„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფო კილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - პაატა ტურავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან წიკლაური, მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/282/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1“ ქვეპუნქტი: ,,ი1) საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საფუძველზე მავნე ზეგავლენისაგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განხორციელების მიზნით მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვაზე კონტროლი;“. 2. 56-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. იკრძალება ისეთი პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომლებიც ასაკობრივად არის ბავშვისათვის შეუსაბამო და აფერხებს როგორც მის განვითარებას, ისე დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად მის ჩამოყალიბებას.“. ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: ,,7. მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების და საეთერო დროის განსაზღვრის წესები დგინდება ამ კანონით და დებულებით ,,მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული ასაკობრივი ნიშანდების, მათ დაცვაზე კონტროლის, აგრეთვე, პროგრამების ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) განთავსებული ფილმების და თამაშების ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის შესახებ.“. კონტროლის 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 561-562 მუხლები: „მუხლი 561. ბავშვის დაცვა მავნე ზეგავლენისგან 1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს არასრულწლოვნების დაცვა მავნე ზეგავლენისაგან. 2. აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ , ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას. 3. აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არსრულწლოვანთა სოციალიზაციის პროცესს. 4. მაუწყებელი კლასიფიკაციის ამ ვალდებულია მუხლით გამოიყენოს განსაზღვრული სამაუწყებლო პროგრამათა კრიტერიუმები, პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ისინი სამაუწყებლო ბადეში ამ მუხლით განსაზღვრული დროითი შეზღუდვების შესაბამისად; 5. დგინდება არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მომხდენ სამაუწყებლო პროგრამათა შემდეგი კატეგორიები: ა) 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები; არ განათავსოს 06.00 საათიდან 24.00 საათამდე; ბ) 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები; არ განათავსოს 06.00 საათიდან 23 საათამდე; გ) 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები; არ განათავსოს 06.00 საათიდან 20 საათამდე; დ) 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები; არ განათავსოს 06.00 საათიდან 20.00 საათამდე 6. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევით დადგენილ პასუხისმგებლობას. მუხლი 562. სამაუწყებლო პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები 1. 18 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება სამაუწყებლო პროგრამა თუ ის შეიცავს: ა) სქესობრივი აქტის ან სექსუალური ძალადობის ამსახველ გრაფიკულ სცენებს; ბ) არასრულწლოვანის მონაწილეობით ან გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენებს; გ) ნარკოტიკების დამზადების და მოხმარების წესის ახსნა-განმარტებასა და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; დ) თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების გამართლებასა და მოწონებას. ე) თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენების გრაფიკულ ასახვას ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით; ვ) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის გამოყენებას (დანა, ნაჯახი და ა.შ.) ზიანის მიყენების მიზნით ან მკვლელობისთვის; ზ) ძალადობის ამასხველ სცენებს ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამებისა); 2. 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა თუ ის შეიცავს: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს; ბ) სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენებს ან მათ გრაფიკულ ასახვას; გ) შეურაცხმყოფელ გამართლებულია ლექსიკას, კონტექსტით; დ) გარდა იმ ნარკოტიკული შემთხვევისა, როცა ეს საშუალებებისა და მათ მოხმარებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას; 3. 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, რომელიც შეიცავს: ა) ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს; ბ) შეურაცმყოფელ ლექსიკას; 4. 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს, აგრეთვე მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) ზეგავლენის მომხდენი შინაარსის ამსახველ სიუჟეტებსა და სცენებს.“. 4. 591 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: ,,3. ამ კანონის 561 - 562-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაზე რეაგირება ხდება კომისიის მიერ ამ კანონის მე-9 თავით დადგენილი პროცედურების დაცვით.“. მუხლი 2. ეს კანონი, ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი; ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ბავშვის უფლებათა კოდექსით განისაზღვრა, რომ მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის, აგრეთვე ჩაწერილი ფილმების და თამაშების ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის პასუხისმგებელი სპეციალურ ნუსხაში შეტანაზე და კონტროლზე ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; ზემოთ აუცილებელია აღნიშნული სამართლებრივი ,,მაუწყებლობის შესახებ“ პრობლემის საქართველოს აღმოსაფხვრელად კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილ იქნება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობა საქართველოს კანონთან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მუხლი 66. ბავშვის დაცვა მავნე ზეგავლენის შემცველი ინფორმაციისგან საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი: 66-ე მუხლი ადგენს მაუწყებლის ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის დაცვა მავნე ზეგავლენისაგან. მაუწყებელი ვალდებულია გამოიყენოს სამაუწყებლო პროგრამათა კლასიფიკაციის კრიტერიუმები პროგრამათა კატეგორიების დადგენის მიზნით და განათავსოს ისინი სამაუწყებლო ბადეში ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითგანსაზღვრული წესების დაცვით. აღნიშნულის გათალისწინებით,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლს ,,ი “ ქვეპუნქტის პროექტი ადგენს საქართველოს 1 კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 84-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მავნე ზეგავლენისაგან ბავშვის დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე და მაუწყებლის პროგრამების ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვაზე კონტროლის, მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების, აგრეთვე ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) განთავსებული ფილმების და თამაშების ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის სპეციალურ ნუსხაში შეტანზე და კონტროლიზე უფლებამოსილებას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის პროექტით იკრძალება ისეთი პროგრამების შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა რომლებიც ასაკობრივად არის ბავშვისათვის დამოუკიდებელ შეუსაბამო და და სოციალური აფერხებს როგორც პასუხისმგებლობის მის განვითარებას, ისე მქონე პიროვნებად მის ჩამოყალიბებას. კანონპროექტის 561-562 მუხლები ადგენს შესაბამის სახელმძღვანელო კრიტერიუმებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; აღნიშნული კანონი უნდა ამოქმედდეს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ ერთად, შესაბამისად ამოქმედდება 2020 წლის 1 ივნისიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: გაღებას კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი); კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის ფონდის (უნისეფის) საქართელოს წარმომადგენლობა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - პაატა ტურავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან წიკლაური, მამუკა მდინარაძე.