„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“
- „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 465 და 466 მუხლები:
„მუხლი 465. ბავშვის მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის
კლუბებში) და ინტერნეტ სალონებსა და კაფეებში დაშვების წესების დარღვევა
1.
საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ დადგენილი
მასობრივ გასართობ საცეკვავო ცენტრებში (ღამის კლუბებში) და ინტერნეტ
სალონებსა და კაფეებში ბავშვის დაშვების წესების დარღვევა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის დაჯარიმებას 1000
ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
მუხლი
466.
საჯარო ღონისძიების
ვალდებულებების შეუსრულებლობა
ხელმძღვანელის მიერ საკუთარი
ბავშვის მონაწილეობით გამართული საჯარო ღონისძიების ხელმძღვანელის
მიერ საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ დადგენილი
ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.
2.
1395 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1395. გადამყვანი კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა
1. გადამყვანი კომპანიის მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით
დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს გადამყვანი კომპანიის ან გადამყვანი კომპანიის წარმომადგენლის
დაჯარიმებას სახმელეთო ტრანსპორტის შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით,
საზღვაო ტრანსპორტის შემთხვევაში − 1000 ლარის ოდენობით, ხოლო საჰაერო
ტრანსპორტის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.
2.
ბავშვების
საბავშვო
ღონისძიებებში
მონაწილეობის
მიზნით
ტრანსპორტირება საქართველოს კანონის ,,ბავშვის უფლებების კოდექსი“ დადგენილი
მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს გადამყვანი კომპანიის ან გადამყვანი კომპანიის წარმომადგენლის
დაჯარიმებას − 1000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება „უცხოელთა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13
მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე.“.
3.
კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 14411 და 14412 მუხლები:
,,მუხლი 14411 მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების
ასაკობრივი ნიშანდების და საეთერო დროის განსაზღვრის წესების დარღვევა
1. მაუწყებლობის საშუალებებით გავრცელებული პროგრამების ასაკობრივი
ნიშანდების და საეთერო დროის განსაზღვრის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
მუხლი 14412. ინტერნეტ გვერდზე ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელი
ინფორმაციის განთავსების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში,
ბიბლიოთეკებში და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის ინტერნეტ
ქსელზე წვდომის წესების დარღვევა
1. ინტერნეტ გვერდზე ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის
განთავსების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში და
ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის ინტერნეტ ქსელზე წვდომის
წესების დარღვევა ან კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოს
გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.“
4.
კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1701 მუხლი:
„მუხლი 1701. არასრულწლოვნისთვის განათლების მიღებაში ხელშეშლა
არასრულწლოვნის ჩაბმა ან/და გამოყენება ისეთი სამუშაოს შესასრულებლად,
რომელიც ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობის,
ფიზიკური,
გონებრივი,
მორალური,
ემოციური
ან/და
სოციალური
განვითარებისთვის გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირისა - 2 000 ლარის ოდენობით.“.
5.
1713 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1713. ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა
1. ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა, სადაც ხდება ალკოჰოლური
სასმელების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების,
თამბაქოს ნაწარმის წარმოება, დასაწყობება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია
– გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. “.
6.
კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1728 მუხლი:
,,მუხლი 1728 საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა
საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.“.
7.
კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1729 მუხლი:
,,მუხლი 1729 ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის
პუბლიკაციების ბავშვზე ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა
სხვა
სახის
ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების,
რომლებიც შეიცავენ ბავშვისათვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას ბავშვზე
მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.
8.
208 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეები
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და
422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447–4411, 45-ე−464, 48-ე, 49ე, 501, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–
78-ე, 791–81-ე, 821, 822, 825, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031,
104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410,
145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით,
1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553
მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557–15510, 156ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 1701
მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის
პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, , 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–
1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752
მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711
და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე
მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე,
195-ე, 1963, 1966, 1971, 1972 და 1991 მუხლებით.“.
9.
2093 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 465, 466, 555 , 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი
პარკების
რეალიზაციის
ნაწილში),
103-ე
და
1072−107
4
მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252−125
4
მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 მუხლებით, 1395
მუხლის მე-2 ნაწილით, 1461 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და 1523 მუხლებით, 153
6
მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539 , 1561, 1583 - 1584 ,1728 და 1729
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს
განიხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან
მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.
10.
228-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 228. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441, 1443–1445, 14411 და 14412 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა
და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.“.
11.
239-ე მუხლის:
ა) მე-14 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 ნაწილი:
,,141. 465, 466, 1395 მუხლის მეორე ნაწილით, 1728 და 1729 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს
ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის შესაბამისი
თანამდებობის პირი.“.
ბ) 35-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,35. ამ კოდექსის 141-142-ე, 1441, 1443–1445, 14411 და 14412 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.“.
გ) 601 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 601. ამ კოდექსის 1395 მუხლი პირველი ნაწილით, 155-ე, 170-ე-171-ე და 172-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები.“.
12.
2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ კოდექსის 465, 466, მუხლებით, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5
ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე-1354,
1395 მუხლის მე-2 ნაწილით, 1728 და 1729 მუხლებით და 1536 მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
შინაარსს
და
მისი
გამოწერის
წესს
განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანო.“
13.
252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 45-ე, 451, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 57
3 მუხლის მე-2 ნაწილით, 574−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695,
71-ე, 721−78-ე, 791−81-ე, 822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88ე−893, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 134-ე,
135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531, 1533–1536, 154-ე−154
2, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე, 167-ე, 170-ე და 1701 მუხლებით, 171ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 1724, 1728-1729 , 173-ე–1732,
1736, 1737, 1739, 174-ე–1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852,
187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ
პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს
არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს
(მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს
მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადგენს ბავშვის ქცევის
მართვის და ვალდებულებების განსაზღვრის კრიტერიუმებს, მშობლების, მეურვის,
ბავშვის მზრუნველობაზე პასუხისმგებელი ფიზიკური
და იურიდიული პირების,
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებებს და
მოვალეობებს, რომელთა დარღვევისთვის საჭიროა შესაბამისი ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის
შეტანის
დაწესება.
საჭიროებას
აღნიშნული
საქართველოს
გარემოება
განაპირობებს
ადმინისტრაციულ
ცვლილების
სამართალდარღვევათა
კოდექსში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
წარმოდგენილი კანონის მიღება აუცილებელია „ბავშვის უფლებათა კოდექსის“
პროექტის მიღებით შექმნილი სამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
კანონპროექტის მიღება მოაწესრიგებს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღებით
წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ
ურთიერთობებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საქართველოს კანონის ,,ბავშვის კოდექსი აწესრიგებს ბავშვის
მასობრივ
გასართობ საცეკვავო ცენტრებში
ბავშვის დაშვების და ბავშვის მონაწილეობით
გამართული საჯარო ღონისძიების
ხელმძღვანელის პასუხიმგებლობის საკითხებს.
რომელთა დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის
მუნიციპალური სამსახურები. აღნიშნული მუხლებიის მოთხოვნების დაუცველობა
იწვევს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
გასაზღვრულ პასუხისმგებლობას, რაც ასახულია კოდექსში შესატანი ცვლილებების
პროექტის 465-466 მუხლებით. საჯარო ღონისძიების
ხელმძღვანელის მიერ ბავშვის
უფლებათა
კოდექსით
ადმინისტრაციულ
შეუსრულებლობა
სამართალდარღვევათა
პასუხისმგებლობას.
განთავსების
დადგენილი
იწვევს
საქართველოს
კოდექსის 466 მუხლით განსაზღვრულ
ბავშვის კოდექსის თანახმად, ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში
წესების
დარღვევა
იწვევს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, რაც აისახა პროეტის
14412 მუხლში.
კოდექსს
ემატება
1701
მუხლი,
რომელიც
ადგენს
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა არასრულწლოვნის ჩაბმა ან/და
გამოყენება ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც ხელს უშლის განათლების
მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობის, ფიზიკური, გონებრივი, მორალური,
ემოციური ან/და სოციალური განვითარებისთვის.
საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ აკრძალულია ბავშვის
შრომითი საქმიანობა ისეთ დაწესებულებაში სადაც ხდება ალკოჰოლური სასმელების,
ეროტიკული
და
პორნოგრაფიული
პროდუქციის,
ტოქსიკური
ნივთიერებების,
ფარმაცევტული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების ან/და
თამბაქოს ნაწარმის წარმოება, დასაწყობება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია ან
ფუნქციონირებს, როგორც სათამაშო ბიზნესი და ღამის გასართობი დაწესებულება.. ამ
მოთხოვნის
დარღვევაზე
პასუხისმგებლობა
გათვალისწინებულია
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1713 მუხლის პროექტში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლში
შეტანილ ცვლილებებში განისაზღვრა, რომ კოდექსის 465-466
და 1395 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს
ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის შესაბამისი თანამდებობის
პირი, ხოლო კოდექსის 14411 და 14412 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევის
შესახებ
ოქმს
ადგენს
დამოუკიდებელი
და
მუხლები,
მარეგულირებელი
კომისია.
კოდექსს
ასევე
ემატება
1728
1729
რომლებიც
აწესებენ
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საჯარო კინოჩვენებებზე ბავშვის დაშვების
წესებისა და ჟურნალ-გაზეთებისა და ბეჭდური მედიის სხვა სახის პუბლიკაციების
ბავშვზე ხელმისაწვდომობის წესების დარღვევისათვის.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული
მიმართებით.
ქვეპუნქტი
არ
გამოიყენება
წარმოდგენილ
კანონპროექტთან
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
აღნიშნული კანონი უნდა ამოქმედდეს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ ერთად,
შესაბამისად ამოქმედდება 2020 წლის 1 ივნისიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);
კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
საჭიროებს
დამატებითი
ხარჯების
გაღებას
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, რადგან
დგინდება ახალი სახის ადმინისტრაციული ჯარიმები „ბავშვის უფლებათა კოდექსით“
გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. საშემოსავლო
ნაწილის ზრდის რაოდენობრივი შეფასება ამ ეტაპზე არის შეუძლებელი, რადგან არ
არსებობს
იმ
პირთა
სტატისტიკა,
რომლებიც
არიან
ბავშვის
კოდექსით
გათვალისწინებული ნორმების პოტენციურად დამრღვევი პირები.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება პოტენციურად განაპირობებს ფინანსური ხარჯების
ზრდას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“
მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“
ან
ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის ფონდის (უნისეფის)
საქართველოს წარმომადგენლობა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე,
ივ.
ჯავახიშვილის
სახელობის
თბილისის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
პროფესორი - პაატა ტურავა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო
კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო
ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი
მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე,
გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან
წიკლაური, მამუკა მდინარაძე.