგუფები" - 28 სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ამოცანა 4.4.4: პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება თანასწორობისა და შემწყნარებლობის საკითხებზე საქმიანობა 4.4.4.1: პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიების უფლებებზე ორიენტირებული ადამიანის უფლებათა სწავლება პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომლებისათვის; ინდიკატორი: მომზადებული და განახლებული პროგრამების რაოდენობა; ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა; მომზადებული თანამშრომლების მზარდი რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული სასწავლო ცენტრის პროგრამებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებათა სწავლებას, მათ შორის, მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა განსაკუთრებული კატეგორიების უფლებებს. აღნიშნული თემა ინტეგრირებულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის სასწავლო პროგრამების ძირითად ნაწილში, მოიცავს უფლებების მარეგულირებელ ადგილობრივი და საერთაშორისო დოკუმენტებს. 60 განსაკუთრებულ კატეგორიებს მიკუთვნებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და მათთან მოპყრობის სპეციფიკის საკითხებზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში მომზადება/გადამზადება გაიარა:  2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით პენიტენციური სისტემის - 3044-მა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს - 136-მა მოსამსახურემ.  2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით პენიტენციური სისტემის - 629 და პრობაციის ეროვნული სააგენტოს - 91-მა მოსამსახურემ. მიზანი 4.5: მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება ამოცანა 4.5.1: დაავადებათა პრევენციაზე დაფუძნებული მომსახურების გაუმჯობესება საქმიანობა 4.5.1.1: დამტკიცებული პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის დანერგვა ინდიკატორი: სხვადასხვა სტატისტიკური ტუბერკულოზი, რეფერალი და ასე შემდეგ) მონაცემი (სუიციდი, C ჰეპატიტი, სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს ანტიტუბერკულოზური მკურნალობის საჭიროების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით, სპეციალური სტანდარტული ფორმის კითხვარით ჩატარდა 57658 სკრინინგი, მათ შორის, ქალს 2928 და არასრულწლოვანს 197. „DOTS” „DOTS+“ მკურნალობის პროგრამაში ჩართულთა რაოდენობამ შეადგინა - 90, მათგან 45 ახალი შემთხვევა. ქალი - 2, არასრულწლოვანთა ჩართვის შემთხვევა არ დაფიქსირდა. 2017 წელს ანტიტუბერკულოზური მკურნალობის საჭიროების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით სპეციალური სტანდარტული ფორმის კითხვარით ჩატარდა 55155 სკრინინგი. მათ შორის, ქალს 2531 და არასრულწლოვანს 197. „DOTS” „DOTS+“ მკურნალობის პროგრამაში ჩართულთა რაოდენობამ შეადგინა - 79, ამათგან დაფიქსირდა 45 ახალი შემთხვევა. ქალ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და არასრულწლოვანთა ჩართვის შემთხვევა არ დაფი ქსირებულა. აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენის მიზნით, 2016 წელს ჩატარდა 7821 სკრინინგი. დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა უნივერსალურია. 2016 წლის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში 96 ბენეფიციარს უტარდებოდა ანტირეტროვირუსული მკურნალობა, მათ შორის, 4 ქალს. 2017 წელს აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენის მიზნით, ჩატარდა 7059 სკრინინგი. გამოვლინდა 11 ახალი შემთხვევა. 2017 წლის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში 95 ბენეფიციარს უტარდებოდა ანტირეტროვირუსული მკურნალობა, მათ შორის, 5 ქალს. 2016 წლის მანძილზე HBV და HCV ინფექციებზე გამოკვლეული იქნა 6454 პატიმარი. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ანტივირუსულ მკურნალობაში 2016 წელს ჩაერთო 970 პაციენტი, მათ შორის, 10 ქალი და არც ერთი არასრულწლოვანი. 2017წ. HBV და 61 HCV ინფექციების ანტივირუსულ გამოვლენის მკურნალობაში მიზნით 2017წ. ჩატარდა ჩაერთო 5021 1068 სკრინინგი. C ჰეპატიტის მსჯავრდებული/ბრალდებული, მათ შორის, 14 ქალი და არც ერთი არასრულწლოვანი. 2016 წელს განხორციელდა 3624 სამედიცი ნორეფერალი სამოქალაქო სექტორის კლინიკებში. 2017 წელს განხორციელდა - 4274. ამოცანა 4.5.2: მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის დაცვის სისტემის გაუმჯობესება საქმიანობა 4.5.2.1 სამედიცინო პერსონალის მომზადება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საკითხებზე; ინდიკატორი: სამედიცინო პერსონალის მომზადების შესახებ კურიკულუმი მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საკითებს სტატუსი: სრულად შესრულებული კონფიდენციალურობის დაცვასთან ინსტრუქტაჟი დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს უტარდება სამუშაო ადგილზე, ასევე პერიოდულად ტარდება სწავლების კურსები, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი სწორედ კონფიდენციალობის დაცვის თემატიკაა. ყველა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში და თითოეულ ოთახში, სადაც სამედიცინო მომსახურება მიეწოდება პაციენტებს, გამოიკრა საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც მითითებულია, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ითვლება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემად და კანონდარღვევით მისი გამჟღავნება დაუშვებელია. პენიტენციურ დაწესებულებებში, სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული ყოველი მონიტორინგის დროს ხდება სამედიცინო პერსონალისათვის კონფიდენციალობის დაცვის მნიშვნელობაზე ხაზგასმა. 2016 წელს, ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, შემუშავდა გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის სწავლებისათვის. აღნიშნული პროგრამის მიხედვით გადამზადდა სამედიცინო პერსონალი, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის საკითხებზე. ამოცანა 4.5.3: ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის დახვეწა საქმიანობა 4.5.3.1: პენიტენციური სისტემის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცება ინდიკატორი: დამტკიცებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის დოკუმენტი 62 სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული „ადამიანის უფლებები ციხეებში და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2014-2015 წლებში ჩატარდა კვლევა ბრალდებულთა ფსიქიკური აშლილობის საკითხებზე, ხოლო „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II“ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით, შემუშავდა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სკრინინგ ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა პენიტენციურ სისტემაში შემოსვლისას, მიმღებ ბრალდებულის/მსჯავრდებულის განყოფილებაში, განხორციელდეს სრულფასოვანი სკრინინგი, შეფასდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით კონკრეტული საჭიროებები და განისაზღვროს შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტთა ჩართულობის საკითხი. აღნიშნული დოკუმენტის იურიდიულ ჩარჩოში მოქცევის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების შემდეგ იგეგმება აღნიშნულის იმპლემენტაცია. ამასთან, პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავებულია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა კრიზისის მართვის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი დონორული მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ სამინისტროს ექნება აღნიშნული გეგმის იმპლემენტაციის შესაძლებლობა. ამასთან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, 2016 წელს შემუშავდა მოსაზღვრე პიროვნული აშლილობებისა და ანტისოციალური ქცევის მართვის ეროვნული რეკომენდაციების პროექტი (გაიდლაინი). პენიტენციურ სისტემაში ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის დახვეწის კუთხით არაერთი აქტივობა განხორციელდა, კერძოდ: სამინისტროს ინიციატივით 2016 წელს შემუშავდა 2 გაიდლაინი და პროტოკოლი (მოსაზღვრე პიროვნული აშლილობების მართვა და ანტისოციალური ქცევის მართვა), რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცდა 2017 წელს. მიმდინარე წელს იგეგმება აღნიშნულ გაიდლაინებზე სისტემის ფსიქიატრების გადამზადება; შემუშავდა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა სკრინინგ ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას იძლევა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ სისტემაში შემოსვლისას განხორციელდეს სრულფასოვანი სკრინინგი და საჭიროების შესაბამისად, დროულად დაიგეგმოს შესაბამისი ინტერვენციები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინსტრუმენტის იურიდიულ ჩარჩოში მოქცევა და ექიმების გადამზადების შემდეგ, მიმდინარე წელს დაინერგება მისი გამოყენება პენიტენციურ დაწესებულებებში. 2017 წელს შემუშავდა ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა კრიზისის მართვის სამოქმედო გეგმა და მიმდინარე წელს, დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, იგეგმება მისი იმპლემენტაცია. დამატებით, სამინისტროს ინიციატივით, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერით, შემუშავდა ფსიქიატრიული ექთნების მოსამზადებელი პროგრამა, რომლის მიხედვით 2017 წელს მომზადდა 15 ტრენერი ექთანი. მიმდინარე წელს კი დაგეგმილია კასკადური ტრენინგები სისტემის ყველა ექთნის გადასამზადებლად. ასევე, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში - „თავისუფლებაღკვეთილ პირთა 63 ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“, ძირითადი აქცენტები გაკეთებულია ფსიქიკურ ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე. საქმიანობა 4.5.3.2: ფსიქიკური ჯანმრთელობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებში პენიტენციური სისტემის მოთხოვნების გათვალისწინება; ინდიკატორი: ფსიქიკური ჯანმრთელობის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები სტატუსი: შეუსრულებელი „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად აქტიურად მუშაობს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით, სადაც ასევე გათვალისწინებულ იქნება პენიტენციური სისტემის საჭიროებებზე მორგებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის უფლების დაცვას, დროულად მიეწოდოს შესაბამისი ფსიქიატრიული მომსახურება. საქმიანობა 4.5.3.3: სუიციდის პრევენციის პილოტირების დასრულება და სრულფასოვანი პროგრამის ეტაპობრივი განხორციელება დაწესებულებებში; ინდიკატორი: დამტკიცებული პრევენციის პროგრამა; დაწესებულებების გაზრდილი რაოდენობა, რომლებშიც მოქმედებს სუიციდის პრევენციის პროგრამა სტატუსი: სრულად შესრულებული ყველა პროგრამა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედებს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის სუიციდის პრევენციის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანების ამოქმედების შემდეგ, თითოეულ დაწესებულებაში არის შესაძლებელი, შესაბამისი რისკის მქონე პაციენტის არსებობისას, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება მისთვის მულტიდისციპლინური დახმარების გაწევისა და პროგრამაში ჩართვის საჭიროების თაობაზე. 2016 წლის 11 თებერვლიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პროგრამაში ჩაერთო 136 ბენეფიციარი, მათ შორის, 121 კაცი, 11 ქალი, 4 არასრულწლოვანი. ხოლო, 2017 წელს სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩაერთო 101 ბენეფიციარი, მათ შორის, 93 კაცი, 6 ქალი, 2 არასრულწლოვანი. ამოცანა 4.5.4: ნივთიერებადამოკიდებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა 64 საქმიანობა 4.5.4.1: ოპიოიდური დამოკიდებულების დროს მეთადონით ჩანაცვლებითი და შემანარჩუნებელი პროგრამების შემუშავება; ინდიკატორი: შემუშავებულია მეთადონით შემანარჩუნებელი თერაპიის პროგრამა გრძელვადიანი ჩანაცვლებითი და სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის 14 ივლისს მიღებულ იქნა „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №92 №01-26/ნ ერთობლივი ბრძანება. 2017 წლის პირველი ივლისიდან, ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაცია, შევიდა „ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე, პენიტენციურ სისტემაში ხელმიაწვდომია ჩამანაცვლებელი პრეპარატით დეტოქსიკაცია, რომელიც ხორციელდება №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის ფარგლებში 2016 წლის განმავლობაში მკურნალობაში ჩაერთო 351 ბენეფიციარი, ხოლო 2017 წელს - 490. საქმიანობა 4.5.4.2: არაოპიოიდურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმართა შესაბამისი მკურნალობა; ინდიკატორი: მკურნალობის პროცესში ჩართულ არაოპიოიდურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პატიმართა მზარდი პროცენტული რაოდენობა სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული პენიტენციურ სისტემაში ხელმისაწვდომია ნარკოლოგის მომსახურება. საჭიროების არსებობისა და პაციენტის თანხმობის შემთხვევაში, მულტიდისციპლინარული მიდგომით, შესაძლებელია ინდივიდიუალური გეგმის მიხედვით ბენეფიციარის მკურნალობით უზრუნველყოფა. მულტიდისციპლინური მიდგომით მუშაობა პენიტენციური სისტემის ყველა დაწესებულებაში ხორციელდება. 2017 წელს ნარკოლოგის მიერ ჩატარდა 408 კონსულტაცია. 2016 წელს ნარკოლოგის მიერ ჩატარდა 502 კონსულტაცია, ხოლო 2017 წელს - 408. ამოცანა 4.5.5: სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება პატიმართათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის საკითხებზე 65 საქმიანობა 4.5.5.1: სამედიცინო პერსონალის მომზადებისათვის საჭირო სასწავლო პროგრამებისა და მასალების მომზადება და არსებული სასწავლო პროგრამების განახლება/გაუმჯობესება; ინდიკატორი: მომზადებული და განახლებული პროგრამების რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წელს, ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის სწავლებისათვის მომზადდა სასწავლო პროგრამა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2017 წელს მომზადდა სასწავლო ფილმი და გადამზადდა მედპერსონალი წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის თემატიკაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა მართვის საკითხებზე გადამზადებას უწყვეტ რეჟიმში გადიან, როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პერსონალი. ამასთან, პენიტენციურ სისტემაში, სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდა ფსიქიატრიული ექთნების სასწავლო მოდული, რომლის მიხედვითაც ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი და სამომავლოდ იგეგმება კასკადური ტრენინგები სისტემის ყველა ექთნის გადასამზადებლად. 2016-2017 წლებში ჩატარდა შემდეგი ტრენინგები: • ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ - „ტუბერკულოზის გამოვლენა და მართვა, ახალი მიდგომები “, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალმა (ექიმი/ექთანი -23) • 2017-2018წწ. წელს, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის, თანადგომა“ ორგანიზებით ჩატარებულ ტრენინგებში ,,ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სტიგმა, მკურნალობა-რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები დახურული ტიპის დაწესებულებებში“ და „აივ/შიდსი - ეპიდემიოლოგია, დაავადების მიმდინარეობა, პროფილაქტიკა, მკურნალობის და მოვლის თანამედროვე მიდგომები“ მონაწილეობა მიიღო პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალმა (ექიმი/ექთანი - 44) • ტრენერთა ტრენინგი - „პირველადი გადაუდებელი დახმარება“ - გაიარა 15-მა ექიმმა (სამედიცინო კორპორაცია ევექსის ტრენინგ-ცენტრი, 2016 წელი) • C ჰეპატიტის ვირუსით ინფექცია და მისი დიაგნოსტიკა სწრაფი ტესტების გამოყენებით. ტრენინგი გაირა 15 ექთანმა (კლინიკა „ნეოლაბი“, ოქტომბერი 2016წელი) • ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო სახარჯი მასალის ბრუნვის წესები - 78 ექიმი; • ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებთან მუშაობის უნარების ამაღლება (ფსიქიატრიული ექთანი, რომლის სასწავლო პროგრამა შემუშავდა სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად და გადამზადდა 15 ტრენერი) - 15 ექთანი; • ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მართვის საკითხები - 29 ექიმი/ექთანი. 66 საქმიანობა 4.5.5.2. პენიტენციური მომზადება/გადამზადება მოკლე ჯანდაცვის და სისტემის გრძელვადიანი თანამშრომელთა სასწავლო პროგრამების საშუალებით პატიმრებთან მოპყრობის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებზე ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ინდიკატორი: თითოეული სასწავლო პროგრამის ფარგლებში; მოზადებული/გადამზადებული სამედიცინო მუშაკების რაოდენობა; სასწავლო პროგრამის გავლა სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სავალდებულო ხასიათისაა; სტატუსი: უმეტესად შესრულებული შემუშავებულია პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის გადამზადების გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, ა რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალისათვის პატიმრებთან მოპყრობის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებზე ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ უახლესი მიდგომების გაცნობასა და ცოდნის გაუმჯობესებას. 2017 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლოს ცენტრში ჩატარდა ტრენინგი ,,პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა’’ სადაც მონაწილეობა მიიღო პენიტენციური სისტემის 51-მა ექიმმა. 2017 წელს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა ტრენინგი „ტუბერკულოზის გამოვლენა და მართვა, ახალი მიდგომები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პენიტენციური სისტემის 23-მა სამედიცინო პერსონალმა (ექიმი/ექთანი) 2017 წელს საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრ თანადგომას ორგანიზებით ჩატარებულ ტრენინგებში ,,ნარკოტიკების მკურნალობა-რეაბილიტაციის დაწესებულებებში“ და მოხმარებასთან თანამედროვე „აივ/შიდსი - დაკავშირებული სტიგმა, დახურული ტიპის მიდგომები ეპიდემიოლოგია, დაავადების მიმდინარეობა, პროფილაქტიკა, მკურნალობის და მოვლის თანამედროვე მიდგომები“ მონაწილეობა მიიღო პენიტენციური სისტემის 36-მა სამედიცინო პერსონალმა. ამოცანა 4.5.6: ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება მოწყვლადი ჯგუფებისთვის ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. საქმიანობა 4.5.6.1: საერთაშორისო ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან და ადგილობრივ თანამშრომლობით კომპეტენტურ შესაბამისი სასწავლო პროგრამების მომზადება და არსებული პროგრამების განახლება-გაუმჯობესება; სასწავლო ცენტრში არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული თემატიკის შეტანა; ჯანმრთელობის დაცვის უფლების ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფის მიზნით, სისტემის სამედიცინო 67 პერსონალის მომზადება/გადამზადება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ადეკვატური სამედიცინო რეკომენდაციებისა და მომსახურების ადგილობრივი საკითხებზე - საერთაშორისო სამართლებრივი რეგულაციების გათვალისწინებით; ინდიკატორი: მომზადებული და განახლებული პროგრამების რაოდენობა; ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა; ძირითად პროგრამებში აღნიშნული თემატიკის შესაბამისი სესიების რაოდენობა; მომზადებულ თანამშრომელთა რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული ახალი სასწავლო პროგრამების მომზადებისა და არსებული პროგრამების განახლებაგაუმჯობესების მიზნით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან. ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით მომზადებულ იქნა გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა სამედიცინო პერსონალისათვის. შემუშავებულ იქნა სპეციალური პროგრამა - "შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა პენიტენციურ დაწესებულებებში". საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან თანამშრომლობით მუშავდება სასწავლო პროგრამა უცხო ქვეყნის მოქალაქე, ლტოლვილ და მოქალაქეობის არმქონე პირებთან მომუშავე მოსამსახურეთათვის. ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავების მიზნით, გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვა ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან. სასწავლო ცენტრში არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებულია და მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკას. მიზანი 4.6: პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ამოცანა 4.6.1: პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიის უფლებების სწავლება საქმიანობა 4.6.1.1: სასჯელაღსრულების სისტემის იმ თანამშრომელთა სასწავლო პროგრამაში, რომლებსაც შეხება აქვთ ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან, პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიის უფლებების შესახებ საგნის დამატება; ინდიკატორი: სასწავლო პროგრამაში შესულია საგანი პატიმართა განსაკუთრებული კატეგორიები (ქალები, არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უცხოელი პატიმრები, ხანდაზმული პატიმრები, უვადო ან გრძელვადიანი პატიმრები, ლგბტ პატიმრები) 68 სტატუსი: სრულად შესრულებული სასწავლო ცენტრში ამჟამად არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში (მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების, აგრეთვე 2017 წელს შემუშავებულ - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა მომზადების პირველი და მეორე დონის სასწავლო პროგრამებში) მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკას. ამოცანა 4.6.2: არასრულწლოვან ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა; არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისთვის მზადების ხელშეწყობა საქმიანობა 4.6.2.1: არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულების დამტკიცება; არასრულწლოვანთა პვგ ადგილობრივი საბჭოს დებულების დამტკიცება; საჭიროების მიხედვით ნორმატიული ცვლილებების შემუშავება; ინდიკატორი: არასრულწლოვანთა დაწესებულების დამტკიცებული დებულება; არასრულწლოვანთა პვგ ადგილობრივი საბჭოს დამტკიცებული დებულება; საჭიროების მიხედვით შემუშავებული ნორმატიული ცვლილებები. სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N118 ბრძანებით დამტკიცებულია არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულება. ჩამოყალიბებულია არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით. არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოსათვის დამოუკიდებელი დებულების დამტკიცება არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება მოქმედი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების დუბლირება. ამასთანავე, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულებაში ეტაპობრივად ხორციელდება ცვლილებები საჭიროების შესაბამისად. ამოცანა 4.6.3: არასრულწლოვანთა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგის ჩატარება პენიტენციური და პრობაციის სისტემის ყველა იმ თანამშრომლისთვის, სამსახურებრივი შეხება აქვს არასრულწლოვან პატიმრებთან, პრობაციონერებთან. 69 ვისაც საქმიანობა 4.6.3.1: საერთაშორისო ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან და ადგილობრივ თანამშრომლობით კომპეტენტურ შესაბამისი სასწავლო პროგრამებისა და მასალების განახლება და გაუმჯობესება საჭიროებისამებრ; ინდიკატორი: მომზადებული და განახლებული გადამზადებული თანამშრომლების რაოდენობა. პროგრამების რაოდენობა; სტატუსი: სრულად შესრულებული ახალი სასწავლო პროგრამების მომზადებისა და არსებული პროგრამების განახლებაგაუმჯობესების მიზნით, სასწავლო ცენტრი ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციებთან.. როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და პროცესში მონაწილე პირების სტანდარტის შესაბამისად 2015 წელს მომზადება/გადამზადება გაიარა არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე ყველა მოსამსახურემ. 2016 წელს განხორციელდა 12 ახალმიღებული მოსამსახურის მომზადება, ხოლო 2017 წელს სპეციალიზაცია გაიარა პენიტენციური და პრობაციის სისტემის 43-მა მოსამსახურემ. საქმიანობა 4.6.3.2: არასრულწლოვნებთან მომუშავე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მოზადება/კვალიფიკაციის ამაღლება არასრულწლოვანთა მოპყრობის, მათი სპეციფიკური საჭიროებების, ასაკობრივი თავისებურებების შესახებ; ინდიკატორი: არასრულწლოვან ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან მომუშავე ყველა თანამშრომელი გადამზადებულია სტატუსი: სრულად შესრულებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელი და პროცესში მონაწილე პირების სტანდარტის შესაბამისად 2015 წელს მომზადება/გადამზადება გაიარა არასრულწლოვან ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან მომუშავე ყველა მოსამსახურემ, 2016 წელს განხორციელდა 12 ახალმიღებული მოსამსახურის მომზადება, ხოლო 2017 წელს სპეციალიზაცია გაიარა პენიტენციური და პრობაციის სისტემის 43-მა მოსამსახურემ. ამოცანა 4.6.4: პატიმარ ქალთა საცხოვრებელი და ყოფითი პირობების შემდგომი გაუმჯობესება „ბანგკოკის წესების“ შესაბამისად. 4.6.4.1. სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი ქალი პატიმრების სპეციფიკური საჭიროებების შეფასება და გამოვლენა ინდიკატორი: მოხსენება/ანგარიში გამოვლენილი სპეციფიკური საჭიროებების შესახებ სტატუსი: უმეტესად შესრულებული N5 ქალთა დაწესებულებაში 2015 წელს დაინერგა სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდი. მსჯავრდებული ქალი მსჯავრის დადებიდან 1 თვის ვადაში ერთვება მიდგომაში. პროცესის პირველი ეტაპის რისკისა და საჭიროების შეფასებაა, რომელიც სხვადასხვა თემატური ბლოკებისგან შედგება. ესენია: 70  პერსონალური ინფორმაცია  დანაშაულებრივი ქცევა  ურთიერთობები და ცხოვრების წესი  განათლება, შრომა და ეკონომიკური კეთილდღეობა  მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებები  ღირებულებები და დამოკიდებულებები(ურთიერთობები)  ფსიქო-ემოციური მდგომარეობა  აზროვნება და ქცევა  ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა გუნდის მიერ ხდება ინდივიდუალურად მსჯავრდებული ქალის ტიპიური თუ სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა, რის შედეგადაც მსჯავრდებულის ჩართულობით მომავალი 12 თვის სამოქმედო გეგმა დგება ბენეფიციარის გაძლიერებისა და პოზიტიური ცვლილებების მიზნით. N5 დაწესებულებაში განთავსებული ყველა მსჯავრდებული ქალი ჩართულია სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ დაგეგმვაში. 2017 წელს ძალადობის დაცვის ეროვნულ ქსელთან ერთად დაიწყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა იდენტიფიცირების სკრინინგ ინსტრუმენტის შემუშავება. ინსტრუმენტის პილოტირების შემდგომ, ქალთა დაწესებულებაში დაინერგება ყველა ახლად განთავსებული ქალი ბენეფიციარის საჭიროებების გამოსავლენად, როგორც საჭირო ეტაპზე გარკვეული პრევენციის, ასევე რეაბილიტაციის მიზნით. საქმიანობა 4.6.4.2: გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (საშხაპეები) ინდიკატორი: მოხსენება/ანგარიში ღონისძიებების შესახებ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სტატუსი: სრულად შესრულებული ქალთა N5 დაწესებულებაში კაპიტალურად გარემონტდა დაწესებულების საკნები, საშხაპეები და აღიჭურვა განახლებული სავენტილაციო სისტემებით; თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად, კაპიტალურად გარემონტდა სამედიცინო დანიშნულების ოთახები; დაწესებულების გარშემო დასრულდა უსაფრთხოების დამატებითი დამცავი ბარიერის, ე.წ „ბუფერული“ ზონის მოწყობა; ასევე, დაწესებულებაში მოეწყო ფიტნესის ოთახები. ქალი პატიმრები უზრუნველყოფილნი არიან რბილი ინვენტარითა და პირადი ჰიგიენის საშუალებებით, რაც დარეგულირებულია დაწესებულების დებულებით. ამოცანა 4.6.5: ქალ პატიმართა რეაბილიტაციის ხელშეწყობა საქმიანობა 4.6.5.1: მცირე დასაქმების კერების ჩამოყალიბება ქალთა დაწესებულების ტერიტორიაზე 71 ინდიკატორი: დასაქმებულ მსჯავრდებულ ქალთა მზარდი პროცენტული რაოდენობა ახლადგახსნილი დასაქმების კერების რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წელს დასაქმებული იყო 79 ქალი მსჯავრდებული. 2015 წელთან შედარებით ქალთა დასაქმების მაჩვენებელი გაზრდილია 95%-ით. 2017 წელს სამეურნეო სამსახურის გარდა, სადაც დასაქმებულია 31 მსჯავრდებული, დასაქმებული იყო 64 მსჯავრდებული ქალი. 2016 წლის ივლისის თვეში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გაყიდვების ვებ გვერდი. ინდივიდუალური საქმიანობით დაკავდა და მიკრო ბიზნესის წარმომადგენლად დარეგისტრირდა ყველა მსურველი მსჯავრდებული. ხელახლა მსურველთა დარეგისტრირება მიკრო ბიზნესის წარმომადგენლად ხდება წელიწადში 1-2-ჯერ, მოთხოვნის შესაბამისად. გასაყიდად წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთები განთავსებულია სპეციალურად შექმნილ გაყიდვების ვებ გვერდზე online.moc.gov.ge, მიმდინარეობს რეალიზაცია. სტატისტიკა წლების მიხედვით: დასაქმებულთა დასაქმებულთა რაოდენობა რაოდენობა 2016 წელი 2017 წელი სამეურნეო სამსახური 28 31 სადალაქოები ფიტნეს დასაქმების მინი ინსტრუქტორი კერა სამკერვალო სალონი ინდივიდუალური საქმიანობა ჯამი 2 3 0 1 35 32 14 79 (32%) 29 95 (38%) საქმიანობის დასახელება საქმიანობა 4.6.5.2: ქალ მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა ინდიკატორი: უმაღლესი განათლების პროგრამებში ჩართულ ქალთა რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მსურველი ქალი ბენეფიციარი არ ყოფილა განთავსებული პენიტენციურ სისტემაში. ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა შეუძლია ყველა ქალ მსჯავრდებულს სურვილისამებრ. 2017 წელს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო ერთმა მსჯავრდებულმა, ხოლო 72 უმაღლესი განათლების ბაკალავრის საფეხურზე სწავლობს 1 მსჯავრდებული და 1 ბრალდებული ქალი. საქმიანობა 4.6.5.3: ქალ მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიდგომების შემდგომი დახვეწა და პროგრამების დანერგვა ინდიკატორი: მოხსენება/ანგარიში ფსიქო-სოციალურ პროგრამებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ფსიქო-სოციალურ პროგრამებში ჩართული ქალი პატიმრების რაოდენობის პროცენტული ზრდა. სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წელში ფსიქო-სოციალურ პროგრამებში ჩაერთო 286 მსჯავრდებული ქალი, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან მიმართებით გაზრდილია 167%-ით. ფსიქო სოციალური პროგრამებში ცვლილებები საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა. ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში დაინერგა მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამა - ატლანტისი. 2016 წელს პროგრამაში ჩართული იყო 9 ქალი მსჯავრდებული, ხოლო 2017 წელს 5 მსჯავრდებული ქალი. მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებამ აჩვენა, რომ დამოკიდებულების დაძლევა ერთი სარეაბილიტაციო პროგრამით არ ხდება და საჭიროა განგრძობითი მხარდამჭერითი პროგრამის უზრუნველყოფა მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. ატლანტისის კურსადმთავრებულთათვის შეთავაზებული იყო გარედან შესული კონსულტანტის მიერ ჩატარებული თვითდახმარების ჯგუფები, მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. 2017 წელს ჯგუფებში მონაწილეობას ღებულობდა ყველა ის ქალი, რომელმაც გაიარა ატლანტისის პროგრამა და იმ პერიოდისთვის ისევ იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. 2017 წელს ფსიქო-სოციალურ პროგრამებსა და ტრენინგებში 248 შემთხვევაში იყო ჩართული ქალი მსჯავრდებული: დასახელება მონაწილე ქალ მსჯავრდებულთა რაოდენობა ფსიქო-სოციალური 59 პროგრამები/თერაპიები ფსიქო-სოციალური ტრენინგები 189 ჯამი 248 საქმიანობა 4.6.5.4: გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით ხელმისაწვდომი ნივთების ნუსხის გადახედვა. ინდიკატორი: ცვლილებები ხელმისაწვდომი ნივთების ნუსხაში, საჭიროებისამებრ შეტანილი სტატუსი: უმეტესად შესრულებული 73 შემუშავებულია გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით ხელმისაწვდომი ნივთების ნუსხა, თუმცა მიმდინარეობს იმ პროცედურების გაწერა, რომლითაც მოხდება აღნიშნული ნივთების პენიტენციურ დაწესებულებაში განაწილება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N116-ე ბრძანებით დამტკიცებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების დებულება, რომლის N2 და N3 დანართებში გათვალისწინებულია ნებადართული ნივთებისა და საგნების ჩამონათვალი. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები განსაზღვრულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანებით N5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დანართი ითვალისწინებს ქალთა საჭიროებებზე მორგებულ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლის განახლებაც მოხდება დაწესებულების ან/და პენიტენციური დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად. ამოცანა 4.6.6: გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება საქმიანობა 4.6.6.1: საერთაშორისო ორგანიზაციებთან/სტრუქტურებთან და ადგილობრივ თანამშრომლობით კომპეტენტურ შესაბამისი სასწავლო პროგრამების მომზადება და არსებული პროგრამების განახლება და გაუმჯობესება; სასწავლო ცენტრში არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამაში აღნიშნული თემატიკის შეტანა; პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა ტრენინგები ქალთა სტანდარტებისა და უფლებებსა და რეკომენდაციების, გენდერულ ასევე საკითხებზე, ადგილობრივი საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად; ინდიკატორი: მომზადებული და განახლებული პროგრამების რაოდენობა; ძირითად პროგრამებში აღნიშნული თემატიკის შესაბამისი სესიების რაოდენობა; ჩატარებული ტრენინგებისა და მომზადება გავლილი თანამშრომლების რაოდენობა. სტატუსი: სრულად შესრულებული სასწავლო ცენტრში ამჟამად არსებული ყველა ძირითადი სასწავლო პროგრამა, მათ შორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების პროგრამები, 2017 წელს შემუშავებული - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა მომზადების პირველი და მეორე დონის სასწავლო პროგრამები მოიცავს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების თემატიკას, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობა. ასევე შემუშავებულია თემატური სასწავლო პროგრამა ქალ მსჯავრდებულთა უფლებებისა და მათთან მოპყრობის თემატიკაზე, ე.წ. „ბანკოკის წესების“ მიხედვით. 74 2017 წელს ჩატარდა კასკადური ტრენინგები არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის თემაზე: „სარეაბილიტაციო პროგრამები და მათი მნიშვნელობა“, სადაც გარკვეული დრო დაეთმო ძალადობრივი ქცევის მართვასა და გენდერული ძალადობის“ საკითხების შესწავლას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გადამზადდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს 180 თანამშრომელი. გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის თემატიკაზე 2016-2017 წლებში მომზადება გაიარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2708 მოსამსახურემ: 2016 წელს 2483; 2017 წელს - 305. ამოცანა 4.6.7: პატიმარ ქალთა პირადი ცხოვრების უფლება საქმიანობა 4.6.7.1: N5 დაწესებულებაში გრძელვადიანი პაემანებისათვის შექმნილი ინფრასტრუქტურის სრულყოფილად ამოქმედება ინდიკატორი: N5 დაწესებულებაში განხორციელებული გრძელვადიანი პაემანების სტატისტიკური მაჩვენებელი სტატუსი: სრულად შესრულებული 2015 წლის 31 დეკემბრიდან, ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ხანგრძლივი პაემანის უფლებით. 2016 წელს განხორციელდა 34 ხანგძლივი პაემანი, ხოლო 2017 წლის განმავლობაში - 71. საქმიანობა 4.6.7.2: ბავშვთა მიერ დაწესებულების დატოვების პროცედურებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის გადახედვა ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; მოხდეს მათი გარესამყაროსთან შეგუება, რათა დედასთან განშორების დროს მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ბავშვთა ტრამვირება ინდიკატორი: განახლებულია შესაბამისი პროცედურები და ნორმატიული ბაზა სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წლის პირველ ივნისს პატიმრობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მიეცემა უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა) დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მისი პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომელიც მხედველობაში მიიღება დეპარტამენტის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს. 75 ამასთანავე, 2017 წლის 31 აგვისტოს გამოიცა „ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი №105 – №01-57/ნ ბრძანება, რომელიც დეტალურად არეგულირებს დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიის დატოვებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამოცანა 4.6.8: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის შესაბამისად საქმიანობა 4.6.8.1: მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებებისა და ახალი რეგულაციების მიღება. ინდიკატორი: ანგარიში მოქმედი კანონმდებლობის განხორციელებულია შესაბამისი ცვლილებები. ანალიზის შესახებ; სტატუსი: უმეტესად შესრულებული №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული საცხოვრისი, სადაც დანერგილია მოვლის სერვისი. განყოფილება აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით, შშმ პირებს ჰყავთ მომვლელები და აქვთ ადაპტირებული გარემო. ბენეფიციართათვის ხელმისაწვდომია გრძელვადიანი მოვლის სერვისი. ცენტრში ფუნქციონირებს ფიზიოაპარატით და სპეციალური განყოფილებაში მოხვედრის სარეაბილიტაციო სარეაბილიტაციო მთავარი კრიტერიუმია ოთახი, რომელიც აღიჭურვა ტრენაჟორებით. აღნიშნულ სტანდარტულ პირობებში დამოუკიდებლად ცხოვრების მნიშვნელოვანი შეზღუდვა. დაწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკის დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უზრუნველყოფილია ინფორმაციის მისაწვდომობა და მისი სათანადო ფორმით მიწოდება. დაწესებულების სოციალური მუშაკის ან/და დაწესებულების ბიბლიოთეკაში დასაქმებული მსჯავრდებულის მეშვეობით, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკები და არსებული წიგნების კატალოგი ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ასევე, ყველა პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკა აღჭურვილია აუდიოწიგნებით. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მისი შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეძლევა შესაძლებლობა იქონიოს და ისარგებლოს საჭირო სპეციალური მოწყობილობით. შშმ პირთათვის უზრუნველყოფილია სამართლიანი სასამართლოს უფლებაც, კერძოდ მათ აქვთ უფლება, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სურდო-თარჯიმნით. 76 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ყველა მსჯავრდებულს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებში. საქმიანობა 4.6.8.2: შშმ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მიმართ მიდგომის სოციალური მოდელის შემუშავება ინდიკატორი: დამტკიცებულია, ფსიქო-სოციალურ მოდელზე დაფუძნებული, შშმ მსჯავრდებულ/ბრალდებულთა ზრუნვის სტანდარტი სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და გარე ექსპერტების ჩართულობით შემუშავებულია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის სტანდარტები, რომელიც მოიცავს: სტანდარტი 1: სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა; სტანდარტი 2: ინდივიდუალური მიდგომა; სტანდარტი 3: სოციალური ინკლუზია; სტანდარტი 4 : ჯანმრთელობაზე ზრუნვა; სტანდარტი 5: ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; სტანდარტი 6: რისკის კლასიფიკაცია, დაწესებულებაში განთავსება; სტანდარტი 7: ძალადობისგან დაცვა და უსაფრთხოება; სტანდარტი 8: კონფიდენციალობის დაცვა; სტანდარტი 9: კომპეტენცია და ადამიანური რესურსები; სტანდარტი 10: მომზადება გათავისუფლებისთვის. მითითებული სტანდარტები ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას. სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტია, რადგან სისტემას არ გააჩნია ამ ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუმენტი, ანუ საჭიროებების დადგენის საშუალება. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინსტრუმენტის შექმნის ეტაპზეა, რომლის შემდგომაც მოხდება მისი გაზიარება, სტანდარტის დამტკიცება და დანერგვა. 2017 წელს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბრალდებულ-მსჯავრდებულთათვის სპეციალური სერვისების შეთავაზება მხოლოდ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის შეფასების ინსტრუმენტის მეშვეობით მოხდა, რადგან სპეციალური შეფასების მექანიზმი არ არის ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე. ამოცანა 4.6.9: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თავისუფლება აღკვეთილ პირთათვის სპეციალური, ადაპტირებული საცხოვრებელი პირობების შექმნა 77 საქმიანობა 4.6.9.1: სასჯელაღსრულების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის საჭიროებათა შესწავლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სპეციფიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ადაპტირებული ფიზიკური გარემოს შექმნა გონივრული მისადაგების გათვალისწინებით ინდიკატორი: ჩატარებული შესწავლის შედეგად გამოვლენილია საჭიროებები; ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებში გათვალისწინებულია ადაპტირებული ფიზიკური გარემო; გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობა სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული N16 და N18 პენიტენციური დაწესებულებები სრულად ადაპტირებულია. პანდუსების გარდა არსებობს სპეციალიზირებული საცხოვრებელი ოთახები შესაბამისი მოწყობით. N5 ქალთა დაწესებულებაში არსებობს ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისთვის სპეციალიზირებული საცხოვრებელი ოთახი. დაწესებულებების უმეტესობა ნაწილობრივ ადაპტირებულია და მორგებულია შშმ პირების საჭიროებებს, ადაპტირების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს გონივრული მისადაგების ფარგლებში. მიმდინარე პერიოდში ქალთა N5 პენიტენციურ დაწესბულების სრული ადაპტირებისთვის მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. ადაპტირებული საკნები მოწყობილია N2; N5; N6; N14 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში. ამოცანა 4.6.10: შშმ პირებისთვის სათანადო მომსახურების უზრუნველყოფა საქმიანობა 4.6.10.1: შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა ინდიკატორი: შშმ პირებზე ადაპტირებული ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამების რაოდენობა; სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილე შშმ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მზარდი რაოდენობა. სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული სპეციალური საჭიროების მქონე ბენეფიციართა აბილიტაცია/რეაბილიტაცია ამ ეტაპზე ინდივიდუალური მიდგომების ფარგლებში მიმდინარეობს. ინდივიდუალური მიდგომები არასრულწლოვანთა მიმართ 2009 წლიდან დაინერგა, ხოლო პროცესი 2015 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად სრულწლოვანთა მიმართ ხელმისაწვდომი ხდება ყველა მსჯავრდებულისათვის. შშმ მსჯავრდებულთა ვერ იდენტიფიცირების გამო ამ ეტაპზე არც სპეციალურ მოთხოვნათა ნუსხა არსებობს და შესაბამისად, არც პენიტენციურ სისტემაში არსებული სარეაბილიტაციო პროგრამებია მათთვის ადაპტირებული. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა გამორჩევა არ ხდება სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულობისას, ისინი ადაპტირებულნი არიან გარემოში და სპეციალისტთა მიერ ადგილზევე ხდება მათ საჭიროებებზე მორგება. 78 მიმდინარეობს მუშაობა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა განსაკუთრებული საჭიროების დასადგენად საერთაშორისო ან/და ადაპტირებული ინსტრუმენტის გამოთხოვაზე კვალიფიკაციური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და იგეგმება მისი დანერგვა და გამოყენება პენიტენციურ დაწესებულებებში. 2017 წელს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბრალდებულ-მსჯავრდებულთათვის სპეციალური სერვისების შეთავაზება მხოლოდ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის შეფასების ინსტრუმენტის მეშვეობით მოხდა, რადგან სპეციალური შეფასების მექანიზმი არ არის ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის (იხილეთ საქმიანობა 4.6.8.2) ამოცანა 4.6.11: ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქმიანობა 4.6.11.1: თანამესაკნეთა და სხვა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა შშმ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრებისა და ტრეინინგების ჩატარება ინდიკატორი: შეხვედრებსა და ჩატარებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა მზარდი რაოდენობა ტრეინინგებში მონაწილე მოიცავს პირებთან სტატუსი: უმეტესად შესრულებული გარკვეული ფსიქო-სოციალური დაკავშირებული საკითხების პროგრამების მოდულები განხილვასაც, როგორიცაა: შშმ სტიგმა/დისკრიმინაცია, ტოლერანტობა და სხვა. ზემოხსენებული პროგრამებია:  სამოქალაქო განათლება;  გათავისუფლებისთვის მზადება;  ატლანტისი - 12 ნაბიჯი. ამ პროგრამებში 2016 წელს ჩართული იყო 143 მსჯავრდებული. 2017 წელს 133-მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა ფსიქო-სოციალური ტრენინგებში, რომლებიც მოიცავს მოწყვლადი ჯგუფების, შშმ პირთა შესახებ საკითხებს, ესენია:  სტიგმა და დისკრიმინაცია- 55 მსჯ;  გათავისუფლებისთვის მზადება - 78 მსჯ; ამოცანა 4.6.12: უცხოელ პატიმართა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა საქმიანობა 4.6.12.1: უცხოელ პატიმრებს მათთვის გასაგებ ენაზე განემარტოთ, მათი უფლებები და მოვალეობები, ციხის რეჟიმის პირობები, იურიდიული კონსულტაციის და დახმარების უფლება ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში სტატუსი: უმეტესად შესრულებული 79 ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებობს ყველაზე მეტად მოთხოვნად 5 ენაზე ნათარგმნი ბრალდებულ/მსჯავრდებულთა აკრძალული ნივთების უფლებების ჩამონათვალი. შესახებ ბროშურები, ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ასევე მოთხოვნის შემთხვევაში ხდება ზეპირი და წერილობითი თარგმანით მათი უზრუნველყოფა ყველა ენაზე. პენიტენციურ სისტემაში უცხოენოვანი ბრალდებულ/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან სათარჯიმნო მომსახურებით, რომელიც ასევე გამოიყენება ბრალდებულ-მსჯავრდებულთათვის უფლებებისა და მოვალეობების გასაცნობათ მათ მშობლიურ ენაზე. მთარგმნელობითი მომსახურების სტატისტიკა ცალკეულად, სერვისების მიხედვით არ ხორციელდება, 2017 წლის განმავლობაში სულ 766-ჯერ მოხდა მთარგმნელობითი მომსახურების მიწოდება პენიტენციურ დაწესებულებებისთვის. საქმიანობა 4.6.12.2: უცხოელი პატიმრები უზრუნველყოფილნი იყვნენ სათანადო სამედიცინო შემოწმებითა და მომსახურებით, საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მონაწილეობით; ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში სათანადო სამედიცინო შემოწმებით უზრუნველყოფილია ყველა უცხოელი პატიმარი სტატუსი: უმეტესად შესრულებული პენიტენციურ მიმართებაში დაწესებულებებში ვრცელდება იგივე განთავსებულ სტანდარტები, რაც მიგრანტ პატიმრებთან დადგენილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიმართ. პენიტენციური დაწესებულებების ბრალდებული/მსჯავრდებული, დებულებების რომელსაც არ ესმის თანახმად, სამართალწარმოების ის ენა, უზრუნველყოფილია თარჯიმნის უფასო მომსახურებით. საქმიანობა 4.6.12.3: უცხოელი პატიმრების მომზადება გათავისუფლებისთვის შესაბამის საერთაშორისო და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე პირთა რაოდენობა, რომელსაც სამინისტრო დაეხმარა დაბრუნებაში უცხოელ პატიმართა რიცხვი, რომელსაც კონსულტაცია და იურიდიული დახმარება გაეწია სათანადო დოკუმენტაციის აღების მიზნით სტატუსი: უმეტესად შესრულებული უცხოელი პატიმრები, რომელთაც გათავისუფლების წინ სამშობლოში დასაბრუნებლად სათანადო დოკუმენტაციის აღების მიზნით ჭირდებათ ყოველთვის უზრუნველყოფილნი არიან ამ სერვისით. 80 სათარჯიმნო მომსახურება, მთარგმნელობითი მომსახურების სტატისტიკა ცალკეულად, სერვისების მიხედვით არ ხორციელდება, 2017 წლის განმავლობაში სულ 766-ჯერ მოხდა სათარჯიმნო მომსახურების მიწოდება პენიტენციურ დაწესებულებებზე. მიზანი 4.7: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის სრულყოფა ამოცანა 4.7.1: პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების განვითარება საქმიანობა 4.7.1.1: ელექტრონული მონიტორინგის სამმართველოს საქმიანობის ანალიზი და გამოვლენილი ხარვეზების შემდგომი დახვეწა. ინდიკატორი: ანგარიში ელექტრონული მონიტორინგის სამმართველოს მუშაობის შესახებ; ანალიზის შედეგების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები გამოსწორებულია სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის 1 იანვრიდან სასამართლოების მიერ დაიწყო არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის – შინაპატიმრობის გამოყენება, რომელსაც ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო ახორციელებს. ერთი წლის მდგომარეობით შინაპატიმრობის აღსრულება და მასზედ ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდება ეფექტურად, ხარვეზების გარეშე. ტექნიკური ან სხვა ხასიათის ცვლილება, როგორც მსჯავრდებულთა მართვის ელექტრონულ სისტემაში, ასევე შინაპატიმრობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში 2016 წელს არ განხორციელებულა. 2017 წლის დასაწყისში ჩატარებული პრობაციის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს საქმიანობის ანალიზის შედეგად, განხორციელდა საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და მათი შემდგომი დახვეწა, კერძოდ:  პრობაციის საქმისწარმოების სისტემის მოდერნიზება, მასში არსებული უმნიშვნელო ხარვეზების აღმოფხვრა და საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, აღნიშნული სისტემის ფუნქციონალის გაუმჯობესება;  განახლებული სისტემის მხარდაჭერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი შეძენა/დამონტაჟება;  ელექტრონული მონიტორინგის სისტემის/მსჯავრდებულთა მართვის ელექტრონული ბაზის ფუნქციონალის (პროგრამული) განახლება, ბაზაში არსებული უმნიშვნელო ხარვეზების აღმოფხვრა; 2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან სრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ ამოქმედდა ახალი არასაპატიმრო სასჯელის სახე - შინაპატიმრობა. აღნიშნული ცვლილებები, სავარაუდოდ, გაზრდის შინაპატიმრობით მსჯავრდებულთა რაოდენობას, რასთან დაკავშირებითაც იგეგმება როგორც ელექტრონული მოწყობილობის რაოდენობის გაზრდა, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის გაფართოება. დღეის მდგომარეობით, შინაპატიმრობის აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით ხორციელდება ეფექტურად, ხარვეზების გარეშე. 81 საქმიანობა 4.7.1.2: შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის იმპლემენტაცია ინდიკატორი: ელექტრონულ მონიტორინგში ჩართულ პირთა მზარდი სტატისტიკური მაჩვენებელი სტატუსი: სრულად შესრულებული შინაპატიმრობის აღსრულება ხორციელდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების - ბიუროების მეშვეობით. უშუალო პრობაციის აღმასრულებელია პრობაციის ოფიცერი. შინაპატიმრობა აღსრულდება, როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით, ან პასუხისმგებელი პირის მოულოდნელი ვიზიტებით; შინაპატიმრობის მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებას და შემდგომ ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მონიტორინგის სამმართველოს 2 მრჩეველი და 10 შტატგარეშე მოსამსახურე. 2016 წლის 1 იანვრიდან პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღსასრულებლად შევიდა 9 საქმე. შინაპატიმრობის სასჯელის მოხდა დაასრულა 5-მა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა, ხოლო ერთი არასრულწლოვნის საქმე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გადაეცემა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შინაპატიმრობის სასჯელის აღსასრულებლად. 2017 წლის განმავლობაში ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ იმყოფებოდა 27 პირობით მსჯავრდებული. საქმიანობა 4.7.1.3: ვიდეოპაემნის სერვისის შემდგომი განვითარება ინდიკატორი: ყოველწლიურად შექმნილია დამატებით ერთი ვიდეოპაემანის წერტილი სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს გაფართოვდა ვიდეოპაემანის სერვისის ქსელი და მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა პრობაციის 8 ბიუროში (თბილისი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, ბათუმი, ახალციხე, ზუგდიდი და თელავი), საიდანაც დაკავშირება შესაძლებელია 5 პენიტენციურ დაწესებულებასთან. 2017 წელს დამატებითი ვიდეოპაემანის წერტილები ამოქმედდა ამბროლაურსა და ოზურგეთში. 2017 წელს ვიდეოპაემნის სერვისით სარგებლობა შესაძლებელი გახდა დამატებით 2 პენიტენციურ დაწერსებულებაში - N8 დაწესებულება და გეგუთის N14 დაწესებულება მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. საქმიანობა 4.7.1.4: პრობაციის ბიუროების ინფრასტრუქტურის განვითარება ინდიკატორი: ყოველწლიურად განახლებულია 3 რეგიონალური ბიურო 82 სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის მაისში რუსთავში ახალი კონცეფციის შესაბამისად ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გაიხსნა. ახალ ოფისში ფუნქციონირებს პრობაციონერთა სარეგისტრაციო სივრცე, ინდივიდუალური გასაუბრების და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ვიდეოპაემნის ოთახი, ასევე ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. 2016 წლის დეკემბერში გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყო კახეთის პრობაციის ბიუროს გურჯაანის ოფისი. 2016 წლის 17 თებერვალს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გაიხსნა პურის საცხობი და მაკარონის საწარმო, სადაც თავისუფლებაშეზღუდული პირები არიან დასაქმებულნი. ამ საწარმოებში დამზადებული პროდუქციის რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში ხდება. 2017 წელს გარემონტდა და საჭიროებისამებრ აღიჭურვა სენაკისა და ქუთაისის ოფისები, ხოლო ოზურგეთში ფუნქციონირება დაიწყო გურიის პრობაციის ბიუროს ახალმა ოფისმა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყო. ახალი ოფისიდან, ვიდეოპაემნის საშუალებით, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაამყარონ პირდაპირი ვიზუალური და ხმოვანი კავშირი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებთან. საქმიანობა 4.7.1.5: მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და ინიცირება. ინდიკატორი: მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი მომზადებულია და ინიცირებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სტატუსი: სრულად შესრულებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ვიდეო პაემნის სერვისი და პრობაციონერთა დროებითი რეგისტრაცია სხვა ბიუროს ტერიტორიაზე უფასო გახდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, 2016 წლის 1 იანვრიდან სასამართლოების მიერ დაიწყო არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის – შინაპატიმრობის გამოყენება, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტო, ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით აღასრულებს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, 2016 წლის 1 მარტიდან, სოციალური მუშაკები არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო პროცესში ჩაერთვნენ. ისინი მოსამართლისთვის ამზადებენ ანგარიშს, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ევროკავშირის, გაეროს ბავშვთა ფონდის, “ციხის საერთაშორისო რეფორმის” ექსპერტების ჩართულობით ჩატარებული ანალიზისა და რეკომენდაციების შედეგად, 2017 წელს დაიხვეწა 83 საკანონმდებლო ბაზა, რამაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა უფრო ეფექტური გახადა, კერძოდ:  2017 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად 2018 წლის 1 იანვრიდან შესაძლებელი გახდა შინაპატიმრობის გამოყენება სრულწლოვანი მსჯავრდებულების მიმართ.  საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის აღების უფლება მიეცათ არასაპატიმრო სასჯელშეფარდებულ მსჯავრდებულებს (გარდა შინაპატიმრობა შეფარდებული მსჯავრდებულებისა).  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელების და ნებართვის გაუქმების კრიტერიუმები, წესები და სხვა პროცედურული საკითხები. საქმიანობა 4.7.1.6: პრობაციის ოფიცრები რისკისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მიხედვით მუშაობენ მსჯავრდებულებთან ინდიკატორი: რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მზარდი პროცენტული მაჩვენებელი სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდისთვის, რისკებისა და საჭიროებების შეფასებისა და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მაჩვენებელი შეადგენს 91.13 % პროცენტს. აღრიცხვაზე მყოფი 19891 (მოქმედი საქმეები) პრობაციონერიდან შეფასება გაუკეთდა 18127–ს. შენიშვნა: რისკებისა და საჭიროებების შეფასება არ უტარდებათ პირობით მსჯავრდებულებს, რომელთაც ძირითად სასჯელად მისჯილი აქვთ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა (მოქმედი საქმეების 1.32%), თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა (0.39%). ასევე აღნიშნულ 91.13%-ში არ შედიან პირები, რომელთა ძებნაც მიმდინარეობს (0.97%). დარჩენილი 6.19% კი არის აღრიცხვაზე აყვანილი ახალი მსჯავრდებულები, რომლებსაც შეფასება ჯერ არ ჩატარებიათ და მომავალში ჩაუტარდებათ. ამოცანა 4.7.2: პირობით მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო პროგრამებისა და საზოგადოების ჩართულობის განვითარება საქმიანობა 4.7.2.1: პირობით მსჯავრდებულთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება ინდიკატორი: სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულ პირობით მსჯავრდებულთა მზარდი პროცენტული რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის 12 თვის მდგომარეობით სხვადასხვა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა გაიარა 4821-მა პრობაციონერმა, არსებული პრობაციონერების დაახლოებით 26%-მა. 84 2017 წლის 12 თვის მდგომარეობით სხვადასხვა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა გაიარა 3566 -მა პრობაციონერმა, არსებული პრობაციონერების დაახლოებით 15.6 %-მა. შენიშვნა: პირობით მსჯავრდებულები პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებულ სარეაბილიტაციო პროგრამებში ერთვებიან ზიანის რისკის შეფასების მიხედვით. შეფასების შედეგად ვლინდება პირობით მსჯავრდებულის ზიანის რისკის დონე: დაბალი, საშუალო და მაღალი რისკი. სარეაბილიტაციო პროგრამებში ერთვებიან მხოლოდ საშუალო და მაღალი რისკის მქონე პირები. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულ პრობაციონერთა პროცენტული მაჩვენებლის ვარდნა გამოწვეულია საშუალო და მაღალი რისკის მქონე პირობით მსჯავრდებულების რაოდენობის კლებით. საქმიანობა 4.7.2.2: პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა. ინდიკატორი: დასაქმებულ პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთერთი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია სააგენტოსთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას არ წარმოადგენს, პირობით მსჯავრდებულთა საჭიროებების გამოვლენის საფუძველზე, სააგენტო ცდილობს მათთვის ახალი სამუშაო ადგილების მოძიებას. 2016 წელში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით დასაქმდა 156 პრობაციონერი. დასაქმებულ პრობაციონერთა რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია 25%-ით. ხოლო, 2017 წელს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით დასაქმდა 108 პრობაციონერი. საქმიანობა 4.7.2.3: სპორტულ და შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობის გაზრდა. ინდიკატორი: სპორტულ და შემეცნებით-კულტურულ აქტივობებში ჩართულ პირობით მსჯავრდებულთა მზარდი პროცენტული რაოდენობა. სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის განმავლობაში სპორტულ და შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში 878 პირობით მსჯავრდებული ჩაერთო, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 909%-ით. ხოლო, 2017 წელს სპორტულ და შემეცნებით-კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 723 პრობაციონერმა. მიზანი 4.8: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის უზრუნველყოფა კვალიფიციური კადრებით ამოცანა 4.8.1: სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება 85 საქმიანობა 4.8.1.1: სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა, სასწავლო პროგრამების განვითარება, ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა, სასწავლო მასალების მომზადება, საგამოცდო საკითხებისა და ტესტების მომზადება/გადახედვა; ინდიკატორი: მიმდინარე და ახალი პროგრამების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი ყოველი მომდევნო წლის სამუშაო გეგმის შემუშავების მიზნით ატარებს ტრენინგის საჭიროებათა კვლევას. ტარდება სპეციალური კითხვარის მეშვეობით. კითხვარს ეცნობა სისტემის ყველა თანამშრომელი. გამოკვეთილი საჭიროებების საფუძველზე დგება სასწავლო ცენტრის ერთწლიანი, კვარტალურად გაწერილი სასწავლო გეგმა, რომლის საფუძველზეც ხდება ახალი პროგრამების შემუშავება და უკვე არსებულის განახლება. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში მსმენელთა პროფესიული ცოდნისა და უნარების შეფასების მიზნით მზადდება შესაბამისი საგამოცდო საკითხები/ტესტები. აღნიშნულ პროცესში ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან. სასწავლო ცენტრის მიერ მიმდინარე წელს შემუშავდა სასწავლო პროცესების ხარისხის განვითარების გეგმა, რომელიც ექსპერტიზაზე გადაეგზავნა ამსტერდამის გამოყენებითი უნივერსიტეტის საგამოცდო საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ სიმონა გაარტჰაუსს (ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ორგანიზებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში). მიღებული რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებული იქნება გეგმის განხორციელების პროცესში. 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში სისტემის ფარგლებში განხორციელდა ტრენინგების საჭიროებათა კვლევა. აღნიშნული კვლევის საფუძველზე შემუშავდა 2017 წლის სასწავლო გეგმა. 2017 წელს დაიგეგმა და განხორციელდა 86 სასწავლო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მომზადება/გადამზადება გაიარა - 1540 მოსამსახურემ. სასწავლო ცენტრმა, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივ პროექტთან „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - თანამშრომლობის ფარგლებში, ადგილობრივი და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით მოამზადა მსმენელთა შეფასებისათვის განკუთვნილი ახალი საგამოცდო საკითხები/ტესტები, გადაიხედა არსებული საგამოცდო საკითხები/ტესტები. საქმიანობა 4.8.1.2: პროგრამის შინაარსის გათვალისწინებით, დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელებული სასწავლო პროგრამების ინსტიტუციონალიზაცია.; ინდიკატორი: ახალი ან/და განახლებული სასწავლო პროგრამების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული 86 დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელებული თემატური ტრენინგებიდან შერჩეული იქნა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც აისახა სასწავლო ცენტრში არსებულ ყველა ძირითად სასწავლო პროგრამებში. წარმატებით განხორციელდა ისეთი თემების ინსტიტუციონალიზაცია, როგორიცაა: ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობა და გადამდებ დაავადებათა პრევენცია პენიტენციურ სისტემაში, სუიციდის პრევენცია; თავშესაფრის მაძიებელთან, ლტოლვილებთან, მოქალაქეობის არმქონე და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობა პენიტენციურ დაწესებულებებში, შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა პენიტენციურ დაწესებულებებში, სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების მხარდაჭერა (ადვოკატირება) პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში, პენიტენციური დაწესებულებების ეფექტიანი მართვა - პენიტენციური დაწესებულებების მენეჯმენტისათვის(დირექტორები, დირექტორის მოადგილეები), მოწყვლადი ჯგუფები და მათთან მუშაობის თავისებურებები, წამების პრევენცია და სხვ. საქმიანობა 4.8.1.3: სასწავლო პროგრამების წინასწარი და განხორციელების შემდგომი შეფასება; ინდიკატორი: მომზადებულია შეფასების ინსტრუმენტი; შეფასების ანგარიშები სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავებული ყველა პროგრამა უშუალო განხორციელების დაწყებამდე გადის ექსპერტიზას ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ექსპერტებთან. მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე პროგრამა იღებს საბოლოო სახეს. პროგრამის განხორციელების შედეგად მსმენელთა პროფესიული ცოდნის/უნარების შეფასებისა და თავად სასწავლო პროცესზე დაკვირვება, შეფასების კითხვარების ანალიზი მთლიანობაში სასწავლო პროგრამის შეფასების შესაძლებლობას იძლევა. სასწავლო ცენტრი მუშაობს ტრენინგის ექვსი თვის შემდგომი შეფასების სქემაზე (კითხვარით). აღნიშნული შეფასების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი სასწავლო პროგრამების შემდგომი გაუმჯობესების დაგეგმვაში დაგვეხმარება. საქმიანობა 4.8.1.4: სასწავლო ცენტრის ტრენერების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმის შემუშავება ახალი მეთოდიკისა და თემატიკის გათვალისწინებით; ინდიკატორი: მომზადებული/გადამზადებული ტრენერების რაოდენობა. სტატუსი: სრულად შესრულებული სასწავლო ცენტრს ჰყავს პროფესიონალ ტრენერთა გუნდი. ცენტრი განუწყვეტლივ ზრუნავს, როგორც მოქმედი ტრენერების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე ახალი ტრენერების მომზადებაზე. თანამშრომლობს აღნიშნულ ადგილობრივ და პროცესში საერთაშორისო სასწავლო ცენტრი აქტიურად ორგანიზაციებთან/ექსპერტებთან, ერთობლივი შეხვედრების, სემინარების და ტრენერთა ტრენინგების ორგანიზების გზით. 2017 87 წელს ტრენერთა ტრენინგში- „ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია და ტრენერობის უნარჩვევების განვითარება“ - მონაწილეობა მიიღო 19-მა მონაწილემ. საქმიანობა 4.8.1.5: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შერჩეულ, სისტემაში (სასჯელაღსრულება, პრობაცია) დასანიშნ კანდიდატთა/კურსანტთა მომზადება ადამიანის უფლებებში, სპეციალური სასწავლო პროგრამების ფარგლებში; ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა; ტრენინგი გავლილი აქვს ყველა ახლადდანიშნულ თანამშრომელს სტატუსი: სრულად შესრულებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურეებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო პროგრამებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას, წამებისა და სხვა არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვისა და პრევენციის საკითხებს და სხვა. 2016 წელი  პენიტენციური სისტემის გამოსაცდელი ვადით დანიშნულმა 300-მა მოსამსახურემ გაიარა პირველადი მომზადების სასწავლო კურსი  სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსი გაიარა 289-მა მოსამსახურემ. 2017 წელი  პენიტენციური სისტემის გამოსაცდელი ვადით დანიშნულმა 133-მა მოსამსახურემ გაიარა პირველადი მომზადების სასწავლო კურსი.  სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო ) კურსი გაიარა - 139-მა მოსამსახურემ.  სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა მომზადების პირველი დონის სასწავლო კურსი გაიარა - 14-მა მოსამსახურემ, 10-მა მოსამსახურემ დაიწყო მომზადება აღნიშნული კურსის ფარგლებში და დაასრულებს 2018 წელს.  სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა მომზადების მეორე დონის სასწავლო კურსი გაიარა - 54-მა მოსამსახურემ, 44-მა მოსამსახურემ დაიწყო მომზადება აღნიშნული კურსის ფარგლებში და დაასრულებს 2018 წელს. საქმიანობა 4.8.1.6: პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების სპეციალური კურსით გადამზადება და სერტიფიცირება; ინდიკატორი: პენიტენციური სამსახურის ყველა მოსამსახურე სპეციალური კურსით გადამზადებული და სერტიფიცირებულია სტატუსი: სრულად შესრულებული 88 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2015 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 1 აპრილამდე განხორციელდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს იმ მოსამსახურეთა გადამზადება, რომლებიც სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ მუშაობას სამსახურში განაგრძობდნენ და მათი თანამდებობებისათვის სერტიფიკატი მოითხოვებოდა, ასევე, თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურეების პირველადი და სავალდებულო სპეციალურ პროფესიულ მომზადება. 2016 წელს აღნიშნული პროცესის ფარგლებში მომზადება/გადამზადება გაიარა 2783-მა მ, ხოლო 2017 წელს - 272-მა მოსამსახურემ. ამოცანა 4.8.2: სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისათვის ეთიკის კოდექსის განახლება საქმიანობა 4.8.2.1: ეთიკის კოდექსის განახლება/შემუშავება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის N(2012)5 რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისადმი ციხის თანამშრომელთა ეთიკის ევროპის კოდექსის პრინციპების გათვალისწინებით ინდიკატორი: სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისათვის მიღებულია განახლებული ეთიკის კოდექსი. სტატუსი: სრულად შესრულებული მიღებულია განახლებული ეთიკის კოდექსი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N144 ბრძანებით დამტკიცებულია „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსი“. აღნიშნული ბრძანება განახლდა და შესაბამისი ცვლილებები შევიდა, როგორც 2016, ასევე 2017 წელს. მიზანი 4.9: ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ამოცანა: 4.9.1. ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, იურიდიული დახმარება, პროფესიული საქმიანობა 4.9.1.1: ჯანდაცვის არსებული სერვისების მოძიება და ყოფილ პატიმართათვის მათდამი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ინდიკატორი: ყოფილ პატიმართათვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობების მრავალფეროვნება და რაოდენობა; სტატუსი: სრულად შესრულებული 89 2016 წელს, სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაციაის" პროგრამაში ჩართულმა 144-მა ბენეფიციარმა. აღნიშნულმა პირებმა მიიღეს ჯანდაცვის სხვადასხვა სახის სერვისები. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ა(ა)იპ - „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრს“ (შემდგომში GCRT) შორის 2016 წლის 27 ივლისს გაფორმებული N01-002-2016 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურება მიიღო 33-მა ბენეფიციარმა, მათ ჩაუტარდათ გამოკვლევები, გადაეცათ მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტები, ერთ-ერთ მათგანს ასევე დაუფინანსდა ქირურგიული ოპერაცია. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის“ პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს გაეწიათ სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კერძოდ:  ა(ა)იპ-ებში სამედიცინო მომსახურება მიიღო 2017 წელს 112-მა ხოლო 2016 წელს 144მა ბენეფიციარმა:  სახელმწიფო უწყებების/საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიერ სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდა 27 ბენეფიციარს:  მერიის/გამგეობის მიერ სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსდა 9 ბენეფიციარს: საქმიანობა 4.9.1.2: ყოფილი პატიმრებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა; იურიდიული დოკუმენტაციის შედგენაში დახმარება; პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით სასამართლო წარმომადგენლობის ინდიკატორი: მიზნით მომართულ პირთა რაოდენობასთან ვისაც დახმარება გაეწია; რაოდენობა თანაბარია იმ პირთა სტატუსი: უმეტესად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფარგლებში მოქმედ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ იურიდიული მომსახურების საჭიროებით მიმართა 2017 წელს 106-მა (2016 წელს 135-მა) ყოფილმა პატიმარმა. მათგან, იურიდიული მომსახურებით ისარგებლა პროგრამაში ჩართულმა 240-ივე ბენეფიციარმა. აღნიშნული პირებიდან:  პროგრამის იურისტის იურიდიული მომსახურება გაეწია 2017 წელს 106 ბენეფიციარს, ხოლო 2016 წელს 135 ბენეფიციარს;  სხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული მომსახურებით ისარგებლა 28 ბენეფიციარმა. საქმიანობა 4.9.1.3: განათლების სამინისტროსთან არსებულ პროფესიულ კოლეჯებში ჩართვა; ინდიკატორი: პროფესიული კოლეჯებიდან სერტიფიცირებული ყოფილი პატიმრების რაოდენობა; 90 სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ სულ 10723 ბენეფიციარი და მისი ოჯახის წევრი (პროგრამის 18 ბენეფიციარი და ოჯახის ერთი წევრი) ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დასაქმების პორტალ worknet.gov.ge-ს მიერ ორგანიზებულ 95 სხვადასხვა პროფესიულ კურსში, ესენია:,  ბუღალტერიის შემსწავლელი კურსი;  კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორის კურსი;  მზარეულის კურსი;  ტუროპერატორის კურსი;  ელექტრიკოსის კურსი:  ავტომობილის შემკეთებელი ელექტროტექნიკოსი;  მცირე ბიზნესის წარმოება;  სტილისტი  ფარმაცევტის თანაშემწე.. 2017 წელს სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ 34 ბენეფიციარმა (2016 წელს 23 ბენეფიციარი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კურსები გაიარა შემდეგი პროფესიული მოზმადების კურსები ფარგლებში - კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი, მზარეული, ავტომობილის შემკეთებელი, ელექტრო-ტექნიკოსი, ბუღალტერი, მცირე ბიზნესის მწარმოებელი, სტილისტი (ქალი, მამაკაცი), ოფისის მენეჯერი, ელექტრიკოსი და ,მეფილე-მომპირკეთებელი. სწავლება განხორციელდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „ჰორიზონტი",ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი ,,იკაროსი’’, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,მერმისი'', სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერია'', სსიპ შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“. საქმიანობა 4.9.1.4: დასაქმებაში ხელშეწყობა; დამსაქმებელთა მოძიებისა და რეკომენდაციის გაწევის გზით; ინდიკატორი: დასაქმებული ყოფილი პატიმრების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული ბენეფიციართა დასაქმების ხელშემწყობი მომსახურებების მასშტაბების გაზრდის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის ცენტრი ბენეფიციარებს სთავაზობს შემდეგ პროექტებს:  ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა;  ყოფილი პატიმრისთვის ტატუს მოშორების სერვისი. 91 სსიპ - ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციართა დასაქმების მიზნით სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტთან, კერძო სექტორთან და სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, კერძოდ, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, თბილისის დასუფთავების სამსახურთან და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან. ზემოაღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, 2016-2017 წლების განმავლობაში დასაქმდა პროგრამის 248 ბენეფიციარი, რომელთაგან  30 ბენეფიციარი უშუალოდ დასაქმდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელშეწყობით;  სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგად 80 ბენეფიციარი დასაქმდა დამოუკიდებლად;  ბენეფიციართა ბიზნეს ინიციატივების ხელშემწყობ საგრანტო პროგრამაში 86 ბენეფიციარის ბიზნეს იდეა დაფინანსდა;  პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით დაფინანსდა შეუსრულებელი 52 ბენეფიციარის ბიზნეს იდეა. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 80 32 36 9 3 5. წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა მიზანი 5.1: წამებასა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ბრძოლა ამოცანა 5.1.1: არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი ბაზის ანალიზი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა საქმიანობა 5.1.1.1: საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, არასათანადო მოპყრობის წინააღდეგ ბრძოლის სამართლებრივი ბაზის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენა პარლამენტისთვის. ინდიკატორი: კვლევის შედეგები; ცვლილებები ნორმატიულ აქტებში (საჭიროების შემთხვევაში); ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოქმედი მონიტორინგის მექანიზმების შეფასებები და რეკომენდაციები სტატუსი: უმეტესად შესრულებული ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი 92 საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო აგრძელებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას წამებასთან და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებთან ბრძოლაში მოსამართლის როლის გაზრდას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა თანახმად, მოსამართლე, თუ დაექვემდებარა მას გაუჩნდა წამებას, ვარაუდი, რომ ბრალდებული არაადამიანურ და ასევე, ან მსჯავრდებული დამამცირებელ მოპყრობას, უფლებამოსილია, მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყების მოთხოვნით სასამართლოს სხდომის/განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. საკანონმდებლო პაკეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი ცვლილებების შეტანას პატიმრობის კოდექსში. საკანონმდებლო პაკეტი გაგზავნილ იქნა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებში მათი შენიშვნებისა და კომენტარების გამოთხოვის მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიღებული შენიშვნებისა და რეკომენდაციების ასახვა პროექტის ტექსტში. იგეგმება შემდგომი კონსულტაციები. 2016 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს სახალხო დამცველსა და სახალხო დამცველის მიერ უფლებამოსილ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს მიენიჭათ უფლებამოსილება დამტკიცებული სასჯელაღსრულებისა წესისა კანონმდებლობის და და სახელმწიფო მოთხოვნათა პრობაციის მინისტრის საიდუმლოების შესახებ შესაბამისად, პენიტენციურ ბრძანებით საქართველოს დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელონ მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობების, გასეირნების ადგილების, საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპეების, საერთო სარგებლობის საპირფარეშოების და შეხვედრის ოთახების ფოტოგადაღება. 2016 წელს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შემუშავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442, 1443 მუხლების საკანონმდებლო ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებების განხილვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეები და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის წარმომადგენლები. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში 2016 წლის პირველ დეკემბერს შევიდა ძირითადად ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა არ გამოიყენება წამების, წამების მუქარისა და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის დანაშაულების მიმართ;  გაფართოვდა 1441-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - წამების ობიექტთა წრე;  1441-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ დამამძიმებელ გარემოებებს ჩამონათვალს დაემატა შემდეგი სამი გარემოება: სამედიცინო მანიპულაციის, მედიკამენტის ან სპეციალური ინსტრუმენტის (ხელსაწყოს) გამოყენებით; ანგარებით; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღიარების იძულების მიზნით ან მესამე პირის ცრუ დასმენის მიზნით. 93  ამავე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები: ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის გამოყენებით; რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.  გამკაცრდა სასჯელები 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 1443-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ამოცანა 5.1.2: თავისუფლება აღკვეთილი და პატიმრობაში მყოფი პირების არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების გაძლიერება საქმიანობა 5.1.2.1: ადვოკატის კონფიდენციალურობასა საერთაშორისო და დროულ ხელმისაწვდომობასთან, ხარისხიან მომსახურებასთან შეხვედრების დაკავშირებით სტანდარტების, მონიტორინგის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმებისა და რეკომენდაციების იმპლემენტაცია. ინდიკატორი: სახალხო დამცველის მექანიზმების ანგარიშები. ანგარიშები; საერთაშორის მონიტორინგის სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის N157 ბრძანებით დამტკიცებულია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესი. ამასთან, პატიმრობის კოდექსითა და პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებით გარანტირებულია ადვოკატთა მიერ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის კონფიდენციალურობის დაცვა. საჭიროებათა მიხედვით, განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები მინისტრის ნორმატიულ აქტებში. საქმიანობა 5.1.2.2: დროებით მოთავსების იზოლატორებში, ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილებში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფ პირებთან სამედიცინო პერსონალის დროული ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობის, პატიმრობაში მყოფი პირის მიერ არჩეული ექიმის/სასამართლო ექსპერტიზის და საკუთარი ხარჯებით სამედიცინო გამოკვლევის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ინდიკატორი: ცვლილებები ნორმატიულ აქტებში (საჭიროების შემთხვევაში); სახალხო დამცველის ანგარიშები. სტატუსი: უმეტესად შესრულებული დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირები უზრუნველყოფილნი არიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით. კერძოდ, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სამედიცინო მომსახურების სამსახური, სადაც ხელშეკრულებით დასაქმდნენ სამედიცინო მუშაკები. როგორც ქ. თბილისის, ასევე რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირების სამედიცინო მომსახურება 94 ხდება ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის მიერ, ხოლო სხვა იზოლატორებში კვლავაც გრძელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მომსახურებით სარგებლობა. იზოლატორში პიროვნების შემოყვანისას, ყველა შემთხვევაში ხდება მისი სამედიცინო შემოწმება, ხოლო იზოლატორში ყოფნის პერიოდში, სამედიცინო მომსახურების გაწევა ხდება საჭიროების ან/და დაკავებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული მომსახურების გაწევა შეუძლებელია თავად იზოლატორში, ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება პიროვნების დაუყოვნებლივ გადაყვანა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებებში, სრულად არის ხელმისაწვდომი სამედიცინო პერსონალის მომსახურება - ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ექიმთან შეუზღუდავი კონტაქტის უფლება, სამედიცინო ჩივილების არსებობის შემთხვევაში. ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულებაში მოხვედრისთანავე უტარდება ექიმის კონსულტაცია, ხდება გარეგანი დათვალიერება (დაზიანებების აღწერა, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ანამნეზის შეკრების შემდეგ შესაბამისი გამოკვლევებისა თუ მკურნალობის დაგეგმვა. სამედიცინო პერსონალის მხრიდან ხორციელდება, მის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა, შესაბამისად, გარდა გადაუდებელი გამონაკლისი შემთხვევებისა, ნებისმიერი სამედიცინო კონსულტაცია ან/და გამოკვლევა/ინტერვენცია ტარდება კონფიდენციალობის დაცვით. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. მსჯავრდებულებისთვის, რომლებსაც შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა, ასევე სრულად არის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება. საქმიანობა 5.1.2.3: დროებით მოთავსების იზოლატორებში, პოლიციის შენობებში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში აუდიო-ვიდეო მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის შედეგად დადგენილი საჭიროებების შესაბამისად, აუდიო-ვიდეო მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება (ტექნიკური უზრუნველყოფის გაზრდა, ვიდეოკამერების სისტემის სინქრონიზაცია, მონაცემების შენახვის ხანგრძლივობისა და დაცულობის გაზრდა) პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის დაცვით. ინდიკატორი: კვლევა/რეკომენდაციები; ტექნიკური უზრუნველყოფის საჭიროების ანალიზი; ვიდეოკამერების რაოდენობის გაზრდა (საჭიროების შემთხვევაში); ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის სისტემების ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდა (საჭიროების შემთხვევაში); სახალხო დამცველის ანგარიშები 95 სტატუსი: უმეტესად შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხილულ იქნა დახურული ტიპის დაწესებულებებში ვიდეო მეთვალყურეობის საქართველოში არსებული პრაქტიკა, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები ვიდეო მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (საქართველოს შსს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ) 2016 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა დანართი №2-ის მე-10 და მე-11 მუხლები, რომლებიც ადგენს იზოლატორში ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესებს. „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N 35 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და გადაღებული მასალის შენახვის ვადა გაიზარდა, ის ინახება არანაკლებ 120 საათისა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ამჟამად მუშაობს ცვლილების პროექტზე, რომელიც შენიშვნებისა და წინადადებებისათვის გადაგზავნილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან. საქმიანობა 5.1.2.4: “სტამბოლის პროტოკოლის” მიხედვით წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების ფორმის დამტკიცება ინდიკატორი: წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირების ფორმა შემუშავებულია და დამტკიცებულია სტატუსი: სრულად შესრულებული ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულებაში მიღებისას გადის სავალდებულო პირველად სამედიცინო შემოწმებას. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის N131 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი, სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით. ბრძანება 2017 წლის 1 იანვარიდან ამოქმედდა, სამინისტრომ უზრუნველყო დაწესებულებათა შესაბამისი ტექნიკური აღჭურვა და სამედიცინო პერსონალის გადამზადება. 2016 წლის აგვისტოში დამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ახალი ტიპური დებულება და შინაგანაწესი. შინაგანაწესში დეტალურად არის გაწერილი თანამშრომელთა მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევებში შეტყობინების განხორციელების ინსტრუქცია, რომლის თანახმადაც იმ იზოლატორში, სადაც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების შედეგების შესაბამისად, შეტყობინების თაობაზე გადაწყვეტილებას 96 იღებს სამედიცინო მუშაკი. ხოლო იზოლატორებში, სადაც ადგილზე არ არის დასაქმებული სამედიცინო პერსონალი, საქართველოს პროკურატურისათვის შეტყობინების ვალდებულება შინაგანაწესის მიხედვით ეკისრება იზოლატორის უფროსს. შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში ფუნქციონირებს სისტემა, რომლის თანახმადაც შეუფერხებლად იგზავნება შეტყობინებები იზოლატორის ხელმძღვანელის მიერ, როგორც პროკურატურაში ასევე, შსს გენერალურ ინსპექციაში (გენ. ინსპექციას ეგზავნება ინფორმირების/ზედამხედველობის მიზნით, რათა მსგავსი ფაქტები დროულად ეცნობოს პროკურატურას). ამასთანავე, 2016 წლის დეკემბერში დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების ინსტრუქცია. აღნიშნული ბრძანების პროექტი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ იქნა ექსპერტის მიერ. სამედიცინო მომსახურების ინსტრუქციებთან ერთად დამტკიცდა იზოლატორში მოთავსებული პირების შემოწმების ფორმა, რომელიც შემუშავებულ იქნა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის N20 ბრძანებით ცვლილება შევიდა შინაგანაწესში და მკაფიოდ განისაზღვრა დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის პროცედურა და კრიტერიუმები იმ იზოლატორებში, რომლებშიც არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი. საქმიანობა 5.1.2.5: სამედიცინო პერსონალის მომზადება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის საკითხებში ინდიკატორი: წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიყენებული დაზიანებების დოკუმენტირება პერსონალს შეუძლია ყველა დაწესებულებაში. სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს, ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და დაფინანსებით, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის სწავლებისათვის მომზადდა გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის საკითხებს. ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფარგლებში 2016 წლის დასაწყისში ტრეინინგი გაირა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე სამედიცინო პერსონალმა (სულ გადამზადდა 26 სამედიცინო მუშაკი). ტრეინინგი ეხებოდა სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით დაზიანებების დოკუმენტირებას, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჯანსაღი გარემოს შექმნასა და დაავადებათა პრევენციას. 2017 წლის 4-6 თებერვალს სსიპ შსს აკადემიაში ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდა შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურის 31 მოსამსახურეს. ტრენინგი ეხებოდა სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით დაზიანებების დოკუმენტირებას და მათ ფოტოგრაფირებას. 97 შემუშავებულია პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის გადამზადების გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალისათვის პატიმრებთან მოპყრობის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებზე ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ უახლესი მიდგომების გაცნობასა და ცოდნის გაუმჯობესებას. შემუშავებულ იქნა სპეციალური პროგრამა - "შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა პენიტენციურ დაწესებულებებში"- რომლის ფარგლებშიც 2016-2017 წლებში მომზადება გაიარა 145-მა ექიმმა. ამოცანა 5.1.3: დაკავებულ/პატიმრობაში მყოფ თავისუფლებაშეზღუდულ/ თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის ადეკვატური საყოფაცხოვრებო, სანიტარული და სხვა პირობების შექმნა საქმიანობა 5.1.3.1: სასჯელაღსრულების სამინისტროს დაწესებულებების, დროებითი მოთავსების იზოლატორების, სანიტარული, ჰიგიენური, კვებითი და სხვა მატერიალური პირობების გაუმჯობესება. ინდიკატორი: გაუმჯობესებულია მატერიალური პირობები და ინფრასტრუქტურა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოქმედი მონიტორინგის მექანიზმების შეფასებები და რეკომენდაციები; რეაბილიტაციას დაქვემდებარებული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის თანაფარდობა ქვეყანაში არსებული დაწესებულებების საერთო რაოდენობასთან. სტატუსი: უმეტესად შესრულებული აღნიშნული მიმართულებით 2017 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბათუმის, გორის, საგარეჯოს, მარნეულის, სიღნაღის, ხაშურის, დუშეთისა და ჭიათურის დროებითი მოთავსების იზოლატორებს. აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით 10 (ათი) დროებითი მოთავსების იზოლატორში დამონტაჟდა ახალი სავენტილაციო სისტემა. დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებულ პირთათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საცხოვრებელი, სანიტარული, ჰიგიენური, კვებითი და სხვა მატერიალური პირობები გათვალისწინებულია დროებითი მოთავსების იზოლატორების დებულებით. იზოლატორების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით 2016 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერის სამსახური, რომელიც ახორციელებს იზოლატორების საჭირო ინვენტარით და ნივთებით მომარაგებას, ხოლო თავად იზოლატორებში შესაბამისი პირობების დაცვაზე რეგულარულ მონიტორინგს, მონიტორინგის სამსახური ახორციელებს. 2016 წლის მარტიდან დაწყებული, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა იზოლატორებში ეტაპობრივად დაიწყო ახალი ვენტილაციის სისტემების მონტაჟი, ხოლო საჭიროების 98 შესაბამისად განხორციელდა ძველი სისტემების განახლებაც. იზოლატორებში, ასევე ჩატარდა გათბობის სისტემების განახლებაც. დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებულ პირთა პირობების გაუმჯობესების მიზნით მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაო. ამ მიმართულებით 2015-2016 წლებში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:  ევროკავშირის გრანტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ყველა იზოლატორში დასრულდა საწოლების გადაკეთება, ასევე მაგიდა-სკამებისა და უსაფრთხო განათების დამონტაჟება.  იზოლატორში ყველა მოთავსებული პირი უზრუნველყოფილია პირადი ჰიგიენის საშუალებებით, საკითხი მასალებით, მათ დღეში სამჯერ მიეწოდებათ ცხელი საკვები.  დასრულდა სარემონტო სამუშაოები მცხეთის, თეთრიწყაროს და გორის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.  სრულად განახლდა საგარეჯოს და ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.  სამუშაოები ჩატარდა ქ. თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში, რა დროსაც მოხდა იზოლატორის შშმ პირებისათვის ადაპტირება.  კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამ იზოლატორს, კერძოდ ყვარლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორებს. მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა საცხოვრებელი, სანიტარული, ჰიგიენური, კვებითი და სხვა მატერიალური პირობების უზრუნველყოფა რეგულირდება შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და ხორციელდება დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით. ამასთან, ზემოხსენებული აქტებით გაწერილი რეგულაციების ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით არსებობს შიდა მონიტორინგის მექანიზმი. აღნიშნული მიზნის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილების მიერ 2016 წლის სექტემბრის თვეში მომზადებულ იქნა დეტალური ანგარიში ცენტრში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არსებული ინფრასტრუქტურის, დეპარტამენტის სამედიცინო ოთახის, უცხოელთა კვების ობიექტის, უცხოელების პირადი ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფის და ადამიანის უფლებების დაცვის სხვა სტანდარტების შემოწმებას. ამოცანა 5.1.4: თავისუფლებააღკვეთილ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფ პირთა ჯანმრთელობის დაცვის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველყოფა 5.1.4.1. ფსიქიატრიულ პაციენტისათვის დაწესებულებებში ფსიქიკური შეზღუდვის ფსიქიკური მეთოდების აშლილობის გამოყენების მქონე წესისა და პროცედურების შესახებ რეგულაციების და დამკვიდრებული პრაქტიკის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება საუკეთესო გათვალისწინებით; 99 საერთაშორისო პრაქტიკის ინდიკატორი: ჩატარებული შესწავლის/კვლევის ანგარიში რეკომენდაციების პაკეტი; სახალხო დამცველის ანგარიშები. და წარმოდგენილი სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული „ადამიანის უფლებების დაცვა ციხესა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ევროსაბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად აქტიურად მუშაობს ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების კუთხით, სადაც, ასევე გათვალისწინებული იქნება პენიტენციური სისტემის საჭიროებებზე მორგებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის უფლების დაცვას, დროულად მიეწოდოს შესაბამისი ფსიქიატრიული მომსახურება. ამასთან, აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, მიმდინარეობს მოსაზღვრე პიროვნული აშლილობებისა და ანტისოციალური ქცევის მართვის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინი) შემუშავება. საქმიანობა 5.1.4.2: სასჯელაღსრულების თავისუფლებააღკვეთილი/პატიმრობაში სახდელის გამოყენების მყოფი ერთგვაროვანი ყველა პირთა დაწესებულებაში მიმართ მიდგომის დისციპლინური ჩამოყალიბების მიზნით საერთაშორისო გამოცდილებისა და არსებული პრაქტიკის ანალიზი ინდიკატორი: კვლევის შედეგები/რეკომენდაციები; სახალხო დამცველის ანგარიშები სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული დისციპლინური სახდელის შეფარდება ხორციელდება „პატიმრობის კოდექსის“ 84-ე მუხლით დადგენილი დისციპლინური სამართალწარმოების გზით. სამართალწარმოების პროცესში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჩადენილი განმარტება დისციპლინური დარღვევასთან დარღვევა, დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე, დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. პატიმრობის კოდექსის 81-ე მუხლის გამოყენებული პირველი ნაწილის თანახმად სახდელი უნდა იყოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის კი დისციპლინური ჩადენილი სამინისტროს ქმდების დარღვევისთვის პროპორციული. მიზანშეუწონლად მიაჩნია დისციპლინური სახდელის გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვა და გარკვეული სახელმძღვანელო პრინციპების (გაიდლაინების) შემუშავება. ვინაიდან ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური - შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს კონკრეტულ ვითარებაში ადეკვატური სანქციები. დისციპლინური სახდელის შეფარდებისას, გასათვალისწინებელია კონკრეტულ პენიტენციურ დაწესებულებაში 100 არსებული ვითარება, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამოკიდებულება პიროვნება, პენიტენციური მისი დაწესებულების ქცევა დაწესებულებაში, მოსამსახურეებთან და ა.შ. დისციპლინური სახდელის დადების დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხედველობაში მიიღება ჩადენილი ქმედებისადმი დისციპლინური სახდელის პროპორციულობა. ამოცანა 5.1.5: წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება; დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა; შიდა ინსპექტირებისა და გარე მონიტორინგის გაუმჯობესება. დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა საქმიანობა 5.1.5.1: დაკავშირებით წამებასთან და წაყენებული არასათანადო ბრალდებების მოპყრობის სხვა გამოძიების ფორმებთან სრულფასოვანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმის კონცეფციის შემუშავება. ინდიკატორი: შემუშავებულია კონცეფცია ინდიკატორი: სრულად შესრულებული საქართველოს პროკურატურა კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან ერთიანი კონცეფციის შემუშავების მიზნით. საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს, ახალი, ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას, რომელიც აღჭურვილია ექსკლუზიური უფლებამოსილებით გამოიძიოს წამების და მასთან დაკავშირებული დანაშაულების სავარაუდო შემთხვევებს მაშინ, როცა სავარაუდო დამნაშავე არის სახელმწიფოს წარმომადგენელი ან სავარაუდო მსხვერპლი იმყოფება სახელმწოფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. კანონპროექტის პრეზენტაცია მოხდა 2018 წლის 31 იანვარს ჩატარებული წამებასთან ბრძოლის საბჭოს სხდომაზე. 2018 წლის თებერვალში მოხდა კანონპროექტის წარდგენა საქართველოს პარლამენტისთვის. საქმიანობა 5.1.5.2: წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების ეფექტური გამოძიების მეთოდური და ტაქტიკური ინსტრუქციების ჩამოყალიბება და დანერგვა საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ინდიკატორი: მეთოდური და ტაქტიკური ინსტრუქციები; ცვლილებები ნორმატიულ აქტებში (საჭიროების შემთხვევაში) სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის 1 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441, 1442, 1443 მუხლებში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს პროკურატურა. ამოცანა 5.1.6: წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება; დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა; 101 შიდა ინსპექტირებისა და გარე მონიტორინგის გაუმჯობესება. დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა საქმიანობა 5.1.6.1: წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების სისხლისსამართლებრივი დევნის პრიორიტიზაცია და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელო პრინციპებში შესაბამისი პოლიტიკის ასახვა; პროკურორებისთვის რეკომენდაციების განახლება; ინდიკატორი: სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები რეკომენდაციები პროკურორების განახლებულია; სახალხო დამცველის ანგარიშები სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო კვალიფიკაციის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტში მიმოხილულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე, 1441, 1442, 1443, 335-ე მუხლების ერთმანეთისგან გამიჯვნასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის კუთხით საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ძირითადი სტანდარტები. რეკომენდაციის მიზანია პროკურატურის მუშაკებს გაუადვილოს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებისას კვალიფიკაციის განსაზღვრა და შემდგომში გამოძიების ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვა. აღნიშნული რეკომენდაცია შეისწავლა ევროსაბჭოს ექსპერტმა, რომლის მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები გათვალისწინებულ იქნა. 2017 წლის 10 მარტს, რეკომენდაცია დაეგზავნათ პროკურორებს პრაქტიკაში გამოყენების მიზნით. საქმიანობა 5.1.6.2: შიდა მონიტორინგის საქმიანობის გაუმჯობესება საკანონმდებლო და შიდაუწყებრივი რეგულაციებით (პროაქტიური ინსპექტირების, გენერალური ინსპექციის დამოუკიდებლობის გაზრდის, ანგარიშგებისა და საჩივრებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმების დანერგვის ჩათვლით) ინდიკატორი: ცვლილებები მარეგულირებელ კანონმდებლობაში; განახლებული მეთოდოლოგია; მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის აგვისტოში დამტკიცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ახალი ტიპური დებულება და შინაგანაწესი. შინაგანაწესში დეტალურად არის გაწერილი თანამშრომელთა მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევებში შეტყობინების განხორციელების ინსტრუქცია. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის N160 ბრძანებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 102 ივნისის №55 ბრძანებით დამტკიცებულ გენერალური ინსპექციის დებულებაში შევიდა ცვლილებები და დაიხვეწა გენერალური ინსპექციის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმები. ამავე ბრძანებით შეიქმნა გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის სამმართველო. 2015 წლის 14 დეკემბრის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N7858 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა გენერალური ინსპექციის მიერ 2016 წელს განსახორციელებელი სისტემური მონიტორინგის წლიური გეგმა, რომლის შესაბამისად, სისტემური მონიტორინგის სამმართველომ 2016 წელს ჩაატარა შემდეგი გეგმური თემატური სისტემური მონიტორინგი:  N2 და N8 დაწესებულებებში შესწავლილ იქნა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აუტოაგრესიული ქცევის ფაქტები, მათი ჩადენის დინამიკა; სუიციდის, სუიციდის მცდელობის, თვითდაზიანებების ჩამდენ პირთა ბიო-ფსიქო-სოციალური პორტრეტი; აუტოაგრესიული ქმედებების ჩადენის შემთხვევითი და კანონზომიერი გამომწვევი მიზეზები, მაპროვოცირებელი ფაქტორები; პენიტენციურ დაწესებულებებში მათზე პრევენციულ-პროფილაქტიკური და ანალიტიკური საქმიანობის მდგომარეობა.  N11 დაწესებულებაში ჩატარდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა უფლებების დაცვისა და სარეაბილიტაციო პროცესის მდგომარეობის თემატური მონიტორინგი.  N14 დაწესებულებაში - მსჯავრდებულთათვის უფლება-მოვალეობების განმარტების, ქართული ენის კომუნიკაციების არმცოდნე მსჯავრდებულებთან საკმარისობის, მათი კანონით სოციალური გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობისა და ამ უფლებების უზრუნველყოფის თემატური მონიტორინგი.  N15 დაწესებულებაში - დისციპლინური დასჯის და წახალისების პრაქტიკის ობიექტურობის, მსჯავრდებულებზე სამართლებრივი ზემოქმედების ხარისხისა და თანასწორუფლებიანობის მდგომარეობის თემატური სისტემური მონიტორინგი.  N17 პენიტენციურ დაწესებულებაში - დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფილებისა და საკმარისობის თემატური მონიტორინგი.  გეგმური სრული სისტემური მონიტორინგი ჩატარდა N12 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში.  N3 და N17 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარდა არაგეგმური სრული სისტემური მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გაცემულია 55 რეკომენდაცია. შიდა მონიტორინგის მექანიზმის დახვეწის მიზნით შემუშავდა მიგრაციის დეპარტამენტის უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების პროექტი, რომელიც შეფასებული იქნა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მიერ. აღნიშნული დოკუმენტი დეპარტამენტის ზოგიერთი ,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სტრუქტურული ერთეულის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 6 მაისის N231 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 28 ივნისის №342 ბრძანებით იქნა დამტკიცებული. მონიტორინგის განყოფილება ახორციელებს პრევენციულ, ადამიანის უფლებათა სტანდარტების უზრუნველყოფის მონიტორინგსა და ახდენს უცხოელის უფლებათა დარღვევაზე რეაგირებას. აღნიშნული დოკუმენტი ასევე მოიცავს ანგარიშებისა და რეკომენდაციების შემუშავების პრინციპებს, 103 არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით განყოფილების მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ნუსხას და სხვა სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს. საქმიანობა 5.1.6.3: არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება და სისტემური ანალიზი. ინდიკატორი: არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება და სისტემური ანალიზი ხელმისაწვდომია სრულყოფილი სტატისტიკა; სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუმჯობესა გულისხმობს არასათანადო ფაქტებზე მოპყრობის სტატისტიკის მოდული, სისხლისსამართლებრივი რაც დევნის მონაცემების სრულყოფილ სტატისტიკურ აღრიცხვას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში შემუშავდა წამებისა და არასათანადო მოპყრობის დეტალური რომლითაც გაიმიჯნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცხრილი, პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულებების თანამშრომლებისა და კერძო პირების მიერ ჩადენილი წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების აღრიცხვა. აღნიშნული ცხრილი დაეგზავნა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებს, ქ.თბილისისა და თბილისის რაიონულ პროკურატურებს და საოლქო პროკურატურებს. მიმდინარეობს მიღებული სტატისტიკური მონაცემების სიღრმისეული ანალიზი. პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე 2016 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ. მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით 4 პირის მიმართ. პოლიციის თანამშრომელთა ფაქტებზე, 2016 წელს მხრიდან განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნა არასათანადო დაიწყო 5 მოპყრობის პირის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. 2016 წლის მონაცემებით, კერძო პირების მიერ ჩადენილ წამების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 6 პირის მიმართ. ეფექტიანი გამოძიების შედეგად, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე 2017 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ. კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პოლიციის 3 თანამშრომლის მიმართ (სსკ-ის 333-ე მუხლით-1პირის მიმართ, სსკ-ის 1443 მუხლით-2 პირის მიმართ), ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პენიტენციური დეპარტამენტის 14 თანამშრომლის მიმართ (აქედან, სსკ-ის 144 მუხლით და 1 1443 მუხლით) სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომლის მიმართ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით- 10 პირის მიმართ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პენიტენციური დაწესებულების 2 თანამშრომლის მიმართ; 104 საქმიანობა 5.1.6.4: თავისუფლებააღკვეთილ პირთა მდგომარეობისა და მათი მოპყრობის გარე მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება (მათ შორის სახალხო დამცველი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი) მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო აქტების მომზადება და წარდგენა, აგრეთვე, ინსტიტუციური თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება. ინდიკატორი: მონიტორინგის მექანიზმების ანგარიშები საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები შიდაუწყებრივი აქტები; პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიში. სტატუსი: სრულად შესრულებული „საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის №123 ბრძანებით საქართველოს სახალხო დამცველსა და სახალხო დამცველის სპეციალური მიერ უფლებამოსილ პრევენციული ჯგუფის წევრებს მიენიჭათ უფლებამოსილება პენიტენციურ დაწესებულებაში განახორციელონ ფოტოგადაღება. ამოცანა 5.1.7: წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შედეგების აღმოფხვრა, მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია საქმიანობა 5.1.7.1: მსხვერპლთათვის ეფექტური იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით არსებული კანონმდებლობის ანალიზი და შემდგომი გაუმჯობესება (საჭიროების შემთხვევაში) ინდიკატორი: კვლევის შედეგი/რეკომენდაციები; ცვლილებები ნორმატიულ აქტებში (საჭიროების შემთხვევაში) სტატუსი: შეუსრულებელი საქმიანობა 5.1.7.2: მსხვერპლთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება; ინდიკატორი: შემუშავებულია მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამა სტატუსი: შეუსრულებელი ამოცანა 5.1.8: საჯარო მოსამსახურეთა სწავლება და შესაძლებლობათა გაძლიერება წამების და სხვა არასათანადო საქმიანობა 5.1.8.1: ტრენინგ-დაწესებულებების შესაძლებლობების ზრდის პოტენციალის ხელშეწყობა არასათანადო მოპყრობის აკრძალვის სწავლების კუთხით; კოორდინაციის გაზრდა დაწესებულებებს შორის; სასწავლო სტანდარტების, მასალებისა და მეთოდების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; 105 ინდიკატორი: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ტრენინგ-ცენტრის სრული ძალით ამოქმედება; სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში შესაძლებლობების გაზრდასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება. სტატუსი: სრულად შესრულებული ევროპის საბჭოს დაფინანსებით, დაწყებულია სასწავლო ფილმზე მუშაობა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის საკითხების სწავლების გაუმჯობესების მიზნით. დაზიანებათა დოკუმენტირების ახალი დოკუმენტის დამტკიცების შემდგომ, იგეგმება სასწავლო პროგრამის შემუშავება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის თემაზე, რომლის ფარგლებში, თეორიულ სწავლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მათ შორის, სასწავლო ცენტრში არსებული იმიტირებული საკნის გამოყენებით. 2016 წელს, საერთაშორისო პროკურორებისათვის და და ადგილობრივი პროკურატურის ექსპერტების გამომძიებლებისათვის ჩართულობით განხორციელდა 5 ტრენინგი არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაციის თემაზე, რომლის ფარგლებში გადამზადდა 124 პირი (მათ შორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის ცენტრის ფარგლებში მომზადებული პროგრამის მიხედვით არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და სწორი კვალიფიკაციის თემაზე სწავლება გაიარა პროკურატურის სტაჟიორების 2-მა ჯგუფმა). 2017 წელს ევროპის საბჭოსა პროკურორებისათვის/სისტემის და ევროკავშირთან გამომძიებლებისათვის თანამშრომლობით, განხორციელდა 2 სასწავლო აქტივობა - წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. ტრენინგები მოიცავდა როგორც გამოძიების მეთოდიკას, ასევე ევროსასამართლოს მიერ დანერგილ პრაქტიკასა და მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. სასწავლო აქტივობების ფარგლებში, ჯამში გადამზადდა 39 პირი. 2017 წელს 2 ჯგუფის ფარგლებში გადამზადება გაიარა 62-მა სტაჟიორმა. სტაჟიორთა მოსამზადებელი პროგრამა მოიცავს წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხებს. საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა მიზნობრივი სასწავლო ინსტიტუციების შეკრება. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე ევროპის საბჭოს მიერ მომზადებულ დისტანციური სწავლების პლატფორმას (HELP). ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო პრიორიტეტებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ასევე, მოხდა გამოცდილების გაცვლა. ღონისძიება მიმართული იყო ტრენინგ-დაწესებულებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის ზრდაზე. საქმიანობა 5.1.8.2: საჭიროების შესაბამისად სასწავლო მოდულების შემუშავება არასათანადო მოპყრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, სასწავლო ცენტრების ტრენერთა მომზადება, თანამშრომელთა სისტემური სწავლება. დროებითი მოთავსების იზოლატორების და პენიტენციური დაწესებულებების 106 მოქმედ და მომავალ თანამშრომელთა მომზადება/გადამზადება საბაზისო სასწავლო კურსის ფარგლებში, ასევე სპეციალიზებული ტრეინინგების ორგანიზება; ინდიკატორი: ცვლილებები/ახალი სასწავლო პროგრამებში; გაუმჯობესებული/ახალი ტრენინგ-მოდელები; ანგარიშები ტრენინგების ჩატარების შესახებ; საჯარო მოხელეთა რაოდენობა, ვინც გაიარა განგრძობადი სწავლების პროგრამა. სტატუსი: სრულად შესრულებული დაზიანებათა დოკუმენტირების (სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად) ახალი დოკუმენტის დამტკიცების შემდგომ, იგეგმება სასწავლო პროგრამის შემუშავება წამებისა და არასათანადო მოპყრობის დოკუმენტირებისა და პრევენციის თემაზე, რომლის ფარგლებში თეორიულ სწავლებასთან ერთად მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, მათ შორის სასწავლო ცენტრში არსებული იმიტირებული საკნისა და სასწავლო ფილმის გამოყენებით. პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების შემდეგ, შეირჩევა სამიზნე ჯგუფები და დაიგეგმება აღნიშნული ტრენინგის ჩატარება. ამჟამად, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის თემატიკა ასახულია სასწავლო ცენტრის მიერ დამტკიცებულ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების პროგრამებში, რომლის მიხედვით 2016 წელს მომზადება გაიარა 2483-მა მოსამსახურემ. გარდა ამისა, სასწავლო ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებულია თემატური ტრენინგი წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხებზე. ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტთან - “ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ თანამშრომლობის ფარგლებში, სისტემის სამედიცინო პერსონალისათვის განხორციელდა ტრენინგი თემაზე: „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 94-მა მსმენელმა. აღნიშნული ტრენინგები გაგრძელდება 2017 წლის იანვარ-თებერვალში. არასათანადო მოპყრობის აკრძალვასთან დაკავშირებით შსს აკადემიაში მუდმივად მიმდინარეობს სისტემური სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის, მათ შორის დროებითი თანამშრომელთათვის. მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წამების აკრძალვის აბსოლუტურ ბუნებას, ევროპის სასამართლოს პრეცედენტების განხილვას. განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: წამების აკრძალვის ნორმის სტრუქტურა, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის არსი, მათ შორის არსებული განსხვავება და ზღვარი. წამების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობა, სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულება გამოძიების დაუყოვნებლივ, ობიექტურად და ეფექტიანად ჩატარებასთან დაკავშირებით, არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთის სახელმწიფოსთვის დაკისრება, სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულება წამების აკრძალვასთან დაკავშირებით, პოლიციის განსაკუთრებული როლი არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. 107 შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხები იკითხება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და ტერიტორიულ ორგანოებში დაწინაურების კანდიდატთა გადამზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  წვევამდელების სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსი;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი;  მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხები გაიარა 2016 წელს გაიარა 889 მსმენელმა, ხოლო 2017 წელს 575 მსმენელმა. 2016 წელს შსს აკადემიაში დაინერგა დისტანციური სწავლების მეთოდი. აღნიშნული მეთოდით განხორციელდა შსს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსი. პროგრამის ფარგლებში დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხები, მათ შორის წამებისა და არასათანადო მოპყრობის თემები. დისტანციური სწავლება განხორციელდა 10 ქალაქში და გადამზადებულ იქნა 18 მსმენელი. შსს აკადემიაში დროებითი მოთავსების იზოლატორების მოსამსახურეთათვის დანერგილი სპეციალური მოკლევადიანი სასწავლო კურსის ფარგლებში 2017 წელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და წამების საკითხებთან დაკავშირებით გადამზადდა დეპარტამენტის 40-მდე თანამშრომელი. აღნიშნული სასწავლო კურსი ნაწილობრივ დისტანციურად მიმდინარეობდა. 2017 წლის 29-31 მაისს ქ. ბორჯომში, სამხრეთ კავკასიაში გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობისა და შსს აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა სასწავლო ვიზიტი, რომლის თემატიკაც გახლდათ: დისკრიმინაციის აკრძალვა და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღო შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 13 (ცამეტი) თანამშრომელმა. 108 სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 18 8 5 3 შეუსრულებელი 2 6. ტრეფიკინგი მიზანი 6.1: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან ბრძოლა ამოცანა 6.1.1: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშულის პრევენცია საქმიანობა 6.1.1.1: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების, ამ დანაშაულთან ბრძოლისა და მისგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების უზრუნველყოფა ინდიკატორი: გავრცელებული საინფორმაციო მასალების რაოდენობა და დაფარვის არეალი; ტრეფიკინგის საფრთხეებისა და თავდაცვის საშუალებების შესახებ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრებისა და მონაწილეთა რაოდენობა; ტრეფიკინგის თემაზე ტელე და რადიო გადაცემებისა და მონაწილე პირთა რაოდენობა, ასევე, მონაწილეთა მიერ განხილული თემები; საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამთავრობო უწყებების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებული ტრეფიკინგის თემაზე საინფორმაციო მასალა სტატუსი: სრულად შესრულებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ადამიანით სფეროში ერთ-ერთ ვაჭრობის განმახორციელებელი მნიშვნელოვან (ტრეფიკინგის) უწყებათაშორისი პრევენციულ წინააღმდეგ მექანიზმს მიმართული საკოორდინაციო წარმოადგენს. ღონისძიებების საბჭოს (შემდგომში საკოორდინაციო საბჭო) მიერ 2014 წელს შემუშავებული ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო სტრატეგიისა და 2017 წელს შემუშავებული ერთიანი საინფორმაციო სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2016-2017 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა განახორციელეს არაერთი საინფორმაციო შეხვედრა/ღონისძიება საინფორმაციო სტრატეგიით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფებთან. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების, ამ დანაშაულთან ბრძოლისა და მისგან თავის დაცვის საშუალებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და კონტრიბუცია ადამიანური გაიღო რესურსების როგორც ფინანსური, თვალსაზრისით. ერთი ისე მხრივ, სამინისტროს წარმომადგენლები თავად აწვდიდნენ მოსახლეობას ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, ხოლო მეორე მხრივ, უწყება გამოყოფდა ფართს (უმეტესწილად, 109 საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების სახით) საინფორმაციო შეხვედრებისთვის. ფინანსური კონტრიბუციის კუთხით, იუსტიციის სამინისტრო ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. 2016 წლის 13 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გამოაცხადა საგრანტო კონკურსი ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვთა იდენტიფიცირებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ორ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გაიცა გრანტი ჯამში 54000 ლარის ოდენობით. საგრანტო პროგრამა გულისხმობდა ერთი მხრივ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის დანაშაულის მეორე დონის პრევენციის პროგრამებში ჩართულ ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებისათვის საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სოციალური, კულტურული, სპორტული თუ სხვა სახის პროგრამების შეთავაზებას, მეორე მხრივ, კი მიუსაფარი ბავშვების საკითხზე კვლევის ჩატარებას. 2017 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოაცხადა კიდევ ერთი საგრანტო კონკურსი თემაზე „საინფორმაციო კამპანია ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანისა და ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვთა მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის მიზნით.“ საგრანტო კონკურსის მესამე მიმართულება (ლოტი) შეეხება ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვთა ტრეფიკინგისგან დაცვის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას (25000 ლარის გრანტი). კერძოდ, პროექტის სამიზნე რეგიონში (თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ბორჯომში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თელავში) საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის მათთვის მისაღები ფორმითა და საშუალებით, რაც ხელს შეუწყობს მათ ინფორმირებას იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია არასრულწლოვნების ქუჩაში ცხოვრებასთან ან/და მუშაობასთან, მათთვის მოწყალების გაცემით ბავშვების ქუჩაში ყოფნის წახალისებასთან, ასევე, მიუსაფარი ბავშვების დაცვის მიზნით არსებულ სახელწიფო მექანიზმებსა და სერვისებზე. საგრანტო პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს საინფორმაციო მასალებისა და ვიდეოს დამზადება/გავრცელებას ადგილობრივ მოსახლეობაში. პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება იგეგმება 2018 წლის პირველ ნახევარში. 2016-2017 წლებში ტრეფიკინგთან ბრძოლის ერთიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის აქტიური მონაწილეობით, ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პროკურატურის საქართველოს მიერ შინაგან არალეგალური საქმეთა სამინისტროსა მიგრაციისა და და ტრეფიკინგის საქართველოს საკითხებზე საქართველოს მასშტაბით 159 შეხვედრა ჩატარდა. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, მუნიციპალიტეტტების ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მიუსაფარი ბავშვები, დასაქმებულები და დამსაქმებლები, 110 იძულებით გადაადგილებული პირები, ეთნიკური უმცირესობები და ადგილობრივი მოსახლება. აღნიშნულ შეხვედრებს სულ დაესწრო 2650-ზე მეტი ადამიანი. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ტრეფიკინგის პრევენციულ ღონისძიებებსა და არსებულ სახელმწიფო სერვისებზე. მონაწილეებს, ასევე, დაურიგდათ ექვსენოვანი საინფორმაციო ბროშურები (ქართულ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ, თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე), სახელმწიფო ფონდის მაისურები და ჩანთები. საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩატარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ლეგალური მიგრაციის კერძოდ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებისა და რეგულაციების შესახებ, მათ შორის, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისა და საზოგადოებრივი ცენტრების ოპერატორებისათვის. აღნიშნული იქ არსებული შეხვედრები, ასევე ემსახურება ტრეფიკინგის შესაძლო შემთხვევათა პრევენციას. ამასთან, გავრცელდა 400 000მდე საინფორმაციო ბროშურა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობების თაობაზე. ასევე, განახლდა და გამოქვეყნდა მსსკ-ს ვებ-გვერდზე ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი. გარდა ამისა, 2016 წლის 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის განხორციელდა სამართლის სკოლა თემაზე „ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა“. პროექტის ფარგლებში იუსტიციის სამინისტროს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს იმ სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო ებრძვის ტრეფიკინგს. სამართლის სკოლაში მონაწილეობა მიიღო 25-მა სტუდენტმა. სამართლის სკოლის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა იმუშავეს ნაშრომებზე ტრეფიკინგის თემაზე. ესეების კონკურსის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებმაც თავიანთი ნაშრომები წარადგინეს 30 ივლისს, ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა 2016 წლის 28 ივლისს დაიწყო მასშტაბური საინფორმაციო კამპანია. თბილისში პუშკინის სკვერში მოეწყო საინფორმაციო კუთხე და მოსახლეობას დაურიგდა საკონსულტაციო ცხელი ხაზის გამოსახულებიანი მაისურები, ჩანთები და საინფორმაციო ბროშურები. იმავე დღეს თბილისის იუსტიციის სახლს გადაეცა 2000 ცალი ხუთენოვანი ბროშურა, რომელიც განთავსდა აღნიშნულ დაწესებულებაში არსებულ საინფორმაციო დაფებსა და მოსამსახურე ოპერატორების მაგიდებზე. 111 2016 წლის 30 ივლისს სახელმწიფო ფონდმა სარფის სასაზღვრო პუნქტის ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. ფონდის თანამშრომლების მიერ დარიგდა ბროშურები, მაისურები და ჩანთები ტრეფიკინგისა საკონსულტაციო ცხელი ხაზის გამოსახულებით. ანალოგიური საინფორმაციო კამპანია გაიმართა, ასევე, სახელმწიფო ფონდის მიერ 2017 წლის 30 ივლისს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, ქ. გორში, სიღნაღსა და ქუთაისში. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა: მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ, სახელმწიფო სერვისებისა და საკონსულტაციო ცხელი ხაზის პოპულარიზაცია, პრევენციული ღონისძიებების გაცნობა. დაინტერესებულ პირებს ფონდის იურისტებმა გაუწიეს იურიდიული კონსულტაცია. 2016 წლის 7-8 ივლისს, ასევე, 2017 წლის 24-25 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინიტრომ სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სსიპ ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან თანამშრომლობით განახორციელა ტრენერთა ტრენინგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე. ორ დღიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრისა“ და სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის“ ტრენერებმა, რომლებმაც შემდგომ 2016 წლის 30 ივლისს და 2017 წლის 30 ივლისს -4 აგვისტოს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით, 37 საზოგადოებრივ ცენტრში ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია“. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 330-მდე დაინტერესებულმა პირმა, რომელთაც ტრენინგის დასასრულს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. 2016 წლის 18 ოქტომბერს, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამართა კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არასამთავრობო/საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზაციების სამთავრობო უწყებებისა წარმომადგენლების გარდა, და ასევე, ესწრებოდნენ სტუდენტებიც. 2017 წლის 4-5 თებერვალს, კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით სტუდენტებისთვის განხორციელდა პროექტი „გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე.“ პროექტში მონაწილეობა მიიღო 4 სხვადასხვა უნივერსიტეტის 8 გუნდმა თბილისიდან და ქუთაისიდან. პროექტს, ასევე, პარტნიორობას უწევდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. 112 ანალოგიურ პროექტში მიღება გამოცხადდა, ასევე, სტუდენტებისთვის 2017 წლის 16 ნოემბერს. წერითი კომპონენტის შეფასების შედეგად გამოვლინდა 5 სხვადასხვა უნივერსიტეტის 8 გუნდი თბილისიდან და ქუთაისიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 2018 წლის 16-18 თებერვალს დაგეგმილ ზეპირ რაუნდებში. 2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებისთვის გაიმართა კონფერენცია თემაზე „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა.“ კონფერენცია გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა სამინისტროსა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით (დამსწრეთა რაოდენობა -20). გარდა საინფორმაციო თუ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებისა, 2016-2017 წლებში საინფორმაციო ვიდეო-რგოლები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე გაშვებულ იქნა შემდეგ ტელეარხებზე: ა) „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ბ) „მაესტრო (მარტი); გ) „აჭარის ტელევიზია“. დ) „ტელეკომპანია GDS“ ე) ,,იმედი“; ამასთან, 2016-2017 წლებში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა ტრეფიკინგის თემასთან დაკავშირებით ისაუბრეს რვა სხვადასხვა გადაცემაში. დამატებით, საინფორმაციო ხასიათის ბროშურები ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც საინფორმაციო შეხვედრებისა და სხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, ასევე, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, თავშესაფრის მაძიებლების ცენტრებში, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებში, აეროპორტებში, საზღვრის გამშვებ პუნქტებში და ა.შ. 2016 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ELHRILI (ევროპული სამართლის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი) მჭიდრო თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დამზადდა საინფორმაციო ტრიპლეტები ტრეფიკინგის საკითხებზე. აღნიშნული მასალა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გავრცელდა აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საზღვრის გამშვებ პუნქტებსა და საქართველოს მასშტაბით რისკ ჯგუფებს მიკუთვნებულ ტერიტორიებზე. საინფორმაციო მასალა დამზადდა 4 ენაზე: ქართული – 10000 ცალი, რუსული – 2500 ცალი, ინგლისური – 2500 ცალი, თურქული – 2500 ცალი. 2016 -2017 წლებში, ასევე, აქტიურად ვრცელდებოდა საქართველოს მასშტაბით მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ფონდის მიერ დაბეჭდილი 15 000 ცალი ექვსენოვანი ბროშურა (ქართულ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ, 113 თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე), რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ფონდის სერვისების, ფონდის საკონსულტაციო ცხელი ხაზისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. დამატებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამზადდა საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები დამსაქმებლებისა და დასაქმებულთათვის. საინფორმაციო მასალები ემსახურება შრომითი ურთიერთობის მხარეთათვის ცნობიერების ამაღლებას შრომითი უსაფრთხოებისა და შრომითი ტრეფიკინგის თაობაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2016 წლის განმავლობაში გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლების კურსი გაიარა ტრეფიკინგის თემატიკასთან უშუალო შემხებლობაში მყოფმა პირებმა კერძოდ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა და სტაჟიორებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა თანამშრომლებმა, მოსამართლეებმა და სასამართლოს სხვა მოხელეებმა, საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა. რაც შეეხება ოფიციალურ ვებ-გვერდებზე ტრეფიკინგის თემაზე განთავსებულ საინფორმაციო მასალებს, უნდა აღინიშნოს, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამთავრობო უწყებების ვებგვერდების მეშვეობით მოსახლეობას განახლებული ინფორმაცია სისტემატურად მიეწოდება. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა დახმარება და დაცვა, რაც გულისხმობს მათ საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო დაბრუნებაში ხელშეწყობას, საქართველოში დასაბრუნებლად განკუთვნილი შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფასა და, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობას, რათა ტრეფიკინგის მსხვერპლი უზრუნველყოფილ იქნეს დროებითი თავშესაფრით და სხვა შესაძლო შეღავათებით. ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია იგზავნება საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტები არ გამოვლენილა. იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა (მათ შორის არ არის აკრედიტებული საელჩო) საქართველოს მოქალაქეების უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას ახორციელებს უშუალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ტრეფიკინგის პრევენციის თვალსაზრისით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელს უწყობს/ავრცელებს ტრეფიკინგის, არალეგალური მიგრაციისა და ადამიანის ძირითად უფლებებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საინფორმაციო ბროშურებს. საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით დამზადებულია საინფორმაციო 114 ბროშურები („რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის“), რომელიც შეიცავს ინფორმაციას საკონსულო დახმარების და ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ, შემდგომი გავრცელების მიზნით, რიგდება საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში და ადგილობრივ ქვეყნებში არსებულ დიასპორულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, პერმანენტულად ხდება ბროშურაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის კორექტირება/განახლება. ტრეფიკინგის ფაქტების პრევენციის და შესაბამისი ღონისძიების გატარების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ხსენებული ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ გვერდზე. ცხელი ხაზი ასევე ფუნქციონირებს საკონსულო სამსახურებშიც. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ვებ გვერდებზე განთავსებულია ინფორმაცია ტრეფიკინგის საკითხებზე. ვებ გვერდზე გამოტანილი ინფორმაცია ასევე შეიცავს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ტრეფიკინგის საკონტაქტო მონაცემებს და საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის სასარგებლო ინფორმაციას. დიპლომატიური წარმომადგენლობების/ საკონსულო დაწესებულებების ვებ გვერდზე ტრეფიკინგის საკითხებთან დაკავშირებით მოცემული ინფორმაცია პერიოდულად განახლებადია. სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში არსებული გრძელვადიანი სავალდებულო სასწავლო პროგრამის „საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა“ სასწავლო მოდული ტრეფიკინგის თემაზე ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები ტრეფიკინგის შესახებ; ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები და სახელმწიფო ვალდებულება. საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამა განკუთვნილია საზღვარგარეთ საკონსულო თანამდებობაზე მომუშავე და დასაქმების მსურველი, როგორც უმცროსი, ასევე უფროსი დიპლომატიური თანამდებობის მქონე პირებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლისათვის გატარებული ღონისძიებებით საქართველომ ე.წ. პირველ კალათაში გადაინაცვლა და ანალოგიური პოზიცია შეინარჩუნა 2017 წელსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს. ევროპის საბჭოს ტრეფიკინგთან ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ 2016 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 2012 წლიდან მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ტრეფიკინგთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწის მიმართულებით. 115 საერთაშორისო კვლევის „მონობის გლობალური ინდექსის“ 2016 წლის ანგარიშის მიხედვით ტრეფიკინგისა და მონობის თანამედროვე ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, საქართველო მსოფლიოში GDP-ის მიხედვით მე-2, საერთო რეიტინგში მე-17, ხოლო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. ამოცანა 6.1.2: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა საქმიანობა 6.1.2.1: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფრების) ეფექტური მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის მათი საქმიანობის უზრუნველყოფა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების სერვისების შეთავაზების გზით და მათი საქმიანობის პერიოდული მონიტორინგი ინდიკატორი: მსხვერპლთა/დაზარალებულთა რაოდენობა, რომელთაც ისარგებლეს სახელმწიფო ფონდის მომსახურებით; ფონდის მიერ გაწეული მომსახურების სახეობა და რაოდენობა; თავშესაფრების საქმიანობის მონიტორინგის პერიოდული ანგარიში სტატუსი: უმეტესად შესრულებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი) საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ფონდის სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებები (თავშესაფრები): ბათუმის (დაარსდა 2006 წელს) და თბილისის (დაარსდა 2007 წელს). თავშესაფრების მიზანია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა და დახმარება. თავშესაფრებში ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ყოფნის ხანგრძლივობა არის 3 თვე, თუმცა ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლის/დაზარალებულის სურვილითა და ფონდის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე. თავშესაფარში მიიღებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლები/ დაზარალებულები განურჩევლად მათი რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, წარმოშობისა, დაბადების ადგილისა, საცხოვრებელი ადგილისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, რელიგიისა ან რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური მდგომარეობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა ან სხვა ნიშნისა. თავშესაფარი უზრუნველყოფს ბენეფიციართა მონაცემების კონფიდენციალურად დაცვას; თავშესაფარი ბენეფიციარებს და მათზე დამოკიდებულ პირ(ებ)ს უზრუნველყოფს შემდეგი სახის უფასო, 24–საათიანი, მომსახურებით: ა) ნორმალური არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით; 116 ბ) საკვებითა და ტანსაცმლით; გ) ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამებში მონაწილეობით; დ)არასრულწლოვანი ბენეფიციართათვის ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობით; ე)ყველა იმ ღონისძიებით, რომელიც ემსახურება ბენეფიციარის სრულფასოვან განვითარებას; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებებით. თითოეული ბენეფიციარის მიმართ, რომელიც სარგებლობს თავშესაფრით, ადმინისტრაციის მიერ ხდება რეაბილიტაცია–რეინტეგრაციის ინდივიდუალური გეგმის შედგენა. რეაბილიტაცია–რეინტეგრაციის ინდივიდუალური გეგმა მოიცავს: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთან/დაზარალებულთან ინტერვიუირებას, რეაბილიტაცია– რეინტეგრაციის გეგმის შემუშავებას. ზემოაღნიშნული გეგმების ფარგლებში ხორციელდება გადაუდებელი საჭიროებების შეფასება (თავშესაფრის ადმინისტრაციის მიერ), სასურველი საჭიროებების შეფასება (ბენეფიციარის მონაწილეობით) და განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების დაფიქსირება. თავშესაფრებში მომსახურებები მორგებულია არასრულწლოვანთა მოთხოვნებს და სერვისების მიწოდება ხორციელდება მათი საჭიროებების გათვალისწინებით. ფონდის დირექტორის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული გეგმის მიხედვით (წელიწადში არანაკლებ ორჯერ) მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველო ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაწესებულებების (თავშესაფრები) საქმიანობის მონიტორინგს, რაც გამოიხატება თავშესაფრების ადგილზე შემოწმებაში. საანგარიშო პერიოდში (თბილისისა და ბათუმის თავშესაფრებში) განხორციელდა ერთი გეგმიური მონიტორინგი. 2016 წელს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა მიერ ფონდის თავშესაფრით და იქ არსებული მომსახურებებით სარგებლობის სტატისტიკა თავშესაფარი და იქ ბენეფიციარი არსებული მომსახურებები (თბილისი/ბათუმი) საერთო სრულწლოვანი არასრულწლოვანი მდედრ. მსხვერპლი/ მამრ. ჯამი დამოკიდებული დაზარალებული პირი 4 – – – 4 1 – – – 1 სამართლებრივი 4 – – – 4 სამედიცინო 1 – – – 1 1 – – – 1 დროებითი სადღეღამისო საცხოვრისი ფსიქოლოგიურ– სოციალური მომსახურების ორგანიზება/მიღება კომპენსაცია 117 ბენეფიციართა საერთო ჯამი – 4 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა მიერ ფონდის მომსახურებებით (გარდა თავშესაფრისა და იქ არსებული მომსახურებებით მოსარგებლე ბენეფიციარებისა) სარგებლობის სტატისტიკა ფონდის მომსახურებები ბენეფიციარი საერთ სრულწლოვ არასრულწლოვანი ანი მსხვერპლი/ დამოკიდებუ დაზარალებუ ლი ლი პირი ო ჯამი ფსიქოლოგიურ – – – – სამართლებრივი 2 – – 2 კონსულტაცია 2 – – 2 მომსახურების – – – – 1 – – 1 კონსულტაცია/დახმარება მსხვერპლისთვის/დაზარალებულ ისთვის სამართლებრივი სავარაუდო მსხვერპლისთვის სამედიცინო ორგანიზება/მიღება კომპენსაცია ბენეფიციართა საერთო ჯამი – 5 საქმიანობა 6.1.2.2: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება ნებაყოფლობით და უსაფრთხოდ და საქართველოში დაბრუნებულთა მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა ინდიკატორი: საკუთარი სურვილით მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებულ ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა რაოდენობა; სახელმწიფო სერვისები, რომლითაც ისარგებლეს საქართველოში დაბრუნებულმა ტრეფიკინგის მსხვერპლებმა/დაზარალებულებმა მსხვერპლთა/დაზარალებულთა რაოდენობა, რომლებსაც მიეცათ სპეციალური ბინადრობის ნებართვა სტატუსი: სრულად შესრულებული აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრეფიკინგის მსხვერპლების/დაზარალებულების საკუთარ სამშობლოში დეპორტაციას. 118 იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ტრეფიკინგის მუშაობით, დაზარალებული საქართველოს პირი კანონი საქართველოში „ადამიანით ლეგალურად ვაჭრობის ცხოვრებითა (ტრეფიკინგის) და თემაზე“ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე ტრეფიკინგის მსხვერპლისა და დაზარალებულისათვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოწმობის გაცემას. ბინადრობის ნებართვის მოწმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის ან სახელმწიფო ფონდის მიმართვის საფუძველზე. შედეგად, საანგარიშო პერიოდში (2016-2017 წწ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 5 სპეციალური ბინადრობის ნებართვა გასცა ტრეფიკინგის მსხვერპლზე/დაზარალებულებზე. გარდა ამისა, საქართველო ორგანიზაციასთან აქტიურად ტრეფიკინგის თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავიანთ სამშობლოში/მუდმივ საცხოვრებელ ადგილას უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების კუთხით. 2016-2017 წლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით 5 მსხვერპლი/დაზარალებული (3 უზბეკი და 2 უკრაინელი) დაბრუნდა თავის სამშობლოში. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო დაბრუნებას, ამ კუთხით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა დახმარება და დაცვა, რაც გულისხმობს მათ საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო დაბრუნებაში ხელშეწყობას, საქართველოში დასაბრუნებლად განკუთვნილი შესაბამისი დოკუმენტებით უზრუნველყოფასა და, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობას, რათა ტრეფიკინგის მსხვერპლი უზრუნველყოფილ იყოს დროებითი თავშესაფრით და სხვა შესაძლო შეღავათებით. ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია იგზავნება საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტები არ გამოვლენილა. იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა (მათ შორის არ არის აკრედიტებული საელჩო) საქართველოს მოქალაქეების უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას ახორციელებს უშუალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ტრეფიკინგის პრევენციის თვალსაზრისით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელს უწყობს/ავრცელებს ტრეფიკინგის, არალეგალური მიგრაციისა და ადამიანის ძირითად უფლებებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საინფორმაციო ბროშურებს. 2016 წელს თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა სამმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ და ერთმა საქართველოს მოქალაქემ, რომელთაგან ორს მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მინიჭებული ჰქონდა ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი, ხოლო ორ მათგანს ჰქონდა მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. ოთხივე მათგანმა ისარგებლა 24–საათიანი მომსახურებით 119 (ნორმალური არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით, დღის განმავლობაში ოთხჯერადი კვებით, ჰიგიენის საშუალებებით), 1 ტრეფიკინგის მსხვერპლი ფონდის ჩართულობით დაბრუნდა მშობლიურ ქვეყანაში (უზბეკეთი) მიმდინარე წლის 19 ივნისს. 2017 წელს თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა ათმა ბენეფიციარმა (აქედან ხუთი საქართველოს მოქალაქე და ხუთი უცხო ქვეყნის მოქალაქე), რომელთაგან ოთხ მათგანს მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მინიჭებული ჰქონდა ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი, ხოლო ექვს მათგანს ჰქონდა მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. ცხრა მათგანმა ისარგებლა 24–საათიანი მომსახურებით (ნორმალური არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით, დღის განმავლობაში ოთხჯერადი კვებით, ჰიგიენის საშუალებებით). განხორციელდა თავშესაფრების 3 ბენეფიციარის დაბრუნება თავიანთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, კერძოდ: 2 (დაზარალებული) დაბრუნდა უკრაინაში, ხოლო 1 (მსხვერპლი) დაბრუნდა უზბეკეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების თავიანთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში უსაფრთხოდ დაბრუნების პროცესში ჩართული იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). საქმიანობა 6.1.2.3: ეროვნული რეფერალური მექანიზმის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური საჭირეობების გათვალისწინებით რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის ინდივიდუალური გეგმების გადახედვა და გეგმის ფორმების დახვეწა ინდიკატორი: არსებული რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის ინდივიდუალური პროგრამების შეფასების ანგარიში და შემუშავებული რეკომენდაციები; თანამედროვე ტენდენციების საპასუხოდ დახვეწილი ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სარეაბილიტაციო/სარეინტეგრაციო პროგრამა სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს განახლდა რეინტეგრაციის და დაიხვეწა ინდივიდუალური თავშესაფრის ბენეფიციართა გეგმა რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის და რეაბილიტაცია- ინდივიდუალური გეგმის გადასინჯვა/შეფასების ფორმა. აღნიშნულ გეგმებში თავშესაფრის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ (იურისტი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, მედდა, ძიძა) განისაზღვრება ბენეფიციარების (დამოკიდებული პირების ჩათვლით) საჭიროებები (სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სოციალური პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა, ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაცია) და მათი შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები. 2017 წლის დეკემბერში ფონდმა უზრუნველყო ფონდის ბენეფიციარებთან სოციალური მუშაობის და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის/დახმარების შესახებ სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება და მათი ინტეგრირება შინაგანაწესებსა და რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის (შემთხვევის მართვის) გეგმებში. აღნიშნულის დანერგვა დაიწყო 2018 წლის პირველი თებერვლიდან. 120 ამოცანა 6.1.3: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის ეფექტური სისხლისამართლებრივი დევნა საქმიანობა 6.1.3.1: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების პროაქტიური გამოვლენა და ამ მიზნით შემოწმების ერთობლივი მობილური ჯგუფების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა ინდიკატორი: შემოწმების მობილური ჯგუფის მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და ტრეფიკინგის სავარაუდო ფაქტებზე წარმოებული გამოძიებების/სისხლისსამართლებრივი დევნის რაოდენობა. სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების პროქტიულად გამოვლენის მიზნით შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მობილური ჯგუფების მიერ შემოწმებული იქნა ტრეფიკინგის რისკ შემცველი 102 დაწესებულება და განხორციელდა რისკ ჯგუფს მიკუთვნებული 440 მოქალაქის გამოკითხვა მათ მიმართ შესაძლო განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენის მიზნით. სპეციალისტების ჯგუფის (Task Force) მიერ შემოწმდა 67 დაწესებულება და გამოკითხა 276 პირი. 2017 წელს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების პროქტიულად გამოვლენის მიზნით შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მობილური ჯგუფების მიერ შემოწმებული იქნა ტრეფიკინგის რისკ შემცველი 102 დაწესებულება და განხორციელდა რისკ ჯგუფს მიკუთვნებული 444 მოქალაქის გამოკითხვა, მათ მიმართ შესაძლო განხორციელებული ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენის მიზნით. გამოძიება დაიწყო 15 სისხლის სამართლის საქმეზე. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) დანაშაულის გამოვლენის მიზნით 24/7 ხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონტროლი და სისტემატიურად მიმდინარეობს თურქეთის რესპუბლიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან დეპორტირებულ მოქალაქეებთან გასაუბრება. 2016 წელს გამოკითხული იქნა 2336-ზე მეტი დეპორტირებული პირი. შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტს შორის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შემთხვევების გამოვლენის ხელშეწყობის შესახებ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შრომის პირობების 121 ინსპექტირების დეპარტამენტიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე მობილური ჯგუფის მიერ გამოიკითხა 89 პირი. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრეფიკინგით დაზარალებულ პირთა საქართველოში ლეგალურად ცხოვრება და მუშაობა, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს 2016 იუსტიციის წელს შს სამინისტროს სამინისტროს სსიპ შუამდგომლობის სერვისების საფუძველზე განვითარების სააგენტომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილ 2 უცხო ქვეყნის მოქალაქის სახელზე გასცა სპეციალური ბინადრობის მოწმობა. პროკურატურა ადამიანით მოვაჭრეების მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებს, პროაქტიულად ხორციელდება ტრეფიკინგის სავარაუდო მსხვერპლთა იდენტიფიცირება, ყველა შესაძლო ფაქტზე მყისიერად იწყება გამოძიება და ხორციელდება ეფექტიანი საპროკურორო ზედამხედველობა. 2016 წელს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 18 სისხლის სამართლის საქმეზე, აქედან 12 საქმეზე გამოძიება დაიწყო პროაქტიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად. 2016 წელს ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნა 1 პირი, დაზარალებულად ცნობილი იქნა 2 პირი, ხოლო სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი იქნა 4 პირი. 2017 წელს გამოძიება დაიწყო 21 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4 ტრეფიკიორის მიმართ. საქმიანობა 6.1.3.2: სპეციალისტების ჯგუფის (Task Force) წევრების მონაწილეობა ტრეფიკინგის რისკის შემცველი ადგილების შემოწმებისა და პოლიციური კონტროლის განხორციელებისას ინდიკატორი: სპეციალისტების ჯგუფის წევრების მონაწილეობით განხორციელებული პოლიციური კონტროლის და შემოწმებული დაწესებულებების/ადგილებისა და გამოკითხულ პირთა რაოდენობა; გამოვლენილი სავარაუდო ტრეფიკინგის ფაქტების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული სპეციალისტების ჯგუფის (Task Force) მიერ 2016 წელში შემოწმდა ტრეფიკინგის რისკ შემცველი 67 დაწესებულება და გამოკითხა 276 პირი. შემოწმების და გამოკითხვის საფუძველზე განხორციელდა შემდეგი მოქმედებები: დადგინდა აქვს თუ არა გამოკითხულ პირებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, შეუძლიათ თუ არა თავისუფლად გადაადგილება, იღებენ თუ არა სრულად გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებას, მუშაობენ თუ არა ნებაყოფლობით, ხორციელდება თუ არა მათზე რაიმე სახის ზეწოლა, იძულება ან/და მუქარა. დამატებით, სპეციალისტთა ჯგუფის მიერ მუდმივად მიმდინარეობს იმ პირებისა და ორგანიზაციების შესწავლა, რომლებიც ეწევიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას, როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 122 2016 წლის იანვრის თვიდან სპეციალისტთა ჯგუფის მიერ პროაქტიულად გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა და ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 20 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 16 საქმეში გამოიკვეთა სექსუალური ექსპლუატაციის, 3 საქმეში - შრომითი ექსპლუატაციის, ხოლო 1 საქმეში არასრულწლოვანთა ყიდვა-გაყიდვის ელემენტები. სპეციალისტების ჯგუფის (Task Force) წევრები პერმანენტულად ახორციელებენ რისკის შემცველი ობიექტების შემოწმებას და დასაქმებულებთან გასაუბრებას. 2017 წელს სპეციალისტების ჯგუფის (Task Force) მიერ შემოწმდა 80 დაწესებულება და გამოიკითხა 340 პირი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სარფის გამშვებ პუნქტებზე მობილური ჯგუფის წარმომადგენლები აწარმოებენ დეპორტირებულთა გამოკითხვას ტრეფიკინგის შემთხვევების და მსხვერპლების პროაქტიულად გამოვლენის მიზნით. ამოცანა 6.1.4: ტრეფიკინგის საქმეებზე მომუშავე პირთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა საქმიანობა 6.1.4.1: სამართალდამცავთა კვალიფიკაციის ამაღლება შესაბამისი ტრენინგების გზით ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგებისა და გადამზადებულ სამართალდამცავთა რაოდენობა ჩატარებული ტრენინგების თემატიკა სტატუსი: სრულად შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტრეფიკინგთან დაკავშირებული საკითხები იკითხება შემდეგ პროგრამებზე: 1. უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 2. პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 3. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი; 4. მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 5. დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 6. სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. საგანი „ტრეფიკინგი“ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცა:  ტრეფიკინგის განმარტება;  ტრეფიკინგის პრობლემები საქართველოში;  ტრეფიკინგის გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი ფაქტორები; 123  ტრეფიკინგში მსხვერპლის ჩათრევის გზები;  ექსპლუატაციის ნიშნები;  საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა;  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) დანაშაულის პრევენცია;  ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეფერალური მექანიზმები. 2016 წლის განმავლობაში ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადამზადება გაიარა 604 მსმენელმა, ხოლო 2017 წელს 161 მსმენელმა. 2016-2017 წლების განმავლობაში ორგანიზებული დანაშაულისა და ტრეფიკინგის საკითხებზე შს სამინისტროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს არაერთ ტრენინგშსა და სემინარში, რა დროსაც ჯამში გადამზადდა 60-მდე თანამშრომელი. საქმიანობა 6.1.4.2: შრომის პირობების ინსპექტირების განმახორციელებელ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების გამოვლენის მიზნით ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგებისა და გადამზადებულ პირთა რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის 7 მარტს საქართველოს მთავრობის N112 დადგენილებით დამტკიცდა „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი“. ზედამხედველობის მიზანია იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. ზედამხედველობის ამოცანაა იძულებითი შრომისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის ზედამხედველობის წესის შესაბამისად, მექანიზმების ეფექტიანობის შრომითი გაძლიერება. დამტკიცდა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების 2016 წლის გეგმა, რომლითაც განისაზღვრა ის კომპანიები, სადაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორები 2016 წლის განმავლობაში განახორციელებენ გეგმიურ ზედამხედველობას. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ, მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების შესაბამისად განხორციელდა სახელმწიფო ზედამხედველობა 41 კომპანიაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გეგმაგრაფიკის შესაბამისად, ხოლო 2 კომპანიაში განხორციელდა არაგეგმიური შემოწმება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მიმდინარე წლის 24 მაისს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შრომის ინსპექტორებისთვის ჩაატარა ტრეინინგი თემაზე „იძულებითი შრომა და ადამიანით ვაჭრობა.“ საქმიანობა 6.1.4.3: სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება არასრულწლოვანთა, მათ შორის ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვთა, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტების გამოვლენის ხელშეწყობის მიზნით. 124 ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგებისა და გადამზადებულ პირთა ჩატარებული ტრენინგების თემატიკა. რაოდენობა; სტატუსი: უმეტესად შესრულებული სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2016 წელს ჩატარდა ტრენინგი 19 უფროსი სოციალური მუშაკისთვის (ოჯახში ძალადობა) დ ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული 226 და 7 სხვადასხვა ორგანიზაციის სოციალური მუშაკისთვის. ამოცანა 6.1.5: ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება საქმიანობა 6.1.5.1: სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის გაღრმავება სამოქალაქო საზოგადოებასთან (არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა) ინდიკატორი: ერთობლივად განხორციელებული პროექტები სტატუსი: სრულად შესრულებული ფონდს თანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული და მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ა(ა)იპ ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი, ა(ა)იპ კავშირი „ქალები მომავლისათვის“, ა(ა)იპ ქალთა საინფორმაციო ცენტრთან, ა(ა)იპ „საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომასთან“. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და სამთავრობო უწყებები მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც კვალიფიკაციის ასამაღლებელი აქტივობების ორგანიზების, ასევე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, როგორც ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წამყვანმა უწყებამ, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) ერთად საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომელთათვის მიმდინარე წლის 22-23 ივნისს განახორციელა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები ადამიანით (ვაჭრობის) ტრეფიკინგის თემაზე. აღნიშნული ტრენინგი განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სსიპ ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსთან თანამშრომლობით. ტრენინგში ჩართული იყო 30 მონაწილე. 2017 წლის 27 აპრილს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) პარტნიორობით ტრეფიკინგის თემაზე 125 ტრენინგი გაიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის (სულ 30 მონაწილე). ტრენინგისთვის მოწვეული იყო ორი უცხოელი ექსპერტი ICMPD-დან და ავსტრიიდან. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის 16-17 და 24-25 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მოეწყო გასვლითი შეხვედრები ბორჯომსა და ყვარელში. გასვლითი შეხვედრების მიზანი იყო სახელმწიფო საზღვარზე მომუშავე პერსონალისთვის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და სამართალდამცავებისთვის 2014 წელს შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების განახლება. ორივე დოკუმენტი ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საბჭომ დაამტკიცა 2017 წლის 19 დეკემბერს გამართული საბჭოს სხდომაზე. გარდა ამისა, 2017 წლის 21 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ხელმძვანელობით, ტრეფიკინგთან ბრძოლის საბჭოს ინიციატივითა და ICMPD-სთან და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობით სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა/დისკუსია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე. ღონისძიების მიზანი იყო ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწევების განხილვა, ასევე, სამინისტროს 2016 წლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიუსაფარ ბავშვებზე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია და ტრეფიკინგის კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევების განხილვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ტრეფიკინგის საბჭოს წევრი სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის, საელჩოსა და იუსტიციის სამინსიტროს საგრანტო პროგრამებში ამერიკის გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2017 წლის 9 ოქტომბერს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივი შეხვედრა გაიმართა ქ. ბათუმში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისა და მოსამართლეებისთვის. შეხვედრის მიზანი იყო ტრეფიკინგის კუთხით არსებული გამოწვევების განხილვა. ამასთან, როგორც საქართველოში ზემოთ მიგრაციის თანამშრომლობით უკვე აღინიშნა, საერთაშორისო საქართველოს მასშტაბით საქართველოს იუსტიციის ორგანიზაციის მუდმივად სამინისტრო მისიასთან აქტიური ახორციელებს ერთობლივ საინფორმაციო შეხვედრებს ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით. გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაში. სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრო ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს. როგორც ზევით აღინიშნა 2016 წელს იუსტიციის სამინისტრომ ორ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გასცა გრანტი 54000 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წელს - ერთ არასამთავრობო 126 ორგანიზაციაზე 25000 ლარის ოდენობით. საგრანტო კონკურსების მიზანი იყო მიუსაფარ ბავშვებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პრევენცია. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის 2016 წლის ანგარიშში და ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფმა (GRETA) საქართველოს მეორე რაუნდის შეფასებაში დადებითად შეაფასა საგრანტო კონკურსების პრაქტიკა. საანგარიშო პერიოდში ტრეფიკინგთან ბრძოლის საკითხზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით შემდეგი შეხვედრები გაიმართა:  2016 წლის თებერვალში ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, დუბრავკა სიმონოვიჩმა, შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და მინისტრის მოადგილესთან. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის ფარგლებში სახელმწიფოს პოლიტიკა იყო. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სუროგაციის თემასა და აღნიშნულ სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმას;  2016 წლის აპრილში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ბავშვებით ვაჭრობისა და ბავშვთა პორნოგრაფია-პროსტიტუციის საკითხებში - მო დე ბოერ - ბუკიკიომ, შეხვედრა გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, მინისტრის მოადგილესა და ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლებთან. საუბრის მთავარი თემა ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები იყო;  2016 წლის 20 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოევროკავშირის დიალოგის მეცხრე რაუნდი გაიმართა, რომელზეც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები შეფასდა. ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა საქართველოს მიერ ტრეფიკინგის, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის, წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები იყო.  2016 წლის 8–9 მარტს, ჯორჯ მარშალის სახელობის უშიშროების სწავლებათა ევროპული ცენტრის (GCMC) ორგანიზებით გაიმართა სემინარი - „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული", რომელსაც დაესწრო შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 წარმომადგენელი. ამავე ღონისძიებაზე იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მოხსენება გააკეთა ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე.  2017 წლის 31 ივლისს - 4 აგვისტოს საქართველომ უმასპინძლა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის წარმომადგენლებს, რომლებმაც ადგილზე შეისწავლეს საქართველოს ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა და ეროვნული რეფერალური მექანიზმი. აღნიშნულის შედეგად ეუთომ საქართველოს მოდელი ერთ-ერთ სანიმუშო რეფერალურ მექანიზმად მიიჩნია და გადაწყვიტა მისი ასახვა ტრეფიკინგთან ბრძოლის ეროვნული რეფერალური მექანიზმების საუკეთესო პრაქტიკის ამსახველ სახელმძღვანელო დოკუმენტში, რომელიც შემუშავებულ იქნა 2004 წელს. სახელმძღვანელოს განახლების პროცესში სპეციალური მოწვევით ასევე მონაწილეობს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა. 127 საქმიანობა 6.1.5.2: პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოების, შესაბამის გაღრმავება/მოლაპარაკებების უწყებებთან დაწყება, მათ შორის, თანამშრომლობის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ინდიკატორი: სამთავრობოთაშორისო შეხვედრების რაოდენობა; ხელშეკრულებების/ერთობლივი განცხადებების რაოდენობა გაფორმებული სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვადასხვა ქვეყნებთან ისეთ მნიშვნელოვან სფეროში თანამშრომლობას, როგორიცაა სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შსს მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნებთან ზემოთხსენებულ საკითხებზე შეთანხმების გაფორმების მიზნით. 2016 წლის განმავლობაში ხელი მოეწერა შემდეგ შეთანხმებებს:  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ–ფპალცის (გერმანია) შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განზრახვის თაობაზე ერთობლივი განცხადება;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბადენ–ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, გაციფროვნებისა და მიგრაციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჰესენის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის სამინისტროს შორის განზრახვის თაობაზე ერთობლივი განცხადება;  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი განცხადება;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ განცხადება. 2011 წელს „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლისა და 2011 წლის 17 ივნისის პრეზიდენტის ბრძანებულების ხელმოწერის დღიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული შეთანხმების განხორციელების საკითხებზე მუშაობაში. შსს წარმომადგენლები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებენ როგორც შეთანხმების, ასევე მისი საიმპლემენტაციო ოქმების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებაში. საიმპლემენტაციო 128 ოქმი განსაზღვრავს შეთანხმების საიმპლემენტაციო დებულებებს და არეგულირებს კონკრეტულად 2 ქვეყანას შორის თანამშრომლობის დეტალებს. საიმპლემენტაციო ოქმი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ 2010 წლის 22 ნოემბრის შეთანხმების განხორციელების შესახებ, მოეწერა ხელი გერმანიაში 2016 წლის 4 აპრილს, რომელიც ძალაშია 2016 წლის 8 ივლისიდან ; 2016 წლის 07 აპრილს შემფასებელ შეხვედრა გაიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მისიასთან, რომლებმაც შეაფასეს ტრეფიკინგის კანონში ინსპექციასთან დაკავშირებული ცვლილებები და განხორციელებული საქმიანობა; 2016 წლის 09 თებერვალს რეადმისიის, ტრეფიკინგის და მიგრაციის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების მიზნით შეხვედრა გაიმართა საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ თურქეთის დელეგაციასთან. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 2017 წელს გაფორმდა სამი მემორანდუმი - ხარკოვის შინაგან საქმეთა ეროვნულ უნივერსიტეტთან, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერებათა აკადემიასთან და ლვოვის შინაგან საქმეთა სახელმწიფო უნივერსიტეტთან. აგრეთვე, ხელი მოეწერა სამოქმედო გეგმას სომხეთთან და ბელორუსთან. 2017 წლის აპრილში ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას. შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, ევროპოლთან და მისი მეშვეობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხის საშუალებით გაცვალოს დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია და პერსონალური მონაცემები. 2017 წელს ასევე, ხელმოწერილი იქნა არაერთი მნიშვნელოვანი ურთიერთგაგების მემორანდუმი, შეთანხმება და ერთობლივი განცხადება. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული პარტნიორი ქვეყნების, განსაკუთრებით, საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოების, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა თუ მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით. 2016-2017 წლებში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით ადამიანით ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით გაიმართა სამთავრობოთაშორისი წარმომადგენლებთან: თურქეთის, შეხვედრები მათ შორის, საფრანგეთი, ლატვიის, შემდეგი სომხეთის, ქვეყნების მოლდოვის, აზერბაიჯანის, პოლონეთის. სტატისტიკური ინფორმაცია: საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 11 8 3 0 129 შეუსრულებელი 0 7. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მიზანი: 7.1. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ამოცანა: 7.1.1. საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და მისი ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან საქმიანობა: 7.1.1.1 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა ნორმატიულ აქტებში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და მათი პრაქტიკაში იმპლემენტაციის ხელშეწყობა ევროპის კავშირის 2008 წლის 27 ნოემბრის ჩარჩო გადაწყვეტილების (2008/977/JHA) იმპლემენტაციის მიზნით ინდიკატორი: ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები ევროპის კავშირის 2008 წლის 27 ნოემბრის ჩარჩო გადაწყვეტილებასთან (2008/977/JHA) შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით; ევროკავშირის ექსპერტების მიერ მათი დადებითი შეფასება სტატუსი: სრულად შესრულებული მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის ექსპერტიზაც განხორციელდა 2016 წლის იანვარ-მარტში ევროპის საბჭოს დახმარებით. თუმცა, ევროკავშირში განხორციელებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, 2016 წლის 27 აპრილს მიღებულ იქნა დირექტივა 2016/680 „კომპეტენტური ორგანოების მიერ დანაშაულის პრევენციის, გამოძიების, დადგენის, სისხლისსამართლებრივი დევნის, ან სასჯელის აღსრულების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ფიზიკურ პირთა დაცვისა და ასეთი მონაცემების თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ (ე.წ. „პოლიციის დირექტივა“), რომელიც ანაცვლებს 2008 წლის 27 ნოემბრის ჩარჩო გადაწყვეტილებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით, მიზანშეწონილია განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნული დირექტივის და არა ჩარჩო გადაწყვეტილების დანერგვის მიზნით. ინსპექტორის აპარატი უკვე მუშაობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე. მოცემული ეტაპისთვის მომზადებულია ევროპული რეგულაციებისა და ქართული კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი. აგრეთვე, გაიმართა რამდენიმე შეხვედრა საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან საკანონმდებლო ხარვეზებისა და სავარაუდო ცვლილებების განხილვის მიზნით. საქმიანობა: 7.1.1.2 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მიზნით კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და დამტკიცება ინდიკატორი: ყველა უწყებას მიღებული აქვს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მიზნით კანონქვემდებარე აქტები; საჯარო დაწესებულებების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის შესახებ მიღებული კანონქვემდებარე აქტებისა და შიდა რეგულაციების დამტკიცება და მათი რაოდენობრივი მაჩვენებელი; სტატუსი: სრულად შესრულებული 130 2016-2017 მიღებულ იქნა ან/და დაიხვეწა კანონქვემდებარე აქტები, რაც უკავშირდებოდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და დაცვას. 2017 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ აპარატთან კონსულტაციის გავლის შემდგომ განახორციელა ცვლილებები „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტროს 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების უფლებამოსილ მესამე პირ(ებ)ზე გაცემის წესი. გარდა ამისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით არაერთ აქტზე გაიცა შენიშვნები და რეკომენდაციები. მათ შორის, აპარატმა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის თხოვნით შეისწავლა და რეკომენდაციები გასცა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე. აგრეთვე, მომზადდა შესაბამისი შენიშვნები და რეკომენდაციები მგზავრის სახელის ჩანაწერის („PNR“) დირექტივის იმპლემენტაციის მიზნით შემუშავებული მთავრობის დადგენლების პროექტზე „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. რეკომენდაციები ასევე მომზადდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტზე „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. გაიცა მოსაზრებები „სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების პროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება 2016 წლის მონაცემებს, ინსპექტორის აპარატის მიერ გაწეული კონსულტაციების შედეგად დაიხვეწა რიგი კანონქვემდებარე და საკანონმდებლო აქტებისა, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონებისა და მიგრაციის ერთიან მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სხვა უწყებებს შორის გასაფორმებელი მემორანდუმის პროექტები. 2016 წელსვე ინსპექტორის აპარატმა რეკომენდაციებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს - დნმ მონაცემების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით; ქალაქ თბილისის მერიას - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით ვიდეომონიტორინგის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, დამუშავების, წაშლისა და განადგურების ინსტრუქციის თაობაზე; ჯანდაცვის სამინისტროს - ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესთან დაკავშირებით; საქართველოს უზენაეს სასამართლოს 131 - ,,სასამართლო აქტების გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წესის შესახებ; საქართველოს მთავრობის უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციას წესრიგის დაცვის - „საჯარო მიზნით სივრცეში საზოგადოებრივი ვიდეომეთვალყურეობის კამერების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესახებ; საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო „მეორე ჯგუფს საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანების პროექტის თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდის აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის შესახებ“ და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადების შესახებ“ ბრძანებების პროექტებთან დაკავშირებით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და კანონის პროექტთან დაკავშირებით; პრობაციის სამინისტროს „საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებისათვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრების ერთობლივი ბრძანების პროექტთან დაკავშირებით. 2013 წლის მაისიდან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დამტკიცებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პოლიტიკა. კერძოდ, სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 13 მაისის N206/ს ბრძანებით დამტკიცდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების დაცვისთვის გასატარებელი ღონისძიებებიდან ერთ-ერთ ნაბიჯს, რომლის მიზანია სააგენტოში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის დანერგვისა და მისი სრულფასოვანი დაცვის ხელშეწყობა. პოლიტიკის დოკუმენტის ამოცანებია:  პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხისადმი სააგენტოს ხედვისა და მიდგომების დეკლარირება;  „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებისა და ზოგიერთი დებულების განმარტება და კონკრეტული ამოცანების სახით ჩამოყალიბება;  სააგენტოს თანამშრომელთა მიერ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხის მნიშვნელობისა და მისადმი სააგენტოს მიდგომების სწორად და ერთგვაროვნად აღქმის ხელშეწყობა. 132 პოლიტიკის დოკუმენტის მიზანს არ წარმოადგენს სააგენტოს სისტემაში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხის სრული რეგლამენტაცია და თემატური სახელმძღვანელო ინსტრუქციების როლის შესრულება. შემუშავების ეტაპზეა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის პროექტი, რომლის მიზანია პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხისადმი სამინისტროს ხედვის დეკლარირება, სამინისტროს თანამშრომელთა მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხის მნიშვნელობისა და მისდამი სამინისტროს მიდგომების სწორად და ერთგვაროვანი აღქმის ხელშეწყობა. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო სამინისტროში ინფორმაციის შემუშავდა ხელმისაწვდომობის „საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 20 აპრილის N335 ბრძანება, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის სტანდარტის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის N27 ბრძანება. საქმიანობა 7.1.1.3 პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა ინდიკატორი: ყველა მითითებულ უწყებაში დანიშნულია პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი პირი სტატუსი: სრულად შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ჯგუფი, რომელსაც განესაზღვრა ისეთი უფლებამოსილებანი, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, არსებული სტანდარტებისა და რისკების შესწავლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და მისი მიწოდება სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა. 2013 წლის მაისიდან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დანიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სააგენტოს თავმჯდომარეს. ასევე 2017 წლის 14 თებერვლიდან სააგენტოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულების გაძლიერების მიზნით, ოფიცერს დაენიშნა მრჩეველი. 2016 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული - პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება, განყოფილების კომპეტენციაში შედის სამინისტროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, 133 არსებული სისუსტეებისა და რისკების შესწავლა, პერსონალური მონაცემების დაცვასღაბ დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება, ტრენინგების ინიცირება და სხვა. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურაში გამოყოფილია თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი გამოყოფილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროშიც. საქმიანობა: 7.1.1.4 თითოეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით ფაილური სისტემის კატალოგისა და ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრის წარმოება ინდიკატორი: თითოეული უწყების მიერ შექმნილია ფაილური სისტემის კატალოგი და გაგზავნილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს აწარმოებს ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრს. სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წელს ინსპექტორის აპარატში შევიდა 1378 ფაილურ სისტემათა კატალოგი. კვარტლების მიხედვით, აღნიშნული მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: I კვარტალი 639 II კვარტალი 195 III კვარტალი 210 IV კვარტალი 334 გარდა ამისა, 2014-2016 წლებში, ინსპექტორის აპარატში შევიდა 6435 ფაილურ სისტემათა კატალოგი. 2016 წლის აპრილიდან ინსპექტორის აპარატმა დაიწყო ფაილურ სისტემათა კატალოგების წარმოება თვეების მიხედვით (აპრილი - 159, მაისი - 161, ივნისი - 333, ივლისი 154, აგვისტო - 232, სექტემბერი - 36, ოქტომბერი - 36, ნოემბერი - 64, დეკემბერი - 75). შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდა სამინისტროში არსებული ყველა ფაილური სისტემის კატალოგის შემუშავება და მისი ატვირთვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ სპეციალურად ამ მიზნით შემუშავებულ ვებ გვერდზე: https://catalog.pdp.ge/ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილია ფაილური სისტემის კატალოგი და გაგზავნილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან. აღნიშნული ვალდებულება 2014 წლიდან სრულდება. საანგარიშო პერიოდში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, ბიზნეს პროცესების ცვლილებების განხორციელდა ფაილურ სისტემათა კატალოგების განახლება. 134 შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა თანახმად, დამუშავებულ იქნა შესაბამის დაწესებულებაში არსებული პერსონალური მონაცემები. მოხდა აღნიშნული ინფორმაციის სისტემატიზაცია და მათი ასახვა ფაილურ სისტემურ კატალოგში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისათვის როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით იქნა მიწოდებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებული ფაილური სისტემების შესახებ ინფორმაცია 2016 წელს სრულად იქნა მიწოდებული საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის აპარატისათვის, რომლის მხრიდანაც აღნიშნული განთავსებულ იქნა ფაილური კატალოგების ელექტრონულ სისტემაში, აღნიშნული ინფორმაციის განახლება ხდება საჭიროების მიხედვით. ამოცანა: 7.1.2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ეფექტური იმპლემენტაცია საჯარო და კერძო სექტორში საქმიანობა: 7.1.2.1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ოფიციალური კომენტარების მომზადება და გამოქვეყნება ინდიკატორი: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის კომენტარების გამოქვეყნება სტატუსი: უმეტესად შესრულებული ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს დონეზე ამჟამად მიმდინარეობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს განახლება. „პერსონალური მონაცემების ავტომატური გზით დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენცია მოდერნიზების პროცესშია; ხოლო ევროკავშირის ახალი რეგულაცია მონაცემთა დაცვის შესახებ ძალაში შედის 2018 წლის მაისში. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის განახლებულ ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოებლად, იგეგმება არსებითი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის ოფიციალური კომენტარების მომზადება მიზანშეწონილია საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ. ინსპექტორის აპარატმა უკვე დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. 2017 წელს მომზადდა ევროპული რეგულაციებისა და ქართული კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი მატრიცის სახით. აგრეთვე, გაიმართა შეხვედრები საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან საკანონმდებლო ხარვეზებისა და სავარაუდო ცვლილებების განხილვის მიზნით. საქმიანობა: 7.1.2.2. პერსონალურ მონაცემთა სახელმძღვანელოებისა და რეკომენდაციების შემუშავება 135 დაცვასთან დაკავშირებით ინდიკატორი: პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით სახელმძღვანელოსა და რეკომენდაციის შემუშავება სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წელს ინსპექტორის აპარატმა შეიმუშავა რეკომენდაცია სკოლებში მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. ამავე პერიოდში შემუშავდა რეკომენდაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. რამდენადაც საქართველოში დამწყები ბიზნესის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება. ინსპექტორის აპარატმა შეიმუშავა პერსონალურ მონაცემთა დაცვის გზამკვლევი დამწყები ბიზნესისა და მეწარმეებისთვის. აღნიშნული გზამკვლევი დამწყებ ბიზნესს აწვდის პრაქტიკულ რჩევებს და ინფორმაციას მონაცემთა კანონიერი დამუშავების, მონაცემთა უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. გარდა ამისა, ინსპექტორის აპარატის მიერ შემუშავებულია რეკომენდაცია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. საქმიანობა: 7.1.2.3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქალაქეთა განაცხადების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ინდიკატორი: შემოსული განცხადებების რაოდენობა; მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე ინსპექტორის მიერ გატარებული ღონისძიებები სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წლის განმავლობაში ინსპექტორის აპარატში შემოვიდა სულ 240 განცხადება და შეტყობინება. განცხადებების თემატიკა ფართოა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პირდაპირი მარკეტინგი, მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა, მონაცემებზე წვდომის კანონიერება, აუდიო/ვიდეოთვალთვალის კანონიერება, მონაცემთა გასაჯაროება, სამართალდამცავი ორგანოების მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერება და სხვა. განცხადებების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სამართალდარღვევის 147 ფაქტი. რაც შეეხება ინსპექტორის მიერ გატარებულ შესაბამის ღონისძიებებს, გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად 13 შემთხვევაში სამართალდამრღვევს მიეცა გაფრთხილება, 82 შემთხვევაში ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 52 შემთხვევაში ვერ მოხდა პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდარღვევის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. 2016 წელს აპარატმა განიხილა 216 განცხადება. საქმიანობა: 7.1.2.4. საჯარო და კერძო სექტორის მონაცემთა დამმუშავებლების ინსპექტირება მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების მიზნით 136 ინდიკატორი: წინა წელთან შედარებით საჯარო და კერძო ორგანიზაციებში ჩატარებული ინსპექტირებების გაზრდა 10%-ით. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა და ინსპექტორის მიერ გატარებული ღონისძიებები სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წლის განმავლობაში ინსპექტორის აპარატმა განახორციელა 106 ინსპექტირება 114 ორგანიზაციის მიმართ. ინსპექტირების ფარგლებში შემოწმდა 22 საჯარო დაწესებულება და 92 კერძო ორგანიზაცია. 2016 წელთან შედარებით ჩატარებული ინსპექტირებების რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით 20%-ით. ინსპექტირებების შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევის 127 ფაქტი. აქედან, ჯარიმის დაკისრება მოხდა 63 შემთხვევაში, ხოლო 40 შემთხვევაში ორგანიზაციებს მიეცათ გაფრთხილება. გაიცა 200-ზე მეტი დავალება/რეკომენდაცია; 24 შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ვერ მოხდა სანქციის გამოყენება. 2016 წელს ჩატარდა 87 ინსპექტირება, შემოწმდა 49 კერძო და 38 საჯარო ორგანიზაცია. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სამართალდარღვევის 195 ფაქტი, ძირითადად პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევის, მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესის დარღვევის, აუდიო/ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის და სხვა საფუძველზე. საქმიანობა: 7.1.2.5. პირებისათვის საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, ასევე ფიზიკური კონსულტაციების გაწევა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინდიკატორი: შემოსული მომართვებისა და გაწეული კონსულტაციების თანაფარდობა სტატუსი: სრულად შესრულებული კონსულტაციების რაოდენობაც, მსგავსად მოქალაქეთა განცხადებებისა და ინსპექტირებისა, მზარდია. აპარატის მიერ 2017 წელს საჯარო დაწესებულებებისთვის, კერძო ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისათვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობაა 4,801. აქედან 2,385 კონსულტაცია გაიცა ფიზიკურ პირებზე, 1,536 - კერძო ორგანიზაციებზე, 880 კონსულტაცია კი - საჯარო დაწესებულებებზე. აღსანიშნავია, რომ თითქმის გაორმაგებულია ფიზიკურ პირთა მიერ კონსულტაციის მისაღებად მომართვების რაოდენობა, აგრეთვე გაზრდილია კერძო და საჯარო ორგანიზაციების მომართვიანობა. კონსულტაციების თემატიკა ფართოა და მოიცავს მონაცემთა უსაფრთხოებასთან, მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან, ფაილურ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს, პირდაპირ მარკეტინგს და ა.შ. შედარებისთვის, 2016 წელს გაწეული კონულტაციების რაოდენობამ შეადგინა 3,840. საქმიანობა: 7.1.2.6. შესაბამისი საჯარო მოხელეებისთვის, მოსამართლეებისთვის ასევე კერძო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებისა და დაცვის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება 137 ინდიკატორი: 40 ტრენინგის ჩატარება, საჯარო და კერძო ორგანიზაციების სულ მცირე 700 წარმომადგენლის სწავლება სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წლის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით ჩატარდა 40 საგანმანათლებლო ღონისძიება. საერთო ჯამში, აღნიშნულ ღონისძიებებს დაესწრო 1000-ზე მეტი პირი. ტრენინგებსა და შეხვედრებს ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის, სასაზღვრო პოლიციის და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები. აგრეთვე, ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა ტრენინგი მოსამართლეებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თემებზე. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატიკა ასახულია სასწავლო ცენტრში არსებულ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების, სერთიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების პროგრამებში. აღნიშნული პროგრამების მიხედვით, 2016 წელს მომზადება/გადამზადება გაიარა 1962-მა მოსამსახურემ.(moc) შედარებისთვის, 2016 წლის პირველ ნახევარში პერსონალურ მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა 25 ტრენინგი, რომელშიც საჯარო და და კერძო სექტორის 807 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტრენინგებში მონაწილეობდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის, თბილისის მერიის, რეგიონული მედიის და სხვა დაწესებულებების წარმომადგენლები. ტრენინგები შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, მონაცემთა დამუშავების საფუძვლებს, მათ შორის, სპეციალურ რეგულაციებს, როგორიცაა ვიდეო თვალთვალი და ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება; მონაცემთა სუბიექტის უფლებებს; მონაცემთა დამმუშავებლის სამართლებრივ მექანიზმებს; ვალდებულებებს; პერსონალურ პერსონალურ მონაცემების მონაცემთა დაცვასა და დაცვის ინფორმაციის საჯაროობას შორის ბალანსსა და ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას. 2015 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ტრენინგების ციკლი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. სწავლება ხორციელდებოდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის – „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი. 2016 წელს ტრეინინგები ჩატარდა რამდენიმე ეტაპად და გადამზადდა შსს-ს ყველა დანაყოფის შესაბამისი თანამშრომელი. სწავლებას უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი. ტრენინგზე განიხილეს მონაცემთა დამუშავების და სამართლებრივი საფუძვლების, მონაცემთა სუბიექტის უფლებების, მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის, საჯარო ინფორმაციის 138 გაცემისას პერსონალური მონაცემების დაცვის, ფაილური სისტემების, მონაცემთა შენახვის ვადების და სხვა საკითხები. = 2016 წელს გაიმართა შემაჯამებელი ტრეინინგი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა 27 თანამშრომელი. ტრეინინგი ასევე მოიცავდა TOT კომპონენტს. ამავე წელს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, ქართველი ტრენერის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციფიკისა და მაგალითების გათვალისწინებით, ტრენინგები ჩატარდა 4 თვის (2016 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით) განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ტრენინგი ჩაუტარდათ აჭარა-გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა და ქვემო ქართლის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიული სამსახურებისა და საზოგადოებრივი ცენტრების, ასევე ქ. თბილისის სამსახურებისა და ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს. საერთო ჯამში, 268 თანამშრომელს ჩაუტარდა 11 ტრენინგი. ტრენინგები მიზნად ისახავდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერებას და მის ერთერთ მთავარ ასპექტს წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპებისა და საფუძვლების დაცვის, მონაცემთა დამუშავების მიზნობრიობისა და კანონიერების მნიშვნელობის ხაზგასმა ადამიანის უფლებების და თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის თვალსაზრისით. ტრენინგების მიმდინარეობისას დეტალურად იქნა განხილული ის წესები და პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფენ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობის დაცვას. 2016 წლის ოქტომბრიდან სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე მომზადდა მოდული და იუსტიციის სასწავლო ცენტრის კლინიკის მონაწილე 7 ტრენერი გადამზადდა UNDP-ის დაფინანსებით ორგანიზებულ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კვირეულის ფარგლებში. ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით 28 და 29 ოქტომბერს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი „საჯარო ინფორმაცია და პერსონალურ მონაცემთა დაცვა“. ტრენინგს იუსტიციის სამინისტროს 19 თანამშრომელი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის პროგრამა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით შეიქმნა, ხოლო ტრენერები სპეციალურად გადამზადდნენ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის" ხელშეწყობით. გარდა ამისა, 2017 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახსრებით ახლადმოსულ 238 თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით. ტრენინგის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ შევსებული ანალიზის შეფასების ფორმების საფუძველზე ახალმოსულ თანამშრომელთა ცოდნა გაზრდილია 29%-ით. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხები ისწავლება საგანში: „ადამიანის უფლებები და პოლიცია“ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე: 139  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  საქართველოს პოლიციის შინაგან საქმეთა დეპარტამენტში კანდიდატთა და გადამზადების სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური ტერიტორიულ ორგანოებში დაწინაურების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  წვევამდელების სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსი;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული დეპარტამენტში მოსამსახურეთა თანამდებობრივი საგანმანათლებლო პროგრამა;  საპატრულო პოლიციის დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი. აღნიშნულ თემატიკაზე 2016 წელს სწავლება გაიარა 846 მსმენელმა. პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხები კი ისწავლება საგანში „პერსონალური მონაცემები“, რომელიც იკითხება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  მესაზღვრე-კონტროლიორთა მომზადების სპეციალური პროფესიული იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება- საგანმანათლებლო პროგრამა;  დროებითი მოთავსების გადამზადების სასწავლო კურსი 2016 წელს აღნიშნული პროგრამები გაიარა 598 მსმენელმა. სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში მოდული „პერსონალური მონაცემების დაცვა“ გაწერილია ორი გრძელვადიანი სავალდებულო სასწავლო პროგრამის ფარგლებში: „შესავალი კურსი დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“, რომელიც განხორციელდა 2016 წელს. ასევე, „დიპლომატების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა“, რომელიც დაიწყო 2017 წლის ოქტომბერში და რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია 9 საათიანი კურსის ჩატარება პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე. შსს აკადემიაში საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული უფლებათა სწავლება მიმდინარეობს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისად. მუდმივად ხდება პოლიციელთა მომზადება/გადამზადება ადამიანის უფლებების სწავლების კუთხით, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და პერსონალური მონაცემები. 140 პერსონალური მონაცემების სწავლებისას იფარება ისეთი საკითხები, როგორიცა:  პერსონალური მონაცემების განმარტება და არსი;  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება;  პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები და დამუშავების წესები;  პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის უფლებები და მოვალეობები;  პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებები;  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევისათვის;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის ინსტრუქცია. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სწავლება მოიცავს შემდეგ საკითხებს:  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არსი, განმარტება ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად;  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შემადგენელი კომპონენტები: პირადი ინფორმაცია, იდენტობა, კერძო სივრცე, ოჯახური ცხოვრების პატივისცემა, საცხოვრებელი, ფიზიკური და მორალური ხელშეუხებლობა მიმოწერა, სქესობრივი ცხოვრების საიდუმლოება;  პოლიციელის ვალდებულებები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის დროს;  საჯარო პირები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების საკითხებში 2017 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით მომზადდა/ გადამზადდა 90 მსმენელი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში 2017 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით მომზადდა/ გადამზადდა 68 მსმენელი. საქმიანობა: 7.1.3.1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება ინდიკატორი: გადამზადებული პროკურორების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს ჩატარდა ტრენინგები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურის 129 თანამშრომელმა. ტრენინგი გაიარეს პროკურორებმა, პროკურატურის გამომძიებლებმა და სტაჟიორებმა. 2017 წელს, პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის ჩატარდა ტრენინგები თემაზე - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების შესაბამისად. ტრენინგში საქართველოს პროკურატურის 23 141 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ასევე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების საკითხები გათვალისწინებულია სტაჟიორთა მოსამზადებელ კურსში. აღნიშნული პროგრამით, მიმდინარე წელს გადამზადება გაიარა 62-მა სტაჟიორმა. საქმიანობა 7.1.3.2: პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება ინდიკატორი: გამოძიებული ფაქტების რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე, რის თაობაზეც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია. ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2016 წლის მარტში პირადი და ოჯახური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების შენახვისა და გავრცელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით ბრალი წარედგინა 5 პირს. გარდა აღნიშნულისა, 2016 წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვებასა და შენახვის ფაქტთან დაკავშირებით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით ბრალი წარედგინა 8 პირს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე, რის თაობაზეც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია. 2016 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ. ამათგან, სსკ-ის 157-ე მუხლით- 9 პირის მიმართ, ხოლო სსკ-ის 333-ე მუხლით- 8 პირის მიმართ; 2017 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ, სსკ-ის 157-ე მუხლით. შს სამინისტროს სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის ჯგუფი, რომელსაც განესაზღვრა ისეთი უფლებამოსილებანი, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, არსებული სტანდარტებისა და რისკების შესწავლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება და მისი მიწოდება სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა. 142 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2016 წელს სსკ 157-ე მუხლით „პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა“ გამოძიება დაწყებულ იქნა 21 სს საქმეზე, რომელთაგან 4 სს საქმეზე დაწყებულ იქნა სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო 17 სს საქმე გამოძიებაშია. 2016 წელს სსკ 157¹ მუხლით „პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა” გამოძიება დაწყებულ იქნა 3 სს საქმეზე, რომლებიც გამოძიებაშია. 2017 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში სსკ-ის 157-ე მუხლით (,,პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა“) გამოძიება დაიწყო 24 სს საქმეზე, რომელთაგან 20 სს საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, 1 სს საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 139-ე მუხლის I ნაწილით და სსკ-ის 151' -ე მუხლის I ნაწილით, 3 სს საქმეზე შეწყდა გამოძიება სსსკ-ის 105-ემუხლის I ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო). 1 სს საქმეზე, რომელზეც გამოძიება დაიწყო სსკ-ის 181-ე მუხლის I ნაწილით ,,გამოძალვა“, შეიცვალა კვალიფიკაცია და ბრალი წარედგინა სსკ-ის 157-ე მუხლის II ნაწილით. აღნიშნული სს საქმე განხილულ იქნა სასამართლოს მიერ. 2017 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში სსკ-ის 157¹ მუხლით ,,პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა“ გამოძიება დაიწყო 1 სს საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. ამოცანა: 7.1.4. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქმიანობა: 7.1.4.1. საინფორმაციო მასალის დამზადება და გავრცელება საქართველოს მასშტაბით, მათ შორის უმცირესობების ენებზე და ბრაილის შრიფტის გამოყენებით ინდიკატორი: საზოგადოების ინფორმირებულობის დონის შეფასება სოციოლოგიური კვლევის/გამოკითხვის შედეგად; დაბეჭდილი და დარიგებული საინფორმაციო მასალის გავრცელებული ოდენობა. სტატუსი: სრულად შესრულებული ცნობიერების ამაღლება, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, 2017 წელსაც ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩებოდა. საანაგრიშო პერიოდში, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლის მიზნით ჩატარდა ფართომასშტაბიანი სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგების თანახმად, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 2/3 მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს მათ პერსონალურ მონაცემებს და არ დაარღვიოს მათი შეგროვების, შენახვისა და გასაჯაროების პირობები, თუნდაც უსაფრთხოების დაცვის მოტივით. პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გასაჯაროებას უფლებების დარღვევად რესპონდენტთა 85% მიიჩნევს, 81% კი თვლის, რომ ამ მონაცემების უკანონო განკარგვამ ნებისმიერ მოქალაქეს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეიძლება პრობლემები შეუქმნას. გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ 143 აკვირდება, არის თუ არა ხელშეკრულებაში პუნქტი პერსონალური მონაცემებით სარგებლობის შესახებ; 56% აცხადებს, რომ ინტერესდება, თუ რა მიზნით ხდება აღნიშნული ინფორმაციის შეგროვება. დაახლოებით, ყოველი მესამე გამოკითხული მიუთითებს კონფიდენციალობის პარამეტრების გამოყენებასა და მათ მნიშვნელობაზე პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით. ინსპექტორის აპარატში, აგრეთვე, მომზადდა და დაიბეჭდა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბუკლეტი აფზახურ, ოსურ, რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ინსპექტორის აპარატი რეგულარულად ამზადებდა საინფორმაციო მასალასა და ანალიტიკურ სტატიებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში და ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე მოვლენების შესახებ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა შეიმუშავა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ანბანი, რაც მოქალაქეებს გასაგებ ენაზე და ხელმისაწვდომი ფორმატით აწვდის ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. მოქალაქეებისთვის ანბანის გასაცნობად ჩატარდა ონლაინ კამპანია, რომელზეც წვდომამ 600,000-ს გადააჭარბა. ინსპექტორის აპარატი ასევე მონაწილეობდა 7 მაისს ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. დღის განმავლობაში დაინტერესებულ წარმომადგენლებმა გააცნეს პერსონალურ მონაცემთა მოქალაქეებს აპარტის ანბანი, მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. მოქალაქეებს დაურიგდათ 5,000-მდე ბრენდირებული ნივთი და საინფორმაციო მასალა. 2016 წელს გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დაიწყო მუშაობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საინფორმაციო ბუკლეტების მომზადების მიმართულებით. UNDP-ის მხარდაჭერით დაიბეჭდა და გავრცელდა საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ქართულ, ინგლსურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ ენებზე, ასევე ბრაილის შრიფტით, რომლებიც გავრცელდა სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლებში. გაეროს განვითარების პროგრამამ, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს ელექტრონულად გადასცა დისკრიმინაციის თემაზე მომზადებული საინფორმაციო ბროშურა ქართულ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, სომხურ, რუსულ და ოსურ ენაზე. 2018 წელს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ იგეგმება მასალის დაბეჭდვა და გავრცელება. საქმიანობა: 7.1.4.2. საინფორმაციო შეხვედრების და საჯარო ლექციების ორგანიზება და ჩატარება საქართველოს მასშტაბით ინდიკატორი: ჩატარებული შეხვედრების და ლექციების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული ინსპექტორის აპარატმა ორგანიზება გაუწია და მონაწილეობა მიიღო 15-ზე მეტ შეხვედრასა და საჯარო ლექციაში. 144 მათ შორის, უმაღლესი განათლების დაწესებულებებისათვის შემუშავეული რეკომენდაციის გაცნობის მიზნით, აპარტის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები უნივერისტეტების წარმომადგენლებთან ქუთაისსა და ბათუმში. აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების გაცნობისა და თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივების განხილვის მიზნით, აპარატის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) თანამშრომლობით ინსპექტორის აპარატმა ჩაატარა ტრენინგი ტელე, რადიო და ონლაინ მედია საშუალებების ჟურნალისტებისათვის. გარდა ამისა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა საკვირაო სემინარი ჟურნალისტიკის და მედიის კვლევების მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისთვის. გარდა ამისა, აპარატის თამანშრომლები მონაწილეობდნენ თემატურ საინფორმაციო შეხვედრებსა და საჯარო ლექციებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების თემაზე. „კავკასიურ სახლში”, „საქართველოს უნივერსიტეტსა“ და „ტექნოპარკში“ ფარგლებში კიბერუსაფრთხოების აპარატის წარმომადგენლებს, საკითხებზე თანამშრომლები ჟურნალისტებს და გამართული ესაუბრნენ სხვა სემინარების სტუდენტებს, დაინტერესებულ ციკლის კომპანიების პირებს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე და შესაძლო რისკებზე. აპარატი წარმოდგენილი იყო საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმშიც, სადაც გაკეთდა მოხსენება მონაცემთა დაცვის შესახებ ევროკავშირის ახალი რეგულაციის მნიშვნელობისა და ამ რეგულაციით დასანერგი სიახლეების შესახებ.2017 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ინსპექტორის აპარატმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მხარდაჭერით ჩაატარა პერსონალურ მონაცემთა ზამთრის სკოლა. ზამთრის სკოლის ფარგლებში, იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტბის 30-მდე სტუდენტს სფეროს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექპერტებმა გააცნეს პერსონალურ მოანცემთა დაცვის ძირითადი საკითხები, თანამედროვე ტენდენციები და არსებული გამოწვევები. გარდა ამისა, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ინსპექტორის აპარატმა ჩაატარა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ორი საკვირაო სემინარი. პირველი სემინარი დაეთმო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ხოლო მეორე სემინარში მონაწილეობდნენ ჟურნალისტიკის, მასკომუნიკაციისა და მედიის კვლევების პროფესორ-მასწავლებელები. 2016 წელს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დაეთმო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც ინსპექტორის აპარატმა 2016 წლის 28 იანვარს თბილისის საკრებულოს შენობაში აღნიშნა. საქართველოს უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (ალმა-მატერი) გაიმართა საჯარო ლექციები პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე. 145 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ინსპექტორის აპარატმა გამართა ღონისძიება „პერსონალური მონაცემების დაცვის საათი“. აღნიშნულ ღონისძიებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ასევე, რუსთავის, თბილისის, ქუთაისის, გორის, თელავის და ბათუმის მომსახურების სააგენტოებში მოქალაქეებს საინფორმაციო მასალა გადაეცათ. მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების პროცესში მედიის ჩართვის მიზნით, 2016 წლის 13-14 მაისს საქართველოს რეგიონული ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და თანამედროვე გამოწვევებს შეეხებოდა. ამასთან, 2016 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიასა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სახელოვნებო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე სასწავლო პროგრამების განხორციელებას. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 14 12 2 0 შეუსრულებელი 0 8. გამოხატვის თავისუფლება მიზანი 8.1: გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამოცანა 8.1.1: ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია საქმიანობა 8.1.1.1: საგამოძიებო ორგანოების მიერ ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში; სამართალდამცავი ორგანოების სტატისტიკა; სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს სსკ 154-ე მუხლით „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა” გამოძიება დაწყებულ იქნა 6 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან 1 სს საქმეზე შეიცვალა 146 კვალიფიკაცია და ბრალი წაყენებულ იქნა სსკ 187-ე მუხლით, 1 სს საქმე შეწყვეტილია სსსკ 105ე მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო), ხოლო 4 სს საქმე გამოძიებაშია. 2016 წელს სსკ 154-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულ იქნა 1 სს საქმეზე (აღნიშნული სს საქმე გამოყოფილი იყო სს საქმიდან, რომელზეც გამოძიება დაიწყო 2014 წელს სხვა მუხლებით). რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები (როგორც ყოველთვიური, ასევე კუმულატიური), მოიცავს სს კოდექსის სხვა მუხლებთან ერთად, სსკ 154-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრირებული დანაშაულის მონაცემებს. ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტების აღკვეთისა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 2015 წელს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა შეიმუშავა მედიასთან შსს-ს თანამშრომელთა ურთიერთობის ინსტრუქცია, რომელიც შს მინისტრის 02.05.2015 წლის N329 ბრძანებით დამტკიცდა. ინსტრუქციის მე-7 მუხლის თანახმად, შს სამინისტროს კომპეტენტური თანამშრომელი მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას უნდა იყოს კორექტული, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ჟურნალისტს მისი პროფესიული მოვალეობის შესრულებასა და უფლებების განხორციელებაში, საჭიროების შემთხვევაში (მაგ. სხვადასხვა ექსტრემალური და საგანგებო სიტუაციის დროს) უზრუნველყოს მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოების დაცვა. აღნიშნულ ინსტრუქციას გაეცნო სამინისტროს ყველა სტრუქტურული ერთეული. 2017 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში სსკ-ის 154-ე მუხლით ,,ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“ გამოძიება დაიწყო 2 სს საქმეზე. ორივე სს საქმეზე შეწყდა გამოძიება სსსკ-ის 105-ე მუხლის I ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო). საქმიანობა 8.1.1.2: გამოძიების დაწყება მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ინდიკატორი: მითითებული საფუძვლით დაწყებული გამოძიებების სტატისტიკა სტატუსი: სრულად შესრულებული დანაშაულის ფაბულაში ყოველთვის არ არის დეტალიზებულად მითითებული დანაშაულის გარემოებანი, მათ შორის გამოძიების დაწყების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკე აღებულად, მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების დაწყების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ვერ ხერხდება. საქმიანობა 8.1.1.3: პროკურატურის ორგანოების მიერ ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში დანაშაულის შესაბამისი კვალიფიკაცია 147 ინდიკატორი: არსებულ ფაქტებზე რეაგირების შინაარსობრივი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი. სტატისტიკა, სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს პროკურატურა მყისიერ რეაგირებას ახდენს ჟურნალისტების მიმართ მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე. 2016 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ. ამჟამად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. ჟურნალისტთა დევნის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. 2017 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში სსკ 154 მუხლით „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა“ გამოძიება დაწყებულ იქნა 2 სს საქმეზე. ორივე სს საქმე შეწყვეტილ იქნა სსსკ 105 მუხლის I ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო). საქმიანობა 8.1.1.4: სპეციალური სტატისტიკის წარმოება, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის რომელიც შეშლის ასახავს თაობაზე რეგისტრირებულ დანაშაულთა, ასევე მისი გახსნის მაჩვენებელს. ინდიკატორი: ხელმისაწვდომია შესაბამისი სტატისტიკა სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა სტატისტიკურ აღრიცხვას. ხელმისაწვდომია შესაბამისი სტატისტიკა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები (როგორც ყოველთვიური, ასევე კუმულატიური), მოიცავს სს კოდექსის სხვა მუხლებთან ერთად, სსკ 154-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრირებული დანაშაულის მონაცემებს. ამოცანა 8.1.2: გამოხატვის თავისუფლების კუთხით არსებული საკანონმდებლო ბუნდოვანებების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა საქმიანობა 8.1.2.1: გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირში მყოფი კანონმდებლობის ხარვეზების იდენტიფიცირება; მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ცნების გადახედვა; ციფრულ 148 მაუწყებლობასთან რეგულაციების დაკავშირებით, საჭიროების ცვლილებებისთვის საჭირო შემთხვევაში საკანონმდებლო რეკომენდაციების და პროექტის მომზადება. ინდიკატორი: მომზადებულია საკანონმდებლო აქტის ცვლილებები სტატუსი: უმეტესად შესრულებული საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება სამოქმედო გეგმის 8.1.2.1 აქტივობის ფარგლებში, კერძოდ: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც დადგინდა მულტიპლექს პლატფორმაზე მაუწყებლების გავრცელების რეგულაციები;29 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც განსაზღვრა მაუწყებლების სახელმწიფო ენაზე მაუწყებლობის და დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობის საკითხები.30 საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 მაისის №862 განკარგულებით მოწონებული იქნა „ანალოგური მიწისზედა სატელევიზიო საეთერო მაუწყებლობაზე ტელემაუწყებლობიდან გადასვლის სამოქმედო ციფრულ გეგმის მიწისზედა და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპი“, რომლმაც დაარეგულირა ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის/მულტიპლექს პლატფორმის ფორმირების და მულტიპლექს პლატფორმაზე მაუწყებელთა გავრცელების საკითხები. ამასთან ერთად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში მიღებული აქვს შესაბამისი ნორმატიული აქტები, აქტებიდან გამომდინარეობენ. რეკონსტრუქციისა და ფარგლებში, ევროპელი დირექტივისა და რომლებიც ზემოჩამოთვლილი გარდა განვითარების ბანკის ექსპერტების საქართველოს ამისა, საკანონმდებლო-ნორმატიული კომისიამ, 2016 დაფინანსებით დახმარებით, მარეგულირებელი წელს, ევროპის მიმდინარე პროექტის მოამზადა წესებისა აუდიოვიზუალური და კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი, რომელიც საფუძვლად დაედება შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის გავრცელების ჩრდილოვან ზონებში აღმოჩენილ დასახლებულ პუნქტებში საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის უზრუნველსაყოფად განკარგულებით ტელევიზიის სატელევიზიო საქართველოს მთავრობის დამტკიცებული გეგმის 2015 პროგრამების წლის 11 შესაბამისად, გავრცელების დეკემბრის შ.პ.ს № 2639 ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის’’ და მისი კონტრაქტორი ორგანიზაციის შ.პ.ს ,,ვეზირის’’ მიერ გაეშვა 110 სატელევიზიო რეტრანსლატორი, განხორციელებული პროექტით საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროგრამების მიღების შესაძლებლობა მიეცა, მაღალმთიან რეგიონებში დასახლებული მოსახლეობის დიდ ნაწილს, 29 2016 წლის 27 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებები, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3277635; 30 2016 წლის 27 აპრილის საკანონმდებლო ცვლილებები, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3277628; 149 დაახლოებით 200 ათას ადამიანზე მეტს, რომელმაც საორიენტაციოდ საქართველოს მოსახლობის 7-8% შეადგინა. მიმდინარე პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროგრამებით უზრუნველყოფილია საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მოსახლეობის 97%-ზე მეტი. იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ამოცანა 8.1.3: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქმიანობა 8.1.3.1: საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება ინდიკატორი: მომზადებულია და ინიცირებულია შესაბამისი ცვლილებების პროექტი სტატუსი: უმეტესად შესრულებული საჯარო ინფორმაციის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თავისუფლების გაზრდის საკანონმდებლო მიზნით რეფორმას, საფუძველი რომელსაც ჩაეყარა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით უწევს კოორდინაციას. რეფორმა ორიენტირებულია პრაქტიკაში არსებული პრობლემების აღმოფხვრის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისა და ინფორმაციის მიღების პროცედურის გამარტივებაზე. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ჩართულობით, ასევე ფოკუს ჯგუფებისა და სამართლის ექსპერტების ერთობლივი მუშაობით მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტი. საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს პროექტის დამუშავებას. კანონპროექტის საბოლოო ტექსტს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 2018 წელს განიხილავს, რის შემდეგაც ის პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 6 4 2 0 150 შეუსრულებელი 0 9. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება მიზანი 9.1: შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მაღალი სტანდარტით დაცვის გარანტიების შექმნა. ამოცანა 9.1.2: შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება და უფლების დარღვევის პრევენცია საქმიანობა 9.1.2.1: შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება და უფლების დარღვევის პრევენცია, სამართალდამცავი სტრუქტურების ქვედანაყოფების მომზადების გაუმჯობესებით მასების მართვის/კონტროლის სფეროში ინდიკატორი: ჩატარებული სწავლებების შესახებ მონაცემები; სტატუსი: სრულად შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების საკითხები იკითხება შემდეგ პროგრამებსა და კურსებზე:  უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პოლიციაში სამუშაოდ მისაღები სპეციალური მომზადებისა და და სამუშაოზე მიღებული წვევამდელების პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამა;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი. შსს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიარა 1250 მსმენელმა, ხოლო 2017 წელს 296 მსმენელმა. 2016 წელს ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის გაიმართა სწავლება მასობრივი შეკრებების შესახებ, სადაც გადამზადდა შს სამინისტროს 2 თანამშრომელი. ასევე, 2016 წელს საფრანგეთში შს სამინისტროს ერთმა თანამშრომელმა გაიარა სტაჟირება თემაზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს მასების მართვა“. 2016 წლის 25-26 აგვისტოს ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში შსს აკადემიასთან თანამშრომლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი შემდეგ თემაზე ,,ადამიანის 151 უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, დისკრიმინაციის აკრძალვა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება“. ტრენინგის ფარგლებში დაიფარა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:  შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლება და მისი მარეგულირებელი საერთაშორისო დოკუმენტები და სტანდარტები;  შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლება და მისი მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა;  შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები, სახელმწიფოს ვალდებულებები;  სახელმწიფოს როლი (სამართალდამცავთა ვალდებულებები) მშვიდობიანი შეკრების დაცვისას, კონტრდემოსტრაციები, პროპორციული ძალის გამოყენება. 2017 წლის 6-7 ივლისს ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში და შსს აკადემიასთან თანამშრომლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის ჩატარდა 2 დღიანი ტრენინგი თემაზე „შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება“. ტრენინგის ფარგლებში დაიფარა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:  შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლება და მისი მარეგულირებელი საერთაშორისო დოკუმენტები და სტანდარტები;  შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლება და მისი მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა;  შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები, სახელმწიფოს  ძალის გამოყენების პროპორციულობა შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს. ვალდებულებები; 2017 წლის თებერვალი-აპრილის თვეებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 59 თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგის ერთ-ერთი საკითხი იყო შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, რომლის ფარგლებში დაიფარა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:  შეკრება-მანიფესტაციის თავისუფლება და მისი მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა;  შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები, სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები;  ძალის გამოყენების პროპორციულობა შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს. საქმიანობა 9.1.2.2: შეკრების და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება ინდიკატორი შეიცვალა: არსებულ ფაქტებზე რეაგირების შინაარსობრივი სტატისტიკა, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ვადა რა დროც დასჭირდა გამოძიებას სტატუსი: სრულად შესრულებული 152 2016 წლის იანვარ-ივნისის თვეებში სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით („შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა“) გამოძიებისა და სს დევნის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. 2017 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდში სსკ-ის 161-ე მუხლით („შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა“) გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. საქმიანობა 9.1.2.3: შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების თემატიკაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურიკულუმებში შესაბამისი ტრენინგების ინტეგრირება ინდიკატორი: ჩატარებული ტრეინინგების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მუდმივად მიმდინარეობს სწავლება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ. საბაზისო სწავლების და პოლიციელეთა გადამზადების პროგრამებში ინტერგირებულია აღნიშული საკითხი და მუდმივად მიმდინარეობს პოლიციელეთა ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართალდამაცავების როლს ზემოთ აღნიშნული უფლების დაცვისას, ძალის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დაიცვას მოქალაქეთა უფლებები შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, განსაზღვროს დაცული სფეროს ფარგლები, კანონდებლობით გათვალისწინებული ჩარევის შესაძლებლობები და იმოქმედოს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების განმარტებას შეკრებებისა და მანიფესტაციების მიმართ, რათა პოლიციელმა შეძლოს სიტუაციის მართვა პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით. შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების ხელყოფის ფაქტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების საკითხები იფარება სახელმწიფოს პოზიტიური ასევე, ნეგატიური ვალდებულებების მიმოხილვისას. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების საკითხები იკითხება შემდეგ პროგრამებსა და კურსებზე:  უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პოლიციაში სამუშაოდ მისაღები სპეციალური მომზადებისა და და სამუშაოზე მიღებული წვევამდელების პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების პროგრამა;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 153  ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი. შსს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გაიარა 1250 მსმენელმა. 2017 წელს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღნიშნულ თემატიკაზე გადამზადდა 296 მსმენელი. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 3 3 0 0 შეუსრულებელი 0 10. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების დაცვა მიზანი: 10.1. ეროვნულ/ეთნიკურ უმცირესობათა დისკრიმინაციული მოპყრობისგან დაცვის უზრუნველყოფა ამოცანა: 10.1.1. საჯარო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლება ეთნიკური უმცირესობების უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მიმართებაში საქმიანობა: 10.1.1.1 საინფორმაციო შეხვედრების და ტრენინგ/სემინარების ჩატარება, მასალების მიწოდება; სასწავლო კურსები ეთნიკური უმცირესობების უფლებების შესახებ ინდიკატორი: საქართველოს მთელი მასშტაბით 23 პუნქტში 24 ჯგუფისთვის ერთდღიანი (8სთ) ტრენინგი არის ჩატარებული. 480 საჯარო მოხელე უკეთ არის ინფორმირებული ეთნიკური უმცირესობების ულებების შესახებ აღნიშნული საქმიანობის შესრულების საქმიანობის შესრულების ანგარიშში. შესახებ ინფორმაცია მოცემულია N10.1.1.3 ამოცანა: 10.1.2. პოლიციელთა ცოდნის ამაღლება ეთნიკური უმცირესობების უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მიმართებაში საქმიანობა: 10.1.2.1. შსს თანამშრომელთა მომზადება/გადამზადება ინდიკატორი: გადამზადებული პირების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღნიშნული საკითხები იკითხება შემდეგ პროგრამებსა და კურსებზე:  უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 154  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში და ტერიტორიულ ორგანოებში დაწინაურების კანდიდატთა გადამზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  წვევამდელების სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსი;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების სპეციალური გადამზადების კურსი;  დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები გაიარა 864 მსმენელმა. ამოცანა: 10.1.3. ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება მათ უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მიმართებაში საქმიანობა: 10.1.3.1. საინფორმაციო შეხვედრების და ტრენინგ/სემინარების ჩატარება, მასალების მიწოდება ინდიკატორი: საქართველოს მასშტაბით 23 პუნქტში 24 ჯგუფისთვის ერთდღიანი (8სთ) ტრენინგის ჩატარება, ჯამში 500-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და შესაბამისი უწყებების ჩართულობით (შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია) ქ. მარნეულში და ქ. ახალციხეში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ აბიტურიენტებსა და უფროსკლასელებს მიეწოდათ ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამებში არსებული სიახლეებისა და „1+4“ პროგრამის შესახებ. საანგარიშო პერიოდში მომზადდა, საინფორმაციო მასალები საქართველოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ ქართულ, აფხაზურ, ოსურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. საინფორმაციო მასალები სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ და ქართულ ენებზე გავრცელდა ქ. თბილისში, ასევე სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში. 2016 წლის 19 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ეროვნული უმცირესობებთან. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სახელმწიფოს ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა იყო. სამინისტროების წარმომადგენლებმა დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი დანიშნულება ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვაა. შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა. 155 ამასთან, მომზადდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლები ევროინტეგრაციის თემაზე (განათლების საერთაშორისო პროგრამებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თაობაზე) აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე. ვიდეორგოლები განთავსდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში (Facebook-ზე). ამასთანავე, განხორციელდა პრეზენტაცია ეთნიკური უმცირესობების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საგარეჯოში. ადგილობრივ ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროგრამებისა და სიახლეების შესახებ. კერძოდ, განხილულ იქნა სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარებასთან დაკავშირებული პოზიტიური ცვლილებები. 2016 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, 10.1.1.1 და 10.1.3.1 აქტივობების შესრულების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე მომზადდა სპეციალური მოდული. 2017 წელს ბოლნისისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა საინფორმაციო კამპანია უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ცნობადობის ამაღლების, კერძოდ, „ქართულ ენაში მოსამზადებელი სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის“, „1+4 პროგრამის“ შესახებ. კამპანიის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებულ არაქართულენოვანი სკოლების XI-XII კლასების მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია უმაღლესი განათლების სფეროში მათთვის განკუთვნილი შეღავათებისა და შესაძლებლობების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრები 35-მდე არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლისათვის ჩატარდა, მასში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციისა და დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიების, ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მონაწილებდნენ. 2017 წლის განმავლობაში სასწავლო პროგრამებსა და განათლების სიახლეებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალშიც. კაბალის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაში სოფლების - კაბალის, განჯალის, ფონასა და არეშფერანის საჯარო სკოლების X, XI, XII კლასის ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ეთნიკურად ოსი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. წლის განმავლობაში მარნეულში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე, რომელსაც ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები ესწრებოდნენ, განხილულ იქნა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები, სარგებელი და პერსპექტივები, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ განხორციელება. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში 156 ინტეგრაციის პროცესის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მათთვის გასაგებ ენებზე. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებისგან შემდგარმა მობილურმა ჯგუფმა, რომლებმაც გაიარეს სპეციალურად მათთვის დაგეგმილი თემატური სკოლა, 2017 წელს კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 5 სოფელში ჩაატარეს 8 საინფორმაციო შეხვედრა (200-მდე მონაწილე), გავრცელდა შესაბამისი მასალები. პროექტი განხორციელდა სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) მიერ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა 2017 წლის აპრილში პანკისის ხეობაში უვიზო მიმოსვლის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას, ამ პროცესიდან მომდინარე სარგებელსა და შესაძლებლობებს, უვიზოდ მიმოსვლის წესებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემაზე შეხვედრა გაიმართა ახალციხეში. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან საუბრისას ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესის, მათ შორის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და თემასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლი ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესებისა და საბოლოო ჯამში, მათი ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, 2017 წელს განახორციელა სტაჟირების საპილოტე პროგრამა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო (1+4) პროგრამით“ მოსარგებლე პირებისათვის. პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები კონკურსის საფუძველზე ჩაერთვნენ სტაჟირების პროცესში. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უზრუნველყო სტაჟიორების შერჩევა შეფასების დადგენილი კრიტერიუმებით. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის წევრი უწყებების კეთილი ნების საფუძველზე, 65-მა წარმატებულმა აპლიკანტმა სამთვიანი სტაჟირება გაიარა 20 უწყებაში, მათ შორის საჯარო სტრუქტურებში, მუნიციპალიტეტების ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში. საპილოტე პროგრამის კონკურსის გამოცხადების შესახებ გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ილიას სახელმწიფო, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო, სამედიცინო და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადების შესახებ გავრცელდა ასევე სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, რეგიონულ და ბეჭდვით მედიაში. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, 2017 წლის დეკემბერში ცვლილება შევიდა „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში. კერძოდ, განისაზღვრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის 157 საჯარო უწყებებში სტაჟირების გავლის პროცედურები. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ „ქართულ ენაში მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა“ შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების გავლის გზით მიიღონ სათანადო გამოცდილება და განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობასა და სამოქალაქო ინტეგრაციას. ამოცანა: 10.1.4. ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება სახელმწიფოს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შესახებ საქმიანობა: 10.1.4.1. შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან რეგიონებში ინდიკატორი: ჩატარებული ღონისძიებების გეოგრაფიული არეალი და მონაწილეთა რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ქვემო ქართლისა (ქ. ბოლნისი, ქ. მარნეული, ქ. დმანისი) (სულ 150 ადამიანი) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში (ქ. ახალციხე, ქ. ახალქალაქი, ქ. ნინოწმინდა). (სულ 120 ადამიანი). გაიმართა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიითა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების პრეზენტაცია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თემის ლიდერებმა, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა, სოფლის რწმუნებულებმა, ახალგაზრდებმა და მასწავლებლებმა. სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების გაცნობის მიზნით, პანკისის ხეობის, სოფ. ჯოყოლოში 2016 წლის ივნისში სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უხუცესთა საბჭოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. (40 ადამიანი) განხილულ იქნა პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობა - განათლების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება/განვითარების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და სხვა მიმართულებით. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია ასევე, გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა „1+4“-ის მონაწილე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. (60 ადამიანი) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქ. ახალქალაქში ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“. (45 მონაწილე) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ქვემო ქართლისა (ქ. ბოლნისი, ქ. მარნეული, ქ. დმანისი, ქ. გარდაბანი), (140 მონაწილე), სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში (ქ. ახალქალაქი, ქ. ნინოწმინდა) (45 მონაწილე) და კახეთის რეგიონში (ქ. თელავი) (35 მონაწილე) გაიმართა 2017 წლის 158 სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების პრეზენტაცია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თემის ლიდერებმა, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა, სოფლის რწმუნებულებმა, ახალგაზრდებმა და მასწავლებლებმა. ,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და 2017 წლის სამოქმედო გეგმა წარედგინა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს. ამოცანა: 10.1.5. მოწყვლადი და მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველყოფა საქმიანობა: 10.1.5.1. დაბადების და პირადობის მოწმობების არმქონე პირთათვის მოწმობების გასაცემად სათანადო ღონისძიებების გატარება, რაც უზრუნველყოფს ხსენებულ პირთა დოკუმენტირებას ინდიკატორი: გაცემული პირადობის და დაბადების მოწმობების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის დაბადებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ხელმისაწვდომობას. საგულისხმოა, რომ საქართველოში დადგენილია დოკუმენტების გაცემის ერთიანი სტანდარტი და საერთოა ყველა ეთნიკური ჯგუფისათვის. ამდენად, სოფლად და რეგიონებში იხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მარტივად, ერთ სივრცეში შეუძლია მათთვის სასურველი მომსახურების მიღება, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების. 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვა, მათთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოწესრიგება და მათი სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებში ჩართვა წარმოადგენს. ამ მიზნით, 2016 წლის 10 აგვისტოდან ცვლილებები შევიდა ათ საკანონმდებლო აქტში („სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს კანონში „იარაღის შესახებ“, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსსა და საქართველოს კანონში „პოლიციის შესახებ“), რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მიუსაფარი ბავშვის, ე. წ. ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვის ცნება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მიენიჭა უფლება, მიუსაფარი ბავშვებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემის მიზნით მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ამასთან, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაიზარდა სოციალური მუშაკის როლი, რომელსაც მიეცა უფლება ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვანი განარიდოს მოძალადეს, მათ შორის გამოიყვანოს ოჯახიდან. 159 საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების კვალდაკვალ, მიუსაფარი ბავშვებისათვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანებასა და „დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის № 50 ბრძანებაში. ცვლილებები ითვალისწინებს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის უფლების მინიჭებას, მიმართოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არასრულწლოვანთათვის დოკუმენტაციის გაცემის თხოვნით, რის შედეგადაც არასრულწლოვნები შეძლებენ, მიიღონ განათლება, სამედიცინო მომსახურება და სხვა სერვისები. ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა, რომ თუ მიუსაფარი ბავშვის ვინაობა დაუდგენელია, მასზე შეიძლება გაიცეს დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, რომელიც ერთი წლის ვადით იმოქმედებს, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი განმეორებით გაცემა. მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უსასყიდლოდ გაიცემა. 2016 წელს 3 მიუსაფარ ბავშვზე გაიცა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა პროექტის - „მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირება და მოქალაქეობის არქონის პრევენცია საქართველოში“, განხორციელება. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ა/ო „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით. საანგარიშო პერიოდში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 3 ეთნიკურად ბოშა პირს დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეობა, 2 ეთნიკურად ბოშა პირს მიენიჭა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, 2 ეთნიკურ ბოშას დაუდგინდა დაბადების ფაქტი და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო 1-მა ბოშამ . „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ განახორციელა შემდეგი აქტივობები:      „სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში დაიგეგმა და ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ინკლუზიური სწავლებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას; საერთაშორისო დონეზე არსებული ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ბოშების კულტურის შენარჩუნებისა და თვითმყოფადობის დაცვის მიზნით შემუშავდა ტრენინგ-მოდული, რამაც მოზარდებში გაზარდა ბოშების მიმართ მიმღებლობა; დაიგეგმა შეხვედრები, მომზადდა საკონფერენციო პრეზენტაციები; 2016 წლის მონაცემებით საჯარო სკოლებში სწავლობს 225 ბოშა მოზარდი. ქვეპროგრამის აქტივობებმა - კითხვისა და თეატრის კლუბებმა ბოშები და ადგილობრივი თანატოლები საერთო ინტერესის გარშემო გააერთიანა; ქვეპროგრამაში ჩართულ საჯარო სკოლებში ჩატარდა ღონისძიებები, რომლის მიზანია ბოშების მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ქ. ბათუმში მცხოვრებმა ბოშა მოზარდმა (ს.ა) სწავლა დაიწყო პროფესიული განათლების დაწყებით საფეხურზე. საბაზო განათლების დასრულების შემდეგ, ალტერნატიული გამოცდებით იგი ჩაირიცხა ბათუმის პროფესიულ კოლეჯში ,,ბლექსი“. დღეისათვის ბოშა მოზარდი წარმატებით ეუფლება კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორის პროგრამას. 160 მიზანი: 10.2. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გაუმჯობესება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ამოცანა: 10.2.1. ეთნიკური უმცირესობებისათვის ხმის მიცემის და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უზრუნველყოფა საქმიანობა: 10.2.1.1. საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული მასალების თარგმნა უმცირესობათა ენებზე ინდიკატორი: მომზადებული და თარგმნილი მასალები სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2016-2017 წლებში ჩატარებული არჩევნების დროს (2016 წლის 28 იანვრის გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები; საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები; მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნები.) ეთნიკურ უმცირესობებს ჰქონდათ თანაბარი მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. კერძოდ: საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის საარჩევნო ბიულეტენი, ამომრჩეველთა ერთიანი სია, ასევე ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის განკუთვნილი მასალები და საინფორმაციო ვიდეო რგოლები ითარგმნა ენობრივი უმცირესობების ენებზე (სომხური და აზერბაიჯანული). ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, რომლებიც შესაძლოა სრულყოფილად ვერ ფლობდნენ ქართულს, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაიბეჭდა ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სახელმძღვანელო მასალები. (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია; კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია; ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები; საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს; ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები; საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები და გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრის ფუნქციები; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სასწავლო ფილმი ,,კენჭისყრის დღის პროცედურები“ სუბტიტრებით.) საქმიანობა: 10.2.1.2. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრი ეთნიკური უმცირესობების მომზადება საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ინდიკატორი: მონაწილეთა რაოდენობა და მათი ინფორმირებულობის ხარისხი სტატუსი: სრულად შესრულებული 2016-2017 წლებში ჩატარებული არჩევნების დროს, საუბნო საარჩევნო კომისიების სომხურენოვანმა და აზერბაიჯანულენოვანმა წევრებმა, ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, გაიარეს ინტენსიური სასწავლო კურსი. ტრენინგების I ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის წესთან დაკავშირებით. ტრენინგების II ეტაპი დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. ტრენინგების III ეტაპი დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების 161 ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) სწავლებას და სასწავლო პროგრამა მოიცავდა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებების განხილვას. ასევე, ინტეგრირებული იყო ინოვაციური სასწავლო მოდულები – კონფლიქტების მართვა და არჩევნების უსაფრთხოება, რომელიც სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) შეიმუშავა. (აღნიშნული სასწავლო მოდული შემუშავდა ცესკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტის რეკომენდაციებითა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით.) ტრენინგების IV ეტაპზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარდათ სიმულაციური სწავლება კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირების ფორმატში. ამასთან, ჩატარდა დამატებითი სწავლება საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისთვის და იმ წევრებისთვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებულ ტრენინგებს. (მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, პრაქტიკული სწავლების პროცესში ყურადღება დაეთმო შემდეგ საკითხებს: კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ ჩასატარებელი პროცედურების წარმართვა და საკონტროლო ფურცლის შევსების წესი; ამომრჩეველთა რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაცემების აღრიცხვისა და გადამოწმების წესი; შშმ ამომრჩევლების კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობა; საარჩევნო ბიულეტენების დახარისხებისა და ბათილობის შემოწმების წესი; სადემონსტრაციო ოქმის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და შესწორების ოქმის შედგენის წესი; საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესი; არჩევნების უსაფრთხოება) 2016 წელს ტრენინგები ჩაუტარდა საუბნო საარჩევნო კომისიის 47 341 წევრს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 2 681 წევრს (აქედან, სომეხი – 1 343, აზერბაიჯანელი – 1 338) (საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის საქართველოს მასშტაბით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებით კომპაქტურად დასახლებულ 12 საარჩევნო ოლქში შექმნილი იყო 344 საარჩევნო უბანი (ქართულ-აზერბაიჯანული – 207 უბანი; ქართულ-სომხური – 133 უბანი; ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული – 4 უბანი). ხოლო 2017 წელს ტრენინგები ჩაუტარდა საუბნო საარჩევნო კომისიის 47 259 წევრს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ 2 742 წევრს (აქედან, აზერბაიჯანელი – 1 374, სომეხი – 1 368). (მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებით კომპაქტურად დასახლებულ 12 საარჩევნო ოლქში შექმნილი იყო 345 საარჩევნო უბანი (ქართულ-აზერბაიჯანული – 208 უბანი; ქართულ-სომხური – 133 უბანი; ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული – 4 უბანი). ამოცანა: 10.2.2. ეთნიკურ უმცირესობათა ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საქმიანობა: 10.2.2.1. ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება ინდიკატორი: ღონისძიებათა რაოდენობა; ნათარგმნი საარჩევნო დოკუმენტაცია (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნი ამომრჩეველთა ერთიანი სია, საარჩევნო ბიულეტენი, სასწავლო მასალა) სტატუსი: სრულად შესრულებული 162 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის, პირველად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ორგანიზებით, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის გაიმართა იმიტირებული კენჭისყრის პროცესი, რომელიც მათი საარჩევნო უფლებების რეალიზებას ემსახურებოდა. შეხვედრები გაიმართა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების (შეხვედრები გაიმართა შემდეგ რეგიონებში სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ქვემო ქართლი) 53 სოფელში. (მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, პირველად განხორციელდა პროექტი „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“. პროექტის პირველ ეტაპზე გაიმართა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ‒ 347 შეხვედრა, ხოლო 73 საოლქო საარჩევნო კომისიებში ‒ 103 საჯარო შეხვედრა „ამომრჩევლის დღე“. პროექტის მეორე ეტაპი „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“ განხორციელდა საარჩევნო პერიოდში, რომლის ფარგლებშიც ამომრჩევლებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (ცესკოს ვებგვერდი - voters.cec.gov.ge, Android და iOS ოპერაციული სისტემა, სწრაფი გადახდის ტერმინალები (NOVA, TBC), პლანშეტი) გადაამოწმეს საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში , მათ ასევე დაურიგდათ საინფორმაციო ფლაერი. ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით 991 924-მა ამომრჩეველმა ისარგებლა. პროექტის მესამე ეტაპის დროს „მოდი არჩევნებზე“ გავრცელდა საარჩევნო პროცედურების ამსახველი ფლაერი. აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განხორციელდა. გავრცელებული ფლაერები დაბეჭდილი იყო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება საარჩევნო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების, ამომრჩეველთა აქტივობის ზრდისა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობის მიზნით, 2016-2017 წლებში ცესკოსა და სწავლების ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განხორციელდა შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:  „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ახალგაზრდებისთვის“  „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩევლები“ – საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის;   “საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“; “საარჩევნო სამართალი“– უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის.  “საარჩევნო განვითარების სკოლა“ (პროექტი განხორციელდა ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით) მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში არჩევნების პოპულარიზაცია, საინფორმაციო-სასწავლო პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ტრენერის უნარ-ჩვევების განვითარება და საარჩევნო ადმინისტრაციაში დაგროვილი ცოდნის გაზიარების გზით დამატებითი ადამიანური რესურსის შექმნა. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობა, საარჩევნო სისტემები საქართველოში, არჩევნების საკანონმდებლო რეგულირება, არჩევნებში ჩართული მხარეები, საარჩევნო გარემოს ინკლუზიურობა, გენდერი და არჩევნები, ამომრჩეველთა სიები, წინასაარჩევნო პერიოდი, კენჭისყრის პროცედურები, საარჩევნო უბნების დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება და საარჩევნო დავები. 2016 წელს პროექტი განხორციელდა 20 163 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 4 მუნიციპალიტეტში და მასში მონაწილეობა მიიღო 453-მა ახალგაზრდამ. 2017 წელს პროექტი განხორციელდა 23 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 3 მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ პროექტი პირველად განხორციელდა წეროვანის დასახლებაში და ახმეტაში, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროექტში მონაწილეობა მიიღო 18-24 წლამდე 453-მა ახალგაზრდამ. საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განახორციელდა საჯარო სკოლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის. პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. 2016 წელს სასწავლო კურსი ჩაუტარდა 21 მუნიციპალიტეტში (მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 14 მუნიციპალიტეტსა და 7 მაღალმთიან რეგიონში) განლაგებული 73 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 1235 მოსწავლეს. 2017 წელს პროექტი განხორციელდა 68 მუნიციპალიტეტის 93 საჯარო სკოლაში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში. სასწავლო კურსი გაიარა XI -XII კლასის 1 645-მა მოსწავლემ. „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ საინფორმაციო-სასწავლო პროექტის ,,საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ პროექტი განხორციელდასაარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით მიზანს წარმოადგენდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობა. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; საარჩევნო უბნის დახურვა; საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები; საარჩევნო ყუთის გახსნა; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა; კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები. 2016 წელს პროექტი განხორციელდა საქართველოს მასშტაბით 22 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 11 მუნიციპალიტეტში. სასწავლო კურსის ფარგლებში, სწავლება გაიარა 804-მა მონაწილემ, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახელებული მუნიციპალიტეტებიდან 377-მა მონაწილემ. ხოლო 2017 წელს პროექტი განხორციელდა საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული მუნიციპალიტეტების ჩათვლით. სასწავლო კურსი გაიარა 5 247-მა მონაწილემ. სასწავლო კურსი „საარჩევნო სამართლის დარგში“ ამომრჩეველთა სამოქალაქო და საარჩევნო კულტურის გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრი, ახორციელებს სემესტრულ სწავლებებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სწავლების ცენტრის ბაზაზე შექმნილ იურიდიულ კლინიკაში. სასწავლო კურსი ემსახურება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. 2016 წელს, სასწავლო კურსი გაიარა თბილისსა და რეგიონებში მოქმედი 12 უნივერსიტეტის 722-მა სტუდენტმა, 164 ხოლო 2017 წელს 10 უნივერსიტეტის 426-მა სტუდენტმა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის და (მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, ცესკოს მიერ დამზადებული ყველა საინფორმაციო ვიდეო რგოლი, მათ შორის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ სპეციალური ვიდეო რგოლი, ნათარგმნი იყო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც განთავსებული იყო რეგიონული ტელევიზიების ეთერში. არჩევნების დროს, ცესკომ უზრუნველყო სომხურენოვან გაზეთსა „ვრასტანი“ და აზერბაიჯანულენოვან გაზეთში ,,გურჯისტანი“ ხელმისაწვდომი სერვისებისა და კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. 2016-2017 წლებში ჩატარებული არჩევნებისთვის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საძიებო სისტემით (voters.cec.gov.ge) სარგებლობა შეეძლოთ, როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ეთნიკური უმცირესობების დასაქმება ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ამომრჩეველებს და დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება შეეძლოთ, როგორც ქართულ, ისე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. 2016-2017 წლებში დასაქმებული იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 8 ახალგაზრდა (4 სომეხი, 4 აზერბაიჯანელი). დასაქმების პარალელურად ცესკომ უზრუნველყო მათი კვალიფიკაციის ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. მიზნობრივი გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 2016-2017 წლებში, ცესკომ საგრანტო კონკურსის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში. საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული მიმართულებით სწავლების ცენტრის მიერ 2016 წელს დაფინანსდა 8 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტმა შეადგინა 227 167 ლარი. ხოლო 2017 წელს დაფინანსდა 8 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი, რომელთა საერთო ბიუჯეტმა შეადგინა 181 568 ლარი. აღსანიშნავია, რომ პროექტების განხორციელების გეოგრაფიული არეალი სრულად მოიცავდა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებს. ტრენინგი ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს პარლამენტის 2016 წლის და (მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, ცესკოსა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით, ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგები საარჩევნო საკითხებზე მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლების საარჩევნო პროცესში მონაწილეობის თაობაზე. (ტრენინგები გაიმართა „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა“ და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან“ თანამშრომლობით, საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით) საარჩევნო სისტემების მიზანი: 10.3. ეთნიკურ უმცირესობათა წვდომის გაუმჯობესება მას მედიასა და ინფორმაციაზე ამოცანა: 10.3.1. უმცირესობების ენებზე სამაუწყებლო პროგრამებისა და ელექტრონული/ბეჭდვითი მედიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქმიანობა: 10.3.1.1. ეთნიკური უმცირესობების ენებზე მედია პროდუქტების დაფინანსება და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში მათი გავრცელების უზრუნველყოფა 165 ინდიკატორი: მომზადებული მედია პროდუქტები, რაოდენობა, მედია პროდუქციის რეიტინგი მაყურებელთა/მკითხველთა სტატუსი: სრულად შესრულებული ტელემაუწყებლობა  2016 წლის 22 აგვისტოდან ყოველდღე საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვებაში “მოამბე“ 18:00 და 20:00 საათზე (რომელიც პარალელურ რეჟიმში გადის მეორე არხის ეთერშიც გადაიცემა) გადაიცემა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მატარებელი ხმოვანი ბილიკების თანხლებით (ენის რეჟიმის გადართვა შესაძლებელია სეთ-ტოპ-ბოქსის (რესივერი) დისტანციური პულტის საშუალებით), რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს სრული ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. აღნიშნული პროექტი „გასაგებ ენაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ეთნიკური უმცირესობებისთვის” რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.  2016 წლის 22 აგვისტოდან, ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებები სამ ენაზე (ქრნ - 26 წთ) გადიოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერში: აფხაზურენოვანი – 23:00 საათზე, ოსურენოვანი - 23:30 საათზე, რუსულენოვანი - 00:00 საათზე.  2016-2017 წლების განმავლობაში ყოველდღიურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით გადაიცემოდა რუსულენოვანი სატელევიზიო საინფორმაციო- ანალიტიკური გადაცემა – „ნამდვილი დრო“ („Настоящее время“), რომელიც წარმოადგენს რადიო „თავისუფალი ევროპა“/“რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ ერთობლივ პროექტს, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდოვეთსა და უკრაინაში მოქმედ საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებთან თანამშრომლობით. ვებ-გვერდი და სოციალური ქსელი  ოპერატიული ინფორმაციის უმოკლეს დროში გავრცელებისთვის 2016 წლის სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ქოლგის ქვეშ ამოქმედდა ვებ-გვერდი ხუთ ენაზე (ოსური, აფხაზური, სომხური, აზერბაიჯანული და რუსული) მისამართით - http://multitolerant.gpb.ge/, რომელიც ჩაშლილია ქვე-საიტებად (abkh.gpb.ge; Os.gpb.ge; Am.gpb.ge; Az.gpb.ge Ru.gpb.ge). გარდა უახლესი ინფორმაციისა, ვებ-გვერდებზე განთავსებულია ტელევიზიის “ოქროს ფონდში” დაცული საარქივო მასალები ხუთივე ენაზე. პარალელურად, სოციალურ ქსელში შექმნილია ხუთი სხვადასხვა ენოვანი გვერდი, რომელიც კიდევ უფრო ინტერაქტიულს ხდის შექმნილ პროდუქციას. 2017 წლის სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ქოლგის ქვეშ ამოქმედდა შვიდენოვანი (ქართული, აფხაზური, ოსური, სომხური, აზერბაიჯანული, ინგლისური და რუსული) ვებ-პორტალი - www.1tv.ge, რომლის საშუალებით მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს შესაბამის ენაზე მომზადებულ მისთვის საინტერესო ინფორმაციას, უყუროს რეპორტაჟებსა და სიუჟეტებს.  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებს უზრუნველყოფს, ტექნიკურად შესაძლებელი ლიმიტის (15 არხი) ფარგლებში, ყველა ეროვნების ბრალდებულ/მსჯავრდებულისათვის საინტერესო სატელევიზიო არხების ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, სამინისტრო 166 უზრუნველყოფს სატელიტურ მაუწყებლობაში უფასოდ ხელმისაწვდომი სატელევიზიო არხების ჩართვას.  გადაცემები Youtube-ზე 2016 წლის 1 სექტემბრიდან, როგორც მთლიანი გადაცემები, ისე ცალკეული სიახლეები და ექსკლუზიური სიუჟეტები იტვირთება Youtube-ზე. რადიომაუწყებლობა  2016-2017 წლებში გრძელდება ყოველკვირეული რადიო-გადაცემა „ჩვენი საქართველო” (ქრნ-40წთ), რომელიც აშუქებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დღესასწაულებს, კულტურულ თავისებურებებს, ტრადიციებს, პრობლემებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის ფაქტებს, სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებულ სირთულეებს; გადაცემა ინტერაქტიულია - პირდაპირი ეთერის მსვლელობისას მსმენელის აქტიურობა და ჩართულობა გამოიხატება სტუდიაში სატელეფონო ზარებით.  სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სინქრონულად ნათარგმნი “მოამბის” გამოშვებები იწერება რადიოს სტუდიაში, რომელიც გადაიცემა პირველი რადიოს ეთერში 04:0006:00 საათზე.  ასევე, გაგრძელდა ქურთულენოვანი (ქრნ-25წთ) ყოველკვირეული საინფორმაციოშემეცნებითი-გასართობი გადაცემა, რომელიც რადიო 2-ის ეთერით გადაიცემა. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთათვის მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, 2017 წლის განმავლობაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყო მედია სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადება (2017-2020წწ.). სტრატეგიული დოკუმენტი ითვალისწინებს ამ მიმართულებით არსებული პრობლემური საკითხების დაძლევას კონკრეტული ინიციატივების, ღონისძიებების და საქმიანობის განხორციელების გზით. სტრატეგია მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლის იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. ბეჭდვითი მედია 2016-2017 წწ. გაგრძელდა არაქართულენოვანი პრესის ფინანსური მხარდაჭერა. 2016 წელს სახელმწიფოს დაფინანსებით გამოიცემა სომხურენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „ვრასტანი“ (წელიწადში - 52 ნომერი; ტირაჟი 4000 ცალი) და აზერბაიჯანულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „გურჯისტანი“ (წელიწადში - 53 ნომერი, ტირაჟი 2000 ცალი). 2017 წლის განმავლობაში გამოიცა სომხურენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „ვრასტანი“ (102 ნომერი, 3500 ტირაჟი) და აზერბაიჯანულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „გურჯისტანი“ (93 ნომერი; ტირაჟი 2000). გაზეთები გავრცელდა როგორც თბილისში, ისე ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაწესებულებებში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის ფარგლებში 2015 წლის 11 მარტიდან ყველა პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას თვეში ორჯერ გადაეცემა აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი ,,გურჯისტანი“ და სომხურენოვანი გაზეთი ,,ვრასტანი’’ (5050 ეგზემპლარი). 167 მიზანი: 10.4. ეროვნული/ეთნიკური პირობების უზრუნველყოფა უმცირესობების ამოცანა: 10.4.1. ეროვნული/ეთნიკური ინფრასტრუქტურის განვითარება სოციალური უმცირესობებით და ეკონომიკური დასახლებულ რეგიონებში საქმიანობა: 10.4.1.1. შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან რეგიონებში ინდიკატორი: ჩატარებული ღონისძიებების გეოგრაფიული არეალი და მონაწილეთა რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მუნიციპალიტეტების მიერ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით, 2016 წელს განხორციელდა მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის №249 დადგენილებით დამტკიცებული წესის; „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით თებერვლის №54 დადგენილებისა და გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი მუნიციპალიტეტების ორგანოების და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით დამტკიცებული პროცედურებისა და კრიტერიუმების საფუძველზე. ასევე, აღნიშნულ რეგიონებში, მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ საქართელოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა; სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა და სამინისტროს მართვაში არსებულმა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია კონკრეტული რეგიონებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ: ქვემო ქართლის რეგიონი 1. რუსთავი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 9 პროექტი ჯამური ღირებულებით 8 645 155 ლარი.  შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ რუსთავის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 3 487 299 ლარი. 2. ბოლნისი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 7 პროექტი ჯამური ღირებულებით 2 456 908 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 59 პროექტი, ჯამური ღირებულებით 1 178 940 ლარი. 3. გარდაბანი 168  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 17 პროექტი ჯამური ღირებულებით 3 347 840 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 49 პროექტი, ჯამური ღირებულებით 1 653 484 ლარი. 4. დმანისი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 3 პროექტი ჯამური ღირებულებით 1 479 999 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 81 პროექტი, ჯამური ღირებულებით 600 645 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დმანისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 205 300 ლარი.  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ დმანისის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 416 001 ლარი. 5. თეთრიწყარო  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 8 პროექტი ჯამური ღირებულებით 1 354 831 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 85 პროექტი, ჯამური ღირებულებით 705 099 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 3 პროექტი ღირებულებით 5 185 408 ლარი.  შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 2 პროექტი ღირებულებით 279 933 ლარი. 6. მარნეული  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 10 პროექტი ჯამური ღირებულებით 4 491 163 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 113 პროექტი, ჯამური ღირებულებით 2 176 745 ლარი. 7. წალკა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 3 პროექტი ჯამური ღირებულებით 1 493 885 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წალკის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 49 პროექტი, ჯამური ღირებულებით 564 161 ლარი.  შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ წალკის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 148 000 ლარი.  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ წალკის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 400 000 ლარი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართელოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2016 წელს ქვემო ქართლის რეგიონში დაფინანსდა 21 პროექტი, ჯამური ღირებულებით 41 300 700 ლარი. სამცხე ჯავახეთის რეგიონი 1. ახალციხე   რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 15 პროექტი ჯამური ღირებულებით 4 279 757 ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 49 პროექტი, ჯამური ღირებულებით 667 098 ლარი. 169  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახალციხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 3 198 099 ლარი. 2. ახალქალაქი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 6 პროექტი ჯამური ღირებულებით 2 798 656 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 159 პროექტი, ჯამური ღირებულებით 1 111 730 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 1 226 438 ლარი.  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 5 პროექტი ღირებულებით 510 901 ლარი. 3. ადიგენი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 4 პროექტი ჯამური ღირებულებით 1 920 690 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 81 პროექტი, ჯამური ღირებულებით 562 524 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 682 000 ლარი.  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 2 პროექტი ღირებულებით 431 051 ლარი. 4. ასპინძა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 5 პროექტი ჯამური ღირებულებით 2 018 084 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 29 პროექტი, ჯამური ღირებულებით 274 795 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 1 122 607 ლარი. 5. ნინოწმინდა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 3 პროექტი ჯამური ღირებულებით 1 700 000 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 45 პროექტი, ჯამური ღირებულებით 572 189 ლარი.  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 2 პროექტი ღირებულებით 432 880 ლარი. 6. ბორჯომი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 7 პროექტი ჯამური ღირებულებით 2 702 657 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 47 პროექტი, ჯამური ღირებულებით 477 332 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 3 187 876 ლარი.  შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 3 პროექტი ღირებულებით 1 038 585 ლარი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართელოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2016 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაფინანსდა 13 პროექტი, ჯამური ღირებულებით 17 490 900 ლარი. კახეთის რეგიონი 170 1. ლაგოდეხი  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 10 პროექტი ჯამური ღირებულებით 3239441 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 86 პროექტი, ჯამური ღირებულებით 1097350 ლარი.  სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 1 პროექტი ღირებულებით 970301 ლარი. 2. ახმეტა  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 9 პროექტი ჯამური ღირებულებით 2271749 ლარი.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში დაფინანსდა 123 პროექტი, ჯამური ღირებულებით 751 926 ლარი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართელოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2016 წელს კახეთის რეგიონში დაფინანსდა 18 პროექტი, ჯამური ღირებულებით 11 389 400 ლარი. ამოცანა: 10.4.2. ეროვნული /ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საჯარო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა საქმიანობა: 10.4.2.1. ეროვნული /ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საჯარო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა ინდიკატორი: სასწავლო კურსების რაოდენობა სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა – სამი დონის (A1, A2, B1) ფარგლებში ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რომელიც ლეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე; ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი დარგობრივი კურსები: – საჯარო ორგანიზაციების მართვა; – ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი; – სახელმწიფო შესყიდვები; – ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება; – საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; – ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა – კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამა ასევე ტრენინგ-კურსები: – საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა; – საქართველო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. 171 მიზანი: 10.5. ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლების უზრუნველყოფა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება ამოცანა: 10.5.1. სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მასალების შემუშავება; პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა საქმიანობა: 10.5.1.1. პარტნიორ ორგანიზაციებთან და სამიზნე ჯგუფებთან ერთად სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვის ხელშეწყობა ეროვნული უმცირესობების საჭიროებების გათვალისწინებით ინდიკატორი: ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის გახსნილი სასკოლო მზაობის ჯგუფების რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა სკოლამდელი განათლების საფეხურზე ეროვნული უმცირესობების წამომადგენლებთათვის განათლების პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შექმნის მიმართულებით. 2017 წლის განმავლობაში იგეგმება მუშაობის გაგრძელება აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავდა სასკოლო მზაობის პროგრამა „თამაში.“ პროგრამა შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: აღმზრდელის სახელმძღვანელო, აქტივობების კრებული და ტრენინგ მოდული აღმზრდელპედაგოგებისათვის. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ბავშვის სასკოლო მზაობას და მისი ნაკლებად ფორმალური გარემოდან (ოჯახი, საბავშვო ბაღი) შედარებით ფორმალურ გარემოში წარმატებულ გადასვლას. პროგრამა გადაეცათ მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებებს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს და გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია პროგრამის დანერგვის მეთოდოლოგიურ და ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით. პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია პროგრამის დანერგვის მონიტორინგის განხორციელება. ასევე, აღმზრდელ-პედაგოგთათვის ტრენინგების ჩატარება სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით.“ სასკოლო მზაობის პროგრამა გადაეცათ რეგიონულ, მათ შორის, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ მუნიციპალიტეტებს. სასკოლო მზაობის პროგრამა დანერგილია ეროვნული უმცირესობების საბავშვო ბაღების უფროს ასაკობრივ ჯგუფებში. ამოცანა: 10.5.2. კულტურათაშორის დიალოგისა და ქართული ენის სწავლა/სწავლების ხელშეწყობა საქმიანობა: 10.5.2.1. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების და მასწავლებლების მონაწილეობა მულტიკულტურულ საზაფხულო სკოლაში; არაქართულენოვანი და ქართული სკოლების მოსწავლეების მიერ საერთო სამოქალაქო განათლების პროექტების დაგეგმვა და განხორციელება ინდიკატორი: მულტიკულტურულ საზაფხულო სკოლაში მონაწილე მოსწავლეებისა და მასწავლებლების რაოდენობა; პროექტებში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 172 კულტურათაშორის დიალოგისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს ჩატარდა „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა“, სადაც მონაწილეობა მიიღო 50 მასწავლებელმა (მათ შორის იყვნენ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 30 მასწავლებელი) და 50 მოსწავლემ (არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 30 მოსწავლე). საზაფხულო სკოლა ჩატარდა ბაკურიანში; მასწავლებლებისთვის - 18 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით, ხოლო მოსწავლეებისთვის 30 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით. 2017 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ სამთო-სათხილამურო და საზაფხულო ბანაკებში ჩაერთო 1100 ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლე. აღნიშნულ ბანაკებში განხორციელებული საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები ხელს უწყობდა მოსწავლეთა სახელმწიფო ენის ცოდნის გაღრმავებას. ასევე, 2018 წლის ზაფხულისთვის, სახელმწიფო ენის ცოდნის გაღრმავებისა და პოპულარიზაციის მიზნით, დაგეგმილია საზაფხულო ბანაკის ორგანიზება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის. ამასთანავე, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულია საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის ქართულენოვანი სპექტაკლების კონკურსი სახელწოდებით „ჩემი პირველი ქართული როლი“. ამოცანა: 10.5.3. არაქართულენოვან სკოლებში სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა საქმიანობა: 10.5.3.1. არაქართულენოვანი სკოლებისათვის ორენოვანი სწავლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ინდიკატორი: შემუშავებული სტრატეგიის დოკუმენტი სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტი "განათლების სისტემა საზოგადოების ინტეგრაციისთვის", სადაც განსაზღვრულია არაქართულენოვანი სკოლებისათვის ორენოვანი სწავლების სტრატეგია. 2017 წლისთვის დაგეგმილია შესაბამისი სამოქმედო გეგმის განვითარება. 2017 წლისთვის დაგეგმილია აღნიშნული ბილინგვური პროგრამის დანერგვა საპილოტე რეჟიმში. საქმიანობა: 10.5.3.2. საქართველოს არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების I-VI კლასის მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. VII-XII კლასის მოსწავლეების დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფა ინდიკატორი: საქართველოს არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების I-VI კლასის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი მოსწავლეების რაოდენობა; დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფილი VII-XII კლასის მოსწავლეების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის N296 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო„ ახორციელებს „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“. მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით პროგრამით დაგეგმილი აქტივობის განხორციელებისათვის სხვადასხვა გამომცემლობებისგან განახორციელა შემდეგი რაოდენობის სახელმძღვანელოების შესყიდვა: 173 ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 6 114 ცალი სახელმძღვანელო, 14 905 - რვეული, 9 750 ტესტი, გამომცემლობა ინტელექტი - 360 ცალი სახელმძღვანელო, საქართველოს მაცნე - 724 ცალი სახელმძღვანელო. 2016 წლის განმავლობაში, I-VI კლასის 13 187 აზერბაიჯანულენოვანმა, 6 333 რუსულენოვანმა და 6 899 სომხურენოვანმა მოსწავლემ მიიღო სახელმძღვანელო (ჯამში, I-VI კლასის 32 419 მოსწავლე), ხოლო დამხმარე ლიტერატურა გადაეცა VII-XII კლასის 11 910 აზერბაიჯანულენოვან, 6433 რუსულენოვან და 16 645 სომხურენოვან მოსწავლეს (ჯამში, VII-XII კლასის 34 988 მოსწავლე). საქმიანობა: 10.5.3.3. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეების სკოლის ავტობუსების მომსახურებით უზრუნველყოფა ინდიკატორი: სკოლის ავტობუსების მომსახურებით უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეები სარგებლობენ ეთნიკური სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა 42 საჯარო სკოლაში და ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 2232 მოსწავლეს. ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებისთვის ტრანსპორტირება განხორციელდა 26 საჯარო სკოლაში და ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 764 მოსწავლეს. ეთნიკურად ბოშა მოსწავლეებისათვის ტრანსპორტირება განხორციელდა - 2 საჯარო სკოლაში და ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 16 მოსწავლეს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ჯამში ტრანსპორტირება განხორციელდება 70 საჯარო სკოლაში და ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენდა 3004 მოსწავლეს. ამოცანა: 10.5.4. საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანია განათლების სისტემაში დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეების შესახებ საქმიანობა: 10.5.4.1. სამიზნე ჯგუფებში საინფორმაციო შეხვედრების წარმოება ინდიკატორი: შეხვედრების რაოდენობა, გეოგრაფიული დაფარვა, მონაწილეთა რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ, პროექტის „ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში და რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის“ ფარგლებში, შემუშავდა საგანმანათლებლო ორენოვანი ბროშურები საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 13 ჯგუფისთვის. ბროშურები მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სახელმწიფო ენის შესწავლის, მშობლიური ენის შენარჩუნებისა და ზოგადად, ბილინგვური განათლების მნიშვნელობაზე. მასალის შინაარსობრივი დამუშავების და სხვადასხვა ენებზე თარგმნის ეტაპზე მუშაობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. საპოპულარიზაციო მასალები გავრცელდა საქართველოს განათლების ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრების მეშვეობით. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ ფარგლებში, 2016 წელს საქართველოს მასშტაბით არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 6902 მასწავლებელს 174 დაურიგდათ სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ნათარგმნი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, სქემის გზამკვლევის I ნაწილი და თვითშეფასების კითხვარი. ამასთან, პროგრამის კონსულტანტმასწავლებლების მიერ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პირველი ნაკადისთვის ჩატარდა სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსები. აღნიშნული კურსის 738 მსმენელიდან, საბოლოო შეფასების ეტაპისთვის ა1 დონის შემსწავლელ კურსში ჩართული იყო 221 მასწავლებელი, ა2 დონის შემსწავლელ კურსში კი 398 მასწავლებელი. საბოლოო შეფასება ა1 დონის მსმენელებიდან წარმატებით გაიარა - 135-მა მსმენელმა. ასევე, პროგრამის ახალ მონაწილეებისთვის ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები პროფესიულ უნარებში და ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების გრძელვადიანი მეთოდური კურსის შესავალ მოდულში „კურიკულუმის მიზნები და მასწავლებლის კომპეტენციები“. საქმიანობა: 10.5.4.2. ქართულის როგორც მეორე ენის კვალიფიციური კონსულტანტმასწავლებლების და დამხმარე მასწავლებლების არაქართულენოვან სკოლებში მივლინება ინდიკატორი: პროგრამაში ჩართული პედაგოგების გაზრდილი რაოდენობა 2014-15 წლებთან შედარებით; პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული ქართული ენის შემსწავლელ კურსში ჩართული ადგილობრივი მასწავლებლების რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2015-2016 სასწავლო წლისთვის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამაში“ ჩართული იყო 105 კონსულტანტ-მასწავლებელი და 149 დამხმარე მასწავლებელი. პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლების, დამხმარე მასწავლებლების (1+4 პროგრამის კურსდამთავრებული ორენოვანი ბაკალავრები) და ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის შედეგად შეირჩა 9 ახალი კონსულტანტ-მასწავლებელი, 35 დამხმარე მასწავლებელი და 14 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი. 2016 წლის მეორე ნახევარში პროგრამის ფარგლებში სამიზნე სკოლებში გაიგზავნა მასწავლებელთა შემდეგი სამი ჯგუფი: 1. ქართულის, როგორც მეორე ენის 114 კონსულტანტ-მასწავლებელი, რომლებიც შესაბამისი საგნის სწავლების გარდა კონსულტირებას უწევენ პროგრამის დამხმარე მასწავლებლებს და ადგილობრივ მასწავლებლებს უტარებენ სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს; 2. ქართულის, როგორც მეორე ენის და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების (ისტორია და გეოგრაფია) 136 დამხმარე მასწავლებელი, რომლებიც ადგილობრივ მასწავლებლებს ეხმარებიან საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში; 3. 28 ბილინგვალი დამხმარე მასწავლებელი, რომლებიც 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულები არიან და ერთენოვანი დამხმარე მასწავლებლებისგან განსხვავებით, ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად მუშაობენ ეროვნული სასწავლო გეგმის ნებისმიერ სასკოლო დისციპლინაში. 2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით კურსის ფარგლებში ჩართული იყო 514 მსმენელი, მათ შორის ა1 დონის შემსწავლელი 76 მსმენელი, ა2 დონის - 290 და ბ1 დონის - 148. 175 2017-2018 სასწავლო წლისთვის ქვემო ქართლის 112, სამცხე-ჯავახეთის 64 და კახეთის 9 სკოლაში წარმოდგენილი იყო 118 კონსულტანტ-მასწავლებელი, 116 დამხმარე მასწავლებელი და 50 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი. სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსში, ჩართული იყო 540 მსმენელი, მათ შორის A1 დონის შემსწავლელი 80 მსმენელი, A2+ დონის - 303 და B1 დონის - 157. ენის კურსის დასრულებისას ჩართული 460 მასწავლებლიდან საბოლოო შეფასებაზე გამოცხადდა 440. მათგან A1 დონე დაადასტურა 55 მსმენელმა, A2 - 171, B1 - 108. ამოცანა: 10.5.5. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა უმაღლესი და საქმიანობა: 10.5.5.1. სკოლებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ჩატარება, სომხურ და აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ინდიკატორი: ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასკოლო ოლიმპიადის მე-2 ტურში მონაწილეობდა 818 სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ეროვნების მოსწავლე, ხოლო მე-3 ტურში 106 მოსწავლე. 2015-2016 სასწავლო წლის ოლიმპიადის მე-2 ტურში მონაწილეობდა 818 სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ეროვნების მოსწავლე, ხოლო მე-3 ტურში 106 მოსწავლე. 2015-2016 სასწავლო წელს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ჯამში მონაწილეობა მიიღო: აზერბაიჯანულ ენაზე - 547 მოსწავლემ; სომხურ ენაზე - 710 მოსწავლემ და რუსულ ენაზე - 379 მოსწავლემ. 2016-2017 სასწავლო წელს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარებულ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ჯამში მონაწილეობა მიიღო: - ოლიმპიადის პირველ ტურში: აზერბაიჯანულ ენაზე - 906 მოსწავლემ; სომხურ ენაზე - 1007 მოსწავლემ და რუსულ ენაზე - 425 მოსწავლემ; ოლიმპიადის მე-2 ტურში: აზერბაიჯანულ ენაზე - 20 მოსწავლემ; სომხურ ენაზე 44 მოსწავლემ და რუსულ ენაზე - 30 მოსწავლემ; საქმიანობა: 10.5.5.2 სკოლის აზერბაიჯანულ, რუსულ ენებზე გამოსაშვები გამოცდების ჩატარება სომხურ, ინდიკატორი: ზოგადსაგანმანათლებლო ატესტატის მქონე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოსწავლეების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მე-11 კლასის გამოცდებში მონაწილეობდა 3143 სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ეროვნების მოსწავლე, ხოლო მე-12 კლასის გამოცდებში 4123 მოსწავლე. მე-12 კლასის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილე სომეხი, აზერბაიჯანელი და რუსი ეროვნების მოსწავლეებიდან, გამოცდები წარმატებით ჩააბარა (ატესტატი მოიპოვა) 703-მა სომეხი ეროვნების მოსწავლემ, 650-მა აზერბაიჯანელი ეროვნების მოსწავლემ და 926-მა რუსი ეროვნების მოსწავლემ. 176 საქმიანობა: 10.5.5.3 ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მათი ჩარიცხვა გამარტივებული წესით, მხოლოდ ერთი გამოცდის (მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი ტესტები) შედეგებით ინდიკატორი: უმაღლეს საგანმანათლებლო დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა პროგრამებზე ჩარიცხული და სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულია 300 სომხურენოვანი და 660 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსება მოიპოვა 95-მა სომხურენოვანიმა და 99-მა აზერბაიჯანულენოვანმა სტუდენტმა. საქმიანობა: 10.5.5.4 მოსახლეობის ინფორმირება საშეღავათო პოლიტიკის შესახებ ინდიკატორი: პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით მოსახლეობა მუდმივად ინფორმირებულია საინფორმაციო საშუალებებით. ასევე, ინფორმაცია ვრცელდება ელექტრონული და ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით. ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს სპეციალური, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც წარმოადგენს აკრედიტებულ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას, აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ერთი გამოცდის (მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტები) შედეგების საფუძველზე და რაც უზრუნველყოფს ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შეძენას იმ დონეზე, რომ შემდგომში პირმა შეძლოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელება. ყოველწლიურად პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსებას მოიპოვებს 100 აზერბაიჯანულენოვანი და 100 სომხურენოვანი სტუდენტი. დაფინანსება ასევე, გათვალისწინებულია აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად. აღნიშნული დაფინანსება გულისხმობს სწავლის დაფინანსებას ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთი წლის განმავლობაში და ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებას ოთხი წლის განმავლობაში. 2016 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულია 300 სომხურენოვანი და 660 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსება მოიპოვა 95-მა სომხურენოვანიმა და 99-მა აზერბაიჯანულენოვანმა სტუდენტმა. 2017 წელს ჩარიცხულია 673 აზერბაიჯანულენოვანი და 373 სომხურენოვანი სტუდენტი. დაფინანსება მოიპოვა 83-მა აზერბაიჯანულენოვანმა და 95-მა სომხურენოვანმა სტუდენტმა. 177 ასევე ჩაირიცხა და დაფინანსება მოიპოვა 1-მა ოსურენოვანმა სტუდენტმა. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედი სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტებით დაფინანსების სოციალური პროგრამა სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებთან ერთად ითვალისწინებს იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტებით, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (ეთნიკური ქისტებით მჭიდროდ დასახლებული პანკისის ხეობის სკოლები). პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ფინანსდებიან 4-6 წლის განმავლობაში (პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის (2250 ლარი) ფარგლებში. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 14 სტუდენტმა, რომლებმაც დაასრულეს სწავლა პანკისის ხეობაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. საქმიანობა: 10.5.5.5. პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვისას ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შეთავაზება ეთნიკური უმცირესობების ენაზე ინდიკატორი: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების რაოდენობა, რომელთაც პროფესიული ტესტირება გაიარეს მშობლიურ ენაზე სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ პროფესიულ ტესტირებაში (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე) მონაწილეობა მიიღო 37 აპლიკანტმა. 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ პროფესიულ ტესტირებაში (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე) მონაწილეობა მიიღო 26 აპლიკანტმა. 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ პროფესიულ ტესტირებაში (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე) მონაწილეობა მიიღო 22 აპლიკანტმა; 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ პროფესიულ ტესტირებაში (რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე) მონაწილეობა მიიღო 42 აპლიკანტმა. საქმიანობა: 10.5.5.6. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის ქართული ენის მოდულის შეთავაზება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას ინდიკატორი: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობა, რომელთაც გაიარეს ქართული ენის მოდული სტატუსი: უმეტესად შესრულებული „2016 წლის საგაზაფხულო მიღებიდან ამოქმედდა რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე შედგენილი ტესტები და ქართული ენის ინტეგრირებული მოდული. შესაბამისად, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, მშობლიურ ენაზე გაევლოთ პროფესიული ტესტირება და სრული სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხულიყვნენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის 178 ფარგლებშიც პირველ ეტაპზე ეუფლებიან ქართული ენის მოდულს. 2016 წელს ქართული ენის მოდულს დაეუფლა 13 სტუდენტი. ხოლო 2017 წელს 34 სტუდენტი. გარდა ზემოაღნიშნულისა, განიხილება ქვემო ქართლში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების საკითხი, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება ეთნიკური უმცირესობების პროფესიული განათლებით უზრუნველყოფა. მიზანი: 10.6 ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განათლებისა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება ამოცანა: 10.6.1. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისა და მაღალმთიან რეგიონებში დასაქმებულ პირთათვის (საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სახელმწიფო ენის სწავლება საქმიანობა: 10.6.1.1. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის სამი დონის (A1, A2, B1) ფარგლებში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების გადამზადება; ინდიკატორი: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა რაოდენობა, რომელთაც გაიარეს ქართული ენის მოდული სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“ ახორციელებს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამას ეთნიკური უმცირესობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონულ სასწავლო ცენტრებში (დმანისი, მარნეული, გარდაბანი, ლამბალო, წალკა, ნინოწმინდა, ბოლნისი, ახალქალაქი, ახმეტა, ლაგოდეხი, ასევე ცენტრის გარეთ, სხვადასხვა სოფლებში არსებულ მობილურ ჯგუფები). სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რომელიც ლეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. 2016-2017 წლებისმონაცემებითსახელმწიფოენისსწავლებისპროგრამით ისარგებლა 6440-მა მსმენელმა, მათ შორის 2016 წელს 3193-მა მსმენელმა, ხოლო 2017 წელს 3247-მა მსმენელმა. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში საჯარო მოხელეთა (ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირები) გადამზადება შემდეგი დარგობრივი მიმართულებებით: - საჯარო ორგანიზაციების მართვა; - ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი; - სახელმწიფო შესყიდვები; - ადამიანური რესურსების მართვა და საქმისწარმოება; - საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; - ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება და ადმინისტრირება; 179 - კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი საბაზისო პროგრამა. ინდიკატორი: 2016-2017 წლებში საჯარო მმართველობის ადაადმინისტრირების პროგრამით გადამზადდა 533 ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები საჯარო სექტორში დასაქმებული პირი (მათ შორის 2016 წელს 373 პირი, ხოლო 2017 წელს- 170 პირი) ამასთან 2016-2017 წლებში ტრენინგ-კურსი საქართველო და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაიარა 201 მსმენელმა; საქმისწარმოება და ელ. მმართველობა 92-მა მსმენელმა; გენდერული ბიუჯეტირება 17-მსმენელმა; ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია (NAთO-ს საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით) -29 მსმენელმა; გენდერული თანასწორობა (გაეროსმოსახლეობისფონდსა (UNFPA) დაორგანიზაცია ჭეჩარე-სთან თანამშრომლობით) -35 მსმენელმა. ამოცანა: 10.6.2. საჯარო ადმინისტრირებასა და საჯარო სამსახურში ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის გაზრდა და პროფესიული განვითარება საქმიანობა: 10.6.2.1. ეროვნულ უმცირესობათა ახალგაზრდა წარმომადგენლებისათვის პერიოდული სტაჟირების უზრუნველყოფა ინდიკატორი: ჩარიცხული სტაჟიორების რაოდენობა და მათი დასაქმების მონაცემები სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეროვნულ უმცირესობათა ახალგაზრდა წარმომადგენელთათვის სტაჟირების პროგრამის გამოცხადებისათვის საჭირო პროცედურული საკითხების მოწესრიგება. უნდა აღინიშნოს, რომ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების 8 საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმებული 25 თანამშრომლიდან 16 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა ქართული ენის კურსები ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში (სოფლები: ფოკა, სადახლო, კაბალი, კაზრეთი). კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა 130 პირს. მიზანი: 10.7. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების უზრუნველყოფა და საზოგადოებაში შემწყნარებლობის მაღალი სტანდარტის დანერგვა ამოცანა: 10.7.1. ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის ხელშეწყობა საქმიანობა: 10.7.1.1. ეთნიკური ინიციატივების მხარდაჭერა უმცირესობების კულტურულ-საგანმანათლებლო ინდიკატორი: განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები სტატუსი: სრულად შესრულებული 180 2016 წლის 16 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, გამოცხადდა კონკურსი „საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა ღონისძიებების ხელშეწყობა’, რომლის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი პროექტები:      „ყველა კულტურა განსხვავებული, მაგრამ თანასწორია“ - პროექტის ფარგლებში მარნეულსა და ნინოწმინდაში გაიმართა სხვადასხვა ეთნოსის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და კონკურსები ხატვაში. თბილისში მოეწყო აღნიშნული კონკურსების და კონცერტების ამსახველი ფოტოგამოფენა; (8 დასაქმებული, 60 მონაწილე, დამსწრე-300, ბიუჯეტი 9 620 ლარი); ა(ა)იპ „ეთნიკური კულტურის საზოგადოებამ“ განახორციელა პროექტი კლასიკური მუსიკის საღამო „მრავალფეროვნების დღესასწაული“. პროექტის ავტორებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში შეარჩიეს ნიჭიერი ახალგაზრდები და მათი მონაწილეობით გამართეს საღამო თბილისის ა. ხაჩატურიანის სახელობის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში ( დასაქმდა 6 ადამიანი, ბიუჯეტი 5270 ლარი); კავშირი "დემოსის" ინიციატივით შემუშავდა პროექტი სახელწოდებით "სხვა საქართველო სად არის", რომლის მიზანიც ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა მოზარდებში. 28 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ქ. მარნეულში ჩატარდა ქართული სიმღერის კონკურს-ფესტივალი "სხვა საქართველო სად არის", სადაც ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები 6-დან 17 წლამდე ასაკის ქართველმა და სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოზარდებმა შეასრულეს ქართული აკადემიური საესტრადო სიმღერები. (ღონისძიებას დაესწრო 700-მდე მოზარდი, ბიუჯეტი 8046 ლარი); ა(ა)იპ კავკასიური მოზაიკას პროექტი - „ქართველთა და ოსთა მეგობრობა“ (გამოფენა, კონცერტი)- საერთაშორისო საზოგადოებამ კავკასიური მოზაიკა“ განახორციელა პროექტი „გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობისათვის გამოფენის მოწყობა და კულტურული ღონისძიების ჩატარება“, რომლის ფარგლებშიც ერგნეთში მოეწყო ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველი ფოტო-გამოფენა, ასევე, ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა კონცერტი (ქართული და ოსური სიმღერები, ცეკვები, ლექსების კითხვა) და ნაციონალური კერძების დეგუსტაცია, (დასაქმდა 17 ადამიანი, ბიუჯეტი 9980 ლარი); სსიპ ჩერქეზულ (ადიღეური) კულტურის ცენტრი-სამეცნიერო სესია „ჩერქეზები, აფხაზები, ოსები და ქართულ - კავკასიური ცივილიზაციის კონტექსტური ხელშეწყობა“ (მონაწილეობდა 100 ადამიანი, ბიუჯეტი 4400 ლარი). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ასევე განხორციელდა შემდეგი პროექტები:   პროექტი „აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩების ტრადიციის შენარჩუნება“ (სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი)- პროექტი ითვალისწინებს ხელით ნაქსოვი აზერბაიჯანული ტრადიციის შენარჩუნებაგანვითარებას, ხალიჩების ტექნოლოგიის შესწავლის მიზნით წრეების შექმნას, სადაც ამ ხელსაქმის მცოდნეები ახალგაზრდებს შეასწავლიან ხელით ნაქსოვი ხალიჩებისა და გობელენების ქსოვას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ამ ტრადიციის შენარჩუნებას. ქვემო ქართლის სკოლებში, მოსწავლეები ეცნობიან ქსოვის პროცესს, ქმნიან ორნამენტების ნიმუშებს გობელენის სახით, ამზადებენ ხალიჩებს და გობელენებს. (პროექტის ფარგლებში მუშაობს 6 პედაგოგი, მომზადდა 15-მდე ახალგაზრდა, 25 ბავშვი სწავლობს ცენტრსა და რეგიონებში (მარნეული-ბოლნისი-თეთრიწყარო, ბიუჯეტი 26 500 ლარი).; ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ქ. ახალციხეში, რაბათი - კავკასიაში ხალიჩის ტექნოლოგიური წარმოებისა და ისტორიულ ტრადიციების თავმოყრას, გაზიარებას, 181   ხალიჩების მწარმოებელთა შორის კონტაქტების დამყარებას უკავშირდება; (ბიუჯეტი 39 935 ლარი სსიპ ,,მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“, აქციის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში გაიმართა ხალიჩის ქსოვისა და ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ხალიჩის ქსოვის პროცესის დემონსტრირება, ქართული და აზერბაიჯანული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ანსამბლი ,,ჯეირანი“, აზერბაიჯანის ქალაქ ხირდალანის მუსიკალური სკოლისა და აშუგ ნარგილას მოსწავლეები; ასევე, მუზეუმმა მონაწილეობა მიიღო ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალში „რაბათი 2016“, რომელიც ჩატარდა ახალციხეში, რაბათის ციხეში, პროექტის ‘’Chek in Georgia“ს ფარგლებში. სპეციალურ პავილიონში გამოიფინა აზერბაიჯანული ხალიჩები, ასევე მუზეუმის ხალიჩის ქსოვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრები, გაიმართა ხალიჩის ქსოვის პროცესის ჩვენება; (პროექტის განხორციელება არ მოითხოვდა ფინანსურ დანახარჯებს) სსიპ ,,ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში“ ხორციელდება უფასო ექსკურსიები მცხეთის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის, ასირიელებისა და აზერბაიჯანელებისთვის. (პროექტის განხორციელება არ მოითხოვდა ფინანსურ დანახარჯებს) 2017 წელს სამინისტრომ პრიორიტეტის „ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობა“ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ტრადიციების ხელშეწყობას, პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად, განახორციელა შემდეგი პროექტები:  „სიყვარულის გზით“ ფარგლებში ქ. საქართველოს ქალთა საბჭო. აღნიშნული პროექტის ბორჯომში მოეწყო დამოუკიდებელი საქართველოსა და დამოუკიდებელი უკრაინის ურთიერთობების დამყარების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა და ჩატარდა კონცერტი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები უკრაინელების, ოსების, სომხების, ბერძნებისა და ქართველების ჩართულობით, გაიმართა მათი ტრადიციული კერძების პრეზენტაცია, ასევე უკრაინული ტრადიციული ხელოვნებისა და ხელნაკეთობების დამზადების მასტერ-კლასი. (ბიუჯეტი: 8 000 ლარი)  „სომხური კულტურა მულტიეთნიკურ საქართველოში“ - ა(ა)იპ „ქართველ სომეხთა კავშირი“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების შემოქმედებითი აქტივობების, მათ შორის კონცერტის და გამოფენის ჩატარება და საქართველოში სომხური კულტურის თავისებურებების წარმოჩენა-პოპულარიზაცია. (ბიუჯეტი: 7 177 ლარი)  „ქისტური ფოლკლორის და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა და კონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში“ - ქალთა კავშირი „კავკასიელ ქალთა კონგრესი“. ქისტური ფოლკლორის და ხელოვნების ნიმუშების ქართული საზოგადოებისათვის გასაცნობად გაიმართა კონცერტი და გამოფენა თბილისში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში. (ბიუჯეტი: 8 000 ლარი)  „თბილისური ეზო - ისტორიული კავშირი“ - ა(ა)იპ „არტარეა TV2.0“. პროექტის ფარგლებში არქიტექტურულად გამორჩეულ ერთ-ერთ თბილისურ ეზოში ჩატარდა ეთნიკური მუსიკის საღამო, სადაც მონაწილეობა მიიღეს თბილისში მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობების 182 წარმომადგენლებმა (მუსიკალური ხელმძღვანელი - მიხეილ მდინარაძე), ამ საღამოს შესახებ ვიდეო ვერსია გავრცელდა არტარეას საკომუნიკაციო საშუალებებით. (ბიუჯეტი: 7 995 ლარი)  „საქართველოს ქურთ-იეზიდთა კულტურული მემკვიდრეობა“ - ა(ა)იპ „ქალთა უფლებების სათემო ინიციატივა“. პროექტის ფარგლებში მოეწყო ქურთ-ეზიდ მხატვართა და ტრადიციული ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა თბილისში, ბათუმში და თელავში. გაჟღერდა ქართულ-ეზიდური ჰანგები, ფოლკლორული სიმღერები, ასევე მოეწყო ეროვნული იეზიდური ცეკვებისა და სამოსის დემონსტრირება, მოეწყო ქართულ-ეზიდური კერძების პრეზენტაცია. (ბიუჯეტი: 7 840 ლარი)  „ორნამენტი" - ინდივიდუალური მეწარმე ნინო ჭიჭინაძე. პროექტის მიზანი იყო პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის ტექსტილის შესწავლა. შეიქმნა 2 ჯგუფი (თითოეულ ჯგუფში 10-12 მოსწავლე). ტრენინგები ტარდებოდა 14 დღის განმავლობაში და მოეწყო შემაჯამებელი გამოფენა სოფ. დუისის ხელოვნების ცენტრში. (ბიუჯეტი: 7 991 ლარი)  „კავკასიური ცარცის წრე“ - ა(ა)იპ სტუდია „ასტეროიდი". ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების (ილიაუნის სტუდენტები) მონაწილეობით შედგა კონცერტ-სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“, მოეწყო გამოფენა. (ბიუჯეტი: 7 962 ლარი)  „შემოქმედებითი საგანმანათლებლო კურსები საქართველოს რეგიონებში" - ა(ა)იპ „კონტაქტი". პროექტი მიზნად ისახავს რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის ერთთვიან შემოქმედებით-საგანმანათლებლო კურსების ორგანიზებას. ჩამოყალიბდა 2 ჯგუფი (I ჯგუფი - V კლასიდან VIII კლასის ჩათვლით მოსწავლეები, II ჯგუფი IX-კლასიდან XI კლასის ჩათვლით). პირველი ჯგუფის მოსწავლეებმა იმუშავეს წიგნის „საქართველოს თანამედროვე ისტორიების ილუსტრირებული კრებულის“ ვიზუალიზაციაზე, ხოლო მეორე ჯგუფი მუშაობს ყოველთვიური ჟურნალის გამოცემაზე. (ბიუჯეტი: 7 970 ლარი)  „ეთნომრავალფეროვნების ტრადიციები და მხატვრული ტრანსფორმაციები" - ა(ა)იპ „საქართველოს კულტურის აკადემია". პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეთნოსის (აფხაზი, ოსი, ებრაელი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, ქურთი, რუსი, უკრაინელი და ა.შ) კულტურის თვალსაჩინო ელემენტების დეკორატიულ- მხატვრული ნამუშევრების, აქსესუარების, ინტერიერის დეტალების, სუვენირების შექმნას და მათ გამოფენას თბილისში, ბაკურიანში, ქარელში, ახალციხეში და ბორჯომში. მოეწყო გამოფენა საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის შენობაში და გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, გამოიცა კატალოგი-ბუკლეტი. (ბიუჯეტი: 8 000 ლარი)   „უძველესი ასურული ტრადიციები" (ასურული ენის დღე) - ასურული ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნინევია". ასურული ენის საღამო (ნიდერლანდებიდან მოწვეული იყო ასურელი ენათმეცნიერი ვალოდია სარკეზი), წარმოდგენილი იქნა ასურული ტრადიციული კერძები, კოსტიუმების გამოფენა, ასურელი მხატვარდიზაინერის რიტა ელდაევას გამოფენა, ანსამბლი „ნინევიას“ მონაწილეობით. (ბიუჯეტი: 6 600 ლარი) ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი ქ. ახალციხეში, რაბათი - კავკასიაში ხალიჩის ტექნოლოგიური წარმოებისა და ისტორიულ ტრადიციების თავმოყრას, გაზიარებას, 183 ხალიჩების მწარმოებელთა (ბიუჯეტი: 49 802 ლარი) შორის კონტაქტების დამყარებას უკავშირდება. ამოცანა: 10.7.2. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება საქმიანობა: 10.7.2.1. საერთო კულტურულ უმცირესობათა ჩართულობის ხელშეწყობა ცხოვრებაში ეროვნული/ეთნიკური ინდიკატორი: განხორციელებული პროექტების და მათში ჩართული პირების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული/ეთნიკური უმცირესობათა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს განხორციელდა ქვემოთ ჩამოთვლილი კულტურული ღონისძიებები:          2016 წლის 11 ივნისს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ჩატარდა სახელოვანი ქართველი მოცეკვავის ომარ ხუბაევის საიუბილეო საღამო; ბიუჯეტი 6000 ლარი 27 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის რაშიდ ბეიბუთოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო; ბიუჯეტი 4537 ლარი 2016 წლის ოქტომბერში სსიპ „თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში“ გაიმართა სახელოვანი კომპოზიტორის მიქელ ტარივერდიევის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო; ბიუჯეტი 4115,76 ლარი ცნობილი შემსრულებლის ფოლად ბულბულ ოღლის მუსიკაზე შექმნილი თანამედროვე ბალეტი ..ხამსე“ დაიდგა ბათუმში; „შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში“ გაიმართა უკრაინელი მხატვრის მატვეი ვაისბერგის გამოფენა - ,,კედელი, კედელი და სხვა". (გამოფენას ჰყავდა 6000ზე მეტი დამთვალიერებელი); პროექტი განხორციელდა მუზეუმის ბიუჯეტის ფარგლებში სსიპ „დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში“ გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „თბილისი-იერუსალიმი“ (პროექტი განხორციელდა მუზეუმის ბიუჯეტის ფარგლებში). გაიმართა აზერბაიჯანელი მხატვრის ფარჰად ხალილოვის გამოფენა. ღონისძიებას უმასპინძლა სსიპ ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმის" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ" (გამოფენას ჰყავდა 4000ზე მეტი დამთვალიერებელი, პროექტი განხორციელდა მუზეუმის ბიუჯეტის ფარგლებში). სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის" შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში" გაიმართა კანონიკური ტექსტების ილუსტრაციების გამოფენა - ,,სიცოცხლის ხე". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ისრაელის ვიზუალური არტსტუდიის "Alma Denura" მხატვრების დავით ხანანაშვილის, ელენა ნემცოვას, ნატალია კულიკოვას, ალექსანდრე ენენკოსა და ანიმატორების რომან ბუტმანისა და ვადიმ მესკინის მიერ შესრულებული, 60-მდე კანონიკური ილუსტრაცია და მხატვრული კალიგრაფიის ნიმუშები (გამოფენას ჰყავდა 7000ზე მეტი დამთვალიერებელი, პროექტის განხორციელება არ მოითხოვდა ფინანსურ დანახარჯებს). როტშილდის ფონდის მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული რესტავრირებული ებრაული კოლექციების გამოფენა - „გაცოცხლებული 184          ისტორია". ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილი ებრაული კულტურის ამსახველი ასამდე ექსპონატი (გამოფენას ჰყავდა 10000-ზე მეტი დამთვალიერებელი). ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლებს ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები, ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამები, ექსკურსიები. ( განხორციელდა როტშილდის ფონდის გრანტის ფარგლებში, გრანტი შეადგენდა: 35 000 ფუნტ სტერლინგს) სსიპ "საქართველოს ეროვნული მუზეუმის „იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში“ გაიმართა საქართველოსა და დაღესტნის სახალხო მხატვარის მანაბა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენა (გამოფენას ჰყავდა 2000მდე დამთვალიერებელი, პროექტი განხორციელდა მუზეუმის ბიუჯეტის ფარგლებში). სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის" შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში". კვირეულის ფარგლებში მოეწყო გამოფენა „ავანგარდი/Aვანტ-გარდე 1900-1937". პროექტის ფარგლებში სსიპ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია, დაიბეჭდა კატალოგი, ჩატარდა საჯარო ლექციები და საგანმანათლებლო პროგრამები (გამოფენას ჰყავდა 10000-ზე მეტი დამთვალიერებელი, (პროექტი განხორციელდა მუზეუმის ბიუჯეტის ფარგლებში). სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“ გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ვაჟა აზარაშვილის სიმღერაზე - „ვაგიფ“ გადაღებული კლიპის პრეზენტაცია. (პროექტის განხორციელება არ მოითხოვდა ფინანსურ დანახარჯებს) სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“ ჩატარდა ფოტო გამოფენა „სამართლიანობა ხოჯალოს“ და ხოჯალოს ტრაგედიისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ახალგაზრდა თაობა გაეცნო ხოჯალოს ტრაგედიის მოვლენებს. (პროექტის განხორციელება არ მოითხოვდა ფინანსურ დანახარჯებს). სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმმა“ სსიპ ,,საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან" თანამშრომლობით, გამართა ცნობილი კომპოზიტორის უზეირ ჰაჯიბეკოვის უკვდავი მუსიკალური კომედიის „არშინ მალ ალანის“, თბილისში პრემიერის 100 წლის იუბილესადმი, მიძღვნილი ერთობლივი პრესკონფერენცია. (პროექტის განხორციელება არ მოითხოვდა ფინანსურ დანახარჯებს) სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“ ჩატარდა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 93 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა. დამსწრე საზოგადოება გაეცნო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველ მასალას. (პროექტის განხორციელება არ მოითხოვდა ფინანსურ დანახარჯებს) სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის“ მხარდაჭერით, გაიმართა აზერბაიჯანელი მეცნიერისა და ფილოსოფოსის იაგუთ ნეიმათოვის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება და წიგნების პრეზენტაცია. (პროექტის განხორციელება არ მოითხოვდა ფინანსურ დანახარჯებს) სსიპ ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმის" გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, დასრულდა ჯავის რაიონიდან გადმოტანილი ოსური სახლისა და დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციისა და კარ-მიდამოს კეთილმოწყობის პროექტი. (ბიუჯეტი 25 000 ლარი) სსიპ ,,დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის“ ორგანიზატორობით ჩატარდა ახალციხის უძველესი სინაგოგის 275 წლის იუბილე. (მუზეუმმა საკონფერენციო დარბაზი 185   დაუთმო კონფერენციის მონაწილეებს, დანარჩენი ხარჯი გაიღო ახალციხის მუნიციპალიტეტემა) სსიპ ,,დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში“ მოეწყო საქართველოს ებრაელთა ყოფისა და კულტურის ამსახველი ფილმების (კინორეჟისორი: ალექსანდრე რეხვიაშვილი და ნინო ყოლონდარია) ჩვენება. ასევე, მოშე ხაიმ მდინარაძის წიგნის პრეზენტაცია. (პროექტის განხორციელება არ მოითხოვდა ფინანსურ დანახარჯებს) ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) 2005 წლის „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ კონვენციის შესრულების ანგარიშის პროექტი 2012-2015 წლებისთვის. (პროექტის განხორციელება არ მოითხოვდა ფინანსურ დანახარჯებს) 2017 წლის აპრილში გაიხსნა სსიპ „სმირნოვების მუზეუმი“ (2017 წლის ბიუჯეტი: 65 000 ლარი). წლის განმავლოიბაში ჩატარდა სამი ღონისძიება, მათ შორის: ფილმის პრეზენტაცია.  2017 წელს გაგრძელდა სსიპ „მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის“ პროექტი ,,აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩები ტრადიციის შენარჩუნება“, რომლის ფარგლებში მოეწყო გამოფენა. 2017 წელს მუზეუმმა გამართა 4 გამოფენა, დოკუმენტური ფილმების ჩვენება, 2 კულტურულშემეცნებითი ღონისძიება, 1 პრეზენტაცია. (ბიუჯეტი: 5 000 ლარი)  2017 წელს სსიპ „დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის“ ორგანიზებით ქალაქ ბათ-იამის (ისრაელი) "ეშკოლ პაისის" კულტურის სახლში, ჩატარდა "საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის" წარდგენა. წიგნი ეძღვნება ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვან თანაცხოვრებას. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მუზეუმის კონსულტანტი ისრაელის ებრაული თემატიკის დარგში - შალვა წიწუაშვილი. წიგნი გამოიცა „დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი“-ს (დირექტორი: პროფ. გივი ღამბაშიძე) მხარდაჭერით. მუზეუმში გაიმართა 2 გამოფენა, 1 საღამო, 1 საიუბილეო ღონისძიება, 1 შეხვედრა, ჩაიწერა 2 გადაცემა რადიოსა და ტელევიზიაში მუზეუმის საქმიანობის შესახებ. საქმიანობა: 10.7.2.2. ეროვნული უმცირესობების ლიტერატურული ტრადიციების, თარგმანების, საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებში ჩართვა ინდიკატორი: გამოცემების და თარგმანების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი პროექტები:  ა(ა)იპ „კავკასიურმა მოზაიკამ“ გამოსცა ოსი მწერლის გიორგი ბესთაუთის ორენოვანი ქართულ-ოსური კრებული; 186       ალბომის „ვაინახური ხელოვნება“ გამოცემა-კატალოგში თავმოყრილია ვაინახური ხელოვნების ნიმუშები, ვაინახური ტრადიციული კულტურის, ზველესი რეწვის ტექნოლოგიებისა და ოსტატების შესახებ (დასაქმდა 30 ადამიანი); გამოსაცემად მომზადდა ვაინახური ზღაპრების კრებული. პროექტი - უძველესი ვაინახური ზღაპრების, ტრადიციების, ყოფითი კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება (პროექტის ფარგლებში დასაქმდა 5 ადამიანი); ა(ა)იპ ხელოვნების მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო აფიშებში“- ფარგლებში მომზადდა და გამოიცა ამავე დასახელების კატალოგი, დაიბეჭდა და გამოიფინა აფიშები; ა(ა)იპ „ხელოვნების მხარდაჭერის ცენტრის“ მიერ გამოიცა იოსებ ცათაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი წიგნი ,,ქისტური ცეკვის ამაგდარი“; „სერგო ფარაჯანოვის თბილისი“- პროექტის მიზანი იყო სერგო ფარაჯანოვის შემოქმედების ამსახველი კატალოგის გამოცემა. წიგნში წარმოდგენილია მხატვრებისა და ხელოვნებათმცოდნეების ხედვა ცნობილი რეჟისორისა და მხატვრის შემოქმედებისა და მისი თბილისური ცხოვრების შესახებ. კატალოგის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და კიევში-დოვჟენკოს ეროვნულ ცენტრში გაიმართა (დასაქმებულია 9 ადამიანი); სსიპ ,,დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს ქართველ ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის შედგენა და გამოსაცემად მომზადება. საქმიანობა: 10.7.2.3. ახალგაზრდა თაობის ჩართვა ქართული კულტურის მრავალფეროვნებისა და პოპულარიზაციის კუთხით ინდიკატორი: განხორციელებული პროექტების და მათში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა. ცნობიერების ამაღლება სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი პროექტები:    მულტიეთნიკური ფესტივალი „ერთი ცის ქვეშ“ ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებში ფოლკლორული ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება, კულტურათაშორისი დიალოგის ჩამოყალიბება და მოსწავლეთა ინტელექტუალური დონის ამაღლება. შედგა 2 დასკვნითი კონცერტი (მონაწილეობდა ქვეყნის მასშტაბით 35 სახელოვნებო სკოლის 300 მოსწავლე); სსიპ ,,გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის“ მხარდაჭერით პროექტი „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში, მარნეულში ჩატარდა ლიტერატურულ‐მუსიკალური საღამო. მარნეულის კულტურის ცენტრში მწერლებმა ‐ გიორგი ლობჟანიძემ, გურამ მეგრელიშვილმა და ოქტაი ქაზუმოვმა ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთი შემოქმედება გააცნეს, მოეწყო აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია, ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა, რეზო კიკნაძის ბენდის კონცერტი; ადგილობრივ ბიბლიოთეკებსა და სკოლებს გადაეცათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნები. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის ,,მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში სსიპ - ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი“ მოინახულეს ნიჭიერმა ხელოვანებმა მარნეულის რაიონიდან. 187  სსიპ ,,გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის“ მხარდაჭერით პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ახალქალაქში. ახალქალქის კულტურის ცენტრში მწერლებმა - გივი შაჰნაზარმა, მაყვალა გონაშვილმა და ანაჰიდ ბოსტანჯიანმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს თავიანთი შემოქმედება, მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „მესხური ფოლკლორი“ და სომხურ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება, ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა, რეზო კიკნაძის ბენდის კონცერტი; ადგილობრივ ბიბლიოთეკებსა და სკოლებს გადაეცათ წიგნები. საქმიანობა: 10.7.2.4. ერებს შორისი მეგობრული, კულტურული ურთიერთობების წარმოჩენა, დამკვიდრება ინდიკატორი: ერთობლივი პროექტების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი პროექტები:        2016 წელს, გაგრძელდა პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა კულტურული ღონისძიებები ბოლნისში, ნინოწმინდაში, მარნეულსა და ახალქალაქში. ახალქალაქში მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „მესხური ფოლკლორი“ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული თარგმანების, მათ შორის სომხურ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაციები. ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება, ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა. ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცა (ღონისძიებებს დაესწრო 1500-მდე მოზარდი); ე. მეჩითოვას ,,კავკასიის ჯაზ ფესტივალი“ საქართველოსა და კავკასიაში ცნობილ შემოქმედებით ჯგუფებსა და მუსიკოსებს აერთიანებს, ჩატარდა კონცერტები; ა(ა)იპ ხელოვნების მხარდაჭერის ცენტრის „მრავალფეროვანი საქართველო აფიშებში“პროექტის ფარგლებში მომზადდა და გამოიცა ამავე დასახელების კატალოგი, დაიბეჭდა და გამოიფინა აფიშები (დასაქმდა 8 ადამიანი); ,,ახუნდოვ ჰაუსის“ არტ გალერეაში შედგა ქართველ და აზერბაიჯანელ ქალ არქიტექტორთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „Architect Women &..”. დამსწრე საზოგადოება გაეცნო აზერბაიჯანელ ქალ არქიტექტორთა ნამუშევრებს; საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართველ და აზერბაიჯანელ მხატვართა ერთობლივი გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობას. წარმოდგენილი იყო 36 მხატვრის ნამუშევრები; სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში გაიმართა“ აზერბაიჯანელი და ქართველი ინტელიგენციის შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ისტორიკოს პეტრე ქოჩაკიძე-ჭალადიდელის ინიციატივა ქ. მარნეულში ხუდია ბორჩალოელის ძეგლის დადგმის თაობაზე; სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“ გაიმართა ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულის მილოცვა და ეთნიკურად აზერბაიჯანელი სტუდენტების შეხვედრა საქართველოს პრემიერ - მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან. დამსწრე საზოგადოება გაეცნო აზერბაიჯანული სახალხო დღესასწაულის კულტურას; 188    სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“ ჩატარდა ახლად შექმნილი ორგანიზაციის ,,საქართველოს აზერბაიჯანელ მასწავლებელთა კავშირის“ პრეზენტაცია; სსიპ ,,მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში“გაიმართა აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს სასწავლო ცენტრის ,,ევროპა+კომპანი“ ხელმძღვანელის ფარგანა სამადოვასა და უკრაინის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ოქსანა გრივშოვას შეხვედრა აზერბაიჯანელ სტუდენტებთან, რომლებიც განათლებას იღებენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში; საქართველოს მასმედიის საშუალებებით: „პირველი არხი“, „იმედი“, „ერთსულოვნება“, „რუსთავი 2“, „ქართული არხი“, „პირველი რადიო“, „კოლ ისრაელი“ , ფართოდ შუქდებოდა სსიპ ,,დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში“ ჩატარებული ღონისძიებები, მეგობრობის საღამოები და შეხვედრები საქართველოს ებრაელთა ტრადიციული ურთიერთობების წარმოჩენისა და განვითარებისათვის. მუზეუმის დირექტორის (პროფ. გ. ღამბაშიძე) და მუზეუმის აღორძინების საბჭოს თავმჯდომარის (ბ-ნი ჯ. ხუხაშვილის) საავტორო გადაცემათა სერიაში „ტოლერანტობა“, შუქდებოდა საქართველოს ებრაელთა და სხვა ეროვნულ უმცირესობებთან ისტორიულკულტურული ურთიერთობების საკითხები. საქმიანობა: 10.7.2.5. თეატრალური ცხოვრების გააქტიურება ეროვნული უმცირესობების თეატრებში ინდიკატორი: გასტროლების, პრემიერების და სპექტაკლების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი პროექტები:    სსიპ „თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ მიერ 2016 წელს გაიმართა 15 სპექტაკლი, მათ შორის 1 პრემიერა, გასტროლი რეგიონში-7. 2272 მაყურებელი, სპექტაკლმა „ჩვეულებრივი ისტორია“ მიიღო „არტავაზდ“-ის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო ახალგაზრდული სპექტაკლი“; თეატრის გრიმიორი რომა ნურალიანი დაჯილდოვდა ოქროს მედლით თეატრსა და კინოში 60 წლიანი მოღვაწეობისთვის; ჩატარდა გასვლითი სპექტაკლები 9 სოფელში; სსიპ „თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“ მიერ 2016 წელს გაიმართა 1 საპრემიერო სპექტაკლი, შედგა 4 წარმოდგენა, მაყურებელის რაოდენობა შეადგენდა 450 ადამიანს; სსიპ „ალ.გრიბოედოვის სახ. რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ 2016 წელს გაიმართა 118 სპექტაკლი, მათ შორის 7 პრემიერა, რომელსაც დაესწრო 5000 მაყურებელი; გაიმართა 7 გასვლითი სპექტაკლი. მიზანი: 10.8. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა, გამოხატვის შესაძლებლობებში დაცული ამოცანა: 10.8.1. უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად 189 საქმიანობა: 10.8.1.1. საქართველოში დასახლებულ ეროვნულ უმცირესობათა არამატერიალური და მატერიალური კულტურული ფასეულობების გამოვლენა, დაცვა, განვითარება ინდიკატორი: გამოვლენილი და რეაბილიტირებული მატერიალური კულტურული ფასეულობების რაოდენობა არამატერიალური და სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, სამხრეთ კავკასიაში გერმანული მემკვიდრეობის დაცვის კავშირთან თანამშრომლობით 2016 წელს განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გერმანული მრავალფეროვანი მემკვიდრეობის, კერძოდ, გერმანული კოლონიების ისტორიული დასახლებების, მათი ურბანული ქსოვილის, საკულტო და საერო, მათ შორის საზოგადოებრივი, ინდუსტრიული თუ საცხოვრებელი არქიტექტურის უნიკალური ნიმუშების ინვენტარიზაციის მეორე ეტაპი. საანგარიშო პერიოდში მომზადდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია–კვლევის საველე და სააღრიცხვო დოკუმენტაცია, (სულ 150 ობიექტი) რომელიც მოიცავს თეთრიწყაროს, წალკის, მარნეულის, დმანისის მუნიციპალიტეტებში და ქ.თბილისის დიდუბის რაიონში არსებული გერმანული კულტურის არქიტექტურულ ძეგლებს. ამასთან, მომზადდა საქართველოს რუკა, რომელზედაც დატანილია ზემოაღნიშნული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა გერმანული კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენილი ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები. 2016 წელს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა გერმანული კულტურული მემკვიდრეობის 40-მდე ობიექტს. მათ შორის – წალკის მუნიციპალიტეტში, სოფ. თრიალეთში, ხრამჰესის ქუჩაზე მდებარე – თრიალეთის ეკლესიასაც. აღნიშნული პროცესი დასრულდება 2017 წელს. 2017 წელს დაგეგმილი გერმანული კოლონიური კულტურის საიუბილეო თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით მზადების პროცესშია გამოცემა გერმანული არქიტექტურული მემკვიდრეობის შესახებ. ასევე, 2016 წლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე თორიას ეკლესიას. მიზანი: 10.9. საზოგადოებაში შემწყნარებლობის მაღალი სტანდარტის დანერგვა, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის პრევენცია და მომხდარი დისკრიმინაციის შემთხვევების შედეგების აღმოფხვრა, აგრეთვე სისხლის სამართლის დანაშაულის მატარებელი დისკრიმინაციის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა ამოცანა: 10.9.1. დისკრიმინაციული ფაქტების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება საქმიანობა: 10.9.1.1. პროკურატურის უმცირესობათა უფლებების შესახებ ეფექტიანი თანამშრომელთა გამოძიება ცნობიერების და ამაღლება ინდიკატორი: სასწავლო მოდულის შემუშავებულია; ტრენინგის ფარგლებში დაფარულია საქართველოს პროკურატურის სისტემის ყველა ტერიტორიული ორგანო; განხორციელებულია ერთობლივი ტრენინგები პროკურატურისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით სტატუსი: შეუსრულებელი 190 ამოცანა: 10.9.2. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებრივი ფაქტების ეფექტიანი გამოძიება და ს.ს. დევნის განხორციელება საქმიანობა: 10.9.2.1. დისკრიმინაციული ფაქტების გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ამ მიმართულებით პროკურატურის თანამშრომლების გადამზადება ინდიკატორი: გადამზადებული პროკურატურის სისტემის სტაჟიორების რაოდენობა; გადამზადებული პროკურორების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული დისკრიმინაციის ყველა ფორმით აკრძალვის ევროპული სტანდარტების თემაზე, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შემუშავებულია სასწავლო პროგრამა და გადამზადებულია პროკურატურის სისტემის ტრენერების გუნდი. 2016 წელს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე განხორციელდა 12 ტრენინგი. პროფესიული მომზადება პროკურატურის სისტემის ყველა ტერიოტორიული ორგანოსა და სტრუქტურული დანაყოფის 264-მა წარმომადგენელმა გაიარა, რომელშიც მონაწილეობდნენ საშუალო რგოლის მენეჯერები, პროკურორები, სისტემის გამომძიებლები, სტაჟიორები და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. მათ შორის, 20-მა პროკურორმა, HELP-ის პროგრამის მეშვეობით გაიარა დისტანციური სწავლების კურსი - დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე. ეს იყო პირველი დისტანციური სწავლების პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა და მოიცავდა რამდენიმე თვიან სასწავლო პერიოდს. მათ შორის, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებთან კომუნიკაციის თემაზე ჩატარდა 4 ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც გადამზადება გაიარეს პროკურორებმა, პროკურატურის სისტემის გამომძიებლებმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა. სწავლების პროცესში მონაწილეები გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის თემას, ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, სწავლების მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის უნარჩვევების გაუმჯობესება და სწორი დამოკიდებულების ფორმირება. ამასთან, სახალხო დამცველის აპარტსა და ODIHR-თან თანამშრომლობით, პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისათვის, დამატებით ჩატარდა 2 ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და ს.ს. დევნის განხორციელების თემაზე, რომელშიც ჯამში 42 პირი მონაწილეობდა. 2017 წელს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ჩატარდა 13 ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა ყველა ტერიტორიული ორგანოსა და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის 257 წარმომადგენელი. მათ შორის, გადამზადება გაიარეს საშუალო რგოლის მენეჯერებმა, პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა. აღნიშნული მიმართულებით გადამზადებას ყველა პროკურორი და სისტემის გამომძიებელი ეტაპობრივად გადის. ამასთან, ODIHR-თან თანამშრომლობით, 2016 წელს შემუშავდა და 2017 წლის დასაწყისში დაინერგა სასწავლო კურსი პროკურორებისთვის თემაზე - „სიძულივილით მოტივირებული დანაშაულები.“ 2017 წლის თებერვალში აღნიშნული პროგრამით ტრენერთა ტრენინგი გაიარა პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლების 2-მა ჯგუფმა, რომელშიც ჯამში 24 პირი მონაწილეობდა. ასევე, შიდა ტრენერების და სახალხო დამცველის ოფისის ჩართულებით, განხორციელდა 2 ჯგუფის ტრენინგი. აღნიშნული პროგრამით გადამზადება 191 გაიარეს პროკურორებმა და სისტემის გამომძიებლებმა. 2 სასწავლო აქტივობის ფარგლებში, ჯამში 29 პირი გადამზადდა. დამატებით, ევროპის საბჭოსა და ODIHR-ის მხარდაჭერით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე განხორციელდა 3 სასწავლო ვიზიტი. მათ შორის, მოხდა დიდი ბრიტანეთის პრაქტიკის გაზიარება და ჩატარდა 2 ტრენერთა ტრენინგი. წარმოდგენილ აქტივობებში საქართველოს პროკურატურიდან ჩართული იყო 10 მონაწილე. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და „სიძულივილით მოტივირებული დანაშაულები“-ს სასწავლო პროგრამები ინტეგრირებულია სტაჟიორთა მოსამზადებელ კურსში. 2017 წელს გადამზადება სტაჟიორთა 2-მა ჯგუფმა გაიარა და მასში, ჯამში 62 პირი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის, 2017 წელს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა (EMC) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან (WISG) თანამშრომლობით, პროკურორებისთვის ჩატარდა ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა შემდეგი თემები: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ლგბტი პირთა წინააღმდეგ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ძირითადი კონცეპტები, საერთაშორისო სტანდარტი და ეროვნული კანონმდებლობის მიმოხილვა, ჰომოფობია, ტრანსფობია, სტერეოტიპიზაცია, დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულში მოტივის იდენტიფიკატორები, მტკიცებულებების მომზადება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საქმიანობა: 10.9.2.2. სიძულვილით მოტივირებული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და დანერგვა ინდიკატორი: შემუშავებულია პროკურორების რაოდენობა; რაოდენობასთან დანაშაულის გამოძიების სახელმძღვანელო პრინციპები; გადამზადებული მათი თანაფარდობა პროკურორთა საერთო სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის 22 იანვარს, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს დაეგზავნათ რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, პროკურორებს დაევალათ ბრალდების შესახებ დადგენილებაში, ისევე როგორც შესავალ და დასკვნით სიტყვებში დანაშაულის სიძულვილის მოტივით ჩადენის გამოკვეთა, რის საფუძველზეც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იმსჯელებს აღნიშნული მოტივით სასჯელის დამძიმების თაობაზე. რეკომენდაცია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაცია, გამოძიების მიმდინარეობა და მტკიცებულებათა მოპოვება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება. აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე 2016 წლის 22 იანვრიდან ხორციელდება საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. 2016 წელს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე განხორციელდა 12 ტრენინგი. პროფესიული მომზადება პროკურატურის სისტემის ყველა ტერიტორიული ორგანოს 264-მა წარმომადგენელმა გაიარა, რომელშიც მონაწილეობდნენ საშუალო რგოლის მენეჯერები, 192 პროკურორები, პროკურატურის გამომძიებლები, დაზარალებულის კოორდინატორები. სტაჟიორები და მოწმისა და 2016 წელს 20-მა პროკურორმა, HELP-ის პროგრამის მეშვეობით, გაიარა დისტანციური სწავლების კურსი დისკრიმინაციის აკრძალვის თემაზე. ეს იყო პირველი დისტანციური სწავლების პროგრამა, რომელიც საქართველოს პროკურატურაში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა და მოიცავდა რამდენიმე თვიან სასწავლო პერიოდს. ასევე, სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) თანამშრომლობით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის, დამატებით ჩატარდა 2 ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თემაზე, რომელშიც 42 პირი მონაწილეობდა. 2016 წელს აღნიშნულ თემატიკაზე გადამზადებული მხოლოდ პროკურორების რაოდენობის (პროკურატურის სისტემის გამომძიებლების, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების და სტაჟიორების გარეშე) შეფარდება პროკურორების საერთო რაოდენობასთან არის 1/3 (პროკურორთა საერთო რაოდენობის 33%). აღნიშნული თანაფარდობა წარმოდგენილია არა გადამზადებული მსმენელების, არამედ ინდივიდების მიხედვით. აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა თემატური კურსი ერთ პირს შესაძლებელია რამდენჯერმე ჰქონდეს გავლილი, რაც აისახება გადამზადებული მსმენელების საერთო რაოდენობაზე. 2017 წელს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ჩატარდა 13 ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც გადამზადდა ყველა ტერიტორიული ორგანოსა და შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის 257 წარმომადგენელი. მათ შორის, გადამზადება გაიარეს საშუალო რგოლის მენეჯერებმა, პროკურორებმა და პროკურატურის გამომძიებლებმა. ODIHR-თან თანამშრომლობით, 2016 წელს შემუშავდა და 2017 წლის დასაწყისში დაინერგა სასწავლო კურსი პროკურორებისთვის თემაზე - „სიძულივილით მოტივირებული დანაშაულები.“ 2017 წლის თებერვალში აღნიშნული პროგრამით ტრენერთა ტრენინგი გაიარა პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლების 2-მა ჯგუფმა, რომელშიც ჯამში 24 პირი მონაწილეობდა. ასევე, შიდა ტრენერების და სახალხო დამცველის ოფისის ჩართულებით, განხორციელდა 2 ჯგუფის ტრენინგი. აღნიშნული პროგრამით გადამზადება გაიარეს პროკურორებმა და სისტემის გამომძიებლებმა. 2 სასწავლო აქტივობის ფარგლებში, ჯამში 29 პირი გადამზადდა. დამატებით, ევროპის საბჭოსა და ODIHR-ის მხარდაჭერით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე განხორციელდა 3 სასწავლო ვიზიტი. მათ შორის, მოხდა დიდი ბრიტანეთის პრაქტიკის გაზიარება და ჩატარდა 2 ტრენერთა ტრენინგი. წარმოდგენილ აქტივობებში საქართველოს პროკურატურიდან ჩართული იყო 10 მონაწილე. დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და „სიძულივილით მოტივირებული დანაშაულები“-ს სასწავლო პროგრამები ინტეგრირებულია სტაჟიორთა მოსამზადებელ კურსში. 2017 წელს გადამზადება სტაჟიორთა 2-მა ჯგუფმა გაიარა და მასში, ჯამში 62 პირი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის, 2017 წელს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდთან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა (EMC) და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან (WISG) თანამშრომლობით, პროკურორებისთვის ჩატარდა ტრენინგი სიძულვილით მოტივირებული 193 დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნა შემდეგი თემები: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ლგბტი პირთა წინააღმდეგ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ძირითადი კონცეპტები, საერთაშორისო სტანდარტი და ეროვნული კანონმდებლობის მიმოხილვა, ჰომოფობია, ტრანსფობია, სტერეოტიპიზაცია, დისკრიმინაცია, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლებთან და მოწმეებთან მუშაობა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულში მოტივის იდენტიფიკატორები, მტკიცებულებების მომზადება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ; 2017 წელს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე გადამზადებული მხოლოდ პროკურორების (პროკურატურის სისტემის გამომძიებლების, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების და სტაჟიორების გარეშე) რაოდენობის თანაფარდობა პროკურორების საერთო რაოდენობასთან არის 1/2 (პროკურორთა საერთო რაოდენობის 48%). აღნიშნული თანაფარდობა წარმოდგენილია არა გადამზადებული მსმენელების, არამედ ინდივიდების მიხედვით. აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა თემატური კურსი ერთ პირს შესაძლებელია რამდენჯერმე ჰქონდეს გავლილი, რაც აისახება გადამზადებული მსმენელების საერთო რაოდენობაზე. ანტიდსიკრიმინაციულ საკითხებზე ერთიანი გადამზადების პროცესი 2016 წლიდან დაიწყო და გადამზადებას ყველა პროკურორი და სისტემის გამომძიებელი ეტაპობრივად გადის, ხოლო 2017 წელს ODIHR-თან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე პროკურატურის თანამშრომლებისათვის წელიწადში მინიმუმ 4 ტრენინგი ჩატარდება. 2016 წლის 22 იანვარს, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს დაეგზავნათ რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე. აღნიშნული რეკომენდაციის თანახმად, პროკურორებს დაევალათ ბრალდების შესახებ დადგენილებაში, ისევე როგორც შესავალ და დასკვნით სიტყვებში დანაშაულის სიძულვილის მოტივით ჩადენის გამოკვეთა, რის საფუძველზეც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იმსჯელებს აღნიშნული მოტივით სასჯელის დამძიმების თაობაზე. რეკომენდაცია მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაცია, გამოძიების მიმდინარეობა და მტკიცებულებათა მოპოვება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება. აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე 2016 წლის 22 იანვრიდან ხორციელდება საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. 2017 წელს, გასული წლის მსგავსად, საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტული იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. 2017 წელს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ პროკურორებისთვის შემუშავებული რეკომენდაციის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების მიზნით, შემუშავდა სპეციალური კითხვარი, რომელშიც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულის და მოწმეთა გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია. აღნიშნული კითხვარი დაეგზავნა პროკურატურის სისტემის თანამშრომლებს, 194 რის შედეგადაც სისხლის სამართლის საქმეებში გაიზარდა სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 35 25 7 2 შეუსრულებელი 1 11. რელიგიური უმცირესობების დაცვა მიზანი: 11.1. სეკულარიზმისა და რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრება ამოცანა: 11.1.1. საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის მდგომარეობის შესწავლა საქმიანობა: 11.1.1.1. საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებზე ინდიკატორი: განხორციელებული სახელმძღვანელოების რაოდენობა ტრენინგებისა და მომზადებული სტატუსი: სრულად შესრულებული 1.1.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი: „რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი“, სულ ჩატარდა 6 ტრენინგი, თითო ტრენინგი ორდღიანი იყო. თითოეულ ტრენინგზე ჩატარდა 4 სემინარი. ერთი სემინარის ხანგრძლივობამ ორი საათი შეადგინა. სულ საქართველოს მასშტაბით ტრენინგში 200-მდე საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა. ტრენინგმა საქართველოს მასშტაბით მოიცვა 10 რეგიონის (აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხეჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) ადმინისტრაციულ-ტეერიტორიულ ერთეულებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტის მერიები, საკრებულოები და გამგეობები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო. ტრენინგზე დამსწრე საჯარო მოხელეთა შერჩევასა და სამუშაო შეხვედრის შედეგების დანერგვის მონიტორინგსა და კოორდინაციას ახორციელებდნენ სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტი. ტრენინგი მოიცავდა თემებს:  სეკულარიზმის კონცეფცია; 195  რელიგიური ტოლერანტობის კონცეფცია;  ტრენინგის შედეგების შემდგომი პრეზენტაცია საკუთარ უწყებებში;  საკანონმდებლო რეგულაციები - სახელმწიფო და რელიგია;  პრაქტიკული სამუშაო - თანამედროვე გამოწვევები და პრობლემის გადაჭრის გზები;  მრგვალი მაგიდა - დისკუსია რეგიონებში მიმდინარე გამოწვევებზე. სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით მომზადდა სახელმძღვანელო „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში“. (მითითებულ ბმულზე იხილეთ სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია (http://religion.geo.gov.ge/geo/document/saxelmdzghvanelo-sekularizmi-da-religiuri) წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს სამხარეო ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების მერიების, გამგეობებისა და საკრებულოების თანამშრომელთათვის. სახელმძღვანელოს მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს ერთიანი რელიგიური პოლიტიკის ფარგლებში სეკულარული მმართველობისა და საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპების განმტკიცების ხელშეწყობა.ამოცანა: 11.1.2. რელიგიური შემწყნარებლობის და არადისკრიმინაციული გარემოს დამკვიდრება საქმიანობა: 11.1.2.1. საზოგადოებრივი შემწყნარებლობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება რელიგიური ინდიკატორი: განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა; სოციალური კამპანიების რაოდენობა; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები და შეფასებები სტატუსი: სრულად შესრულებული 2015, 2016 და 2017 წლებში სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოიცა ინტერრელიგიური კალენდარი. აღნიშნული პროექტი გულისხმობს სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულთა თავმოყრას ერთი კალენდრის ფორმატში. პროექტის მიზანია განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლება და ინტერრელიგიური კულტურის განვითარების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ კალენდარი ვრცელდება, არა მხოლოდ, რელიგიურ თემებში, არამედ პრაქტიკულად ყველა საჯარო უწყებაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას რელიგიური მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მიმართულებით. კალენდარი აერთიანებს თერთმეტი რელიგიური თემის - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაული, კათოლიკე, მუსლიმი, სომეხთა სამოციქულო, სულიერ ქრისტიანთა-მოლოკანი, იეზიდი, ევანგელურლუთერული, ევანგელური-ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული თემებისა და სახარების რწმენის ეკლესიის რელიგიურ დღესასწაულებს. 2017 წელს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლობით მომზადდა საქართველოს რელიგიური რუკები, რომელიც ეფუძნება 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს და წარმოაჩენს საქართველოს საერთო რელიგიურ მრავალფეროვნებას და მის რეგიონალურ განფენილობას. რუკები მომზადებულია ორ პროექტად: ა) რეგიონალური მასშტაბით; ბ) რაიონული მასშტაბით. რუკები ვრცელდება როგორც ელექტრონული, ასევე, ბეჭდური სახით და ხელს შეუწყობს საქართველოში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. 196 ასევე მომზადდა საკულტო ნაგებობების ელექტრონული რუკა, სადაც ასახულია საკულტო ნაგებობები 3D ფორმატში. 2014 წლიდან სააგენტოსთან შეიქმნა და ფუნქციონირებს ინტერრელიგიური სათათბირო, რომელშიც მონაწილეობს საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური გაერთიანება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის, ისტორიულ რელიგიებისა და სხვა მცირერიცხოვანი რელიგიების ჩათვლით, კერძოდ:  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია;  საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;  სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია;  საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;  საქართველოს ებრაელთა კავშირი;  საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;  საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია;  სახარების რწმენის ეკლესია;  კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება;  იეზიდთა სასულიერო საბჭო. სათათბირო პერიოდულად იკრიბება და მსჯელობს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში სააგენტომ მოამზადა რელიგიური ტოლერანტობის შესახებ სოციალური ვიდეო რგოლი, რომელიც გადიოდა ტელევიზიით, ერთი თვის განმავლობაში, მოქმედებდა სარეკლამო ეკრანი და ბეჭდური ბანერი ქალაქის ცენტრალურ ადგილას. აღნიშნული ვიდეო რგოლი აერთიანებს: მართლმადიდებელი ეკლესიის, იუდეური თემის, კათოლიკე ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმი თემის, იეზიდთა თემის, ლუთერანთა და პროტესტანტთა ეკლესიების ღვთისმსახურებისა და რიტუალების ამსახველ კადრებს. ვიდეო რგოლი აგრეთვე ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის სააგენტოს ვებ-გვერდზე, ფეისბუქზე და იუთუბზე საქმიანობა: 11.1.2.2. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ჩართულობით, ჩატარდეს კვალიფიციური ტრენინგები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებისთვის რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის საკითხებზე ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგების თანამშრომლების პროცენტული მაჩვენებელი რაოდენობა; გადამზადებული სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისათვის განხორციელდა 10 ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საკითხებიც. გადამზადება გაიარა 232-მა პროკურორმა, პროკურატურის გამომძიებელმა და სტაჟიორმა. სასწავლო პროექტები ევროპის საბჭოსთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა (ODIHR) და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით განხორციელდა. 2017 წლს, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე, პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის 197 გამომძიებლებისათვის, ჯამში განხორციელდა 18 ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საკითხები. ჯამში გადამზადება გაიარა 286-მა პირმა, მათ შორის იყვნენ პროკურორები, სისტემის გამომძიებელები და საშუალო რგოლის მენეჯერები. შესაბამისი სასწავლო აქტივობები ევროპის საბჭოსთან, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა და სახალხო დამცველის აპარტთან თანამშრომლობით განხორციელდა. 2017 წელს, ასევე, განხორციელდა სტაჟიორთა მოსამზადებელი პროგრამა 2 ჯგუფისთვის. აღნიშნული პროგრამა მოიცავს რელიგიური თავისუფლებისა და თანასწორულფებიანობის საკითხებს. მოსამზადებელი კურსის ფარგლებში გადამზადება 62-მა სტაჟიორმა გაიარა. 2016-2017 წლებში შს სამინისტროს თანამშრომლებისათვის ზემოაღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიერ, ტრენინგები არ ჩატარებულა. საქმიანობა: 11.1.2.3. რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების პრევენცია და ეფექტური გამოძიება რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებსა და სამართალდარღვევებზე შსს-ს, პროკურატურის მიერ დეტალური სტატისტიკის წარმოება ინდიკატორი: შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული სტატისტიკა; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები და შეფასებები სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2016 წელს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 15 პირის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ, 156-ე მუხლით - 13 პირის მიმართ. აღსანიშნავია, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებული გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები. კერძოდ, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე ეფექტიანი საპროკურორო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია, რომელიც შეისწავლა ევროპის საბჭოს ექსპერტმა. რეკომენდაცია ეხება რელიგიურ შეუწყნარებლობასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მოცემულ ნორმათა განმარტებას, რელიგიური შენობა-ნაგებობების დაზიანებათა შემთხვევებს, ვერბალური შეურაცხყოფის მიყენების სამართლებრივ კვალიფიკაციას და სხვა აქტუალურ საკითხებს. რაც შეეხება 2017 წელს რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის სტატისტიკურ მონაცემს, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დევნა აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო). 2016 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 155ე მუხლით ("რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა") გამოძიება დაიწყო 5 საქმეზე. 198 2017 წლის იანვარი-აგვისტოს თვეებში შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით (,,რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა“) გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით მონაცემები არ ფიქსირდება. საქმიანობა: 11.1.2.4. საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტის ინიცირება, რომელის შესაბამისად იქნება გაწერილი ცალკეული უწყებების ეთიკის კოდექსებში ინდიკატორი: საჯარო დაწესებულებებისა და უწყებების ეთიკის კოდექსებში გაწერილია რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულება სტატუსი: სრულად შესრულებული სამთავრობო სამოქმედო გეგმის 11.1.2.4. პუნქტის ფარგლებში სააგენტომ შეისწავლა საერთაშორისო და უცხო ქვეყნების გამოცდილება საჯარო სამსახურში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტების შემუშავებასა და ისტიტუციონალიზაციასთან, ასევე, ამ სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტებში ასახვის ფორმებთან დაკავშირებით. ასევე, აქტიურად მუშაობდა საქართველოს საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროსთან. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს“, სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, დაემატა მე-7 მუხლი (რელიგიური ნეიტრალიტეტი). სააგენტოს მიერ მომზადებული პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისთვის „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში“, როგორც მსგავსი სტანდარტების დანერგვის პირველი მცდელობა, მყარ ბაზას ქმნის ამ მიმართულებით. საქმიანობა: 11.1.2.5. რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და მათზე რეაგირების მონიტორინგი, შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა და დახვეწა ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის შეფასება; სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშები და რეკომენდაციები; მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფები ახორცილებენ რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების შესწავლას და ანალიზს ჩადენის ლოკაციის, სოციალური ფონის, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების გათვალსწინებით. პრევენციული ღონისძიებები იგეგმება ინდივიდუალური მიდგომების საფუძველზე. რაც შეიძლება გამოხატული ოყოს, როგორც საინფორმაციო შეხვედრების წარმოებაში, ასევე გაძლიერებული კონტროლით რელიგიური რიტუალის შესრულების ადგილებზე. 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან. საქართველოში 199 არსებულ რელიგიური კონფენსიების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით სისხლისსამართლებრივი ჩადენილ დევნის დანაშაულთა სტატისტიკური საქმეებზე მონაცემების 2013-2017 შესახებ. წლებში შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული, მათ შორის რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ საქართველოს პროკურატურის თაობაზე. თანამშრომლებისთვის შეხვედრის მიზანს, წარმომადგენლებისთვის ღონისძიებების გაცნობა, განხორციელებული საქართველოში საქართველოს არსებულ არსებული პროკურატურის გამოწვევებზე სასწავლო აქტივობების რელიგიური კონფესიების მიერ მსჯელობა განხორციელებული და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გზების დასახვა წარმოადგენდა. საქმიანობა: 11.1.2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის შესაბამისი თანამშრომლების გადამზადება რელიგიური შეუწყნარებლობის, ძალადობის და რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაციის საფუძვლით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კუთხით კვალიფიკაციის ასამაღლებლად ინდიკატორი: განხორციელებული ტრენინგების რაოდენობა; სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშები სტატუსი: სრულად შესრულებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების სერია შ.ს.ს-ს თანამშრომლებისთვის. ტრენინგები მოიცავდა თემებს: სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი; სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა; საქართველოში გავრცელებული რელიგიები და მათი მიმოხილვა; რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით; დისკრიმინაციის დაუშვებლობა და რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების თავისებურებები; ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების განხილვა; სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები. ტრენინგებს ესწრებოდნენ შსს-ს ტერიტორიული ორგანოების, კრიმინალისტიკური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები და დეტექტივგამომძიებლები. ამჟამად ჩატარებულია 7 ტრენინგი და გადამზადებულია 200-ზე მეტი შ.ს.ს.-ს თანამშრომელი. ტრენინგები ჩატარდა: 3 ტრენინგი თბილისში, (30 ივნისი, 28 ივლისი, 25 აგვისტო)  1 - ბათუმში - 29 სექტემბერი  1 - თელავში - 27 ოქტომბერი  1 – ქუთაისში - 1 დეკემბერი  1 - ზუგდიდი - 26 დეკემბერი სულ - 7 ტრენინგი. შ.ს.ს.-თან ტრენინგების სერია გრძელდება ყველა რეგიონში. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხები იკითხება შემდეგ პროგრამებსა და კურსებზე: უბნის ინსპექტორთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა; 200  დეტექტივ-გამომძიებლის მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  წვევამდელების სპეციალური მომზადებისა და პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსი;  სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;  პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში აღნიშნული პროგრამები 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გაიარა 754 მსმენელმა. საქართველოს მთავარ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოცემულია საქმიანობების: N10.9.1.1., N10.9.2.1., N10.9.2.2. შესრულების ანგარიშში. 2016 წლის 12 თვის მონაცემებით, პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის ჩატარდა 10 ტრენინგი დისკრიმინაციის ყველა ფორმით აკრძალვისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე, რომელიც, ასევე, მოიცავდა რელიგიურ უმცირესოაბათა დაცვის საკითხებს. 2017 წელს, პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის ჩატარდა 18 ტრენინგი დისკრიმინაციის ყველა ფორმით აკრძალვისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე, რომელიც, ასევე, მოიცავდა რელიგიურ უმცირესოაბათა დაცვის საკითხებს. აღნიშნული თემატიკა ინტეგრირებულია სტაჟიორთა მოსამზადებელ კურსშიც. მიმდინარე წელს განხორციელდა სწავლება სტაჟიორთა 2 ჯგუფისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შსს აკადემიამ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობით 2016-2017 წლის ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში დაგეგმა და ჩაატარა ტრენინგი თემაზე: მონაწილეობა „სეკულარიზმი მიიღეს შსს-ს და რელიგიური ნეიტრალიტეტი“, სხვადასხვა დანაყოფის და რომელშიც ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა. ტრენინგის განმავლობაში დაიფარა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:  სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა, კონკორდატი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა, ფუნქციები და საქმიანობა. რელიგიების დაფინანსება;  საქართველოში გავრცელებული რელიგიები და მათი მიმოხილვა;  რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით;  დისკრიმინაციის დაუშვებლობა და რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების თავისებურებები, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების განხილვა. სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები. შსს აკადემიაში 2017 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით ტრენინგი გაიარა 141 მსმენელმა. ამოცანა: 11.1.3. რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით გარანტირებული ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებების დაცვა 201 საქმიანობა: 11.1.3.1. რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით დაცული ინდივიდუალური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობის მიზნით სათანადო კანონმდებლობის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში, მთავრობისთვის რეკომენდაციების წარდგენა ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები, რეკომენდაციები და შეფასებები; მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები სტატუსი: უმეტესად შესრულებელი საქმიანობა: 11.1.3.2. რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სათანადო კანონმდებლობის გადახედვა, საჭიროების შემთხვევაში მთავრობისთვის რეკომენდაციების წარდგენა ინდიკატორი: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები, რეკომენდაციები და შეფასებები სტატუსი: უმეტესად შესრულებული 11.1.3.1. და 11.1.3.2. პუნქტების ფარგლებში მოცემული ვალდებულებების შესრულების მიზნით, სააგენტომ გადახედა შემდეგ საკანონმდებლო და ნორმატიულ ბაზას: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; პატიმრობის კოდექსი; არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი; ზოგადი განათლების შესახებ კანონი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“; საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „უცხოელთათვის თავშესაფრის მიცემის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი; უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი; უმაღლესი განათლების შესახებ კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; შრომის კოდექსი; საარჩევნო კოდექსი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიისა და რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ; და სხვ. ზემოთჩამოთვლილ საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს შესწავლის პირველი ეტაპის შეჯამება. სააგენტო აგრძელებს სათანადო კანონმდებლობისა და საქართველოს პარლამენტში განსახილველად შესულ საკანონმდებლო პროექტების გადახედვას 202 საქმიანობა: 11.1.3.3. აღმოიფხვრას უთანასწორო საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც სხვა რელიგიური გაერთიანებები მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებული წესით იბეგრება ინდიკატორი: მიღებულის შესაბამისის საკანონმდებლო აქტი; საქართველოს სახალხო დამცველის შეფასება სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლის დებულებების შესაბამისად, რელიგიურ საქმიანობად ითვლება დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელება. ამავე კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება რელიგიური საქმიანობა. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი რელიგიური გაერთიანება (არა მხოლოდ საპატრიარქო) არ წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელს, ვინაიდან, ამავე კოდექსის 161-ე მუხლის დებულების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, ხოლო რელიგიური გაერთიანების საქმიანობა, სსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. ამასთან, არც ერთი რელიგიური გაერთიანება (მათ შორის საპატრიარქო) არ თავისუფლდება საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულებისაგან, კანონით დადგენილი წესით ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში. ამასთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო N 1/8/671 საოქმო ჩანაწერში31 განმარტავს რომ „საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი არ ადგენს საქართველოს საპატრიარქოსთვის ისეთ საგადასახადო პრივილეგიას, რომელიც მინიჭებული არ აქვთ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ადგენს განსხვავებულ მოპყრობას საქართველოს საპატრიარქოსა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის“. ამასთან, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. აღნიშნული პროექტის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების დაბეგვრა 2019 წლიდან განხორციელდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელის (საწარმოთათვის 2017 წლიდან მოქმედი მოდელი) პრინციპებით, რაც ფაქტობრივად ნიშნავს მათ განთავისუფლებას ამ გადასახადისგან, რადგან ისინი მოგებას არ ანაწილებენ. მოგების გადასახადის რეჟიმის ცვლილებიდან გამომდინარე, აღარ იქნება რელევანტური ორგანიზაციებისთვის მოგების გადასახადში არსებული ზოგიერთი შეღავათი, რის გამოც ხორცილდება შესაბამისი ცვლილებები, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 31 http://www.constcourt.ge/ge/legal-acts/recording-notices/1-8-671-ssip-saqartvelos-evangelur-baptisturieklesia-aaip-saqartvelos-sicocxlis-sityvis-eklesia-ssip-qristes-eklesia-ssip-saqartvelos-saxarebis-rwmenis-eklesiaaaip-meshvide-dgis-qristian-adventistta-eklesiis-transkavkasiuri-iunioni-ssip-latin-katoliketa.page 203 99-ე მუხლში, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ამოღებას. საქმიანობა: 11.1.3.4. საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების ისტორიული (კონფესიური) მესაკუთრის განსაზღვრა და შენობა-ნაგებობის გადაცემა. საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების საკუთრებასთან არსებული დავების სწრაფი, გამჭვირვალე და სამართლიანი გადაწყვეტა ინდიკატორი: სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშები და რეკომენდაციები; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშები, რეკომენდაციები და შეფასებები; შესაბამისი რელიგიური გაერთიანებებისთვის ისტორიული საკუთრების საკულტო-რელიგიური შენობა-ნაგებობების გადაცემა სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის ვალდებულება, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველო არ არის საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე, საქართველოს სახელმწიფო რელიგიურ გაერთიანებებს უბრუნებს იმ საკულტო ნაგებობებს, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს ფაქტობრივ საკუთრებაში აღმოჩნდა. სააგენტოს ბაზაზე არსებობს „რელიგიურ გაერთიანებათა ფინანსური და ქონებრივი საჭიროებების შემსწავლელი კომისია“. კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან დღემდე მუსლიმ თემს დაუბრუნდა 170 მეჩეთი საქართველოს მასშტაბით, როგორც სუნიტური, ასვე შიიტური; იუდეურ თემს - 20 სინაგოგა; ასევე ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას - 2, ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას, საქართველოს იეზიდურ თემს და საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს დაუბრუნდათ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობები. საკულტო ნაგებობების დაბრუნების პროცესი კვლავ გრძელდება. ამდენად, მოცემული ვალდებულება, წარმოადგენს ხანგრძლივ განგრძობით პროცესს და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული შედეგების (სიახლის) არსებობა არ არის პირდაპირპროპორციული ვალდებულების სათანადო შესრულებასთან. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფ. მოხეში მიმდინარეობდა დავა სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შორის, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ნაგებობის ისტორიული კუთვნილების ირგვლივ. არსებული გარემოებების შესწავლისა და პრობლემის მოგვარების გზების მოძიების მიზნით სააგენტომ შექმნა სათათბირო (ე.წ. „მოხეს კომისია“), სადაც წარმოდგენილნი იყვნენ მოდავე რელიგიური თემების წარმომადგენლები: სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 4 წარმომადგენელი; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 3 წარმომადგენელი; ასევე ადგილობრივი ხელისუფლება: სამცხეჯავახეთის გუბერნატორი და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი; ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე; და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი. კომისიამ ჩაატარა არაერთი სხდომა 2014 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისა და ამოცანის ამოწურვის შემდეგ, მის ბოლო სხდომაზე 2017 წლის 11 მაისს, დაასრულა არსებობა. აღნიშნული დავა, ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიური მგრძნობელობისა და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, დიალოგის გზით, კონსესუსით დარეგულირდა - შენობა გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში როგორც 204 „სადავო ნაგებობა“. ხოლო სოფლის მოსახლეობას, მეჩეთის მშენებლობის მიზნით გადაეცათ ალტერნატიული მიწის ნაკვეთი (1200 კვ.მ.). 2017 წლის 11 მაისს, კომისიამ იმსჯელა და დაადგინა, რომ: 1. კომისიის 2016 წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი სოფელ მოხეში (საკადასტრო კოდი # 61.01.21.252) მასზე მეჩეთის მშენებლობის მიზნით. 2. ე. წ. „მოხეს შენობა“ შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში (ბრძანება # 2/45; 2017 წლის 1 მაისი), როგორც „სადავო ნაგებობა“. 3. „სადავო ნაგებობა“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან გადავა სახელმწიფოს საკუთრებაში (სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო), საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის. 4. ეთხოვოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, იმოქმედოს „სადავო ნაგებობის“ დაცვის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. 5. ეთხოვოს ადგილობრივ ხელისუფლებას, შესაძლებლობის ფარგლებში, დაეხმაროს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სოფელ მოხეში მეჩეთის მშენებლობის საქმეში. 6. ეთხოვოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, მოამზადოს რეკომენდაციები და კოორდინაცია გაუწიოს კომისიის წინამდებარე გადაწყვეტილების განხორციელებას. 7. კომისიის მიზნის მიღწევასთან დაკავშირებით, გაუქმდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისია“. მუნიციპალიტეტის დახმარებით, ახალი მეჩეთის მშენებლობა დასრულდა და მიმდინარეობს ლოცვა. ხოლო სადავო ნაგებობა, შემოღობილია, და დაცულია კულტურული მემკვიდრეობის სტანდარტით. პრობლემის ამოწურვის შემდეგ გრძელდება სოფლის მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობის მშვიდობიანი თანაცხოვრება. აქვე აღსანიშნავია, რომ სოფელში 2 თვის წინ დასრულდა მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობა და მშვიდობიანად მიმდინარეობს აღმსარებლობა. საქმიანობა: 11.1.3.5. ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საკულტო-რელიგიური დანიშნულების ძეგლთა რესტავრაციისა და მოვლა-პატრონობისას განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულება მხოლოდ ძეგლის საჭიროებიდან გამომდინარე ინდიკატორი: სახალხო დამცველის ანგარიში სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქველმოქმედო ფონდ "ქართუ"-ს ხელშეწყობით დასრულდა ნორაშენის ტაძრის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები (საძირკვლების და კონსტრუქციული გამაგრება, ფასადების და გუმბათის გამაგრება). 205 ამასთან, მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია ნორაშენის ტაძრის იატაკის მოსაწყობად. ამოცანა: 11.1.4. განათლების სისტემაში სეკულარიზმისა და რელიგიური თანასწორობის პრინციპების დანერგვა საქმიანობა: 11.1.4.1. სახელმძღვანელოების მოწესრიგება (სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კრიტერიუმში ჩაიდოს მოთხოვნა, რომ სახელმძღვანელოს შინაარსი ითვალისწინებს საქართველოს მოსწავლეთა მრავალფეროვნებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილის და ა.შ. მიხედვით). სახელმძღვანელო ხელს უწყობს არასტერეოტიპული, მრავალმხრივი აზროვნებისა და შეხედულებების განვითარებას მოსწავლეებში ინდიკატორი: სახელმძღვანელოების გრიფირების კრიტერიუმებში მოცემულია შესაბამისი მოთხოვნა სტატუსი: უმეტესად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემუშავდა სახელმძღვანელოს შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმძღვანელოს შეფასებას დისკრიმინაციული ელემენტებისა და თანასწორობის ჭრილში. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში განხორციელდა დაინტერესებული პირებისათვის აღნიშნული დოკუმენტის გაცნობა. 2017 წელს დაგეგმილია დაინტერესებული პირების ჩართულობით აღნიშნული დოკუმენტის დახვეწა და მისი დამტკიცება. საქმიანობა: 11.1.4.2 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებში ჩაიდოს ინტერკონფესიური/ინტერკულტურული განათლების შესახებ პროფესიული განვითარების თემები ინდიკატორი: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩადებულია შესაბამისი კომპონენტი სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასრულდა მუშაობა შემდეგ ტრენინგ-მოდულებზე: - გენდერული თანასწორობის საკითხები; - ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის წახალისების საკითხები; - გენდერული თანასწორობა/რეპროდუქციული ჯანმრთელობა/ჯანსაღი ცხოვრების წესი/ძალადობის სახეები და ოჯახში ძალადობა; - სკოლის დირექტორებისათვის - „ბავშვთა უფლებები სკოლაში“; - სამოქალაქო განათლების სწავლების კურსი არაქართულენოვანი სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის. აღნიშნული ტრენინგ-მოდულები მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ გატარებული ბავშვთა დაცვის რეფერალურ ღონისძიებების, ბავშვზე ძალადობის შემთხვევების დროს 206 სოციალური პერსონალის, ჯანდაცვის და განათლების სფეროს წარმომადგენელთა პასუხისმგებლობისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. ამასთან, მასწავლებელები გაეცნობიან ინფორმაციას ადრეული ქორწინების შედეგების, ბულინგის პრევენციისა და ტოლერანტული კულტურის წახალისების, გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. საქმიანობა: 11.1.4.3. სკოლის დირექტორის სტანდარტში აისახოს მოთხოვნა სკოლის დირექტორის მიერ მრავალფეროვნების მართვისა და ინტერკულტურული განათლების ცოდნის ფლობის შესახებ. ინდიკატორი: სკოლის დირექტორების სტანდარტებში ასახულია შესაბამისი მოთხოვნა სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა დირექტორის სტანდარტის სამუშაო ვერსია, რომელიც მოცემულ ეტაპზე არის განხილვის ფაზაში. ვინაიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს დირექტორების შერჩევისა და შეფასების კონცეფციაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ სტანდარტის განხილვა გაგრძელდეს ამ სამუშაოების კონტექსტში. სტანდარტის სამუშაო დოკუმენტის ვერსიაში ასახულია ტოლერანტული და ინკლუზიური გარემოს შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, დირექტორის მინიმალური ცოდნის განსაზღვრა დაეფუძნება სტანდარტის იმ პუნქტებსა და ინდიკატორებს, რომელიც მოცემული იქნება სტანდარტში და აღწერს დირექტორის ქცევას და დამოკიდებულებებს. საქმიანობა: 11.1.4.4. საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესის წარმართვისას სეკულარიზმისა და რელიგიური თანასწორობის დაცვის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება ინდიკატორი: სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის განხორციელებული ინტენკონფესიული/ინტერკულტრული პროგრამებისა და აქტივობების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ სისტემატურად ხორციელდება საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგი. მონიტორინგის პროცესი ხორციელდება სასწავლო პროცესში მოსწავლეთათვის უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს მახასიათებლების მიხედვით,საჯარო სკოლებში განხორციელებული მონიტორინგისას დირექტორებს ეძლევათ ზოგადი რეკომენდაციები საჯარო სკოლებში სეკულარიზმისა და რელიგიური თანასწორობის დაცვის მიმართულებითაც. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამხორციელებული მონიტორინგისას რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით სისტემატურად კონტროლდება საჯარო სკოლების სასწავლო სივრცეში რელიგიური ატრიბუტიკის არააკადემიური მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკა და სასკოლო საათებში მოსწავლეების რელიგიურ რიტუალებში ჩართვა, განსაკუთრებით რელიგიური და ეთნიკური ნიშნით არაერთგვაროვან რეგიონებში. 207 საქართველოში არის საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული 36 სკოლა, რომლებმაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად გაიარეს ავტორიზაცია. მათგან 2016 წელს 10 სკოლას სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩაუტარდა გარე შეფასება. 9 სკოლამ განიახლა ავტორიზაცია, ხოლო 1 სკოლაში განხორციელდა მონიტორინგის ვიზიტი. გარე შეფასების დროს შემოწმდა აღნიშნული სკოლების შესაბამისობა ავტორიზაციის სტანდარტებთან: საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი. 2017 წელს, 36-დან 20 სკოლას სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩაუტარდა გარე შეფასება. 17-მა სკოლამ განიახლა ავტორიზაცია, ხოლო 3 სკოლაში განხორციელდა მონიტორინგის ვიზიტები. გარე შეფასების დროს შემოწმდა აღნიშნული სკოლების შესაბამისობა ავტორიზაციის სტანდარტებთან: საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსი. საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამები ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და სრულად იძლევა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. ამავე დროს, საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა ფორმით ითვალისწინებს რელიგიური საგნების სწავლებას კონკორდატის მე-5 მუხლის პირველი პუნქტთ მინიჭებული უფლების ფარგლებში. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 16 9 3 4 შეუსრულებელი 0 12. ბავშვთა უფლებების დაცვა მიზანი: 12.1. ბავშვთა დაცვისა და დახმარების სისტემის გაუმჯობესება ამოცანა: 12.1.1. დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელება საქმიანობა: 12.1.1.1. ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ამოქმედება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში განთავსებული შშმ ბავშვებისთვის ინდიკატორი: 2016 წელს ამოქმედებულია 1 პილოტური მცირე საოჯახო ტიპის სახლი შშმ ბავშვებისათვის; 2017 წელს ამოქმედებულია მინიმუმ 1 მცირე საოჯახო ტიპის სახლი შშმ ბავშვებისათვის სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2017 წლის მიწურულს დასრულდა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მცირე საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მომსახურების მიწოდების მიზნით, კონკურსის შედეგად გამოცხადდა გამარჯვებული „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ – DCFG. აღნიშნული მცირე 208 საოჯახო ტიპის სახლი ამოქმედდება 2018 წლის პირველ კვარტალში, რომელშიც ჩაირიცხება ჩვილ ბავშვთა სახლის 7 აღსაზრდელი. საქმიანობა: 12.1.1.2. ცვლილებების ინიცირება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში ინდიკატორი: საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებები შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონში სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წლის 24 მაისიდან ამოქმედდა საქართველოს ახალი კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“. ამასთან, დამტკიცებულ იქნა შემდეგი კანონქვემდებარე აქტები: მინდობით აღზრდის, შვილად აყვანის და ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესები. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა 16 ტრენერის გადამზადება, რომლებიც განახორციელებენ მშვილებელი კანდიდატების სწავლებას. ამოცანა: 12.1.2. ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია საქმიანობა: 12.1.2.1. ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით შესაბამისი პროექტების განხორციელება ინდიკატორი: განხორციელებული პროექტები და მათში ჩართული ბავშვების რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული ,,მზრუნველობამოკლებული და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში წლის განმავლობაში მიმდინარეობს 6-თვიანი სწავლება ფეხბურთის კუთხით, რომელიც წარმატებით ხორციელდება აიპ " ჯანსაღ თაობას" თან ერთად, ,,SOS ბავშვთა სოფლისა“ და ,,საქართველოს კარიტასის“, „ჩემის სახლის“ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის. სწავლება მიმდინარეობს, თბილისში და რეგიონებში (ქუთაისის 2 გუნდი და გორი). პროექტის ფარგლებში ხორციელდება ფეხბურთის სწავლებები და ტურნირები. 2016 წლის 2-4 დეკემბერს კი თბილისში, ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონზე „მინი ფეხბურთის ფესტივალი" ჩატარდა. გუნდები დაკომპლექტებული იყო დევნილი ახალგაზრდებით და მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებით. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად თბილისსა და რეგიონებში 8 გუნდი შეირჩა(64 მონაწილე). ფინალურ ღონისძიებაზე ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდები სპორტული ეკიპირებით და ბურთებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები, სიგელები და ფულადი პრიზები. ამასთან, ხორციელდება არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომლის მიზანს წარმოადგენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი დაინტერესება სწავლისა და შრომითი საქმიანობისადმი, ასევე პროექტის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის ახალგაზრდების ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სპორტული უნარ-ჩვევების განვითარება. ამოცანა: 12.1.3. ბავშვთა ინფორმირება უფლებებსა და თავისუფლებებზე 209 საქმიანობა: 12.1.3.1. სამართლებრივი კულტურის ამაღლების მიზნით, შეხვედრებისა და სხვა აქტივობების განხორციელება ინდიკატორი: საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრების რაოდენობა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებსა და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრების რაოდენობრივი მაჩვენებელი; ერთობლივი აქტივობების რაოდენობრივი და მასშტაბური მაჩვენებელი სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება „საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“, რომელიც მოიცავს სასკოლო კომპონენტს და რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო ორგანიზაცია „PH International“-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, შემუშავებულია პროგრამა „სამართლებრივი კულტურის საწყისები". 2017 წელს ორგანიზაცია “PH-International“მა პროგრამა „GE-Calls“-ის ფარგლებში განახორციელა საპილოტე ტრენინგის კურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 162 მანდატურმა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მთელი საქართველოს მასშტაბით 54 საჯარო სკოლაში ახორციელებს პროექტს - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“. პროექტი - „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეორე წელია ხორციელდება. გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და „112“-ის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, საჯარო სკოლების მე-5 კლასის მოსწავლეებს, სასწავლო წლის განმავლობაში, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე 10 გაკვეთილს უტარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ გზამკვლევში მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის ადაპტირებული სახითაა წარმოდგენილი საგზაო მოძრაობის წესები, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები, რა არის ძალადობა, დისკრიმინაცია, ბულინგი და ა.შ. საქმიანობა: 12.1.3.2. ბავშვთა უფლებების ასაკზე მორგებული საკითხების, მათ შორის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხებზე სარეკომენდაციო გზამკვლევის მომზადება ინდიკატორი: მომზადებულია გზამკვლევი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული „მშობელთა განათლებისა და ჩართულობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში შემუშავდა მშობელთათვის განკუთვნილი ელექტრონული გზამკვლევის ვერსია, რომელიც პილოტურ რეჟიმში ფუნქციონირებდა 2016 წლის ბოლომდე. ვინაიდან ზემოხსენებული ქვეპროგრამა 2017 წლიდან აღარ ხორციელდება, შესაბამისად ფუნქციონირება შეწყვიტა ვებპორტალმაც. 210 ამოცანა: 12.1.4. ბავშვთა უფლებების მონიტორინგისა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერება საქმიანობა: 12.1.4.1 ბავშვთა მექანიზმების გაძლიერება უფლებების მონიტორინგისა და კოორდინაციის ინდიკატორი: შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირებისთვის აუცილებელი წინადადებები მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ და წარდგენილია საქართველოს პარლამენტში სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 24 ივნისს მიიღო დადგენილება „გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის „შეტყობინების პროცედურების შესახებ“ დამატებით ოქმთან შეერთების თაობაზე. 2016 წლის 19 სექტემბერს სარატიფიკაციო სიგელი გადაეცა დეპოზიტარს, გაეროს გენერალურ მდივანს. ბავშვის უფლებათა კონვენციის ,,შეტყობინების პროცედურების შესახებ“ დამატებითი ოქმი საქართველოსთვის ძალაშია 2016 წლის 19 დეკემბრიდან. საქმიანობა: 12.1.4.2. ჰააგის 1980 წლის ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ კონვენციის იმპლემენტაცია, ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავების საქმეებზე აღსრულების და რეფერირების მექანიზმის დამტკიცება ინდიკატორი: მთავრობის დადგენილება მექანიზმის დამტკიცების შესახებ სტატუსი: უმეტესად შესრულებული „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციის (შემდგომში − „ჰააგის 1980 წლის კონვენცია“) საფუძველზე განსაზღვრული ცენტრალური ორგანოს − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის − ხელმძღვანელობითა და აქტიური მონაწილეობით შემუშავდა არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე საქმეების მიმართვიანობის (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების პროექტი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“, ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), დასრულდა აღნიშნული მექანიზმის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტიზა. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის პარალელურად, საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ცენტრალურმა ორგანომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში). ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტებისათვის საბოლოო სახის მიცემის პროცესი, რის შემდეგაც იგეგმება მისი დამტკიცება. ინდიკატორი: მოლაპარაკებების შედეგები სტატუსი: სრულად შესრულებული 211 საქმიანობა: 12.1.4.3. თანამშრომლობის გაძლიერება/მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც არ აქვთ აღიარებული საქართველოს მიერთება ჰააგის 1980 წლის ბავშვთა არამართლზომიერი გადაადგილების სამოქალაქო ასპექტების შესახებ კონვენციასთან საანგარიშო პერიოდში საქართველომ ჰააგის 1980 წლის კონვენციის 38-ე მუხლის საფუძველზე ორ სახელმწიფოსთან დაამყარა ორმხრივი ურთიერთობა. 2016 წლის 1 მაისს საერთაშორისო ხელშეკრულება ამოქმედდა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის, ხოლო 2016 წლის 1 ივლისს - საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის. ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე ორმხრივი ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისათვის საქართველოს ცენტრალურმა ორგანომ მოახდინა იმ სახელმწიფოთა იდენტიფიცირება, რომლებთანაც საქართველო არ ახორციელებს ორმხრივ თანამშრომლობას. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოს მიერ ჰააგის კონვენციასთან ყაზახეთის რესპუბლიკისა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის შეერთების აღიარებასთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო წარმომადგენლობასთან საქართველოში ჰააგის 1980 წლის კონვენციასთან საქართველოს მიერთების აღიარების თაობაზე. აშშ-ს საკონსულოს მიეწოდა დამატებითი ინფორმაცია ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეების წარმოების შესახებ, ასევე, ცენტრალური ორგანოს მიერ განხილული საქმეების სტატისტიკა და იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საქართველო ორმხრივად თანამშრომლობს ჰააგის 1980 წლის კონვენციის საფუძველზე. საქმიანობა: 12.1.4.4. სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება ინდიკატორი: სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის ადამიანური და ფინანსური რესურსი გაზრდილია სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტისა – „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება“ და 2016 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2016-2017 სასწავლო წლის მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებდა საჯარო სკოლებისა და სკოლა პანსიონების მონიტორინგს. აღნიშნული მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის პრევენციის ხელშეწყობისა და სავარაუდო ძალადობისგან დაცვის კუთხით არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა. მიზანი: 12.2. სოციალური გაუმჯობესების გზით მომსახურების განვითარება პროგრამული სერვისების ამოცანა: 12.2.1. ბავშვთა პროგრამული მომსახურებების დახვეწა საქმიანობა: 12.2.1.1. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებისთვის სათანადო მომსახურებების გაუმჯობესება 212 ინდიკატორი: ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების რაოდენობა, რომლებიც იღებენ სხვადასხვა მომსახურებებს სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის განმავლობაში „სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფოს პროგრამის „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შესაბამისმა მომსახურებების მომწოდებლებმა მომსახურება გაუწიეს 239 (მათ შორის, დღის ცენტრი - 162; თავშესაფარი -77 ) ქუჩაში მცხოვრებ და/ან მომუშავე ბავშვს. 2017 წელს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მობილური ჯგუფების ფარგლებში, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის მასშტაბით კონტაქტი დამყარდა 332 (2014-2017 წლებში 1054) მიუსაფარ ბავშვთან, დღის ცენტრის და სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა/სარგებლობს 270 ბენეფიციარი, აქედან დღის ცენტრში-186, სადღეღამისო ცენტრში -84. საჯარო სკოლაში მიუსაფარი ბავშვების სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი - ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა’’ მიუსაფარი ბავშვებისთვის. 2017 წლის ივნისის თვიდან პროგრამაში ჩართულია 100-მდე ბენეფიციარი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N102 დადგენილებით დამტკიცებული “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ შესაბამისად ა(ა)იპ World Vision International 2017 წლის 1 თებერვლიდან (ქუთაისი) და 1 მარტიდან (თბილისი) დარეგისტრირდა, როგორც სადღეღამისო თავშესაფარის მიმწოდებელი. საქმიანობა: 12.2.1.2. ქვეყანაში არსებული ბავშვთა მომსახურებების ბაზების სრულყოფა ინდიკატორი: სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული მომსახურებების ბავშვთა მუდმივად განახლებადი ბაზა ფორმირებულია მიმღებ სტატუსი: უმეტესად შესრულებული სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული მომსახურებების მიმღებ ბავშვთა მუდმივად განახლებადი ბაზა ფორმირებულია და მიმდინარეობს მისი სრულყოფა. საქმიანობა: 12.2.1.3. კრიზისულ მდგომარეობაში პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება მყოფი ბავშვიანი ოჯახების ინდიკატორი: ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ აუცილებელი დახმარება სტატუსი: სრულად შესრულებული „სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფოს პროგრამის “კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების” ქვეპროგრამის ფარგლებში, 2016 წლის განმავლობაში აუცილებელი დახმარება მიიღო 1145 ბავშვიანმა ოჯახმა, ხოლო 2017 წელს - 987 ბავშვიანმა ოჯახმა. 213 საქმიანობა: 12.2.1.4. დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა ინდიკატორი: დედათა და ბავშვთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ შესაბამისი მომსახურება სტატუსი: სრულად შესრულებული “სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის” სახელმწიფოს პროგრამის “დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის” ქვეპროგრამის ფარგლებში, 2016 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 62 დედასა და 82 ბავშვს, ხოლო 2017 წელს - 52 დედასა და 72 ბავშვს. საქმიანობა: 12.2.1.5. მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებების გაუმჯობესება მათ შორის, შშმ ბავშვთათვის ინდიკატორი: მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული ბავშვები იღებენ ადეკვატურ მომსახურებას; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მონიტორინგის ანგარიში; სახალხო დამცველის ანგარიში სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსებული ბავშვები იღებენ ადეკვატურ მომსახურებას. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ახორციელებს რეგულარულ ზედამხედველობას. მონიტორინგის პროცესი გულისხმობს სერვისის მიმწოდებლის მიერ განხორციელებული მომსახურების შესაბამისობის დადგენას, მოქმედი პროგრამით და სტანდარტებით განსაზღვრულ ნორმებთან. 2016-2017 წელს ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამითა’’ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N66 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური მიერ განხორციელდა 16 (2016 წელს) და 10 (2017 წელს) მცირე საოჯახო ტიპის სახლის მონიტორინგი. საქმიანობა: 12.2.1.6. მინდობით აღზრდის მომსახურებების სრულყოფა; მინდობით აღზრდის ახალი სტანდარტის დამტკიცება ინდიკატორი: შემუშავებულია მინდობით აღზრდის ახალი სტანდარტი სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 07.11.17 № 01238/ო ბრძანებით დამტკიცდა ,,მინდობით აღზრდის მომსახურების სტანდარტები“. ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 27.12.17 №01-72/ნ ბრძანებით დამტკიცდა ,,მინდობით აღზრდის წესი“. მიზანი: 12.3. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება ამოცანა: 12.3.1. დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება პერინატალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებით საქმიანობა: 12.3.1.1 ანტენატალურ და სამეანო მომსახურებაზე ზედამხედველობის ახალი ელექტრონული სისტემის „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული“-ს დანერგვა 214 ინდიკატორი: მომზადებულია ახალი ელექტრონული მოდული ინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო რეგულატორული ცვლილებების პაკეტი და 2016 წლიდან აღნიშნული სისტემის ფარგლებში ანგარიშგებას აქვს სავალდებულო ხასიათი სტატუსი: სრულად შესრულებული იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვალდებულების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა დაბადებისა და გარდაცვალების შეტყობინების ახალი ელექტრონული მოდულისთვის პროგრამული უზრუნველყოფა. გარდა ამისა, სხვა ჩართულ მხარეებთან ერთად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რაც ითვალისწინებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანას. აღნიშნული პროექტის საფუძველზე, გამოიცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №01-37/ნ–№173 დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. 2014 წლიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრის“ შემუშავებაზე. 2016 წელს შეიქმნა აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული სისტემა „ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის რეგისტრი“, ე.წ. „ქართული დაბადების რეგისტრი“, რომელიც მოიცავს სრულფასოვან ინფორმაციას საქართველოს თითოეული მოქალაქის ანტენატალურ, მშობიარობის და პოსტნატალურ პერიოდზე; ასევე, აბორტთან დაკავშირებულ, ფეხმძიმობის, მკვდრადშობადობისა და ადრეული ნეონატალური სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციას. 2016 წლის იანვარში დაიწყო საპილოტე ვერსიის ფუნქციონირება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 18 იანვრის N01-2/ნ ბრძანებით დამტკიცდა „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის რეგისტრის წარმოების წესები“. რეგისტრი სრულად ამოქმედდა 2016 წლის მაისიდან. ყველა ანტენატალური და პერინატალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია შეასრულოს ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნები. ახალი ელექტრონული მოდული დანერგილია და აქვს 97%-იანი დაფარვა. საქმიანობა: 12.3.1.2. სამშობიარო სახლების დონეებად დაყოფა და ამ დონეებს შორის დედათა და ახალშობილთა რეფერალის ახალი მექანიზმების დანერგვა ინდიკატორი: რეგიონების რაოდენობა, სადაც დანერგილია პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პრინციპები სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N01-2/ნ ბრძანებით დამტკიცდა, პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეები და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები. ამასთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 20 იანვრის N01-12/ო ბრძანებით დამტკიცდა, პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასებისა და პილოტური პროექტის განხორციელების საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობა და განისაზღვრა მისი მოვალეობები. 215 2015 წლის პირველი მაისიდან დაიწყო „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული რეფერალის სქემის ფუნქციონირება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმქვემო სვანეთის პერინატალურ რეგიონში. 2016 წლის მაისიდან, პილოტირების შედეგად მიღებული წარმატებული შედეგების გამო, პროექტი გავრცელდა ქვეყნის მასშტაბით. რეგიონალიზაცია ითვალისწინებს პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების დონეების და მათი როლისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრას, რათა საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს სწორი პაციენტის სწორ სამედიცინო დაწესებულებაში სწორ დროს მიმართვა და საჭიროების შემთხვევაში, ეფექტური რეფერირება. 2017 წლის ბოლოს დასრულდა ქვეყნის მასშტაბით პერინატალური სერვისის მიმწოდებელი კლინიკების შეფასება და პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მინიჭება. სულ ქვეყნის მასშტაბით შეფასდა 82 კლინიკა. დონე მიენიჭა 7-ს, შერეული II/III დონე - 6-ს, II დონე 46-ს და I დონე 23 დაწესებულებას. 22 დაწესებულებისთვის დონე არ იქნა მინიჭებული. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე სახეზეა ამ პროექტის ხელშესახები შედეგები - 2016 წელს დაფიქსირდა დედათა სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვეენებლი ბოლო წლების განმავლობაში 22,9/100 000 ცოცხალშობილზე. საქმიანობა: 12.3.1.3. სოფლად 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული სერვისების გაძლიერება ბინაზე ვიზიტების დანერგვის გზით ინდიკატორი: რაიონების რაოდენობა, სადაც დაინერგა დედათა და ბავშვთა ბინაზე მეთვალყურეობა სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მეთვალყურეობის კონცეფცია. შემუშავდა კითხვარი და ოჯახის ექთანთა გადამზადების კურიკულუმი. იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დასრულდა ექთნების on-line გადამზადება. 2017 დასრულდა 0-6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდა-განვითარების ზედამხედველობის სისტემა (ელ. მოდული), რომელიც ემსახურება ბავშვთა ადრეული განვითარების შეფასებას სამშობიარო სახლიდან გამოწერისთანავე და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვთა დაკავშირებას სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებთან. ამასთან, განხორციელდა ყველა სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამის დიჯიტალიზაცია (ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა), რომელიც დაკავშირებულია ბავშვთა განვითარებასთან (მაგ. რეაბილიტაციის პროგრამა, ბავშვზე ზრუნვის პროგრამა და ა.შ). აღნიშნული სისტემის დანერგვა დაიწყო აჭარის რეგიონში. შედეგად, შეძენილ იქნა 107 პლანშეტი, რომელიც გადაეცათ სოფლის ამბულატორიებს და რაიონის პჯდ ცენტრებს. გადამზადდა ყველა რაიონში მასტერ-ტრენერი, რომლებიც უზრუნველყოფენ საკუთარ რაიონებში სოფლის ექიმებისა და ექთნების მომზადებას. 216 საქმიანობა: 12.3.1.4. დედათა და ბავშვთა ნუტრიციული სტატუსის გაუმჯობესება ხორბლის 1-ლი ხარისხის ფქვილის რკინისა და ფოლიუმის მჟავის დანამატებით ფორტიფიცირების გზით ინდიკატორი: შემუშავებულია „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც ხორბლის ფქვილის სავალდებულო ფორტიფიცირებას ითვალისწინებს სტატუსი: სრულად შესრულებული აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა და სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა მიკრონუტრიენტების დეფიციტის სენტინელური ზედამხედველობა, რომელიც მიზნად ისახავს მიკრონუტრიენტების დეფიციტის ეფექტურ ეპიდზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბებას და არსებული სიტუაციის შესწავლას. მიკრონუტრიენტების დეფიციტის სტატუსის შერჩეული ინდიკატორების მონაცემები შეგროვდა 12 - 23 თვის ჩვილ ბავშვებში, პირველი ტრიმესტრის ორსულებსა და 12 წლის ასაკის სკოლის ბავშვებში საქართველოს ოთხი რეგიონის (თბილისი, კახეთი, აჭარა და სამეგრელო) სენტინელურ დაწესებულებებში. შესწავლილ იქნა ანემია და რკინის ნაკლებობა 12 – 23 თვის ბავშვებში; ანემია, რკინის დეფიციტი და ფოლატის დეფიციტი პირველი ტრიმესტრის ორსულ ქალებში, და ნერვული მილის დეფექტის მქონე ნაყოფით ორსულობისას. ქვეყანაში იოდის სტატუსის განსაზღვრის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით 2017 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა წარმომადგენლობითი კვლევა. კვლევის მიზანი იყო მოსახლეობის მიერ იოდის მოხმარებისა და იოდის ნუტრიციული სტატუსის შესახებ მონაცემების მოპოვება. გამოკვლეულ იქნა მარილში იოდის შემცველობა, შარდში იოდის კონცენტრაციას და სხეულის მასა სკოლის ასაკის ბავშვებში (SAC); შარდში იოდი პირველი ტრიმესტრის ორსულ ქალებში (PW) ქვეყნის მასშტაბით ყველა ანტენატალურ კლინიკაში. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. საქმიანობა: 12.3.1.5. 6–24 თვის ბავშვებისათვის სხვადასხვა მიკროელემენტებით ფორტიფიცირებულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ინდიკატორი: 6-24 თვის ბავშვებისათვის მრავალ კომპონენტიანი მიკრონუტრიენტის შემცველი დანამატების ეროვნული პროგრამა შემუშავებულია სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2016 წლის მაისიდან მიმდინარეობს 6-23 თვის ასაკის ბავშვთა უზრუნველყოფა მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არ აღემატება/ან ტოლია 100 000-ს. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და გათვალისწინებულია 2018 წლის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში. 217 ამასთან, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულია სხვადასხვა მიკროელემენტებით ფორტიფიცირებულ პროდუქტებზე ინფორმირებულობის ზრდის სხვადასხვა აქტივობების განხორციელება (სტატიები, ბროშურები, ტელე/რადიო გადაცემები, სხვ). საქმიანობა: 12.3.1.6 ძუძუთი კვების ხელშეწყობა და ხელოვნური კვების რეგულირება ინდიკატორი: „ძუძუთი კვების ხელშეწყობისა და ხელოვნური კვების რეგულირების შესახებ“ კანონში და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილების პროექტი მომზადებულია სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2016 წელს ძუძუთი კვების ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა სპეციალური კითხვარი. აჭარის რეგიონში განხორციელდა, როგორც სამეანო სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების, ასევე პაციენტების გამოკითხვა. სამედიცინო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, მეტი ყურადღება დაუთმონ ძუძუთი კვების საკითხს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა „ძუძუთი კვების ხელშეწყობისა და ხელოვნური კვების რეგულირების შესახებ“ კანონში და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში შესატან ცვლილების პროექტზე; სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგრძელებდა მუშაობას ძუძუთი კვების საკითხის შესახებ ინფორმირებულობის გასაზრდელად სხვადასხვა აქტივობების საშუალებით (სტატიები, ბროშურები, ტელე/რადიო გადაცემები, სხვ.). ამასთან, ძუძუთი კვების პროპაგანდა ასევე, გათვალისწინებულია ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში. მიზანი: 12.4. ხარისხიანი და ინკლუზიური განათლება ყველა ბავშვისათვის ამოცანა: 12.4.1. ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა საქმიანობა: 12.4.1.1. აღმზრდელ–პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შემუშავება და დამტკიცება ინდიკატორი: აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი დამტკიცებულია სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის 8 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რომელიც შეიქმნა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის კოორდინირებით. აღნიშნული კანონის შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელშეწყობით, მომზადდა „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი“, რომელიც დამტკიცებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N478 დადგენილების შესაბამისად. საქმიანობა: 12.4.1.2. ადრეული და სკოლამდელი სტანდარტის შემუშავება და დამტკიცება აღზრდისა და განათლების ინდიკატორი: ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სტანდარტი დამტკიცებულია სტატუსი: სრულად შესრულებული 218 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი თანამშრომლობით შემუშავდა „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი“, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილების შესაბამისად. საქმიანობა: 12.4.1.3. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და დამტკიცება ინდიკატორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ სტატუსი; შეუსრულებელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით შემუშავდა ,,ტექნიკური რეგლამენტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ". აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება არ მომხდარა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. საქმიანობა: 12.4.1.4. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება ინდიკატორი: საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა „ტექნიკური რეგლამენტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ“ სამუშაო ვერსია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N485 დადგენილების შესაბამისად. საქმიანობა: 12.4.1.5. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება ინდიკატორი: საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა ტექნიკური რეგლამენტის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზების შესახებ“ სამუშაო ვერსია მომზადებულია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 დადგენილების შესაბამისად. ამოცანა: 12.4.2. ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ ბავშვთა ზოგადი განათლების სისტემაში ჩასართავად საკანონმდებლო ბაზის გამართვა და ბავშვების მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესება საქმიანობა: 12.4.2.1. ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესაბამისი განმარტების შემუშავება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის მომზადება საქართველოს მთავრობის მიერ 219 ინდიკატორი: განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესაბამისი განმარტება შემუშავებულია; საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ და ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა სამუშაო დოკუმენტი ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და მათი ასახვის ინსტიტუციური პასუხისმგებლობების განსაზღვრის უზრუნველყოფის მიზნით. 2017 წლის განმავლობაში დაინტერესებულ მხარეებთან მიმდინარეობდა აღნიშნული დოკუმენტის განხილვის პროცესი და მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე. საქმიანობა: 12.4.2.2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზებში და სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სკოლის მიღმა დარჩენილი და დარჩენის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების იდენტიფიცირების მიზნით, სხვადასხვა ინდიკატორების და შესაბამისი ველების და ფილტრების დამატება და ანალიზის გზების გაუმჯობესება ინდიკატორი: მონაცემთა ბაზებს დაემატა დამატებითი ველები და განახლდა; საინფორმაციო სისტემა ხედავს სკოლის მიღმა დარჩენილი პირების რაოდენობას და ახდენს ფორმალური განათლებიდან განთესვის რისკის ქვეშ მყოფი მოსწავლეების იდენტიფიცირებას; სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა და რისკის ქვეშ მყოფი იდენტიფიცირებული ბავშვების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის (eSchool) მონაცემთა ბაზების შედარება 2009 წელს დაბადებული ბავშვების ჭრილში, ვინაიდან, როგორც წესი, პირველ კლასში ბავშვების 99,6% შედის 6 ან 7 წლის ასაკში. 2015-2016, 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლების პირველკლასელთა მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც არ ირიცხებიან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთან, განხორციელდა 2010 წელს დაბადებული ბავშვების მონაცემების შედარება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლის პირველკლასელთა მონაცემებთან და გამოვლინდა იმ ბავშვების სავარაუდო მონაცემები, რომლებმაც არ დაიწყეს სწავლა 6 და 7 წლის ასაკში. უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემების დაზუსტება განხორციელდება 2018-2019 სასწავლო წლის პირველი კლასის მოსწავლეთა მონაცემებთან შედარების შემდგომ, ხოლო აღნიშნული მონაცემების შემდგომი შესწავლა და მათი შედარება ქვეყნიდან გასული პირების მონაცემებთან გამოავლენს იმ ბავშვების ვინაობას, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში და არ არიან ჩართული ზოგადი განათლების პროცესში. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მართვის სისტემის მონაცემთა ბაზებში (eSchool) აისახება ინფორმაცია მოსწავლეთა მიერ სწავლის მიტოვების შესახებ. ასევე, სწავლის მიტოვების მაჩვენებლის სავარაუდო პროგნოზირების მიზნით, სკოლის მიღმა დარჩენის რისკის ქვეშ მყოფი მოსწავლეების იდენტიფიცირება შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის ერთ-ერთ მოდულში - ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემების ანალიზის გზით. ელექტრონული ჟურნალის დანერგვა ხორციელდება ეტაპობრივად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამი ICT ინფრასტრუქტურის მოწყობის 220 პარალელურად. 2016-2017 სასწავლო წლებში, ელექტრონული ჟურნალი საპილოტე რეჟიმში დანერგილია სულ - 359 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამოცანა: 12.4.3. სსსმ ბავშვების მოძიების სისტემის შექმნა, რათა სისტემამ თავად შეძლოს სსსმ ბავშვის დანახვა საქმიანობა: 12.4.3.1. სისტემის გაიდლაინის შექმნა და გათვალისწინება ვინც შეიძლება იყოს ჩართული და პასუხისმგებლობის და რეფერალის პროცედურის განსაზღვრა ყველა იმ რგოლის მათი კონკრეტული ინდიკატორი: შემუშავებულია სსსმ ბავშვის მოძიების სისტემა და მისი გაიდლაინი სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ცვლილებები შევიდა მოსწავლეთა მართვის ელექტრონულ ბაზაში (eschool). ცვლილების თანახმად, სსსმ მოსწავლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში აუცილებელია დარღვევის ველების მონიშვნა. აღნიშნული ცვლილება იძლევა ინფორმაციას კონკრეტული დარღვევების მქონე სსსმ მოსწავლეების შესახებ. ეს დარღვევებია:          ინტელექტუალური დარღვევა; სმენის დარღვევა; მხედველობის დარღვევა; ფიზიკური შეზღუდვა; სწავლის უნარის დარღვევა; მეტყველების დარღვევა; აუტიზმი; ემოციური და ქცევის დარღვევა; სხვა აღნიშნული ცვლილებების შედეგად, სკოლებს მიეწოდათ შესაბამისი ინსტრუქცია სსსმ მოსწავლეების იდენტიფიცირების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღების შესახებ. აღნიშნულ ველებში, მონაცემები, მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნების საფუძველზე, აისახება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, მოსწავლის პირად მონაცემებში სკოლის ადმინისტრაციის მიერ. ამასთან, დასახელებული მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ხელმისაწვდომია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის. ამოცანა: 12.4.4. მოწყვლადი ჯგუფებისათვის სპეციალური, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზება მათი ფორმალურ განათლებაში ჩართვის მიზნით საქმიანობა: 12.4.4.1. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, სოციალურად დაუცველი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზება შემდგომში მათი ფორმალურ განათლებაში ჩართვის მიზნით ინდიკატორი: საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა; ფორმალურ განათლებაში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა; სახალხო დამცველის ანგარიში; შექმნილია სამუშაო დოკუმენტი, განათლების მეორე შესაძლებლობის “ეროვნული მოდელის განსაზღვრისა და დანერგვისთვის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდების და ახალგაზრდების ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისთვის 221 სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2017 წელს შეიქმნა ქვეყანაში სკოლის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის მაღალი რისკის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განათლების ხელმისაწვდომობისა და უზრუნველყოფისთვის ,,განათლების მეორე შესაძლებლობის“ ეროვნული მოდელის ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც განხილულია სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების - ხიდი და რე-ინტეგრაციის პროგრამების დანერგვის სტრატეგია. მიმდინარეობს მუშაობა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების პროგრამების შესაქმნელად. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა" ქ. თბილისში, ქ. რუსთავში დ ქ. ქუთაისში. 2016 წელს პროგრამაში ჩართული იყო 80 ბავშვი.    21 ბენეფიციარი არ ირიცხებოდა და ჩაირიცხა სკოლაში 4 ბენეფიციარი ჩაერთო პროფესიული გადამზადების პროგრამაში დანარჩენ ბენეფიციარებთან მიმდინარეობდა მუშაობა, მათგან სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციისთვის. 2017 წელს პროგრამაში ჩართული იყო სულ 101 მიუსაფარი ბავშვი (ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი),    12 მათგანი ჩაირიცხა სკოლაში, 3 ბენეფიციარი მომზადდა პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვისთვის 78 ენეფიციარი მომზადდა პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვისთვის ბავშვი), რე მიტოვების პრევენციივლის მოტივაციის შესაქმნელად. მიუსაფარი ბავშვების (ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების) ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციისთვის შექმნილ ტრენინგის მოდულს - „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის სტრატეგიები“ მიენიჭა კრედიტ ქულა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა საჯარო სკოლების მასწავლებლების და დირექციის წარმომადგენლების ტრენინგი. 2016-2017 წლებში ტრენინგი გაიარა 48-მდე საჯარო სკოლის 220 მასწავლებელმა. ასევე, სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციისთვის ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის პარტნიორობის მიზნით, ბენეფიციარების სკოლაში ადაპტაციის და ინტეგრაციის გაუმჯობესების მიზნით, 2016-2017 სასწავლო წლის მეორე და 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში განხორციელდა აღნიშნული, განხორციელდა ინიციატივის „სკოლის გაძლიერებისთვის/სკოლის სოციალური მუშაობა“ პილოტი. აღნიშნულმა ინიციატივამ შექმნა შესაძლებლობა სკოლებში მოსწავლეების სრულფასოვანი ინტეგრაციის კუთხითარსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათი აღმოფხვრის მიმართულებით. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა საინფორმაციო ბუკლეტები მიუსაფარი ბავშვების კლასელების მშობლებისათვის საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად, მათ მიმართ არსებული სტიგმის დასაძლევად. საინფორმაციო კამპანია განხორციელდა 26 საჯარო 222 სკოლაში და მასში მონაწილეობდა 1150-მდე მშობელი. აღნიშნული აქტივობები ასევე, განხორციელდება 2018 წელს. ამოცანა: 12.4.5. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სკოლებში ბავშვის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული აქტივობების განსახორციელებლად, მოსწავლეებში ერთმანეთის უფლებების დაცვისა და ურთიერთპატივისცემის კულტურის დასამკვიდრებლად საქმიანობა: 12.4.5.1. ტრენინგის ორგანიზება: „ბავშვთა უფლებები სკოლაში“ და „ბულინგი“; ტრენინგ-მოდულის შემუშავება, სატრენინგო მასალის მომზადება და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ტრენინგი ინდიკატორი: შექმნილი ტრენინგ-მოდულები და მასალები; დირექტორთა რაოდენობა, რომელთაც გავლილი აქვთ გადამზადების ტრენინგები; (გადამზადებული მასწავლებლებისა და დირექტორების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში). სტატუსი: სრულად შესრულებული განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წელს შეიქმნა ტრენინგ-მოდული: “სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“. 2017 წელს ტრენინგს დაესწრო სამოქალაქო განათლების 352 მასწავლებელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 2016-2017 წლებში ჯამში 634 მასწავლებელი. მასწავლებლები გაეცნენ ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და სახეებს; ოჯახში ძალადობის სახეებს; სტიგმასა და სტერეოტიპული აზროვნების გავლენას ძალადობასა და ბულინგზე. 2017 წელს ქართული ენიდან აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ითარგმნა და დამტკიცდა: „ლიდერობის აკადემია 1“ მე-2 მოდული: „ეფექტური დირექტორი: თეორიიდან პრაქტიკისაკენ“, არაქართულენოვანი სკოლების 166 დირექტორმა (აზერბაიჯანულენოვანი, რუსულენოვანი და სომხურენოვანი) გაიარა აღნიშნული ტრენინგი. 2017 წელს კი დამტკიცდა ლიდერობის აკადემია 2-ის მოდული 6: „თანასწორობის საკითხები“ (16 სთ). საპილოტე და ტრენერთა ტრენინგის შემდგომ ჩატარდა ტრენინგების 1-ელი და მე-2 ციკლები. მე-2 ციკლის განმავლობაში ტრენინგი გაიარა 1248 საჯარო სკოლის მონაწილემ, რომელთა შორის იყვნენ საჯარო სკოლის დირექტორები, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2017 წელს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის „დემოკრატია და ადამიანის უფლებები ქმედებაში“ ფარგლებში, ახორციელებდა პროექტს „ინსტრუმენტები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვისათვის“. პროექტის კოორდინატორი ქვეყანა იყო საქართველო, ჩართულ ქვეყნებს კი ანდორა, სლოვაკეთი და ხორვატია წარმოადგენენ. აღნიშნული პროექტი გულისხმობდა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს დანერგვისთვის ხელშემწყობი რესურსების შექმნას მასწავლებლებისა და მოსწავლეების თანამონაწილეობით. პროექტის ფარგლებში, მომზადდა ტრენინგ-მოდული, ჩატარდა ტრენინგები, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეოფილმები სკოლებში დემოკრატიულ კულტურასთან დაკავშირებით. გამარჯვებული ფილმი სწორედ 2017 წლის დეკემბერში, ქალაქ სტრასბურში გამართულ შემაჯამებელ კონფერენციაზე, პროექტის შედეგებთან ერთად, ქართველი მოსწავლეების მიერ იქნა წარდგენილი. 223 ამოცანა: 12.4.6. ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქმიანობა: 12.4.6.1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, N5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ქ. ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და ქ. თბილისის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვნებისთვის ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის, ასევე სკოლის გამოსაშვებ და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის უზრუნველყოფა ინდიკატორი: ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის პროგრამაში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბრალდებული/მსჯავრდებული არასრულწლოვნებისათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშესაწყობად ახორციელებს „ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის“ პროგრამას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქ. თბილისის N8 პატიმრობისა და ქ. ქუთაისის N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო და N5 ქალთა პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული არასრულწლოვანი მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ზოგადი განათლება. აღნიშნული პირები უზრუნველყოფილი არიან სასწავლო რესურსებით, შესაძლებლობა აქვთ სხვა თანატოლებივით მონაწილეობა მიიღონ ექსტერნატის, სკოლის გამოსაშვებ და ერთიან ეროვნულ გამოცდებში. 2016 წელს იანვარში პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პედაგოგებს ჩაუტარდათ 10 დღიანი სპეციალური გადამზადების კურსი/ტრენინგი, შემდეგი თემატიკის მიხედვით:           ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების ეტაპები; ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; მოზარდობის ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებები; ტიპური მოზარდი, რთული მოზარდი. მოზარდთა დევიაციური ქცევები; დახმარების მიმართულებები. კომუნიკაცია და სხეულის ენა; სუბიექტური რეალობა, სტერეოტიპები. კომუნიკაციის რაობა და სახეები; სხეული ენა და არავერბარული კომუნიკაცია; ეფექტური კომუნიკაცია. აქტიური სმენა; კითხვის დასმის ტექნიკები; ქცევის სტრატეგიები. კომუნიკაციის დროს დაშვებული შეცდომები; კონფლიქტი და მისი მართვა; „მე“ შეტყობინება. სტრესი და ფსიქოლოგიური ტრავმა; ძალადობა, ძალადობის სახეები, ოჯახური ძალადობა. ბავშვი და ძალადობა, ძალადობა გადატანილი ბავშვების ამოცნობა, ბულინგი. 224 2016 წლის მარტის თვეში ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებისათვის ექსტერნად დარეგისტრირდა N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო, N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის და N15 პენიტენციური დაწესებულები მყოფი 23 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი. გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 22-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა (ერთი გათავისუფლდა). გამოცდები დაძლია 22-ვე ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მოსწავლემ პროგრამის სხვადასხვა კლასისა და საფეხურის დონეზე. 2016 წლის მაისში, 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 1-მა არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოსწავლემ, რომელმაც წარმატებით ჩააბარა აღნიშნული გამოცდა. 2016 წლის მაისის თვეში განხორციელდა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეების 2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა. აღნიშნულ გამოცდებში დარეგისტრირებული იყო 16 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი. მონაწილეობა მიიღო 15-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მოსწავლემ (ერთი მსჯავრდებული გათავისუფლდა), გამოცდები დაძლია 9 პატიმარმა მოსწავლემ. 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 11-მა ბრალდებულ/მსჯავრდებულმა, მათგან ჩაირიცხა 3, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობა მიიღო ორმა მსჯავრდებულმა, ჩაირიცხა - 1. 2017 წლის მაისის თვეში განხორციელდა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეების 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა. აღნიშნულ გამოცდებში დარეგისტრირებული იყო 6 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი. დადებითი შეფასება მოიპოვა სამმა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა. 2017 წლის ივლისის თვეში განხორციელდა #11 არასრულწლოვანთა სპეციალურ და სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრების ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა. დარეგისტრირებული იყო 16 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი. გამოცდა წარმატებით დასძლია და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 13 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა ერთმა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პირმა. 2017 წლის მარტში ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებისათვის ექსტერნად დარეგისტრირდა N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო, N8 და N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის, N16დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი 12 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი (აქედან 2 გათავისუფლდა). გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 10-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა. გამოცდები დაძლია 9 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მოსწავლემ პროგრამის სხვადასხვა კლასისა და საფეხურის დონეზე. 225 2017 წლის მაისში 2016-2017 სასწავლო წლის განმავლობაში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 2-მა არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოსწავლემ. აღნიშნული გამოცდები გადალახა ერთმა პირმა. 2017 წლის მაისის თვეში განხორციელდა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლეების 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა. აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 6-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მოსწავლემ, გამოცდები დაძლია 3-მა პატიმარმა მოსწავლემ. 2017 ივლისში განხორციელდა #11 არასრულწლოვანთა სპეციალურ და სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრების ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა. აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 16 მსჯავრდებულმა/ბრალდებულმა მოსწავლემ. გამოცდა წარმატებით დასძლია და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 13 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი. 2017 წლის 11 მაისს, 13 ოქტომბერს და 12 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, განახორციელეს მონიტორინგი პენიტენციური დეპარტამენტის ქ. ქუთაისის N2, ქ. თბილისის N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის და N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებებში, „ბრალდებული და მსჯავრდებული პირებისათვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას, შემოწმებულ იქნა მასწავლებლების მიერ წარმოებული ჟურნალები, ასევე, შემოწმდა საგაკვეთილო პროცესი, და შეხვედრა შედგა არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულ მოსწავლეებთან. 2017 წელს საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული იყო 80 ბრალდებული/მსჯავრდებული პირი. ამოცანა: 12.4.7. არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა საქმიანობა: 12.4.7.1. სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ინდიკატორი: სკოლისგარეშე სახელოვნებო განხორციელებული პროექტების რაოდენობა სკოლების მხარდაჭერის კუთხით სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სკოლისგარეშე სახელოვნებო განათლების უზრუნველყოფას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული 8 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით, სადაც სწავლობს 3000-ზე მეტი მოსწავლე. 2016 წლის განმავლობაში სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებლებში გაიმართა სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების 67 კონცერტი და საღამო, 8 მასტერკლასი და 5 გამოფენა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 27 სხვადასხვა ტიპის საჯარო ღონისძიებაში და 5 სპექტაკლში. ამასთან, გაიმართა 9 ეროვნული და რეგიონალური კონკურს-ფესტივალი, 19-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და მოიპოვა შემდეგი ჯილდოები: გრა-ნპრი და სპეციალური პრიზი - 2-მა, I პრემია 4-მა, II პრემია 4-მა, III პრემია 4-მა. 226 2017 წლის განმავლობაში სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებლებში გაიმართა სხვადასხვა მიმართულების 100-მდე კონცერტი და საღამო, 19 მასტერკლასი, 25 გამოფენა. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს 60-ზე მეტ სხვადასხვა ტიპის საჯარო ღონისძიებაში, სპექტაკლში, ამასთან, გაიმართა 12 ეროვნული და რეგიონული კონკურს-ფესტივალი, რომელშიც მოსწავლეებმა მოიპოვეს გრან-პრი და სპეციალური პრიზები. საქმიანობა: 12.4.7.2. არაფორმალური განათლების პროგრამების ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განვითარება და მონაწილეობის უზრუნველყოფა ინდიკატორი: განხორციელებული არასრულწლოვნების რაოდენობა პროექტების და მათში ჩართული სტატუსი: სრულად შესრულებული სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ აერთიანებს საქართველოს უმნიშვნელოვანეს მუზეუმებს, სამეცნიერო ცენტრებს, არქეოლოგიურ ბაზებსა და საცავებს თბილისსა და რეგიონებში. საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციები (უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ჭედური ნივთები თუ ნაქარგობა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები თუ თანამედროვე მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები), წარმოადგენს შეუფასებელ და უნიკალურ სასწავლო რესურსს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მიზნით, ახორციელებს შემდეგ პროგრამებსა და აქტივობებს:             მუზეუმის გამოფენების დათვალიერება და გამოფენის თანმხლები საგანმანათლებლო პროგრამები; სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამები (სცენის მიღმა ტურები); მოძრავი გამოფენები; ბანაკები არქეოლოგიურ ექსპედიციებში; არქეოლოგიური კლუბი; საზაფხულო სკოლა; საველე ექსკურსიები; ხალხური რეწვის გაკვეთილები; მოხალისეების პროგრამები; ბეჭდური და ელექტრონული რესურსები (ჟურნალები და გზამკვლევები მასწავლებლებისთვის); კინოფილმების ჩვენება, ლექციები, დებატები; თემატური ლექციები აუდიტორიასა და სამეცნიერო კაფეში. სამუზეუმო განათლება იყენებს პროაქტიულ და შემეცნებითი სწავლების მეთოდებს, ამასთან, მუზეუმი უზრუნველყოფს სწავლისათვის არაფორმალურ და კომფორტულ გარემოს. გართობისა და სახალისო თამაშების გზით, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე სამუზეუმო სწავლება ავსებს და ამყარებს საკლასო ოთახში მიღებულ ცოდნას. ამავდროულად, აღძრავს მოზარდში ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს, რითაც ხელს უწყობს მის პიროვნულ განვითარებას. გარდა ზოგადი ცოდნის მიღებისა, სამუზეუმო სწავლება ხელს უწყობს მოზარდებში ისეთი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა: ყურადღების კონცენტრაცია და წარმოსახვა, დამოუკიდებლად მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის 227 უნარები. სამუზეუმო საგანმანთლებლო პროგრამები ასევე ხელს უწყობს ემპათიის და ტოლერანტობის განვითარებას ბავშვებსა და მოზარდებში. ასევე, აღსანიშნავია მუზეუმის გარეთ მოქმედი პროგრამები, რომელთა არეალი ძალიან ფართოა: მოძრავი გამოფენები, ლექცია-პრეზენტაციები სკოლებსა და რაიონულ ცენტრებში, ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები და სხვა. 2016 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვიზიტით იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო სპეციალურ პროგრამებში 2000-ზე მეტმა მოზარდმა, მათ შორის 500-მდე შშმ პირმა, ხოლო 2017 წელს - 5940 მოზარდმა. სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ საგანმანათლებლო განყოფილების ერთ-ერთი მიმართულებაა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობისა და გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ კონვენციების საფუძველზე საბავშვო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება. ამ მიმართულებით სააგენტოს ხელშეწყობით ხორციელდება შემდეგი პროექტები: ნოქალაქევში „საბავშვო არქეოლოგია“ - პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 97 ბავშვმა. მცხეთაში „საბავშვო არქეოლოგიაში“ - მონაწილეობა მიიღო 1514 ბავშვმა. „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“ ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახლ-მუზეუმში გაიხსნა პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს“. მომზადდა მასალები და ჩატარდა 3 ტრენინგი. თბილისში ჩატარდა 42 მეცადინეობა, მათ შორის 13 ივნისს დაზარალებული (2 გაკვეთილი), მიუსაფარი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის; ასევე 2 საჩვენებელი მეცადინეობა – კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღეს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს). სულ მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა ბავშვმა. 20-21 აგვისტოს ნიქოზში, წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლაში ჩატარდა 2 გასვლითი საქველმოქმედო მეცადინეობა. 1 სექტემბერს ანიმაციური ფილმების ფესტივალის ფარგლებში, გაიხსნა ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა. დეკემბერში ჩატარდა 5 საპილოტე საქველმოქმედო მეცადინეობა სამაჩაბლოდან დევნილი ბავშვებისათვის გორში, დიდი ლიახვის მუზეუმ-ნაკრძალის საინფორმაციო სივრცეში. „კახეთის მხარის მოსწავლეები კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“ 31 მარტს თელავში გაიმართა პროგრამის „კახეთის მხარის მოსწავლეები – კულტურული მემკვიდრეობის დესპანები“ პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა ყვარლის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების, პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში. ახმეტის და 18 სექტემბერს, ევროპული კულტურის დღეების ფარგლებში, ქალაქ ახმეტაში გაიმართა შეხვედრა/ღონისძიება. 2017 წლის განმავლობაში აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობა მიიღო სულ 2475-მა ბავშვმა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონალურ სახელოვნებო სკოლებში ფუნქციონირებს საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა წრეები. მოზარდები ეუფლებიან თეატრალურ, ფოტო, გამოყენებით ხელოვნებას, ეცნობიან თეატრალურ და ლიტერატურულ და კინო ტრადიციებს. 228 ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლა - ქ. წყალტუბო     სკოლაში დასაქმებულია 11 პედაგოგი; სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა სექციები: ლიტერატურულ-თეატრალური, მხარეთმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ფოტოხელოვნების, თეატრალური მხატვრობის, მოდელირების და სხვ. სასწავლო პროცესი გრძელდება თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით წლის განმავლობაში ჩართულია 200-მდე მოსწავლე. 2016 წელს გაიმართა კინოფესტივალი „ჯიფონი-საქართველო 2016“, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობისთვის თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას და კულტურულსაგანმანათლებლო დონის ამაღლებას, კინოხელოვნების საშუალებით მოზარდებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებასა და კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას. ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობდა 13-დან 18 წლამდე ასაკის, 6 ქვეყნის (საქართველო, იტალია, მაკედონია, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი) 350 მოზარდი. 2016-2017 წლების განმავლობაში სსიპ „ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრისა“ და სსიპ „ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ სცენაზე განხორციელდა საბავშვო სპექტაკლები, რამაც ხელი შეუწყო მოზარდების შემეცნებით-კულტურული დონის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მოზარდ მაყურებელთა თეატრი 2016 წლის მანძილზე მოემსახურა 71213, ხოლო 2017 წელს - 74 711 მოზარდს; თოჯინების თეატრი 2016 წელს - 25 000 და 2017 წელს - 20 077 მოზარდს. საქმიანობა: 12.4.7.3. ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნა ინდიკატორი: საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია შესაბამისი კანონის პროექტი სტატუსი: შეუსრულებელი 2016-2017 წლების განმავლობაში შემუშავდა „ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერის შესახებ“ შემუშავებული კანონის პროექტი, რომლის ინიცირებაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში არ მომხდარა. საქმიანობა: 12.4.7.4. სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს: ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი და შეფასებას; ადგილობრივი და რეგიონული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას; ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას; მოხალისეობის განვითარებას ინდიკატორი: განხორციელებული ღონისძიებები და მათში მონაწილე რაოდენობა ბავშვების სტატუსი: სრულად შესრულებული ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების ელექტრონული სისტემაში www.youth.gov.ge, პერმანენტულად ხდება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების, მათი შესრულების ინდიკატორებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის განახლება. მოხალისეობის პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ აამოქმედა სპეციალური მხარდამჭერი პროგრამა 229 „საქართველოს მოხალისე“, რომელიც 2017 წლის განმავლობაშიც წარმატებით განხორციელდა და მოიცავს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქს. პროგრამის ფარგლებში ხდება ახალგაზრდების გადამზადება და ჩართვა მოხალისეობრივი ქსელის შექმნასა და განვითარებაში. პროგრამის მონაწილეები ახდენენ მიღებული ცოდნის გადაცემას თავიანთი თანატოლი ახალგაზრდებისათვის და რთავენ მათ ქსელის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა მოხალისეობრივ ღონისძიებებში. 2018 წლის 15 იანვრის მონაცემებით პროგრამის პირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენდა 148 მოხალისეს, ხოლო არაპირდაპირი ბენეფიციარების რაოდენობა - 6494 მოხალისეს. აღნიშნული პროგრამით, 2017 წლის განმავლობაში 508 ღონისძიება განახორციელა. 2017 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციების WORLD VISION-საქართველოს და USAID ,,ზრდა’’ პროექტის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი - ,,ახალგაზრდობის კეთილდღეობის ზრდისა და განვითარების მხარდაჭერის პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობებში ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერების გზით“. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა სამიზნე მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურების კომპეტენციების გაზრდისა და მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი მდგრადი ინსტიტუციონალური მექანიზმების დანერგვა და მხარდაჭერა:     მუნიციპალური ახალგაზრდული კოორდინატორის სამუშაოს აღწერილობის გაუმჯობესება/პროფესიული სტანდარტის შექმნა; მუნიციპალური ახალგაზრდული კოორდინატორის მომზადების პროგრამის განვითარება, დანერგვა და შეფასება. საქართველო ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელ პირთა გადამზადება; მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სახელმძღვანელოს შემუშავება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მისი საქვეუწყებო ერთეულის - სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მეშვეობით განაგრძობს ახალგაზრდული და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მხარდაჭერას მათი ინიციატივებისა და საპროექტო წინადადებების დაფინანსების კუთხით. ფონდმა 2017 წელს დააფინანსა 39 საპროექტო წინადადება. 2017 წელს დაფინანსებულ პროექტების პირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა - 5300 ადამიანი, მათ შორის იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. საქმიანობა: 12.4.7.5. სამოქალაქო განათლების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელისშემწყობი პროგრამების განვითარება ბავშვებისთვის, მათ შორის შშმ ბავშვებისთვის ინდიკატორი: დამოუკიდებელი ცხოვრების ხელისშემწყობი განვითარება და დანერგვა არაფორმალური განათლების ნაწილში კურიკულუმის სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2017 წელს განხორციელდა „სკოლების საგრანტო დაფინანსება თავისუფალი გაკვეთილების“ პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 1153 საჯარო სკოლის 2930 პროექტი, მათ შორის 754 პროექტი სპორტის მიმართულებით, 637-წიგნიერების მიმართულებით, 735 -კულტურახელოვნების მიმართულებით და 804 ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულებით. პროექტებში ჩართული იყო დაახლოებით 43 000 მოსწავლე. 230 ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხორციელდება "განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის" პროგრამა, რომლის ფარგლებში ინტელექტუალური და სენსორული დარღვევის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის, სკოლა-პანსიონებში სააღმზრდელო ნაწილში (8დაწესებულების 600-ზე მეტი მოსწავლისთვის), უწყვეტად ხორციელდება დამოუკიდებელი ცხოვრების ხელისშემწყობი პროგრამები. მიზანი: 12.5. ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ამოცანა: 12.5.1. ბავშვთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მეთოდების საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა, არსებული მექანიზმების შეფასება და ახალი მექანიზმების დანერგვა საქმიანობა: 12.5.1.1 ბავშვთა მიმართ ძალადობის იდენტიფიცირების და პრევენციის მეთოდების საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა მათი შემდგომი დანერგვის მიზნით ინდიკატორი: ჩატარებული კვლევა საჭიროებების შესახებ; საუკეთესო პრაქტიკების კვლევის შედეგები სტატუსი: შეუსრულებელი საქმიანობა 12.5.1.2. ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის გაძლიერება/ერთიანი სტრატეგიის შემუშავება ინდიკატორი: ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ძალადობის ერთიანი სტრატეგია შემუშავებულია სტატუსი: შეუსრულებელი საქმიანობა: 12.5.1.3. „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის განხორციელების მიზნით დეტალური სამუშაო დოკუმენტის შემუშავება ინდიკატორი: სამუშაო დოკუმენტი შემუშავებული და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ სტატუსი: შეუსრულებელი საქმიანობა: 12.5.1.4. სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირებისა და პრევენციის საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა მათი შემდგომი დანერგვის მიზნით ინდიკატორი: ჩატარებული კვლევა საჭიროებების შესახებ; საუკეთესო პრაქტიკების კვლევის შედეგები სტატუსი: შეუსრულებელი საქმიანობა: 12.5.1.5. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის, მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიკაციის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ინდიკატორი: საპილოტე პროექტის განხორციელება; პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის შედეგები: სახალხო დამცველის ანგარიში სტატუსი: შეუსრულებელი საქმიანობა: 12.5.1.6. სოციალური მუშაკების ტრენინგი 231 ინდიკატორი: დაწყებულია სოციალური სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკის გადამზადების პროცესი ოჯახში ძალადობის, მათ შორის ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე სტატუსი: სრულად შესრულებული უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა სოციალური მუშაკის გადამზადების პროცესი ოჯახში ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის და შშმ პირთა უფლებების საკითხებზე. სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (შემდგომში - სახელმწიფო ფონდი) მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – „საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ – ფარგლებში მომზადდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის თაობაზე ეროვნული რეფერალური პროცედურების პროექტი. მომზადებულია სოციალური მუშაკის როლის განმსაზღვრელი დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია და ტრენინგის კურიკულუმი. 2016 წლის 24 ივნისს, პროექტის ფარგლებში, მოხდა რეფერალური მექანიზმის დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა, რომელზეც მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. 2016 წლის 24-30 მაისს, სახელმწიფო ფონდის პროექტის (,,საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება’’(USAID) ფარგლებში მომზადებული კურიკულუმის შესაბამისად, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი (TOT), რომელშიც მონაწილეობდა სოციალური მომსახურების სააგენტოს 19 უფროსი სოციალური მუშაკი. 2016 წლის 18 სექტემბერს დაიწყო და 8 დეკემბერს დასრულდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების გადამზადების პროცესი (გადამზადდა 247 სოციალური მუშაკი) ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ტრენინგებს ატარებდნენ ტრენერთა ტრენინგის (TOT) შედეგად გა დამზადებული უფროსი სოციალური მუშაკები და ა(ა)იპ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ტრენერები. 2016 წლის 27–28 ივნისს გაიმართა საკოორდინაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა/დაზარალებულთა ეფექტიანი დაცვის/დახმარების/რეაბილიტაციის მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსა (მათ შორის უფროსი სოციალური მუშაკების მონაწილეობით) და სახელმწიფო ფონდის თანამშრომლებს (მათ შორის თავშესაფრების უფროსებისა და თავშესაფრების სოციალური მუშაკების მონაწილეობით) შორის ინფორმაციის გაზიარებისა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით (მონაწილეთა რაოდენობა 40). 2016 წლის 2-3 ნოემბერს ჩატარდა ტრენინგი სოციალური მუშაკებისათვის, თემაზე: ,,ოჯახში ძალადობა და სოციალური მუშაობა“ სახელმწიფო ფონდის სტრუქტურული ერთეულებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალური მუშაკებისთვის სახელმწიფო ფონდის პროექტის ,,საქართველოში ოჯახში ძალადობის შემცირება“ ფარგლებში (მონაწილეთა რაოდენობა 8). 2017 წლის 9-12 და 16-19 ოქტომბერს, სახელმწიფო ფონდის პროექტის ,,ოჯახში ძალადობის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: ,,სოციალური მუშაობა მიუსაფარი ბავშვების საკითხებთან დაკავშირებით“ (მონაწილეთარაოდენობა-6); 2017 წლის 13-24 დეკემბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) მიერ, სახელმწიფო ფონდის პროექტის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ 232 (UNWOMEN) ფარგლებში, სტრუქტურული ერთეულების სოციალური მუშაკებისთვის ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: ,,ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრ(ებ)ში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერება“ (ძალადობის მსხვერპლებთან სოციალური მუშაობის საკითხები) (მონაწილეთა რაოდენობა: 12); 2017 წლის 16-17 დეკემბერს, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) მიერ, სახელმწიფო ფონდის პროექტის ,,გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (UNWOMEN) ფარგლებში, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, იურისტების, ფსიქოლოგების და ცენტრალური აპარატის მონიტორინგის, შეფასებისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: ,,ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრ(ებ)ში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერება“ (ძალადობის მსხვერპლებთან სოციალური მუშაობის საკითხები). (მონაწილეთა რაოდენობა: 18). 2017 წელს სახელმწიფო ფონდის ორგანიზებით, გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის (ქალაქები: რუსთავი, გორი, საგარეჯო, მარნეული, ახალციხე, თელავი, ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ქუთაისი) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ჩატარდა თანასწორ განმანათლებელთა ტრენინგები. თანასწორ განმანათლებლებმა ტრენინგის გავლის შემდეგ თავიანთ თემის წევრებს გააცნეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის საკითხებსა და იმ მომსახურებებზე, რომელსაც სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს (მომზადდა 18-დან 65-წლამდე ასაკის 140 თანასწორ განმანათლებელი). 2017 წლის 23–27 იანვარი – საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა და ორგანიზაციამ - ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა, თბილისისა და აღმოსავლეთ საქართველოს (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი) უფროსი სოციალური მუშაკებისთვის და იურისტებისთვის ჩაატარა ტრენინგი ბავშვზე ძალადობის რეფერირების პროცედურებზე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე(23 მონაწილე), ხოლო 2017 წლის 6–10 თებერვალს, იგივე ტრენინგი ჩაუტარდათ ბათუმში დასავლეთ საქართველოს (გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, რაჭალეჩხუმი, აჭარის ა/რ) და სამცხე-ჯავახეთის უფროსი სოციალური მუშაკებს და იურისტებს (13 მონაწილე); 2017 წლის 24-26 აპრილს - ორგანიზაციამ ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ ჩაატარა ტრენინგი სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და ბავშვთა დაცვის სხვა სპეციალისტებისთვის თემაზე: სექსუალური ძალადობა ბავშვზე - კოორდინირებული რეაგირება ბავშვზე სექსუალური ძალადობის გამოვლენის შემთხვევებში, შემთხვევის შეფასება, ინტერვენციის დაგეგმვა და განხორციელება, კონსულტირებისა და თერაპიის მეთოდები, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მშობლებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა სხვადასხვა დისციპლინის სპეციალისტებთან, სასამართლოსთვის დასკვნის მომზადება და ბავშვის ინტერესების დაცვა. 2017 წლის 4 მაისს - ორგანიზაციამ ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი’’, ჩაატარა ტრენინგი თბილისის სოციალური მუშაკებისთვის (11 მონაწილე) და შსს-ს თანამშრომლებისთვის თემაზე: ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე პოლიციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს კოორდინაცია(მონაწილეთა საერთო რაოდენობა -21); 233 2017 წლის 20 მაისს - ორგანიზაციამ ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი’’ ჩაატარა ტრენინგი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოციალური მუშაკებისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის თემაზე: ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე პოლიციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს კოორდინაცია(მონაწილეთა საერთო რაოდენობა -25); 2017 წლის 3 ივნისს - ორგანიზაციამ ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი’’ ჩაატარა ტრენინგი თბილისის სოციალური მუშაკებისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის თემაზე: ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე პოლიციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს კოორდინაცია(მონაწილეთა საერთო რაოდენობა -22); 2017 წლის 17 ივნისს - ორგანიზაციამ ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი’’ ჩაატარა ტრენინგი კახეთის რეგიონის სოციალური მუშაკებისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის თემაზე: ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე პოლიციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს კოორდინაცია(მონაწილეთა საერთო რაოდენობა -22); 2017 წლის 24 ივნისს - ორგანიზაციამ ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი’’ ჩაატარა ტრენინგი ქვემო ქართლის რეგიონის სოციალური მუშაკებისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის თემაზე: ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე პოლიციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს კოორდინაცია(მონაწილეთა საერთო რაოდენობა -22); 2017 წლის 1 ივლისს - ორგანიზაციამ ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი’’ ჩაატარა ტრენინგი თბილისის სოციალური მუშაკებისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის თემაზე: ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე პოლიციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს კოორდინაცია(მონაწილეთა საერთო რაოდენობა -22); 2017 წლის 8 ივლისს - ორგანიზაციამ ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი’’ ჩაატარა ტრენინგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური მუშაკებისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის თემაზე: ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე პოლიციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს კოორდინაცია(მონაწილეთა საერთო რაოდენობა -22); 2017 წლის 7 ოქტომბერს - ორგანიზაციამ ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი’’ ჩაატარა ტრენინგი იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკებისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის თემაზე: ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე პოლიციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს კოორდინაცია(მონაწილეთა საერთო რაოდენობა -22); 2017 წლის 11-12 ოქტომბერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და INL-ის ფინანსური მხარდაჭერით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების, სოციალური მუშაკებისა და პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის ქ. ბათუმში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,სექსუალური ექსპლუატაცია’’(5 მონაწილე სააგენტოდან). 2017 წლის 28 ოქტომბერს - ორგანიზაციამ ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი’’ ჩაატარა ტრენინგი თბილისის სოციალური მუშაკებისა და შსს-ს თანამშრომლებისთვის თემაზე: ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე პოლიციის და სოციალური მომსახურების სააგენტოს კოორდინაცია (მონაწილეთა საერთო რაოდენობა -20); 234 2017 წლის 30-31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს თბილისის, 6-8 ნოემბერს ზუგდიდის, 18-20 ნოემბერს ბათუმის სოციალური მუშაკების, იურისტებისა და ფსიქოლოგებისთვის, ასევე სააგენტოს თანამშრომლებისთვის, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდობის დასაცავად’’ ფარგლებში ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ,,ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი - გამოკითხვა, გამოვლენა, რეაგირება, პრევენცია (50 მონაწილე). 2017 წლის 8-9-10 ნოემბერს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და იურისტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა მისი წარმომადგენლობის დროს სამართალწარმოების პროცესში’’ (სოციალური მუშაკები და სააგენტოს თანამშრომლის ჩათვლით სულ 28 მონაწილე). 2017 წლის 4-6 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ ორგანიზებული ტრენინგი ექიმებისა და ბავშვთა დაცვის პოლიტიკის შემქმნელებისთვის თემაზე - ,,ბავშვზე ძალადობის იდენტიფიცირება’’ (სააგენტოს 3 მონაწილე). დეპარტამენტის უფროსი, მეურვეობა-მზრუნველობის სამმართველოს უფროსი, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების მთავარი სპეციალისტი). ამოცანა: 12.5.2. ძალადობის შეტყობინებაზე რეაგირების მექანიზმის დახვეწა საქმიანობა: 12.5.2.1. ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება ინდიკატორი: ძალადობის შემთხვევების რაოდენობა, რომლებზეც განხორციელდა რეაგირება სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოში რეაგირება განხორციელდა შემთხვევაზე. 755 2017 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოში რეაგირება განხორციელდა შემთხვევაზე. 840 2016 წლიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მიერ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში გადამისამართდა 224 (დანართი N2) ძალადობის/სავარაუდო ძალადობის შემთხვევა. აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ საჯარო სკოლებს (445 საჯარო სკოლა), სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურია წარმოდგენილი. 2017 წელს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მიერ 282 (დანართი N2)ძალადობის/სავარაუდო ძალადობის შემთხვევა გადამისამართდა სოციალური მომსახურების სააგენტოში. აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ საჯარო სკოლებს (457 საჯარო სკოლა), სადაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურია წარმოდგენილი. საქმიანობა: 12.5.2.2 რეფერალის პროცედურების/სისტემის გადახედვა ინდიკატორი: რეფერალის პროცედურები განახლებულია და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ სტატუსი: უმეტესად შესრულებული 235 „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2016 წლის 22 ივნისს შეტანილი ცვლილების საფუძველზე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მიმდინარეობდა მუშაობა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განახლებაზე. საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებდა აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებას საქართველოს მთავრობის მიერ ნაცვლად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებისა. შედეგად ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა 2016 წლის 12 სექტემბერს. ახალი რეფერალური მექანიზმით გაფართოვდა იმ უწყებათა წრე, რომელნიც ვალდებულნი არიან ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევა გადაამისამართონ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციაში. რეფერირების პროცედურებმა განსაზღვრა სხვადასხვა სამინისტროს, მათ სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ/მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს პროკურატურასა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს/დაწესებულებებს შორის კოორდინირებულად მუშაობის წესი და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირების მექანიზმები. აღსანიშნავია, რომ რეფერალში დეტალურად გაიწერა სოციალური მუშაკის მიერ ძალადობრივი გარემოდან ბავშვის განცალკევების პირობები. რეფერალური მექანიზმი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დოკუმენტით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის და ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევების ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნას 2019 წლის იანვრისათვის, რომლის ტექნიკურ ადმინისტრირებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. საქმიანობა: 12.5.2.3. სპეციალური ტრეინინგ კურსის ორგანიზება იმ პროფესიონალთათვის, რომელთა პასუხისმგებლობას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენა და შემდგომი რეაგირება ინდიკატორი: გადამზადებულ პოლიციელთა რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2015 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნების შესრულების მიზნით მიმდინარეობს პოლიციელთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის მიმანიჭებელი სასწავლო პროგრამა, რომელიც ასევე მოიცავს ბავშვთა უფლებების დაცვის და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების საკითხებს. 2017 წლის მდგომარეობით გადამზადდა 318 მსმენელი. ამასთანავე, სხვადასხვა ორგანიზაციის ორგანიზებით ზემოაღნიშნულ თემატიკაზე 2017 წლის განმავლობაში განხორციელდა არაერთი ტრენინგი, რომლებშიც მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 100-მდე თანამშრომელმა მიიღო. საქმიანობა: 12.5.2.4. სკოლების მიერ შემუშავებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის შიდა პროცედურების მონიტორინგი ინდიკატორი: ხორციელდება ძალადობის სავარაუდო ფაქტების დაფიქსირებულ შეტყობინებებზე რეაგირების სტატისტიკური აღრიცხვა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 236 შესახებ აღნიშნული საქმიანობის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოცემულია საქმიანობა N 12.5.2.1ის შესრულების ანგარიშში. ამოცანა: 12.5.3. პროფესიულ ჯგუფების (მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, გამომძიებლები, მასწავლებლები, ადვოკატები, სამედიცინო პერსონალი, სოც. აგენტები, სკოლის ადმინისტრაცია, მანდატურები და სხვა) განათლება ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე საქმიანობა: 12.5.3.1. ტრენინგების ჩატარება პროფესიულ ჯგუფებში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე ინდიკატორი: ბავშვთა უფლებების საკითხებზე დატრენინგებული პროფესიონალების რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეული საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატებისთვის სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ფსიქოლოგების მიერ ჩატარდა ტრენინგ-კურსი შემდეგ თემებზე:  ბავშვის განვითარების ეტაპები;  კომუნიკაცია;  კონფლიქტების მართვა და მედიაცია;  ფსიქიკური ჯანმრთელობა;  სტრესი, ფსიქოლოგიური ტრავმა და ძალადობა;  ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის იდენტიფიკაცია და გადამისამართების პროცედურები. 2016 წლის განმავლობაში ბავშვთა უფლებათა დაცვის საკითხებზე გადამზადდა 215 მანდატურობის კანდიდატი. 2017 წლის განმავლობაში ბავშვთა უფლებათა დაცვის საკითხებზე გადამზადდა 121 მანდატურობის კანდიდატი. სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ბაზაზე მომზადდა სპეციალური ტრენინგ-მოდული ბავშვთა უფლებებზე. ცენტრის კლინიკის მონაწილე ტრენერების რესურსით 2017 წლის 1 ივნისს, ქ. თბილისში ჩატარდა ერთდღიანი ტრენინგი 5 ჯგუფისთვის, რომელსაც დაესწრო 54 დაინტერესებული პირი. ამოცანა: 12.5.4. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული პროფესიონალების ტრენინგი ბავშვთა მიმართ ძალადობის ბიო–ფსიქო–სოციალურ და იურიდიულ საკითხებზე საქმიანობა: 12.5.4.1. სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელთა მომზადების კურიკულუმი, რომელიც მოიცავს სწავლებას ძალადობის საკითხებზე (მოქმედი კანონმდებლობა, ბენეფიციართა ქცევის მართვის მეთოდები, ბიო–ფსიქო–სოციალური მიდგომები) 237 ინდიკატორი: ბავშვთა მიმართ ძალადობის ბიო–ფსიქო–სოციალურ და იურიდიულ საკითხებზე სწავლება წარმოადგენს პროფესიონალთა განათლების და მიმდინარე სატრენინგო პროგრამების ნაწილს სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შესაბამის საკითხებზე სატრენინგო კურსი 19 უფროსმა სოციალურმა მუშაკმა გაიარა. ამასთან, სატრენინგო კურსი გაიარა სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა 240-მა სოციალურმა მუშაკმა. მიზანი: 12.6. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება ამოცანა: 12.6.1. იმპლემენტაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნების საქმიანობა: 12.6.1.1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნების შესრულების მიზნით, პროფესიონალთა (მოსამართლეები, პროკურორები, მედიატორები, პოლიციელები, გამომძიებლები, პრობაციის ოფიცრები, ადვოკატები, სოციალური მუშაკები, პატიმრობის დაწესებულების პერსონალი) სპეციალიზაცია ინდიკატორი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე გადამზადებულ პროფესიონალთა რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელ სპეციალიზებულ პოლიციელთა და გამომძიებელთა მომზადების პროგრამა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გაიარა 491 მსმენელმა. 2017 წლის მდგომარეობით გადამზადდა 318 პოლიციელი. 2016 წელს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე სპეციალიზებული სწავლება გაიარეს პროკურატურის სისტემის სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებმა, პროკურორებმა და სისტემის გამომძიებლებმა, სულ 45-მა პირმა. ასევე, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით, განხორციელდა ერთობლივი ტრენინგი საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისათვის არასრულწლოვანთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისა და კომპიუტერული დანაშაულის თემაზე. საქართველოს პროკურატურიდან მონაწილეობას იღებდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე სპეციალიზებული - 20 პროკურორი. 2017 წლის 12 თვის მონაცემებით, პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე სპეციალიზაციის კურსი 24-მა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა გაიარა. ამასთან, აღნიშნული მიმართულებით გადამზადდა 17 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი. ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების თემაზე, 2017 წელს განხორციელდა 5 სასწავლო აქტივობა, მათ შორის 2 სასწავლო ვიზიტი, რომლებშიც ჯამში, მონაწილეობა საქართველოს პროკურატურის 35-მა წარმომადგენელმა მიიღო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტირების ხელშეწყობის მიზნით არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის საკითხებზე 2017 წლის მონაცემებით, 238 გაიმართა 6 სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სისტემის 72 სპეციალიზებული პროკურორი. სამუშაო შეხვედრებში პროკურორებთან ერთად ჩართულები იყვნენ მოსამართლეები, სოციალური მუშაკები და მედიატორები. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს კოდექსის ამოქმედების შემდგომ პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და განრიდება/მედიაციის საკითხები. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არასპეციალიზებულ ყველა პროკურორს ჩაუტარდა ტრენინგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ კოდექსის, პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისა და განრიდების/მედიაციის საკითხებზე. 2017 წელს ჩატარდა 7 ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც მომზადება გაიარა 133-მა პროკურორმა და სტაჟიორ-პროკურორმა. პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF), ევროკავშირთან და სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა. 2017 წელს სწავლება გაიარა სტაჟიორების 2-მა ჯგუფმა და მასში მონაწილეობა 62-მა პირმა მიიღო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული საკითხები ინტეგრირებულია სტაჟიორთა მოსამზადებელ პროგრამაში. 2016 წელს, 59-მა პროკურატურის წარმომადგენელმა გაიარა გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაზარალებულ და მოწმე პირებთან, მათ შორის არასრულწლოვნებთან მუშაობის სპეციფიკაზე, ხოლო 2017 წელს გადამზადდა 22 პირი. მათ შორის იყვნენ პროკურორები, სისტემის გამომძიებლები და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. საქმიანობა: 12.6.1.2. არასრულწლოვნებთან მოპყრობის სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე ტრენინგ მოდულების შემუშავება და პროფესიონალების (პროკურორების, კოორდინატორების) გადამზადებასპეციალიზაცია და შესაბამისი კურიკულუმების შედგენა ინდიკატორი: კურიკულუმი სპეციალიზებულ პროკურორთა რაოდენობა; შემუშავებული სტატუსი: სრულად შესრულებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე შემუშავებულია პროკურატურის სპეციფიკაზე მორგებული სპეციალური სასწავლო პროგრამა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა.“ სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობას, ასევე არასრულწლოვანთან ურთიერთობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ასევე, საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული იქნა ოჯახში ძალადობის საქმეთა გამოძიების თავისებურებების შესახებ სპეციალიზებული სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებშიც პროკურორები, გადამზადნენ ოჯახში ძალადობისა და მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული პროკურორებისთვის შემუშავებული ყველა სასწავლო კურსი მოიცავს დაზარალებულ და მოწმე ბავშვებთან მუშაობის საკითხებს. საქმიანობა: 12.6.1.3. ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნა ინდიკატორი: ბავშვზე ორიენტირებული გარემო (შესაბამისი ინფრასტრუქტურა) შექმნილია სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 239 გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით საქართველოს პროკურატურაში, რუსთავის რაიონული პროკურატურის მშენებარე ოფისში მიმდინარეობდა სამუშაოები ბავშვზე ორიენტირებული გარემოს (ოთახის) შექმნის მიზნით. აღნიშნული სივრცე შესაბამისობაში იქნება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტის მიერ შემუშავებულ კონცეფციასთან. ამოცანა: 12.6.2. მართლმსაჯულების ლიბერალური პრინციპების გაძლიერება საქმიანობა: 12.6.2.1. ინდივიდუალური მიდგომის სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის და პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გაძლიერება ინდიკატორი: დასრულებულია და პრაქტიკაში სრულად დანერგილია წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში ინდივიდუალური მუშაობის ინსტრუმენტები; გაძლიერებულია კოორდინაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, განათლების და სოციალური დაცვის სისტემებს შორი სტატუსი: სრულად შესრულებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების საფუძველზე გამოცემულ იქნა „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/№23 ერთობლივი ბრძანება, რომლის მე-5 დანართით განსაზღვრულია „პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია, წესი და სტანდარტი“. პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისას, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება მიზნად ისახავს სასჯელის მოხდის პერიოდში არასრულწლოვნის ქცევის და სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის თავმოყრას ადგილობრივი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს დაწესებულება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით, პრობაციის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში. ამასთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №179 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვნის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმა და წესი“, რომელიც მოიცავს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, პენიტენციური დაწესებულებიდან არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი საქმიანობის პირობებსა და პროცედურებს, ასევე, ამ პროცესში წარმოებული დოკუმენტების ფორმებს. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება დაწესებულების, პრობაციის ბიუროსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. ყველა არასრულწლოვანი ბრალდებული ჩართულია ინდივიდუალურ მიდგომებში, რაც ბრალდებულთა მხარდაჭერისა და მათზე ზრუნვის განსახორციელებლად ბიო-ფსიქოსოციალურ შეფასებასა და 30 დღიანი გეგმის შედგენას გულისხმობს. მიდგომა პილოტირების რეჟიმშია. 240 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი 2016 წლის 1 სექტემბრის №110/ნ/№124 ბრძანებით რეგულირდება არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთა სრული ზოგადი განათლების მიღებისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესი. 2016 წლის ჩათვლით არასრულწლოვანი მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი იყვნენ პედაგოგიური სერვისით და კლასის დაძლევის შესაძლებლობა ეძლეოდათ მხოლოდ ექსტერნატი გამოცდების ჩაბარების შედეგად. 2016 წლის ბრძანებით თანახმად, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული პედაგოგიური სერვისი ითვლება იმ საჯარო სკოლის სერვისად, სადაც იგი სწავლობდა დაკავებამდე და შედეგად ბრალდებულს კლასის დასაძლევად აღარ სჭირდება ექსტერნატი გამოცდების ჩაბარება. უნდა აღინიშნოს, რომ კანონიერი წარმომადგენლის ან მეურვის არყოლის შემთხვევაში, არასრულწლოვნის გათავისუფლებისას ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება დაკავშირება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. ამასთან, დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები სისტემატურად ახორციელებენ ვიზიტებს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან შესახვედრად. ამოცანა: 12.6.3. არასრულწლოვანთა მიმართ და არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების/სამართალდარღვევების სტატისტიკის წარმოება საქმიანობა: 12.6.3.1. უწყებების მიერ, სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება არასრულწლოვანთა მიმართ და არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე/ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ინდიკატორი: წარმოებული და გასაჯაროებულია სტატისტიკური მაჩვენებლები სტატუსი: სრულად შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი აწარმოებს სტატისტიკურ აღრიცხვას არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. 2017 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე კონფერენცია გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იქნა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ანგარიში (სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების შესახებ), განრიდების საქმეების კრიმინოლოგიური ანალიზი და სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები დაზარალებული არასრულწლოვნების შესახებ. ასევე, კონფერენციის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ (აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნებულია პროკურატურის ვებგვერდზეც). არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების სრულყოფის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ძალისხმევით, შემუშავდა დოკუმენტი, რომელშიც 241 მოცემულია სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის (მათ შორის, პროკურატურის) მიერ დასამუშავებელი სტატისტიკური მონაცემები და მათი პარამეტრები. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, 2017 წლის მეორე ნახევარში, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით და სხვადასხვა სტრუქტურის (მათ შორის პროკურატურის) აქტიური ჩართულობით, დაიწერა შესაბამისი ამოცანა, რომლის საფუძველზეც ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ელექტრონული პროგრამის შემუშავება. აღნიშნული პროგრამა იძლევა ყველა უწყებიდან არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სრულყოფილი მონაცემების შეგროვების შესაძლებლობას. საქმიანობა: 12.6.3.2. მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრილ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით ანალიტიკური კვლევების მომზადება და გამოქვეყნება ინდიკატორი: მომზადებული ანალიტიკური კვლევები სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მომზადდა, 2016 წლის არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი მიზეზების კრიმინოლოგიური ანალიზი, რომელშიც აისახა ინფორმაცია დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნების ოჯახური და სოციალური გარემოს, მათი განვითარების დონის შესახებ. ასევე, მომზადდა ანალიზი 2016 წელს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ, მომზადდა ანალიზი დაზარალებული არასრულწლოვანების შესახებ. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 55 27 12 9 შეუსრულებელი 7 13. გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება მიზანი 13.1: გენდერული უფლებების დაცვა თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა ამოცანა 13.1.1: ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებისათვის საქმიანობა 13.1.1.1: აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის მექანიზმის შექმნა ინდიკატორი: შექმნილია ერთიანი მექანიზმი (კომისია) გენდერული თანასწორობის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სტატუსი: სრულად შესრულებული 242 2017 წლის ივნისში მთავრობის დადგენილებით (#286) დამტკიცდა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება და პირველად აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუციური მექანიზმი. უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ხოლო თანათავმჯდომარეა იუსტიციის მინისტრის მოადგილე. კომისიის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის, სსიპ-იურიდიული დახმარების სამსახურის, სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები; უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია: შეიმუშაოს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების სამოქმედო გეგმები და აღნიშნული საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის პოლიტიკის განვითარების ხელშემწყობი წინადადებები, ასევე თავისი მანდატის ფარგლებში განახორციელოს გეგმების შესრულების მონიტორინგი; ხელი შეუწყოს პასუხისმგებელ უწყებებს სქესის ნიშნით „სეგრეგირებული“ მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში; გარდა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარებისა, კომისიის მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს ე.წ სტამბოლის კონვენციის ეროვნული მონიტორინგის მექანიზმის ფუნქციების განხორციელება. უწყებათაშორისი კომისია, თავისი მანდატის ფარგლებში, გეგმავს ხელი შეუწყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული მეინსტრიმინგის და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას. საქმიანობა: 13.1.1.3 გათვალისწინება ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გენდერული ასპექტების ინდიკატორი: ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების მიერ გათვალისწინებულია გენდერული ასპექტები. სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გენდერული თანასწორობის საკითხების კომისიამ 2016 წლის 28 სექტემბერს დაამტკიცა სამინისტროს შიდა სამუშაო დოკუმენეტი „გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“. აღნიშნულ დოკუმენტში განსაზღვრულია, რომ სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სისტემაში გენდერული თანასწორობის საკითხების შიდა კვლევა, ანალიზი და ანალიზის შესაბამისად, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინოს გენდერული ასპექტები. (სტრატეგიული მიზანი 7). გენდერული ასპექტების მხედველობაში მიღება მოხდა „დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 243 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით“32 დამტკიცებული აქტივობების შემუშავების დროს. 2017 წლის აპრილიდან მინისტრს ჰყავს მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის №320-ში, რომელიც ეხება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესებს და კრიტერიუმებს შევიდა ცვლილება, კერძოდ, -„დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები“ - გაკეთდა ჩანაწერი, რომ : „4. პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. იმ შემთხვევაში, თუ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახის რომელიმე წევრი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი, კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის დროს პრიორიტეტი მიანიჭოს ასეთ ოჯახს.“ ცესკომ 2016-2017 წლების ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გაითვალისწინა გენდერული ასპექტები და საგრანტო კონკურსების დაფინანსების ერთ-ერთ მიმართულებად განსაზღვრა ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესში. საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული მიმართულებით სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) 2016 წელს დააფინანსა 6 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტმა 165 500 ლარი შეადგინა. ხოლო 2017 წელს დააფინანსა 8 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი, რომლის საერთო ბიუჯეტმა შეადგინა 147 383 ლარი. ამოცანა: 13.1.2. განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება საქმიანობა: 13.1.2.1 მასწავლებლებისთვის შემუშავებულ გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინება ტრეინინგ-მოდულებში ინდიკატორი: მასწავლებლებისთვის შემუშავებულ გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობის საკითხები ტრეინინგ-მოდულებში სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში 2017 წელს დასრულდა მუშაობა (ლიდერობის აკადემია 2) მოდულზე ,,თანასწორობის საკითხები“, (16 საკონტაქტო საათი), რომელშიც განხილულია გენდერული თანასწორობის საკითხები და სოციალური სტერეოტიპები. 2017 წლის 1ლი დეკემბრიდან მიმდინარეობს ,,ლიდერობის აკადემია 2-ის“ მე-6 მოდულის ,,თანასწობის საკითხების“ ტრეინინგები, რომელიც დაგეგმილია 7 ციკლად და დასრულდება 2018 წლის მაისში. ტრეინინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს: საჯარო 32 https://matsne.gov.ge/ka/document/view/3124845 244 სკოლების დირექტორები, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორები (სტემის საგნის მასწავლებლები) და საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2017 წელს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის „დემოკრატია და ადამიანის უფლებები ქმედებაში“ ფარგლებში, ახორციელებდა პროექტს „ინსტრუმენტები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვისათვის“. პროექტის კოორდინატორი ქვეყანა იყო საქართველო, ჩართულ ქვეყნებს კი ანდორა, სლოვაკეთი და ხორვატია წარმოადგენენ. პროექტი გულისხმობდა დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს დანერგვისთვის ხელშემწყობი რესურსების შექმნას მასწავლებლებისა და მოსწავლეების თანამონაწილეობით. პროექტის ფარგლებში, მომზადდა ტრენინგმოდული, ჩატარდა ტრენინგები, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა გადაიღეს ვიდეოფილმები. შესრულებული საქმიანობის (და დემოკრატიული კულტურის) ერთ-ერთ შინაარსობრივ მიმართულებას სწორედ გენდერული საკითხები წარმოადგენდა.აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული ფილმი სწორედ გენდერულ სტერეოტიპებს ეხებოდა. 2017 წლის დეკემბერში, ქალაქ სტრასბურში გამართულ შემაჯამებელ კონფერენციაზე, პროექტის შედეგებთან ერთად, ფილმის „გენდერული სტერეოტიპები“ პრეზენტაცია სწორედ ქართველი მოსწავლეების მიერ მოხდა. საქმიანობა: 13.1.2.3. ზოგადი განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის დანერგვის ხელშეწყობა ინდიკატორი: სასკოლო სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმი სტატუსი: შეუსრულებელი 2016 წელს შემუშავდა სახელმძღვანელოს შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმძღვანელოს შეფასებას სხვადასხვა ნიშნით თანასწორობის, მათ შორის გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით. ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტის სრულყოფა. ამოცანა: 13.1.3. გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით საქმიანობა: 13.1.3.1 გენდერული თანასწორობის საკითხებზე, მათ შორის ბავშვთა და ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხებზე, გენდერული ნიშნით სქესის სელექციის პრევენციაზე, საინფორმაციო კამპანიის ჩატარება ინდიკატორი: ჩატარებულია 50 საინფორმაციო შეხვედრა და კამპანია გენდერული თანასწორობის, მათ შორის ბავშვთა და ადრეული ქორწინების პრევენციის საკითხებზე სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 245 2015 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საინფორმაციოსაგანმანათლებლო პროგრამას „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“. პროგრამაში მონაწილეობას იღებენ არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კერძოდ, ტრეფიკინგი, ძალადობის ფორმები - ადრეული ქორწინება, კიბერდანაშული, ქურდული სამყაროს წევრობა და ა.შ.. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის საგანმანათლებლო პერიოდში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლის 3000-ზე მეტ მოსწავლესთან გამართეს საინფორმაციო-ინტერაქტიული გაკვეთილები. ასევე, შეხვედრები გამართეს თბილისსა და აჭარის რეგიონში მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა აღსაზრდელებთან. ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გამართა 10 საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის ადრეული ქორწინების, ბულინგის და გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს 10 რეგიონში. 2017 წლის აპრილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა მუსლიმ სასულიერო პირებთან და კახეთის რაიონის ავარიული თემის წარმომადგენელ კაცებთან და ქალებთან კახეთის რეგიონში. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი თემები: ოჯახში ძალადობა, ადრეული ქორწინება, გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკა და შედეგები და საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით. კოორდინაციის ხელშეწყობის და ოჯახურ დანაშაულებზე რეაგირების დახვეწის მიზნით, 2016-2017 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით აქტიურად იმართებოდა თემატური შეხვედრები იმ უწყებების წარმომადგენლებთან რომლებსაც ევალებათ ამ მიმართულებით მუშაობა (სასამართლო, პროკურატურა, შსს, ჯან.დაცვა, მუნიციპალიტეტების ორგანოები) აღნიშნულ ფორმატში განიხილებოდა ცალკეული შემთხვევები და ზოგადი პრაქტიკა. 2016 წელს გაიმართა 4 თემატური შეხვედრა: ივნისი – შიდა ქართლი; ოქტომბერი – იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი; დეკემბერი – სამცხე–ჯავახეთი. რაც შეეხება, 2017 წელს, ჩატარდა 6 თემატური და 1 სამუშაო შეხვედრა. 246 საქმიანობა: 13.1.3.4. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შეხვედრების ჩატარება გენდერული თანასწორობის საკითხებზე (ადრეული ქორწინების პრევენციის ჩათვლით) ინდიკატორი: ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჩატარებულია 20 რაოდენობის შეხვედრები გენდერული თანასწორობის საკითხებზე. სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა სხვადასხვა თემატური საინფორმაციო ხასიათის 12 შეხვედრა. შეხვედრების განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობის საკითხებზე, უფრო კონკრეტულად, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიმართულებით. გარდა ამისა, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში მოქმედი მშვიდობის ფონდის ორგანიზებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ქალთა უფლებები და ჩართულობა“. ასევე, გარდაბანში გაიმართა ოთხი შეხვედრა ადგილობრივ მასწავლებლებთან ქალთა მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობასათან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და იუსტიციის სამინისტროს ჩართულობით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრში 2016 წელს გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან ადამიანით ვაჭრობის, ოჯახში ძალადობისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებათა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. 2017 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდა პროექტი „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისათვის“. პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ადრეული ქორწინების შედეგებისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. პროექტის პირველ ეტაპზე, გენდერული თანასწორობის მობილურის ჯგუფის მოხალისეებმა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონების 61 სოფელში ოჯახში ძალადობის თემაზე 106 ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგი თითო სოფელში 2 სამიზნე ჯგუფთან - მასწავლებლებთან, მშობლებთან და თემის ლიდერებთან და მოსწავლეების ჯგუფთან ჩატარდა. ჯამში, 4000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, მათ შორის მისი პრევენციის, რეფერირების და მსხვერპლის დაცვის მექანიზმების შესახებ. 247 პროექტის მეორე ეტაპზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების 33 სოფელში გაიმართა 66 შეხვედრა ადრეული ქორწინების შესახებ (1000-მდე მონაწილე). აღსანიშნავია, რომ შეხვედრები ჩატარდა სახელმწიფო ენაზე, საჭიროების შემთხვევაში დამხმარე ენად გამოიყენებოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიური ენა. ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადდა და გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალები. გენდერული თანასწორობასთან, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა ეთნიკურად აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ პედაგოგ ქალებთან, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენას ასწავლიან. 2017 წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის გენდერული თანასწორობის საკითხებზე სომხურენოვან გაზეთ „ვრასტანში“ გამოქვეყნდა 15 სტატია, ხოლო აზერბაიჯანულენოვან გაზეთ „გურჯისტანში“ 21 სტატია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში: გამოცხადდა და ჩატარდა საჯარო კონკურსი სოციალური კამპანიის ლოგოზე, სლოგანსა და სტატიაზე; გამოვლინდა და დაჯილდოვდა საუკეთესო 10 პოლიციელი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გახსნა სოციალური კამპანია „ძალანდობას“ დამზადდა პრომო მასალა; პროექტის ფარგლებში, დამზადდა როგორც საინფორმაციო-ვიდეო რგოლი, ისე გაკეთდა გარე რეკლამები. დაიბეჭდა და მოსახლეობას დაურიგდათ საინფორმიო ბროშურები 5 ენაზე, ეთნიკური უმცირესობების სპეციფიკის გათვალისწინებით: ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.) და სხვადასხვა პრომო მასალა. გაიმართა მედიასემინარი ოჯახში ძალადობის თემაზე; გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ რადიო თუ ტელეგადაცემებში. ამოცანა: 13.1.4. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა საქმიანობა: 13.1.4.1. ქალთა (მათ შორის სოფლად მცხოვრებ და მომუშავე) ბიზნეს განათლება და მათი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. ინდიკატორი: მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ ქალთა რაოდენობა, რომლის ფარგლებშიც სავალდებულო მოდულს წარმოადგენს მეწარმეობა 248 სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულია 341 ქალი სტუდენტი, ხოლო 2017 წელს 1212. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამების სავალდებულო მოდულს წარმოადგენს მეწარმეობა. ამდენად, პროფესიის შესწავლის პარალელურად სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სამეწარმეო განათლებაც. საქმიანობა: 13.1.4.2. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციოსაკონსულტაციო სამსახურების მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ან/და ამ საქმიანობით დაინტერსებულთა (მათ შორის ქალების) ცოდნის დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება ინდიკატორი: დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში დაგეგმილ სასწავლო პროგრამებში ქალთა რეგულარული ჩართულობა. სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2016 წელს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD I-ის პარტნიორი ორგანიზაციების (People in Need, CARE, OXFAM GB) მიერ ჩატარდა სხვადასხვა სასწავლო კურსი, სემინარი და კონფერენცია, კერძოდ: „ორგანიზაციული განვითარების, ბიზნეს პროექტების შექმნის და ქალთა ეკონომიკური ლიდერობის სასწავლო კურსი“ „ქალთა ცოდნის დონის ამაღლების სასწავლო კურსი“, კონფერენცია „ქალი და სურსათის უსაფრთხოება“, „სტრატეგიული სფეროების განვითარების პრიორიტეტულობის განსაზღვრის სასწავლო კურსი“, ორგანიზაციული განვითარების, ბიზნესს გეგმების და საგრანტო აპლიკაციების წერითი უნარჩვევების განვითარების და ფინანსური დაგეგმარების სასწავლო კურსი“, პროექტების მართვის, ბიუჯეტირების და ბიზნესის დაგეგმვის სასწავლო კურსი“ და სხვა. აღნიშნულ სასწავლო კურსებში მონაწილეობა მიიღო 5000ზე მეტმა ქალმა წარმომადგენელმა. ასევე, ჩატარდა FAO-ს მიერ კვლევითი ხასიათის სამუშაოები. მომზადდა გენდერული შეფასების დოკუმენტი „სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება“ საქმიანობა: 13.1.4.4. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასა და განვითარებაში ქალთა მონაწილეობის სტიმულირება და ჩართულობის ზრდა. ინდიკატორი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ქალთა ჩართულობის დონის ზრდა. სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 249 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში მეპაიე ქალთა რაოდენობა შეადგენს 3902. 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე შექმნილია 38 ქალთა კოოპერატივი. ამოცანა: 13.1.5. გენდერული ნიშნით ნაყოფის სქესის სელექციის მანკიერი პრაქტიკის პრევენციის ხელშეწყობა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში საქმიანობა: 13.1.5.1. გენდერული ნიშნით ნაყოფის სქესის სელექციის პრევენციის მიზნით საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება პირველადი ჯანდაცვის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელთათვის. ინდიკატორი: გენდერული ნიშნით ნაყოფის სქესის სელექციის პრევენციის მიზნით საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ჩატარებულია კახეთის და სამეგრელოზემო სვანეთის რეგიონებში. შეფასებულია პრევენციული კამპანიის ეფექტიანობა მისი დახვეწისა და შემდგომი გავრცელებისათვის. სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2017 წელს UNFPA-სა და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საფუძველი ჩაეყარა ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიას, რომელიც გულისხმობს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას და სხვადასხვა საკომუნიკაციო/მედია ღონისძიების განხორციელებას როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი საკომუნიკაციო ღონისძიებები დაიგეგმა ორ რეგიონში - კახეთსა და ქვემო ქართლში, რადგან ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ ორ რეგიონსა და სამცხე-ჯავახეთში კვლავ ძლიერ დარღვეულია დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის ბალანსი, ბიჭების ჭარბი დაბადების გამო; მაშინ, როცა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი ნორმას მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ კამპანია აქტიურად მიმდინარეობს კახეთის რეგიონში. 2017 წელს ჩატარდა სამიზნე მოსახლეობის კვლევა, ხოლო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების დასრულების შემდეგ, განმეორდება საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა იმავე პოპულაციაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვიმსჯელოთ განხორციელებული საქმინობის ეფექტიანობაზე. 2017 წელს, მომზადდა და შემოწმდა კვლევის ინსტრუმენტები, ჩატარდა ტრენინგი ინტერვიუერებისთვის, შეირჩა სკოლები შეხვედრების ჩასატარებლად, მომზადდა სპეციალური ვიდეო ანიმაცია საინფორმაციო შეხვედრებისთვის, მომზადდა და დაიბეჭდა ორ-ენოვანი (აზერბაიჯანული და ქართული ვერსიები) საინფორმაციო ბროშურები მოსახლეობისათვის, მომზადდა შეხვედრის მოდული და შეირჩა განმახორციელებელი პარტნიორი. კახეთის რეგიონში ცნობიერების ამაღლების კამპანია აქტიურად გაგრძელდება 2018 წლის განმავლობაში. UNFPA-მ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გლობალური პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს ხელი შეუწყო მსგავსი კამპანიის განხორციელებას ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, 10 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა სამიზნე მოსახლეობასთან ამ რეგიონის სოფლებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში. საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში UNFPA მხარდაჭერით ასევე შეიქმნა ფოტოპროექტი „გოგონა დაიბადა“ , რომლის გამოფენა მოეწყო თბილისსა (2016 წელი) და 250 მარნეულში (2017). ფოტოპროექტის მთავარი მიზანი გახლდათ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის შესახებ. UNFPA დახმარებით მიმდინარეობს მუშაობა პირველადი ჯანდაცვის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებლებთან გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციის მიზნით. 2017 წელს მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საბჭოს, სამინისტროს და სხვა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლების მონაწილეობით მხარდაჭერილ იქნა რეკომენდაციების შემუშავება სქესის დადგენის სამედიცინო ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების შესახებ; გარდა ამისა, UNFPA დახმარებით შემუშავდა, დაიბეჭდა და გავრცელდა სპეციალური საინფორმაციო ბროშურა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე სამედიცინო პროფესიონალებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ცნობიერებისა და პროფესიონალთა სენსიტიურობის გაზრდას. ამასთანავე, ბროშურა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ და ასახავს რეკომენდაციებს სქესის დადგენის სამედიცინო ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების თაობაზე. UNFPA დახმარებით, შემუშავდა საგანმანათლებლო მოდული სამედიცინო სფეროს წარმომადგნელებისთვის გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის პრევენციის პროცესში მათი ჩართულობისა და გენდერული სენსიტიურობის გაზრდის მიზნით. მოდულზე დაყრდნობით გაიმართა ორი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე პირველადი ჯანდაცვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებლებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში. შეხვედრებს 50-მდე ადგილობრივი პროფესიონალი დაესწრო. ამოცანა: 13.1.6. გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების პრევენცია და მათზე ეფექტიანი რეაგირება საქმიანობა: 13.1.6.1. გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების მიზნით სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება ინდიკატორი: სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებულია სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიერ შემუშავებულ იქნა რეკომენდაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე. აღნიშნული რეკომენდაციის ფარგლებში დანაშაულის სიძულვილის მოტივით ჩადენა პროკურორმა უნდა გამოკვეთოს გამოძიებისას და მიუთითოს ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რაც შემდგომში სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას დამამძიმებელ გარემოებად იქნება გათვალისწინებული. ზემოაღნიშნულ მუხლში 251 მითითებულ ნიშანთა ჩამონათვალში კანონმდებელი მიუთითებს სქესის ნიშნით დისკრიმინაციაზე, თუმცა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და შესაძლებელია გამოძიებისას სხვა სიძულვილის ნიშნის ( მაგალითად: გენდერის) გამოკვეთა, რომელიც სახელდებით არ არის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილში მოხსენიებული. ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში პრაქტიკაში პრობლემას ქმნის სქესისა და გენდერის ნიშნის განსხვავება, რეკომენდაციაში შემოთავაზებულია ორივე მათგანის განმარტება. რეკომენდაცია ეხება ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა კვალიფიკაცია, გამოძიების მიმდინარეობა და მტკიცებულებათა მოპოვება, შესაბამისი სტატისტიკის შეგროვება. აღნიშნული დოკუმენტი პროკურატურის სისტემაში 2016 წლის 22 იანვარს გავრცელდა. რაც შეეხება 2017 წელს, განახლდა რეკომენდაცია ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომლის მიზანია ძალადობის ფაქტების სრულყოფილი გამოძიება, ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა. სპეციალური თავი დაეთმო გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას. საქმიანობა: 13.1.6.2. სამართალდამცავი ორგანოებისათვის სპეციალური სატრენინგო კურსის შემუშავება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულების სპეციფიკაზე ინდიკატორი: სპეციალური სატრენინგო კურსი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულების სპეციფიკაზე შემუშავებულია. სტატუსი: სრულად შესრულებული 2016-2017 წლებში ქალთა უფლებების დაცვისა და სამართლებრივი მექანიზმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თემაზე პროკურორებისათვის შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამა. პროგრამა მოიცავს საერთაშორისო და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს, ასევე დანაშაულის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, მსხვერპლთან და დაზარალებულთან კომუნიკაციის მექანიზმებს. სწავლება თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავს და ორიენტირებულიადამკვიდრებული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლასა და სამართალდამცველებში სწორი დამოკიდებულებების ფორმირებაზე. პროექტი ევროსაბჭოს დახმარებით ერთდროულად 6 ქვეყნისათვის განხორციელდა. კერძოდ: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია და სომხეთი. მასში ჩართული იყვნენ სასამართლო სისტემისა და პროკურატურის ორგანოების სასწავლო ინსტიტუტები. პროგრამა ექვსივე ქვეყანაში ერთდროულად დაინერგა და მოიცავს თითოეული მონაწილე სახელმწიფოს ადგილობრივ სპეციფიკას. ძირითადი სამიზნე აუდიტორია მოსამართლეები და პროკურორები არიან.. 252 2016 წელს, დაინერგა და განხორციელდა ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პირველი სპეციალიზებული სასწავლო პროგრამა პროკურორებისათვის. 5 დღიანი ინტენსიური კურსი მოიცავს როგორც სამართლებრივ, ისე ფსიქოლოგიურ ასპექტებს. კურსში შესულია გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების საკითხები. 2016 წელს სპეციალიზებული სწავლება 21-მა პროკურორმა და 14-მა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა გაიარა. ტრენინგი ორიენტირებული იყო მონაწილეებისთვის სათანადო ცოდნის გადაცემაზე, უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაზე. 2016-2017 წლებში განხორციელებული სასწავლო პროგრამები - დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, მოიცავს გენდერული ნიშნით ჩადენილი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. ქალთა უფლებების დაცვისა და სამართლებრივი მექანიზმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თემაზე პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისათვის ახალი სასწავლო პროგრამა შემუშავდა. პროგრამა მოიცავს საერთაშორისო და ეროვნულ საკანონდებლო ჩარჩოს, ასევე დანაშაულის ფსიქოლოგიურ ასპექტებს, მსხვერპლთან და დაზარალებულთან კომუნიკაციის მექანიზმებს. სწავლება თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავს და ორიენტირებულია დამკვიდრებული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლასა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების სწორი დამოკიდებულებების ფორმირებაზე. პროექტი ევროსაბჭოს დახმარებით ერთდროულად 5 ქვეყნისათვის განხორციელდა. კერძოდ: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. მასში ჩართული არიან სასამართლო სისტემისა და პროკურატურის ორგანოების სასწავლო ინსტიტუტები. ძირითადი სამიზნე აუდიტორია მოსამართლეები და პროკურორები არიან. საქმიანობა: 13.1.6.3. გენდერული ნიშნით/ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ეფექტიანი იდენტიფიცირების მიზნით სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება ჯანდაცვის სისტემაში ინდიკატორი: სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპები შემუშავებულია სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული ჯანდაცვის სისტემის რეაგირების გაუმჯობესებისათვის ქალის მიმართ ძალადობის ფაქტებზე, გაეროს მოსახლეობის ფონდმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისა და ეროვნულ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელი შეუწყო სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას ქალის მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე. 253 სახელმძღვანელო მითითებების მიზანია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკის მორგება საქართველოს კონტექსტზე და დანერგვა ქალთა მიმართ ძალადობის ნიშნების ამოცნობის, უსაფრთხოების შეფასების და შემდგომი უზრუნველყოფის, მიზანმიმართული სამედიცინო და ფსიქო–სოციალური დახმარების და სათანადო რეფერალის (საჭიროების მიხედვით გადამისამართების) შესახებ. შესაბამისად, სახელმძღვანელო მითითებები მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგანაც იგი ეხება არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის შემთხვევებს, არამედ უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რეალურ განხორციელებას საქართველოში. წარმოდგენილი სახელმძღვანელო მითითებები დაეხმარება მეან-გინეკოლოგებს, ოჯახის და სოფლის ექიმებს და სხვა სპეციალობის დაინტერესებულ მედიკოსებს ქალის მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის პრევენციაში, ძალადობის შედეგად განვითარებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვასა და მტკიცებულებების დოკუმენტირებაში. სახელმძღვანელო მითითებები მოიცავს ზოგად ინფორმაციას ქალის მიმართ ძალადობის შესახებ და შესაბამის მოქმედებათა ალგორითმს, ასევე რეკომენდაციებს პაციენტის ინფორმირებისათვის როგორც ძალადობაზე საეჭვო შემთხვევაში, ასევე, ძალადობის ფაქტის განმეორების პრევენციისათვის. სახელმძღვანელო მითითებები ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამის გაიდლანს, ის სრულიად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების ერთობლივად შემუშავებულ დოკუმენტს „ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის ძირითადი მომსახურების გლობალური პაკეტი“ და გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის (UNFPA EECARO) მიერ სტანდარტულ სამოქმედო ინსტრუქციას. აღნიშნული დოკუმენტები ძალადობის პრევენციისა და დაძლევის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს და ხელს უწყობს სახელმწიფო დონეზე პრობლემისადმი მულტისექტორული მიდგომის დანერგვას. ეს მიდგომა ითვალისწინებს ჯანდაცვის სფეროს, სამართალდამცავი ორგანოებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებას პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამ ეტაპზე დოკუმენტი ინტეგრირებულია ეროვნულ რეფერალური მექანიზმის პროექტში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილია დამატებითი საორგანიზაციო დოკუმენტების მომზადება, რაც სახელმძღვანელო მითითებების ჯანდაცვის სისტემაში პილოტირებას, დანერგვასა და განხორციელებას შეუწყობს ხელს. მზადაა სატრენინგო მოდული პილოტური დაწესებულებების ჯანდაცვის მუშაკებისათვის. ,,სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის (შემდგომში სახელმწიფო ფონდი) ფარგლებში 2016 წლის ივლისიდან ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მხარდაჭერილი პროექტი "ჯანდაცვის რეაგირება (პასუხი) ოჯახში ძალადობაზე/გენდერულ ძალადობაზე". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველადი და მეორადი ჯანდაცვის პერსონალისთვის, განხორციელდა "ქალთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, 254 მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხებზე" სტანდარტული სამოქმედო ინსტრუქციის (სტანდარტული საოპერაციო პროცედურები) პროექტის შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევების ეფექტიან ამოცნობას, შეფასებას, ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას, ძალადობის დოკუმენტირებისა და მტკიცებულებების შეგროვების კოორდინირების გაუმჯობესების ხელშეწყობას შემდგომი ღონისძიებების განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში ასევე გადაიხედა და დაკორექტირდა სატრენინგო მოდული. სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებზე დაყრდნობით, შემუშავდა მთელი რიგი დოკუმენტების პროექტები ძალადობის წინააღმდეგ ჯანდაცვის სისტემის პასუხის მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწის კუთხით, კერძოდ კი, 2017 წელს მომზადდა სათანადო ცვლილებების პროექტები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 აგვისტოს №01-41/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესსა“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესში“, რომლებიც 2018 წლის 9 იანვარს დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით. ამოცანა: 13.1.7. პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა საქმიანობა: 13.1.7.2. საარჩევნო ინფორმაციის დამუშავება გენდერული შემადგენლობის მიხედვით ინდიკატორი: არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა და კანდიდატთა შესახებ ინფორმაცია გენდერულ ჭრილში დამუშავებულია და განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს პარლამენტის 2016 წლის და მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, ცესკომ დაამუშავა და გამოაქვეყნა შემდეგი სტატისტიკური ინფორმაცია გენდერულ ჭრილში: ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები, აქტივობა სიიდან, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლები, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატები და არჩეული წევრები, დამკვირვებლები, მედია და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს 255 ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.33 2016 წელს ცესკომ მოამზადა და გაავრცელა არჩევნების გენდერული სტატისტიკის ბროშურა. საარჩევნო ინფორმაციის გენდერულ ჭრილში დამუშავებით საარჩევნო ადმინისტრაცია ქმნის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს გენდერულად დაბალანსებული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობისთვის, ასევე დამატებით საინფორმაციო რესურსს საარჩევნო პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის. საქმიანობა - „13.1.7.3. სასწავლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება გენდერულ საკითხებზე“ ინდიკატორი: შექმნილი სასწავლო პროგრამა ქალი კანდიდატებისთვის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის და ახალგაზრდებისთვის სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016-2017 წლებში, ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განახლდა საგანმანათლებლო პროგრამების ,,საარჩევნო განვითარების სკოლა“ და „იურიდიული კლინიკა“ სასწავლო მოდულები გენდერულ საკითხებზე 2016 წელს, პოლიტიკური პარტიების ლიდერ ქალთა პროგრამის ფარგლებში, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით გამართულ ტრენინგზე ცესკოს სწავლების ცენტრმა მონაწილეებს გააცნო მოდული „არჩევნებში კანდიდატთა რეგისტრაციის წესი და პირობები“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების34წარმომადგენელმა 46-მა ქალმა. 2017 წელს, ცესკოს სწავლების ცენტრის მონაწილეობით, მარნეულისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში გაიმართა სემინარი თემაზე „ქალთა საჭიროებები და მუნიციპალიტეტების ორგანოების არჩევნები“. სემინარში მონაწილე ქალ ამომრჩევლებს მიეწოდათ ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ორგანოების2017 წლის არჩევნების შესახებ, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და მერის კომპეტენციებისა და თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა როლის თაობაზე. სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლის ჯგუფის ფორმირება" ფარგლებში, რომელიც ხორციელდებოდა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 2017 წელს, ცესკოში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა შეხვედრები გამართეს 73 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, სადაც მათ 33 გენდერული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე: http://cesko.ge/statistic/ 34 ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელმა ქალმა კანდიდატებმა: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საქართველოს კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა 256 გააცნეს საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. 2017 წელს ცესკოს თავმჯდომარემ და ცესკოს წევრმა, რომელიც ამავდროულად არის საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედია მენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის სკოლების (SCJMM) მსმენელთათვის ჩაატარეს კურსები. სასწავლო კურსში ინტეგრირებული იყო არჩევნებსა და პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის მოდული. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს სახალხო დამცველის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური დაწესებულებების მიერ გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამართულ დისკუსიებსა და მრგვალ მაგიდებში. საქმიანობა:13.1.7.4. პოტენციური პროცედურებთან დაკავშირებით კანდიდატი ქალების ტრენინგი საარჩევნო ინდიკატორი: ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საარჩევნო პერიოდში, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, ჩაატარეს ტრენინგები საქართველოს პარლამენტის 2016 წლის და მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პოტენციური კანდიდატი 35 ქალებისათვის. 2016 წლის არჩევნებისთვის ჩატარდა ორი სატრენინგო სესია და ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა 53-მა პოტენციურმა კანდიდატმა ქალმა, ხოლო 2017 წელს ჩატარდა სამი სატრენინგო სესია და მონაწილეობა მიიღო 69 კანდიდატმა ქალმა. ტრენინგი ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, ცესკოსა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილული საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით.36 35 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის ტრენინგი ჩატარდა შემდეგ საკითხებზე: მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენის/რეგისტრაციის წესი, საარჩევნო კამპანიის ხარჯები, ანგარიშის წარდგენის წესი, ადმინისტრაციული რესურსები და საარჩევნო დავები; ხოლო მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის სპეციალურად შემუშავებული სასწავლო მოდული მოიცავდა შემდეგ საკითხებს: გენდერული თანასწორობა არჩევნებში; ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნები (აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება და საარჩევნო სისტემა); საკანონმდებლო სიახლეები; ადმინისტრაციული რესურსები და წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია); საარჩევნო დავები - ზოგადი მიმოხილვა (სუბიექტთა წრე, ვადები, პროცედურა). 36 ტრენინგები გაიმართა „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა“ და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან“ თანამშრომლობით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით 257 მიზანი: 13.2. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლა ამოცანა 13.2.1. დისკრიმინაციული მოპყრობისგან დაცვის საკანონმდებლო გარანტიების უზრუნველყოფა 13.2.1.1. ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გაძლიერების მიზნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონსა და სხვა რელევანტურ საკანონმდებლო აქტებში საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და ინიცირება. ინდიკატორი: მომზადებულია და ინიცირებულია შესაბამისი ცვლილებები; სტატუსი: სრულად შესრულებული 2015 წლის თებერვალში სახალხო დამცველმა საქართვლოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ეხება კერძო სამართლის პირებისთვის დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სახალხო დამცველისთვის საქმის შესწავლის პროცესში ინფორმაციის მოწოდების ვალდებულების დაკისრებას; კერძო სამართლის პირებისთვის დისკრიმინაციის/დისკრიმინაციის წახალისების დადგენის შესახებ რეკომენდაციის/ზოგადი წინადადების მიღების შემდეგ სახალხო დამცველისთვის განხილვის შედეგების წარდგენის ვალდებულების დაკისრებას; დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლოსთვის მიმართვის ვადის 3 თვიდან 1 წლამდე გაზრდას; ანტიდისკრიმინაციული კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სახალხო დამცველი აჩერებს საქმის შესწავლას; მტკიცების ტვირთის სტანდარტის გაძლიერების საკითხს. 2015 წლის ოქტომბერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მოახდინა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ინიცირება, თუმცა, ცვლილებები დღემდე არ არის მიღებული. ამოცანა 13.2.2. ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შემუშავება და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის უზრუნველყოფა. 13.2.2.2. ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების საკითხებზე საჯარო მოხელეების, მათ შორის, პოლიციის, სერვისის მიმწოდებელი საჯარო მოხელეების, მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამშრომლების სისტემური გადამზადება ინდიკატორი: გადამზადებულია 500 საჯარო მოხელე სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016-2017წლებში სახალხო დამცველის აპარატის მიერ თანასწორობის საკითხებზე გადამზადდა 20 პროკურორი, 40 პოლიციელი, მუნიციპალიტეტების ორგანოების 50 თანამშრომელი და საჯარო სკოლის 140 მასწავლებელი . 258 13.2.2.3. საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და შესაბამის ეთიკის კოდექსებში სიძულვილის ენის აკრძალვის რეგულირება ინდიკატორი: შემუშავებულია შესაბამისი ცვლილებები; სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წლის 20 აპრილის მთავრობის დადგენილებით #200 დამტკიცდა საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები. ეთიკის კოდექსში განისაზღვრა სიძულვილის ენის აკრძალვისა და სექსუალური შევიწროების დაუშვებლობის შესაბამისი მარეგულირებელი ნორმები, სადაც დეტალურადაა განსაზღვრული როგორც შევიწროების დაუშვებლობის, ასევე გამოვლენისა და პრევენციის საკითხები. ამოცანა: 13.2.3. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის (მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსის 53.31 და 142-ე მუხლის) ეფექტიანად აღსრულების უზრუნველყოფა საქმიანობა: 13.2.3.1. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა და პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ დადგენილებ(ებ)ში სიძულვილის შესაძლო მოტივის გათვალისწინების პრაქტიკის დანერგვა; ინდიკატორი: შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის დოკუმენტები; პროკურატურის სტატისტიკის დოკუმენტები. ანალიტიკური ანალიტიკური დეპარტამენტის დეპარტამენტის სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2016 წლის დასაწყისში პროკურორებისთვის შემუშავდა რეკომენდაცია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 31 ნაწილის, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე“. აღნიშნული რეკომენდაციის რევიზია განახორციელა ევროპის საბჭოს ექსპერტმა, რომელმაც დადებითად შეაფასა რეკომენდაცია. ექსპერტის წინადადებები გათვალისწინებულ იქნა. რეკომენდაციამ ხელი შეუწყო სიძულვილის მოტივის დასაბუთების პრაქტიკას. 2017 წელს, გასული წლის მსგავსად, საქართველოს პროკურატურისთვის კვლავ პრიორიტეტული იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. 2017 წელს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ პროკურორებისთვის შემუშავებული რეკომენდაციის პრაქტიკაში ეფექტიანად გამოყენების მიზნით, შეიქმნა სპეციალური კითხვარი, რომელშიც გაიწერა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესაძლო დაზარალებულის, ბრალდებულისა და მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის ინსტრუქცია. აღნიშნული კითხვარი დაეგზავნა პროკურატურის სისტემის თანამშრომლებს, რის შედეგადაც სისხლის სამართლის საქმეებში გაიზარდა სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა. 259 2017 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 86 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ნიშანი შესწავლილ იქნა - 12 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გენდერული იდენტობის ნიშანი - 37 საქმის, სქესის/გენდერის ნიშანი - 25 საქმის, ეროვნული ნიშანი - 1 საქმის, ეთნიკური ნიშანი 1 საქმის, ხოლო რელიგიური ნიშანი - 10 საქმის ფარგლებში. 2017 წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ. ამათგან, 4 პირს ბრალი წარედგინა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, 4 პირს - გენდერული იდენტობის ნიშნით, 2 პირს - რელიგიური ნიშნით, 25 პირს - სქესის/გენდერის ნიშნით, 9 პირს სხვა ნიშნით (სავარაუდო ნიშანი გენდერული იდენტობა - 6 პირი, სექსუალური ორიენტაცია - 1 პირი, რელიგია - 2 პირი). აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მონაცემებით, ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 2017 წელს გაორმაგებულია. ამასთან, თუკი 2016 წელს, პროკურორთა მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული იყო მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის ნიშანი, 2017 წელი ამ კუთხითაც შეინიშნება პროგრესი. კერძოდ, ზემოხსენებულ ნიშნის გარდა, პირთა ბრალდება მოხდა გენდერული იდენტობის მიმართ გამოვლენილი შეუწყნარებლობის გამოც. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ პროკურორების ცნობიერება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ამაღლდა და ასევე, დაიხვეწა გამოძიების პროცესში მოტივის იდენტიფიცირების ტექნიკა. საქმიანობა: 13.2.3.2. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების სისტემური გადამზადება და სპეციალიზაციის უზრუნველყოფა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებთან დაკავშირებით; ინდიკატორი: გადამზადებულ პირთა რაოდენობა; სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2016 წლის მონაცემებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თემაზე, პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისათვის განხორციელდა 2 ტრენინგი, რომელშიც ჯამში 42 პირი მონაწილეობდა. აღნიშნული ტრენინგები სახალხო დამცველის აპარატსა და ODIHR-თან თანამშრომლობით განხორციელდა. ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და საქართველოს პროკურატურის ერთობლივი თანამშრომლობით, 2016 წელს შემუშავდა და 2017 წლის დასაწყისში დაინერგა სასწავლო კურსი პროკურორებისთვის თემაზე - „სიძულივილით მოტივირებული დანაშაულები“ – PAHCT. პროგრამის სილაბუსის შემუშავების პროცესში სამუშაო ჯგუფის წევრების სახით ჩართულნი იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. 260 2017 წლის თებერვალში აღნიშნული პროგრამით ტრენერთა ტრენინგი გაიარა პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლების 2-მა ჯგუფმა, რომელშიც ჯამში 24 პირი მონაწილეობდა. ასევე, 2017 წლის ბოლოს, აღნიშნული პროგრამით გადამზადება გაიარეს პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების 2მა ჯგუფმა, რომელშიც 29 მსმენელი მონაწილეობდა. სასწავლო პროცესში, ასევე ჩართული იყო სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. დამატებით, ევროპის საბჭოსა და ODIHR-ის მხარდაჭერით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე განხორციელდა 3 სასწავლო ვიზიტი. მათ შორის, მოხდა დიდი ბრიტანეთის პრაქტიკის გაზიარება და ჩატარდა 2 ტრენერთა ტრენინგი. წარმოდგენილ აქტივობებში საქართველოს პროკურატურიდან ჩართული იყო 10 მონაწილე. „სიძულივილით მოტივირებული დანაშაულები“-ს სასწავლო პროგრამა ინტეგრირებულია სტაჟიორთა მოსამზადებელ კურსში. აღნიშნული პროგრამით, 2017 წელს გადამზადება სტაჟიორთა 2-მა ჯგუფმა გაიარა და მასში, ჯამში 62 მსმენელი იღებდა მონაწილეობას. საქმიანობა: 13.2.3.3. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების თაობაზე სპეციალური დეტალური სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება. ინდიკატორი: დათვლილია და შემუშავებულია სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკური მონაცემები. სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში შემუშავებული რეკომენდაციის თანახმად, 2016 წლის 22 იანვრიდან, სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლით გათვალისწინებული სიძულვილის რომელიმე მოტივის არსებობა, სავალდებულოა ეცნობოს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს. აღნიშნული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს მიეწოდება შესაბამისი ელექტრონული სახით, რის საფუძველზეც საანგარიშო წლის განმავლობაში ხორციელდება სტატისტიკური ინფორმაციის დათვლა და ანალიზი.37 ამოცანა:13.2.4. სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილი ოჯახში ძალადობის დროული, და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა. საქმიანობა: 13.2.4.1. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი ოჯახში ძალადობის შესახებ სპეციალური სტატისტიკის და ანალიზის წარმოება. 37 სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სტატისტიკისათვის იხილეთ საქმიანობა 13.1.2.1 261 ინდიკატორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის დოკუმენტები; საქართველოს პროკურატურის ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკის დოკუმენტები; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში. სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2016 წლის 22 იანვრიდან ხორციელდება საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდება სიძულვილის მოტივის გამოკვეთის შემთხვევაში პროკურორის მიერ შესაბამისი საპროცესო დოკუმენტის შედგენიდან 3 დღის ვადაში ელექტრონული სახით. აღნიშნულის საფუძველზე ხდება სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. ამოცანა: 13.2.5 სექსუალური ორიენტაციისა ან/და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა; საქმიანობა: 13.2.5.1. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრების თანამშრომელთა ინფორმირებულობის ამაღლება სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ინდიკატორი: ინფორმაცია თავშესაფარში შესაბამისი საფუძვლით განთავსებულ პირთა შესახებ; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში. სტატუსი: სრულად შესრულებული თავშესაფრის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. კერძოდ, თავშესაფარში მიიღებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები/დაზარალებულები განურჩევლად მათი რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, წარმოშობისა, დაბადების ადგილისა, საცხოვრებელი ადგილისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, რელიგიისა ან რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური მდგომარეობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა ან სხვა ნიშნისა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ოჯახში ძალადობის არცერთ მსხვერპლს არ უსარგებლია სახელმწიფო თავშესაფრით. სახელმწიფო ფონდის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები (ტრენინგები):  7-8 ნოემბერი, 2016 წ. ორგანიზაცია ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“-ს (WISG) მიერ ფონდის თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი სექსუალურ ორიენტაციასა და 262 გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელწოდებით: ,,სქესი, გენდერი, ორიენტაცია“.  19 და 20 დეკემბერი, 2016 წ. პროექტის ,,ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია“ ფარგლებში, ფონდის თანამშრომლებისა და კრიზისული ცენტრის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების საკითხები“.  25 და 27 თებერვალი, 2017 წ. პროექტის „ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენცია“ ფარგლებში, ფონდის თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: „მომსახურების გაწევის საკითხები სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის“ (მონაწილეთა რაოდენობა-43);  1 მარტი, 2017წ. კრიზისული ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორებს ჩაუტარდათ ტრენინგი, თემებზე: ა) ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის საკითხებზე ცხელ ხაზზე შემოსული ზარების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალებისა და შემოსული ზარების წლიური სტატისტიკის ფორმების წარმოება. ბ) საკანონმდებლო სიახლეები ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის საკითხებზე (მონაწილეთა რაოდენობა-4);  6-7, 8-9 და 15-16 ივნისი, 2017წ. შვედური ორგანიზაცია RFSU მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციის, საინფორმაციო-სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომის“ მიერ ჩატარდა ფონდის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: „საგანმანათლებლო მუშაობის სპეციფიკა, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის საკითხები“ (მონაწილეთა რაოდენობა-25);   24-27 და 28-30 ივნისი, 2017წ. პროექტის „ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრევენციის“ ფარგლებში, ფონდის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი, თემაზე: ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებები“ (მონაწილეთა რაოდენობა-46); 6-7 დეკემბერს, 2017 წ. პროექტის ,,ოჯახში ძალადობის და სექსუალური ძალადობის პრევენცია“ ფარგლებში ფონდის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და ფსიქოლოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი, თემაზე ბენეფიციართა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია (მონაწილეთა რაოდენობა-12); 2017 წელს სახელმწიფო ფონდის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო ფონდის ცენტრალური აპარატის, ასევე სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების საკითხებზე, ატვირთული სახალხო დამცველის აპარატის ვებ-გვერდზე („სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილას“). (თანამშრომელთა რაოდენობა: 297, მათ შორის: 242 მდედრ. და 55 მამრ.სქესის). 263 2017 წელს სექსუალური ორიენტაციისა ან/და გენდერული იდენტობის ნიადაგზე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებების (თავშესაფარი)მომსახურებებით ისარგებლა 7 პირმა. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების რაოდენობა 24 სრულად შესრულებული 10 უმეტესად ნაწილობრივ შესრულებული შესრულებული 3 1 შეუსრულებელი 10 14. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა უფლებები მიზანი: 14.1. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება; მათი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება ამოცანა: 14.1.1. დევნილის სტატუსიდან, დახმარების მექანიზმის საჭიროებებზე ტრანსფორმირება და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა საქმიანობა: 14.1.1.1. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ცარიელი შენობების რეაბილიტაცია, ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, ასევე, დევნილთა განსახლება გამოსყიდულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში. ინდიკატორი: რეაბილიტირებულია 5 შენობა და მიმდინარეობს ცარიელი შენობების რეაბილიტაცია; 304 ბინის მშენებლობა დასრულებულია 2016 წელს; 2016 წელს დაწყებულია დამატებით 480 ბინიანი 4 კორპუსის მშენებლობა; გამოსყიდულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში განთავსებულ დევნილთა რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2016 წელს დაასრულა ხუთი ობიექტის რეაბილიტაცია, სადაც 332 ოჯახს გადაეცა ბინა. მშენებლის მიერ ხელშეკრულების პირობებოს შეუსრულებლობის მიზეზით შეჩერებულ იქნა 1 კარკასული ობიექტის (111 ბინა) რეაბილიტაცია. 2016 წელს დასრულდა ერთი შეწყვილებული კორპუსის მშენებლობა ქალაქ ზუგდიდში. 2016 წელს განხორციელდა 14,148,865 ლარის ღირებულების 707 სახლის შესყიდვა დევნილებისათვის. 2017 წელს განხორციელდა 1 შენობის (29 ბინა) რეაბილიტაცია. 2017 წელს ზუგდიდში, ახლად აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ბინა გადაეცა 144 ოჯახს. ქუთაისში დასრულდა 2 264 კორპუსის მშენებლობა და საცხოვრებელი ბინა გადაეცა 160 ოჯახს; გორში დასრულდა 4 შეწყვილებული კორპუსის მშენებლობა და საცხოვრებელი ბინა მიიღო 480-მა ოჯახმა, 2017 წელს კერძო მესაკუთრეებისაგან გამოსყიდული იქნა 9 ბინა, თბილისში. ასევე განხორციელდა 12 576 802 ლარის ღირებულების 612 ინდივიდუალური სახლის შესყიდვა. საქმიანობა: 14.1.1.2. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესში, პრიორიტეტად იმ დევნილთა განსახლება, რომელთა ადგილსამყოფელი, ობიექტები ექსპერტული დასკვნის საფუძველზე, ავარიულია ინდიკატორი: შექმნილია სპეციალური საექსპერტო სამუშაო ჯგუფის. ჯგუფის მიერ მომზადებულია ყოველწლიური ხარისხობრივი ანალიზი სტატუსი: სრულად შესრულებული საცხოვრებელი სახლების განაწილება დევნილებს შორის ხორციელდება გამჭვირვალე პროცესის შესაბამისად და ეფუძნება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ქულათა მინიჭების სისტემას, რომლის მიზანია ყველაზე მეტად გაჭირვებული დევნილების იდენტიფიცირება და პრიორიტეტულად მათი განსახლება. ავარიული შენობების შეფასება ხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე და შემდეგ ეტაპზე კომისია განიხილავს ასეთ შენობებში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხებს. სპეციალურად შექმნილი საექსპერტო ჯგუფის მუშაობის შედეგად, დევნილთა მიმართ 20172018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია ნგრევადი ობიექტების დახურვის ვალდებულება, კონკრეტული ობიექტებისა და ოჯახების მიხედვით. საექსპერტო ჯგუფის მიერ მომზადდა ხარისხობრივი ანალიზი, რომლის საფუძველზეც, 2017 წელს დაიხურა 47 ნგრევადი და სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი და ახალ ბინებში გადაყვანილ იქნა 449 ოჯახი. საქმიანობა:14.1.1.3. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის წარმართვა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ განსაზღვრული წესისა და კრიტერიუმების შესაბამისად; ინდიკატორი: ხორციელდება ზედამხედველობა მინისტრის განსაზღვრული წესებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებაზე. #320 ბრძანებით სტატუსი: სრულად შესრულებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომელიც ადგენს საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე განაცხადების მიღებისა და მათი განხილვის წესს. ასევე, არეგულირებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურასა და კრიტერიუმებს. აღნიშნული წესით სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა და გამჭვირვალე გახდა დევნილთა განსახლების პროცესი, რომელიც 265 მორგებულია სპეციფიკურ საჭიროებებზე. საცხოვრებლების განაწილების პროცესში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სპეციალურად შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც 2016 -2017 წლების განმავლობაში 232-ჯერ შეიკრიბა. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ – N 320 ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში, სამინისტროსთან ერთად, ჩართულები არიან და კომისიის მუშაობას ზედამხედველობას უწევენ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა: 14.1.1.4. მენაშენეებისაგან და კონტრაქტორი ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა. კომპანიებისაგან წარმომადგენლები. ინდიკატორი: შესყიდულია საცხოვრებელი ფართები მენაშენეებისგან 458 ბინა; „ჰუალინგ ჯგუფისგან“ შესყიდულია 300 ბინა. სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სამინისტროს მიერ შესყიდულ იქნა საცხოვრებელი ფართები მენაშენეებისგან, სადაც განთავსებულია 458 ბინა. „ჰუალინგ ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდულია 300 ბინა თბილისში, ოლიმპიურ სოფელში და უკვე განხორციელდა 300 დევნილი ოჯახისთვის ბინის გადაცემა. 2017 წელს სამშენებლო კომპანიებისაგან შესყიდულ იქნა 269 ბინა ქუთაისში და განსახლებულ იქნა 269 ოჯახი; საქმიანობა: 14.1.1.5. „სოფლად სახლის“ პროექტის განვითარება და დევნილთა შემოსავლის წყაროებით უზრუნველყოფა ინდიკატორი: 200 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად 2016 წელს; 200 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად 2017 წელს. სტატუსი: სრულად შესრულებული უკვე მეოთხე წელია გრძელდება „სოფლად სახლის“ პროგრამა. ამ პროგრამაში მონაწილე დევნილები თავად არჩევენ მათთვის სასურველ საცხოვრებელ სახლს სოფლად მიწის ნაკვეთთან ერთად. ამგვარად, დევნილებს გრძელვადიან საცხოვრებელ სახლთან ერთად საშუალება ეძლევათ ქონდეთ წვდომა მიწაზე, რომლის დამუშავების შემთხვევაშიც მათ უჩნდებათ საარსებო წყარო, შემოსავლები და სოფლის მეურნეობაში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის საშუალება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2016 წლის პირველ ნახევარში, 300 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად. სულ, 2016 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლი მიიღო 266 706-მა დევნილმა ოჯახმა. ხოლო, 2017 წელს, „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში, 612 დევნილ ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი სახლი, მათ შორის 189 ოჯახს, მიწის ნაკვეთთან ერთად. საქმიანობა: 14.1.1.6. დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართებიდან უკანონო გამოსახლების გამჭვირვალე და ეფექტური პროცესის უზრუნველყოფა მონიტორინგი და დევნილთა დაცვა დევნილთა უზრუნველყოფა დროებითი საცხოვრებლით. ინდიკატორი: მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მიერ პერიოდული ინფორმაცის გამოთხოვა. სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წელს ადგილი არ ჰქონია დევნილთა უკანონო გამოსახლების შემთხვევებს. უკანანო გამოსახელების შემთხვევების შემოწმება/დაფიქსირება ხორციელდება საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და დევნილთა სამინისტროს მიერ. ვინაიდან სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს დევნილთა განსახლების საკითხებს, იმ დევნილებს, რომლებსაც დროებითი საცხოვრებელი ესაჭიროებათ, სამინისტრო ეხმარება ქირის სუბსიდირებით. 2016 წლის განმავლობაში ქირის თანხის სუბსიდირებით ისარგებლა 2701 დევნილმა ოჯახმა. ხოლო 2017 წელს 1302-მა ოჯახმა. საქმიანობა: 14.1.1.7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინება:  დევნილთა განსახლებისას  ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რეაბილიტაციისას  სამშენებლო სამუშაოების ტენდერებში. ინდიკატორი: სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დევნილთა განსახლებისას, მშენებლობა რეაბილიტაციისას და სამშენებლო სამუშაოების ტენდერებში, შშმ პირთა საჭიროებები გათვალისწინების მონიტორინგი სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გრძელვადიანი განსახლებისას, ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს. მშენებლობის ტენდერის გამოცხადებისას ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს შენობების ადაპტირებულობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. აღნიშნულის შესახებ შემოწმებასა და მონიტორინგს ახდენს სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი. 2016 წლის პირველ ნახევარში გამოცხადდა 2 ტენდერი. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გრძელვადიანი განსახლების დროს ენიჭებათ დამატებით ქულა რაც უზრუნველყოფს, მათ პრიორიტეტულ განსახლებას. შესაბამისი ქულების დაგროვების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილებს საცხოვრებელი გადაეცემათ შენობაში მათთვის ხელსაყრელ სართულზე. 2016 267 წელს დაიწყო 1 ტენდერი წყალტუბოში რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს 2018 წელსაც, ასევე მიმდინარეობს 2017 წელს დაწყებული 3 ტენდერი მცხეთაში, ზუგდიდსა და ქუთაისში. 2017 წელს დასრულდა 2 ტენდერი გორსა და ზუგდიდში. საქმიანობა:14.1.1.8. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლება(2017-2018) წლებისთვის ინდიკატორი: დამტკიცებულია დევნილთა განხორციელების სამოქმედო გეგმა (2017-2018) მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წლის 13 თებერვალს საქართველოს მთავრობის #240 განკარგულებით დამტკიცდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა“. გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულ იქნა გასულ წლებში დევნილთა მიმართულებით განხორციელებული პროგრამების, სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისა და არსებული კვლევების ანალიზის შედეგები. ამასთან დევნილთა კოლექტიური ცენტრების „პროფაილინგის“ და მათი განსახლების საჭიროებების კვლევის შედეგები რომელიც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით 2016 წელს განხორციელდა. დევნილთა საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებისთვის, პროცესში ასევე უზრუნველყოფილ იყო დევნილთა საკითხებზე მომუშავე დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. საქმიანობა: 14.1.1.9. დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების (ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტები) და რეაბილიტირებულ ან ახლადაშენებულ შენობებში განსახლებულ დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაჩქარება. ინდიკატორი: დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაჩქარების მიზნით, შექმნილია დაკანონების ხარვეზების შემსწავლელი კომისია; 2016 წელს - დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა - 2000 ოჯახს.; 2017 წელს დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა - 2000 ოჯახს. სტატუსი: სრულად შესრულებული იმისათვის, რომ განსახლებულ დევნილთათვის მოხდეს საცხოვრებელი ფართების კანონმდებლობის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემის პროცესის დაჩქარება, შეიქმნა დაკანონების ხარვეზების შემსწავლელი კომისია. კომისიის მუშაობა დასრულდა და შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდა აღნიშნულ საკითხებზე ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს, საჯარო რეესტრსა და სამინისტროს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, დევნილთა ჩასახლებებში ბინათმესაკუტრეთა 268 ამხანაგობებისათვის პროცედურები. საერთო სარგებლობის ფართების საკუთრების გადაცემის სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს დევნილთა საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში უსასაყიდლოდ გადაცემის თაობაზე გამოიცა საქართველოს მთავრობის 2468 განკარგულება, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა (ხელშეკრულება გაუფორმდა) 2064 ოჯახს. ხოლო, 2017 წელს გამოიცა საქართველოს მთავრობის 2140 განკარგულება და საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა (ხელშეკრულება გაუფორმდა) 1694 ოჯახს. რაც შეეხება სახელმწიფოს სახელით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ შესყიდულ და დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემულ ფართებს, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ფართი გადაეცა 708 ოჯახს, ხოლო, 2017 წელს - 612-ს. საქმიანობა: 14.1.1.10. ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებმაც 2015 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი ბინები და იგი არის მათი ერთადერთი ფაქტიური საცხოვრებელი. ინდიკატორი: 2016 წელს ფინანსურ დახმარებას მიიღებს 50 დევნილი ოჯახი; 2017 წელს ფინანსურ დახმარებას მიიღებს 50 დევნილი ოჯახი სტატუსი: სრულად შესრულებული შემოტანილი განაცხადების რაოდენობის მიხედვით, დევნილებში მაღალია ინტერესი გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით, იპოთეკური სესხის დახმარების პროგრამის მიმართ. ვინაიდან 2015 წელს წარმატებით განხორციელდა იმ დევნილთა დახმარების პროგრამა, რომლებსაც აღებული ქონდათ იპოთეკური სესხი საცხოვრებლის შესაძენად, აღნიშნული დახმარება გაგრძელდა 2016 წელსაც. 2016 წლის 21 მარტის N472 მთავრობის განკარგულების საფუძველზე ცვლილება შევიდა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმაში, რის მიხედვითაც აღნიშნული პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ იმ დევნილებმა, რომლებმაც 2016 წლის 1 იანვრამდე შეიძინეს საცხოვრებელი სახლი/ბინა იპოთეკური სესხით და ეს საცხოვრებელი წარმოადგენს მათ ერთადერთ ფაქტობრივ საცხოვრებელს. 2016 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარება მიიღო 44 დევნილმა ოჯახმა, რაშიც დაიხარჯა 857 567,28 ლარი. 2017 წელს, აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში ერთჯერადი ფულადი დახმარება მიიღო 166-მა ოჯახმა, რაშიც დაიხარდა 3 199 201 ლარი. ამოცანა:14.1.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დასაბრუნებლად ყველა შესაძლო ზომის მიღება, მათ შორის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით. საქმიანობა: 14.1.2.1. ყველა არსებული მექანიზმის გამოყენება იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დასაბრუნებლად, მათ შორის საერთაშორისო ჩართულობის ხელშეწყობა 269 ინდიკატორი: გამოყენებულია ყველა არსებული მექანიზმი იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დასაბრუნებლად. სტატუსი: უმეტესად შესრულებული საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა ყველა ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის გამოყენება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით. კერძოდ:  ქართული დელეგაცია საკითხის განხილვის აუცილებლობას მუდმივად აყენებდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, სადაც აღნიშნული საკითხი დღის წესრიგის ერთ-ერთ მთვარ საკითხს წარმოადგენს;  ასევე მუდმივად მოლაპარაკებების კონკრეტული მიმდინარეობდა მუშაობა თანათავმჯდომარეებთან გზების გამონახვის ჟენევის და მიზნით, მათ რათა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოხერხდეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საკითხზე საგნობრივი მსჯელობა;  აღნიშნული საკითხზე ყურადღება გამახვილებულ იქნა 2016 და 2017 წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ არაერთ ღონისძიებასა და შეხვედრაში, ევროკავშირის, ნატოს, გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ფორმატებში. საანგარიშო პერიოდში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თემა განხილვის საგანი იყო ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართულ სამუშაო ჯგუფებსა და პლენარულ სხდომებზე, აგრეთვე საქართველო-გაერთიანებული სამეფოს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფარგლებში.  ორმხრივ და მრავალმხრივ ფომრატებში გაწეული საქმიანობის შედეგად შესაძლებელი გახდა ლტოლვილთა და იძუელბით გადაადგილებულ პირთა მიერ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების აუცილებლობის და მათთვის აღნიშნული უფლების განხორციელებისთვის ხელშეწყობის შესაბამის დოკუმენტებში ასახვა, როგორიცაა: - გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ (2016, 2017); - გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ (2016, 2017); - გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ (2017); - გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ (2017); - ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებები (2016, 2017); 270 - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები საქართველოში კონფლიქტის შესახებ (აპრილი 2016, ნოემბერი 2016, აპრილი 2017, ოქტომბერი 2017); - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია (2016); - აშშ-ს 2016 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში (2017). ამოცანა 14.1.3: დევნილთა შესახებ 2014 წლის 1 მარტს ამოქმედებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა“ შესახებ საქართველოს კანონის მუდმივი გადახედვისა და სრულყოფის, საერთაშორისო სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების მიზნით. საქმიანობა 14.1.3.1: საჭიროებების გათვალისწინებით იძულებით გადაადგილებულ პირთა მეტი დაცვის მექანიზმების შემოღება ინდიკატორი: საჭიროებების გათვალისწინებით გადაადგილებულ პირთა დაცვის მეტი მექანიზმები. შემოღებულია იძულებით სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დევნილთა საკითხებით დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რეგულარულად ჩატარებული სამუშაო შეხვედრებისა და სამინისტროს თანამშრომლების მიერ დევნილთა მიღებების დროს დაფიქსირებული დევნილთა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ანალიზდება, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს დევნილთა შესახებ არსებულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მომზადების პროცესის დაწყება. დევნილთა საკითხებზე მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სამი სამუშაო შეხვედრა, სადაც მოხდა დევნილთა საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგების პრეზენტაცია. ასევე, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმითა და დევნილთა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების დროს წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტის გზების განხილვა. 2017 წელს, სამინისტროში შეიქმნა საცხოვრებელი ფართის მიღებაზე შემოსული დევნილთა განაცხადების ელექტრონული ბაზა, რომელშიც მიმდინარეობს მონაცემების შეყვანა. ასევე, ამოქმედდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) სერვისი, რომლის მეშვეობითაც დევნილები იღებენ ინფორმაციას დევნილის სტატუსთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ. გარდა ამისა, დევნილთა მონაცემთა ბაზაში, შეიქმნა სოციალური დახმარებების ელექტრონული მოდული. საქმიანობა 14.1.3.2. დევნილთა პრობლემების გადაწყვეტაში მუნიციპალიტეტების როლის გაზრდის მიზნით ღონისძიებების განხორციელება 271 ინდიკატორი: განხორცილებულია შესაბამისი ღონისძიებების და პრობლემების გადაწყვეტაში გაზრდილია თვითმმართველობის როლი დევნილთა სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული დეცენტრალიზაციის პროცესის პარალელურად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების როლის გაზრდა, ძალისხმევის გაერთიანება და კოორდინირება დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების, გამოწვევებთან ეფექტურად და პროდუქტიულად გამკლავების მიზნით. ამ მიზნით 2016 წელს, განხორციელდა სამეგრელო ზემო-სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან სამუშაო შეხვედრები. შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდება მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაზე, იმისათვის რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს მოხდეს დევნილთა საჭიროებების გათვალისწინება. დევნილთა საკითხებზე ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაზრდის მიზნით 2017 წელს დანიის ლტოლვილთა საბჭოსა და ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით განხორციელდა 3 შეხვედრა ბორჯომში, თბილისსა და ზუგდიდში. ამოცანა 14.1.4: იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა ცნობიერების ამაღლება საქმიანობა 14.1.4.1. საინფორმაციო კამპანია იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთათვის საკუთარ უფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი გარანტიების შესახებ. ინდიკატორი: განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების რაოდენობა. სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, მის დაქვემდებარებაში მყოფ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან (შემდგომში სააგენტო) ერთად, 2016 წლის მარტში ჩაატარა დევნილთა გამოკითხვა, რათა მომხდარიყო მათთვის განკუთვნილ სახელმწიფო პროგრამებზე დევნილების ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა. კვლევის დროს ასევე მოპოვებულ იქნა მონაცემები იმის შესახებ, თუ რა არხებით იღებენ დევნილები ინფორმაციას სახელმწიფო პროგრამებზე და ინფორმაციის მიღების რა საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დევნილთა ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიგეგმა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიები. 2016 -2017 წლებში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ჩაატარა 4-4 საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით. პირველი საინფორმაციო კამპანია გულისხმობდა დევნილებთან პირისპირ შეხვედრებს რეგიონებში. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საველე ვიზიტები და 30 შეხვედრა გაიმართა შემდეგ რეგიონში: სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. ვიზიტების დროს მოხდა დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის - დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ. ასევე, აღნიშნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში სააგენტოს მიერ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. 272 მეორე საინფორმაციო კამპანია მოიცავდა ინფორმაციის მიწოდებას კარდაკარის პრინციპით რაც გულისხმობდა დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში (სადაც 30 ოჯახი და მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს) საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ თითოეული დევნილისათვის ინფორმაციის ვერბალურად მიწოდებას. ასევე, მათთვის საინფორმაციო ბეჭდური მასალის (ბუკლეტები, ბროშურები) გადაცემას. კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 3 რეგიონი შეარჩია: სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო კამპანია განხორციელდა მოხალისეთა ჩართულობით. კამპანიაში ჩრთულმა გადამზადებულმა მოხალისეებმა პირადად მოინახულეს და ინფორმაცია გააცნეს 12000 - მდე დევნილ ოჯახს. მესამე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა საარსებო წყაროების ფორუმები, სადაც დევნილებს მიეცათ საშუალება ერთ სივრცეში გაცნობოდნენ და ჩართულიყვნენ მათთვის სასურველ საარსებო წყაროების პროგრამაში. ფორუმებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსთან და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასახული საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების განმახორციელებელი სხვა სტრუქტურებიც. ამასთან, რეგიონში მომუშავე, საარსებო წყაროების პროგრამების განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა აღნიშნულისა, დაიბეჭდა და გავრცელდა, დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის შესახებ ათასობით საინფორმაციო მასალა, პროგრამის განაცხადის ფორმა, ბროშურა და ა.შ. ამოცანა14.1.5: იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ პირთა მიერ მათთან დაკავშირებულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის გამოხატვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. საქმიანობა: 14.1.5.1. იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთოკულტურულ ცხოვრებაში ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობა. ინდიკატორი: იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობისათვის განხორციელებული ღონისძიებების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დევნილთა კომპაქტურ დასახლებაებში ფუნქციონირებს 12 სახელოვნებო სკოლა: გორი, წეროვანი, მეტეხი, შაუმიანი, კოდა, თელიანი, შავშვები, სკრა, კარალეთი, ხაშური, მოხისი, ახალსოფელი, სადც ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები. წრეებში ჩართულია 700 - მდე მოსწავლე და დასაქმებულია 69 პედაგოგი. (2016 წლის ბიუჯეტი: 228 000 ლარი; 2017 წლის ბიუჯეტი: 208 000 ლარი). კონფლიქტით დაზარალებული და ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის კულტურულ პროცესებში ჩართვის მიზნით 2016-2017 წლებში განხორციელდა არაერთი პროექტი. მათგანე ერთ-ერთი „შემოსაზღვრე საქართველოს" 273 ფარგლებში რომელიც განხორცილედა ზუგდიდი, რუხი, გორი, დიცი, ტირძნისი და განმუხურში მოიცავდა შეხვედრებს, კინოჩვენებების, მუსიკალური კონცერტებს და ა.შ. ამაასთან სამინისტროს დახმარებით ლტოლვილ ბავშვთა ანსამბლმა "ქორული" მონაწილეობა მიიღო ქ. ბაქოში გამართულ ფესტივალზე "კავკასიური გაზაფხული" დევნილი ბავშვების კულტურულ ცხოვრებაში ჩრთვის მიზნით 2016 წელს განხორციელდა შემდეგი პროექტები:  „ახალგაზრდა გიდები“.  "მუზეუმი სკოლაში"  აქცია „ღამე მუზეუმში“  „მუზეუმები და კულტურული ლანდშაფტები“ სსიპ ,,ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმსა“ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის 2013 წლიდან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც, მიმდინარეობს: 1. მუზეუმის მისიის, სამუზეუმო საქმის სპეციფიკის გაცნობა და ფონდების დათვალიერება; 2. საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მიღება; 3. მოხალისეთა და ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში კვალიფიკაციის ამაღლება და შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურება; 4. მონაწილეობა არქეოლოგიურ და ეთნოლოგიურ ექსპედიციებში; 5. მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკით მომსახურეობა; 6. იძულებით გადაადგილებულ პირთა უფასო მომსახურეობა. ამოცანა14.1.6: დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქმიანობა 14.1.6.1. დევნილთათვის თანამონაწილეობრივი საგრანტო პროგრამის განხორციელება (ბენეფიციარზე 2000 ლარამდე), (საპილოტე/მიზნობრივი პროექტი). ინდიკატორი: 2016 წელს - 200 გრანტი; 2017 წელს - 400 გრანტი სტატუსი: სრულად შესრულებული დევნილთა საარსებო წყაროების გაუმჯობესების მიზნით, 2016 წელს სააგენტომ შეიმუშავა საგრანტო პროგრამა. საგრანტო კონკურსის გამოცხადებამდე სააგენტომ შეხვედრები გამართა პროგრამის სამიზნე რეგიონებში მოქმედ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მათ გააცნო პროგრამის ძირითადი ასპექტები. საგრანტო კონკურსის გამოცხადების შემდეგ ჩატარდა ღია კარის დღე, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაცია. კანონმდებლობის მიხედვით დადგენილი პროცედურების და კონკურსის გავლის შემდეგ, 2016 წლის 31 მაისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც პროექტების განხორციელება დაიწყეს 1 ივნისიდან. საგრანტო პროგრამა ვრცელდებოდა ოთხ რეგიონზე: სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. პროგრამის პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა სამინისტროს მიერ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული დევნილები. შესაბამისად, 274 სამიზნე რეგიონები და თითოეულ რეგიონში დასაფინანსებელი ბენეფიციარების რაოდენობა დადგინდა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროექტების განხორციელება დაიწყეს 2016 წლის 1 ივნისიდან და დაასრულეს 2016 წლის 30 ნოემბერს რა დროსაც ისინი წარმოადგენდნენ პერიოდულ ანგარიშებს. საერთო ჯამში დაფინანსდა 259 ბენეფიციარი, მათ შორის 132 (50,9%) ქალი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივები. 2016 წლის ბოლოს სააგენტომ დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის განხორციელება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (შემდგომში-FAO) ერთად, რომელიც ითვალისწინებდა სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების, სოციალური ინვესტიციებისა და სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ხელშემწყობი ინიციატივების დაფინანსებას. აღნიშნული პროგრამით ჩანაცვლდა, საქმიანობა 14.1.6.1-ში მითითებული საგრანტო პროგრამა. FAO-სთან ერთად განხორციელებული პრგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში დაფინანსდა 976 პროექტი, მათ შორის 48 სოციალური ინვესტიცია, მთელი საქართველოს მასშტაბით (საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა). ასევე, ჯგუფური და ინდივიდუალური პროექტები - 88 ჯგუფური და 840 ინდივიდუალური პროექტი. პროგრამა ორიენტირებული იყო უკიდურესად მოწყვლადი დევნილების დახმარებაზე. გარდა აღნიშნულისა, სააგენტომ 2017 წელს საპილოტე რეჟიმში განახორციელა სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წინასწარგანსაზღვრული პროფესიების კურსდამთავრებულ დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა კურსდამთავრებულთათვის სახელობო იარაღების გადაცემას. საერთო ჯამში დაფინანსდა 49 კურსდამთავრებული, რომლებსაც წლის ბოლოს გადაეცათ სახელობო იარაღები. საქმიანობა 14.1.6.2 იმ დევნილთა მხარდაჭერა, რომელთაც სურთ დაიწყონ ან გააფართოვონ სასოფლო-სამეურნეო აქტივობები მაგრამ ყოყმანობენ დაზღვევის პირობების გამო (5 ჰექტარზე ნაკლები მიწა) ინდიკატორი: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სადაზღვეო პროგრამაზე დევნილთა განცხადებების რიცხვი 2016 წელს გაზრდილია 300%-ით. 2017 წლის მიზნები განისაზღვრება 2016 წლის მეორე ნახევარში სტატუსი: სრულად შესრულებული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ა(ა)იპ სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოსთან აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვის მსურველ დევნილთა ხელშეწყობის მიზნით და პროგრამის შემუშავებისას იხელმძღვანელა აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დადგენილი პირობებით. პროგრამის შემუშავების პროცესში სააგენტო ასევე აქტიურად თანამშრომლობდა არა მარტო სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოსთან, არამედ ასევე პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებთან, რა მიზნითაც დაგეგმა და განახორციელა რამდენიმე შეხვედრა პარტნიორ ორგანიზაციებთან. 275 დევნილთა მხარდასაჭერად, ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ“, აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ სადაზღვეო კომპანიებთან ერთად, განახორციელა რიგი შეხვედრები და პრეზენტაციები, რათა გაეზარდა დევნილთა ინფორმირებულობა და შედეგად ჩართულობა აგროდაზღვევის პროგრამაში. 2016 წლის 25 მაისს სააგენტომ მმართველ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა "აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ დევნილთა დამატებითი სუბსიდირების პროგრამა." აღნიშნული პროგრამის მიხედვით, დევნილს, რომელიც ფლობს 5ჰა რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში უფინანსებს დამატებით 10% (მაქსიმუმ 200 ლარის ოდენობით). საერთო ჯამში, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მფლობელ დევნილს ორივე სააგენტოს ძალისხმევით უნაზღაურდება სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების 90%. დევნილ ბენეფიციართა იდენტიფიცირების მიზნით გაფორმდა მემორანდუმი სასოფლო-სამეურნეო პროექტების მართვის სააგენტოსთან. სააგენტოში პროგრამის ადმინისტრირების მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობა დამტკიცდა სააგენტოს დირექტორის ბრძანებით. კომისია ხელმძღვანელობს პროგრამის მიხედვით გაწერილი კრიტერიუმებით. 2016 წლის განმავლობაში ჯამში 223-მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა ისარგებლა აგროდაზღვევის პროგრამით. 2015 წელთან მიმართებაში პროგრამაში ჩართულ დევნილთა რაოდენობა გაზრდილია 365%-ით. 2017 წელს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩაერთო 288 იძულებით გადაადგილებული პირი , რაც 2016 წელთან შედარებით 29%-ით მეტია. სააგენტო რეგულარულად ახორციელებდა საინფორმაციო კამპანიებს დევნილთა დროული და ეფექტური ინფორმირებისთვის, სადაც გათვალისწინებული იყო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც. საინფორმაციო კამპანიის შედეგად წინა წელთან შედარებით 22,5 %-ით გაიზარდა აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ დევნილთა რაოდენობა. ამოცანა 14.1.7: დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობა საქმიანობა: 14.1.7.1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ყველა დევნილ სტუდენტს, რომელიც 2016 წელს ჩაირიცხება პროფესიული განათლების საჯარო დაწესებულებაში საჭიროების მიხედვით მიეცემა დახმარება ინდიკატორი: 2016 წელს პროფესიული განათლების საჯარო დაწესებულებაში ჩარიცხულ ყველა დევნილ სტუდენტს გამოეყოფა დახმარება; 2017 წლის მიზნები განისაზღვრება 2016 წლის მეორე ნახევარში სტატუსი: სრულად შესრულებული უკიდურესად მოწყვლად დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო განათლების სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს „სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას,“ რომელიც საარსებო წყაროების სააგენტოს მმართველმა საბჭომ 2016 წლის 14 ივნისს დაამტკიცა და პროგრამა ამოქმედდა 2016 წლის ივნისს. პროგრამის ადმინისტრირების მიზნით შექმნილი კომისია რომელიც თვეში 2 ჯერ იკრიბება, ხელმძღვანელობს წინასწარ დადგენილი კონკრეტული კრიტერიუმებით. პროგრამით გათვალისწინებული იყო 2016 წელს სახელმწიფო პროფესიულ 276 საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სოციალურად დაუცველ დევნილთა მხარდაჭერა, კერძოდ ტრანსპორტირების ან საცხოვრებელი ფართის ქირის ხარჯების ანაზღაურება. პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა და მოკლე აღწერა ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა ყველა იმ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც საგაზაფხულო მიღების შედეგად ჩაირიცხნენ სოციალურად დაუცველი დევნილები. ასევე, პროფესიულ სასწავლებლებს გაეგზავნათ განაცხადის ფორმა, რომელიც უნდა შეავსოს პროგრამაში ჩართვის მსურველმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა. საერთო ჯამში, 2016 წელს საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღებაზე პროფესიულ კოლეჯებში ჩაირიცხა 266 სოციალურად დაუცველი დევნილი მათგან 110-მა განაცხადით მომართა სააგენტოს. პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, გაფორმდა მემორანდუმი ყველა სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სადაც 2016 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩაირიცხნენ იძულებით გადაადგილებული პირები. 2016 წლის ბოლოს სამინისტრომ განახორციელა საარსებო წყაროების პროგრამების ბენეფიციარი დევნილების შეფასებების კვლევა, რომლის ერთ-ერთი მიგნების თანახმად, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების არა მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს, არამედ ყველა ბენეფიციარ დევნილს ესაჭიროებოდა ტრასპორტირების ხარჯების ანაზღაურება. კვლევის შედეგად, 2017 წელს მოხდა „სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ მოდიფიცირება და პროგრამა გავრცელდა სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ საჭიროების მქონე ყველა დევნილზე. აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადების მიღება ხდება წელიწადში ორჯერ, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის პროცესის პარალელურად. საერთო ჯამში, 2017 წელს მიღებულ იქნა 399 განაცხადი, რომელთაგან დადებითი გადაწყვეტილება მიღებულია 371-ზე, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებულია 28 განაცხადზე. ამოცანა: 14.1.8 დევნილის სტატუსიდან, ტრანსფორმირების რეფორმის მომზადება დახმარების მექანიზმის საჭიროებებზე საქმიანობა 14.1.8.1 სათანადო კვლევის ჩატარება და მოპოვებული მონაცემების ანალიზი სარეკომენდაციო დოკუმენტის შესამუშავებლად ინდიკატორი: სარეკომენდაციო დოკუმენტი შემუშავებულია და იგი შეიცავს დროში გაწერილ და ფინანსურად დასაბუთებულ რეფორმების ვარიანტებს სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის პირველ ნახევარში განხორციელდა მოსამზადებელი სამუშაოები მონაცემების მოძიებისა და დამუშავების მიმართულებით. ვინაიდან დევნილების საერთო ჯგუფიდან შეიძლება გამოიყოს ისეთი ქვეკატეგორიები, რომელთათვისაც დამახასიათებელია განსაკუთრებული მოწყვლადობა, განსხვავებული საჭიროებების იდენტიფიცირების, არსებული სისტემის პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით 2016 წლის პირველ კვარტალში დამუშავდა სხვადასხვა 277 ორგანიზაციების მიერ დევნილთა ჩატარებული კვლევის შედეგები. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ აღნიშნულ საკითხზე 2015 წელს დაწყებული მსოფლიო ბანკის კვლევის საბოლოო ვერსია ხელმისაწვდომი გახდა 2016 წლის დასაწყისში და ასევე განხორციელდა შედარებითი კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სოციალური დახმარების პროგრამების შესახებ. გარდა ამისა, გამოთხოვილ იქნა დევნილთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები სხვადასხვა უწყებებიდან, მათ შორის მუნიციპალიტეტების მიერ დევნილებისთვის ფულადი თუ ნატურით გაწეული დახმარებების შესახებ. ევროკავშირის დაფინანსებითა და ტექნიკური დახმარების პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა დევნილთა განსახლების საჭიროებების კვლევა და კოლექტიური ცენტრების პროფაილინგი. 2016-2017 წლებში, შემუშავებულ იქნა დევნილთა შემწეობის სისტემის შესახებ ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება აღნიშნულ საკითხზე არსებული კვლევებისა და სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობით, შემუშავდა დევნილის შემწეობის სისტემაში შესატანი ცვლილებების ალტერნატივები და შედეგები წარედგინა დევნილთა საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ მხარეებს, კომენტარებისთვის. გაიმართა აღნიშნულ საკითხზე მომუშავე ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრები და საკითხი გატანილ იქნა განსახილველად სამეთვალყურეო საბჭოზე. დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის დევნილებთან, მიმდინარეობს დამატებითი კონსულტაციები შემწეობის სიტემაში ცვლილების განხორციელების შესახებ. დევნილის შემწეობის სისტემაში ცვლილები შემდგომში წარედგინება საქართველოს მთავრობას რის შემდეგაც საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება საქართველოს პარლამენტს. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 19 14 3 შეუსრულებელი 2 0 15. მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელ და თავშესაფრის მქონე პირთა უფლება მიზანი: 15.1. მიგრანტებისათვის საინტეგრაციო მომსახურების გაუმჯობესება; ასევე ტრეფიკინგის პრევენცია და მიგრანტთა ტრეფიკინგისაგან დაცვა 38 ამოცანა 15.1.1. საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების წარმატებული ინტეგრაციის ინდიკატორების შემუშავება და ამ მონიტორინგისთვის აუცილებელი მონაცემების შეგროვების გაუმჯობესება. 38 იხ. სამოქმედო გეგმის მე-7 თავი ტრეფიკინგი. 278 ინდიკატორების საქმიანობა: 15.1.1.1. საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების ინტეგრაციის ინდიკატორების შემუშავება. ინდიკატორი: ინტეგრაციის შეფასების შემუშავებული ინდიკატორების რაოდენობა (მინ. 5) სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოახდინა საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების წარმატებული ინტეგრაციის 5 ინდიკატორის შემუშავება. აღნიშნული ინდიკატორების მიხედვით განხორციელდა საგრანტო წინადადების მომზადება ორგანიზაციებისათვის. სამოქალაქო და გამოქვეყნება შემუშავებული განათლების კონკურში მონაწილე არასამთავრობო ინდიკატორები: ქართული ენის საფუძვლების სწავლება; სწავლება; სოციალურ-კულტურული მიმართულებით ცნობიერების ამაღლება; საკონსულტაციო სერვისის შექმნა სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობის მიზნით; კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება. საქმიანობა: 15.1.1.2. ინტეგრაციის ინდიკატორების საფუძველზე განხორციელდა ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის შეფასება და შემუშავდა რეკომენდაციები პროცესის გაუმჯობესების მიზნით; ინდიკატორი: 1) მომზადებული შეფასების ანგარიში (1); არსებული რეკომენდაციების რაოდენობა (3); სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2017 წლის 20 აპრილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც დარეგულირდა „საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და სამინისტროს მხრიდან აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი. მოცემულის ფარგლებში, 2017 წელს მომზადდა მონიტორინგის ორი დასკვნა/ანგარიში (შიდა მოხმარების დოკუმენტი). დასკვნებში აისახა პროგრამის, როგორც შინაარსობრივი ასევე, ფინანსური მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და რეკომენდაციები. მონიტორინგის დასკვნები შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინა საგრანტო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები (UNHCR, ICMPD). პროგრამა სრულდება 2018 წლის 20 აპრილს, რომლის დასრულების შემდგომაც მომზადდება საბოლოო მონიტორინგის დასკვნა. ამოცანა: 15.1.2. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა ნატურალიზაციის ხელშეწყობისთვის სწავლების ინტენსიური პროგრამების დახვეწა და რეგულარულად შეთავაზება სასკოლო ასაკის ლტოლვილებისთვის. 279 საქმიანობა: 15.1.2.1. ქართული ენის (დამატებით ხელოვნება, მუსიკა, სპორტი) სწავლების ინტენსიური პროგრამების განვითარება და შეთავაზება (6-დან 18 წლამდე). ინდიკატორი: ქართული ენის კურიკულუმი ადაპტირებულია უცხოელებისათვის; ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისათვის (6-დან 18 წლამდე) სასწავლო კურსი დანერგილია (ხანგრძლივობა 1 წელი ) კურსის მსმენელთა რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო ქვეპროგრამას“. ქვეპროგრამის მიზანია თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანთათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება და დაფინანსება, ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შესაძენად, რომელიც აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად; კურსი მოიცავს ორ სემესტრს რაც გულისხმობს ქართული ენის სწავლებას A1 და A2 დონის შესაბამისად და ენის გაკვეთილების გარდა მოიცავს ხელოვნების, სპორტის, მუსიკის ელემენტების გამოყენებას, ენის სწავლების კომპონენტის გაძლიერების მიზნით დღეში არაუმეტეს 4, ხოლო კვირაში კი 18 გაკვეთილს, მათ შორის 10 გაკვეთილი ქართულში, 2 მუსიკაში, 3 სპორტში, 3 ხელოვნებაში) 2016 წელს აღნიშნულ პროგრამას ახორციელებდა სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლა და სკოლის ქართულ ენას 7 კვალიფიციური პედაგოგი. ჩარიცხული 69 მოსწავლიდან პროგრამა წარმატებით დაასრულა (ტესტირება, გასაუბრება) 11-მა ბენეფიციარმა. დანარჩენები არ გამოცხადდნენ გამოცდაზე სხვადასხვა მიზეზის გამო. 2017 წლეს პროგრამას კვლავ ახორციელებდა სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლა. ჩარიცხული 16 მოსწავლიდან პროგრამა წარმატებით დაასრულა (ტესტირება, გასაუბრება) 2მა ბენეფიციარმა. დანარჩენები არ გამოცხადდნენ გამოცდაზე სხვადასხვა მიზეზის გამო. ამოცანა: 15.1.3. საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2013-2020 წ.წ.) და განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების დოკუმენტის შესაბამისად, ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიის დახვეწა, რაც დადებითად აისახება ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარებაზე. საქმიანობა: 15.1.3.1. მიღებული ფორმალური განათლების არაფორმალური განათლების აღიარების წესის შემუშავება ჩათვლისა ინდიკატორი: მინიმუმ ერთ კვალიფიკაციაზე ხორციელდება განათლების აღიარება და ფორმალური განათლების ჩათვლა არაფორმალური სტატუსი: სრულად შესრულებული 280 და 2016 წელს დასრულდა მუშაობა მიღებული ფორმალური განათლების ჩათვლისა და არაფორმალური განათლების აღიარების წესის პროექტზე. შემუშავდა არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფცია და ასევე მზად არის არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების წესში შესატანი ცვლილებების პროექტი. შემუშავდა შესაბამისი მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც განხორციელდა არაფორმალური განათლების აღიარების პილოტირება 3 პროგრამაზე: მეფუტკრე, აგრარული ტექნიკის მექანიკოსი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. პილოტირება ჩატარდა 3 კოლეჯში (აისი, ოპიზარი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა). პილოტირებისათვის რომელიც განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის (MCA) ფინანსური დახმარებით, შერჩეულ იქნა ორი სფერო (სოფლის მეურნეობა და ინფორმაციული ტექნოლოგიები). შერჩეულ სფეროებში, 2016 წლის ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელდა პილოტირება მე-3 საფეხურის პროფესიულ პროგრამებზე მეფუტკრეობა, სოფლის მეურნეობა და ინფორმაციული ტექნოლოგიები. პილოტირების რეჟიმში გამოვლინდა რეკომენდაციები, რომელიც აისახა არაფორმალური განათლების აღიარების წესის ახალ პროექტში. შემუშავდა არაფორმალური განათლების აღიარების სახელმძღვანელო. 2017 წელს არაფორმალური განათლების აღიარების წესის პროექტი განსახილველად და დასამტკიცებლად გაეგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ამასთან, არაფორმალური განათლების აღიარებაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობის გაძილერების მიზნით, ცენტრის ინიციატივით და პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის MCA პროგრამის მხარდაჭერით, ახალ მეთოდოლოგიაში ტრენინგი ჩაუტარდა ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლებიც ახორცილებენ 3 საფეხურის პროფესიულ მოდულურ პროგრამებს. ტრენინგები განხორციელდა 2017 წლის ზაფხულში. ახალი კანონის საფუძველზე არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლბელობა იქნება მე-4 და მე-5 საფეხურის პროფესიული განათლების ფარგლებშიც და ამის შედეგად შესაბამისი ცვლილებები აისახება არაფორმალური განათლების აღიარების წესის პროექტშიც. ამოცანა: 15.1.4. საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების ჩართვა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში. საქმიანობა: 15.1.4.1. კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება ინდიკატორი: მთავრობის დადგენილების პროექტი შემუშავებულია; სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის N238 დადგენილებით დამტკიცდა „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის სამიზნე ჯგუფში სხვა მოწყვლად ჯგუფებთან ერთად წარმოდგენილი არიან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, დაბრუნებული მიგრანტები, 281 რომლებსაც სხვა თანაბარ პირობებში, პროგრამით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დადგენილებით გათვალისწინებული სამინისტროს ვალდებულებების შესრულების კოორდინაციას, კერძოდ: უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ინფორმირებას; კოორდინაცია გაუწიოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების მომზადების პროცესს, განიხილოს შემოსული განაცხადები და უზრუნველყოს შესაბამისი რეაგირება პროგრამებში არსებული ხარვეზების გასწორების მიზნით; უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი პროგრამების დამუშავება/დამუშავების კოორდინაცია სპეციალურ ფორმატში და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მიწოდება. 2016-2017 წლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით 2 ჯერ გამოაცხადა განაცხადების მიღება მოკლევადიანი მომზადებაგადამზადების პროგრამების განსახორციელებლად მოთხოვნად პროფესიებში ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში. შემოსული განაცხადები და მომზადებული პროგრამები დადგენილების შესაბამისად მიეწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ ინფორმაციის შესაბამისად ანახლებს რეესტრს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში იყენებს სოციალური მომსახურების სააგენტო. საქმიანობა: 15.1.4.2. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამაში ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა ჩართვა. ინდიკატორი: ინფორმირებული სამიზნე ჯგუფის წევრების რაოდენობა მინ. 40%-ს (წყარო: მონიტორინგის ანგარიში); სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის N238 დადგენილებით დამტკიცებული „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა პირებს მონაწილეობა არ მიუღიათ. 2016 წლის მომზადება-გადამზადების კომპონენტის ფარგლლებში სასწავლო ვაუჩერი გაიცა 2125 სამუშაოს მაძიებელზე და სრული კურსი გაიარა 1804 სამუშაოს მაძიებელმა. დღეის მდგომარეობით მომზადება-გადამზადების კომპონენტის ფარგლებში, კურსდამთავრებულთაგან დასაქმებულია 534 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 14 შშმ პირი. 2017 წელს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 04 აპრილს N182 დადგენილებით დამტკიცებული „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთა პირებს მონაწილეობა არ მიუღიათ. 282 2017 წლის მომზადება-გადამზადების კომპონენტის ფარგლლებში სასწავლო ვაუჩერი გაიცა 2360 სამუშაოს მაძიებელზე და სრული კურსი გაიარა 2130 სამუშაოს მაძიებელმა. საანგარიშო პერიოდისათვის მომზადება-გადამზადების კომპონენტის ფარგლებში, კურსდამთავრებულთაგან დასაქმებულია 551 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 7 შშმ პირი. საქმიანობა: 15.1.4.3 საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის პროფესიული განათლების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ ან/და მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინდიკატორი: ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა რომლებმაც მიიღეს სახელმწიფო დაფინანსება სტატუსი: სრულად შესრულებული „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებაში 2016 წლის №239 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის პროფესიული განათლების დაფინანსება გაიცემა სახელმწიფოს მიერ ან/და მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში; 2016 წელს დაფინანსდა ჩარიცხული 1 სტუდენტი ხოლო 2017 წელს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ლტოლვილის ან/და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტი არ დაფიქსირებულა. ამოცანა: 15.1.5 საქართველოში უცხოელთა ინტეგრაციის პოლიტიკის დახვეწისა და ინსტიტუციონალიზაციის მიზნით გამოკვეთილი საჭიროებების შესწავლა. საქმიანობა: 15.1.5.1. უცხოელთა ინტეგრაციის საკითხების კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფის სამუშაო გეგმის შემუშავება და განხორციელება. ინდიკატორი: სამუშაო გეგმა შემუშავებულია; სამუშაო შეხვედრების რაოდენობა (3 წელიწადში); სტატუსი: ნაწილობრვ შესრულებული მიგრაციის საკითხთა სამთავრო კომისიის ფარგლებში, უცხოელთა წარმატებული ინტეგრაციისა და მიგრაციის სტრატეგიის წარმატებულად განსახორციელებლად ორი სამუშაო ჯგუფის ბაზაზე (უცხოელთა ინტეგრაციის და რეინტეგრაციის საკითხთა კონსოლიდაციის) შეიქმნა ინტეგრაციის საკითხების სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (კოორდინატორი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის 283 სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოწვეული სტატუსით) და საგარეო საქმეთა სამინისტრო (როგორც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფლებამონაცვლე). სამუშო ჯგუფის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეთხოვა, 2017 წლის ბოლომდე წარმოადგინოს ჯგუფების გაერთიანებისა და კოორდინაციის ფუნქციის გადაბარების შედეგად მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებები, შეიმუშაოს უცხოელთა ინტეგრაციის კუთხით საქმიანობის მონახაზი და 2018 წლის დასაწყისში ჯგუფის შეხვედრაზე წარადგინოს პოლიტიკის ხედვა და მიმართულებები. საქმიანობა: 15.1.6.1. უცხოელი მოსწავლეებისათვის და მათი სპეციალიზებული სასწავლო პროგრამის კურიკულუმის შემუშავება. მშობლებისთვის ინდიკატორი: სასწავლო პროგრამის კურიკულუმი შემუშავებულია (დოკუმენტი); სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2014 წელს განათლების სამინსიტროს მიერ შეიქმნა ელექტრონული ვებ-გვერდი39 “ქართული როგორც უცხო ენა’ რომელზეც წარმოდგენილია სასწავლო და დამხმარე მასალები დონეების მიხედვით. აღნიშნულ ვებ პლათფორმასთან დაკავშირებით როგორც განათლების სამინისტროს ისე საგარეო საქმეთ სამინისტროს მიერ ყოველ წლიურად ვრცელდება ინფორმაცია ბროშურებისა თუ ვებ-გვერდების საშუალებით. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაცია გთხოვთ იცილოთ, 15.1.2.1 - აქტივობის შესრულების ანგარიში. საქმიანობა: 15.1.6.2. უცხოელი მოსწავლეებისათვის ქართულ სკოლებში სასწავლო პროგრამების განხორციელება. ინდიკატორი: მოსწავლეთა რაოდენობა (მინ. 50); სკოლების რაოდენობა (2); სტატუსი: უმეტესად შესრულებული აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ, 15.1.2.1 - აქტივობის შესრულების ანგარიში. ამოცანა: 15.1.7. არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურის შემუშავება და დახვეწა, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. საქმიანობა: 15.1.7.1. არაფორმალური განათლების აღიარების წესისა და პირობების შემუშავება-დამტკიცება. 39 http://geofl.ge 284 ინდიკატორი: საკანონმდებლო აქტის ცვლილება პილოტირებისთვის შერჩეულია სფეროები (მინ. 2); მომზადებულია (1); სტატუსი: სრულად შესრულებული აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ, 15.1.3.1 - აქტივობის შესრულების ანგარიში. ამოცანა: 15.1.8. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში იმიგრანტების ჩართვის მხარდაჭერა. საქმიანობა: 15.1.8.1. მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება პროფესიული განათლების სისტემაში ქართული ენის შემსწავლელი კურსების დანერგვის მიზნით ინდიკატორი: ბენეფიციართა რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის საგაზაფხულო მიღებიდან, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ამოქმედდა ქართული ენის შემსწავლელი ინტეგრირებული მოდული, რომელიც ამ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისთვის არის ხელმისაწვდომი. 2016 წელს ქართული ენის მოდულზე სწავლობდა 13 სტუდენტი, ხოლო 2017 წელს 34 სტუდენტი. საქმიანობა: 15.1.8.2. საქართველოში კანონიერად მყოფი უცხოელების, მათ შორის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების ჩართვა პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებში. ინდიკატორი: სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა შემუშავებული და დანერგილია (მინ. 3 დონე); კომპიუტერული ტექნოლოგიების სასწავლო კურსი შემუშავებული დანერგილია (წელიწადში 2); სერვისით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა (მინ. 50 წელიწადში); სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ, 15.1.4.3 და 15.1.8.1 აქტივობების შესრულების ანგარიში. მიზანი: 15.2. საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა ამოცანა: 15.2.1. სარეინტეგრაციო პროგრამების მდგრადი დაფინანსება და მათი შესაძლებლობების გაზრდა საჭიროებების შეფასებასა და პროგნოზებზე დაყრდნობით. საქმიანობა: 15.2.1.1. არსებული სარეინტეგრაციო პროგრამების განხორციელების შეფასება და შემდგომი საჭიროებების დადგენა. 285 ინდიკატორი: 2016 შეფასების ანგარიში მომზადებულია (წელიწადში 1); 2017 ათვისებულია ბიუჯეტი შესაბამისი რეგიონებისა და სარეინტეგრაციო დახმარების სერვისების მიხედვით; სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მიერ განხორციელდა არსებული სარეინტეგრაციო პროგრამების შეფასება გარე შემფასებლის მიერ (შიდა მოხმარების დოკუმენტი). 2017 წლის აპრილში მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს მიერ განხორციელდა “საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის საბოლოო მონიტორინგი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ სახელმწიფო პროგრამისთვის განკუთვნილი თანხის 93% იქნა ათვისებული იმ რეგიონებისა და სარეინტეგრაციო დახმარების სერვისების გათვალისწინებით, რომლებსაც სახელწიფო პროგრამა ფარავდა. მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს მიერ მომზადდა 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის ანგარიში. 2017 წლის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ (2017 წლის 20 აპრილი) მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს მიერ განხორციელდა მათი საქმიანობის 6 თვის მონიტორინგი. თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი საქმიანობა და თანხების ათვისება. 2017 წლის პროგრამის მეორე შუალედური მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ათვისებულ იქნა სახელმწიფო პროგრამისთვის განკუთვნილი თანხის 55.6%. მიმდინარე პერიოდში კვლავ ხორციელდება დაბრუნებული მიგრანტებისთვის შესაბამისი სარეინტეგრაციო სერვისებით უზრუნველყოფა, რამდენადაც 2017 წლის პროგრამა სრულდება 2018 წლის თებერვალში. საქმიანობა: 15.2.1.2. მობილურობის ცენტრების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი) ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ინდიკატორი: ბენეფიციართა რაოდენობა (წელიწადში ჯამში მინ. 100); მობილურობის ცენტრების წლიური ანგარიშები; სტატუსი: სრულად შესრულებული საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მობილურობის ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. 2016 წელს მობილურობის ცენტრებში სხვადასხვა სახის სარეინტეგრაციო დახმარება დაუფინანსდა 275 დაბრუნებულ მიგრანტს. 2017 წლიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის "მობილურობის ცენტრებმა" ქ. თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში დაასრულეს ბენეფიციართა რეინტეგრაციის მხარდამჭერი სერვისების დაფინანსება და სახელმწიფომ სრულად გადმოიბარა სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციაზე ზრუნვის ვალდებულება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ მომზადდა პროგრამის საერთო ანგარიში, 286 რომელიც 2017 წლის 26 ივნისს წარედგინა მსსკ-ს წევრ უწყებებს სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში. საქმიანობა: 15.2.1.3. სახელმწიფო პროგრამების განხორციელება. ბიუჯეტის დაფინანსებით, სარეინტეგრაციო ინდიკატორი: მინისტრის ბრძანება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დამტკიცების შესახებ (წელიწადში 1); სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საგრანტო კომისიის მიერ დამტკიცებული საგრანტო პირობები (წელიწადში 1); საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებები (წელიწადში მინ. 1); შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული პროექტების მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება (წელიწადში 2); სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 2 მარტის N1391 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ N0012016 საგრანტო პროგრამა, რომელიც მოიცავს 6 საგრანტო მიმართულებას და დაფინანსების საერთო მოცულობაა 600 000 ლარი. საგრანტო პროგრამის საფუძველზე, 2016 წლის 7 მარტს გამოცხადდა საგრანტო კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული საგრანტო კომისიის მიერ შემუშავებული საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები. 2016 წლის 29 მარტს ამავე საგრანტო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა საგრანტო განაცხადები და თოთოეულ მიმართულებაზე გამარჯვებული (სულ 6) არასამთავრობო ორგანიზაცია გამოავლინა რომლებთანაც 2016 წლის 30 მაისსა და 31 მაისს გაფორმდა ხელშეკრულებები. გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების თანახმად, განხორციელდა 2 მონიტორინგი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მდგომარეობას 5 თვის მდგომარეობით (31.05.2016-31.10.2016). და მოიცავს როგორც ფინანსურ ნაწილს, ისე პროგრამულ ნაწილს. მონიტორინგის დასკვნები წარედგინა საგრანტო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2017 წლის აპრილში მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს მიერ განხორციელდა “საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის საბოლოო მონიტორინგი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ სახელმწიფო პროგრამისთვის განკუთვნილი თანხის 93% იქნა ათვისებული იმ რეგიონებისა და სარეინტეგრაციო დახმარების სერვისების გათვალისწინებით, რომლებსაც სახელწიფო პროგრამა ფარავდა. 2017 წლის 2 თებერვალს მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ № 001-2017 პროგრამა და გამოცხადდა საგრანტო კონკურსი. საგრანტო კონკურსის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები და 2017 წლის 20 აპრილს გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულებები 6 საგრანტო მიმართულებაზე. სახელმწიფო პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურებისა და 287 მედიკამენტების დაფინანსებას, ასევე ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას; შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსებას; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება/გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობას; საცხოვრისით დროებით უზრუნველყოფას. პროგრამით გათვალისწინებულია ასევე არალეგალური მიგრაციის რისკებისა და სახელმწიფო სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისადმი მიმართული საინფორმაციო შეხვედრების განხორციელება და სახელმწიფო პროგრამის ინფორმაციული უზრუნველყოფა. 2017 წლის პროგრამაში, 2016 წლის დაფარვის რეგიონებს დაემატა იმერეთისა და კახეთის რეგიონები და სახელწიფო პროგრამამ მოიცვა საქართველოს მთელი ტერიტორია (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). 2017 წლის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, განხორციელდა 2 შუალედური მონიტორინგი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების 6 თვის მდგომარეობას (20.04.2017-20.10.2017). მომზადდა მონიტორინგის დასკვნები, რომლებიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ისე პროგრამულ ნაწილს. მონიტორინგის დასკვნები წარედგინა საგრანტო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც სამინისტროს, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2017 წლის 20 ოქტომბრის მდგომარეობით პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ათვისებულ იქნა საგრანტო თანხის 55.6%. საანგარიშო პერიოდში თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს შესაბამისი საქმიანობა და თანხების ათვისება. აღნიშნული შესახებ საბოლოო მონაცემები დამუშავება დაიწყო 2017 წლის პროგრამის დასრულების (2018 წლის 20 თებერვალი) შემდგომ. საქმიანობა: 15.2.1.4. სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა მსსკ-ის სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის სამუშაო ჯგუფისთვის ინდიკატორი: სამუშაო ჯგუფის შეხვედრების რაოდენობა (წელიწადში მინ. 2); სტატუსი: უმეტესად შესრულებული საანგარიშო პერიოდში გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის „სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის 2 შეხვედრა (2016 წლის 10 აგვისტოს და 2017 წლის 28 ივნისს). შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის განმახორციელებელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 2016 წლის შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამისა და ორი თვის განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა, ასევე, წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. 2017 წლის შეხვედრაზე წევრებსა და შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის პროგრამის შედეგები ანგარიშის სახით, რომელმაც მოიცვა დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის თითოეული მიმართულებისა და გამოკვეთილი სტატისტიკური 288 მონაცემების შესახებ. ასევე, ჯგუფის შეხვედრაზე წარდგენილ იქნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის „მობილურობის ცენტრების“ საქმიანობის ანგარიში. საქმიანობა: 15.2.1.5. სახელმწიფო სარეინტეგრაციო დაფარვის გაზრდა. პროგრამების რეგიონული ინდიკატორი: სარეინტეგრაციო პროგრამების დაფარვა 2016 წელს გაიზარდა მინიმუმ 1 რეგიონით; სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამების დაფარვა გაიზარდა 2 რეგიონით, კერძოდ აჭარა და გურია. 2017 წლის პროგრამის ფარგლებში, გასული წლის დაფარვის რეგიონებს - ქ. თბილისს, ქვემო ქართლს, მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლს, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს, აჭარასა და გურიას დაემატა იმერეთისა და კახეთის რეგიონები და სახელწიფო პროგრამამ მოიცვა საქართველოს მთელი ტერიტორია. საქმიანობა: 15.2.1.6. IOM-ისგან მობილურობის ცენტრების ფუნქციების სახელმწიფოს მიერ გადაბარების პროცესის უზრუნველყოფა. ინდიკატორი: რეგიონების რაოდენობა (4); მობილურობის ცენტრების ფუნქციონირების ანგარიში მომაზადებულია. სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წლის პროგრამაში, გასული წლის დაფარვის რეგიონებს - ქ. თბილისს, ქვემო ქართლს, მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლს, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთს, აჭარასა და გურიას დაემატა იმერეთისა და კახეთის რეგიონები და სახელწიფო პროგრამამ მოიცვა საქართველოს მთელი ტერიტორია (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). აღნიშნულით, სამინისტრომ სრულად გადაიბარა დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის ვალდებულება. შესაბამისად, 2017 წლიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის "მობილურობის ცენტრებმა" ქ. თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში დაასრულეს ბენეფიციართა რეინტეგრაციის მხარდამჭერი სერვისების დაფინანსება. 2017 წლის 26 ივნისს გაიმართა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის მე-14 შეხვედრა. ლტოლვილთა სამინისტრომ, როგორც აღნიშნული ჯგუფის კოორდინატორმა, ჯგუფის წევრებს გააცნო „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის შედეგები, გარე შემფასებლის მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიში, ასევე, წარდგენილ იქნა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) „მობილურობის ცენტრების“ საქმიანობის შედეგები და მიგნებები და IOM-ის მიერ მომზადებული რეინტეგრაციის გზამკვლევი. ამოცანა: 15.2.2. საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის რეინტეგრაციის პროგრამების სტატისტიკის დამუშავება და ანალიზი. 289 საქმიანობა: 15.2.2.1. სარეინტეგრაციო პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფა. ინდიკატორი: სარეინტეგრაციო პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა სტატისტიკის ანგარიში (წელიწადში მინ. 2); სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების მიზნით ამჟამად იყენებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შექმნილ მონაცემთა ბაზას. 2016 წლის პროგრამის ფარგლებში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირდა 398 დაბრუნებული მიგრანტი, რომელთაგან სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსების სერვისით ისარგებლა 49 ბენეფიციარმა, მათგან ფსიქოლოგიური დახმარება გაეწია 7 პირს, სოციალური პროექტი დაუფინანსდა 128 დაბრუნებულ მიგრანტს, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების“ პროგრამაში გადამისამართდა 30 ბენეფიციარი, დროებითი განთავსება დაუფინანსდა 2 დაბრუნებულ მიგრანტს, იურიდიული დახმარება დაუფინანსდა 12 დაბრუნებულ მიგრანტს. 2017 წლის პროგრამის სტატისტიკის შუალედური ანგარიშის შესაბამისად 2017 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით პროგრამას მომართა 459-მა დაბრუნებულმა მიგრანტმა, რომელთაგან სოციალური პროექტები დაუფინანსდა 100 ბენეფიციარს, სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ფსიქო სოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდა 53 ბენეფიციარს, "სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებაგადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების" საელმწიფო პროგრამაში გადამისამართებულ იქნა 36 ბენეფიციარი, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფილ იქნა 13 დაბრუნებული მიგრანტი. საქმიანობა: 15.2.2.2. სარეინტეგრაციო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიზი სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის სრულყოფის მიზნით. ინდიკატორი: მომზადებულია ანგარიში რეკომენდაციები (მინ. 2 წელიწადში); (წელიწადში 1); შემუშავებულია სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წელს ევროკავშირის დახმარებით მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მიერ კვლევის განხორციელებისას (შიდა მოხმარების დოკუმენტი) გამოყენებულ იქნა სარეინტეგრაციო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მონაცემთა ბაზიდან მიღებული ინფორმაცია და შესაბამისი რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლები. აღნიშნული საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები, გათვალისწინებულ იქნა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის საგრანტო პროგრამის შემუშავებისას. საერთაშორისო ექსპერტის მიერ ასევე შეფასებულ იქნა 2016 წლის პროგრამა და მასში 290 ასახული რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2018 წლის საგრანტო პროგრამის შემუშავებისას. საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის სარეინტეგრაციო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა შესახებ არსებული მონაცემები მოიცვა 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის ანგარიშმა, რომელიც 2017 წლის 26 ივნისს წარედგინა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სარეინტეგრაციო საკითხთა კონსოლიდაციის თემატურ სამუშაო ჯგუფს. გამომდინარე იქიდან რომ 2017 წლის პროგრამის განხორციელების პერიოდი მოიცავს 2018 წლის დასაწყისს, 2017 წლის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა მონაცემების სრული ანალიზი განხორციელდება 2018 წლის დასაწყისში. ამოცანა: 15.2.3. საზღვარგარეთ კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სარეინტეგრაციო პროგრამის შემუშავება. საქმიანობა: 15.2.3.1 საზღვარგარეთ კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო საჭიროებების კვლევა. ინდიკატორი: კვლევის შედეგების ანგარიში (1); რეკომენდაციების რაოდენობა (მინ. 5). სტატუსი: შეუსრულებელი სამინისტროში ფინანსური და ადამიანური რესურსების სიმწირის გამო წარმოიქმნა დონორთა დახმარების საჭიროება, თუმცა მიმდინარე პროცესების მიუხედავად, მათთან ვერ მოხერხდა საბოლოო შეთანხმება, რის შედეგადაც ვერ განხორციელდა აღნიშნული აქტივობა არსებული ადმინისტრაციული რესურსით. საქმიანობა:15.2.3.2. უწყებათაშორისი რეფერალური მექანიზმის საზღვარგარეთ კანონიერი საფუძვლით მყოფი დაბრუნებული რეინტეგრაციისთვის. განვითარება მიგრანტების ინდიკატორი: 1) ანგარიში სხვადასხვა პროგრამების შესახებ (წელიწადში 1); გადამისამართებული ბენეფიციარი (წელიწადში მინ.10); სტატუსი: შეუსრულებელი აღნიშნული საქმიანობის შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ 15.2.3.1 საქმიანობისათვის მითითებულ ტექსტში საქმიანობა: 15.2.3.3. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ჩართვის უზრუნველყოფა. ინდიკატორი: საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების პროფესიული გადამზადების პროგრამის სარგებლობის თაობაზე ანგარიში (წელიწადში 1); სტატუსი: შეუსრულებელი 2016-2017 წლებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს მონაწილეობა არ 291 მიუღიათ. პროგრამის განმახორციელებელმა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტომ აქტიურად ითანამშრომლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან, რათა მომხდარიყო დაბრუნებული მიგრანტების ჩართვა პროგრამაშო. მათი მხრიდან ვერ მოხერხდა ზემოაღნიშნული სტატუსის ბენეფიციარების მიწოდება სააგენტოსთვის. მიზანი: 15.3. „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა ამოცანა: 15.3.1. თავშესაფრის სისტემის საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა საქმიანობა: 15.3.1.1. საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღების შედეგად შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებების მომზადება და მიღება. ინდიკატორი: კანონქვემდებარე აქტების რაოდენობა (5); სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მომზადდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღების შედეგად შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში შესატანი ცვლილებები, რომლებიც მიღებულ იქნა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლისთანავე 2017 წლის 1 თებერვალს. კერძოდ, მიღებული იქნა შემდეგი კანონქვემდებარე აქტები: 1. 2. 3. 4. „თავშესაფრის პროცედურა“; „თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი“; „მიმღებ ცენტრში განთავსების ან სხვა ადგილას განსახლების წესი“; „თავშესაფრის მაძიებლის თითის ანაბეჭდების აღების და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი“; 5. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები. ამოცანა: 15.3.2. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება საქმიანობა: 15.3.2.1. თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე პირების კვალიფიკაციის ამაღლება. ინდიკატორი: თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თანამშრომლებისათვის სასწავლო კურსი (წელიწადში მინ. 1); თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაცია ამაღლდა მინ. 20%-ით; თავშესაფრის საკითხებზე 292 მომუშავე ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი (წელიწადში მინ. 1); ადვოკატთა ცნობიერება გაიზარდა მინ. 20%-ით; სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის პირველი იანვრიდან მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოში ფუნქციონირება დაიწყო ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილებამ და სტატუსის დადგენის განყოფილებამ. ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილებასა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილებასთან ერთად, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ჩართულობით შემუშავდა წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების განყოფილების მუშაობის შეფასების ფორმა. 2016 წლის განმავლობაში, მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების მიერ ჩატარდა არაერთი ტრეინინგი ისეთ თემებზე როგორიცაა: ერაყიდან შემოსული თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების განხილვა, არ გაძევების პრინციპი, ექსტრადიციასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვა, პალესტინელი ლტოლვილების საქმეთა განხილვის სპეციფიკა, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სპეციფიკა, ადვოკატებისთვის თავშესაფრის საკითხებზე, თავშესაფრის პროცედურაში შიდა გადაადგილების ალტერნატივის გამოყენება, გამორიცხვა თავშესაფრის პროცედურაში და მოწყვლადი კატეგორიის თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის სპეციფიკა, განსახლება, ტრეფიკინგი, დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხები, რელიგიასთან დაკავშირებული განაცხადების განხილვა, თავშესაფრის პროცედურაში გამორიცხვის და თარგმანის საკითხი და ასევე ევროკავშირის თავშესაფრის კანონმდებლობა. გარდა ტრენინგებისა, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს თავშესაფრის საკითხებზე გამართულ სხვადასხვა სამუშაო შეხვედრაში. საერთო ჯამში, 2016 წლის განმავლობაში თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა 23 ტრენინგი/სამუშაო შეხვედრა. 2017 წლის განმავლობაში, თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს თანამშრომლებისთვის ჩატარდა 23 ტრენინგი. თითოეულ ჩატარებულ ტრენინგთან დაკავშირებით მომზადდა თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს, ხარისხის კონტროლისა და ტრენინგების განყოფილების დასკვნა. 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა სასწავლო კურსი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და თავშესაფრის პროცედურების შესახებ. 2017 წლის მეორე ნეხავარში ჩატარდა სასწავლო კურსი თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე ადვოკატებისათვის. 293 გარდა აღნიშნულისა, 2017 წლის განმავლობაში თავშესაფრის კანონმდებლობასთან და პროცედურასთან დაკავშირებით, ჩატარდა 8 ტრენინგი მესაზღვრეებისათვის; 1 შეხვედრა მოსამართლეებთან; 1 შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან და 1 შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებთან. საერთო ჯამში, 2017 წლის განმავლობაში, თავშესაფრის საკითხებზე მომუშავე პირებისთვის ჩატარდა 49 ტრენინგი/შეხვედრა. ამოცანა: 15.3.3. დროებით მიმღებ ცენტრ(ებ)ში თავშესაფრის მაძიებელ პირებთან პერიოდული შეხვედრების ფორმატის შემუშავება; საქართველოში ცხოვრების და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობების, საკანონმდებლო სიახლეების, მათი უფლებებისა და ამ უფლებათა დაცვის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქმიანობა: 15.3.3.1. რეგულარული საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების დაცვის, მათი ვალდებულებების, ინტეგრაციის შესაძლებლობების და საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ინდიკატორი: შეხვედრა (წელიწადში მინ. 12); თავშესაფრის ინფორმირებულობის ხარისხის შეფასების ანგარიში (წელიწადში 2); მაძიებელთა სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს მარტყოფის მიმღებ ცენტრში განხორციელდა 14 შეხვედრა თავშესაფრის მაძიებლებთან. შეხვედრები დაიწყო 2016 წლის 8 ივნისს და დასრულდა 2016 წლის 23 დეკემბერს. შეხვედრების განმავლობაში თავშესაფრის მაძიებლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში არსებული ინტეგრაციის პროგრამების შესახებ, მათ შორის, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამებზე. 2016 წლის განმავლობაში ორჯერ მომზადდა თავშესაფრის მაძიებელთა ინფორმირებულობის ხარისხის შეფასების ანგარიში (შიდა მოხმარების დოკუმენტი). 2017 წლის განმავლობაში, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში განთავსებულ პირთათვის რეგულარულად ხორციელდებოდა ინფორმაციის მიწოდება თავშესაფრის მაძიებელთა უფლება-მოვალეობების შესახებ. 2017 წლის განმავლობაში გაიმართა 12 შეხვედრა. აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია 2017 წლის 1-ლ თებერვალს ამოქმედებული „თავშესაფრის პროცედურით“ და ყველა თავშესაფრის მაძიებელს, ანკეტირების, გასაუბრებისა და კონსულტაციის პროცესში მიეწოდება ინფორმაცია მათი უფლება-მოვალეობებისა და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ახალი რეგულაციების შესახებ. 2017 წლის განმავლობაში ორჯერ მომზადდა თავშესაფრის მაძიებელთა ინფორმირებულობის ხარისხის შეფასების ანგარიში (შიდა მოხმარების დოკუმენტი). ამოცანა: 15.3.4. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის სამგზავრო დოკუმენტების გაცემა. 294 საქმიანობა: 15.3.4.1. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის სამგზავრო დოკუმენტების გაცემისთვის აუცილებელი სამართლებრივი ცვლილებების პროექტის მომზადება. ინდიკატორი: ცვლილების პროექტი (1); სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 1-ლ დეკემბერს მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც დარეგულირდა საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირთა უფლება-მოვალეობები. ამასთან, სათანადო ცვლილებები განხორციელდა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1-ლ თებერვალს. ყველა საჭირო ტექნიკური თუ პროცედურული საკითხი განხორციელებულია და 2017 წლის 01 თებერვლიდან გაიცემა სამგზავრო პასპორტი შესაბამისი სტიკერით ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე. საქმიანობა:15.3.4.2. ჰუმანიტარული დოკუმენტების ბლანკების შესყიდვა. სტატუსის მქონე პირების სამგზავრო ინდიკატორი: ბლანკების რაოდენობა (5000); სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების სამგზავრო დოკუმენტების 5000 ბლანკის შესყიდვა საქმიანობა: 15.3.4.3. ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის სამგზავრო დოკუმენტების გაცემისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. ინდიკატორი: პროგრამა ფუნქციონირებს; სტატუსი: სრულად შესრულებული ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის სამგზავრო დოკუმენტების გაცემისთვის აუცილებელი პროგრამა შექმნილია და ფუნქციონირებს საქმიანობა: 15.3.4.4. სსგს-ს შესაბამისი კადრების მომზადება ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის სამგზავრო დოკუმენტების გაცემისთვის. ინდიკატორი: მომზადებულ თანამშრომელთა რაოდენობა (მინ. 700); სტატუსი: სრულად შესრულებული იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ყველა თანამშრომელს, ასევე იუსტიციის სახლის შესაბამის თანამშრომელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნათ დეტალური პროგრამული 295 სახელმძღვანელო. სისტემა ფუნქიოცნირებს და აღნიშნული თანამშრომლები იღებენ განცხადებებს. ამოცანა: 15.3.5. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის, მათ შორის ოჯახის გაერთიანების უფლების უზრუნველყოფა. საქმიანობა: 15.3.5.1. საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, წითელ ჯვართან თანამშრომლობის გაღრმავება, ოჯახის გაერთიანების დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით.“ ინდიკატორი: მემორანდუმი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან გაფორმებულია; სტატუსი: შეუსრულებელი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მემორანდუმის გაფორმებისა და ოჯახის გაერთიანების დაცვის მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წელს მიმდინარეობდა მუშაობა წითელ ჯვართან, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს. 2017 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ჩაერთო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სამუშაო ჯგუფში, სადაც ასევე ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაწერილია შესაბამისი აქტივობები. ამოცანა: 15.3.6. თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განთავსების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა. საქმიანობა:15.3.6.1. თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების შესაძლებლობების თვალსაზრისით არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება. ინდიკატორი: შიდა რაოდენობა (მინ. 3); მონიტორინგის ანგარიში (დოკუმენტი); რეკომენდაციების სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოხდა თავშესაფრის მაძიებელა განთავსების შესაძლებლობების შესწავლა და ანალიზი, აღნიშნულის შედეგად იდენტიფიცირებული იქნა განთავსების მხრივ არსებული ხარვეზები, შემუშავდა შიდა მონიტორინგის ანგარიში და გაიცა 7 რეკომენდაცია. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 33 19 8 2 296 შეუსრულებელი 4 16. ეკო-მიგრანტთა უფლებები მიზანი: 16.1 ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტი) სამართლებრივი და სოციალური დაცვა ამოცანა: 16.1.1 ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტთა) განსახლების უზრუნველყოფა საქმიანობა: 16.1.1.1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების(ეკომიგრანტების) ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის ფორმირება დაზარალების მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ინდიკატორი: დასრულებულია ეკომიგრანტთა მონაცემთა სრულყოფილი ბაზა სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლიდან სამინისტროში სრული დატვირთვით ფუნქციონირებს „სტიქიური მონაცემების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა“, რომელშიც განთავსდა ყველა ის მონაცემი, რაც ინახებოდა სამინისტროში. გარდა ამისა, მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა მუნიციპალიტეტებიდან ეკომიგრანტი ოჯახების შესახებ. 2017 წელს აღნიშნულ ბაზაში განთავსდა დამატებით 1000-მდე ოჯახის მონაცემები. ამ დროისთვის საერთო ჯამში ეკომიგრანტთა მონაცემთა ბაზაში 5000-ზე მეტი ოჯახის მონაცემია დაფიქსირებული. საქმიანობა: 16.1.1.2. 2014 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს მიერ უკვე განსახლებული ეკომიგრანტებისათვის შესაბამისი საცხოვრებელი ფართების კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემა. ინდიკატორი: ეკომიგრანტთა საკუთრებაში გადაეცათ. რაოდენობა რომელთაც საცხოვრებელი ფართები სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 მაისის #996 განკარგულების საფუძველზე სამინისტრომ განახორციელა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“. პროექტის ფარგლებში, განახორციელდა 2004-2012 წლებში შესყიდულ საცხოვრებელ სახლებში განსახლებული ოჯახების აღწერა/მონიტორინგი. ასევე, მომზადდა აღნიშნული 297 სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი საკადასტრო ნახაზები, რის საფუძველზეც მოხდა უძრავი ქონების ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად. 2016 წელს ჯამში, “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N 384 განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით (1 ლარად) საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცა 311 ეკომიგრანტ ოჯახს. 2017 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, დამატებით 96 ოჯახს დაუკანონდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. საქმიანობა: 16.1.1.3 არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად განსახლების ადგილებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საინტეგრაციო პროგრამების შემუშავება, განხორცილება ინდიკატორი: სამინისტროსა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2015 წლიდან სამინისტროსთან პარტნიორობით ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს სარეინტეგრაციო პროგრამებს კომპაქტურად ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის, რომლის ფარგლებშიც 2017 წელს ორგანიზაციამ 4 მუნიციპალიტეტში განახორციელა სხვადასხვა პროექტები, მათ შორის მოეწყო მცირე ზომის ეთნოგრაფიული მუზეუმი და სხვა, რომელთა ღირებულებამ ჯამში 25000 ლარი შეადგინა. პროექტები ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით. ასევე, 2016 წელს სამინისტროსთან პარტნიორობით ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)“ ახორციელებდა სარეინტეგრაციო პროგრამებს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2017 წელს ორგანიზაციამ ქვემო ქართლისა (საყდრიონი, ტბეთი, იმერა), სამცხე ჯავახეტასა (გორელოვკა) და კახეთის (ერისიმედი, ჰერეთისკარი, ფონა, სამთაწყარო) რეგიონებში ეკომიგრანტთა სოციალურ–ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა. პროგრამა მოიცავდა სამ კომპონენტს: 1. შემოსავლების გენერირება; 2. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; 3. ადვოკატირება; პროექტის ფარგებში გაიცა 72 მცირე გრანტი, თითოეული 1000 ევროს მოცულობით. საქმიანობა: 16.1.1.4 ბუნებრივი ან ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირთა (ეკომიგრანტი) განსახლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, 298 განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანების შესაბამისად სამინისტროს ასიგნებების გათვალისწინებით ინდიკატორი: სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიშები სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის #779 ბრძანებით შექმნილი „სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ გადაწყვეტილებით 2016 წელს საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფილ იქნა 93 სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახი. აღნიშნული სახლების შესყიდვა განხორციელდა შერჩეული ოჯახების მიერ წარმოდგენილ სახლებზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების საფუძველზე, რომელთა შესასყიდად დადგენილი წესის გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ გადახდილ იქნა არაუმეტეს 25 000 ლარისა თითო ოჯახზე. ამავე პროგრამის ფარგლებში 2017 წელს 94 ოჯახისათვის მოხდა საცხოვრებელი სახლის შესყიდვა. სტატისტიკური ინფორმაცია 4 საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 3 1 0 შეუსრულებელი 0 17. რეპატრიანტთა უფლებები მიზანი: 17.1. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა, რეპატრიანტთა უფლებების რეალიზაცია ამოცანა: 17.1.1 ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა, რეპატრიანტთა ღირსეული დაბრუნებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა საქმიანობა: 17.1.1.1. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიღება ინდიკატორი: ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრიდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მიღებულია სტატუსი: სრულად შესრულებული 299 2014 წელს საქართველოს მთავრობამ N1671 განკარგულებით დაამტკიცა ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგიის მიღების შემდგომ ქვეყნის სამართლებრივი სისტემის დახვეწის ფონზე, შესაძლებელი გახდა რეპატრიაციის მსურუველთა მხრიდან სახელმწიფოსათვის მიმართვა. 2017 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების ანგარიში საქართველოში ვიზიტის შესახებ,40მკაფიოდ საუბრობს ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და აღიარებს საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მიმართ რეპატრიანთა უფლებების დაცვის კუთხით აღებული ვალდებულების შესრულებას. სტატისტიკური ინფორმაცია 1 საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 1 0 0 შეუსრულებელი 0 18. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა მიზანი: 18.1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების გავრცელების ხელშეწყობა და საქართველოს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად. ამოცანა: 18.1.1. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანებისათვის უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა საქმიანობა: 18.1.1.1. კრიმინოგენური სიტუაციის სტაბილიზაცია; ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე შესაძლო პროვოკაციების თავიდან აცილება, გამყოფ ხაზებთან მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა; ინდიკატორი: კრიმინალური ფაქტების სტატისტიკის შემცირება სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მისიას წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში მოსახლეობისათვის ისეთი ხარისხის მომსახურების მიწოდება, რომ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს უსაფრთხოების მაღალი განცდა, საკუთარი ღირსებისა და ძირითადი უფლებების მაქსიმალური დაცულობის პირობები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მიზნით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობიანი მოსახლეობის 40 ანგარიში გთხოვთ იხ: http://website-pace.net/documents/19887/3136217/AS-MON-2017-16EN.pdf/d4fa400b-516b-4632-8070-d3bd9237ceea 300 უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, დებულებით განსაზღვრული ფუნქციებიდან გამომდინარე, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, უზრუნველყოფს ადგილზე უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3221 და 3223 მუხლებთან დაკავშირებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამართლებრივი რეჟიმის დარღვევას გულისხმობს, 2016 წელს რეგისტირირებული იქნა 2 შემთხვევა, ხოლო 2017 წელს 4. საქმიანობა: 18.1.1.2. არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება, ჩართულობისა და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა ინდიკატორი: მოსახლეობისათვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების შემცირების სტატისტიკა. სტატუსი: უმეტესად სესრულებული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სხვა შესაბამის დარგობრივ უწყებებთან ერთად აგრძელებდა რეგულარულ კონსულტაციებს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, გაეროსთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეუთოსთან, ევროსაჭოსთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, ნდობის აღდგენის ინიციატივების, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და სხვა საკითხების ირგვლივ. ხორციელდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგულარული ინფორმირება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის სამხედრო ძალების უკანონო ქმედებების, მათ შორის მავთულხლართებისა და სხვა უკანონო ბარიერების აღმართვის შესახებ. ასევე, მიმდინარეობდა კონსულტაციები ნდობის აღდგენის პროცესში მისიის აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო მინისტრის აპარატი მონაწილეობას იღებდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში (IPRM). 2016-2017 წწ. გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რვა რაუნდი, ხოლო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 40 შეხვედრა (ერგნეთში - 23, ხოლო გალში - 17). აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, აღდგა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები. პირველი შეხვედრა ჩატარდა 2016 წლის 27 მაისს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიმართა სულ 18 შეხვედრა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ფარგლებში ქართული მხარე მუდმივად აყენებდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის:  ძალის არ გამოყენება, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დევნილთა დაბრუნება; 301            საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები; საოკუპაციო ხაზებზე ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა/აკრძალვა; ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვა; მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვის პროცესით შექმნილი პრობლემები; უკანონო მილიტარიზაცია; მკვლელობის, გატაცების, გამოძალვისა და სხვა კრიმინალური შემთხვევები; მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა; საკუთრების უფლების დაცვა; უგზოუკვლოდ დაკარგული პირების მოძიება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ბავშვთა უფლებების დარღვევა. ამასთან, საერთაშორისო დისკუსიების ჰუმანიტარულ ჯგუფში გრძელდებოდა ისეთი საკითხების განხილვა როგორიც არის: არქივების საკითხებზე თანამშრომლობის, გარემოს დაცვის, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და სხვა ყველა ის საკითხი, რაც მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებს უკავშირდება. თვეში ერთხელ მინისტრის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებენდნენ ერგნეთში და გალში გამართულ შეხვედრებში, სადაც რეგულარულად განიხილებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა ფაქტები. საქართველოს მთავრობა აქტიურად იყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მექანიზმს, რათა მოეხდინა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორების მიზნით:  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მდგომარეობა მუდმივი განხილვის საგანი იყო მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ფარგლებში, იქნებოდა ეს ორმხრივი მოლაპარაკებები და კონსულტაციები საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებთან თუ მრავალმხრივ დიპლომატია საერთაშორისო ორგანიზაციების: ევროკავშირის, ნატოს, გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს ფორმატებში;  საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში ახდენდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებას ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის პირას ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარების შესახებ;  პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად აყენებდა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების საკითხს;  საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფოებთან და აქტიური ძალისხმევა გასწია პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო 302 დოკუმენტებში სათანადოდ ასახულიყო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული რთული ვითარება.  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობა ასევე აისახა გაეროს დაცვის მექანიზმების წინაშე წარდგენილ სახელმწიფო ანგარიშებში. საქართველოს ძალისხმევით, 2016-2017 წლებში შემუშავდა არაერთი განცხადება, რეზოლუცია, დეკლარაცია, გადაწყვეტილება თუ ანგარიში, რომლებშიც ასახულ იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა, რუსეთის ფედერაციის მიმართ მოწოდებით, რომ შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ შორისაა: - გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ (2016, 2017); - გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ (2016, 2017); - გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს რეზოლუცია საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ (2017); - გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ (2017); - ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებები (2016, 2017); - ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშები საქართველოში კონფლიქტის შესახებ (აპრილი 2016, ნოემბერი 2016, აპრილი 2017, ოქტომბერი 2017); - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია (2017); - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია (2016); - აშშ-ს 2016 წლის ადამიანის უფლებათა ანგარიში (2017); - გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის 2016 წლის ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ანგარიში (2017). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთდა მრავალი განცხადება, რომელშიც აისახა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. მათ შორის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებები და შეფასებები გაკეთდა გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ნატოს, აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიისა და ლიტვის მხრიდან. საქმიანობა: 18.1.1.3. მავთულხლართების აღმართვის პროცესის შეჩერებისა და მოსახლეობისთვის ამით შექმნილი პრობლემების მოგვარებისათვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და IPRM მექანიზმის გამოყენება; ინდიკატორი: ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და IPRM მექანიზმის გამოყენებულია მავთულხლართების აღმართვის პროცესის შეჩერებისა და მოსახლეობისთვის ამით შექმნილი პრობლემების მოგვარებისათვის; 303 სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 – 2017 წლების განმავლობაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეები შეხვდნენ ქალთა უფლებების საკითხზე და კონფლიქტების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ასევე, საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრები კონფლიქტისა და ეთნიკური უმცირესობების საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ, ჩართულობის სტრატეგიის, დროებითი სამთავრობო კომისიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით 2016 წლის 23-24 იანვარს გაიმართა ორდღიანი გასვლითი შეხვედრა პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტებთან რომელსაც ასევე ესწრებოდა მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: ჟენევის საეთაშორისო დისკუსიები და საერთაშორისო კონტექსტი; სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; ქარულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობები; არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. ასევე, 2016 წლის 21 ივნისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა სამუშაო შეხვედრა 15 უცხოური მედია საშუალების წარმომადგენელთან. 2016 წლის 17 მაისს, ქ. გორში, ხოლო 7 ივლისს ქ. ზუგდიდში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრებზე განხილული იყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და მოქმედი სახელმწიფო პროგრამები. 2016 წლის 27 ივნისს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებისა და 35 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის აქტიური ჩართულობით. მსგავში შეხვედრა ასევე გაიმართა 2017 წელს. 2016 წლის განმავლობაში კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შედგა 7 შეხვედრა: ბათუმში - 2 , ნიქოზში - 2 , ზუგდიდში - 1, განმუხურში - 1, ხურჩაში - 1, მერედთში -1 (შეხვედრას ესწრებოდა ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობაც). შეხვედრებზე განხილული იყო კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები. 2017 წლის 5 ივნისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მუშაობენ. 2017 წლის 27 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა ლიტველი ჟურნალისტების ჯგუფთან, რათა მათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის შესახებ. 304 2017 წლის 15 დეკემბერს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა კონფლიქტებზე და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საანგარიშო პერიოდში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები რეგულარულად მართავდნენ შეხვედრებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების უფლებებზე); საქართველოს ფარგლებს გარეთ, რეგულარულად ტარდებოდა შეხვედრები აფხაზ და ოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან (2017 წელს ჩატარდა 14 შეხვედრა). ამოცანა: 18.1.2. საქართველოს მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დასაცავად ყველა შესაძლო ზომის მიღება, მათ შორის ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით საქმიანობა: 18.1.2.1. ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება, მათ შორის არსებული მექანიზმებით (ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და IPRM მექანიზმი); საერთაშორისო ჩართულობის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების დაცვისათვის. ინდიკატორი: ვიზიტების, მოხსენებებისა და ანგარიშების რაოდენობა. სტატუსი: სრულად შესრულებული აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ, 18.1.1.2 - აქტივობის შესრულების ანგარიში. მიზანი: 18.2 გამოყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული პირობების გაუმჯობესება. ამოცანა: 18.2.1. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანებისათვის სოციალურ– ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; საქმიანობა: 18.2.1.1. სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის აღდგენა, მშენებლობა და განვითარება; და საზოგადოებრივი ინდიკატორი: განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის სოციალურეკონომიკური დახმარების გაწევის მიზნით. 305 2017 წელს დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტეის ქარელის, ხაშურის და გორის ცხრა სოფლის (კნოლევი, ატოცი, წაღვლი, ხურვალეთი, კოშკი, გუგუთიანთკარი, ზარდიანთკარი, დიცი, ქვეში) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სოფლებში გაიბურღა ახალი ჭაბურღილები, აშენდა სადაწნეო კოშკები (რეზერვუარები) და მოეწყო ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი წყლის აღრიცხვის კვანძით (მრიცხველებით). ამასთან, გამოცხადებულია ტენდერი გამყოფი ხაზის მიმდებარე 17 სოფელში ჭაბურღილების მშენებლობის მიზნით. საანგარიშო პერიოდში საგაზიფიკაციო სამუშაოები დასრულდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ხაშურის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში, გორის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში, ქარელის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში, კასპის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში. საერთო ჯამში გაზიფიცირებულია 62 სოფელი და 13 913 აბონენტი. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, 2018 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში გათბობით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოყო 2 061 000 (ორი მილიონ სამოცდაერთი ათასი) ლარი. იმ ოჯახებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ბუნებრივი აირის აბონენტებად, აბონენტზე დაერიცხათ 200 (ორასი) ლარი, ხოლო იმ ოჯახებს, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი ბუნებრივი აირის აბონენტებად, გადაეცათ 200 (ორასი) ლარი. აღშნული დახმარებით ისარგებლა სულ 12 902 ბენეფიციარმა, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტიდან 8550; ხაშურის მუნიციპალიტეტიდან 194; კასპის მუნიციპალიტეტიდან - 527; ქარელის მუნიციპალიტეტიდან - 2865; საჩხერის მუნიციპალიტეტიდან 366; ონის მუნიციპალიტეტიდან 138; დუშეთის მუნიციპალიტეტიდან - 218 ბენეფიციარმა. აღნიშნულ სოფლებში გრძელდება ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდების პროცესი. 2016 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარე 12 სოფელში (მათ შორის, 10 გორის მუნიციპალიტეტში და 2 კასპის მუნიციპალიტეტში) მოეწყო ახალი ჭაბურღილები, აშენდა სადაწნეო კოშკები (რეზერვუარები) და დამონტაჟდა საქლორატოროები. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გორისა და კასპის რაიონში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელებში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 1 357 000 ლარი გამოიყო. ასევე, განხორციელდა სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია. კერძოდ, ტირიფონის მთავარ მაგისტრალურ არხში წყლის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, მოწესრიგდა ხურვალეთი-ნადარბაზევის მაგისტრალურ არხი და სატუმბი სადგური ნადარბაზევის ტბის შევსების მიზნით. ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე 43 სოფელში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელდა ქსელის რეაბილიტაცია და ინდივიდუალური გამრიცხველიანება. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ინვენტარიზაცია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ახორციელებს ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიან პროექტს, რომელიც დაიწყო 2015 წელს და დასრულდა 2016 წლის ბოლოს. პროექტი მიზნად ისახავს ერთიანი, დაზუსტებული, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის შექმნას სააგენტოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მთლიანობაში აღმოჩენილი იქნა: 803 სასოფლო დანიშნულების მიწის 306 ნაკვეთი, რომლის ფართობმა შეადგინა 4 784 ჰექტარი და 124 არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობმა შეადგინა 926 ჰექტარი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ასევე დარეგისტრირდა 1 113 ჰექტარი საერთო ფართობის მქონე 299 სასოფლო კატეგორიის მიწის ნაკვეთი და 561 ჰექტარი ფართობის მქონე 198 არასასოფლო კატეგორიის მიწის ნაკვეთი. საზოგადოებრივი სერვისები 2016 წელს გამყოფი ხაზის მიმდებარედ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა რუხში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ტყვიავსა (გორის მუნიციპალიტეტი) და ბერძენაულში (ქარელის მუნიციპალიტეტი). საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით გამყოფი ხაზის მიმდებარე მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200 მეტი საჯარო (სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და შპს მექანიზატორი) და კერძო სექტორის („მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“) სერვისებით. სერვისების გარდა საზოგადოებრივ ცენტრებში ხელმისაწვდომია ბანკომატი და სწრაფი გადახდის აპარატი, უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ელექტრონული და მატერიალური ბიბლიოთეკა, ასევე შეხვედრების ოთახი. ჯანდაცვის მიმართულება საქართველოს მთავრობა განაგრძობს გამყოფი ხაზების სიახლოვეს ახალი ამბულატორიების მშენებლობას, მოწყობასა და აღჭურვას. 23 სოფლისთვის მოეწყო და აღიჭურვა ამბულატორიები (განმუხურში, პერევში, ფლავში, ქვემო არცევში, აძვში, ჯარიაშენში, კირბალში, ხვითში, მეღვრეკისში, ავლევში, ერგნეთში, ბრეძაში, ქერეში, ატოცში, ქორდში, წითელუბანში, ახრისი, თეძში, რენეში, თვაურებში, თამარაშენში, კოდაში). 20 საზღვრისპირა სოფლის ამბულატორია აღიჭურვა სამედიცინო და საოფისე ინვენტარით (ინვენტარის კომპლექტის ღირებულება თითოეული ამბულატორიისათვის შეადგენს 3960,23 ლარს). გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში აშენდა და სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა სამედიცინო ცენტრი, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წელს. სამედიცინო ცენტრი ამბულატორიულ სერვისებს აწვდის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას. განათლების მიმართულება საქართველოს მთავრობა ცდილობს განსაკუთრებული პირობები შეუქმნას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პედაგოგებსა, მოსწავლეებს და მაქსიმალური შეღავათები დააწესოს. სტუდენტებისათვის. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება. 2015-2016 307 სასწავლო წლისთვის კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 751 სტუდენტი, ხოლო 20162017 სასწავლო წლისათვის დაფინანსებულია 2242 სტუდენტი (დაფინანსდნენ ამჯერად სტუდენტები ასევე ონის, საჩხერისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდანაც). „1+4“ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს ჩაირიცხონ და ისწავლონ ქვეყანაში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამარტივებული პროცედურების საფუძველზე. ასევე, 2016-2017 სასწავლო წელს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან (გალის რაიონი და კოდორის ხეობა) სწავლა დაუფინანსდა 92 სტუდენტს, ხოლო ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეტის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან 114 სტუდენტს. 2017-2018 წელს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან (გალის რაიონი და კოდორის ხეობა) სწავლა დაუფინანსდა 127 სტუდენტს, ხოლო ოკუპირებული ყოფილი სამხრეთ ოსეტის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან 118 სტუდენტს. 18.2.1.2. საერთაშორისო დონორთა მობილიზება მათ საჭიროებებზე დამატებითი რეაგირებისათვის. სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის მიერ, წლის განმალვლობაში გამართული გაფართოებული საკოორდინაციო შეხვედრების ფარგლებში, მუდვილად ხდება გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებული საჭიროებების შესახებ ყურადღების გამახვილება რაც ხელ უწყობს აღნიშნულ თემაზე მომუშავე დონორთა და შესაბამისი უწყებების უფრო ეფექტურ თანამშრომლობას. საქმიანობა:18.2.1.3. კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება ინდიკატორი: კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი შემუშავებულია; კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგის განხორციელების სამოქმედო გეგმის პროექტი შემუშავებულია სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2017 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სხვა სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშავა ახალი სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“: ვაჭრობის წახალისება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ. სამშვიდობო პოლიტიკის ინიციატივა ეფუძნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებს, ასევე, ემსახურება საზოგადოებებს შორის დიალოგის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიზნებს. ინიციატივის მიზანია, არაკონვენციური და სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენებით ისე წაახალისოს, მოაწესრიგოს და დაარეგულიროს სავაჭრო ურთიერთობები, 308 რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოვება, იმისათვის რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გაუჩნდეს ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზები და შესაძლებლობები. აღნიშნული ინიციატივების განხორციელება საგრძნობლად გააუმჯობესებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე დადებით გავლენას იქონიებს გადაადგილების თავისუფლებაზე და ადამიანთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. ინიციატივა შემდგომი განხილვისა და საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელების მიზნით წარედგინება საქართველოს მთავრობას და პარლამენტს. შემუშავებულია კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების მოსახლეობის სოციალურეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია რომლის გადახედვაც იგეგმება კომისიის ფარგლებში, რის შედეგადაც მოხდება მსჯელობა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. საქმიანობა: 18.2.1.4. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და საქართველოს მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის. დოკუმენტის გაცემის სისტემის დახვეწა (მათ შორის სტატუს ნეიტრალური დოკუმენტების) ინდიკატორი: შესაბამისი დოკუმენტების გაცემის სისტემა გაუმჯობესებულია სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდში (2016-2017წ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ პირებზე სულ გაიცა 39310 პირადობის მოწმობა და 27947 პასპორტი. ასევე, გაიცა 83 პირადობის ნეიტრალური მოწმობა და 11 ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. საქმიანობა 18.2.1.5. პუნქტის-,,ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავებისა და სარწყავი სისტემების მშენებლობა და რეაბილიტაცია“ ინდიკატორი რაოდენობა : გაზრდილია სარწყავი წყლით უზრუნველყოფილ ოჯახთა სტატუსი: სრულად შესრულებული დასრულდა მეღვრეკისის, არბო-დიცის, ზემო ნიქოზის და გორის მუნიციპალიტეტს სოფლებისათვის სტაციონალური სატუმბი სადგურების მშენებლობა და რეაბილიტაცია. ასევე, 2016 წელს დასრულდა ხვითის სატუმბი სადგურის ელ. მომარაგების სამუშაოები, მოეწყო 1 კილომეტრი სიგრძის ახალი და აღდგენილია არსებული 1,6 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი; სატუმბი სადგურის ტერიტორიაზე დამონტაჟდა 630 კვა სატრანსფორმატორო ქვესადგური. 309 საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით განსაზღვრული ღონისძიებები 157.5 ათასი ლარის ღირებულებით. რის შედეგადაც 1,0 ათას ჰექტარზე გაუმჯობესდა სოფლებისათვის: ტირძნისი, ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, თერგვისი, ფლავი, ფლავისმანი, კირბალი, ბერშუეთი, მეჯვრისხევი, წინაგარა, ერგნეთი, არბო, დიცი, ქორდი, ქვეში, ღდულეთი, ხურვალეთი, კარბი, ახალუბანი, მუმლაანთკარი, დვანი, ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, დირბი, ტახტისძირი, თამარაშენი -სარწყავი წყლის მიწოდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სუბსიდიის ფარგლებში დაფინანსდა საზღვრისპირა რეგიონებში განთავსებული, ნიქოზის, მეღვრეკისის ,ხურვალეთის, თვაურების, კარბის, დიცი-არბოს, ატენის, აძვის, კირბალის, ბერშუეთის, ქვემო ნიქოზის, სატუმბი სადგურების ფუნქციონირების მიზნით მოხმარებული ელექტროენერგიის დანახარჯები. 2016 წლის პერიოდში ამ მიზნით გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1,700,223 ლარი. სატუმბი სადგურების გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფს ამ სოფლების მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის რეგულარულ მიწოდებას. 2017 წელს დასრულდა გორის მუნიციპალიტეტში ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მდებარე მერეთის თემის სოფლებში სატუმბი სადგურის მოწყობისა და სალთვისის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთის და ზემო ნიქოზის სატუმბი სადგურის სადაწნეო მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამასთან შეიცვალა არსებული სატუმბი სადგურის შენობის სატელფერო გზა, არსებული სატუმბი სადგურის გვერდზე დამონტაჟდა ახალი სატუმბი სადგური რომელმაც უზრუნველყო ვანათის სარწყავი სისტემის გამანაწილებლების დამატებითი კვება. საანგარიშო პერიოდში (2017 წელი) განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით განსაზღვრული ღონისძიებები რის შედეგადაც 3,5 ათას ჰექტარზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდება გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე 28 სოფელში. სატუმბი სადგურების გამართულმა ფუნქციონირებამ უზრუნველყო მოსახლეობისათვის სარწყავი წყლის რეგულარული მიწოდება. ამ სოფლების საქმიანობა: 18.2.1.6. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა ინდიკატორი: მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რაოდენობა; სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე სტატუსი მიენიჭა 484 665 სასოფლოსამეურნეო კოოპერატივს. 2016 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 1568 1352 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. საქმიანობა: 18.2.1.7. ფერმერთა ცოდნის დონის ამაღლება ინდიკატორი: გადამზადებული ფერმერების რაოდენობა; სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით გადამზადებულია 1285 ფერმერი; 310 2017 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით კი გადამზადებულია 8000-მდე ფერმერი. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და დონორი ორგანიზაციების მიერ რეგულარულად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ან/და ამ დარგით დაინტერესებულ პირთა ცოდნის დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება გრძელვადიანი თემატური სასწავლო კურსებისა და ტრენინგების მეშვეობით. 2016-2017 წლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგები, კერძოდ: „დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოვლამოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები“, „მცენარეთა დაცვა და ნიადაგმცოდნეობა“, „კომუნიკაციის ტრენინგი“, „თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სემინარი“ და სხვა. აღნიშნულ სასწავლო კურსებში მონაწილეობა მიიღო 600-მდე ფერმერმა/დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის 200-მდე ქალმა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის სამსახურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ექსტენციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგულარულად ხდება დარგის სპეციალისტების შეხვედრა ადგილობრივ ფერმერებთან. ამასთან ფერმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება მობილური ექსტენციის ფორმით ხდება, რაც თითოეულ სოფელში, სპეციალისტთა მიერ ფერმრეთათვის ადგილზე კონსულტაციის გაწევას გულისხმობს. 20162017 წელს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა საქართელოს მასშტაბით საკონსულტაციო მომსახურება10 000-მდე ფერმერს ადგილზე გაუწიეს. საქმიანობა: 18.2.1.8 კონფლიქტით განვითარების ხელშეწყობა დაზარალებულ სოფლებში მეცხოველეობის ინდიკატორი: სტაბილური ეპიზოოტიური მდგომარეობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული სტაბილური ეპიზოოტიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.2016-2017 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის რაიონის, გორისა და ცხინვალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე პროფილაქტიკის მიზნით რეგიონში გავრცელებულ დაავადებებზე, ვაქცინირებული იქნა ათასობით წვრილფეხა და მსხვილფეხა ცხოველი. საქმიანობა: 18.2.1.9. ხეხილოვანი კულტურების დაცვის მიზნით პესტიციდების შეძენა და მოსახლეობაზე გადაცემა ინდიკატორი: შენარჩუნებულია მოსავალი და მწვანე საფარი სტატუსი: უმეტესად შესრულებული 311 სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უსასყიდლოდ, უვადო სარგებლობაში გადასცა თერმული გენერატორი და ინსექტიციდი. 2016 წელს სააგენტომ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტს „დიალოგი“ უსასყიდლოდ გადასცა 700 ლიტრი ინსექტიციდი ჰეროლდი (დიფლუბენზურონი). UNDP ის მეშვეობით აღნიშნული ინსექტიციდის გადაცემა მოხდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე 2017 წელს სააგენტომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აფხაზეთის მთავრობის და პროცესში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციის „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ მეშვეობით აფხაზეთის რეგიონს აზიური ფაროსანასთან ბრძოლისათვის უსასყიდლოდ გადასცა 2000 ცალი ფერომონი მავნებლის გავრცელება-განვითარების დაფიქსირებისა და ბრძოლის ოპტიმალურ ვადაში დაწყებისთვის, 5000 ცალი ფერომონი მავნებლის კონტროლისათვის მეთოდით „მოიზიდე და მოკალი“, 7200 ლიტრი ზონდერი და 5000 ლიტრი თეიქოფი, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სპეციალური შემასხურებლები 182 ცალი, საინფორმაციო ბუკლეტები ღონისძიებების ეფექტურად და უსაფრთხოთ ჩასატარებლად. მიზანი: 18.3. გამოყოფი ხაზის სიახლოვეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამოცანა: 18.3.1.გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანებისათვის ჯანდაცვის უზრუნველყოფა. საქმიანობა: 18.3.1.1.ახალი სტაციონარის მშენებლობა დაბა რუხში და მათი აღჭურვა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით; ინდიკატორი: აშენებული და აღჭურვილი სტაციონარი გაზრდილი მომსახურების ხელმისაწვდომობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული მოსახლეობისათვის მაღალკვალიფიციური, სპეციალიზირებული სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო დახმარების მიწოდების მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობის დაავადების ადრეული გამოვლენისა და დიაგნოსტიკისა/რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით, საანგარიშო პერიოდში ზუგდიდის რაიონში, სოფელ რუხში დაიწყო მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა რომელიც გათვლილია 220 სტაციონარულ საწოლზე. კლინიკაში იფუნქციონირებს შემდეგი სამედიცინო-სტრუქტურული მიმართულებები: ამბულატორიული, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, დიაგნოსტიკური, სხივური თერაპიის და ქიმიო-თერაპიის, ჰემოდიალიზის, ქირურგიული (სხავადასხვა პროფილის), სამშობიარო, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის, ტრანსფუზიოლოგიური განყოფილებები, აფთიაქი, პათოლოგ-ანატომიური და სასწავლო სამედიცინო კათედრა. საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დასრულდა 2017 წელს. ამჟამად მიმდინარეობს კლინიკის აღჭურვა რომლის დასრულებაც იგეგმება 2019 წელს. 312 ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში. 2016 წელს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოვიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 2,052 პირის განცხადება (აქედან 1356 - ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან, ხოლო 696 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან) ხოლო 2017 წელს - 1644 განცხადება (აქედან 1137 ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან, ხოლო 507 - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შუამდგომლობის გაწევის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე ადამიანთა რიცხვი თითქმის ორჯერ აღემატებოდა წინა წლის მონაცემებს. 2017 წელს რეფერალური პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა ასევე მიეცათ გალის რაიონში მცხოვრებ პირებს. გარდა ამისა, სამოკავშირეო მექანიზმის საშუალებით, ჩართულობის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა განაგრძობდა აფხაზეთის რეგიონისთვის საჭირო ვაქცინების, მათ შორის იმუნიზაციის და ვეტერინარული ვაქცინების, დიაბეტის, ტუბერკულოზის და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიწოდებას. საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით აფხაზეთის რეგიონს გადაეცემა სასწრაფო დახმარების მანქანები, სამედიცინო ინვენტარი, ტექნიკა, აღჭურვილობა და სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულების ნივთი. 2016 წელს, ბავშვთა ჯანდაცვის მიზნით, აფხაზეთის რეგიონს ასევე გადაეცა ულტრაბგერითი გამოკვლევის აპარატი. საქმიანობა: 18.3.1.2. სამედიცინო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერსონალის პროფესიული გადამზადება ინდიკატორი: დაბა რუხში ახალი საავადმყოფოს გადამზადებული პერსონალის რაოდენობა სტატუსი: შეუსრულებელი აღნიშნული ღონისძიების განხორციელება იგეგმება რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის დასრულებისა და სამედიცინო კადრებით დაკომპლექტების შემდეგ. საქმიანობა: 18.3.1.3. რეფერალური პროგრამით გათვალისწინებული გაგრძელება სერვისების ინდიკატორი: რეფერალური პროგრამით გათვალისწინებული სერვისები მორგებულია საჭიროებებს და ხელმისაწვდომია სტატუსი: უმეტესად შესრულებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად 313 მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ან შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის ქონის მიუხედავად, არიან „რეფერალური მომსახურების“ (საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილება „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“) და „სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება“ - ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლენი. ოკუპირებული აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით გამყოფ ხაზებზე (ენგურის ხიდი; ერგნეთი) ოპერირებს სახელმწიფო რეანიმობილები აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკითა და სამედიცინო პერსონალით, რომელიც ახორციელებს პაციენტთა რეფერალს სათანადო კლინიკებში. 2016-2017 წლებში განხორციელდა 488 პაციენტის სამედიცინო ტრანსპორტირება შესაბამის კლინიკებში. მიზანი: 18.4. გამოყოფი ხაზის სიახლოვეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ამოცანა: 18.4.1. გამყოფი ხაზების სიახლოვეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქმიანობა: 18.4.1.1. სტუდენტებისათვის მაქსიმალური შეღავათების დაწესება; სწავლის საფასურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დროულ და ეფექტურ საშუალებაზე გადასვლა ინდიკატორი: ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა; სწავლების საფასურის ანაზღაურება ხორციელდება დროულად და შეუფერხებლად (დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა) სტატუსი: სრულად შესრულებული 2015-2016 წლებში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსდა 751 სტუდენტი 2016-2017 წლებში ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსდა 846 სტუდენტი (750 ბაკალავრი და 96 მაგისტრანტი) 2017-2018 წელს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსდა 1168 სტუდენტი (989 ბაკალავრი და 179 მაგისტრანტი) საქმიანობა: 18.4.1.2. გამყოფი ხაზების სიახლოვეს სასწავლო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება; 314 ინდიკატორი: გარემონტებული აღჭურვილი და მოქმედი სასწავლო დაწესებულებების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 02 თებერვლის ბრძანებით №68 დამტკიცებული სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს „ინფრასტრუქტურის განვითარების 2016 წლის სამოქმედო გეგმით“ განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტში 2 სკოლის და ქარელის მუნიციპალიტეტში 1 სკოლის სრული რეაბილიტაცია ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 01მარტის ბრძანებით №N205 დამტკიცებული სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს „ინფრასტრუქტურის განვითარების 2017 წლის სამოქმედო გეგმით“ განხორციელდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. კერძოდ: განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტში 3 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია 2 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის. საქმიანობა: 18.4.1.3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის უზრუნველყოფა ყოველკვარტალური ფინანსური დახმარებით. ინდიკატორი: ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი სტატუსი: სრულად შესრულებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსურად დახმარების მიზნით პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყო კონფლიქტის ზონებში მცხოვრები პედაგოგებისა და ადმინისტრაციულტექნიკური პერსონალის კუთვნილი 2016 წელს 1078 ბენეფიციარზე I-II-III-IV კვარტალში ჯამში გაცემულია 2,372.91 ლარი. 2017 წელს ყოველკვარტალური ფინანსური დახმარებით უზრუნველყო ოკუპირებული რეგიონების სკოლების 1077 პედაგოგი და ადმინისტრაციულტექნიკური პერსონალი. 2017 წელს ფინანსური დახმარების ოდენობა გაზრდილია საშუალოდ 30-%, რაც მოიცავს დირექტორების, პედაგოგებისა და ტექნიკურ პერსონალის ფულადი დახმარების ზრდას. 315 საქმიანობა: 18.4.1.4. ოკუპირებული ტერიტორიებიდან სტუდენტებისათვის საქართველოს სასწავლებლებში განათლების მისაღებად მაქსიმალური შეღავათების დაწესება ინდიკატორი: ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დაფინანსებული რაოდენობა; დაფინანსების გარდა სხვა შეღავათები დაწესებულია სტუდენტების სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამა ითვალისწინებს იმ სტუდენტთა დაფინანსებას უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის) საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ფინანსდებიან 4-6 წლის განმავლობაში (პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის (2250 ლარი) ფარგლებში. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა აღნიშნული კატეგორიის 206 სტუდენტმა ხოლო 2017-2018 სასწავლო წელს 245 სტუდენტმა. სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავა ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით მიღებული განათლების აღიარების პროცედურების გამარტივების ინიციატივები. შედეგად, 2017 წლის 11 იანვარს ცვლილებები განხორციელდა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის N1067 ბრძანებაში. ცვლილებების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე. დაინტერესებულ პირებს სათანადო განაცხადი შეუძლიათ წარადგინონ ონლაინ, მათ შორის აფხაზურ ენაზე, ან საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით. საერთაშორისო ორგანიზაციას ასევე ეძლევა შესაძლებლობა ჩაერთოს აღიარების პროცედურაში და დაინტერესებული პირის სახელით წარმოადგინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც იძლევა განათლების აღიარების შესაძლებლობას დანარჩენ საქართველოში მგზავრობის და მოწმეების წარმოდგენის გარეშე. გარდა ამისა, გაუქმდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენის ვალდებულება. განხორციელებული ცვლილებები ამცირებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარების ტექნიკურ დაბრკოლებებს და გზას უხსნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს სწავლის გასაგრძელებლად დანარჩენ საქართველოში ან/და საზღვარგარეთ. 2016-2017 სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 4 სტუდენტი, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე განაგრძეს სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 316 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეიმუშავა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარების დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას და მიდგომას ამ რეგიონებში მცხოვრები პირებისთვის სახელმწიფოებრივ სივრცეში საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაზრდისა და გამარტივების, განათლების ყველა საფეხურისადმი ხელმისაწვდომის, ხარისხიანი განათლების მიღების და საერთაშორისო განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფის მიმართულებით. დოკუმენტი ითვალისწინებს რიგ ინიციატივებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფის, აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების, განათლების მიღების შესაძლებლობების განვითარების, ხელშეწყობის და ხარისხიან განათლებაზე წვდომის, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრისა და სწავლის გაგრძელების გამარტივების, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისათვის შესაბამისი მექანიზმებისა და პროცედურების შექმნა/გამარტივების და პროფესიული განათლების მიღების კუთხით. საქმიანობა: 18.4.1.5. კონფლიქტის ზონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები (გალის რაიონი; ახალგორის მუნიციპალიტეტი) მოსწავლეების უზრუნველყოფა სასკოლო სახელმძღვანელოებით ინდიკატორი: სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი ახალგორის მუნიციპალიტეტის მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონის 11 სკოლის (მათ შორის 2 სკოლა საჯარო) მოსწავლეები სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 11 აპრილის N296 ბრძანებით დამტკიცებული „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, 2016-2017 სასწავლო წელს გრიფირებული სახელმძღვანელოებით გარდა საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისა ასევე ისარგებლა ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებმა, სადაც სწავლა ხორციელდება ქართულ ენაზე. 2016-2017 წლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს გადაეცა 1107 სახელმძღვანელო. 2016 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაეცა 21 237 ცალი სახელმძღვანელო ხოლო 2017 წელს - 403 „დედაენა“ და სამუშაო რვეული. პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში 2016-2017 წლებში გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული გალის რაიონში ფუნქციერებადი სკოლების პირველკლასელებისათვის 690 მოსწავლეს დაურიგდათ პორტაბელური კომპიუტერები (ბუკი). 2017-2018 სასწავლო წლისთვის „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში ოკუპირებული გალის რაიონში ფუნქციონირებადი სკოლებისთვის 317 გადასაცემად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაეცა 806 ცალი სახელმძღვანელო, ხოლო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას ახალგორის სკოლებისთვის მიწოდების მიზნით გადაეცა 220 ცალი სახელმძღვანელო (მათი მოთხოვნის შესაბამისად). ამასთან ოკუპირებული გალის რაიონში ფუნქციერებადი სკოლების თერთმეტ წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა პორტაბელური კომპიუტერები. საქმიანობა: 18.4.1.6. „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში“ ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან (30 მოსწავლე) და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირების (10 მოსწავლე) მონაწილეობა. ინდიკატორი: „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში“ მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს „საზაფხულო სკოლების პროგრამის“ ფარგლებში ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილმა 30-მა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილმა 10-მა მოსწავლემ. საქმიანობა: 18.4.1.7. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსწავლეების სკოლის ავტობუსების მომსახურებით უზრუნველყოფა ინდიკატორი: სკოლის ავტობუსების მომსახურებით მოსარგებლე გამყოფი ხაზების სიახლოვეს მოსწავლეთა რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული სკოლების ფიზიკური ხელმისაწვდომობა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით განათლების სამინისტროს მიერ ხორციელდება „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა“. შედეგად საანგარიშო პეიოდში სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში 2015-2016 წლის მეორე სემესტრში მოსწავლეთა ტრანსპორტირება გახორციელდა 1161 სკოლაში და ბენეფიციართა რაოდენობამ შეადგინა 65032 მოსწავლე. 2016-2017 სასწავლო წელს 1212 საჯარო სკოლაში განხორციელდა 66971 მოსწავლის ტრასპორტირება. 2017-2018 სასწავლო წელს ტრასპორტირებით ისარგებლა 1234 საჯარო სკოლის 70 687 მოსწავლე; საქმიანობა: 18.4.1.8. გალის რაიონის სკოლების გადამზადებული პედაგოგების მიერ აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება ინდიკატორი: გადამზადებული მოსწავლეების/მასწავლებლების რაოდენობა. სტატუსი: სრულად შესრულებული 318 „გალის რაიონის პედაგოგების გადამზადებისა და აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისათვის მომზადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდის, მათი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების, აგრეთვე გალის რაიონის პედაგოგების გადამზადების მიზნით. პროექტის ფარგლებში 20162017 წლებში გადამზადდა გალის რაიონის 92 პედაგოგი. 2016-2017 წლებში პროგრამის ფარგლებში გადამზადებული იქნა 550-მდე პირი, ხოლო გალის რაიონიდან 2016-2017 წლებში ჩატარებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 500 აბიტურიენტი, რომელთაგან უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 204-მა მათგანმა. გარდა აბიტურიენტენისა, პროგრამის ფარგლებში დასაქმებული მასწავლებლები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გათვალისწინებულ სხვა საგნებში წინასწარ ამზადებდნენ მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებსაც. 2015-2017 წლებში აბიტურიენტებთან ერთად აღნიშნული კლასების 400-450მდე მოსწავლე მეცადინეობდა. ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ოკუპირებული გალის და აფხაზეთის საჯარო სკოლების აბიტურიენტთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიერ საანგარიშო პერიოდში გაიმართა 6 საინფორმაციო სახის შეხვედრები. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების რაოდენობა 24 სრულად შესრულებული 14 უმეტესად ნაწილობრივ შესრულებული შესრულებული 6 3 შეუსრულებელი 1 19. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები მიზანი: 19.1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და მათი საზოგადოებაში სრული ჩართულობა ამოცანა: 19.1.1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით, სამართლებრივი ბაზის შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან საქმიანობა: 19.1.1.1. გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის გადახედვა კონვენციის მოთხოვნებთან (სულ მცირე შეთანხმებული მუხლების) ჰარმონიზების მიზნით ინდიკატორი: მომზადებულია და ინიცირებულია საკანონმდებლო აქტები, რომლებიც სრულად ასახავს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე9, 24-ე 25-ე, 27-ე, 28-ე, და მუხლების მოთხოვნებს საქმიანობა: 19.1.1.2. შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე (19.1.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებები) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება 319 ინდიკატორი: კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანილი კანონქვემდებარე აქტები სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული კანონმდებლობის გადახედვას გაეროს შშმ პირთა კონვენციის სტანდარტების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2016 წლის 23 დეკემბერს გაიმართა, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების საკანონმდებლო გარანტიების გაუმჯობესებაზე იმსჯელა. შეხვედრას ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და შშმ პირების უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების განმტკიცების შესახებ. ამ მიზნით იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის შემუშავება, რომელსაც ჯგუფის წევრები სამთავრობო უწყებებთან ერთად ერთობლივად მოამზადებენ, რის შემდეგაც პროექტი ფართო კონსულტაციებისათვის წარედგინება შშმ პირთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს და ამ სფეროს ექსპერტებს. კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, შესაბამისი ექსპერტიზის მქონე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამ ეტაპზე მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პირველადი სამუშაო ვერსია, რომელიც უახლოეს მომავალში სამუშაო ჯგუფის მიერ განსახილველად იქნება წარმოდგენილი. ამოცანა: 19.1.2. გაეროს შშმ პირთა უფლებების კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმ(ებ)ის შექმნა კონვენციის იმპლემენტაციის და საქმიანობა: 19.1.2.1. გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური მექანიზმ(ებ)ის სრულყოფა ინდიკატორი: შექმნილია შესაბამისი ნორმატიული ბაზა მექანიზმ(ებ)ის სრულყოფილად ოპერირებისათვის; მექანიზმ(ებ)ი ფუნქციონირებს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლის სტანდარტების შესაბამისად საქმიანობა: 19.1.2.2. საქმიანობა 19.1.2.1-ის შესაბამისად შექმნილ მექანიზმ(ებ)თან შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო მექანიზმის შექმნა და მისი შესაძლებლობების გაძლიერება ინდიკატორი: შექმნილი საკონსულტაციო მექანიზმი; დამტკიცებული დებულება; საკონსულტაციო მექანიზმის გაძლიერების მიზნით, განხორციელებული აქტივობები სტატუსი: შეუსრულებელი ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში, 2016 წელს მოწვეულ იქნა საერთაშორისო ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჯონ ვადამი. ექსპერტის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა, კონვენციის იმპლემენტაციის კუთხით საქართველოში არსებული ინსტიტუციური ჩარჩოს და ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესწავლა. 2016 წლის განმავლობაში ექსპერტი ორჯერ ეწვია საქართველოს, ივნისის და ოქტომბრის თვეში. პირველი ვიზიტის დროს 320 ექსპერტი შეხვდა დაინტერესებულ მხარეებს და დეტალურად შეისწავლა საქართველოში არსებული მექანიზმის მუშაობის სპეციფიკა. მეორე ვიზიტის დროს მან მოახდინა საკუთარი რეკომენდაციების და შემოთავაზებების პრეზენტირება დაინტერესებული პირების წინაშე. დაინტერესებული პირების კომენტარების საფუძველზე 2016 წლის ნოემბრის თვეში გადამუშავდა ექსპერტის ანგარიში, რომელმაც საბოლოო სახე დეკემბრის თვეში მიიღო. საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაციების საფუძველზე 2018 წლის პირველ კვარტალში გეგმავს, გაეროს კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციური მექანიზმის განვითარებას. ამოცანა: 19.1.3. შშმ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა საქმიანობა: 19.1.3.1. გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების შესაძლებლობის განხილვა, რატიფიცირების თაობაზე წინადადების მომზადება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა ინდიკატორი: შესაბამისი წინადადება მომზადებული და წარდგენილია საქართველოს პარლამენტში სტატუსი: შეუსრულებელი საქმიანობა: 19.1.3.2. ,,ქმედუნარიანობის სისტემის“ რეფორმის განხორციელების პროცესში ხარვეზების და გამოწვევების იდენტიფიცირება და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით სისტემის სრულყოფა ინდიკატორი: პრაქტიკაში იდენტიფიცირებული ხარვეზები; ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებები სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის 25 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შედგა ერთობლივი შეხვედრა თემაზე: „მხარდამჭერის ინსტიტუტის დანერგვის პოზიტიური ასპექტები და გამოწვევები“. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში არსებული პრობლემატური საკითხები და ამ საკითხების გადაჭრის საკანონმდებლო გზები. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შესაბამისი გაიდლაინებისა და ტრენინგების დაგეგმვის თაობაზე. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში „ქმედუნარიანობის სისტემის“ რეფორმის განხორციელების პროცესში, სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულია რიგი საკითხები, რომლებიც ეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მყოფი მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის მხარდამჭერად ამავე დაწესებულების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულების წარმოშობის, მხარდამჭერად დანიშნული (დასანიშნი) პირისათვის მხარდასაჭერის მიმართ სათანადო ვალდებულებების განსაზღვრის და სხვა მატერიალურ თუ პროცესუალურ სამართლებრივ მიმართულებებს, რომელთა მოწესრიგებაც მნიშვნელოვანია ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირების უფლებების დაცვის ეფექტურობის გაზრდის თვალსაზრისით და საერთო ჯამში, მოემსახურება ქმედუნარიანობის სისტემის სრულყოფას. გარდა ამისა, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობით, სააგენტოს სოციალური მუშაკებისა და იურისტებისათვის განხორციელდა საგანმანათლებლო-სატრენინგო ხასიათის ღონისძიებები. ამავე მიზნებით არაერთგზის, 321 გაიმართა მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა. აგრეთვე, მხარდაჭერის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობდა ადამიანის უფლებადამცველ არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაიწყო მუშაობა სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან სამეურვეო/სამზრუნველო/მხარდასაჭერი პირების პირადი, თუ ქონებრივი უფლებების დაცვის მექანიზმების სრულყოფის მიმართულებით. ამოცანა: 19.1.4. გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა ან/და მათი საქმიანობა: 19.1.4.1. შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტრატეგიების, გეგმების, პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავებისას შშმ პირთა ან/და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების სისტემატური მონაწილეობის უზრუნველყოფა ინდიკატორი: შშმპ-თა ან/და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობით მიღებული სტრატეგიები, გეგმები, პროგრამები და ღონისძიებები სტატუსი: უმეტესად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი იყო შშმ პირების და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობა სამთავრობო პროგრამების და ღონისძიებების შემუშავების პროცესში, რომლის მაგალითებიც მოცემულია სხვადასხვა საქმიანობების შესრულების ანგარიშში. საქმიანობა: 19.1.4.2. რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ამოქმედება ინდიკატორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების მოდალური დებულების შემუშავება; მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენელთათვის ინფორმაციის მიწოდება და მათი მომზადება საბჭოების მუშაობის თაობაზე სტატუსი: შეუსრულებელი ამოცანა: 19.1.5. შშმ პირთა უფლებების დაცვა გონივრული მისადაგების პრინციპის საფუძველზე მათი საჭიროებების გათვალისწინებით საქმიანობა: 19.1.5.1. შშმ პირთა შეფასებისა და სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმირების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტის და ადგილობრივი პარტნიორების მიერ ახალი მოდელის მომზადება, შშმ პირთა შეფასების ახალი სისტემის საწყის ეტაპზე პილოტირების და შემდგომში მისი სრულად დანერგვის მიზნით ინდიკატორი: შექმნილია შშმ პირთა შეფასების ახალი მოდელი; დაწყებულია შეფასების ახალი მოდელის პილოტირება სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2016 წლის განმავლობაში, მიმდინარეობდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანსაც სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის არსებული სამედიცინო მოდელის სოციალური მოდელის ჩანაცვლება, შშმ პირთა ინდივიდუალური საჭიროების განსაზღვრა და ადეკვატური 322 სერვისების მიწოდება წარმოადგენდა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილმა ექსპერტთა სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც საანგარიშო პერიოდში ჩაატარა 11 შეხვედრა. ამასთან, განხორციელდა ესტონელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში, ესტონეთში არსებული შშმ პირთა შეფასების მოდელის გაზიარების მიზნით. 2017 წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფი აქტიურად გააგრძელებს მუშაობს პირველადი ფუნქციური შეფასების ინსტრუმენტების შექმნის მიმართულებით. მსოფლიო ჯანდაცვის 2017 წელს მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები ორგანიზაციის (WHO) ICF-ის ექსპერტებთან შეფასების მეთოდოლოგიასა და ბავშვების შეფასების ინსტრუმენტის შექმნისათვის. შემოთავაზებული იქნა შესაბამისი ექსპერტი, რომლის ვიზიტიც საქართველოში განხორციელდა 2017 წლის მაისის თვეში. ექსპერტი ადგილზე გაეცნო არსებული სიტუაციას, შეხვდა სამუშაო ჯგუფის წევრებს. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ფუნქციური შესაძლებლობების შეფასებისა და კლასიფიკაციის ინსტრუმენტის შერჩევასა და დახვეწაზე. ამავდროულად მედიცინის დარგობრივ ასოციაციებთან და სამინისტროს ექსპერტ ექიმ-სპეციალისტებთან ერთად დაწყებულია მუშაობა იმ დაავადებათა (ICD-10 - დაავადებათა სართაშორისო კლასიფიკაციის კოდების მითითებით) ჩამონათვალის შედგენაზე, რომელთა საფუძველზეც მოხდება პირის ინდივიდუალური ფუნქციონირების შეფასება და შესაბამისად, შშმ სტატუსის განსაზღვრა. ამოცანა: 19.1.6. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა საქმიანობა: 19.1.6.1. ცესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის ადაპტირება უსინათლო ამომრჩევლებისათვის ინდიკატორი: ადაპტირებული ვებ-გვერდი უსინათლოებისათვის სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წელს, ცესკოსა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ოფიციალური ვებგვერდები უნივერსალური დიზაინის პრინციპით სრულად იქნა ადაპტირებული უსინათლო პირებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ცესკოს ვებგვერდზე უსინათლო პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მიიღონ ინფორმაცია მათი ფაქტობრივი რეგისტრაციისა და საარჩევნო უბნის შესახებ. 2017 წელს ცესკომ უზრუნველყო ცესკოს ოფიცალური ვებგვერდის ადაპტირება მცირემხედველი პირებისთვის. დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით, მათ საჭიროებებზე იქნა მორგებული და გათვალისწინებული ვებგვერდის შემდეგი მახასიათებლები: ფონი – მუქი შავი ფერი; შრიფტის ფერი – თეთრი, მწვანე, ყვითელი; შრიფტის ზომა – განუსაზღვრელი. მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, ცესკომ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ახალი სერვისი შესთავაზა. ყრუ და სმენადაქვეითებული პირები, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ სპეციალური რეგისტრაციის ფორმის შევსების შემდეგ, ვიდეო ზარის მეშვეობით, უკავშირდებოდნენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს და ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორებისგან იღებდნენ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. სულ რეგისტრაცია გაიარა და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო 82-მა პირმა. ცესკომ აღნიშნული სერვისის შესახებ ინფორმირების კამპანია გამართა თბილისში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან. 323 საქმიანობა: 19.1.6.2. უსინათლო ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ინფორმაციის მიწოდება (პარტიების საარჩევნო პროგრამა, კანდიდატების ჩამონათვალი) აუდიო ფორმატში ინდიკატორი: აუდიო ფორმატში მომზადებული საარჩევნო ინფორმაციის რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის, უსინათლო ამომრჩევლებისთვის, აუდიო ფორმატში მომზადდა და ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია საარჩევნო ბიულეტენში არსებული საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ. ხოლო მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, ინფორმაცია დამუშავდა ტექსტის სახით. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის და მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისათვის, ორგანიზაციამ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) პროექტის ფარგლებში (ცესკოსთან კოორდინირებული თანამშრომლობით), უსინათლო ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უზრუნველყო პოლიტიკური პარტიების და მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების მომზადება აუდიო ფორმატში. ხოლო 2017 წელს პირველად მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამები მომზადდა ყრუ ამომრჩევლებისთვის ჟესტურ ენაზე. საქმიანობა: 19.1.6.3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგი კენჭისყრის დღეს შშმ ამომრჩეველთა მიმართ ქცევის ნორმების დაცვის შესახებ ინდიკატორი: ტრენინგში მონაწილე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს პარლამენტის 2016 წლის და მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, ცესკომ განაახლა სასწავლო მოდული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ. სასწავლო მოდულში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გათვალისწინებული იყო მხარდაჭერის მიმღები პირების საარჩევნო უფლება. აღნიშნული მოდულის მიხედვით გადამზადდა 2016 წლის არჩევნებისთვის გადამზადდა 170 ტრენერი, ხოლო 2017 წლის არჩევნებისთვის 166 ტრენერი. ტრენერებმა თავის მხრივ, საქართველოს მასშტაბით, ჩაატარეს ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიის 47 000-ზე მეტი წევრისთვის. საქმიანობა: 19.1.6.4. შშმ ამომრჩეველებისათვის სპეციალური დამხმარე საშუალებებით საარჩევნო უბნების აღჭურვა ინდიკატორი: ადაპტირებული კაბინების რაოდენობა; გამადიდებელი ხელსაწყოს (ლინზის ფურცელის) რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 73 საარჩევნო ოლქში შემავალი 3 645 საარჩევნო უბნიდან (მათ შორის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი), პასუხისმგებელი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ეტლით მოსარგებლე და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისათვის ხელმისაწვდომი იყო 1115 (30.59%) საარჩევნო უბანი (მარტივი ადაპტაცია - 534, პანდუსი - 581). 324 მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 73 საარჩევნო ოლქში შემავალი 3 644 საარჩევნო უბნიდან (მათ შორის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი), პასუხისმგებელი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ხელმისაწვდომი იყო 1 156 (31.72%) საარჩევნო უბანი (მარტივი ადაპტაცია - 499, პანდუსი - 657). საქართველოს პარლამენტის 2016 წლის და მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, შშმ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, ცესკომ მოამზადა სპეციალური საინფორმაციო ვიდეო რგოლი შშმ პირთა ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ. ამასთან, ცესკოს მიერ მომზადებული ყველა საინფორმაციო ვიდეო რგოლი, უზრუნველყოფილი იყო ჟესტურ ენაზე. აღნიშნული სარეკლამო რგოლები გადიოდა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონული ტელევიზიების ეთერში. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის და მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, კენჭისყრის დღეს, ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგები პირდაპირ ეთერში გაშუქდა ჟესტური ენაზე. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის საქართველოში პირველი ინსტიტუცია, რომელმაც დანერგა საინფორმაციო ბრიფინგების პირდაპირ ეთერში სურდოთარგმანის თანხლებით გაშუქების პრაქტიკა. იმისათვის, რომ უსინათლო ამომრჩევლებს საშუალება ჰქონოდათ დამოუკიდებლად განეხორციელებინათ ხმის მიცემა, ცესკომ საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლა. ასევე, არაერთი შეხვედრა გამართა უსინათლო პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილებოდა უსინათლო პირთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისათვის სხვადასხვა დამხმარე საშუალებები. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის ცესკომ შექმნა საარჩევნო ბიულეტენის სპეციალური სტანდარტი, რაც გულისხმობს კონკრეტული შრიფტის ზომისა და სტრიქონებს შორის მანძილის განსაზღვრას. სტანდარტის შესაბამისად ცესკომ უზრუნველყო უნიკალური საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის დამზადება. ჩარჩო/ფორმის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა არჩევნებზე - საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის/გამგებლის არჩევნებზე, ასევე დემოკრატიის ისეთი უშუალო ფორმის დროს როგორიცაა რეფერენდუმი და პლებისციტი. მნიშვნელოვანია, რომ ჩარჩო/ფორმის გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად და არ საჭიროებს ბრაილის შრიფტის ცოდნას. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის და მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, კენჭისყრის დღეს შშმ ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი იყო შემდეგი სერვისები:  ეტლით მოსარგებლე და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისათვის – ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე განთავსებული იყო სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;  მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებული იყო ორი ცალი გამადიდებელი ლინზა;  ყრუ, სმენადაქვეითებული და მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე, თვალსაჩინო ადგილას გამოკრული იყო ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი;  უსინათლო ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებული იყო საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა;  ეტლით მოსარგებლე და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლების მოთხოვნის საფუძველზე, 13 საარჩევნო უბანზე განთავსდა პორტატული (მოძრავი) პანდუსები. 325 იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც განთავსებული იყო პორტატული კომპიუტერები, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყო კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ ცესკოს საინფორმაციო ვიდეორგოლის სურდოთარგმანის (ჟესტური ენა) თანხლებით გავრცელება. ზემოაღნიშნული სერვისების შეთავაზების შედეგად, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში სულ მონაწილეობა მიიღო 7 027 შშმ ამომრჩეველმა. აქედან, ეტლით მოსარგებლე – 107, ყრუ – 245, უსინათლო – 330 (უსინათლო ამომრჩევლების უმრავლესობამ მოითხოვა საარჩევნო უბანზე ჩარჩო/ფორმა), მცირემხედველი – 6345 (ისარგებლა გამადიდებელი ლინზით). ხოლო მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებში სულ მონაწილეობა მიიღო 3 353-მა შშმ ამომრჩეველმა. აქედან, ეტლით მოსარგებლე – 181; ყრუ/სმენადაქვეითებული - 150; უსინათლო – 433 (უსინათლო ამომრჩევლების უმრავლესობამ მოითხოვა საარჩევნო უბანზე ჩარჩო/ფორმა); მცირემხედველი – 2324 (ისარგებლა გამადიდებელი ლინზით); მხარდაჭერის მიმღები - 265. მიზნობრივი გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 2016-2017 წლებში, ცესკომ საგრანტო კონკურსის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა მოწყვლადი ჯგუფების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების) მონაწილეობის ხელშეწყობა არჩევნების პროცესში. საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული მიმართულებით 2016 წელს სწავლების ცენტრის მიერ დაფინანსდა 8 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი. რომლის საერთო ბიუჯეტმა შეადგინა 203 885 ლარი. ხოლო 2017 წელს დაფინანსდა 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი. პროექტების საერთო ბიუჯეტმა შეადგინა 53 709 ლარი. პროექტების ფარგლებში განხორციელდა სამუშაო შეხვედრები, გაიმართა სემინარები, მოეწყო აქციები და გავრცელდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია შშმ პირთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა. საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებული იყო 9 შშმ პირი. ხოლო მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებული იყო 6 შშმ პირი. დასაქმების პარალელურად ცესკომ უზრუნველყო შშმ პირების კვალიფიკაციის ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ტრენინგი ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს პარლამენტის 2016 წლის და მუნიციპალიტეტების ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის, ცესკოსა და სწავლების ცენტრის ორგანიზებით, ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგები საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის შშმ პირთა საარჩევნო პროცესში მონაწილეობის თაობაზე. საქმიანობა: 19.1.6.5. უსინათლო პირთათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ყველა სახის წერილობითი დოკუმენტის ბრაილის შრიფტით მომზადება ინდიკატორი: ბრაილის შრიფტით გაცემული დოკუმენტების რაოდენობა საქმიანობა: 19.1.6.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე სხვადასხვა სახის დოკუმენტის (საკონსულტაციო ბარათი, ხშირად დასმული კითხვები და სხვ) სმენადაქვეითებულ პირთათვის ელექტრონული ვერსიის შექმნა ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირთათვის იმავე დოკუმენტების აუდიო ვერსიის შექმნა ინდიკატორი: ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტების ვიდეო და აუდიო ვერსიების რაოდენობა 326 საქმიანობა: 19.1.6.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან ონლაინ კონსულტაცია - სმენადაქვეითებულ პირთათვის ვიდეო ვერსია ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირთათვის აუდიო ვერსია ინდიკატორი: სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთათვის გაწეული ონლაინ კონსულტაციის სტატისტიკა სტატუსი: სრულად შესრულებული 19.1.6.5, 19.1.6.6 და 19.1.6.7 საქმიანობების შესრულების მიზნით, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა რიგი ტექნიკური და პროგრამული სამუშაოები, კერძოდ, სააგენტო გეგმავს უსინათლო პირთათვის რამდენიმე სერვისის შეთავაზებას, მათ შორის, განცხადების მიღებას ბრაილის შრიფტისა და სპეციალური ხმოვანი პროგრამის მეშვეობით, სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტის ბრაილის შრიფტის მეშვეობით გაცემის შესაძლებლობის შექმნას. 19.1.6.5 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოხდა საჭირო ტექნიკის შესყიდვა (ბრაილის 2 (ორი) ცალი პრინტერ-ემბოსერი, აკუსტიკური საფარი, ჩამწერ-წამკითხავი მოწყობილობა, ხელის მოსაწერი აპარატი, მიკროფონი, ყურსასმენი, ციფრული ვებკამერა, მონიტორი, კომპიუტერი). ბრაილის მტვიფრავი აპარატი დამონტაჟდა თბილისის იუსტიციის სახლსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ შესრულებულ იქნა მთელი რიგი ტექნიკური სამუშაოები ყველაზე მოთხოვნადი ელექტრონული რეესტრის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში - განცხადებების და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში (NAPRWEB 3.5) წარსადგენი განცხადებების, რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების (რეგისტრაციის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ) და ამონაწერის ბრაილის შრიფტით მომზადების უზრუნველსაყოფად. შედეგად შესაძლებელი იქნება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის გაცემა ბრაილის შრიფტითაც გახდება შესაძლებელი. ბრაილის შრიფტით გაიცემა, ასევე, გადაწყვეტილებები უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან. ამასთან, განხორციელდა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის (https://naprweb.reestri.gov.ge) ადაპტირება, რომლის მეშვეობითაც მცირემხედველ და უსინათლო პირებს სპეციალური ხმოვანი პროგრამის, ,,ეკრანის წამკითხველის“ საშუალებით შეუძლიათ განცხადების მოძიება სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით. კერძოდ, მხედველობის არმქონე და მცირემხედველ პირთათვის სპეციალური „ეკრანის წამკითხველის“ დახმარებით შესაძლებელი გახდა https://naprweb.reestri.gov.ge/-ზე ინფორმაციის მოძიება შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:  განცხადების ნომერი;  თარიღი;  პიროვნების/ორგანიზაციის დასახელება;  საკადასტრო კოდი. 327 ასევე, ხელმისაწვდომია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორების მოთხოვნით განცხადების წარდგენის სერვისი. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, შეიქმნა სპეციალური საინფორმაციო ვებგვერდი, რომელიც ადაპტირებულია უსინათლო პირებისთვის. ვებგვერდის წაკითხვა ხდება სპეციალური ეკრანის წამკითხველის დახმარებით. აღნიშნული იძლევა საშუალებას, არსებული ინფორმაცია გადაყვანილ იქნეს ბეჭდურიდან აუდიო ვერსიაში. ვებგვერდის გამარტივებული ვერსია მასზე განთავსებული ინფორმაციის მარტივ კატეგორიზაციისა და ხელმისაწვდომობის შესაძლებელობას იძლევა. მასზე განთავსებული ინფორმაცია დაყოფილია შემდეგი სახის კატეგორიებად:  ინფორმაცია საჯარო რეესტრის შესახებ;  საკონსულტაციო ბარათები;  ხშირად დასმული კითხვები. ვებგვერდი მაქსიმალურად მორგებულია მცირემხედველ პირებზე, რაც ითვალისწინებს შრიფტის დაახლოების შესაძლებლობას. ამასთანავე, შემუშავდა ერთიანი სტანდარტი ვიდეო ფაილების დამუშავებისას ჟესტური ენის გამოყენების შესახებ, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 30 ნოემბრიდან საჯარო რეესტრის მიერ შექმნილ და მის ვებგვერდზევე განთავსებულ ვიდეოს, მისი შინაარსისა და სპეციფიკის შესაბამისად დაერთვება სურდო თარგმანი. ამოცანა: 19.1.7. საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებისა და სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქმიანობა: 19.1.7.1. წინადადებების შემუშავება სატრანსპორტო ტერმინალებთან (ავტოსადგურებთან) დამაკავშირებელი გზების და გზისპირა ინფრასტრუქტურის, შენობა-ნაგებობების და კომუნიკაციების შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ინდიკატორი: ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ღონისძიებები; სახალხო დამცველის ანგარიში მიზნით განხორციელებული საქმიანობა: 19.1.7.2. სატრანსპორტო საშუალებათა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ადაპტირებისთვის საჭირო ნორმებისა და მათი დაცვის აღსრულების მექანიზმის შემუშავება ინდიკატორი: ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტანდარტები მიღებულია სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის 11 ნოემბერს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის №503 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და №504 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის 328 გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აღნიშნულ რეგლამენტებში ცვლილებებით, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურების სათანადო პირობების შეთავაზების სავალდებულო მოთხოვნები, რომლის უზრუნველყოფაც ეკისრებათ, როგორც გადამზიდველებს, ისე ავტოსადგურების საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. საქმიანობა: 19.1.7.3. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლების ინფორმირებულობის გაზრდა, შშმ პირთა უფლებების შესახებ ტრენინგის გზით ინდიკატორი: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომუშავე მძღოლებს გავლილი აქვთ შესაბამისი სწავლება სტატუსი: სრულად შესრულებული სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრს 2015 წლიდან მინიჭებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში არსებული კავშირის IRU-ს მიერ, სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი მენეჯერების პროფესიული მომზადების მიმართულებით (CPC Manager). ამასთანავე, ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირთან (IRU) მიღწეული შეთანხმების თანახმად სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის აკრედიტაციის პროცესი CPC მძღოლის სპეციალობით, როგორც სატვირთო, ისევე სამგზავრო მიმართულებებით ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 15 ივლისის 2003/59/EEC დირექტივის - "ტვირთის გადაზიდვის ან მგზავრთა გადაყვანის მიზნით გარკვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების შესახებ" შესაბამისად, დაიწყო და უკვე განხორციელდა ორი ეტაპი: პირველი 2016 წლის 24-დან 28 ოქტომბრის ჩათვლით და მეორე - 2016 წლის 5-დან 9 დეკემბრის ჩათვლით. 2003/59/EEC დირექტივის მოთხოვნების მიხედვით მძღოლების უნარ-ჩვევების ამაღლება უნდა განხორციელდეს რეალურ საგზაო პირობებში, სადაც უნდა იყოს სხვადასხვა საგზაო შემთხვევების მოდელირების სათანადო შესაძლებლობები და ვინაიდან სააგენტოს შესაბამისი საკუთარი ინფრასტრუქტურა ჯერ-ჯერობით არ გააჩნია, პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდა ქ. რუსთავის ავტოდრომზე. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრში GPG მენეჯერის სპეციალობით მომზადდა 39 მსმენელი, ხოლო GPG მძღოლის სპეციალობით 28 მსმენელი. საქმიანობა: 19.1.7.4. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის N16 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის“ შესაბამისად აეროპორტის ოპერატორების გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება, შშმ პირებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობების შემოწმება და მათი შესაბამისობის დადგენა შიდა სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მოთხოვნებთან ინდიკატორი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მომსახურების მაღალი ხარისხი უზრუნველყოფილია; სახალხო დამცველის ანგარიში სტატუსი: უმეტესად შესრულებული სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის N16 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 329 პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის“ შესაბამისად აეროპორტის ოპერატორების გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების, შშმ პირებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობების შემოწმებისა და მათი შიდა სახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ყოველწლიურად (წელიწადში ერთხელ) ახორციელებს საქართველოში მდებარე აეროპორტების მონიტორინგს (ინსპექტირებას), სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 იანვრის #16 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენის წესის“ საფუძველზე, რათა აეროპორტებში დაცულ იქნეს შშმ პირების უფლებები. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება, როგორც სამგზავრო ტერმინალის აღჭურვილობა, სავარძლების რაოდენობა და პერსონალის მომზადება შშმ პირების მომსახურებისათვის, ისევე როგორც სამგზავრო ტერმინალის შესაბამისობა შშმ პირთა საჭიროებებთან (ტერმინალის ადაპტირებულობა შშმ პირებისათვის). აღსანიშნავია, რომ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამ მიმართულებით, 2016 და 2017 წლების განმავლობაში განახორციელა საქართველოს მგზავრთა მომსახურე აეროპორტების შემოწმება. ამოცანა: 19.1.8. ჯანმრთელობის დაცვის თანაბარი გარემოს უზრუნველყოფა საქმიანობა: 19.1.8.1. ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული დისკრიმინაციის გარეშე ინდიკატორი: შშმ პირთა % რომელთათვისაც ჯანმრთელობის დაცვის სერვისები ხელმისაწვდომია სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული სამედიცინო დაწესებულებებში არსებული გარემოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომობა დადგენილია შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტებით („მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებები, ,„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანება”). შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საქმიანობენ სალიცენზიო/სანებართვო/მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შეტყობინების რეჟიმში, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები უზრუნველყოფენ მარეგულირებელი დოკუმენტებით განსაზღვრულ მოთხოვნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები სარგებლობენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ რომელიც ითვალისწინებს, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული 330 სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანაგადახდების გათვალისწინებით. ანაზღაურებას შესაბამისი ლიმიტებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სხვა პირები, ასევე, ჩართულნი არიან „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში", შესაბამისი მომსახურების პირობებით. ამოცანა: 19.1.9. შშმ ბავშვთა აბილიტაცია და რეაბილიტაცია ორიენტირებული პროგრამების გაფართოება ქვეყნის მასშტაბით და განვითარებაზე საქმიანობა: 19.1.9.1. არსებული სერვისების ხარისხის გაზრდა და გეოგრაფიული არეალის გაფართოება ინდიკატორი: მომსახურების მიწოდების გეოგრაფიული არეალი გაზრდილია იმ რეგიონებში, სადაც არ არსებობს აღნიშნული მომსახურება სტატუსი: სრულად შესრულებული 2016-2017 წლების განმავლობაში გაუმჯობესდა და გაიზარდა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის” სახელმწიფო პროგრამის „ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის გეოგრაფიული არეალი, ღონისძიებების ხარისხი და ეფექტიანობა. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მომწოდებლად დარეგისტრირებულია 22 სარეაბილიტაციო ცენტრი, მათ შორის თბილისში – 11 სარეაბილიტაციო ცენტრი, ქუთაისში 1, ბათუმში – 3, ქობულეთში - 1, გორში – 1, თელავში – 1, გურჯაანში - 2, მარნეულში - 2 სარეაბილიტაციო ცენტრი. 2017 წელს ექვსმა ახალმა ორგანიზაციამ სერვისის განხორციელება დაიწყო თბილისის, ზუგდიდის და ქალაქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებში. 2017 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებით ისარგებლა 986 ბავშვმა. საქმიანობა: 19.1.9.2. ადრეული ჩარევის მომსახურების გაუმჯობესება, განვითარება და სტანდარტების შექმნა ინდიკატორი: ადრეული ჩარევის მომსახურების პროგრამული ჩარჩო დახვეწილია და მომსახურების სტანდარტები შემუშავებულია სტატუსი სრულად: შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაინტერესებული პირების ჩართულობით დაამტკიცა ადრეული ჩარევის მომსახურების სტანდარტები. 2017 წლის 18 აგვისტოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის№ 01-188/ო ბრძანებით დამტკიცდა ბავშვთა ადრეული ინტერვენციის მომსახურების მინიმალური სტანდარტები. ამასთან, „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის „ბავშვთა ადრეული განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მომწოდებლად 12 მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებულია 20 ორგანიზაცია: თბილისში -7, ქუთაისში -2, ბათუმში - 1, ქობულეთში - 1, თელავში - 1, ლაგოდეხში - 1, ზუგდიდში - 2, ჩხოროწყუში - 1, გორში - 1, ბორჯომში - 1, ახალციხე - 1, მარნეული - 1. ასევე, 2016-2017 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში ისარგებლა 828 ბავშვმა. საქმიანობა: 19.1.9.3. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვთა ,,ბინაზე რეაბილიტაციის” მომსახურების მიწოდება 331 ინდიკატორი: შშმ ბავშვთა ,,ბინაზე რეაბილიტაციის” მომსახურება ხორციელდება ქალაქ თბილისში სტატუსი: სრულად შესრულებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის „მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება 7-დან 18 წლამდე ასაკის იმ მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი დღის ცენტრის მომსახურებაში მომსახურება. 2016-2017 წლის განმავლობაში აღნიშნული მომსახურება მიიღო 45 ბავშვმა. საქმიანობა: 19.1.9.4. ბავშვთა, მათ შორის შშმ ბავშვთა დღის ცენტრების გეოგრაფიული არეალის გაფართოება ინდიკატორი: მომსახურების გეოგრაფიული არეალი გაფართოებულია სტატუსი: სრულად შესრულებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის” სახელმწიფო პროგრამის “დღის ცენტრების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მომწოდებლად დარეგისტრირებულია 82 ცენტრი, მათ შორის, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის – 14 ცენტრი, 6–18 წლამდე შშმ ბავშვებისთვის – 42, 18 და უფროსი ასაკის შშმ პირებისთვის – 24 დღის ცენტრი, ხოლო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვებისათვის – 2. 2016-2017 წლების განმავლობაში სულ მომსახურება მიიღო 3946 ბენეფიციარმა, მათ შორის, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფმა – 1263 ბავშვმა, 6–18 წლამდე - 1503 შშმ ბავშვმა, 1061 შშმ პირმა და მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 119 შშმ ბავშვებმა. ამასთან, 2016-2017 წლების განმავლობაში გაიხსნა 25 ახალი დღის ცენტრი, მათ შორის: თბილისში - 6 ( შშმ ბავშვებისათვის 3, მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის 3) ვანში - 1 (შშმ ბავშვებისთვის); მცხეთაში - 1 (შშმ ბავშვებისთვის, შშმ პირებისათვის); თელავში -1 (შშმ ბავშვებისთვის); ზუგდიდი -1 (შშმ ბავშვებისთვის); ხარაგაული -1 (შშმ ბავშვებისთვის); გურჯაანი- 1 (შშმ ბავშვებისთვის); ბორჯომი-1 (შშმ ბავშვებისთვის); ზესტაფონი -1 (შშმ პირებისათვის); ქუთაისი - 2 (შშმ პირებისათვის); რუსთავი -2 (შშმ პირებისა და მიუსაფარი ბავშვებისათვის); 332 წყალტუბოში - 1 (მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის); გორში - 1 (შშმ პირებისთვის); ვანში - 1 (შშმ ბავშვებისთვის); თიანეთში - 1 (მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის); კასპში - 1 (შშმ ბავშვებისთვის); მცხეთაში - 1 (შშმ ბავშვებისთვის); სენაკში - 1 (შშმ ბავშვებისთვის). ამოცანა: 19.1.10. ინდივიდუალური მობილურობის ხელშეწყობა საქმიანობა: 19.1.10.1. შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად ინდიკატორი: დამხმარე საშუალებების საჭიროების მქონე პირების რაოდენობა, რომლებმაც მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს; დაკმაყოფილებული განაცხადების რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის‘‘ სახელმწიფო პროგრამის „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შშმ პირებზე მათი საჭიროებებისა შესაბამისად, 2016-2017 წლების განმავლობაში გაიცა დამხმარე საშუალებები შემდეგი რაოდენობით: - სავარძელ-ეტლი - 1151 ერთეული; ელექტრო ეტლი - 170; - საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები - 1744 ერთეული; - სმენის აპარატი - 3400 ერთეული; - კოხლეარული იმპლანტი - 84 ერთეული; - ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, უსინათლოთა ხელჯოხები და გადასაადგილებელი ჩარჩოები - 185 ერთეული. 2017 წლის დეკემბრის თვის მონაცემებით დამხმარე საშუალებების მომლოდინეთა რაოდენობა შეადგენდა: - სავარძელ-ეტლი - 95; ელექტრო ეტლი -118; - საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებები - 530; - სმენის აპარატი - 437; - კოხლეარული იმპლანტი - 47 (მათ შორის, 0-6 წლამდე ასაკის -3 ბავშვი); - ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, უსინათლოთა ხელჯოხები და გადასაადგილებელი ჩარჩოები - 0. ამოცანა: 19.1.11. 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა საქმიანობა: 19.1.11.1. „სათემო ორგანიზაციების“ გეოგრაფიული არეალის გაფართოება 333 ინდიკატორი: გაზრდილია „სათემო ორგანიზაციების“ გეოგრაფიული არეალი სტატუსი: სრულად შესრულებული „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის „სათემო ორგანიზაციების“ ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურებას ახორციელებს 24 ორგანიზაცია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 14 ახალი დაწესებულება: 7 ქალაქ თბილისში, 1 თელავის მუნიციპალიტეტში, 3 გურჯაანში, 1 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 1 რუსთავში და 1 გორში. 2017 წლიდან ა(ა)იპ ,,ხელი ხელს“ ორგანიზაციის ხუთმა ცენტრმა (მათ შორის 3 ცენტრი 12 ბენეფიციარზე თბილისში და 2 ცენტრი გურჯაანში 15 ბენეფიციარზე) დაიწყო სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის, შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის განხორციელება. ამოცანა: 19.1.12. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) და შშმ პირთა შრომისა და დასაქმების ხელშეწყობა საქმიანობა: 19.1.12.1. შშმ და სსსმ პირთა დასაქმების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ფორმირება, შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კონცეფციის შემუშავება, შშმ და სსსმ პირთა სოციალური ინტეგრაციის შესახებ კანონპროექტის შემუშავება ინდიკატორი: შექმნილია სამუშაო ჯგუფი შშმ და სსსმ პირთა დასაქმების საკითხებზე; შემუშავებულია შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კონცეფცია და შშმ და სსსმ პირთა სოციალური ინტეგრაციის შესახებ კანონის პროექტი სტატუსი: შეუსრულებელი საქმიანობა: 19.1.12.2. სამუშაოს მაძიებელ და დასაქმებულ შშმ პირთა მონაცემთა ბაზის სრულყოფა ინდიკატორი: შექმნილია სამუშაოს მაძიებელ და დასაქმებულ შშმ პირთა მონაცემთა ბაზა სტატუსი: უმეტესად შესრულებული სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციის ერთიან სისტემაში - worknet.gov.ge რეგისტრირებულია 138 388 აქტიური სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის 3 535 შშმ პირი. ვაკანსიების ფარგლებში შერჩეულ და დამსაქმებლებთან გაგზავნილ სამუშაოს მაძიებლებიდან 2016-2017 წლების მონაცემებით დასაქმდა 161 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მათ შორის, ააიპ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, 2016-2017 წლებში ჩატარებული შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის 8 ფორუმის შედეგად დასაქმდა: ქ. ქუთაისში 45, ქ. ბათუმში-3, ქ. თბილისში-9, ქ. თელავში-4 შშმ სამუშაოს მაძიებელი. 2016-2017 წლებში, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დამსაქმებელმა სტაჟიორად აიყვანა 48 შშმ პირი და 1 სსსმ პირი. საქმიანობა: 19.1.12.3. შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების შექმნა და დანერგვის უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს მხარდაჭერით დასაქმების კომპონენტებს 334 ინდიკატორი: შექმნილია მხარდაჭერით დასაქმების მეთოდოლოგია; აყვანილია მინიმუმ 11 მხარდაჭერით დასაქმების კონსულტანტი; კონსულტანტების მომზადება განხორციელებულია კვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტების მიერ; მხარდაჭერით დასაქმების სერვისით ისარგებლა მინიმუმ 100 პირმა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეულ იქნა 10 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი (თბილისი-3, ბათუმი-2, ქუთაისი-1, თელავი-1, გორი-2, ლანჩხუთი-1) და 1 კოორდინატორი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 2 დასაქმების კონსულტანტის გადამზადება მოხდა დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სასწავლო ვიზიტის ფარგლებში. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებსა და კოორდინატორებს ჩაუტარდათ კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგ-სემინარები ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში. 2017 წლის დეკემბერს ერთ მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება პირადი განცხადების საფუძველზე. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დასაქმების კონსულტანტების მიერ კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 519 შშმ პირს გაეწია მხარდაჭერითი კონსულტირება. საქმიანობა: 19.1.12.4. შშმ და სსსმ პირთა ინდივიდუალური კონსულტირებისა და პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარება და შესაბამისი კადრების გადამზადება; შშმ და სსსმ პირთა წინა პროფესიული უნარების განვითარების მეთოდოლოგიის შექმნა და დანერგვა ინდიკატორი: შექმნილია შშმ და სსსმ პირების პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა პროფესიული განათლების საფეხურზე; შექმნილი და დანერგილია შშმ და სსსმ პირთა წინა პროფესიული უნარების განვითარების მეთოდოლოგია სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2017 წელს, სამ საჯარო სკოლაში - თბილისის 21-ე, 198-ე (ინტელექტუალური სირთულეების მქონე მოსწავლეთათვის) და მცხეთის პირველ, დაიწყო სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეთა ზოგადი განათლების საფეხურიდან პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობის პროცესის პილოტირება. პილოტირების პროცესი 2018 წელსაც გრძელდება. პილოტირებაში მონაწილეობა მიიღო 198-ე საჯარო სკოლის სსსმ 11მა, 21-ე საჯარო სკოლის - 3-მა და მცხეთის პირველი საჯარო სკოლის - 7-მა მოსწავლემ. პილოტირების ფარგლებში შემუშავდა სსსმ მოსწავლეთა ზოგადი განათლების საფეხურიდან პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობის მოდელი და ტრენინგ-მოდული ინკლუზიურ განათლებაში ჩართული მასწავლებლებისა და სპეციალისტებისთვის. აღნიშნული ტრენინგ-მოდული გადაეცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და 2018 წელს სულ მცირე 100 მონაწილეს ჩაუტარდება. ამასთანავე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერებთან და ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებთან გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული ორიენტაციის პროცედურის გაუმჯობესების მიზნით. შემუშავდა სპეციალური 335 საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროცედურის სამუშაო ვერსია. მქონე პირების საქმიანობა: 19.1.12.5. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შშმ და სსსმ პირებისათვის ხელმისაწვდომი ფიზიკური და მეთოდოლოგიური გარემოს უზრუნველყოფა; გადამზადება-მომზადების პროგრამების დანერგვისას შშმ და სსსმ პირთა ჩართვა და მათთვის შესაბამისი ფიზიკური და მეთოდოლოგიური გარემოს უზრუნველყოფა ინდიკატორი: მინიმუმ 150 შშმ პირს მიღებული აქვს პროფესიული განათლება; მინიმუმ 5 პროფესიულ სასწავლებელში უზრუნველყოფილია ფიზიკური გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის; საჭიროების შემთხვევაში შექმნილია ინდივიდუალური სასწავლო გეგმები; საჭიროების შემთხვევაში, სწავლების პროცესში გამოყენებულია შესაბამისი ტექნიკური დამხმარე საშუალებები და მხარდამჭერი ადამიანური რესურსი; მომზადება-გადამზადების პროგრამებში ჩართულია მინიმუმ 50 შშმ და სსსმ პირი სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 02 ივნისის N238 და 2017 წლის 4 აპრილის N182 დადგენილებით დამტკიცდა „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება– გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებაგადამზადებით და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. 2016 წლის მდგომარეობით პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 83 შშმ პირმა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 1 პირმა, ხოლო 2017 წლის მდგომარეობით აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 74 შშმ პირმა. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა“ შედგება ორი კომპონენტისგან: მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა მომსახურებისა და სამუშაო ადგილების სუბსიდირების უზრუნველყოფით. სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში გამოვლინდა და მომზადდა იმ დამსაქმებლების რეესტრი, რომლებთანაც განხორციელდა სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი. შედეგად 2016 წლის მდგომარეობით სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 12 ორგანიზაცია. აღნიშნულ ორგანიზაციებში განხორციელდა 19 შშმ პირის სამუშაო ადგილის სუბსიდირება. ხოლო 2017 წლის მდგომარეობით სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 23 ორგანიზაცია და განხორციელდა 53 შშმ პირის სამუშაო ადგილების სუბსიდირება. 2017 წლის საგაზაფხულო და შემოდგომის მიღებაზე, პროფესიული ტესტირების ალტერნატიული მიდგომის გზით, პირველად და შემდგომ საფეხურზე ჯამში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 240 აპლიკანტი ჩაირიცხა 22 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 46 სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2017 წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერაში შემდეგი სპეციალისტები იყვნენ ჩართული: - ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტი - 23 336 -ინკლუზიური პროფესიული განათლების კოორდინატორი - 1 - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტი- 9 სპეციალური მომვლელი - 3 - ჟესტური ენის თარჯიმანი - 10 - გადაადგილების მხარდამჭერი/ტრანსპორტირების გამწევი - 11 - ხმოვანი პროგრამის NVDA-ს სპეციალისტი - 1 - სივრცითი ორიენტაციისა და მობილობის ტრენერი - 2 ამასთანავე, 2017 წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 99-მა პროფესიულის სტუდენტმა ისარგებლა ინდივიდუალური სასწავლო გეგმითა და სასწავლო პროცესის სხვადასხვა სახის აკომოდაციით. 2017 წელს, მხედველობის სირთულეების მქონე პროფესიული სტუდენტების სწავლასწავლების ხელშესაწყობად, 12 პორტაბელური ვიდეო გამადიდებელი გადაეცა თბილისისა და რეგიონების შემდეგ 12 პროფესიულ სასწავლებელს: 1. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "მერმისი" 2. ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი "იკაროსი" 3. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "სპექტრი" 4. სსიპ პროფესიული კოლეჯი ,,ბლექსი" 5. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" 6. სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯი "გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი" 7. ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „განთიადი“ 8. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" 9. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისი'' 10. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია" 11. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ოპიზარი" 12. სსიპ პროფესიული კოლეჯი „ფაზისი“ ამოცანა: 19.1.13. განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქმიანობა: 19.1.13.1. ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების შესახებ კანონების რევიზია და სრულყოფა ინდიკატორი: მომზადებულია პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი, ზოგადი განათლების შესახებ კანონში და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომლებიც ასახავს ინკლუზიური განათლების მარეგულირებელ მუხლებს სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიული განათლების სამართლიანი რეგულირების მექანიზმის განსაზღვრის მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა კანონპროექტი “პროფესიული განათლების შესახებ”. კანონპროექტი მოიცავს პროფესიული განათლების სისტემის ღიაობის, მისაწვდომობის და ინდივიდუალური სერვისების დანერგვის ამსახველ ჩანაწერებს. აღნიშნული ჩანაწერები ინიცირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გათვალისწინებით. 337 ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით დასრულდა მუშაობა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი მიზანსაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს. 2016 წლის 19 თებერვალს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2016 წელს დაიწყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემუშავება, რის შედეგადაც 2017 წლის მაისის თვეში დამტკიცდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურები. განახლებული ავტორიზაციის სტანდარტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკისრებათ ვალდებულება, შეიმუშავონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და უზრუნველყონ ინფრასტრუქტურის ადაპტაცია მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე ხელი შეუწყონ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესისა და გარემოს განვითარებას. საქმიანობა: 19.1.13.2. სკოლამდელი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების სიტუაციის ანალიზის (კვლევის) ჩატარება; სენსორული (სმენა მხედველობა) დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო მზაობის კლასების გახსნა თბილისში და ქუთაისში ინდიკატორი: სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული სიტუაციის ანალიზის (კვლევის) შედეგები; სმენის და მხედველობის დარღვევების მქონე აღსაზრდელებისთვის გახსნილი 1-1 სასკოლო მზაობის ჯგუფი სტატუსი: შეუსრულებელი აღნიშნული აქტივობის განხორციელება დაგეგმილია 2018 წელს. საქმიანობა: 19.1.13.3. ინკლუზიური განათლების მარეგულირებელი დოკუმენტების სრულყოფა ინდიკატორი: ინკლუზიური განათლების მარეგულირებელი დოკუმენტი დამტკიცებულია საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით სტატუსი: სრულად შესრულებული 2017 წელს შემუშავდა „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი“, რომელიც დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის N16/ნ ბრძანებით. საქმიანობა: 19.1.13.4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე, ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვის მიზნით ინდიკატორი: შექმნილია მასწავლებლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების პროფესიული განვითარების სატრენინგო მოდულები; ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე გადამზადებულია მასწავლებლების 10% სტატუსი: უმეტესად შესრულებული განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ ახორციელებს ინკლუზიური განათლების საკითხებზე ადამიანური რესურსის გაძლიერებას სხვადასხვა ტიპის ტრენინგების გზით. ასევე შემუშავდა 338 სატრენინგო მოდულები სხვადასხვა აქტუალური თემებისათვის ინკლუზიური განათლების სფეროში.  2017 წელს პროგრამის ფარგლებში შემუშავდა და მიმდინარეობდა ტრენინგმოდულები სპეციალური საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის, მასწავლებლებისთვის და სპეციალური მასწავლებლებისთვის- სულ გადამზადდა 2057 მასწავლებელი:   „სპეციალურისაგანმანათლებლოსაჭიროებისმქონემოსწავლეთაინტეგრაციაზოგად საგანმანათლებლოკლასში“; ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 1089 მასწავლებელი და სპეციალური მასწავლებელი;  გუნდური მუშაობის მნიშვნელობა სსსმ მოსწავლის სასწავლო პროცესის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში - სულ გადამზადდა 142 მასწავლებელი  „ბრაილის სისტემა და მისი სწავლების მეთოდიკა“; ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა უსინათლო მოსწავლეებთან მომუშავე 28 მასწავლებელი;  უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებთან მომუშავე 39-მა მასწავლებელმა გაიარა ტრენინგი „მობილობა და სივრცეში ორიენტაცია უსინათლო და მცირემხედველ პირთათვის I და II-დონე”;  „მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლება“; ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა მცირემხედველ მოსწავლეებთან მომუშავე 36 მასწავლებელი და სპეციალური მასწავლებელი;  „ჟესტური ენის კურსის მასწავლებლებისთვის - I, IIდა III დონე“; ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებთან მომუშავე 81 მასწავლებელი;  „რთული ქცევის მართვა“; ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან რთული ქცევის მქონე მოსწავლეებთან მომუშავე 492მასწავლებელი;  „სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი"; ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 115 სპეციალური მასწავლებელი;  „აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების ტექნიკები“; ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 17 მასწავლებელი და სპეციალური მასწავლებელი;  „მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა (მათ შორის მიუსაფარი ბავშვების) საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაცია, მათთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის სტრატეგიები“ ტრენინგის პილოტის ფარგლებში გადამზადდა 18 მასწავლებელი;  „ლექსიკოლოგია და მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრებული კითხვის სტრატეგიები სმენის დარღვევის მქონე პირებისათვის“; ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა 11 ყრუ პირი.  ჩატარდა „რეგიონული სასწავლო ტური“ რეგიონში მომუშავე 57 სპეციალური მასწავლებლისთვის;  მიმდინარეობს ინდივიდუალური კონსულტირების პროგრამა სპეციალური საჭიროების მქონე 18 მოსწავლისთვის, მათი მასწავლებლებისა და მშობლებისთვის;  ჩატარდა ტრენინგ-კურსი მრავლობითი დარღვევის მქონე მცირემხედველი და უსინათლო ბავშვების ადრეული ჩარევის 20 სპეციალისტისთვის; 339  ჩატარდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების ტრენინგი მულტიდისციპლინური ჯგუფის 28 წევრისთვის;  ჩატარდა ტრენინგ-კურსი ორიენტაცია-მობილობის ინსტრუქტორებისა და ადრეული ინტერვენციის 12 სპეციალისტისთვის. საქმიანობა: 19.1.13.5. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული და კარიერული ზრდის სქემის შემუშავება ინდიკატორი: მომზადებულია სპეციალური კარიერული ზრდის სქემის სამუშაო ვერსია მასწავლებლის პროფესიული და სტატუსი: უმეტესად შესრულებული სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების მიზნით, 2017 წელს მომზადდა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პაკეტი, სადაც დაზუსტდა სპეციალური მასწავლებლის ტერმინი და პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს სისტემას სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის განვითარებას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და World Vision-ის ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა და დაიბეჭდა მასწავლებლის გზამკვლევი, საგანმანათლებლო დამხმარე რესურსები და ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო პოსტერები, 2016 წლის იანვრიდან სსიპ - ქალაქ თბილისის #203 და სსიპ - ქალაქ ქუთაისის #45 სჯარო სკოლებში, რომლებიც ემსახურებიან სმენის ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს, ამერიკის მთავრობის ფინანსური და ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ ტექნიკური მხარდაჭერით დაიწყო ყრუ და სმენადაქვეითებული მოსწავლეების სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიისა და დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენების პილოტირება. ამასთან, შეიქმნა დამხმარე საგანმანათლებლო რესურსები. ასევე, 2016-2017 წლებში სმენის არმქონე მოსწავლეებისთვის და სტუდენტების განათლების და მათი განვითარების მიზნით ყრუთა თემში მოძიებულ იქნა 3000 ქართული ჟესტი, რომელიც ხელმისაწვდომის www.signWiki საანგარიშო პერიოდში პირველი და მეორე კლასის სახელმძღვანელოების დამუშავების შედეგად იდენტიფიცირდა ის სიტყვები, რომელთა შესაბამისი ქართული ჟესტიც არ არსებობს. შედეგად თემში მოხდა შესაბამისი ჟესტების მოძიება და ვიდეო რესურსის სახით inclusion.ge ვებგვერდზე განთავსება. საქმიანობა: 19.1.13.6. სპეციალური მასწავლებლის საუნივერსიტეტო პროგრამის შემუშავება ინდიკატორი: სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დაწყებულია მუშაობა სპეციალური მასწავლებლის საუნივერსიტეტო კურსის შემუშავებაზე სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს პროექტის ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა სქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში,, ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ორგანიზაცია ,,Save the Children”-ის მხარდაჭერით 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა. 2014-2016 340 სასწავლო წლისათვის პროცესში ჩაერთო 10 სტუდენტი. 2016-2018 სასწავლო წლისათვის დაგეგმილია 18 სტუდენტის მიღება. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიმდინარე პროექტის ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა სქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში,, მხარდაჭერით ილიას უნივერისტეტმა შეიტანა განაცხადი ნორვეგიული ფონდის მირ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ემსახურება სპეციალური განათლების სადოქტორო პროგრამის შექმნას. 2017 წელს, სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამაში 15 სტუდენტი ჩაირიცხა. საქმიანობა: 19.1.13.7. რესურსების შემუშავება სსსმ მოსწავლეებისთვის დამხმარე საგანმანათლებლო ინდიკატორი: მუშაობა დაწყებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით სსსმ მოსწავლეებისთვის დამხმარე საგანმანათლებლო რესურსების შემუშავებაზე სტატუსი: უმეტესად შესრულებული აღნიშნული საქმიანობის შესრულების N19.1.13.5-ის შესრულების ანგარიშში. შესახებ ინფორმაცია მოცემულია საქმიანობა საქმიანობა: 19.1.13.8. შშმ პირებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით წლების მიხედვით სამოქმედო გეგმის შემუშავება ინდიკატორი: შექმნილია საჯარო სკოლების ფიზიკური გარემოს ადაპტირების 3 წლიანი სამოქმედო გეგმა სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წელს, ზოგადი განათლების საფეხურზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოწყობის მიმართულებით: 2016 წელს დასრულდა 4 საჯარო სკოლის მშენებლობა: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა; სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორ-მუღანლოს საჯარო სკოლა; სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილისის №103 საჯარო სკოლა. 2016 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2017 წელს გრძელდება 10 საჯარო სკოლის მშენებლობა: სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლა; სსიპ მურთაზ ირემაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლა; სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილისის №100 საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლა; სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლა; სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლა; 341 სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლა; სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადის საჯარო სკოლა; სსიპ ქალაქ კასპის №1 საჯარო სკოლა. აღნიშნული შენობა-ნაგებობების პროექტირებისა და მშენებლობის ნაწილში გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტი“. ამასთან, 2016 წლის განმავლობაში განხორციელდა სამ საჯარო სკოლაში (ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა, ქალაქ ზესტაფონის №2 საჯარო სკოლა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლა) შშმ პირთათვის პანდუსის მოწყობა, ხოლო ქალაქ თბილისის №162 საჯარო სკოლაში პანდუსის ამწის და ქალაქ თბილისის №71 საჯარო სკოლაში ლიფტის მოწყობა. ასევე, შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით განხორციელდა სანიტარული კვანძების მოწყობის სამუშაოები ქვემოთ მითითებულ 24 საჯარო სკოლაში: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლა; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლა; მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედის საჯარო სკოლა; ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლა; ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელის საჯარო სკოლა; ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა; ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლა; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლა; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №83 საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №11 საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №81 საჯარო სკოლა; დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლა; თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლა; ქალაქ საგარეჯოს №4 საჯარო სკოლა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა; ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთას საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №160 საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №71 საჯარო სკოლა; ქალაქ თბილისის №48 საჯარო სკოლა; ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლა; მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა; 342 ქალაქ თბილისის №155 საჯარო სკოლა; ასევე, 2 საჯარო სკოლას განსახორციელებლად: გადაეცა თანხა სანიტარული კვანძების სამუშაოების საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის საჯარო სკოლა. 2017 წელს, ზოგადი განათლების საფეხურზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოწყობის მიმართულებით: დასრულდა შემდეგი შვიდი სრულად ადაპტირებული ახალი სკოლის მშენებლობა 1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალადის საჯარო სკოლა ; 2. ქრისტინე ხარშილაძის სახელობის სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №1 საჯარო სკოლა (შერწყმული კაპანაძეების დაწყებითი); 3. მურთაზ ირემაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლა; 4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლა; 5. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთის საჯარო სკოლა; 6. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა (შერწყმული ბაჯითის სკოლა); 7. ქალაქ თბილისის №61 საჯარო სკოლა; ამასთან, მიმდინარეობს 24 სკოლის მშენებლობა, რომელიც სრულად ადაპტირებული იქნება; 1.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლა (ჯიხანჯირი), 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლა, 3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლა, 4. ქალაქ თბილისის №100 საჯარო სკოლა, 5. ქალაქ თბილისის №2 საჯარო სკოლა (II კორპუსი ყოფილი №3 საჯარო სკოლა), 6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლა, 7. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლა (სოფელ გორანის დაწყებითი სკოლის შენობა) , 8. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლა (შერწყმული გერგეთის დაწყებითი სკოლა), 9. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლა, 10.მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლა, 11.ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლა, 12. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის საჯარო სკოლა, 13. ქალაქ კასპის №1 საჯარო სკოლა, 14. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლა, 15. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლა (სოფელ შოლავერის დაწყებითი კორპუსი), 16. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლა, 17. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლა, 343 18. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლა (ქორეთის დაწყებითი ), 19. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის (ფოლადაურის დაწყებითი), 20. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლა (სამწევრისის დაწყებთი), 21. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუს საჯარო სკოლა (დაწყებითის კორპუსი), 22. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლა (ომფარეთი დაწყებითი კორპუსი), 23. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლა (დაწყებითი სკოლა), 24.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა (დაწყებითი სკოლა) ამასთან 2017 წელს დაიგეგმა 116 საჯარო სკოლაში ადაპტირებული სველი წერტილის მოწყობა/რეაბილიტაცია, 14 საჯარო სკოლაში პანდუსის მოწყობა. აღნიშნული სკოლებიდან 104 სკოლაში განხორციელდა ადაპტირებული სველი წერტილის რეაბილიტაცია/ მოწყობა, ხოლო 13 სკოლაში განხორციელდა პანდუსის მოწყობა. საქმიანობა: 19.1.13.9. მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება-დანერგვა (წარმოებული კვლევების საფუძველზე) ინდიკატორი: მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში ჩართვის ხელშემწყობი პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება სტატუსი: უმეტესად შესრულებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისათვის მოქმედებს, პროფესიული განათლების პროგრამებზე ჩარიცხვის ალტერნატიული ფორმა. პროფესიული ტესტირების ალტერნატიული ფორმატი გულისხმობს შერჩეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შესაბამისი აქტივობების პრაქტიკულ განხორციელებას. შემდგომ ეტაპზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე თითოეული სტუდენტის პროფესიული განათლების მიწოდება ინდივიდუალურად იგეგმება მისი საჭიროების და შესაძლებლობის გათვალისწინებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №19/ნ ბრძანებით (18.02.2011) დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე7 პუნქტის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №227 ბრძანებით (22.02.2009) დამტკიცებული ,,სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საგამოცდო ცენტრი საშუალებას აძლევს შშმ პირს გამოცდაზე რეგისტრაციის დროს მიუთითოს სპეციალური საჭიროება, რის საფუძველზეც ცენტრი შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების და მაგისტრანტების კანდიდატების განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს. მათ შორის, მხედველობის არმქონე აბიტურიენტებისათვის ცენტრი უზრუნველყოფს ბრაილის შრიფტის გამოყენებას. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ “საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ “ქვეპუნქტის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ზრუნავს შშმ სტუდენტებისთვის სწავლისათვის შესაბამისი პირობების შექმნაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედი სოციალური პროგრამა ითვალისწინებს იმ სტუდენტთა დაფინანსებას უმაღლესი განათლების პირველი და მეორე 344 საფეხურების (ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მაგისტრატურის) საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ფინანსდებიან 4-6 წლის განმავლობაში (პროგრამის ხანგრძლივობის მიხედვით) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის (2250 ლარი) ფარგლებში. სოციალური პროგრამის ფარგლებში 2017 წელს სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა აღნიშნული კატეგორიის 55 სტუდენტმა. აქედან, უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის) საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსება მოიპოვა 46 სტუდენტმა, ხოლო მეორე საფეხურის (მაგისტრატურის) საგანმანათლებლო პროგრამებზე 9 სტუდენტმა. საქმიანობა: 19.1.13.10. შშმ და სსსმ პირებისათვის პროფესიულ განათლებაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით, ადაპტირებული სასწავლო გარემოსა და ადაპტირებული სასწავლო მასალების უზრუნველყოფა ინდიკატორი: სტუდენტთა საჭიროებების მიხედვით ადაპტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა; ადაპტირებული სასწავლო მასალების რაოდენობა; შშმ და სსსმ პროფესიული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების რაოდენობა სტატუსი: უმეტესად შესრულებული პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სუსტად მხედველი და უსინათლო სტუდენტების სასწავლო მასალებით უზრუნველყოფის მიზნით, სასწავლო სახელმძღვანელოების აუდიო წიგნების შექმნა წარმოადგენდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2016-2017 წლის პრიორიტეტულ აქტივობას. 2016 წლის განმავლობაში შეიქმნა 26 სახელმძღვანელო აუდიო-ვერსია. 2017 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მხედველობის პრობლემების და კითხვის სირთულეების მქონე სტუდენტებისთვის, დამატებით პროფესიული საგანმანათლებლო 29 სახელმძღვანელოს აუდიო- ვერსია მომზადდა. ამასთანავე, სმენის დარღვევის მქონე პროფესიული სტუდენტების განათლების მხარდასაჭერად, ქართული ჟესტების ელექტრონულ ბანკს SignWiki-ს, სამი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდუღებლის, ელექტრიკოსის და პოლიგრაფიული მრეწველობის ტექნიკოსის) პროფესიული ტერმინოლოგიის შესაბამისი 626 ჟესტი დაემატა. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ყველა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება ადაპტირებულია შშმ და სსსმ პირთა საჭიროებებზე, ხოლო 4 პროფესიული საგანანმანათლებლო დაწესებულება მოწყობილია უნივერსალური დიზაინის შესაბამისად (ნორვეგიული სტანდარტი). 2016-2017 წლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 521 შშმ და სსმ სტუდენტი. 2016-2017 წლებში შშმ და სსსმ კურსდამთავრებულთა რაოდენობა შეადგენდა 155 პირს. საქმიანობა: 19.1.13.11. შშმ და სსსმ პირების პროფესიულ განათლებაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ადამიანური რესურსის განვითარება 345 ინდიკატორი: პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამშრომელთა რაოდენობა კვალიფიციურ სტატუსი: უმეტესად შესრულებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს პედაგოგების უწყვეტი გადამზადება. ინკლუზიური პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა პროფესიული განათლების მასწავლებელთა კომპეტენციის ასამაღლებლად სწავლების დიფერენცირებული მიდგომების გამოყენების საკითხებში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაინერგა ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გაძლიერების მექანიზმი. კერძოდ, მასწავლებლის სახლმა შექმნა სპეციფიკური საგანმანათლებლო კურსები სპეციალისტთა და დაინტერესებულ პირთა მოსამზადებლად და/ან გასაძლიერებლად: ჟესტური ენის თარჯიმანთა კურსი განკუთვნილია ჟესტური ენის თარჯიმნებისა და დაინტერესებულ პირთათვის და გულისხმობს: ა) მსურველთა ჟესტური ენის თარჯიმნებად მომზადებას; ბ) ჟესტური ენის თარჯიმანთა კვალიფიკაციის ამაღლებას. ჟესტური ენის შესწავლის კურსი განკუთვნილია ჟესტური ენის შესწავლის მსურველთათვის, თავად სმენის დარღვევის მქონე პირთათვის და გულისხმობს ჟესტური ენის შესწავლას ელემენტარულ დონეზე. ბრაილის სისტემის შესწავლის კურსი საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის განკუთვნილი კურსი ავითარებს ბრაილის გამოყენებით წერა-კითხვის უნარსა და ბრაილის სწავლების სხვადასხვა ტექნიკას უსინათლო მოსწავლეებისთვის. მობილობა და სივრცეში ორიენტაციის სწავლების კურსი სატრენინგო მოდულებით ხორციელდება სპეციალისტთა გადამზადება, რათა მათ შეძლონ უსინათლო პირთა მხარდაჭერა მობილობა-ორიენტაციის უნარის გამომუშავებისას. ზემოთ აღნიშნული მოდულები სულ გაიარა 201-მა დაინტერესებულმა პირმა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი მულტიდისციპლინური გუნდის წევრების მიერ, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი სწავლა-სწავლების სტრატეგიებზე, ქცევის მართვის საკითხებზე, სსსმ სტუდენტების საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასების მეთოდებსა და სასწავლო პროცესის მორგებაზე. აღნიშნულ ტრენინგში თბილისის და რეგიონების პროფესიული სასწავლებლების ინკლუზიური განათლების 20-მა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა. 346 ამასთანავე, თბილისისა და რეგიონების პროფესიული სასწავლებლების ინკლუზიური განათლების სპეციალისტებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტებს ჩაუტარდათ ტრენინგი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების ალტერნატიული პროფესიული ტესტირების პროცედურის თაობაზე. ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომზადდა გზამკვლევი - ინკლუზიური პროფესიული განათლების წარმატებული გამოცდილება, რომელშიც სსსმ პირების პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული შემთხვევებია აღწერილი. საქმიანობა: 19.1.13.12. ავტორიზაციის სტანდარტების დახვეწის გზით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა და საგანმანათლებლო პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ინდიკატორი: საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული დებულება, რომელიც მიზნად ისახავს სსსმ პირების განათლების ხელშეწყობას და საგანმანათლებლო გარემოში ადაპტაციას სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2017 წლის მაისის თვეში დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები ითვალისწინებს შემდეგ სტანდარტს: ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მეშვეობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს სტუდენტების განსხვავებულ მოთხოვნების, საჭიროებებისა და აკადემიური მომზადების გათვალისწინებას და მათ შეუფერხებელ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში. ამოცანა: 19.1.14. შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა კულტურულ, რეკრეაციულ და გასართობ ღონისძიებებში საქმიანობა: 19.1.14.1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევა კულტურული დაწესებულებისა და მასალების ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში ინდიკატორი: შშმ პირთა საერთო კულტურულ სივრცესთან ინტეგრაციისათვის ტექნოლოგიური საშუალებების, პირობების გამოვლენილი საჭიროებები სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2017 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მუშაობა დაიწყო „გზამკვლევზე შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში.“ დოკუმენტის შემუშავების პროცესს წინ უძღოდა კონსულტაციები შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შშმ ბავშვთა მშობლებთან და უშუალოდ, შშმ პირებთან. კონსულტაციების მიზანი იყო იმ საჭიროებათა გამოვლენა, რომლებიც შშმ პირთა კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში ინტეგრაციის კუთხით არსებობს. აღნიშნული კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა გზამკვლევი, რომელიც ქმნის კონცეპტუალურ ჩარჩოსა და იმ მექანიზმებს, რომლებიც შშმ პირთა კულტურაში ჩართულობას შეუწყობს ხელს. გამოვლენილ საჭიროებებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: კულტურის სივრცეების ინფრასტრუქტურის არქიტექტურული დაგეგმარების თვალსაზრისით; 347 ფიზიკური ხელმისაწვდომობა, - კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; - სახელოვნებო და, ზოგადად, კულტურის პროფესიული პრაქტიკის ხელმისაწვდომობა საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; - სამოყვარულო აქტივობების ხელმისაწვდომობა დაწესებულებისა თუ სახელოვნებო წრის ფარგლებში. სხვადასხვა სპეციალიზებული საქმიანობა: 19.1.14.2. კულტურული დაწესებულებების, მათ შორის თეატრების, კინოთეატრების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების და კულტურის ძეგლების მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, კულტურის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება ინდიკატორი: საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება; შესაბამისი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 1 ივლისს N303 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025“, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისათვის) მიზნებს და აღნიშნული მიზნების განხორციელების შესაბამისი ამოცანები და აქტივობები ასახულ იქნა 2017 წლის 7 თებერვლის N189 განკარგულებით დამტკიცებულ კულტურის სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების უწყებათაშორის სამოქმედო გეგმაში. 2017 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ სტრატეგიის შესაბამისად შეიმუშავა „გზამკვლევი საზოგადოების კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“, რომელსაც თან ერთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული (2017 წლის 31 მაისის ბრძანება N 03/179) სამოქმედო გეგმა 2017-2018 წლებისათვის. გზამკვლევში, რომლის შემუშავების პროცესშიც, სხვადასხვა უწყებასთან ერთად, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული, ასახულია ის გამოწვევები, რომლებიც შშმ პირთათვის კულტურის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებობს. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს იმ აქტივობათა ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებასაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018 წელს შესაბამის უწყებებთან (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ა.შ.) თანამშრომლობით გეგმავს, გზამკვლევში აღწერილ გამოწვევებსა და „კულტურის სტრატეგია 2025“-ის ამოცანებთან შესაბამისობაში. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 45 14 21 4 348 შეუსრულებელი 6 20. შრომითი უფლებები მიზანი: 20.1. შრომის უფლების დაცვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ამოცანა: 20.1.1. საკანონმდებლო ბაზის რევიზია და სრულყოფა საქმიანობა: 20.1.1.1. საქართველოს შრომის კოდექსის და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დახვეწისათვის საჭირო ცვლილებების პროექტების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, სოციალურ პარტნიორებთან განხილვა და საქართველოს პარლამენტში ინიცირება ინდიკატორი: საქართველოს პარლამენტში შრომის კოდექსის დახვეწის მიზნით, ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილების პროექტი სტატუსი: უმეტესად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა და დამტკიცდა „შრომის კოდექსის დებულებების შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება (N01-8/ო, 14.01.2016). ამასთან, 2016 წლის 11 აპრილს გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მე2 სხდომა. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომამ განიხილა და დაამტკიცა კომისიის საქმიანობის 2016-2017 წლების სტრატეგიული გეგმა. გეგმის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება. სოციალურმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც აფასებს შრომის კოდექსს და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების პაკეტს, წარუდგენს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში მოქმედმა სამუშაო ჯგუფმა 9 შეხვედრა გამართა. შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფმა განიხილა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატანი ცვლილებების პროექტი. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მზადდება ევროკავშირი და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების XXX-ე დანართით გათვალისწინებული ევროდირექტივების შესაბამისად. ასოცირების შეთანხმების XXX დანართი მოიცავს იმ ევროდირექტივების ჩამონათვალს, რომლებიც შეეხება შრომისა და დასაქმების სფეროში განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს. 2017 წელს საქართველოს უნდა განეხორციელებინა ცვლილებები კანონმდებლობაში „რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად პირთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელების შესახებ“ 2000 წლის 29 ივნისის საბჭოს 2000/43/EC დირექტივითა და „დასაქმებისა და შრომითი საქმიანობის საკითხებთან მიმართებით თანაბარი მოპყრობის ზოგადი სტრუქტურის ჩამოყალიბების შესახებ“ 2000 წლის 27 ნოემბრის საბჭოს 2000/78/EC დირექტივით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამ დირექტივების მიზანს დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობისას რელიგიური კუთვნილების ან მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობების, ასაკისა თუ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ასევე რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა წარმომადგენს. დირექტივის დებულებები ვრცელდება ყველა 349 პირთან მიმართებაში, საჯარო და კერძო სექტორში, საჯარო პირების ჩათვლით, რომელიც უკავშირდება:  დასაქმების, თვითდასაქმებისა და პროფესიის ხელმისაწვდომობის პირობებს, შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებს, ნებისმიერ საქმიანობის სფეროსა და პროფესიული იერარქიის ყველა დონეს, მათ შორის დაწინაურებას;  ნებისმიერი სახისა და დონის პროფესიული ორიენტირების, პროფესიული ტრენინგის, მოწინავე პროფესიული ტრენინგისა და გადამზადების ხელმისაწვდომობას, პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების ჩათვლით;  დასაქმებისა და მუშაობის პირობებს, სამსახურიდან დათხოვნისა და ანაზღაურების ჩათვლით;  წევრობასა და მონაწილეობას მუშათა და დამსაქმებელთა ორგანიზაციაში, ან ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც ასრულებენ გარკვეული პროფესიულ საქმიანობას, ასეთი ორგანიზაციების მიერ გაწეული სარგებლის ჩათვლით;  სოციალურ დაცვას, სოციალური დაზღვევისა და ჯანდაცვის ჩათვლით;  სოციალურ დახმარებას;  განათლებას;  საზოგადოებისთვის განკუთვნილი საქონლისა ხელმისაწვდომობას, საცხოვრებლის ჩათვლით. და მომსახურების მიწოდების გარდა ამისა, ზემოაღნიშნული დირექტივები ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, პირთა თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით, განსაზღვრონ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები და დააწესონ სანქციები დარღვევების აღმოჩენისას. ზემოთ დასახელებული დირექტივების მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით, მომზადდა ცვლილებათა პაკეტი, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკანონმდებლო აქტებს:  საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;  საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“;  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს: პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, განათლების, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში. ამასთან, ცვლილებები ადგენს აკრძალვას პირისთვის მითითების მიცემის შემთხვევაში, განახორციელოს მესამე პირის მიმართ დისკრიმინაცია. ასევე, დამსაქმებლის ვალდებულებას დაიცვას პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი არამარტო შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში, არამედ წინსახელშეკრულებო ურთიერთობებშიც, რაც გულისხმობს ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისა და გასაუბრების ეტაპზე დისკრიმინაციის დაუშვებლობას რაიმე ნიშნით. ცვლილებების პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში მოხდა 2017 წლის დეკემბრის თვეში. 350 საქმიანობა: 20.1.1.2. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სტანდარტების შემუშავება ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად ინდიკატორი: წელიწადში შემუშავებულია მინიმუმ 3 სტანდარტის პროექტი სტატუსი: სრულად შესრულებული ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) ფინანსური და ექსპერტული დახმარებით, 2016 წელს, შემუშავდა სტანდარტების პროექტები ევროკავშირის შემდეგი 4 დირექტივის გათვალისწინებით: 1. 1990 წლის 29 მაისის საბჭოს 90/269/EEC დირექტივა ტვირთის ხელით აწევის დროს, მუშაკთა მიერ განსაკუთრებით ზურგის დაზიანების საფრთხის არსებობის პირობებში, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მე-4 ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მუხლის 16(1) კონტექსტში); 2. 1990 წლის 29 მაისის საბჭოს დირექტივა 90/270/EEC მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეხუთე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში); 3. 1992 წლის 24 ივნისის საბჭოს 92/58/EEC დირექტივა სამუშაოზე უსაფრთხოებასა და/ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მიზნით მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეცხრე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში); 4. 1992 წლის 24 ივნისის საბჭოს 92/57/EEC დირექტივა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების იმპლემენტაციის შესახებ (მერვე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში). 2017 წელს, შემუშავდა სტანდარტების პროექტები ევროკავშირის შემდეგი 4 დირექტივის გათვალისწინებით:  1989 წლის 30 ნოემბრის საბჭოს დირექტივა 89/656/EEC სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გამოყენებისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ( მესამე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის 16( 1) მუხლის კონტექსტში;  1999 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 1999/ 92/ EEC ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეს მყოფ მუშათა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით მინიმალური მოთხოვნების შესახებ (მეთხუთმეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16 (ერთი) მუხლის კონტექსტში);  1992 წლის 24 ივნისის საბჭოს 92/57EEC დირექტივა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთოხებისა იმპლემენტაციის შესახებ. და ჯანმრთელობის (მერვე მინიმალური ინდივიდუალური მოთხოვნების დირექტივა 89/391EEC დირექტივის მე-16 (ერთი) მუხლის კონტექსტში). საქმიანობა: 20.1.1.3. შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა 351 ინდიკატორი: საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ სტატუსი: სრულად შესრულებული შემუშავებულია ,,სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია ევროკავშირის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად - 1989 წლის 12 ივნისის 89/391/EEC დირექტივა სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ. კანონპროექტის მიზანია სამუშაო გარემოს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის, რისკების, სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისა და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფისათვის პრევენციისა და ძირითადი მოთხოვნების ზოგადი პრინციპების განსაზღვრა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 2017 წლის ივნისში წარედგინა აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ იქნა 2017 წლის 2 ნოემბერს. კანონპროექტის პირველი მოსმენისას, საპარლამენტო კომიტეტების ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით, სოციალური პარტნიორებით და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებით. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობდა მუშაობა კანონპროექტის სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე, მათ შორის კანონის გავრცელების სფეროსთან, ამოქმედების ვადებთან, ადმინისტრაციულ სახდელებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონპროექტის მიღება დაგეგმილია 2018 წლის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში. ამოცანა: 20.1.2. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რატიფიცირებული კონვენციების იმპლემენტაცია საქართველოს მიერ საქმიანობა: 20.1.2.1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის დასკვნებისა და ადგილობრივი აქტორების მოსაზრებების გათვალისწინებით ეროვნული კანონმდებლობის ჰარომინიზირება კონვენციების სტანდარტებთან ინდიკატორი: კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების საკითხებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ დასკვნებში ასახული პოზიტიური დინამიკა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ მომზადდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N111, N100, N122, N185 კონვენციების ანგარიშები, რომლებიც 2016 წლის 1 სექტემბერს გაიგზავნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში. ხოლო, 2017 წლის 1 სექტემბერს გაიგზავნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N87 და N98 კონვენციების ანგარიშები. საქმიანობა: 20.1.2.2. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმპლემენტაციის ხელშემშლელი გარემოებების იდენტიფიცირება ღონისძიებების გატარება მათი აღმოფხვრის მიზნით კონვენციების და ქმედითი ინდიკატორი: კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების საკითხებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ დასკვნებში ასახული პოზიტიური დინამიკა საქმიანობა: 20.1.2.3. შრომის საერთაშორისო იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება 352 ორგანიზაციის კონვენციების ინდიკატორი: კონვენციებისა და რეკომენდაციების გამოყენების საკითხებში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ დასკვნებში ასახული პოზიტიური დინამიკა სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ მომზადდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N111, N100, N122, N185 კონვენციების ანგარიშები, რომლებიც 2016 წლის 1 სექტემბერს გაიგზავნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში. ხოლო, 2017 წლის 1 სექტემბერს გაიგზავნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N87 დაN98 კონვენციების ანგარიშები. ამოცანა: 20.1.3. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის არარატიფიცირებული მუხლების/პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობების განხილვა საქმიანობა: 20.1.3.1. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამმხრივი კონსულტაციების (შრომის საერთაშორისო ნორმები) შესახებ 1976 წლის კონვენციის რატიფიცირების შესაძლებლობის/მიზანშეწონილობის განსაზღვრა ინდიკატორი: რატიფიცირებასთან დაკავშირებით მომზადებულია დასკვნები შესაბამისი უწყებების მიერ და შესაბამისი წინადადებები ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის 11 აპრილს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სამმხრივი კონსულტაციების (შრომის საერთაშორისო ნორმები) შესახებ, 1976 წლის N144 კონვენციის რატიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა შესაბამისი აქტივობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. 2017 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის N1331-Iს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა „შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“ შრომის საერთაშორისო კონფერენციის 61-ე სესიაზე (ჟენევა, 1976 წლის 21 ივნისი) მიღებული №144 კონვენცია. საქმიანობა: 20.1.3.2. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირების შესაძლებლობის განხილვა არარატიფიცირებული ინდიკატორი: სოციალური პარტნიორების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით გამართული სამუშაო შეხვედრების რაოდენობა სტატუსი; სრულად შესრულებული: 2017 წლის 16 ივნისს გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის "დედობის დაცვის შესახებ" #183 კონვენციის რატიფიცირების მიზანშეწონილობის საკითხი. სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ პროფესიული კავშირების გაერთიანება წარმოადგენს წინადადებებს აღნიშნული კონვენციის რატიფიცირების თაობაზე. 353 საქმიანობა: 20.1.3.3. ევროპის სოციალური ქარტიის (არარატიფიცირებული) მუხლების/პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი წინადადების ინიცირება საქართველოს პარლამენტში (მუხლი 2 - პუნქტი 3; მუხლი 3 - პუნქტები 1,2,4; მუხლი 4 - პუნქტები 1,5; მუხლი 8 პუნქტი 2; მუხლი 9; მუხლი 10 - პუნქტები 1,3; მუხლი 10 - პუნქტები 1,3; მუხლი 15 პუნქტი 1; მუხლი 17 - პუნქტი 2) ინდიკატორი: რატიფიცირებასთან დაკავშირებით მომზადებულია დასკვნები შესაბამისი უწყებების მიერ და შესაბამისი წინადადებები ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში საქმიანობა: 20.1.3.4. ევროპის სოციალური ქარტიის (არარატიფიცირებული) მუხლების/პუნქტების რატიფიცირების შესაძლებლობის განხილვა ინდიკატორი: სოციალური პარტნიორების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით გამართული სამუშაო შეხვედრების რაოდენობა სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2017 წლის 10 თებერვლის სხდომაზე სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ევროპის სოციალური ქარტიის შემდეგი (არარატიფიცირებული) მუხლების/პუნქტების რატიფიცირების შესახებ: მუხლი 2 უფლება შრომის სამართლიან პირობებზე - პუნქტი 3 მუხლი 3 უფლება უსაფრთხო და ჯანმრთელ სამუშაო პირობებზე - პუნქტები 1,2,4 მუხლი 8 დასაქმებულ ქალთა დედობის დაცვის უფლება - პუნქტი 2 მუხლი 9 პროფესიული ორიენტაციის უფლება მუხლი 10 პროფესიული მომზადების უფლება - პუნქტები 1 და 3 მუხლი 15 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დამოუკიდებლობის, სოციალური ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება პუნქტი 1 მუხლი 17 ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური დაცვის უფლება - პუნქტი 2 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო რატიფიცირებისთვის საჭირო პროცედურები. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმწიფო უწყებების მიერ შესაბამისი დასკვნების მომზადება. ამოცანა: 20.1.4. სამმხრივი სოციალური დიალოგის ინსტიტუტების გაძლიერება საქმიანობა: 20.1.4.1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის განვითარების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება ინდიკატორი: შესაბამისი სამოქმედო პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ გეგმა დამტკიცებულია სოციალური სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის 23 იანვარს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით გაიმართა სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიისთვის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, სოციალური პარტნიორების და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ 2016-2017 წლების 354 განმავლობაში განსახილველი საკითხები. მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, შემუშავდა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის საქმიანობის 20162017 წლების სტრატეგიული გეგმა, რომელიც სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ 2016 წლის 11 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა. საქმიანობა: 20.1.4.2. სამმხრივი და ორმხრივი დიალოგის განვითარება/მხარდაჭერა რეგიონალურ და საწარმოო დონეზე ინდიკატორი: 1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მექანიზმი პილოტირებულია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში; 2. გამართული სამმხრივი და ორმხრივი დიალოგის დინამიკა საწარმოო დონეზე სტატუსი: უმეტესად შესრულებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ინიციატივით საქართველოში სამმხრივი და ორმხრივი დიალოგის ეფექტური მხარდაჭერისთვის ხორციელდება დაწესებულებებში/ორგანიზაციებში ორმხრივი დიალოგის მხარდაჭერის პილოტური პროექტი. 2016 წლის 11 აპრილს გამართულ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რეგიონალურ დონეზე კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პილოტირების შესახებ. 2017 წლის 11 ივლისს, ქალაქ ბათუმში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით გაიმართა სოციალური პარტნიორების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, აჭარის მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოების, საქართველოს პარლამენტის, დამსაქმებელთა ასოციაციის და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. აჭარის რეგიონში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის იდეას მხარი დაუჭირეს, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ისე დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის და პროფესიული კავშირების აჭარის რეგიონალური გაერთიანების წარმომადგენლებმა. აღნიშნულ შეხვედრაზე შეიქმნა სამმხრივი კომისიის ჩამოყალიბებისთვის სამუშაო ჯგუფი, რომელმაც თავის პირველ სხდომაზე, 2017 წლის 19 ივლისს განსახილველად წარადგინა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების პროექტი. ამ პროექტის მიხედვით სამმხრივი კომისიის მხარეები იქნებიან :    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აჭარის სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა გაერთიანებები აჭარის დასაქმებულთა გაერთიანებები დებულების პროექტის თანახმად, თითოეული მხარე კომისიაში წარმოდგენილი იქნება 4 წევრით, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. კომისიის დებულების პროექტის გაცნობისა და მასზე მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით, პროექტი გადაეცა თითოეულ მხარეს. სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა გაიმართა 2017 წლის 27 ივლისს. ამ შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სამმხრივი კომისიის სტრუქტურა და შემადგენლობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეიქმნა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლების შემადგენლობით. განისაზღვრა პრიორიტეტები, როგორიცაა, სოციალური დიალოგის განვითარების ხელშეწყობა; დარგობრივი შეთანხმება და კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეწყობა; შრომითი 355 მედიაციის მექანიზმის განვითარება და სხვ. სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა. დამსაქმებელთა ასოციაციამ და პროფკავშირების აჭარის რესპუბლიკურმა გაერთიანებამ ერთობლივად შეიმუშავეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის დებულებისა და მთავრობის დადგენილების პროექტები, რომელთა წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის დასამტკიცებლად დაგეგმილია უახლოეს მომავალში. საქმიანობა: 20.1.4.3. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიისა წევრების, სამუშაო პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლების და კომისიის სამდივნოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერება ინდიკატორი: 1. ორგანიზებულია სასწავლო ვიზიტი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრებისათვის და სამუშაო პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებისათვის სოციალური დიალოგის საუკეთესო საერთაშორისო მოდელების გაცნობის მიზნით; 2. გადამზადებული სამდივნოს თანამშრომლები; ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის ჩაატარა ტრენინგები 2016 წლის 15 ივლისს და 2016 წლის 12 სექტემბერს. ამასთან, 2017 წლის 16-19 მაისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ ორგანიზება გაუწია სასწავლო ვიზიტს სოციალური პარტნიორებისთვის ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ჰააგაში. სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა სამმხრივი სოციალური დიალოგის ინსტიტუციური და ოპერაციული მახასიათებლების სოციალური პარტნიორებისთვის გაცნობას. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას მიეცა საშუალება გაცნობოდა ნიდერლანდებში არსებულ სისტემას. სასწავლო ვიზიტის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა მთავრობის, ბიზნესის და დასაქმებულთა წარმომადგენლებთან. საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს სოციალურ და ეკონომიკურ საბჭოში, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლები (ჯგუფები) და დამოუკიდებელი ექსპერტები, პროფესიული კავშირების კონფედერაცია და დამსაქმებელთა გაერთიანებები. ამოცანა: 20.1.5. შრომითი უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების განვითარება საქმიანობა: 20.1.5.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფარგლებში შექმნილი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის კომპეტენციის გაფართოება ინდიკატორი: 1. დაწყებულია კონსულტაციები შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით; 2. ინიცირებულია ცვლილებები შესაბამისი სამართლებრივ აქტში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის კომპეტენციის გაძლიერებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული 2016 წლის 18 იანვრის საქართველოს მთავრობის N19 დადგენილებით დამტკიცდა „შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა“. 2016 წლის 29 დეკემბერის №627 დადგენილებით დამტკიცდა „შრომის პირობების ინსპექტირების 2017 წლის სახელმწიფო პროგრამა“, ხოლო 2017 წლის 29 დეკემბერის №603 დადგენილებით- „შრომის 356 პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა“. პროგრამის მიზანია დაეხმაროს დამსაქმებელს შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, ხოლო პროგრამის ერთ-ერთი ამოცანაა აამაღლოს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერება შრომის და ჯანმრთელობის დაცვის ნორმების/წესების შესახებ და მოახდინოს მათი ინფორმირება. პროგრამის ფარგლებში, 2016 წელს შრომის პირობების ინსპექტირება განხორციელდა 96 კომპანიის 187 ობიექტზე, ხოლო 2017 წელს - 166 კომპანიის 280 ობიექტზე, შემდეგი სფეროებიდან: ნავთობგადამუშავება, სამედიცინო, სამშენებლო, ტურიზმი, დისტრიბუცია, საიუველირო, კვების, სამთო, მძიმე და მსუბუქ მრეწველობა. შესაბამისად, ანგარიშებისა და რეკომენდაციების სახით დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს მიეწოდათ ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნორმების შესახებ. შრომის პირობების ინსპექტირების 2016 და 2017 წლების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ინსპექტირებამ მოიცვა როგორც თბილისი, ასევე საქართველოს რეგიონები. 2016 წლის 7 მარტს საქართველოს მთავრობის N112 დადგენილებით დამტკიცდა „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი“. ზედამხედველობის მიზანია იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. ზედამხედველობის ამოცანას ასევე, წარმომადგენს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერება. ზედამხედველობის წესის შესაბამისად, 2016 წლის დასაწყისში დამტკიცდა იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების 2016 და 2017 წლის გეგმები, რომლითაც განისაზღვრა ის კომპანიების, სადაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტორები 2016-2017 წლის განმავლობაში ახორციელებდნენ გეგმიურ ზედამხედველობას. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ, მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების შესაბამისად, 2016 წელს განხორციელდა სახელმწიფო ზედამხედველობა 99 კომპანიაში, ხოლო 2017 წელს - 107, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული გეგმა გრაფიკის შესაბამისად. 2016 წელს 8, 2017 წელს კი - 6 კომპანიაში განხორციელდა არაგეგმიური შემოწმება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შრომითი ექსპლუატაციის და იძულებით შრომის შესაძლო ნიშნების არსებობის გამო ერთი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შრომის ინსპექტორების მიერ გაიცა დაახლოებით 6460 რეკომენდაცია. ამასთან, საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექტორებს ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგ თემებზე:  იძულებითი შრომა და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)-შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO);  ევროკავშირის კანონმდებლობის სტრუქტურა და პრინციპები დასაქმებისა და ჯანდაცვის უსაფრთხოების ფარგლებში ( პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საქართველოში);  პრევენციის პრინციპები - ევროკავშირის მიდგომა პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხისადმი - (პროფესიული განათლებისა და დასაქმების რეფორმების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი საქართველოში;  შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში (ტრეფიკინგი) შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). 357  ტრეფიკინგი- ადამიანით ვაჭრობა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).  სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტიშრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ILO და სამართლიანი შრომის ასოციაცია (NEW BALANCE, PUMA, NIKE);  შრომის ინსპექციის პოლიტიკის დაგეგმარება- „ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ILO;  შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული ევრო დირექტივების ასახვა ქართულ კანონმდებლობაში - (სერთიფიკატით), EU-VEGE: დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტი;  ინსპექტირების ჩატარება მშენებლობაზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO). ამასთან, შრომის პირობების ინსპექტირების პროცესის სრულყოფის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ტემპერატურის, ტენიანობის, მტვრის, განათების, ხმაურის მზომი ხელსაწყოები შეისყიდა, ხოლო შრომის ინსპექტორებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ. 2017 ის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც განსაზღვრავს ძირითად მოთხოვნებს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს, იმ სამუშაოებზე სადაც არსებობს 2 მ. და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ.). ტექნიკური რეგლამენტი აწესებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს, რომლებიც მიმართულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისკენ, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებისა და სიმაღლიდან ვარდნისგან დასაქმებულების დაცვისკენ. რეგლამენტში განისაზღვრება ინდივიდუალური და კოლექტიური დამცავი საშუალებების ჩამონათვალი, კერძოდ: დამცავი ქამრები და ღვედები, ხარაჩოები და მოაჯირები, მათი ტექნიკური მახასიათებლები და განთავსების დეტალები, სიმაღლიდან ვარდნისგან დამცავი ბადეები, მათი ტვირთამწეობა და ა.შ. ამასთან, 2017 წლის 11 მაისს დამტკიცდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება (N1-1/200 – N01-98/ო) ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ. მონიტორინგის ჯგუფი უზრუნველყოფს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, დასაქმებულთა შრომის პირობებისა და სამუშაო ადგილების შესაბამისობის შეფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან და ობიექტის ტექნიკური ინსპექტირებას. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის მიერ ინსპექტირება განხორციელდა 20 კომპანიაში. საქმიანობა: 20.1.5.2. კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტის მექანიზმის განვითარების კონცეფციის შემუშავება ინდიკატორი: შემუშავებულია მედიაციის მექანიზმის განვითარების კონცეფცია 358 სტატუსი: უმეტესად შესრულებული 2016 წლის 11 აპრილს სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ დაამტკიცა კომისიის საქმიანობის 2016-2017 წლების სტრატეგიული გეგმა, რომლის ერთ-ერთ მიმართულებას შრომითი მედიაციის მექანიზმის განვითარება წარმოადგენდა. გეგმა ასევე გულისხმობდა შრომითი მედიაციის მექანიზმის განვითარება/გაძლიერების კონცეფციის შემუშავებას და მედიატორთა რეესტრის დამტკიცების საკითხებს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა მედიატორთა შერჩევის პროცესი. 2016 შრომის საერთაშორისო წლის 24-26 ოქტომბერს, მედიატორობის კანდიდატებისთვის ორგანიზაციის (ILO) ექსპერტმა ჩაატარა, როგორც პრაქტიკული, ასევე, თეორიული ტრენინგები შრომითი მედიაციის შესახებ. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2017 წლის 10 თებერვლის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2017 წლის 1 მარტს დამტკიცდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-54/ო ბრძანება „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურების უზრუნველსაყოფად მედიატორთა რეესტრის განსაზღვრის თაობაზე“ რეესტრის უფლებამოსილების ვადაა მიუკერძოებელი 11 მედიატორისგან. 3 წელი და შედგება დამოუკიდებელი და მედიატორთა რეესტრის წარმოება (მათ შორის, მასში შესაძლო ცვლილებების განხილვის კუთხით) და კოლექტიური დავის მედიაციის ორგანიზაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტს. 2017 წელს ადგილი ჰქონდა 6 მომართვას კოლექტიურ შრომით დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე, რომელთაგანაც ოთხი დასრულდა მხარეთა შორის შეთანხმებით, 1 დავა შეწყდა მედიაციის საფუძვლის არ არსებობის გამო, ხოლო 1 დავა გადავიდა 2018 წელს. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა შესაბამისი პროექტი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის N301 დადგენილებაში, „კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შესახებ. ცვლილებების პროექტის მიზანს წარმომადგენს ხელი შეეწყოს შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმის შექმნას, რაც საშუალებას მისცემს მოდავე მხარეებს მოკლე დროში და ნაკლები დანახარჯების გარეშე გადაწყვიტონ კოლექტიური შრომითი დავა. ამოცანა: 20.1.6. სამუშაო ძალის შრომითი მიგრაციის რეგულირება და მართვა საქმიანობა: 20.1.6.1. შრომითი მიგრაციის სფეროში ქვეყანათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება; საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმება ინდიკატორი: გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა; საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით ლეგალური მიგრაციით დასაქმებულთა რაოდენობა სტატუსი: შესრულებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო წარმოადგენს მთავარ პარტნიორს პროექტში „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში.“ პროექტს ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისია საქართველოში და მის პირდაპირ ბენეფიციარებს წარმოადგენენ შრომითი მიგრანტები საქართველოდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ - „სოციალური მომსახურების სააგენტო“ და 359 დასაქმების კერძო სააგენტოები. პროექტის ფარგლებში ჩატარდა შრომის ბაზრის კვლევები პოლონეთსა და ესტონეთში და შედგენილ იქნა პოლონეთის და ესტონეთის შრომის ბაზრებზე მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი. გამოვლენილი მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს შრომის ბაზარზე შეირჩა შესაბამისი კადრები მათი საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების მიზნით. 2017 წლის მდგომარეობით პროექტის შედეგები არის შემდეგი: პოლონეთი: 14 შემდუღებელი დასაქმებულია; დამსაქმებლის მიერ დამატებით შერჩეულია 11 კანდიდატი; 2 პირს მიღებული აქვთ დასაქმებაზე განაცხადი/დეკლარაცია და გადის სავიზო პროცედურებს; 5 პირი ელოდება დამსაქმებლის განაცხადს/დეკლარაციას; 4 პირი ელოდება დამსაქმებლის განაცხადს/დეკლარაციას; მიმდინარეობს შერჩევა: სასათბურე მეურნეობის მიმართულება - 10 პირი ხარატის პროფესია - 3 პირი ესტონეთი: მიმდინარეობს შერჩევა ვაკანსიაზე ‐ ხარატი, ლითონ კონსტრუქციების დამზადება ავტომატიზირებულ, სოფთით ოპერირებულ მანქანებზე; ზოგადი ვაკანსიები: ‐ შემდუღებელი, ‐ სხვადასხვა პროფილის სამშენებლო მუშა, ‐ ხის დამუშავება/ავეჯის დამამზადებელი; ‐ ელექტრიკოს‐მექანიკოსი. ასევე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცირკულარული მიგრაციის სქემებზე ჩატარდა ტრენინგები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო). მომდევნო წლებში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) თანამშრომლობით იგეგმება კიდევ 5 ქვეყანასთან ცირკულარული მიგრაციის სქემების განხორციელება. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა „ისრაელის სახელმწიფოსთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელშეკრულებების გასაფორმებლად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულია შეთანხმების პროექტი და ამჟამად, მიმდინარეობს მისი შეთანხმების პროცესი სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ისრაელის სახელმწიფოსთან შემდგომი კომუნიკაციისა და მისი საბოლოო სრულყოფის მიზნით. 360 პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები ცირკულარული მიგრაციის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების გასაფორმებლად ავსტრიის, რუმინეთისა და საბერძნეთის სახელმწიფოებთან. ამოცანა: 20.1.7. შრომისა და დასაქმების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება საქმიანობა: 20.1.7.1. თანამშრომლობისა და კონტაქტების გაღრმავება ტრადიციულ პარტნიორებთან (აშშ შრომის დეპარტამენტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, ევროპის სასწავლო ფონდი) და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება ინდიკატორი: 1. მიმდინარე პროექტების განხორციელების შედეგები; 2. ინიცირებული ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის 18 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და GIZ-ი თანამშრომლობას შრომის ბაზრისა და მიგრაციის მართვის, შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფის, დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის ორგანიზების საკითხებზე. კერძოდ, მემორანდუმის საგანს წარმოადგენს:    დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდა; „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში, მასში შესატანი ცვლილებების შემუშავებაში დახმარება; შრომითი მიგრაციის მონაცემთა ბაზისა და მისი მართვის მეთოდოლოგიების შემუშავება. ასევე, GIZ-თან თანამშრომლობითა და საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით მომზადდა საქართველოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, საქართველოს კანონის „შრომითი მიგრაციის შესახებ“ და მთავრობის დადგენილების N417 „,,შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის შესახებ’’ გავლენისა და რისკების შეფასება და შემუშავდა შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ექსპერტის მიერ შეფასდა შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის გავლენა შრომის ბაზარზე, მიგრაციულ/იმიგრაციულ ნაკადებზე და ა.შ. ამოცანა: 20.1.8. შრომით უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება და პროაქტიული გამოქვეყნება 361 საქმიანობა: 20.1.8.1. სამუშაო ადგილებზე დაშავების და გარდაცვალების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზირება და პროაქტიული გამოქვეყნება ინდიკატორი: ინფორმაცია გამოქვეყნებულია სათანადო პერიოდულობით სტატუსი: სრულად შესრულებული სამუშაო ადგილებზე დაშავების და გარდაცვალების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია (სსკ-ის 170-ე და 240-ე მუხლებით გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ ინფორმაცია) ყოველი თვის ბოლოს საქართველოს პროკურატურის მიერ ეგზავნება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და შესაბამისად, ყოველი თვის ბოლოს ხდება აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნება. სტატისტიკური ინფორმაცია საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ შეუსრულებელი რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 14 7 3 4 0 21. ეკოლოგიური უფლებების დაცვა მიზანი: 21.1. ადამიანის ეკოლოგიური უფლებების შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი გარანტიების განმტკიცება ამოცანა: 21.1.1. შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან საზოგადოების გარემოსდაცვითი ინფორმაციის მიღება/მოპოვების პროცედურის გამარტივება მიერ საქმიანობა: 21.1.1.1. საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროდირექტივებთან დაახლოების საფუძველზე საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით ინდიკატორი: შემუშავებულია შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ და ინიცირებულია სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მომზადდა, საკანონმდებლო ცვლილების პროექტი “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლში, ტერმინის „გარემოსდაცვითი ინფორმაცია” დამატების შესახებ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება 2016 წლის 13 აპრილს შევიდა ძალაში. ამასთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 23 მარტის N12 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და 362 გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესი” საქართველოს კანონის ,,გარემოს დაცვის შესახებ” 58-ე პრიმა მუხლს დაემატა მეორე პუნქტი და საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივნისამდე უნდა მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ“. საქმიანობა: 21.1.1.2. გარემოსდაცვითი ინფორმაციის მატარებელ ორგანიზაციათა მონაცემთა ბაზის შექმნა და ამ ორგანიზაციების ინვენტარიზაცია ინდიკატორი: შემუშავებული მონაცემთა ბაზა (რეესტრი); ინვენტარიზაციის შედეგად მოპოვებული მეტაინფორმაცია სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შეიქმნა გარემოსდაცვითი ინფორმაციის მატარებელი ორგანიზაციათა მონაცემთა ბაზა, რომელიც განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე eiec.gov.ge. ბაზა მოიცავს ინფორმაციას ორგანიზაციის სტატუსის, საიდენტიფიკაციო კოდის, მისამართის, საქმიანობის აღწერის, ვებგვერდისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ. მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია დაყოფილია კატეგორიების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა ორგანიზაციები სორტირებული იქნას ადგილმდებარეობის, სტატუსისა და თემის მიხედვით. საქმიანობა: 21.1.1.3. სასწავლო ტრეინინგ კურსის შემუშავება და ჩატარება იმ საჯარო მოხელეებისათვის, რომლებიც ვალდებული არიან გასცენ გარემოსდაცვითი ინფორმაცია ინდიკატორი: ჩატარებული სასწავლო ტრეინინგ კურსი; ჩატარებული ტრენინგებისა და დატრენინგებული საჯარო მოხელეების რაოდენობა; გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გაწეული კონსულტაციების რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციისა და შეთანხმების საფუძველზე მომზადდა ,,გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესი“. აღნიშნული წესი დამტკიცდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ და პირველ ეტაპზე, წესის მოქმედების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, შეეხო სამინისტროს და მის მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. ამასთან, შეიცვალა ტრენინგების სამიზნე ჯგუფები, რადგან ,,გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის წესი“ პირველ ეტაპზე ვრცელდება მხოლოდ სამინისტროსა და მის მმართველობაში შემავალ ორგანოებზე. ზემოაღნიშნულ ბრძანებას გაეცნო სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურების 20-მდე თანამშრომელი ამოცანა: 21.1.2. კანონპროექტების/მთავრობის აქტების ეფექტიანი საჯარო განხილვები (გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ პირებთან) საქმიანობა: 21.1.2.1. საჯარო განხილვების (დისკუსიის) პროცედურის, შემუშავება და 363 დანერგვა საერთაშორისო და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით ინდიკატორი: ჩატარებული საჯარო განხილვების (დისკუსიების) რაოდენობა; ჩატარებული დისკუსიების რაოდენობა თემატიკის მიხედვით; მიმართვიანობის სტატისტიკა გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სტატუსი: სრულად შესრულებული გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, 2016 წელს მოეწყო ორი კანონპროექტის და ერთი ეროვნული ანგარიშის საჯარო განხილვა: • თევზჭერის საკითხების მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების შეტანის მიზნით მომზადებული პროექტები; • საქართველოს კანონში - ,,ნარჩენების მართვის კოდექსი" ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონპროექტი; • ორჰუსის კონვენციის მე-5 ეროვნული ანგარიში; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე eiec.gov.ge არსებული ელექტრონული სერვისების, როგორებიცაა: დასვით შეკითხვა, მწვანე ასისტენტი და ცენტრის საინფორმაციო ელ.ფოსტის (info@eiec.gov.ge); საშუალებით საზოგადოებას აქტიურად მიეწოდება ინფორმაცია მათ მიერ მოთხოვნილ სხვადასხვა გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი თემების აქტუალობის ცვალებადობიდან გამომდინარე აღინიშნება შემდეგი ტენდენცია: • ინფორმაცია ნარჩენების მართვის კოდექსით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით 19.4%; • ინფორმაცია გარემოსდაცვით მმართველთან დაკავშირებით - 6.3%; • ინფორმაცია ნადირობისა და თევზჭერის რეგულაციებთან დაკავშირებით - 10.6%; • ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების შესახებ - 8.2%; • ინფორმაცია გარემოსდაცვით სფეროში არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით - 10.5%; • ინფორმაცია გარემოსდაცვით ნებართვებსა და ლიცენზიებთან დაკავშირებით - 8.2%; • ინფორმაცია სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების შესახებ - 3.9%; • ინფორმაცია მაცივარაგენტზე მომუშავე სერტიფიცირებასთან დაკავშირებით - 10.8%; მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის • ინფორმაცია სხვა გარემოსდაცვით საკითხებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით - 21.1%. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2016 წელს მოეწყო 130-ზე მეტი საჯარო განხილვა. 2017 წელს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებთან და სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოეწყო 115-მდე საჯარო განხილვა. ამოცანა: 21.1.3. გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქმიანობა: 21.1.3.1. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება 364 ინდიკატორი: შემუშავებული ტრენინგ-მოდულები; გამართული რაოდენობა; დატრენინგებული მონაწილეების რაოდენობა ტრენინგების სტატუსი: სრულად შესრულებული 2016-2017 წლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავდა შემდეგი ტრენინგმოდულები: ● ველური ბუნების დაცვა და კონსერვაცია (2017) ● რადიაციული უსაფრთხოების საკითხები სამედიცინო სფეროში (2017) ● გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება (სახელმძღვანელო და ტესტები) (2017) ● თავისუფალი გაკვეთილები (2017) ● გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციების განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის (2017) ● ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა (2017) ● სასერტიფიკატო თემები მაცივარაგენტზე მომუშვე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსისთვის (2016) ● სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება (2016) ● ჰიდრომეტეოროლოგიური კატასტროფების რისკების მართვა (2016) 2016-2017 წლებში ცენტრის მიერ გაიმართა შემდეგი ტრენინგები: ● გარემოსდაცვითი ზედამხედველობის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება - ტრენინგი გაიარა პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის 176-მა თანამშრომელმა ● პერფორმენს მენეჯმენტი - ტრენინგი გაიარა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 20-მა თანაშრომელმა ● დროის ეფექტიანი მართვა - ტრენინგი გაიარა სამინისტროს სხვადასხვა უწყების 30-მა თანამშრომელმა ● დასმული ამოცანის ეფექტიანი გადაწყვეტა - ტრენინგი გაიარა სამინისტროს სხვადასხვა უწყების 45-მა თანამშრომელმა ● ხელმძღვანელთან კომუნიკაცია - ტრენინგი გაიარა სამინისტროს სხვადასხვა უწყების 25-მა თანამშრომელმა ● სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარდა ერთთვიანი სასწავლო კურსი გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლის მიზნით. კურსი წარმატებით გაიარა 20-მა თანამშრომელმა. ● რადიაციული უსაფრთხოების საკითხები სამედიცინო სფეროში - კურსის მიზანია რადიაციული უსაფრთხოების პასუხისმგებელ პირთა და მაიონებელი გამოსხივების წყაროსთან მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ბირთვული და რადიაციული კანონმდებლობის გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვა - კურსი გაიარა 58-მა მონაწილემ. ● ველური ბუნების დაცვა და კონსერვაცია - შსს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეები გაეცვნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საქართველოში გავრცელებული 365 სახეობები, ბიომრავალფეროვნების თანამედროვე საფრთხეები და მათთან ბრძოლის გზები. ტრენინგი გაიარა 28 მესაზღვრემ. ● ეკოსისტემური სერვისები და ურბანული განვითარება - სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები დებატების ხელოვნებასა და ეკოსისტემურ სერვისებზე. ასევე მოეწყო საველე გასვლა. ტრენინგში მონაწილეობდა 12 სტუდენტი. ● ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა - პროექტის “ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით” ფარგლებში ცენტრის მიერ შემუშავდა ტრენინგმოდული და ჩატარადა ტრენინგები დედოფლისწყაროს, ახმეტის, გარდაბნისა მუნიციპალიტეტების და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. წარმომადგენლები, ფერმერები, გადამზადდნენ სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. ასევე, შემუშავდა და გავრცელდა საგანმანათლებლო ბუკლეტი „ნიადაგების დეგრადაცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები“ და შეიქმნა ვებ გვერდი - www.slm.ge, რომელზეც ხელმისაწვდომია ინფორმაცია პროექტის თაობაზე, დაგეგმილ თუ განხორციელებულ ღონისძიებებზე და შემუშავებულ მასალებზე. ტრენინგი გაიარა 116-მა მონაწილემ. ● რესურს-ეფექტური და სუფთა წარმოების ხელშეწყობა - ტრენინგის ძირითადი მიზანია რესურს-ეფექტური და სუფთა წარმოების ხელშეწყობა, ასევე საქართველოში ეკოინოვაციების პოპულარიზაცია. ტრენინგს სახელმწიფო და კერძო სექტორის, არასათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ. ტრენინგში მონაწილეობდა 40 ადამიანი. ● ნარჩენების მართვის მოსწავლეებისთვის თანამედროვე ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები -ტრენინგის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების, ასევე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებისა და შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ტრენინგი გაიარა სხვადასხვა სკოლის 40-მა მოსწავლემ. • “ეკოლიდერთა სკოლა” წარმატებით დაასრულა 62-მა მოსწავლემ (ასაკი - 13-17 წელი). • “გარემოსდაცვითი მმართველის” ტრენინგი გაიარა 218-მა დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის, გასაუბრების შედეგად მიღებულმა ორმა სტუდენტმა, რომლებმაც აღნიშნული კურსი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უფასოდ გაიარა. • “ეკოპროექტების მენეჯმენტის” ტრენინგი გაიარა 9 სტუდენტმა. • “მედია გარემოსთვის” ტრენინგი გაიარა მასმედიის 16-მა წარმომადგენელმა და 10-მა ბლოგერმა. სულ 26 მონაწილე. • სკოლის პედაგოგებისთვის ტრენინგი გაიარა 20-მა პედაგოგმა. • სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო -”სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, 5-6 წლის ბავშვებთან სამუშაოდ. აღნიშნული სახელმძღვანელოს საბავშვო ბაღებში დანერგვის მიზნით, 2016-2017 წლებში ტრენინგი გაიარა თვითმმართველი ქალაქ თელავის (9), ასევე თელავის (21), ახმეტისა (37) და გურჯაანის (37) მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღის 270-მა აღმზრდელმა და მეთოდისტმა. • გაიმართა ტრენინგები თემატიკით: ,,საქართველოს 366 დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევების გამოვლენა და შემდგომი რეაგირება“. ტრენინგების შედეგად გადამზადდა სსიპ “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” 30 რეინჯერი; • 4-დღიანი ტრენინგკურსი: - “ტყის დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები“ მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს ველზე. ტრენინგების შედეგად გადამზადდა 353 ტყის მცველი. • მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის ტრენინგი გაიარა 92-მა ტექნიკოსმა. • გაიმართა ტრენინგები თემატიკით: ჰიდრომეტეოროლოგიური კატასტროფების რისკების მართვა. ტრენინგების შედეგად გადამზადდა მუნიციპალიტეტების (ამბროლაური, ონი, ლენტეხი, წყალტუბო, ცაგერი სამტრედია) 128 წარმომადგენელი. 2016-2017 წლებში ცენტრის მიერ სულ გადამზადდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის 699 თანამშრომელი. 2016-2017 წლებში ცენტრის მიერ ჩატარდა 88 ტრენინგი. აღნიშნულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 1.818-მა პირმა. საქმიანობა: 21.1.3.2. საინფორმაციო კამპანიის წარმოება ინდიკატორი: გამართული საინფორმაციო შეხვედრების რაოდენობა; გამართული საინფორმაციო კამპანიების რაოდენობა; შეხვედრებსა და კამპანიებში მონაწილეთა რაოდენობა სტატუსი: სრულად შესრულებული გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საანგარიშო პერიოდში გამართა 33 საინფორმაციო შეხვედრა შემდეგ თემებზე:  რა შემთხვევაში ირღვევა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა (26 მონაწილე)  რამდენად მზადაა ბიზნესი და საზოგადოება ნარჩენების მართვისთვის- (31 მონაწილე)  “მწვანე" ეკონომიკის თანამედროვე კონცეფცია (26 მონაწილე)  თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა (29 მონაწილე)  ენერგოეფექტიანობა თეორიასა და პრაქტიკაში (35 მონაწილე)  სატყეო სექტორის რეფორმა და ახალი კანონმდებლობა (14 მონაწილე)  როგორ გადავიღოთ ლანდშაფტის ფოტო (36 მონაწილე)  ეკო Sturtups (33 მონაწილე)  ტექნოლოგიები და ველური ბუნება (32 მონაწილე)  გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი სისტემა (50 მონაწილე)  მინისტრთა მერვე კონფერენცია „გარემო ევროპისთვის“ (30 მონაწილე)  მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები და ამ სფეროში არსებული პრობლემები. (26 მონაწილე)  „ხშირად დასმული კითხვები“ - დაცული ტერიტორიები, ნადირობა, ნარჩენების სეპარირება, გარემოსდაცვით სფეროში მინისტერიალი. (40 მონაწილე)  მედია გარემოსთვის (10 მონაწილე) 367 დანერგილი სიახლეები და ბათუმის  მწვანე ბიზნესი (21 მონაწილე)  ეკოაქტივიზმი (23 მონაწილე)  ნადირობა და ბრაკონიერობა (16 მონაწილე)  გაუდაბნოება (15 მონაწილე)       გარემოსდაცვითი ფილმების (“შავი მასა”, “დახშული სივრცე”) ჩვენება (13 მონაწილე) კინოჩვენება - მოდის რეალური ფასი (8 მონაწილე) დებატები - ეკოსისტემური სერვისები და ურბანული განვითარება (23 მონაწილე) მიწის დეგრადაცია და მდგრადი მართვა“ მედიის წარმომადგენლებთან (25 მონაწილე) გარემოსდაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები (200 მონაწილე) საერთო ჯამში 2016-2017 წლებში საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო 762-მდე ადამიანი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2016-2017 წლებში გამართა  საინფორმაციო კამპანია ვერცხლისწყლის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ლექცია-სემინარები და კონკურსი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.  საერთო ჯამში ვერცხლისწყლის თემატიკით გამართულ გარემოსდაცვითი კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრებსა და სემინარებში მონაწილეობა მიიღო 7 უნივერსიტეტისა და საქართველოს მასშტაბით 66 სკოლის 236-მა სტუდენტმა, 46-მა ლექტორმა, 341-მა მოსწავლემ და 61-მა პედაგოგმა, სულ - 684 მონაწილე. ამოცანა: 21.1.4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების სისტემის გაუმჯობესება საქმიანობა: 21.1.4.1. საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება ინდიკატორი: შემუშავებული კანონპროექტი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი", რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე, კერძოდ სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ეტაპებზე. კოდექსი ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების კუთხით შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, გაიმართა სასწავლო სემინარები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, ასევე, დამგეგმავმა ორგანოებმა და საკონსულტაციო ორგანიზაციებმა ასევე, შემუშავდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პრაქტიკაში განხორციელების ორი სახელმძღვანელო დოკუმენტი. საქმიანობა: 21.1.4.2. გარემოზე ზემოქმედების ნებართვების პირობების შესრულების მონიტორინგის გაუმჯობესება ინდიკატორი: გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებათა რაოდენობა და შემოწმების შედეგების მიხედვით ნებართვის პირობების დარღვევის ფაქტების რაოდენობა; გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულებების დადგენილ გონივრულ ვადებში შესრულების მაჩვენებლები 368 სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში „ზედამხედველობის დეპარტამენტი“) მიერ 2016 წლის 6 თვის (იანვარი-ივნისი) განმავლობაში განხორციელდა ინსპექტირება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მქონე 40 რეგულირების ობიექტზე. ინსპექტირების შედეგების მიხედვით, ნებართვის/ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების დარღვევები გამოვლინდა 29 რეგულირების ობიექტზე. ზემოაღნიშნული 40 ობიექტიდან, 17 ობიექტზე გადამოწმდა წინა შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევების აღმოფხვრის მიზნით, სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულებების დადგენილ გონივრულ ვადებში შესრულების მდგომარეობა და დადგინდა, რომ 11 ობიექტზე დაკისრებული ვალდებულებები შესრულებულია, ხოლო დანარჩენ 6 (ექვსი) ობიექტის მიმართ, ვინაიდან დადგენილი ვალდებულებები არ ჰქონდათ შესრულებული გატარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამ ეტაპზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარეობს ინსპექტირებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გონივრული ვადების განსაზღვრის ღონისძიებები და მათი შესრულების მონიტორინგი. საქმიანობა: 21.1.4.3. გარემოზე ზემოქმედების საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა ნებართვის გაცემის პროცესში ინდიკატორი: საზოგადოების ჩართულობა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის ყველა ეტაპზე (სკრინინგი, სკოპინგი, გადაწყვეტილების მიღება) სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"(ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან),, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე, კერძოდ სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ეტაპებზე. ამოცანა: 21.1.5. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვა საქმიანობა: 21.1.5.1. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება ინდიკატორი: პროცედურების ჩამოყალიბება იმ გეგმებისა და პროგრამების განსაზღვრისათვის, რომლებიც ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას; გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების კომპლექსური შეფასება სექტორების მიხედვით. სტატუსი: სრულად შესრულებული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"(ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან), რომელიც აყალიბებს პროცედურებს იმ გეგმებისა და პროგრამების განსაზღვრისთვის, რომლებიც ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას. სტატისტიკური ინფორმაცია 369 საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ შეუსრულებელი რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 10 10 0 0 0 24. ბიზნესი და ადამიანის უფლებები მიზანი 24.1: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა ამოცანა 24.1.1: ბიზნესი და ადამიანის უფლებების შესახებ ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შემუშავება 2017-2018 წლებისთვის საქმიანობა 24.1.1.1: ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება ბიზნესი და ადამიანის უფლებების მიმართულებით ინდიკატორი: ჩატარებული კვლევის შედეგები სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური) ინიციატივით შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ეროვნული საბაზისო კვლევის ჩატარება ბიზნესი და ადამიანის უფლებების მიმართულებით. საკოორდინაციო ჯგუფის შემადგენლობაში სამდივნოს წარმომადგენლებთან ერთად შედიან საქართველოს სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. 2017 წლის თებერვლის თვეში განისაზღვრა ყველა შესაბამის უწყებაში უფლებამოსილი პირი ვინც ჩართული იქნება კვლევის ჩატარებაში, კერძოდ შემდეგი უწყებებიდან: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და ბიზნეს ომბუცმენის აპარატი. უწყებებიდან განსაზღვრული უფლებამოსილი პირებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, სახალხო დამცველის ოფისსა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან ერთად ჩაატარა ტრეინინგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე. ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყვნენ დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტები. ტრეინინგის ჩატარება მხარდაჭერილი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის მიერ. 370 გარდა ზემოაღნიშნულისა, საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს დანიის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ექსპერტებთან, რაც მიზნად ისახავდა საბაზისო კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიასა და კონცეფციაზე შეთანხმებას. კვლევაზე მუშაობა დასრულდა 2017 წლის შემოდგომით. დოკუმენტი, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებთან ერთად, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზსაც მოიცავს. კვლევის პრეზენტაცია გაიმართა 2017 წლის 4 დეკემბერს41. საქმიანობა: 24.1.1.2: სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადება ინდიკატორი: მომზადებული ბიზნესი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის პროექტი სტატუსი: სრულად შესრულებული ბიზნესი და ადამიანის უფლებების შესახებ ეროვნული საბაზისო კვლევის საფუძველზე მომზადდა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამწლიან სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ სამთავრობო სამოქმედო გეგმის 25-ე თავად დამტკიცდა. აღნიშნული თავი მიზნად ისახავს თავისუფალი მეწარმეობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას და მოიცავს 28 ამოცანას მოცემული მიმართულებით. ამოცანა 24.1.2: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, ბიზნესი და ადამიანის უფლებების თემაზე ცნობიერების ამაღლება. საქმიანობა 24.1.2.1: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით არსებული საერთაშორისო სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნა ინდიკატორი: ყოველწლიურად რამდენიმე სტანდარტი ხელმისაწვდომია სამდივნოს ელექტრონულ მისამართზე ნათარგმნია და სტატუსი: შეუსრულებელი საქმიანობა 24.1.2.2: საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე. ინდიკატორი: ჩატარებულია პასუხისმგებლობის საკითხებზე კონფერენცია კორპორაციული სოციალური სტატუსი: სრულად შესრულებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით 2016 წლის 22-23 აპრილს გაიმართა კონფერენცია თემაზე „საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება“. კონფერენციის პარტნიორები იყვნენ გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისი და ამერიკის სავაჭრო 41 პრეზენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://myrights.gov.ge/ka/news/1133-biznesisa-da-adamianis-uflebebis-shesaxeb 371 პალატა საქართველოში. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები და დისკუსიები კორპორაციული პასუხისმგებლობის სხვადასხვა თემატურ საკითხზე. კონფერენციის პირველი დღე ძირითადად დაეთმო CSR-ის განვითარების საკითხს საქართველოში პოლიტიკის დონეზე, დაინტერესებული მხარეების პროცესში ჩართვის და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე გლობალური შეთანხმების ქსელის დაარსებას საქართველოში. მეორე დღის სამიზნე ჯგუფი ძირითადად ბიზნესი იყო, და პრეზენტაციები დაეთმო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიაში პოლიტიკის დონეზე დანერგვის დადებით მხარეებს და მნიშვნელობას. განხილულ იქნა ასევე სხვა თემატური საკითხები როგორიც არის - ბიზნესი და ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვის მნიშვნელობა და ქალთა გაძლიერება სამუშაო ადგილას. კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაციები ჩაატარეს და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს გლობალ კომპაქტის სათაო ოფისის წარმომადგენელმა, ევროპის ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებმა, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა. საქმიანობა 24.1.2.3: დაინტერესებული პირებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე პრეზენტაციის ჩატარება. ინდიკატორი: ყოველწლიურად ჩატარებულია 3 პრეზენტაცია სტატუსი: უმეტესად შესრულებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში (სამსახური), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პარტნიორობით 2016 წლის 8 ივლისს სასტუმრო “თბილისი რუმსში” ჩატარდა კონფერენცია “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დღის წესრიგი საქართველოში”. ღონისძიება გაიმართა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის მიერ ორგანიზებული კორპორაციული პასუხისმგებლობის კვირეულის ფარგლებში. შეხვედრაზე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობისა და თავად ბიზნესის წარმომადგენლებმა ისაუბრა საქართველოში დღესდღეობით არსებულ ვითარებაზე კორპორაციული სამომავლო გეგმებზე. განვითარების პასუხისმგებლობის სპიკერებმა მნიშვნელობა განიხილეს საქართველოში მიმართულებით, გამოწვევებსა კორპორაციული პასუხისმგებლობის როგორც საზოგადოების და გაძლიერების პერსპექტივიდან ასევე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისიდან. სპიკერების მოხსენებების პარალელურად გაიმართა საინტერესო დისკუსია. საქმიანობა 24.1.2.4: ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ ბიზნესის წამომადგენლებისთვის საინფორმაციო კამპანიის და ტრეინინგების ჩატარება. ინდიკატორი: საინფორმაციო კამპანიაში და ტრეინინგებში მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა 372 სტატუსი: შეუსრულებელი ამოცანა 24.1.3: დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის უზრუნველყოფა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროცესში. საქმიანობა 24.1.3.1: მრგვალი მაგიდის / კონსულტაციების გამართვა დაინტერესებულ მხარეებთან ბიზნესი და ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის თემაზე ინდიკატორი: ჩატარებულია დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები მრგვალია მაგიდის ფორმატში სტატუსი: სრულად შესრულებული 2016 წლის 29 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის უფლებათა დაცვის კორპორაციული საკითხებში სოციალური (სამსახური) ორგანიზებით პასუხისმგებლობის გაიმართა ფარგლებში შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების თემაზე. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) და ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში. შეხვედრის მიზანი იყო კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირების დასაქმებას ბიზნეს სექტორის მიერ. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება მთავრობის, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის მხარდაჭერით. საქმიანობა 24.1.3.2: სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადება ყველა დაინტერესებული ხარის ჩართულობის უზრუნველყოფით ინდიკატორი: კვლევის შედეგების საფუძველზე მომზადებულია სამოქმედო გეგმის პროექტი სტატუსი: სრულად შესრულებული ბიზნესი და ადამიანის უფლებების შესახებ ეროვნული საბაზისო კვლევის საფუძველზე მომზადდა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამწლიან სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც განხილვისა და მოსაზრებების წარმოსადგენად დაეგზავნა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველის ოფისს. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით განხორციელდა ბიზნესი და ადამიანის უფლებების შესახებ თავის საბოლოო ვარიანტზე შეჯერება, რა სახითაც შემდგომში მოხდა მისი ასახვა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში 25-ე თავად. აღნიშნული თავი მიზნად ისახავს თავისუფალი მეწარმეობის უზრუნველყოფასა და ხელშეწყობას და მოიცავს 28 ამოცანას მოცემული მიმართულებით. სტატისტიკური ინფორმაცია: 373 საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 8 5 1 0 შეუსრულებელი 2 25. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება და სამოქმედო გეგმის სრულყოფასთან დაკავშირებული საკითხები მიზანი: 25. ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის განვითარება და საჯარო მოხელეთათვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება ამოცანა: 25.1. ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის სრულყოფა საქმიანობა: 25.1.1. სამოქმედო გეგმის შემდეგი თავების მომზადება: საკუთრების უფლება; განათლების უფლება; ჯანმრთელობის დაცვის უფლება ინდიკატორი: ინკლუზიური პროცესის შედეგად მომზადებული და დამტკიცებულია სამოქმედო გეგმის შესაბამისი თავები სტატუსი: შეუსრულებელი ამოცანა: 25.2. საჯარო მოხელეებისათვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სასწავლო პროცესის ორგანიზება საქმიანობა: 25.2.1. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო მოხელეთათვის სავალდებულო სატრენინგო მოდულში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების ინკორპორირება და შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება ინდიკატორი: ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო მოხელეთათვის შექმნილია სავალდებულო სატრენინგო მოდული; დაწყებულია საჯარო მოხელეთა გადამზადების პროცესი სტატუსი: ნაწილობრივ შესრულებული საანგარიშო პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან ერთად შეიმუშავა, ადამიანის უფლებათა საკითხებზე, საჯარო მოხელეთა გადამზადების კურიკულუმი. ანგარიშგების მომენტისათვის, კვლავ მუშავდება კურსის დეტალები და მისი დასრულება იგეგმება 2018 წლის ბოლოს. 2016-2017 წლებში ადამიანის უფლებათა სამდივნომ, უმარლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, განახორციელა კურსის პილოტირების 2 რაუნდი საქართველოს ყველა რეგიონში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისათვის. ჩატარებულმა 374 ტრენინგებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ტრენინგში მონაწილე საჯარო მოხელეთა მხელეებს შორის, რამაც კიდევ ერთხელ ნათლად წამროაჩინა მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო კურსის დანერგვის აუცილებლობა. საქმიანობა: 25.2.2. საჯარო მოხელეთა გადამზადების პროცესის პერიოდული შეფასების განხორციელება ინდიკატორი: სათანადო პროცესის შეფასება პერიოდულობით განხორციელებულია გადამზადების სტატუსი: შეუსრულებელი ვინაიდან აღნიშნული საქმიანობის განხორციელება დაკავშირებულია საქმიანობა 25.2.1-ის სრულად განხორციელებასთან, შესაბამისი შეფასების პროცესი დაიწყება, მითითებული სატრენინგო კურსის დანერგვის შემდგომ. სტატისტიკური ინფორმაცია: საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ შეუსრულებელი რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 3 0 0 1 2 შეუსრულებელი საქმიანობების შესრულების ჯამური მაჩვენებლები: საქმიანობების სრულად უმეტესად ნაწილობრივ რაოდენობა შესრულებული შესრულებული შესრულებული 473 245 131 57 40 საქმიანობის შესრულების პროცენტული მაჩვენებლები: სრულად უმეტესად ნაწილობრივ შესრულებული % შესრულებული % შესრულებული % 52 28 12 375 შეუსრულებელი % 8