„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფო კილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - პაატა ტურავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან წიკლაური, მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/282/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე არასრულწლოვანი 1. არასრულწლოვანი სარგებლობს უფასო იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). 2. იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ყველა არასრლუწლოვნისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სხვა ხელშეკრულებების, ასევე, უფლებათა კოდექსი“ საქართველოს კანონით „ბავშვის დადგენილი ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების საშუალებით. 3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს უფასო იურიუდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: მოქმედი კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს იურიდიული დახმარების საფუძვლებს და პირთა წრეს, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლოს ამგვარი დახმარებით. ამ ეტაპზე, კანონით სამსახურს არ აქვს ზოგადი სახის ვალდებულება ყველა კატეგორიის საქმეზე ყველა არასრულწლოვანი უზრუნველყოს იურიდიული დახმარების სრული სერვისით, რაც არ შეესაბამება „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ დადგენილ ბავშვის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს. .ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; კანონის მიღება აუცილებელია „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოსაყვანად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, იურიდიული დახმარების სამსახურს დაეკისრება ვალდებულება ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების საშუალებით ნებისმიერ არასრულწლოვანს გაუწიოს იურიდიული დახმარება, მისი სტატუსისა და საქმის კატეგორიის მიუხედავად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონი 41 მუხლი, რომლის თანახმად: - ყველა არასრულწლოვანს აქვს უფასო იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარებით სარგებლობი უფლება, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი, მიუხედავად საქმის კატეგორიისა და აღნიშნულ საქმეში ამ არასრულწლოვნის სტატუსისა. - იურიდიული დახმარების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული კონსულტაციის და იურიდიული დახმარების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სხვა ხელშეკრულებების, ასევე, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების იმ საშუალებით, რაც დადგენილია საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“. - სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე 18 წლიდან 21 წლამდე ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს უფასო იურიუდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით).“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; აღნიშნული კანონი უნდა ამოქმედდეს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ ერთად, შესაბამისად ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 ივნისიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის საშემოსავლო ნაწილზე. მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, ყველა მისი მომსახურების მიწოდებისას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დანერგვის მიზნით. იმისათვის, რომ იურიდიული დახმარების სამსახური აღნიშნულ გამოწვევას შეხვდეს მზად საჭიროა გათვალისწინებული იქნეს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით შემდეგი აუცილებელი ხარჯები: 2020 წლის პირველ ივნისამდე უზრუნველყოს ადამიანური რესურსების გაზრდა 17(ჩვიდმეტი) ერთეულით, რაც გულისხმობს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატთა რიცხვოვნობის გაზრდას 5(ხუთი) საშტატო ერთეულით და 1(ერთი) მძღოლით, ხოლო დანარჩენი 11 იურიდიული დახმარების ბიუროს რიცხვოვნობის გაზრდას თითო საშტატო ერთეულით. რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლიურად დამატებით საჭირო იქნება დაახლოებით 471 335 (ოთხას სამოცდათერთმეტიათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარის გამოყოფა, რაშიც მოიაზრება ადვოკატებისა და მძღოლის წლიური ხელფასის, მივლინების, გადამზადების, ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკის, ოფისის, ექსპერტიზის, ავტომობილის და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. ვინაიდან კოდექსი ძალაში შედის 2020 წლის პირველი ივნისიდან, ამავე წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი სავარაუდო თანხა იქნება 274 248 ლარი, საიდანაც 175 200 ლარის არის 6 თვის ხელფასის ხარჯი 17 ახალი თანამშრომლისთვის, ხოლო დარჩენილი 99 048 ლარი მოხმარდება კადრების გადამზადებას, დამატებითი საოფისე ინფრასტრუქტურის შეძენას (58 400 ლარის ოდენობით) და სხვა საოპერაციო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია სსიპ იურიდიული დახამრების სამსახურის გაზრდილი ფუნქცია-მოვალეობის შესრულებასთან. 2021-2022 წლებისთვის 471 335 ლარი შემცირდება 58 400 ლარით და შეადგენს 412 935 ლარს, რადგან საოფისე ავეჯის და ტექნიკის შეძენა მოხდება ერთჯერედად, მხოლოდ 2020 წელს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: 2020 წლისთვის სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს დაფინანსების ზრდა 274 248 ლარით. 2021 და 2022 წლებისთვის აღნიშნული ხარჯი არ შეიცვლება და ყოველწლიურ ბიუჯეტში დამატებით გასათვალისწინებელი იქნება 412 935 ლარი. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ აუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის ფონდის (უნისეფის) საქართველოს წარმომადგენლობა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - პაატა ტურავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან წიკლაური, მამუკა მდინარაძე.