„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფო კილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - პაატა ტურავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან წიკლაური, მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/282/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს (პარლამენტის უწყებანი, №13, 7.06.96, გვ. 12): 1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი: „მუხლი 32 1. საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული წესით ბავშვის უფლებების დაცვას და ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას. 2. საქართველოს სახალხო დამცველი იღებს შესაბამის ზომებს ბავშვის უფლებების დაცვისა და ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესების დარღვევის შემთხვევაში, ამ კანონით, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.“. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 142 მუხლი: „მუხლი 142 1. საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით გამოავლინოს დარღვევები, საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მომართვის საფუძველზე. 2. „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრულ შემთხვევებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალური სამსახურების და კერძო სამართლის იურიდიულ პირების საქმიანობის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სახალხო დამცველი გასცემს რეკომენდაციებს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უჩნდება გარკვეული უფლებამოსილებები, რაც საჭიროებს სპეციალურ კანონში შესაბამის ასახვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; კანონის მიღება აუცილებელია „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაშო მოსაყვანად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით გაიზრდება სახალხო დამცველის ფუნქციები ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ამ ჯგუფის უფლებებისა და მხარდაჭერის სისტემის გაძლიერებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართელოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 98-ე მუხლი ადგენს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებებს, რომლის თანახმადაც საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით“, ამ კოდექსით და საქართველოს მოქმედი სხვა კანონმდებლობით. სახალხო დამცველის უფლებამოსილებებია: ა) ამ კოდექსის და ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ეროვნული, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის იმპლემენტაციისა დასხვა საერთაშორისო აქტების შესრულების მონიტორინგი; ბ) ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოვლენა, შესწავლა და მათზე რეაგირება ამ კოდექსის და კანონმდებლობის შესაბამისად; გ) ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის შესახებ მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და სათანადო რეაგირება ამ კოდექსითა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; დ) ბავშვის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა პოპულარიზაციისა და ამ სფეროში საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება. ე) გამოითხოვოს დოკუმენტები და ინფორმაცია ბავშვის დაცვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განმახორციელებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან. სახალხო დამცველი ვარაუდის საკმარისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მომართვის საფუძველზე ამოწმებს ამ კოდექსით განსაზღვრულ ბავშვთა უფლებების დაცვის დებულებების შესრულების მდგომარეობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან. სახალხო დამცველი საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი” გათვალისწინებულ შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ, ხოლო ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებების მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისას სახალხო დამცველი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და მიმართავს სასამართლოს. საქართველოს კანონში ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული მოწესრიგების შესაბამისას ორგანულ კანონს ემატება 32 და 142 მუხლები. 32 მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული წესით ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას. 142 მუხლის თანახმად, სახალხო დამცველი ვალდებულია საქართველოს კანონით „ბავშვის კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით გამოავლინოს ბავშვის მხარდაჭერის საკითხებთან მიმართებით საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მომართვის საფუძველზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული მიმართებით. ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; აღნიშნული კანონი უნდა ამოქმედდეს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ ერთად, შესაბამისად ამოქმედდება 2020 წლის 1 ივნისიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აუცილებელი დამატებითი ხარჯების ხარჯების გაღებას ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საქართველოს სახალხო დამცველმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება ყველა მისი მომსახურების მიწოდებისას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვის მიზნით. - საქართველოს სახალხო დამცველს კოდექსის ამოქმედებისთანავე ეკისრება დამატებითი ვალდებულებები და ფუნქციები რომელთა შესასრულებლად საჭირო სხვადასხვა ღონისძიებების გატარება: ადამიანური რესურსის ზრდა - ბავშვის უფლებების ცენტრისათვის 2 საშტატო ერთეულების დამატება, 1 ფსიქოლოგი და 1 სოციალური მუშაკი . აღნიშნული ღონისძიების ხარჯი შეადგენს 31 200 ლარს. - საერთაშორისო ორგანიზაცათა კოორდინაციისა და თანამშრომლობის მექანიზმის გაძლიერება - საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში აპარატის აქტიური ჩართულობა: ვიზიტები საჭიროების შესაბამისად ქვეყნის გარეთ, მათ შორის სასწავლო ვიზიტების განხორციელება, წლის განმავლობაში შესაძლოა განხორციელდეს 4-5ვიზიტი. აღნიშნული ღონისძიების ხარჯი შეადგენს 25000 ლარს. - საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტის განახლებული და საჭიროებებს მორგებული მოწვევა მონიტორინგის მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების შემუშავების მიზნით - მონიტორინგის პროცესის მეთოდოლოგიური სრულყოფისა და გაუმჯობესებისათვის, კოდექსის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოიწვევს საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტს, რომლის მეშვეობითაც შემუშავდება მონიტორინგის განახლებული და საჭიროებებს მორგებული მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები. წლის განმავლობაში ერთი ექსპერტის მოწვევა. აღნიშნული ღონისძიების ხარჯი შეადგენს 10000 ლარს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: 2020 წლისთვის საქართველოს სახალხო დამცველის სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს დაფინანსების ზრდა 66 200 ლარით. 2021 და 2022 წლებისთვის აღნიშნული ხარჯი არ შეიცვლება და ყოველწლიურ ბიუჯეტში დამატებით გასათვალისწინებელი იქნება 66 200 ლარი. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის ფონდის (უნისეფის) საქართველოს წარმომადგენლობა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - პაატა ტურავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან წიკლაური, მამუკა მდინარაძე.