„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“
- „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31,
24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 130-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება
1.
ხანდაზმულობა
იწყება
მოთხოვნის
წარმოშობის
მომენტიდან.
მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა
შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
2.
თუ მოთხოვნა წარმოიშვა პირის არასრულწლოვნობის პერიოდში და
გამომდინარეობს მის მიმართ განხორციელებული სექსუალური, ეკონომიკური,
ოჯახში ძალადობის ან სხვა ფორმის ძალადობისგან, ხანდაზმულობა იწყება პირის
სრულწლოვნობის მიღწევის მომენტიდან.“.
2. 183-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე
1. უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით
დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების
რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
2. ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისება მშობლის ან სხვა
კანონიერი წარმომადგენლის მიერ დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესის
შესაბამისად და სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.“.
3. 186-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. ბავშვის საკუთრებაში არსებული 500 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი
ნივთის გასხვისება მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ დასაშვებია
ბავშვის
საუკეთესო
ინტერესის
შესაბამისად
და
სასამართლოს
თანხმობის
საფუძველზე.“.
4. 1196-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა
ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის
ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის
მიკუთვნების შესახებ. 10 წლამდე ასაკის ბავშვის გვარის შეცვლისას, მისი სიმწიფის
ხარისხის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება მისი სურვილი. თუ ბავშვი ათ
წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც.“.
5. 11981 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვანს აქვს მშობელთა/სხვა კანონიერ წარმომადგენელთა მიერ
უფლების
ბოროტად
გამოყენებისაგან
დაცვის
უფლება.
არასრულწლოვნის
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისას, მათ შორის, ორივე ან ერთერთი მშობლის მიერ ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული
მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის
უფლების
ბოროტად
გამოყენებისას,
არასრულწლოვანს
უფლება
აქვს,
დამოუკიდებლად მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, ხოლო
„მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან
დაკავშირებით
იურისდიქციის,
გამოსაყენებელი
სამართლის,
აღიარების,
შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის
კონვენციით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
−
ცენტრალურ
ორგანოს
და
სასამართლოს.“.
6. 1206-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა,
რის
შესახებაც
გადაწყვეტილება
გამოაქვს
სასამართლოს
მეურვეობისა
და
მზრუნველობის ორგანოს ან ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.“.
7. 1209-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას
სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც.“.
8. 1255-ე და 1256-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1255. ბავშვის თანხმობა გაშვილებაზე
1. 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილებისას, მისი სიმწიფის ხარისხის
გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება მისი სურვილი.
2. იმ ბავშვის შვილად აყვანა, რომელსაც 10 წელი შეუსრულდა, მისი თანხმობის
გარეშე დაუშვებელია.
3. ბავშვის თანხმობა ირკვევა შვილად აყვანის საქმეზე გამართულ სასამართლო
სხდომაზე ბავშვის მოსმენის შედეგად.
4. თუ შვილად აყვანის შესახებ განცხადების წარდგენამდე ბავშვი მშვილებლის
ოჯახში ცხოვრობდა და მშვილებელს თავის მშობლად თვლიდა, შვილება, გამონაკლისის სახით, შეიძლება შვილად ასაყვანის თანხმობის გარეშეც.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღეს მოქმედი რეგულაციის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის
წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როდესაც
პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული წესი
საერთოა
ყველა
პირისთვის
და
არ
თავისებურებებს. საქართველოს კანონის
ახლებურ
მიდგომას,
რომლის
ითვალისწინებს
არასწრულწლოვანთა
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ აყალიბებს
თანახმადაც
ბავშვის
მიმართ
სექსუალური,
ეკონომიკური, ოჯახში ძალადობის ან სხვა ფორმის ძალადობის შემთხვევაში ზიანის
ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ხანდაზმულობის
ვადა აითვლება სრულწლოვანების მიღწევიდან. აღნიშნულის გამო აუცილებელია
სამოქალაქო კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორცილება.
მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არასრულწლოვნის საკუთრების
უფლების გასხვისებაზე სასამართლო კონტროლის აუცილებლობას, რაც სათანადოდ
ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას.
მშობელთა განქორწინებიდან გამომდინარე 10 წლამდე ასაკის ბავშვისთვის
გვარის
შეცვლისას
კანონმდებლობა
არ
ითვალისწინებს
მისი
სურვილის
გათვალისწინებას, თუნდაც ამის შესაძლებლობას იძლეოდეს მისი სიმწიფის ხარისხი.
ბავშვის
აღზრდასა
და
განათლებასთან
დაკავშირებული
მოვალეობების
შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების
ბოროტად
გამოყენებისას
კანონმდებლობა
სასამართლოსადმი
დამოუკიდებლად
მიმართვის უფლებას არასრულწლოვანს ანიჭებს 14 წლის ასაკიდან, რაც დაცვის
სათანადო გარანტიების გარეშე ტოვებს 14 წლამდე პირთა უფლებებს.
კანონმდებლობა ასევე არ ითვალისწინებს 14 წლამდე პირის ინიციატივით
მშობლის უფლებების ჩამორთმევის საკითხის განხილვის შესაძლებლობას, აგრეთვე 10
წლამდე ბავშვის პოზიციის გათვალისწინებას ჩამორთმეული უფლების აღდგენის
საკითხის განხილვისას, რაც არ შეესაბამება ბავშვის უფლებების დაცვის მაღალ
სტანდარტს.
მოქმედი კანონმდებლობით, გაშვილების საკითხის განხილვისას სასამართლო
მხედველობაში მხედველობაში იღებს მხოლოდ 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის
პოზიციას.
ამ
ასაკამდე
ბავშვის
შეხედულება
კი
გაუთვალისწინებელი
რჩება,
მიუხედავად მისი საუკეთესო ინტერესებისა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
კანონის
მიღება
შესაბამისობაში
აუცილებელია
მოსაყვანად
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსის
უფლებათა
კოდექსის“
პროექტით
„ბავშვის
გათვალისწინებულ ცვლილებებთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებით
პირის
მიმართ
არასრულწლოვნობის
დროს
განხორციელებული სექსუალური, ეკონომიკური, ოჯახში ძალადობის ან სხვა ფორმის
ძალადობისას, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა
დაიწყება პირის სრულწლოვნობის მიღწევის მომენტიდან, რაც მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებს არასრულწლოვანთა უფლებრივ მდგომარეობას და პრაქტიკულად
გამორიცხავს გამოუცდელობის გამო მათი უფლებების რეალიზების საფრთხის ქვეშ
დაყენებას. ასევე აღმოიფხვრება ზემოთ მითითებული პრობლემური საკითხები, რითაც
უზრუნველყოფილი ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილ მაღალ სტანდარტთან
შესაბამისობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის კანონის 130-ე, 183-ე, 186-ე, 1196ე, 11981, 1206-ე, 1209-ე და 1255-ე მუხლებში.
აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შედეგად:
ბავშვის მიმართ სექსუალური, ეკონომიკური, ოჯახში ძალადობის ან სხვა
ფორმის
ძალადობის
სასამართლოსადმი
შემთხვევაში
მიმართვის
ზიანის
უფლების
ანაზღაურების
ხანდაზმულობის
ვადა
მოთხოვნით
აითვლება
სრულწლოვანების მიღწევიდან;
დაწესდება
სავალდებულო
სასამართლო
კონტროლი
არასრულწლოვნის
საკუთრების უფლების გასხვისების პროცედურებზე;
მშობელთა განქორწინებიდან გამომდინარე 10 წლამდე ასაკის ბავშვისთვის
გვარის შეცვლისას სასამართლოს დაეკისრება ვალდებულება გაითვალისწინოს მისი
სურვილი, მისივე სიმწიფის ხარისხის შესაბამისად;
14 წლამდე არასრულწლოვანს მიენიჭება უფლებამოსილება დამოუკიდებლად
მიმართოს სასამართლოს თავის უფლებების დასაცავად, მშობელთა მხრიდან ბავშვის
აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობისას ან
არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას;
სასამართლოს მიენიჭება უფლებამოსილება მშობლის უფლებების ჩამორთმევის
საკითხი განიხილოს 14 წლამდე ასაკის პირის ინიციატივითაც;
სასამართლოს
ასევე
მიეცემა
10
წლამდე
ასაკის
ბავშვის
პოზიციის
გათვალისწინების შესაძლებლობა ჩამორთმეული უფლების აღდგენის საკითხის
განხილვისას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
აღნიშნული კანონი უნდა ამოქმედდეს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ ერთად,
შესაბამისად ამოქმედდება 2020 წლის 1 ივნისიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
(თუ
ინიციატორი
ითხოვს
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვას);
კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება
არ ააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის ფონდის (უნისეფის)
საქართველოს წარმომადგენლობა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების),
სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე,
ივ.
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
პროფესორი - პაატა ტურავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო
კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო
ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი
მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე,
გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან
წიკლაური, მამუკა მდინარაძე.