„საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოფო კილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - პაატა ტურავა
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან წიკლაური, მამუკა მდინარაძე
ნომერი
#07-3/282/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: ,,3. ადმინისტრაციულ ორგანოში ბავშვთან დაკავშირებულ განცხადებებს და საჩივრებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.“. 2. 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 75. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე 1. ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: ა) განმცხადებელს; ბ) ადმინისტრაციულ ორგანოს, გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე; რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გ) პირს, რომელსაც კანონმდებლობით ენიჭება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება; დ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ე) დაინტერესებულ მხარეს. 2. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად.“. 3. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 85. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობა 1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. 2. ბავშვს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია და კონსულტაცია გენდერული და კულტურული მგრძნობიარობის გათვალისწინებით, ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, მისთვის გასაგები ენით ან/და კომუნიკაციის სხვა დახმარე საშუალებებით.“. 4. 98-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები: ,,3. ბავშვის უფლება მოუსმინონ, არ შეიძლება შეიზღუდოს მის ასაკზე ან სხვა გარემოებებზე მითითებით. ბავშვს უნდა მიეცეს საკუთარი აზრის მისთვის სასურველი ფორმით გამოხატვის შესაძლებლობა. 4. ბავშვზე მორგებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ბავშვისთვის ხელმისაწვდომ და აღქმად პროცედურებს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სტადიაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღეს არსებული კანონმდებლობით ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული განცხადებები და საჩივრები განიხილება საერთო წესით. ბავშვის უფლებათა კოდექსი ადგენს ახალ სტანდარტს, რომლის თანახმად ნებისმიერი სამართალწარმოების დროს ბავშვთან დაკავშირებული საკითხები უნდა განიხილებოდეს პრიორიტეტულად. ბავშვის უფლებათა კოდექსი ასევე არეგულირებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა შესაბამის პირთა სპეციალიზაცია, ბავშვისთვის ინფორმაციის მიწოდების სტანდარტები და მისი მოსმენისა და პოზიციის გათვალისწინების პრინციპი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; კანონის მიღება აუცილებელია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისობაში მოსაყვანად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება ბავშვთან დაკავშირებული საკითხების პრიორიტეტულად განხილვის, შესაბამის პირთა სპეციალიზაციის სავალდებულოობის, ბავშვისთვის ინფორმაციის მისთვის გასაგები ფორმით მიწოდების, აგრეთვე მისი მოსმენისა და პოზიციის გათვალისწინების საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ადგენს შემდეგ პრინციპებს: ადმინისტრაციულ ორგანოში ბავშვთან საჩივრებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი; დაკავშირებულ განცხადებებს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად; ადმინისტრაციულმა ორგანომ ინფორმაცია და კონსულტაცია ბავშვს უნდა მიაწოდოს გენდერული და კულტურული მგრძნობიარობის გათვალისწინებით, ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, მისთვის გასაგები ენით ან/და კომუნიკაციის სხვა დახმარე საშუალებებით; ბავშვის უფლება მოუსმინონ, არ შეიძლება შეიზღუდოს მის ასაკზე ან სხვა გარემოებებზე მითითებით; ბავშვზე მორგებული ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); აღნიშნული მიმართებით. ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; აღნიშნული კანონი უნდა ამოქმედდეს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ ერთად, შესაბამისად ამოქმედდება 2020 წლის 1 ივნისიდან. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება საშემოსავლო ნაწილზე. გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირთა სპეციალიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების ხარჯების დაფარვის მიზნით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ ააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა დაცვის ფონდის (უნისეფის) საქართველოს წარმომადგენლობა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი - სოფო კილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - პაატა ტურავა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან წიკლაური, მამუკა მდინარაძე.